„ხომ იცი, რუსული “ზავტრა”, აქაც გვაზავტრავებენ“ _ ეპისკოპოსი კირიონი

ისტორია

„ხომ იცი, რუსული “ზავტრა”, აქაც გვაზავტრავებენ“ _ ეპისკოპოსი კირიონი

2017 მარ 25 13:38:10

დღეს, საქართველოს სამოციქულო ეკლესია ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავს ზეიმობს. ავტოკეფალიის აღდგენას წინ უძღოდა მრავალწლიანი დავა რუსეთის ეკლესიის მესვეურებთან. თუ რა მძიმე ვითარებაში უწევდათ ქართველ სასულიერო პირებს მათთან ბრძოლა, ამას ცხადყოფს წმიდა პატრიარქ კირიონის წერილი.

"გადაწყვეტილი მქონდა დაწვრილებით წერილის მოწერა, როდესაც რეიმე დაბოლოვდებოდა საქმე, მაგრამ ხომ იცი, რუსული “ზავტრა”. აქაც გვაზავტრავებენ...

თანახმად უქაზისა, მე და ეპისკოპოსი ლეონიდე გამოვცხადდით პეტერბურგში. პირველად ყოვლისა, ვინახულეთ ვინც კი საჭირო იყო ქართველი თუ რუსი. სარატოვის გუბერნიის თავადაზნაურთა წინამძღვარმან ვლ. ნილოვიჩ ოზნობიშინმა, რომელთანაც ლეონიდესათვის გამოეტანებინა მოსკოვიდან წერილი ნ. ნ. დურნოვის, დახმარება ვერაფერი აღმოგვიჩინა. იმედი კი გვქონდა, რომ მოგვიხერხებდა ვიტეს ნახვას თუ არა, საშინაო საქმეთა მინისტრის დურნოვოს ნახვას მაინც. ყველაზედ თანაგრძნობით მოექცა ჩვენ საქმეს, _ ეს ხომ იმისი საქმეცაა _ პროფესორი ა. ა. ცაგარელი, რომელიც აპირობს მთელი სერიის სტატიების დაბეჭვდას ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ გაზეთ “слово''-ში. პირველი სტატია ხვალ გამოვა. ვნახეთ დ. ზ. მელიქოვიც. დიდად გულდაწყვეტილები დავბრუნდით იმისგან. ერთი სანუგეშო სიტყვა არ გვითხრა, თუმცა მას, როგორც ობერ პროკურორის დიდი მეგობარს, შეეძლო ჩვენი ეკლესიური საქმის კეთილად წარმართვა...

ჩვენ ხალისი მაინც არ დავკარგეთ, გავიორკეცეთ მხნეობა და შეუდექით საქმეს. გადავიკითხე თუ რამ დაბეჭდილა ამ ბოლო დროს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიაზედ ჩვენ მტერ-მოყვარეთაგან და შევთანხმდით. მე ისტორიული დამტკიცება, მოწინააღმდეგეთა საბუთების დარღვევა, გაქარწყლება მეკისრნა, ხოლო ლეონიდეს ცოცხლად წარმოედგინა აწინდელი უნუგეშო მდგომარეობა ჩვენი მშობლიური საყდრისა. ამისთანა დიდი და პასუხისსაგები საქმის გაძღოლა სინოდის წინ ჩვენ ორთა გვხვდა და დაგვაწვა კისერზედ. ამგვარი საქმე თითქმის ათასი წლის წინად იკისრა და დააგვირგვინა კიდეც დიდებულმა საქართველოს შვილმა გიორგი მთაწმინდელმა, მაგრამ ჩვენ ორივენი არა ვღირვართ იმის ფეხის ნატამლად. ასე დავკნინდით ახლა ქართველები!!!

იანვრის 17-ს, საღამოს 7 საათზედ შემდეგის უწყებით მიგვიწვიეს:

“канцелярия Его Высокопреосвященства, Митрополита С. Петерьургсково, по Его распориажению, имеет честь доложить Преосвя- щеннейшему Кирону, епископу Орловскому  и Севскому что  совещательное заседание по грузинским церковым делам назначено в Святейшем Синоде завтра, во вторникь, 17 января, в  7часов вечера.“

ჩვენ ერთად გავემგზავრეთ სინოდში, სადაც ანტონი მიტროპოლიტის გარდა ყველას თავი მოეყარა. ანტონიც დანიშნულ დროზე მოვიდა და შესდგა სინოდის სრული კრება. ამ არაჩვეულებრივ კრებას, რომელიც სინოდის პრისუტსტვიის გვერდზე კანცელარიის დარბაზში მოხდა, დაესწრნენ: სამივე მიტროპოლიტი, ეგზარქოსი ნიკოლაოზი, მთავარეპისკოპოსი ბორონეჟისა ანასტასი, ეპისკოპოსი ტულისა ლავრენტი, ორი დეკანოზი _ იანიშევი და შეროზოვსკი, ობერპროკურორი თ. ალექსი დიმიტრის ძე ობოლენსკი, მისი ამხანაგი პ. ი. ოსტროუმოვი, ობერსეკრეტარი ვიაჩესლავ სამუილოვი და ჩვენ ორნი.

შემდეგ, მცირეოდენი საზოგადო ხასიათის ბაასისა (აქვე გასაწყვიტეს სამძიმრის დეპეშა დედოფალთან მამის გარდაცვალების გამო დანიაში), რომელიც წინასიტყვაობასავით იყო, მეთაურმა წევრმა უწმ. სინოდისა, მიტროპოლიტმა ანტონმა პირდაპირ მოგვმართა ორთავეს კითხვით _ გვიამბეთ, რა ხდება ეხლა საქართველოს ეკლესიაშიო, რითი აიხსნება მისი უნუგეშო მდგომარეობა და რა ზომები უნდა ვიხმაროთ, რომ აღვადგინოთ ნორმალური მიმდინარეობა საქართველოს ეკლესიის ცხოვრებისაო? რაკი მომმართა ანტონმა პირველად მე (ანტონის პირდაპირ ვიჯექი, ობერპროკურორის გვერდზე და ჩემს შემდეგ ლეონიდე), ამ რთულ კითხვაზედ ვუპასუხე: ჩვენი ბედკრული ეკლესიის ეხლანდელი უნუგეშო მდგომარეობის დახატვა მეძნელება, რადგანაც აგერ ოთხი წელიწადი სრულდება, რაც მოშორებული ვარ სამშობლო ქვეყანას, მაგრამ დანამდვილებით ვიცი, რომ წარსული 31 მაისის ინციდენტის გამო მეტად გამწვავდა სარწმუნოებრივი კითხვა საქართველოში, ვინაიდგან უდანაშაულოდ გამათრახებულმა და ცემით ამოხოცილმა ქართველმა სამღვდელოებამ არავითარი ზნეობრივი დაკმაყოფილება არ მიიღო ვისგანაც ჯერ იყო. მსჯელობის მე დიდის სიამოვნებით მოვიყვან საჭირო ცნობებს და ვალდებულადაცა ვთვლი ჩემს თავს განვუზიარო ჩემი ცნობანი კრებას.

