მხედარი, რომელმაც რუსეთის იმპერატორი გააოცა

ისტორია

მხედარი, რომელმაც რუსეთის იმპერატორი გააოცა

2019 იან 16 17:54:18

ერთხელ რუსეთის იმპერატორის ბადრაგის (კანვოის) უფროსი პეტრე ბაგრატიონი (1812 წლის ომის გმირის ძმისწული და სეხნია) შინ ძალიან გახარებული და კმაყოფილი დაბრუნებულა. მეუღლის შეკითხვაზე თუ რაშია საქმე, მან უპასუხა, რომ აღლუმმა სამაგალითოდ ჩაიარა და იმპერატორმა სამჯერ გადაუხადა მადლობა. `და ეს მით უფრო სასიამოვნოა ჩემთვის, რომ ქართველების მიზეზით მოხდა... ძალიან ისახელეს თავი საზოგადოდ! და ბურთი და მოედანიც დღევანდელი დღისა აბაშიძეს, ამილახორს და ანდრონიკაშვილს დარჩათ... ხელმწიფემ ბრძანა, რომ აბაშიძე, ცხენზე მხტომი, გადახატეთ და სურათი სასახლის გალერეაში ჩამოჰკიდეთო!~ 

მხედარი, რომელმაც იმპერატორზე ასეთი შთაბეჭდილება მოახდინა, 1835 წელს სოფელ თირში დაბადებული სამსონ ივანეს ძე აბაშიძე  გახლდათ. პირველდაწყებითი განათლება სამსონმა ქუთაისის გიმნაზიაში მიიღო. მის შესახებ “სათაკილო” ამბავს იხსენებს ნიკო ნიკოლაძე: როცა ყირიმის ომის დროს ფრანგებმა დაჯაბნეს რუსები, პატრიოტულად განწყობილმა ქუთაისელმა გიმნაზიელებმა გადაწყვიტეს, ფრანგი მასწავლებისთვის სამაგიერო გადაეხადათ. მათ წვრილი ნემსები სკამზე დაარჭეს და როცა იგი “თავისებურად დაასკდა საჯდომს, მოისმა ველური ბღავილი”.  მაშინვე ჩატარდა გამოძიება: მოსწავლეებს ჩოხის საქილეები გაუსინჯეს იმ აზრით, რომ ვისაც ნემსები აღმოაჩნდებოდა, შესაბამისად, ის იქნებოდა დამნაშავე. ნემსები მართლაc უპოვეს სრულიად უდანაშაულო ორ მოსწავლეს _ კოწია წულუკიძესა და სამსონ აბაშიძეს. არც ერთ მათგანს, არც მეორეს გაგებაც არ ჰქონიათ ჩვენი დანაშაულობის. წამოაქციეს ორივე უბედური და უმოწყალოთ გაწკეპლეს”. 

გიმნაზიის დამთავრების შემდეგ აბაშიძე მოხვდა პეტერბურგში და მსახურობდა ალექსანდრე II-ის კანვოიში. იყო პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის თავისუფალი მსმენელი. იქვე დაუახლოვდა მომავალ „თერგდალეულებს“.  დაუმეგობრდა აკაკი წერეთელს, რომელსაც ნათესავად ეკუთვნოდა (აკაკის დედა და სამსონის მამა ბიძაშვილები იყვნენ). დედისადმი გაგზავნილ ერთ წერილში (1860) აკაკი წერეთელი ასე ახასიათებს სამსონს: `სამსონი ჩემთან დგას... ძალიან კარგი ბიჭია, იქნება მაინც, ჯერ თუ არ არის. ჩემთან კარგი ნაცნობობა აქვს”. აბაშიძემ პეტერბურგში ცოლად მოიყვანა იურისტ ესპერ უხტომკის ქალი ადელაიდა. მათ შეეძინათ ორი შვილი, რომელთაგან ვაჟი ადრე გარდაეცვალა და ის პეტერბურგში დაკრძალეს. სულ მალე ოჯახი საქართველოში ჩავიდა და აბაშიძემ საკუთარი მამულის მოვლას მიყო ხელი. რუსეთში ისევ გაემგზავრა 1870-იანი წლების ბოლოს, მაგრამ საქართველოში მალევე დაბრუნებულა. ის ბეჭდავდა კრიტიკულ პუბლიცისტურ, სატირულ თხზულებებსა და თარგმანებს „ცისკარსა“ და „საქართველოს მოამბეში“ „თერგდალეულის“, `ჯვარელის~ და `ზემო-იმერელის~ ფსევდონიმებით. სამსონ აბაშიძე გარდაიცვალა 1894 წელს, დაკრძალულია კაცხის მონასტერში.

