„ხელში რგოლმოხსნილი „ლიმონკა“ ეკავა“ _ მილიციელი „ნაცარას“ გმირობა

ისტორია

„ხელში რგოლმოხსნილი „ლიმონკა“ ეკავა“ _ მილიციელი „ნაცარას“ გმირობა

2018 აპრ 29 11:56:21

დღევანდელ წერილში სიტყვას ქართველ სამართალდამცველებს გადავცემთ, რომლებიც რამდენიმე ათეული წლით უკან დაგვაბრუნებენ და იმ დროს თბილისში გახმაურებულ ცნობილ კრიმინალურ „შემთხვევებს“ გაიხსენებენ.

თავდაპირველად სიტყვას მილიციის, ხოლო მოგვიანებით პოლიციის გენერალ რომან გვენცაძეს გადავცემთ. ბატონ რომანს მუშაობა ურთულეს პერიოდში მოუწია. არაერთხელ დიდი განსაცდელის წინაშეც ყოფილა, მაგრამ მძიმე მდგომარეობისათვის თავი ღირსეულად დაუღწევია.

„ერთხელ, ცნობა მივიღეთ, რომ მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ქორწინების სახლთან, ვიღაც ბოროტმოქმედს ტაქსისტი ჰყავდა მანქანაში დატყვევებული. ხელში რგოლმოხსნილი „ლიმონკა“ ეკავა და აფეთქებით იმუქრებოდა. შემთხვევის ადგილზე სასწრაფოდ გავედით. მართლაც, ყვითელ „ვოლგაში“ ერთი გამხდარი მამაკაცი იჯდა უკან. ხელში „ლიმონკა“ ეჭირა და შიშისგან გაფითრებულ მძღოლს აფეთქებით ემუქრებოდა. ჩემს კოლეგებს ტაქსი ალყაში  მოექციათ. გარდა ამისა, იქ უამრავი ცნობისმოყვარე იყო შეკრებილი. როგორც გაირკვა, „გაის“ ინსპექტორს ხელჯოხი დაუქნევია ტაქსისტისთვის. მგზავრი კი ძებნილი ყაჩაღი იყო. მას ეგონა, მიჭერენო და „ლიმონკაც“ იმიტომ გახსნა...

ერთი სიტყვით, თითქმის კრიტიკული სიტუაცია შეიქმნა. დრო არ ითმენდა და დაპანიკებულ ბოროტმოქმედს შიშისგან ან დაღლილობისგან შეიძლებოდა, „ლიმონკა“ აფეთქებოდა. მეგაფონი ავიღე და ვთქვი:

– რომან გვენცაძე ვარ. მძღოლი გაუშვი. მე მოვალ და მოვილაპარაკოთ-მეთქი.

ბოროტმოქმედი მოლაპარაკებაზე, მართალია, დავითანხმე, მაგრამ მან თავისი პირობა წამომიყენა და გამომძახა:

– ტრუსებისამარა მოდი, რომ გხედავდე. არ მომატყუო და იარაღი არ გქონდეს დამალულიო.

რა უნდა მექნა. არც ვაციე, არც ვაცხელე. გავშიშვლდი ამხელა კაცი და ტრუსებისამარა მივედი ბოროტმოქმედთან. მან მძღოლი გაუშვა და მე მისი ადგილი დავიკავე. ბოროტმოქმედს რგოლგამომძვრალი „ლიმონკა“ ეკავა და დეტონატორზე მაგრად ჰქონდა მოჭერილი ორივე მტევანი. პატარა, გამხდარი კაცი იყო, ასე – სამოცი-სამოცდაორი კილოგრამი. შევატყვე, რომ ნერვიულობდა, არაადეკვატური ხდებოდა და შესაძლოა, „ლიმონკა“ ხელიდან გავარდნოდა. უცებ, ორივე ხელი მას ხელის მტევნებზე მთელი ძალით მოვუჭირე  და ჯერ წინ გადმოვათრიე, შემდეგ ასეთივე პოზაში, ჰაერში ავწიე. მტკვრისკენ წავიყვანე, თან ვიღრიალე – ხალხო, გაიწიეთ-მეთქი. ჯებირთან რომ მივედით, მოულოდნელობისაგან შეშინებულ ბოროტმოქმედს წურწურით ჩამოსდიოდა შარვლიდან შარდი...

მე ნელ-ნელა ძირს დავუშვი ის და ურგოლო „ლიმონკა“ ფრთხილად გამოვართვი და გავაუვნებელვყავი. მისთვის არც კი შემიხედავს, რადგან ისე იყო აკანკალებული, ვერსად გაიქცეოდა. ყველაფერი რომ დასრულდა და ჩემს კოლეგებს ხელით მოვუხმე, მხოლოდ მაშინღა გამახსენდა, რომ ამდენი ხალხის წინაშე მხოლოდ ტრუსებისამარა ვიდექი და შემრცხვა.