ყოვლად სამღვდელო ლეონიდემ სთქვა: დღეს ქრისტიანობა საქართველოში განიცდის საშინელ კრიზისს, _ ხალხი აღარ დაიარება ეკლესიაში, სრულებით აჰყარა პატივისცემა სამღვდელოებას, მღვდლების მოქმედებას და სწავლა-დარიგებას აღარ აქვს გავლენა მრევლზედ. როგორც სამღვდელოება, ისე მორწმუნე ნაწილი ქართველი ერისა ერთადერთ საშუალებად იმისა, რომ არ მოისპოს საბოლოოდ ქრისტიანობა საქართველოში და სამღვდელოებამ მოიპოვოს კვლავინდელი ნდობა სამწყსოსი, სთვლის საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენას არჩევნებითი სისტემით. ეს დასკვნა ერისა და სამღვდელოებისა საბოლოოა, მეტად მტკიცეა და ვერა გვარი  მოსაზრება ვერ შეაცვლევინებს მათ ამ რწმენას. ამას მე დავუმატე, 14 იანვარს სამღვდელოებას გადაწყვეტილი ჰქონდა ავტოკეფალიის გამოცხადება და მხოლოდ სინოდის მიერ კომისიის დანიშვნის გამო არიან შემდგარნი მეთქი, და მოუთმენლად ელიან აქედან ცნობის მიღებას, რომელზედაც იქნება დამოკიდებული მათი საბოლოო გადაწყვეტილება- მეთქი.

კრებამ ერთხმად, და განსაკუთრებით ობერპროკურორმა იკითხა: რა საბუთი აქვს ან სამღვდელოებას ან ერს, რომ ავტოკეფალიის აღდგენა გააუმჯობესებს საქართველოს ეკლესიის მდგომარეობას? ლეონიდემ უპასუხა _ ეს დასკვნა იქიდან გამოჰყავს ყველას, რომ სანამ ავტოკეფალიური გამგეობა იყო ჩვენს ეკლესიაში მანამდისინ ყველაფერი კარგად მიმდინარეობდა, ხოლო როდესაც ავტოკეფალიური მართვა მოისპო და რუსეთის სინოდალური გამგეობა შემოვიდა, სარწმუნოებაც დაეცა, ზნეობაც შეირყა, ცოდნაც დაქვეითდა და სხვა...

მიტროპოლიტმა ვლადიმირმა წარმოსთქვა: სინოდი სად იყო, როდესაც ზაქათალის ოლქის ქართველობა გამაჰმადიანდაო? ამაზედ მე სიტყვა მოვუჭერი ვლადიმირს და დაურიდებლად ვუპასუხე: ზაქათალის ოლქის მცხოვრებლების გადაბირება მაჰმადიანობაზედ ადგილობრივი ადმინისტრაციის წინდაუხედველ და ზემჭვრეტ პოლიტიკას უნდა მიეწეროს-მეთქი. დიდი მთავარი მიხეილ ნიკოლოზის ძე, ნაცვალი ხელმწიფისა საქართველოში, სამოციან წლებში წაბრძანდა ზაქათალის ოლქში, სადაც  ახლად მონათლული ინგილოები, ქართველები იყვნენ, და ხალხის ყრილობას გამოუცხადა: სარწმუნოების მხრით მთავრობა ძალას არ დაგატანთ, მისთვის სულ ერთია რა სარწმუნოებისაც გინდათ იყოთ, მხოლოდ ერთგულნი სახელმწიფოსი უნდა იყვნეთო. საკმარისი იყო ამ სიტყვების გაგონება და მონათლული ინგილო –ქართველების სრულიად გადადგომა თორმეტ სამრევლოში. დამავიწყდამ ვერა ვსთქვი, რომ ლეონიდემ ვლადიმირის საპასუხოდ სთქვა _ თათრებმა თოფითა და მახვილით გაამაჰმადიანეს ზაქათალის ოლქში ქართველები და რუსები ხომ იმათ არ უნდა დაებაძნენო.

ობერპროკურორი მაინც თავისას გაიძახოდა: ვერ შემიგნევია, რაგვარ გააუმჯობესებს სარწმუნოების საქმეს ავტოკეფალია? ყოვლად სამღვდელო ლეონიდემ უთხრა: ეკლესიის სათავეში იდგება ისეთი კაცი, რომელსაც ეცოდინება თავისი სამწყსოს ენა, ჩვეულება, ფსიქოლოგია და განა ეს არ გააუმჯობესებს საქმესაო? დიაღ, ეგ მართალია, მაგრამ მაგისთვის მაინც საჭირო არ არის ავტოკეფალია. ჩვენ მოგცემთ ისეთ კაცს, რომელსაც ყველა ეგ თვისება ექნებაო. ამაზედ მე შემდეგი პასუხი მივეცი: მაგ სისტემის უვარგისობა 100 წლის განმავლობაში საკმარისად დამტკიცდა-მეთქი, _ დღეს რომ კარგი დანიშნოთ, ხვალ შეიძლება უვარგისი მოჰყვეს-მეთქი. თქვენ კი არ უნდა დანიშნოთ, ხალხმა უნდა აირჩიოს ეკლესიის თავი, იგი ხალხის შვილი უნდა იყოს, ხალხის ნდობით აღჭურვილი, ხალხისთვის ნამდვილ, კეთილ, მზრუნველ, მამად და არა მამინაცვლად, იგი ხალხისთვისაა და ხალხს უნდა გაუწიოს ანგარიში, თორემ ვინიცობაა უვარგისი გამოდგა, სინოდში დასასრული აღარ ექნება ამის შესახებ მიწერ-მოწერას და გამოძიებას და, მაშასადამე ხალხი უნდა დარჩეს დაუკმაყოფილებელი. ხალხის და თემის არჩეულს კი ხალხივე გაასამართლებს და, თუ საჭიროება მოითხოვს, კიდევაც გადააყენებს, რასაკვირველია, სამართლით.

