ხენწიფისა და ფასკუნჯის ამბავი

ისტორია

ხენწიფისა და ფასკუნჯის ამბავი

3 იან. 2021, 15:02:57

როცა ქვეყანაში ზაზუნას დღე მეორდება (გახსოვთ, ალბათ, ცნობილი ფილმი ბილ მიურეის მონაწილეობით), როცა არაფერი იცვლება, როცა ყველაფერი ერთ კაცზე იჭრება და იკერება, გადაწყვეტილებები მხოლოდ მისი სურვილების მიხედვით მიიღება, ხშირად მავნებლური, შეუძლებელია ამან პროტესტი არ გამოიწვიოს ნებისმიერ ნორმალურ მოქალაქეში. ძველ დროში ეიღებდი ხელში ფიშტოს, ჰაიდა, ფირალად ტყეში და იქედან დოუწყებდი ბძოლას უსამართლობას. მარა, დრო შეიცვალა, ადამიანებიც, მათ შორის გურულებიც; ის მუხტი, რაც მათ ძალას აძლევდა, წინააღმდეგობა გაეწია უსამართლობისათვის, უკანონობისათვის და აჯანყებულიყო (არ ვგულისხმობ აუცილებლად თოფით ხელში გამოსვლას), მგონი, ჩაქრა, სამწუხაროდ... ისღა დაგვრჩენია, ძველ სკივრებში ვეძებოთ იგავ-არაკები და ზღაპრები და თუ მაგასაც ვერ მოვიძიებთ, ჩვენ თავად შევთხზათ.

ერთ ქვეყანაში ერთი ხენწიფე ცხოვრობდა, მარა გვირგვინი ქი არ ედგა თავზე, არა, იგი არავის დუუნიშნავს, თვითონ ჩიოდა მე ვარ ამ სამეფოს ხენწიფეო. იგი თავზე გვირგვინს არ იდგამდა, გვირგვინი თლა ოქროსი იყო, ნამეტანი მძიმე და მძიმე იყო ხენწიფესთვის. ხენწიფე გვირგვინს ერთ ზანტუკში ინახავდა, იქინე ქონდა აურაცხელი ვოქრო და ვერცხლი. კიდო სახში ფასკუნჯი ხავდა და კიდო რაცხა რაცხაები - ცოცხალი და უსულო. აშენებდა დიდი ბაღს აი, იაკობა მარი რომ იყო მამია გურიელის მებაღე - იმაისანას. მოთხარა მთელი დუნია ამის გულობიზა... მაი ხენწიფეს ყოლიფერის შონა შიეძლო და ზანტუკები ქონდა ავსილი ვერცხლით და ოქროთი. ოქროს გარდა მაი კაძახი ადამიანებსაც ყიდულობდა, ოსმალეთის ბაზრობიზა ქი არა, ვეზირები და მსახურები ჭირდებოდა. მარა ვეზირები არ გამუადგენ. ერთ ხავდა ნამეტანი თმიანი და რეიზა არ იკრიჭავ თმასო? შეეკითხა. დალაქი მომიკვტაო და სხვაის კი ვერ ვენდობიო, რწყილი ექნებაო. დანიშნა მოსამართლეები ერთი მიორეზე უწიგნური და ციგანი. ერთმა ვეზირმა შებედა და უჩივის - ხენწიფე არაა მაი გადაწყვეტილება სტორიო, ქი გამუაგდო გარეთ - იგი უსირცხვილო არისო, მისი შეშვება ოდაში რაფერ შეიძლებაო! ხალხი აუპუნტტა, იგენი, მოსამართლეები, არ გვჭირია ჩვენო, გამევიდა მაი ხენწიფე ერ დიდ კრებაზე, გამუაგდო კურცხლები და სთხოვა კაძახებს და ციცებს პაწა მაცალეთო, სუ მალე ოქროს მთებს დაგიდგამთო და იმფერი საამური იქნება თქვენი ცხოვრება, რუმ მთელი დუნიის ხალხი აქანე ჩამუა საცხოვრებლათო. ამ ტვითხელმა ხალხმა ქე დაიჯერა, აცალა ისთევლე, მარა ჩემი მტერი არაა, აფერი გასწორდა, ვარესი ვარესზე ხდება. მარა კიდევ სა ხარ, ხალხი ისთევლე სასტაულს ელოდება - ხო უთხრა ხენწიფემ მალე ფასკუნჯს გავათავისუფლებ და გაფრინდებაო, ყველა კარგათ ვიქნებითო - ხალხმა ის ქი არ იცის რომ მაი ფასკუნჯი ფრთა მოჭრილია...