ბატონი რომანი მეორე კრიმინალურ ისტორიასაც არაერთხელ იგონებდა.

 „ეროვნული მოძრაობის აღმავლობის პიკია, ცხრა აპრილის შემდგომი პერიოდი და თბილისში უზარმაზარი მიტინგები იმართება. ჩვენ, მილიცია, კი  გადაცმული თუ გადაუცმელი, ყველა დიდ შეკრებას ვესწრებით, რომ შეძლებისდაგვარად, სიტუაცია ვაკონტროლოთ. პრევენციული ზომები მივიღოთ, რომ დიდი თუ პატარა დანაშაული არ მოხდეს. სხვათა შორის, მიტინგებსა და შეკრებებზე არაერთი ძებნილი, მათ შორის, განსაკუთრებულად საშიში ბოროტმოქმედი დავაკავეთ, რომლებიც მომიტინგეებში „ათქვეფას“ ცდილობდნენ. ერთ-ერთი გრანდიოზული მიტინგია მთავრობის სახლის წინ და სიტყვით ზვიად გამსახურდია გამოდის. მე კი სამოქალაქო ფორმაში ვარ გამოწყობილი და ხალხს ვაკვირდები. უცებ ზვიადს ჩამოვაყოლე თვალი და რას ვხედავ, მის წინ ანტონ გულიევი არ დგას?! გულიევი ინკასატორის ძარცვისთვის ძებნილი რეციდივისტი იყო. მისი „პაძელნიკი” შალამბერიძე ფაქტით გვყავდა დაჭერილი, მაგრამ გულიევმა ეს არ იცოდა. სიმართლე გითხრათ, ცოტა დავიბენი. დაჭერით მარტოც ავიყვანდი, მაგრამ ზღვა ხალხში რომ სროლა ატეხოს, მაშინ რა ვქნა? არადა, მისი გაშვება არ შეიძლება. უცებ ერთი აზრი მომივიდა თავში – მიტინგის დროს ხშირად აცხადებდნენ გამომსვლელები ამასა და ამას ახლობელი, ცოლი, შვილი და ასე შემდეგ, ელოდება ამა და ამ ადგილზეო. მე ერთ-ერთ ჩემს ახალგაზრდა კოლეგას ფურცელზე დაწერილი ბარათი გავატანე ზვიადთან და ვუთხარი: გამოსვლას რომ მორჩება, ვინმეს გამოაცხადებინოს-მეთქი.

მართლაც, ზვიადმა გამოსვლა რომ დაასრულა, ერთ-ერთმა მომიტინგემ ჩემი ბარათი წაიკითხა – ანტონ გულიევს კინოთეატრ „რუსთაველის“ შესასვლელში გივი შალამბერიძე ელოდება და სასწრაფოდ მოვიდესო. გულიევმა ზვიადს ახედა და ხალხში გზის გაკვლევას შეუდგა. მე და ჩემი ორი კოლეგა კი მას შალამბერიძის მაგივრად დავხვდით, იქვე გავკოჭეთ და ორი პისტოლეტიც ამოვუღეთ“.

ედუარდ შევარდნაძის შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს სამინისტროს სამეცნიერო-ტექნიკური ლაბორატორიის მოდერნიზაცია განხორციელდა. გაიხსნა და გაუმჯობესდა სხვადასხვა ლაბორატორია, რაც ედუარდ ამბროსოვიჩის დამსახურება გახლდათ. ერთ დღეს შევარდნაძემ სურვილი გამოთქვა, რომ თავისი „პირმშოს“ არაგეგმიური დათვალიერება ჩაეტარებინა და მოადგილეებთან ერთად, დაუპატიჟებლად მივიდა იმ შენობაში, სადაც სხვადასხვა ლაბორატორია იყო განლაგებული. პირველ ანტინარკოტიკულ ლაბორატორიაში ყველას თეთრი ხალათი ეცვა. ისე მოხდა, რომ, როცა შევარდნაძის ამალამ საკიდიდან ქათქათა თეთრი ხალათები მოხსნეს და ჩაიცვეს, მინისტრისთვის ხალათი აღარ დარჩა.

– აი, ბატონო ედუარდ, თუ იკადრებთ, ჩემი ხალათი გადაიცვით, შესთავაზა მინისტრს საკუთარი ხალათი ერთ-ერთმა ლაბორანტმა, გვარად შავიძემ.

შევარდნაძემ მართლაც გამოართვა შავიძეს თეთრი ხალათი. გადაიცვა და ლაბორატორიების დათვალიერებას შეუდგა. ყველაფერი რომ შემოიარა, თქვა:

– მე, მგონი, გვერდით შენობაში კინოლოგიური სამსახურია, ხომ?