იყო ამგვარი შემთხვევა (კათალიკოსის გადაყენება) თქვენს ისტორიაში, თუ არაო _ იკითხა ობერპროკურორმა. მე ვუპასუხე _ რამდენიმე და დავუსახელე უფრო ახალი დროის მაგალითი _ კათალიკოს ანტონ I-ს თავგადასავალი, რომელიც საქართველოს ეკლესიურმა კრებამ განჰკვეთა მეფის დამტკიცებით და რუსეთის სინოდმა კი უკანონოდ მიიღო იგი  ერთობაში და დანიშნა მთავარეპისკოპოსად ვლადიმირისა და იეროპოლისა. როდესაც მოინანა მან თავისი დანაშაული, იგი კვლავ იქმნა მოწვეული კათალიკოსის კათედრაზედ და შემდეგ თვისს გარდაცვლამდე განაგებდა საქართველოს ეკლესიას.

მიტროპოლიტმა ანტონმა სთქვა: ამ ოთხი წლის წინათ მე მნახა პიატიგორსკში  ყოვლად სამღვდელო ლეონიდემ და მაშინ მეტად შავფრად დამიხატა თვისი შევიწროებული მდგომარეობა, როგორც მღვდელთ მთავრისა, კანტორისა და ეგზარქოსის მხრით. Lლეონიდამ უპასუხა_ დასავლეთის საქართველოს ეპისკოპოსებს მხოლოდ სახელი ჰქვიათ ეპისკოპოსისა და უფლებას კი სრულებით მოკლებულნი ვართო. აქ ობერპროკურორის ამხანაგმა წარმოსთქვა: წარმოუდგენელია ის უსამართლობა, რომელსაც აყენებს კანტორა ქართველ ეპისკოპოსებს. იქამდინ შეზღუდულნი არიან ეპისკოპოსები, რომ მათ უფლება არა აქვთ მერტრიკის მოწმობა მისცენ მთხოვნელს, ან გადასწყვიტონ რომელიმე საჩივარი მღვდლის შესახებო.

ობერპროკურორის ამხანაგის სიტყვების შესავსებლად წარმოვსთქვი მე შემდეგი: განსვენებულმა ეგზარქოსმა პავლემ დაიწყო დაბარება სასულიერო სასწავლებლების საბჭოებიდან, იმერეთის ეპარქიიდან, გაბრიელ ეპისკოპოსის მიერ დამტკიცებული ჟურნალებისა, წაშლიდა გაბრიელის განჩინებას და სულ სხვაგვარად ჰსწყვეტდა უკვე გათავებულს და გარჩეულ საქმეს, ეს პატივცემული მხცოვანი გაბრიელ ეპისკოპოსის  დამცირება და გათახსირება შემდეგ ეგზარქოსებმა დააკანონეს. აქ თავი გამოიდო მიტროპოლიტმა ფლაბიანემ და მოგვმართა მე და ლეონიდეს: თქვენ რომ კანტორის წევრებად იყავით, იმ დროს რატომ არ მსჯელობდით მაგგვარად, რატომ ეგრე თავგამოდებით არ იფარავდით მაშინდელ ეპისკოპოსებსო? ჩვენც თქვენს მაგალითს მივსდევდით და, როგორც გამოცდილს თავმჯდომარეს თქვენ უნდა გესწავლებინათ ჩვენთვის კანონი და, მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ თვით შევიგნეთ, თუ რამ უსამართლობას ვსჩადიოდით , _ ვუპასუხეთ ჩვენ. ნალაპარაკევმა გააოცა ყველანი და ერთხმად აღიარეს, რომ საქართველოს ეკლესიის გამგეობაში დიდი უსამართლობა ყოფილაო. ვორონეჟის მთვარეპისკოპოსმა წარმოსთქვა: ეპისკოპოსი ყველგან თავისი უფლებით უნდა იყოს აღჭურვილი და არ მესმის რად უნებებია სინოდს ქართველი მღვდელმთავრების დაჩაგვრაო. კანტორის უსარგებლობამ, უსაფუძვლობა და მისი არაკანონიური არსებობა ერთხმად აღიარა ყველამ.

მსჯელობამ მოიტანა სიტყვა სემინარიასა და სასულიერო სასწავლებელში ქართული ენის სწავლების შესახებ. მე ვსთქვი, მხოლოდ 1983 წლიდან დაარსდა ქართული ენის კათედრა და მანამდე, აბა, რა ღვდლები იქნებოდნენ კურსდამთავრებულნი. ე თვითონ ქართული ენის შესწავლას შევუდექი, როდესაც სწავლა შევასრულე აკადემიაში. სასწავლებლებში პირველად მიროპოლსკის შუამდგომლობით დაარსდა ქართული ენის კათედრა, რომელსაც დაუნიშნეს კვირაში 14 გაკვეთილი, შემდეგ ნელ-ნელა შეამცირეს გაკვეთილების რიცხვი და ეხლა მხოლოდ 12 გაკვეთილიღაა. იმ თავით აქამდე რაღაც უჩინარი ძალა უშლის ქართული ენის კარგად დაყენებას. საეკლესიო წიგნების კითხვა ხომ ყოვლად შეუძლებელია, შეისწავლოს მოწაფემ კლასში, ამისათვის საჭიროა პრაქტიკა ეკლესიაში, მაგრამ სამწუხაროდ, ქართულ ენაზედ წირვა-ლოცვა არ არსებობს სასულიერო სასწავლებლებში. მე ქართულ ენას ვასწავლიდი თბილისის სასულიერო სასწავლებელში და რომ ხუცური კითხვა ცოტათი მაინც მესწავლებინა, იძულებული ვიყავ მიმემართა ხუცური ასოების წერისთვის. მე და ყოვლად სამღვდელო ლეონიდეს მოგვანდეს ქართული ენის პროგრამის შედგენა, ვიმუშავეთ კარგა ხანს, შევადგინეთ პროგრამა და წარვუდგინეთ ეგზარქოსს, რათა მას გაეგზავნა იგი მაღალ სასულიერო მთავრობისთვის, ხოლო მან ისევ სემინარიის სამმართველოს მიანდო მისი გარჩევა-დაფასება და დღესაც ისევ ირჩევა ჩვენგან შემუშავებული პროგრამა. ლეონიდემ სთქვა _ დღესაც საქართველოს სასულიერო სასწავლებლებში სრულიად არ არსებობს სავალდებულო პროგრამა ქართული ენისაო. ეგზარქოსმა წარმოსთქვა: სასულიერო სასწავლებლების ბავშვებმა საკმარისად იციან სამშობლო ენა და ამიტომ განსაკუთრებით ყურადღებას არ ვაქცევთ ამ საგანსაო და ან რა საჭიროა ვასწავლოთ, როდესაც იმ ენაზე თავისუფლად ლაპარაკობენო. ამაზედ მე შევნიშნე: ეგრე რომ იყოს, მაშინ არც რუსის ბავშვებისათვის იქნებოდა საჭორო რუსული ენის სწავლება, რადგან იგინი სასწავლებლებში შესვლამდისაც კარგად ლაპარაკობენ რუსულად.