 ახალი ამბები
  • როგორია ჭყონდიდის ეპარქიაში დაშავებული მედიის წარმომადგენლების ჯანმრთლების მდგომარეობაჭყონდიდია ეპარქიაში, რეზიდენციის აივნის მოაჯირის ჩამონგრევის შედეგად სულ ექვსი ადამიანი დაშავდა.ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა "ევექსის" კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, ხუთი მათგანის მდგომარეობა სტაბილურია. რაც შეეხება ერთ დაშავებულს, მისი მდგომორება შედარებით ... ...
  • "ეს ყველას უბედურებაა, ხმა უნდა ავიმაღლოთ" _ "1000 მშობლის მარში" ლანჩხუთშიიმ ქალაქებს შორის, სადაც დღეს 1000 მშობლის მარში გაიმართა, ლანჩხუთიც იყო. ძალადობის წინააღმდეგ ქალთა მოძრაობის იმ 100-დღიანი კამპანიის ერთ-ერთი მთავარი ღონისძიება, რომელიც ქობულეთში 14 წლის გოგონას ტრაგედიის შემდეგ დაიწყო, ქალაქის ცენტრალურ სკვერში გაიმართა. სამწუხაროდ, აქციას რამდენიმე ადამიანი ესწრებოდა, რაც, დიდი ალბათობით, უამინდობამაც განაპირობა. ლანჩხუთში გამართულ "1000 მშობლის მარშს" უფლებადამცველი ლია მუხაშავრიაც ესწრებოდა. როგორც მან აღნიშნა, იგეგმება ხელმოწერების შეგროვება. "გამოვაქვეყნებთ პეტიციას, რომ გავაკეთოთ ხელმოწერები. ეს ყველას უბედურებაა და სანამ ყველას სახლში შესულა ეს უბეხურება, ხმა უნდა ავიმაღლოთ. ჩვენი შვილები უნდა გაიზარდონ თავისუფალი ადამიანები, თავისუფალი ყოველგვარი ძალადობისგან, განსაკუთრებით ყველაზე მძიმე და სასტიკი- სექსუალური ძალადობისგან. ეს მოძრაობა არ შემოიფარგლება მხოლოდ ამ ერთი დღით, ის ყოველდღიური უნდა გავხადოთ", _ აღნიშნა ლია მუხაშავრიამ და მოქალაქეებს მოუწოდა, რომ შემოუერთდეს ამ მოძრაობას. აქციის მონაწილეთა მოთხოვნებში შედის: შეიცვალოს სისხლის სამართლის კოდექსში გაუპატიურების მუხლი, რითიც თანხმობის არარსებობა გახდება ცენტრალური ამოსავალი; შეიქმნას პროკურატურაში სპეციალიზირებული დეპარტამენტი, რომელიც სექსუალური ძალადობის საქმეებს ეფექტიანად გამოიძიებს; გახდეს სქესობრივი განათლება ფორმალური განათლების ნაწილი, რითაც ბავშვები შეძლებენ სქესობრივი ძალადობის ამოცნობასა და მისგან თავის დაცვას; გაიზარდოს ფსიქოლოგების და სოციალური მუშაკების რაოდენობა; დადგეს ნინის საქმის პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხი სამსახურებრივი გულგრილობის ... ...
  • დაპირისპირება ჭყონდიდის ეპარქიაში _ დაშავებულები არიან მედიის წარმომადგენლებიჭყონდიდის ეპარქიის რეზიდენციაში სასულიერო პირებისა და მიტროპოლიტ სტეფანეს შეხვედრა მიმდინარეობისას დაპირისპირება მოხდა. "კურიერის" ინფორმაციით, სასულიერო პირების შეკრებაზე დაშავდნენ "რუსთავის 2-ის", "ტვ.პირველის","ფორმულას, "პოსტივის" ოპერატორები.  სხეულის დაზიანება მიიღო "ტვ.პირველის" სამეგრელოს ბიუროს ჟურნალისტმა პაპუნა შუშანიამ. "მთავარის არხი" ავრცელებს ინფორმაციას, რომ ინციდენტის დროს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს "მთავარი არხის" ჟურნალისტს ემა გოგოხიას. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, საუბრის თემა ორ დიაკვანს ეხებოდა, რომლებსაც ეპარქიის ახალი ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით მღვდელმსახურება აეკრძალათ.  მეუფე სტეფანეს ამ გადაწყვეტილებას სასულიერო პირების ნაწილი და მრევლი ... ...