– დიახ, დიახ, – უპასუხეს მინისტრს.

– კოჭლი „ნაცარას“ ნახვა მინდა. მასზე მსმენია, მგლის ყნოსვა აქვსო და თუ შეიძლება?

კოჭლი „ნაცარა“ მგელთან ნაჯვარი, დედალი გერმანული ნაგაზი იყო და სიდიდით, ლამის ვეფხვისტოლა. ადრე ის საზღვარზე  მსახურობდა და ოცდაათი დამრღვევი დააკავა. ბოლო ოპერაციის დროს ფეხში დაიჭრა და დაკოჭლდა. სწრაფი სირბილი აღარ შეეძლო და ბათუმიდან თბილისში ჩამოიყვანეს. მილიციას გადასცეს და ნარკოტიკების აღმოჩენაზე ამუშავებდნენ. მას მართლაც უნიკალური ყნოსვა ჰქონდა და არაფერი გამოეპარებოდა.

შევარდნაძე და მისი ამალა რომ ვოლიერებისკენ დაიძრნენ, „ნაცარა“ პატრონს გარეთ ჰყავდა გამოყვანილი და მსხვილი ჯაჭვით ეკავა. შევარდნაძე წინ მიდიოდა. უცებ, „ნაცარამ“ წინ წაიწია, შევარდნაძისკენ ყეფითა და კოჭლობით გაქანდა და პატრონმა მხოლოდ ბოლო მომენტში შეძლო ურჩხული „ნაცარას“ შეკავება, რომელიც გაუთავებლად უყეფდა მინისტრს.

ძაღლი ვოლიერში შეიყვანეს. შევარდნაძემ კი შავიძის ხალათიდან მარიხუანის პატარა პაკეტი ამოიღო, რომელიც ლაბორანტს ექსპერიმენტისთვის სჭირდებოდა. ყველაფერი რომ გაირკვა, შევარდნაძემ ჩვეული იუმორით თქვა:

– შავიძის ხალათის გამო „ნაცარამ“ კინაღამ შავი დღე დამაყარაო...




 ახალი ამბები
  • „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ გრიგოლ ვაშაძე აირჩიესერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ გრიგოლ ვაშაძე აირჩიეს.  „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე  დელეგატებმა ახალი მეთოდით აირჩიეს. კენჭისყრა ელექტრონული ხმის მიცემით ჩატარდა. დელეგატებმა მობილური ტელეფონების საშუალებით სპეციალური აპლიკაციით მიიღეს კენჭისყრაში მონაწილეობა, რაც როგორც პარტიაში ამბობენ, ინოვაციური მეთოდია. კენჭისყრაზე 364-მა დელეგატმა მხარი დაუჭირა გრიგოლ ვაშაძეს, ერთმა წინააღმდეგ მისცა ხმა, ერთმა კი თავი შეიკავა. სასტუმრო "ბილტმორში" ნაციონალური მოძრაობის რიგით მერვე ყრილობა ... ...
  • „ნაციონალური მოძრაობა“ მერვე ყრილობას მართავსსასტუმრო "ბილტმორში" ნაციონალური მოძრაობის რიგით მერვე ყრილობა მიმდინარეობს. განსახილველ საკითხთა შორისაა პარტიის თავმჯდომარის არჩევა, რომელიც წინაწარი ინფორმაციით გრიგოლ ვაშაძე იქნება. ნიკა მელია შეინარჩუნებს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის თანამდებობას. დღეიდან პარტიას აღმასრულებელი მდივანიც ეყოლება, ამ თანამდებობაზე წარდგენილია კობა ნაყოფიას კანდიდატურა. ყრილობას 300-ზე მეტი დელეგატი ესწრება, ისინი ხმის მიცემის პროცედურას, სპეციალური აპლიკაციის საშუალებით, ელექტრონული წესით ... ...
  • ოზურგეთელმა მოსწავლეებმა მონაწილეობა რობოტიქსის ვორქშოფში მიიღესოზურგეთის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები თბილისის ტექნოპარკს სტუმრობდნენ. 25-მა ახალგაზრდამ რობოტიქსის ვორქშოფში მიიღო მონაწილეობა _ მათ თანამედროვე ტექნოლოგიების, სტარტ-აპების შესაძლებლობების და ტექნო პროგრამების გაცნობის საშუალება მიეცათ. პროექტი ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს მიერ ხორციელდება. ეს, ახალი ტექნოლოგიების პროგრამის ფარგლებში, დეპუტატის ბიუროს მიერ ჩატარებული მეორე აქტივობაა, რომელიც ონლაინ პლატფორმით ორგანიზდება. აღსანიშნავია, რომ ოზურგეთში, პირველი საჯარო სკოლის განახლების პროექტში ტექნოლოგიური ცენტრის შექმნაც არის გათვალისწინებული, რომელიც ტექნოპარკის კონცეფციაზე დაყრდნობით ... ...
  • გურიაში გათოვდა _ მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარმა 20 სანტიმეტრს მიაღწიამარტის ბოლოს გურიაში თოვლი მოვიდა. თოვლმა, ბარში უკვე დაფარა მიწა. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარი 20 სანტიმეტრს აღწევს. გურიაში ამ წუთებშიც ... ...
  • ლადო აფხაზავა ფინალის წინ გულშემატკივრებს მიმართავს: "დამარცხებული ამ კონკურს არასდროს ჰყოლია""მე კი ყველაფერს გავაკეთებ, მაგრამ მე ხომ უკვე გამარჯვებული ვარ, რადგან დამარცხებული ამ კონკურს არასდროს ჰყოლია", _ ეს გზავნილი სოციალურ ქსელში მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ფინალისტმა ლადო აფხაზავამ წუხელ, გვიან ღამით გამოაქვეყნა. მსოფილიოს ათ საუკეთესო პედაგოგს შორის დასახელებული გურული მასწავლებელი უკვე დუბაიშია და ფინალს ელოდება: "მეგობრებო აქ გამარჯვება სულაც არ არის აუცილებელი. გთხოვთ, დიდ მოლოდინებს ნუ შეიქმნით. გაიმარჯვებს ის ვინც მეტად სჭირდება მსოფლიოს.  მე კი ყველაფერს გავაკეთებ, მაგრამ მე ხომ უკვე გამარჯვებული ვარ, რადგან დამარცხებული ამ კონკურს არასდროს ჰყოლია", _ წერს აფხაზავა. „გლობალ თიჩერ 2019“-ის გამარჯვებული დუბაის „განათლებისა და უნარების გლობალურ ფორუმზე“ დღეს უნდა გამოვლინდეს. პრიზი ერთ მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს. ლადო აფხაზავას მხარდასაჭერად დუბაიში განალთების მინისტრიც ... ...