შემდეგი კითხვა შეეხო ავტოკეფალიას. ამ ქვაკუთხედ კითხვაზედ იქ დამსწრეთ ყოყმანობით გამოსთქვეს თვისი ეჭვი საქართველოს ეკლესიის სრულ ავტოკეფალიურ უფლებათა შესახებ, მაგრამ ჩვენ ცოტა არ იყოს ავიზრიზენით და მტკიცეთ დავიცევით ძველად ჩვენი ეკლესიის შეურყეველნი უფლებანი. მე პირადად გამოვიწვიე სადისპუტოდ ბ. სამუილოვი, რომელმაც სინოდის მინდობილობით ორი წერილი დასწერა და მოათავსა სინოდალურ ორგანოში საკამათო საგნის შესახებ და ქარაფშუტურ საბუთებით უარჰყოფდა საქართველოს ეკლესიის სრულ ავტოკეფალიას. 1783 წლამდე საქართველოს ეკლესია ანტიოქიის პატრიარქს ემორჩილებოდა, მას მუდამ იხსენიებდაო, _ სთქვა სამუილოვმა და არა დროს საქართველოს სრული ეკლესიური დამოუკიდებლობა არა ჰქონიაო. ამაზედ დიდი ხანი ვეკამათე, მოვუყვანე ათასნაირი საბუთი 1) იაკობის ლიტურგია ხელთნაწერი VIII-IX საუკ., რომელშიაც იხსენიება მხოლოდ კათოლიკოსი მცხეთისა და მაწყვერელი მთავარეპისკოპოსი; 2) წესი აღრჩებისა, ხალხი ირჩევდა და მეფე ამტკიცებდა, ხოლო XVII-XVIII სს-ში კათალიკოს ამტკიცებდნენ სპარსეთის შახები; 3) კათალიკოსის კანონები 4) საკუთარი ეკლესიური კრებები და მათი დადგენილებანი; 5) გადაყენება და განკვეთა კათალიკოსებისა; 6) მწერლები ურევენ ორ ივერიას: ივერიას-ქართლს და ივერიას-თემს, რომელიც გაძლიერდა დიდი დავით კუროპალატის დროს; 7) არსებობა მცირე აზიაში სამი ქართული კათედრისა, სამიტროპოლიტოსი სინას მთაზედ და 2 საეპისკოპოსოებსა გოლგოთაზე და ათონის მთაზე ერისოში; 8) იარაღით დაცვა აღმოსავლეთის სიწმინდეთა და იერუსალიმის აღება ქართველთა მიერ; 9) ორმოცამდე ქართული მონასტერყ წმ. ადგილებში, ბოლგარიაში და სხვ. 10) მოწმობა ყველა ხალხის მწერალთა და მეცნიერთა საქართველოს სრულ საეკლესიო ავტოკეფალიაზედ; 11) ყალბი ადგილები სამუილოვის და ნიკანდრას სტატიებში; 12) დამახინჯება ნიკანდრას და სამუილოვის მიერ პლ. იოსელიანის სიტყვებისა; 13) უქონლობა რამე აქტისა, რომ საქართველოს ეკლესია დაემორჩილა სინოდს; 14) მიწვევა საქართველოს ეკლესიის წარმომადგენელთა საეკლესიო კრებაზედ რუსეთს და ფლორენციაში; 15) გაძილერება საქართველოსი და დაარსება თამარის მიერ ტრაპიზონის იმპერიისა; 16) დისპუტე გიორგი მთაწმინდელისა ანტიოქიის პატრიარქთან ავტოკეფალიის შესახებ და სხვ... მერე ნაწყენის კილოთი წარმოვსთქვი: так рассуждать ов автокефалии, как ето делает г. Самуилов, нельзя. говорить так с точки зрения простои логики, требующеи обоснованнои послеговательности, а не предосудительнои скоростности. к нашему глубокому сожалению мы должны констатировать, что ни какои резоннои точки опоры для возбуждения сомнентя о несомненнои автокефальности грузинскои церкви мы наитии не смогли в тенденциозных статьях архим. никандра и. Г. Самуилова. ყველამ ცხადად დაინახა ნიკანდრის და სამუილოვის შემცდარი აზრი და აღიარეს: ისტორიულის მხრით საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალურ უფლებათა შესახებ ჩვენ აღარაფერი ეჭვი არა გვაქვს, ეს ეკლესია, როგორც დამტკიცდა, ნამდვილად ავტოკეფალური ეკლესია იყო, მაგრამ ეს ღირსება დაჰკარგა მას შემდეგ, რაც საქართველო პოლიტიკურად რუსეთს შეუერთდა, დღეს საქართველოს ეკლესიას სინოდი განაგებს და მისი განცალკევება სინოდისაგან წარმოუდგენელია; შეუძლებელია, აგრეთვე, რომ ერთ მართლმადიდებელ სახელმწიფოში ორი დამოუკიდებელი მთავარი ეკლესია არსებობდეს, _ მოკლედ _ თუ ხალხმა პოლიტიკური დამოუკიდებლობა დაჰკარგა, უეჭველად ესვე ბედი უნდა ხვდეს მის ეკლესიასაც. მე ვუჩვენე მაგალითები, როგორ თავსდებოდნენ ავტოკეფალურო პატრიარქები და კიპრის მთავარეპისკოპოსი ერთ მართლმადიდებელ ბიზანტიის იმპერიაში. დავუსახელე ნამესტნიკები, ავტონომია ფინლიადიისა და სხვ. ყოვლად სამღვდელო ლეონიდემ ჰკითხა: მაშ ღმერთმა რომ გაუმარჯოს რუსეთის იარაღს და აიღოთ კონსტანტინეპოლი, იერუსალიმი, ანტიოქია დას სხვ... განა თქვენ მოსპობთ იქ საპატრიარქოებს?! მიტროპოლიტმა ფლაბიანემ აღტაცებით წამოიძახა: უეჭველად, უეჭველად, საპატრიარქოებს გავაუქმებდითო!!!