  • "ბერმუდის სამკუთხედია"-ავტოსაგზა შემთხვევებით განთქმული ადგილი ლანჩხუთის ცენტრშილანჩხუთის ცენტრში, „მედალფას“ კლინიკისა და პირველი საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ჯაპანა-ლანჩხუთის მონაკვეთის ავტობანი, აღმაშენებლის ქუჩის გავლით, მთავარ მაგისტრალს უერთდება, დღეს მორიგი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა _ ერთმანეთს ბმვ-ს მარკის ჯიპი და „ნისანის“ მარკის მანქანები შეეჯახა. შემთხვევის შედეგად, საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა. აღნიშნულ მონაკვეთზე ეს ავტოავარიის პირველი შემთხვევა არაა, რაც ჩქაროსნული ავტომაგისტრალი გაიხსნა. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე კი, მოსახლეობა პროტესტს გამოთქვამს და მიიჩნევს, რომ ავტობანიდან ამოსავლელი ქალაქის ცენტრში არ უნდა გაკეთებულიყო, მით უფრო, პირველი საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე. მოსწავლეთა მშობლებმა ხელმოწერებიც შეაგროვეს, მაგრამ ამას შედეგი არ მოუტანია. ისინი აღნიშნულ მონაკვეთზე შუქნიშნის დაყენებას ითხოვენ. "ბერმუდის სამკუთხედივითაა, ბევრჯერ გადავრჩით ტრაგედიას, მაგრამ კოკა ყოველთვის წყალს არ მოიტანს. შუქნიშანია საჭირო", _ ამბობს ... ...
  • „იკა, ტრი, ტრი, ტრი“- წარწერები და ავტოკოლონით მსვლელობა დედაქალაქშითბილისში ნიკა მელიას გათავისუფლების, ვადამდელი არჩევნებისა და პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო მსვლელობა ავტოკოლონებით იმართება. მსვლელობის მონაწილეები იმყოფებოდნენ გლდანის რაიონის გამგეობასთან, სადაც დატოვეს წარწერა „იკა, ტრი, ტრი, ტრი“. მათი თქმით, მსგავსი წარწერა ყველა გამგეობის შენობასთან ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

კარმიდამო ჩემი

ქათმის მხალეული

მრგვალად მოხარშული (და არა შემწვარი)...

ბადრიჯნის უხორცო ჩანახი

ერთი კილოგრამი (ან რამდენიც გსურთ)...

უნაბი _ ძვირფასი ხეხილოვანი და სამკურნალო მცენარე

უნაბის ნაყოფი გემოთი და გარეგნობით...

მუშმულა _ საუკეთესო მცენარე, რომელიც უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს

 მუშმულა (იაპონური ზღმარტლი) განთქმულია ნაყოფის...

ჩავატაროთ თხილის "ცისფერი წამლობა"

ჩვენი მკითხველები აქტიურად გვეხმაურებიან და...

გურიაში კივს საშიში დაავადება გაუჩნდა

გურიაში, კერძოდ კი, ოზურგეთში, კივის...

გავიხსენოთ "ძველებური" ნამცხვრები

ბოლო დროს, სოციალურ ქსელში, არაერთხელ...

თებერვლის ძირითადი სამუშაოები საკარმიდამო ნაკვეთებში

თებერვლიდან, საკარმიდამო ნაკვეთებში, ხეხილოვანთა ბაღებში,...

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...