ქართული ყველი, რომლის მსგავსი მთელ საფრანგეთში არ მოიძებნებოდა

ისტორია

ქართული ყველი, რომლის მსგავსი მთელ საფრანგეთში არ მოიძებნებოდა

11 აგვ. 2020, 11:58:03

1905 წლის რევოლუციურ მოძრაობაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი მთავრობისგან დევნილი ადამიანები – ფირალები და ტერორისტები, მათ შორის ლანჩხუთის რაიონიდან: ასკანელი დათიკო შევარდნაძე , გვიმბრალაურელი ერასტი ჯორბენაძე, აცანელი მირიან ,,ტოგო” ჭანტურიშვილი, ჭანჭათელი ვალოდია გოგუაძე და სხვები. 


დემოკრატიული საქართველოს ეროვნული გმირი, ვალოდია გოგუაძე  _ „ფესვმაგარი, მტკიცე, ურყევი, უდრეკი, უტეხი, უშიშარი: როგორც თავგამოდებული მებრძოლი თავისუფლებისათვის სამშობლოისა თვითონ ჯავშანი - საარაკო ბელადი შემმართებელი ,,ჯავშნოსანისა”. არავითარი სიძნელის წინაშე უკან-არ-დამხევი - ძალაყრით მოშვილდული, ყოველი დაბრკოლების გადამლახავი. ამასთანავე: ხალისიანი, მონადიმე, მომლხენი, მოშაირე - ქართულ სუფრასთან“ (ასე ახასიათებს მას მწერალი გრიგოლ რობაქიძე), სანამ სამშობლოს თავისუფლებისათვის ჯავშნოსანი მატარებლით საქართველოს მტრებს მუსრს გაავლებდა და საარაკო გმირობებს ჩაიდენდა, მარქსისტული იდეებისათვის უამრავი ადამიანი ჰყავს საიქიოს გასტუმრებული. მიხეილ ვადაჭკორიას მოგონებების მიხედვით, ჭანჭათში ვალოდია დიდი პატივისცემით სარგებლობდა. მასზე თურმე ამბობდნენ: ლადიკოის ფეხის ნაბანაი წყალი არ გადეიქცევაო. მშობლიურ სოფელში ჩაის პლანტაცია პირველს მას გაუშენებია.  

საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ვალოდია გოგუაძე და მისი მეუღლე ნამეტია საფრანგეთში გაიხიზნენ. ნოე ჟორდანიას შვილი, რეჯები იხსენებდა: ,,გოგუაძეებმა ეს (საკუთარი მიწის ნაკვეთი) ფერმად აქციეს და ააყვავეს... (ყველაფერი გურულ ყაიდაზე ჰქონიათ მოყობილი - ავტორები) არც ცხენი ჰყოლიათ, არც ტრაქტორი მინახავს მათ მამულში – ყველაფერს ხელით აკეთებდნენ. ვალოდია ქართული არმიის პოლკოვნიკი იყო. მრავალი ჭრილობა ჰქონდა მიღებული და ცალი ფეხი გაშეშებოდა,  ართრიტი სტანჯავდა და ზოგჯერ ჭინჭრით ისუსხავდა ფეხს, ტკივილი რომ შეემსუბუქებინა... მიწის სამუშაოებს ვალოდია ასრულებდა. მას მუნჯი სევასტი.... და დროებით დაქირავებული მუშები ეხმარებოდნენ. მახსოვს, ჟოლოს დასაკრეფად სოფელში რამდენიმე ქალი დაიქირავა. დროდადრო გასძახებდა: იმღერეთ, იმღერეთო. ქალებიც სიამოვნებით ამღერდებოდნენ.... ვალოდიას მუსიკის სიყვარული კი არ ამოძრავებდა, სიმღერისას მოჯამაგირეები ამ ძვირფასი ხილის ჭამით ვეღარ სკდებოდნენ!

ვალოდიას ცოლი ნამეტია სახლს, ფრინველს და პირუტყვს უვლიდა... ნამეტიას არავინ ეხმარებოდა. მას ქართული ყველი ამოჰყავდა (რომლის მსგავსი მთელ საფრანგეთში არ მოიძებნებოდა) და ქართულ კერძებს ამზადებდა... ხაჭაპური, ფხალი, ლობიო, საცივი, ხარჩო.... მის გაკეთებულ კერძებს განსაკუთრებული გემო ჰქონდა. სიმინდის ფქვილით იგი მჭადსა და ღომს ამზადებდა...”