ობერპროკურორმა სთქვა: ავტოკეფალია ქართველებს თავში არც კი მოსვლიათო; ეს აზრი მათ დურნოვომ ჩააგონა, რომელმაც “Петербургские ведомост“-ში ამაზედ რამდენიმე სტატია დაჰბეჭდა. ქართველებს თავის დღეში არ გამოუცხადებიათ თვისი უკმაყოფილება სინოდის წინააღმდეგო. ამაზედ მე ვუპასუხე: მაშ რა იყო, თუ არა პროტესტი, ესრეთ წოდებული “Церковныи бунт в Имерети” 1820 წელსა მეთქი. პროტესტს აცხადებდნენ ხან პირდაპირ, ხან ჩუმად. ჟამთა ვითარებისა მიხედვით და, მაშასადამე, ნ. ნ. დურნოვოზედ ადრე ჰქონდათ ქართველებს შეგნებული თვისი არასასურველი და შევიწროებული სამშობლო საყდრის მდგომარეობა.

ყველა ცდილობს გზა აუქციოს ავტოკეფალიას. მასზედ ხანგრძლივი მსჯელობა დიდად ემძიმებათ, რადგანაც პოლიტიკურის მხრით საგონებელ საგნად მიაჩნიათ იგი. კრებაზედ გამოირკვა ის აზრი, რომ სინოდმა მხოლოდ თათბირი უნდა იქონიოს ამ საგნის შესახებ, და მისი საბოლოოდ გადაწყვეტა კი უნდა მოხდეს სრულიად რუსეთის საეკლესიო კრებაზედ, სახელმწიფოს მთავარ დაწესებულებათა და სასულიერო უწყების შეთანხმების შემდეგ. მე გამოვსთქვი შემდეგი აზრი: უწყებული კითხვის გადაწყვეტა აღემატება მომავალ საეკლესიო კრების კომპეტენციას, რადგანაც ამისთანა საქციელი მსოფლიო კრებების დადგენილებით სასტიკად აკრძალულია მეთქი.

მიტროპოლიტმა ანტონმა ჩვენი საეკლესიო კითხვის გამოსარკვევად, საშუალების გამოსანახად და მოსაგვარებლად შეადგინა კომისია, რომელშიაც დანიშნა შემდეგნი: მიტროპოლიტები ვლადიმირი და ფლაბიანე, ეგზარქოსი ნიკოლაოზი, ობერ-პროკურორი, მისი ამხანაგი და ორნი ჩვენ. მე გამოვთხოვე სამუილოვის დანიშვნა კომისიაში და შემდეგი პროფესორების მოწვევა: ა.ა. ცაგარლისა, ი.ი. სოკოლოვისა და ბ. ავალოვისა. სხვათა შორის გამოსთქვეს სურვილი ტიხომიროვის (რევიზორის) მოწვევისა, მაგრამ მე მოურიდებლად წარმოვსთქვი, რომ ტიხომიროვს ქართველმა სამღვდელოებამ კრებაზედ ზიზღი გამოუცხადა უსამართლო რევიზიის გამო და უხერხულია მეთქი მისი მოწვევა ჩვენთან.

შემდეგი კრება დაინიშნა ხუთშაბათისთვის. ფლაბიანე მიტროპოლიტი ჩუმად სთხოვდა ობერპროკურორს და სინოდის წევრებს _ დიმიტრი ბალტის ეპისკოპოსი მოვიწვიოთ და ის გვეტყვის სიმართლესაო.

ეპისკოპოსი კირიონი

1906 წ. 27/1.

 