ამონარიდი წიგნიდან

,, კანვოი რუსეთის იმპერატორთა ქართველი მცველები".




 ახალი ამბები
  • ავღანეთიდან დაბრუნებული მამის შეხვედრა შვილთანსოციალურ ქსელში ვრცელდება ემოციური ფოტო, რომელზეც აღბეჭდილია ავღანეთიდან დაბრუნებული მამისა და შვილის შეხვედრა. „ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიიდან დაბრუნებული მშობლის მოულოდნელი და მონატრებული ვიზიტი თბილისის ერთ-ერთ ბაგა-ბაღში. ემოციური წუთები ყველაფრის მთქმელია„, _ წერია ფოტოს დასათაურებაში. წყარო: ... ...
  • "ივანიშვილი იძულებული იქნება სპეცრაზმის მეშვეობით მართოს ქვეყანა"- უგულავაამ წუთებში ოპოზიციის წარმომადგენლები პროკურატურასთან აქციას მართავენ. მათ პროკურატურის ჭიშკარს პროტესტის ნიშნად ბოქლომი დაადეს. როგორც გიგი უგულავამ ჟურნალისტებს განუცხადა, აქციები გაგრძელდება. მისი თქმით, ოპოზიცია მხარდამჭერებთან ერთად ორშაბათს საღამოს შეიკრიბება, ღამეს გაათევს და მეორე დღეს პარლამენტის პიკეტირებას მოახდენს. "გამოიყვნენ სპეცრაზმს? გამოიყვანონ, კი ბატონო ეგ არის ჩვენი მიზანი. ივანიშვილი იძულებული იქნება ქვეყანა მართოს, გადაადგილდეს მხოლოდ სპეცრაზმის მეშვეობით, თუ ამას მართვა ჰქვია",- განაცხადა ... ...
  • აქციის მონაწილეებმა გენარალური პროკურატურის ჭიშკარს ბოქლომი დაადესამ წუთებში ოპოზიციის წარმომადგენლები თბილისში, გენერალურ პროკურატურასთან აქციას მართავენ. მათ პროტესტი უსამართლობის წინააღმდეგ პროკურატურის ღობეზე ბოქლომის დადებით ... ...
  • პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება და იძულებითი სექსი - თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი დააკავესპირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება და იძულებითი სექსუალური კავშირის დამყარების იძულებისთვის ბრალდებულს, 4 წლით თავისუფლების აღკვეტა მიესაჯა, _ აღნიშნულის შესახებ "გურია ნიუსს" თბილისის საქალაქო სასამართლოდან აცნობეს. "თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სექსუალური ხასიათის იძულებასა და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფაში ბრალდებული ლ.ც. დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წელს ლ.ც.-მ უკანონოდ მოიპოვა ი.ყ.-ს პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა და დაზარალებულის მეგობრებს გადაუგზავნა. ლ.ც. ასევე დაზარალებულს აღნიშნული მასალის სოციალურ ქსელში გავრცელებისა და ოჯახის წევრებთან გადაგზავნის მუქარით, მასთან სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდა. სამართალდამცველებმა ლ.ც. 2019 წლის 7 მარტს ქ.თბილისში დააკავეს. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულმა პროკურატურამ მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 139-ე მუხლის პირველი ნაწილით (სექსუალური ხასიათის იძულება) და 1571-ე მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა, ე.ი. პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა და გავრცელება) წარუდგინა. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ლ.ც. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა" - აღნიშნულია პროკურატურის ... ...
  • დავით მჟავანაძე: “თავი ჩამიდეს და ტანი ჩამიდეს“ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით მჟავანაძე “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ამბობს, რომ ყველა დაკავებული გათავისუფლებულია, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია, მოსამართლე რა განაჩენს გამოიტანს. “ამ წუთებში მივდივარ სასამართლოში. სავარაუდოდ, ადმინისტრაციულ ჯარიმას დაგვაკისრებს მოსამართლე, თუმცა, მისგან არც ისაა გასაკვირი, რომ დაგვაკავონ. სამარცხვინო ვიდეო წარმოადგინეს სასამართლო პროცესზე _ ფაქტობრივად, თავი ჩამიდეს და ტანი ჩამიდეს ვიდეოში. ის ადამიანი მე არ ვარ, რომელზედაც იძახიან, ეს დავით მჟავანაძეაო. ვნახოთ, რა მოხდება. არაფრის გამო დამაკავეს _ არანაირო მტკიცებულება არ აქვთ სამართალდამცავებს“, _ გვითხრა დავით მჟავანაძემ. დავით მჟავანაძეს წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევას ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ სასმელად ვარგის წყალს მოიხმართ?