არქივი

ზაფრანი

მეცნიერებმა დედამიწის ზედაპირზე ოქროს გაჩენის საიდუმლო ამოხსნეს

ამერიკელი მეცნიერების აზრით, ოქრო დედამიწის...

როგორ გავზარდოთ ჭკვიანი ბავშვი

ყველა მშობელს სურს, რომ გაზარდოს...

საინტერესო ფაქტები ფაუნის სამყაროდან

ყავისფერი პანდა. ის ამ შეფერილობის...

ყველაზე იღბლიანი ზოდიაქოს ნიშნები

1. ვერძი ვერძებს ყველაფერში უმართლებთ,...

ეს „მახინჯი“ ეიფელის კოშკი

პარიზში ეიფელის კოშკის მშენებლობის დაწყებისას...

ლონდონური „ექსპერიმენტი“

ცოტა ხნის წინ, ქალაქ ლონდონის...
კარმიდამო ჩემი

ჟოლო გახდომაში დაგეხმარებათ

ჟოლოს ერთდღიანი დიეტა ორგანიზმს შლაკებისა...

თაფლი მხედველობას აუმჯობესებს

დღეისათვის კომპიუტერთან მუშაობა ჩვეულებრივ ამბად...

თხილის მცენარის დაავადებათა აფეთქება

თხილის დაავადების აფეთქებას ჩვენში მოსახლეობა...

მეფუტკრე და ადრიანი გაზაფხული

გაზაფხულის დადგომისთანავე განსაკუთრებული ყურადღება უნდა...

თხილის დამღუპველ დაავადებას წლევანდელი თბილი ზამთარი ეხმარება

თხილის კულტურას რომ ყოფნა-არყოფნის საფრთხე...

მოვამზადოთ სათესლე მასალა და დახურულ გრუნტში დავთესოთ

სხვადასხვა ბოსტნეულის დათესვა, უმჯობესია, თებერვლის...

სანამ გაგრძელდება მშრომელი ხალხის აბუჩად აგდება?

საქართველოში, დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ჩვენ,...

როგორ უნდა იცხოვროთ ისე, რომ სიმსივნით არ დაავადდეთ

ადამიანები, რომლებიც სიმსივნით იტანჯებიან და...

ოხრახუშს უნარი აქვს განკურნოს დეპრესია, შიზოფრენია და ალცჰეიმერის დაავადება

ბიოაქტიური ნივთიერება, რომელსაც შეიცავს ოხრახუში,...

"ბარი უნდა იცნობდეს მთასა და საქმეზე შეყვარებული და-ძმას"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის მკვიდრი...