 ახალი ამბები
  • საგზაო დეპარტამენტის ჩინოსნის ვიზიტი კომპენსაციით უკმაყოფილო მოსახლეობასთანგზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ალექსანდრე თევდორაძე სუფსაში ადგილობრივი მოსახლეობის იმ ნაწილს შეხვდა, ვინაც  ავტობანის მშენებლობისთვის საჭირო მიწის ნაკვეთების საკომპენსაციო  თანხაზე გამოთქვამს უკმაყოფილებას. ალექსანდრე თევდორაძემ  ადგილზე, მოსახლეობასთან შეხვედრით, სცადა გარკვევა თუ რა კონკრეტული პრეტენზიები აქვთ ადგილობრივებს. საქმე ისაა, რომ  ახალი ავტობანის  მიმდებარე  მიწის ნაკვეთები  ხელისუფლებამ, კერძოდ კი გზების დეპარტამენტმა მოსახლეობისგან უკვე შეისყიდა გარკვეულ ფასად.  უფრო სწორად, ხალხს შესთავაზეს კონკრეტული ფასი, რომელიც 2018 წლიდანვე დავის საგნად იქცა.  მოსახლეობა ირწმუნება, რომ შეთავაზებული თანხა ცოტაა და ამავე კატეგორიის მიწებზე სხვა ადგილებზე გაცილებით მეტი საკომპენსაციო თანხები გაიცა.     სადაო  მიწები ზღვის სანაპირო ზოლიდან 700 მეტრის დაშორებით მდებარეობს, რომლებსაც მარჯვენა მხრიდან ესაზღვრება საგზაო-სატრანსპორტო მაგისტრალი, მარცხენა მხრიდან კი _ მდინარე სუფსა. არის ვაკე ადგილი და თავისი მდებარეობის მიხედვით პრესტიჟულია ნებისმიერი ბიზნესსაქმიანობისთვის _ მიაჩნიათ ადგილობრივებს და წლებია საკითხს სხვადასხვა ინსტანციაში ასაჩივრებენ, თუმცა როგორც ტავად ამბობენ შედეგი ამ დრომდე არ ჩანს და პროკურატურაში გასაჩივრებული ეს საქმე სუფსის პოლიციას გადაეცა განსახილველად. ადგილობრივების სახელით სტუმარს  პრობლემის არსის თაობაზე ქალბატონმა ხათუნა გუჯაბიძემ მიმართა და დაწვრილებით სცადა აეხსნა თუ რა ხდება რეალურად. როგორც გავარკვიეთ, საგზაო დეპარტამენტის ჩინოსნის ვიზიტის მიზანიც საქმეში გარკვევა იყო, მაგრამ არა გვგონია მას არ სცოდნოდა  რაზე აქვთ ამ ადამიანებს პროტესტის გრძნობა. ბატონმა ალექსანდრემ დამსწრე საზოგადოებას აუხსნა, რომ ნაკვეთის შეფასება დეპარტამენტის მოვალეობაში არ შედის, ვინაიდან ამ საქმეს, ანუ განსახლების გეგმას ადგენს ის კომპანია, რომელმაც დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში იმარჯვებს და სწორედ მისი გადაწყვეტილების საფუძველზე ხდება საკონპენსაციო თანხების გაცემა. აღინიშნა ისიც, რომ მიწის ფართობები კატეგორიების და სხვა უმარავი კრიტერიუმების გათვალისწინებით განსხვავდებიან ერთმანეთისაგან და შესაბამისად საკონპენსაციო თანხებიც ამის მიხედვით გაიცემაო. ჰოდა, პასუხისმგებლობა სწორედ იმ კომპანიას აკისრია ვინც განსახლების გეგმა შეადგინა და დეპარტამენტი არაფერ შუაში არისო, დასძინა. სტუმარმა ვინაიდან ბოლომდე ვერ გაარკვია კონკრეტული მოთხოვნების სამართლიანობის საკითხი, დაიგეგმა, რომ უახლოეს დღეებში შედგება მუშა შეხვედრა, სადაც არგუმენტირებულად მოხდება საკითხების შესწავლა, რომელსაც დაესწრებიან აგრეთვე იმ კომპანიის წარმომადგენლები, რომელმაც მოახდინეს საკომპენსაციო თანხების ოდენობის განსაზღვრა მოსახლეობის საყანე ფართობებზე. ... ...
  • ხელისუფლების პირობა და მოსახლეობის უნდობლობაპირობა, რომ მიმდინარე წელს სუფსა-წყალწმინდის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია განხორციელდება, აქციაზე შეკრებილმა ადგილობრივებმა  უშუალოდ მხარის პირველი პირისგან, ზურაბ ნასარაიასგან მიიღეს. გზის რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია მოსახლეობამ  სუფსის რკინიგზის სადგურის მიმდებარედ  რამდენიმე დღის წინაც გამართა და როგორც მაშინ ითქვა, პირველი მარტისთვის ადგილობრივი ხელისუფლება კონკრეტულ პასუხს გასცემდა უგზოობით და სხვა პრობლემებით გატანჯულ ადგილობრივებს. ჰოდა, წინსწრებით ეს შეხვედრა შედგა და გარკვეული დაპირებებიც გაისმა პრობლემის მოსაგვარებლად. კერძოდ ითქვა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება მზად არის,  ინფრასტრუქტურის სამინისტროდან მილიონი ლარი მიიღოს და არსებული გზის გარკვეული მონაკვეთი თხელი ფენით დაასფალტოს მანამ, სანამდე გაწვდება ეს თანხა. თუმცა, შეხვედრაზე მობრძანებულმა მხარის გუბერნატორმა უფრო დიდ მასშტაბებზე გააკეთა აქცენტი და ხალხს დაპირდა, რომ გზების დეპარტამენტის თანხებით მთლიანად განხორციელდება სუფსა-წყალწმინდის ხუთ კილომეტრიანი გზის აღდგენა მას შემდეგ, რაც მოხდება შესაბამისი საპროექტო თანხების მოძიება და ტენდერში გამარჯვებული კომპანიის  მიერ სამუშაოების წელსვე დაწყება. ბუნებრივია ამ დაპირებებს აქამდე არაერთხელ „გადაგდებული“ მოსახლეობა უნდობლობით შეხვდა და საფუძვლიანადაც _ უკვე რამდენი წელია ეს დაპირება ესმით, მაგრამ რეალურ ქმედებამდე საქმე არც მისულა. ამავდროულად გასარკვევია ისიც,  თუ კონკრეტულად რომელი მიმართულებით გაკეთდება გზა, მაშინ, როცა აქტუალური აქ ორი მიმართულებაა. კერძოდ,  სუფსიდან ომფარეთისკენ მიმავალი გზა, რომელიც დაახლოებით 3 კმ-ია და უშუალოდ წყალწმინდის პოლიციის ძველ „ტეკამდე“ საფარის აღდგენა, რაც მთლიანობაში 8 კილომეტრია. საგულისხმოა ისიც, რომ გზების დეპარტამენტი ითხოვს ეს გზა შიდა მნიშვნელობის სტატუსის გახდეს და ადგილობრივი ხელისუფლების სატკივარი იყოს. თავის მხრივ ადგილობრივი მთავრობა ცდილობს არსებული 5კმ-იანი მონაკვეთი ისევ ცენტრალური მნიშვნელობის დარჩეს, როგორც სარეზერვო მონაკვეთი და ამ შემთხვევაში მისი აღდგენა უკვე დეპატამენტის ვალდებულება იქნება. ამ ურთიერთჭიდილში  რა გაირკვევა და როდის, ესაა მნიშვნელოვანი,   თორემ მოგვადგა არჩევნები და მერე ნახეთ რა მოხდებაო _ იმუქრებიან ადგილობრივები. „ისედაც უიმედო სოფლის მოსახლეობისთვის ერთი დამაიმედაბელი და ხელჩასაჭიდი არაფერი უთქვამთ, ისევ ტყუილები, ტყუილები და ცრუ დაპირებები. არა წყალი, არა გზა, არა განათება, არა ნაგვის ურნები და სამწუხაროდ,  არაფერია იმედისმომცემი.  ეს არის ხალხზე დაცინვა, მაგრამ სასაცილოები თავადვე არიან, რობოტებივით ერთსა და იმავეს რომ იმეორებენ. ტყუილსაც კი ვერ უყრიან თავს. წინ მწარე არჩევნებია, საბედისწერო არჩევნები. აჩევნები რომ მოდის მაშინ კარგად დარბიან ხმა მოგვეცითო, მაგრამ მოვა ოქტომბერი და ვნახოთ ვინ ვისთან მივა სათხოვნელად,“_ ამბობს ... ...