 ახალი ამბები
  • ზუგდიდის ბანკთან ინკასაციის მანქანა გამოჩნდა _ თავდამსხმელმა ბანკი დატოვახელისუფლება, სავარაუდოდ, თავდამსხმელის მოთხოვნებს აკმაყოფილებს -  ბანკის შენობასთან ინკასაციის მანქანა გამოჩნდა და ვერტმფრენი დაჯდა. არაოფიციალური ინფორმაციით, შესაძლოა, ინკასაციის მანქანა თავდამსხმელის მხრიდან ფულის მოთხოვნას, ხოლო ვერტმფრენი მის მიერვე მოთხოვნილ უდაფრთხო კორიდორს უკავშირდებოდეს.  შეიარაღებულმა პირმა ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ შენობა დატოვა. თავდამსხმელი შენობიდან სავარაუდოდ რამდენიმე მძევალთან ერთად გამოვიდა. როგორც კადრებში ჩანს, მას შენობის დატოვების დროს ხელები აწეული ჰქონდა და სავარაუდოდ, ხელში ხელყუმბარა ეკავა. ადგილზე სპეცრაზმის ჯგუფები და სამართალდამცავები არიან მობილიზებული. შემოსაზღვრული ლენტის გარე პერიმეტრზე იმყოფებიან მძევლების ოჯახის წევრები. ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებულმა პირმა მძევლები რამდენიმე საათის წინ აიყვანა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე ... ...
  • ზუგდიდში თავდამსხმელმა კიდევ ერთი მძევალი გაათავისუფლაარსებული ინფორმაციით, ზუგდიდში თავდამსხმელმა კიდევ ერთი მძევალი გაათავისუფლა.  დარჩენილი მძევლების გასათავისუფლებად პოლიცია მუშაობას აგრძელებს. ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებულმა პირმა მძევლები რამდენიმე საათის წინ აიყვანა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე ... ...
  • სალომე ზურაბიშვილი: ნებისმიერი დამატებითი დაძაბულობის ხელოვნურად შექმნა დაუშვებელიასაქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ზუგდიდში „საქართველოს ბანკში“ მძევლების აყვანის ფაქტს ეხმიანება. როგორც განცხადებაში წერია, ნებისმიერი დამატებითი დაძაბულობის ხელოვნურად შექმნა დაუშვებელია. „მივმართავ პოლიტიკურ პარტიებს, იმ დროს, როცა ადამიანების სიცოცხლე სასწორზე დევს და სამართალდამცავები, ამ ურთულესი მდგომარეობის მსხვერპლის გარეშე განმუხტვას ცდილობენ, ნებისმიერი დამატებითი დაძაბულობის ხელოვნურად შექმნა დაუშვებელია, ართულებს სამართალდამცავების ამოცანას და საფრთხეს უქმნის მძევლების მშვიდობიან გათავისუფლებას. ასევე, მოვუწოდებ მედიასაშუალებებს, გაითვალისწინონ სამართალდამცავი ორგანოების თხოვნა და ინფორმაცია საზოგადოებას მიაწოდონ ისე, რომ არ შეაფერხონ ოპერატიული მოქმედებები“- აცხადებს სალომე ზურაბიშვილი. ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებულმა პირმა მძევლები რამდენიმე საათის წინ აიყვანა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე ... ...
  • „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბთან ორმხრივი სროლისას ოთხი ადამიანი დაიჭრაცოტა ხნის წინ ქვემო ქართლში, კერძოდ დმანისში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ. დაპირისპირებამ შემდეგ გარე პერიმეტრზე გადაინაცვლა, სადაც იყო ორმხრივი სროლა. არსებული ინფორმაციით, დაჭრილია ოთხი ადამიანი. დაშავებულთაგან ერთ-ერთი, სავარაუდოდ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელები ნასვამები იყვნენ. ჯერჯერობით სხვა დეტალები უცნობია. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები და მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო ... ...
  • ხმაური ლანჩხუთში "მედალფას" კლინიკასთან ლანჩხუთში "მედალფას" კლინიკასთან რამდენიმე საათის განმავლობაში ხმაური იყო. კლინიკა რამდენიმე საათის განმავლობაში ვერ ახრეხებდა სასწარაფო დახმარების მიერ გადმოყვანილი პაციენტის მიღებას. პაციენტის ახლობლებს, რომლებიც კლინიკასთან იმყოფებოდნენ, მედიკოსები განუმარტავდნენ, რომ ადგილის არ ქონის გამო ავადმყოფს ვერ მიიღებდნენ. ხმაური და კამათი "მედალფასთან" რამდენიმე საათი გრძელდებოდა, ბოლოს საქმეში კლინიკის ხელმძღვანელის რეზო კვერენჩხილაძის ჩარევის შემდეგ, პაციენტი, რომელსავ კუჭ-ნაწლავის პრობლემა აღენიშნებოდა, სტაციონარში მოათავსეს. "მედალფას" კლინიკის მენეჯერი რევაზ კვერენჩხილაძე პაციენტის ახლობლებს შეხვდა და მათ განუმარტა, რომ შეყოვნება იძულებით იყო. "კლინიკაში გვიწევს კორონავირუსით დაინფიცირებული ორი პაციენტი, იმ ზონაში სხვა პაციენტს ვერ მოვათავსებთ. სანამ ქალბატონს მოიყვანდა სასწრაფო, მანამდე მივიღეთ 44 წლის მამაკაცი, უმძიმესი მდგომარეობით. მისი სიმძიმიდან გამომდინარე, ქუთაისის საავადმყოფოშია გადაყვანილი. ახლა გათავისუფლდა ადგილი და პაციენტს მივიღებთ. ბოდიშს გიხდით ყველას, მაგრამ პანდემიის გამო, ფაქტობრივად, ომში ვართ, ექიმები წინა ხაზზე არიან. გაგვიგეთ, რომ იქნება დაყოვნებები, ჩვენ შესაძლებლობის მაქსიმუმს ვაკეთებთ და გავაკეთებთ", - თქვა კლინიკის ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...