  • თიბისი ბანკმა ბიზნესსექტორს წლიური ანგარიში წარუდგინა თიბისი ბანკმა წლიური შეხვედრა ჩაატარა, სადაც კომპანიის 2019 წლის მიღწევები და შედეგები, ასევე განვითარების სტრატეგია და სამომავლო გეგმები წარადგინა. შეხვედრას ბიზნესსექტორის, მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრას თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი - ვახტანგ ბუცხრიკიძე, მისი მოადგილეები - გიორგი თხელიძე, ნიკოლოზ ქურდიანი და ასევე ბანკის მთავარი ეკონომისტი - ოთარ ნადარაია უძღვებოდნენ. გამომსვლელებმა თიბისის ხედვასა და სტრატეგიაზე, კორპორატიული და საინვესტიციო საბანკო ბიზნესის მიღწევებზე, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესისა და ეკოსისტემების განვითარებაზე და მაკროეკონომიკურ გარემოზე ისაუბრეს. სპიკერების გამოსვლის შემდეგ, პანელური დისკუსიის ფარგლებში, თიბისის წარმომადგენლებმა ბიზნესპარტნიორებთან ერთად მაკროეკონომიკური ტენდენციები და განვითარების პერსპექტივები მიმოიხილეს. 2019 წლის ფინანსური მაჩვენებლების მიხედვით, თიბისი ლიდერი ბანკია საქართველოში. 2018 წელთან შედარებით ბანკის სასესხო პორტფელი 22.1%-ით გაიზარდა და ბაზრის 39.5% შეადგინა, დეპოზიტების საბაზრო წილმა კი - 39.0%. აღნიშნული მაჩვენებელი ძირითადად კორპორატიულ და მიკრო, მცირე, საშუალო ბიზნესების სეგმენტებში ზრდით არის განპირობებული. ბიზნესების დაკრედიტება კორპორატიულ სექტორიში 47%-ით, MSME მიმართულებით კი 18%-ით გაიზარდა. კორპორატიულ სექტორში დაფინანსების ყველაზე დიდი წილი ენერგეტიკის, უძრავი ქონების, საკვები ინდუსტრიისა და სასტუმროების სექტორებზე მოდის. MSME სექტორში კი - სოფლის მეურნეობის, სასტუმროებისა და ვაჭრობის სფეროებზე. თიბისი ლიდერი ბანკია საცალო სეგმენტშიც და 2.5 მილიონ მომხმარებელს ემსახურება. 2019 წელს საცალო სესხების პორტფელი წინა წელთან შედარებით 7.5%-ით გაიზარდა, რაც უმეტესწილად განპირობებული იყო იპოთეკური სესხების პორტფელის ზრდით. ამჟამად თიბისის საბაზრო წილი საცალო სესხებში 40%-ს შეადგენს, საცალო დეპოზიტებში კი - 37.9%-ს. თიბისის მიერ 2019 წელს საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისგან მოზიდულმა ფინანსურმა რესურსმა 1.5 მილიარდი ლარი (531 მლნ დოლარი) შეადგინა. 2019 წელი თიბისისთვის წარმატებული იყო საერთაშორისო გაფართოების მიმართულებითაც. თიბისი ბანკმა უზბეკეთში საბანკო საქმიანობის წინასწარი ლიცენზია მოიპოვა, რაც წინგადადგმული ნაბიჯია ქვეყანაში საბანკო ოპერაციების განხორციელების მხრივ. თიბისი საბოლოო ლიცენზიის მოპოვებას და საბანკო ოპერაციების დაწყებას 2020 წლის ზაფხულში გეგმავს. პარალელურად, თიბისი აქტიურად ავითარებს გადახდების ბიზნესს. Payme, რომელიც უზბეკეთში გადახდების წამყვანი კომპანიაა, უკვე 1.8 მლნ მომხმარებელს ემსახურება.      Payme-ს მოგება 84%-ით გაიზარდა და მისმა შემოსავალმა 8.6 მლნ ლარს მიაღწია. თიბისის მიერ მიღწეული კიდევ ერთი წარმატება თიბისის ციფრული ბანკის - სფეისის საერთაშორისო ბაზრისთვის მომზადებაა, რაც უახლოეს მომავალში სფეისის მომსახურების გერმანიაში გატანას გულისხმობს. გასული წლის განმავლობაში თიბისი ბანკმა არაერთი ჯილდო მოიპოვა საერთაშორისო ფინანსური გამოცემებისგან.  თიბისის მობაილბანკი საუკეთესოდ დასახელდა მსოფლიოში, თიბისი კი -  საუკეთესო ბანკად საქართველოში. „ნებისმიერი ბიზნესის განვითარება ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკის ზრდას. შესაბამისად, ჩვენთვის ძალიან საამაყოა, რომ ჩვენი მხარდაჭერილი ბიზნესების რიცხვი ყოველწლიურად იზრდება და სულ უფრო მეტი ბიზნესი გვიცხადებს ნდობას. ამის დასტურია 2019 წლის ფინანსური შედეგები, რასაც ჩვენი გუნდის ერთობლივი ძალისხმევით მივაღწიეთ. ზოგადად, თიბისის მისია ადამიანებისთვის ცხოვრების გამარტივებაა. სწორედ ამიტომ, ბიზნესებისთვის ყველა პროდუქტსა და მომსახურებას მათი საჭიროებების გათვალისწინებით ვქმნით. 2020 წლისთვის დასახული ამბიციური მიზნები და მომხმარებლისთვის შეთავაზებული საუკუთესო მომსახურება მარწმუნებს, რომ მიმდინარე წელსაც განსაკუთრებულ შედეგებს მივაღწევთ", - განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ. თიბისის შემაჯამებელი შეხვედრა ბინზესების წარმომადგენლებთან ყოველწლიურად ჩატარდება, რომლის მიზანი, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებისთვის შედეგების გაცნობასთან ერთად, მათი მოსაზრებების გაზიარება იქნება. ... ...
  • აუდიტის შენიშვნები და მერიის განმარტებებისახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ 2019 წელს დამტკიცებული 2017-2018 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის აუდიტის ანგარიში ლანჩხუთის საკრებულოში გაცნობა-განხილვის სტადიაშია. სწორედ ამ საკითხზე მოუხდათ მსჯელობა დეპუტატებს, გიგი გვარჯალაძის თაოსნობით, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომაზე. საკითხის განხილვას მერიის  სამსახურის უფროსებიც ესწრებოდნენ და შესაბამისი განმარტებებიც გააკეთეს. კომისიამ მთავარი აქცენტი ანგარიშის ინფრასტრუქტურულ ნაწილზე გააკეთა, სადაც საუბარია ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვის, შესრულებისა და კონტროლის კუთხით გამოვლენილ სისუსტეებზე, სტიქიის სალიკვიდაციოდ გატარებულ ღონისძიებებსა და სხვა ხარვეზებზე. მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა, ლევან ჩხაიძემ განმარტა, რომ სახელმწიფო აუდიტის მიერ დახარვეზებული 14 ობიექტიდან 4-ზე არსებული ხარვეზი აღმოფხვრილია, დანარჩენ ობიექტებთან დაკავშირებით კი გამოსწორების მიზნით კვლავ გაიგზავნა წერილები. კომისიამ აუდიტის იმ ნაწილზეც გაამახვილა ყურადღება, რომელიც სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების არაეფექტურად წარმართვას ეხება, კერძოდ, მოსახლეობისთვის გადაცემულ სახლის გადასახურ სხვადასხვა მასალაზე. როგორც დასკვნაშია აღნიშნული, მასალების უმეტესი ნაწილი გამოუყენებელია და სტიქიის შედეგები არ არის ლიკვიდირებული. ამ საკითხთან მიმართებით კი სხდომაზე განმარტეს, რომ სტიქიის დროს, ფორსმაჟორულ სიტუაციაში, ლანჩხუთის მერიამ შესაძლებლობის ფარგლებში, დახმარება გაუწია 490 ოჯახს, აქედან 54 ოჯახს (მარტოხელა, სოციალურად დაუცველი, შშმ პირები) საკუთარი სახსრებით გამოუცვალა ამორტიზირებული სახლის სახურავები, ხოლო დანარჩენ ოჯახებს გადასცა სამშენებლო მასალები და ინვენტარი, რაც დასტურდება მიღება-ჩაბარების აქტებით. "იმისთვის, რომ სტიქიის 100%-ით ლიკვიდაცია მომხდარიყო მუნიციპალიტეტის მერიას საკუთარი სახსრებით ყველა ოჯახზე უნდა მოეხდინა სამუშაოების შესრულება, რომლის ფინანსური შესაძლებლობაც მუნიციპალიტეტს არ გააჩნდა", _ განმარტეს კომისიის სხდომაზე. კომისიის სხდომაზე აუდიტის დასკვნის შესყიდვების ნაწილზეც გამახვილდა ყურადღება, სადაც ნათქვამია, რომ სახელმწიფო შესყიდვების გახორციელებისას, მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიამ, ორ შემთხვევაში არასწორად მიანიჭა პრეტენდენტებს დისკვალიფიკაცია. შედეგად, გაიზარდა შესყიდვის ღირებულება, რაც არაეკონომიურად განკარგულ საბიუჯეტო რესურსს წარმოადგენს. აღნიშნულთან დაკავშირებით, მერიამ განმარტა, რომ მერიაში შექმნილია სატენდერო კომისია, რომელიც იხილავს ტენდერების მიმდინარეობის პროცედურებს და მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში იღებს სამართლიან გადაწყვეტილებებს და კომისიის ყველა წევრი იღებს სრულ პასუხისმგებლობას ყველა მიღებულ გადაწყვეტილებაზე. "ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი სატენდერო კომისია, მიმდინარე წელს აგრძელებს დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას და მკაცრად გაკონტროლდება კომისიის გადაწყვეტილებების შესაბამისობა კანონთან მიმართებაში", _ ითქვა სხდომაზე. პრეტენდენტების არასამართლიანი დისკვალიფიკაცია და არაეფექტურად გახარჯული ... ...
  • „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ბრალდებით 1 პირი დააკავესშინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტთან ერთად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1948 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი პ.გ., „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც ქუთაისში ერთ-ერთი რესტორნის თანამფლობელია, კერძო მეწარმეებთან არსებული ვალების გამო ბიზნესპარტნიორთან წარმოქმნილი ფინანსური დავის თავის სასარგებლოდ გადაწყვეტის მიზნით, თურქეთის რესპუბლიკაში მყოფ ქართველ „კანონიერ ქურდებს“ - ბ.კ.-სა და რ.ძ.-ს მიმართა. ქურდული გარჩევის შედეგად, „კანონიერმა ქურდებმა“ ფინანსური დავა პ.გ.-ს სასარგებლოდ გადაწყვიტეს. მის ბიზნესპარტნიორს კი რესტორნის ვალის - დაახლოებით, 200 000 აშშ დოლარის გადახდა დააკისრეს. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პ.გ. ქუთაისში დააკავეს. პოლიციამ, ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა და დაკავებულის მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც იგი საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდა. გამოძიება „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მე-4 პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით ... ...

არქივი

ზაფრანი

ყველაზე ნიჭიერი ზოდიაქოს ნიშნები

მორიელი - ზოდიაქოს ამ ნიშნის...

როგორია ქალის იდეალური სხეული

ცოტა ხნის წინ, აშშ-ის ტეხასის...

როგორ ვიპოვოთ ცხოვრების ერთგული მეგზური

ბედნიერება ჰგავს პეპელას. მან ზუსტად...

„დავიწყებული“ ჰოლივუდელები

ჯესიკა ალბა ჯესიკა ალბას გარღვევად...

როდის გრძნობთ თავს ყველაზე კარგად

ზამთარი – მშვილდოსნის, კუროსა და...

ქალი, ბიზნესი … ასტროლოგია

ქალწული - ზოდიაქოს კიდევე რთი...
კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...