ხრუშჩოვი, მჟავანაძე და შევარდნაძე _ პოლიტიკოსები ისტორიიდან

gurianews.com

ისტორია

ხრუშჩოვი, მჟავანაძე და შევარდნაძე _ პოლიტიკოსები ისტორიიდან

2018 თებ 17 12:23:50

 დღევანდელ მოგონებებში ქართული საზოგადოებისთვის რამდენიმე ნაკლებად ცნობილ ამბავს გაგაცნობთ.

ჩვენი პირველი „სტუმარი“ ნიკიტა ხრუშჩოვი იქნება. ეს ადამიანი საქართველოში დღემდე განსაკუთრებით ეჯავრებათ. ალბათ, გახსოვთ, რომ თავის დროზე ნიკიტას ქართველების ციმბირში გადასახლება სურდა.

ეს პიროვნება თავისი არაორდინალური ქცევით ყოველთვის გამოირჩეოდა. არაყი უყვარდა და დათრობის შემდეგ საკუთარ თავზე კონტროლს კარგავდა. სტალინის დროს ნიკიტა იმდროინდელი საბჭოთა „სამეფო კარის“ მასხარას როლს ასრულებდა. როდესაც ქვეყნის პირველი პირი გახდა, უცხოეთში ყოფნისას თავი არაერთხელ შეირცხვინა. თუნდაც ფეხსაცმლის გახმაურებული „საქმე“ გავიხსენოთ, როდესაც აშშ-ში ვიზიტისას ფეხზე გაიხადა და დარბაზში მყოფ პატივსაცემ საზოგადოებას „ტუფლი“ სულ მაგიდაზე უბრახუნა.

წლების განმავლობაში ბატონ ნიკიტასთან სამსახურებრივი ურთიერთობა საქართველოს ყოფილ პირველ პირს ვასილ მჟავანაძეს ჰქონდა.

ხრუშჩოვი მჟავანაძეს უკრაინიდან იცნობდა. იცნობდა, როგორც გენერალს, უკრაინის უზენაესი საბჭოს დეპუტატს, პატივს სცემდა და ენდობოდა. გარდა ამისა, იცოდა რა მჟავანაძის ბიოგრაფია, უფრო რუს გენერლად მიაჩნდა და, ამდენად, საქართველოს ცეკას პირველი მდივნის პოსტზე მისი კანდიდატურის წარდგენა მიზანშეწონილად ჩათვალა. ხრუშჩოვს საქართველოში სჭირდებოდა კაცი, რომელიც უპირველესად მოსკოვის ინტერესებს გაატარებდა.

მჟავანაძე იხსენებდა: „შევედი კაბინეტში და ხრუშჩოვი მეუბნება: „საქართველოს ცეკას პირველ მდივნად გიშვებთ!“ რა თქმა უნდა, დავთანხმდი, რადგან ეს ბრძანება იყო. როდესაც მისი კაბინეტიდან გამოვედი, მისაღებში ალექსი ინაური შევნიშნე. ვკითხე, _ აქ რას აკეთებ-მეთქი. _ არ ვიცი, _ მიპასუხა მან.

მეორე დღეს მოსკოვი-თბილისის რეისზე თვითმფრინავში გვერდიგვერდ აღმოვჩნდით. ისევ ვეკითხები ინაურს: ხრუშჩოვთან რაზე იყავი-მეთქი. ვერ გეტყვით, - ისევ მპასუხობს ინაური და თვითონაც იმავეს მეკითხება - თქვენ რატომღა იყავით? ვერც მე გეტყვით-მეთქი. ასე ჩამოვფრინდით თბილისში. საქართველოს ცეკას ბიურომ ჩვენი კანდიდატურები განიხილა და მეორე დღეს მე საქართველოს ცეკას პირველი მდივნის კაბინეტი დავიკავე, ალექსი ინაურმა კი _ სუკის თავმჯდომარის“.

წინა საუკუნის 60-იან წლებში მჟავანაძემ საქართველოში თავშესაფარი უკრაინელ ღვთისმსახურებს მისცა.

1960 წელს ხრუშჩოვმა საბჭოთა კავშირში 30 ათასი ეკლესია დახურა. მან ანტიქრისტიანული აქცია პირველად თავის სამშობლოში _ უკრაინაში განახორციელა: სუმსკის ოლქში მდებარე სამონასტრო კომპლექსი _ გლინსკის მონასტერი დახურა, ღვთისმსახურები კი დაარბია და განდევნა. ისიც ცნობილია, რომ ხრუშჩოვის და, ძმისა და საერო ცხოვრებისგან გარიდებული, უკრაინის ამ მონასტერში მონაზვნად ყოფილა აღკვეცილი. ეკლესიის დარბევის შემდეგ მონაზონ დას თავისი ძმისთვის ასეთი სიტყვებით მიუმართავს: „ნე ზრია ოტეც გოვორილ, შტო ტი დურაკ, ნიკიტა!“ რა ბედი ეწია ხრუშჩოვის მონაზონ დას, ჩვენთვის უცნობია, მაგრამ, გლინსკის მონასტრიდან დევნილ ბერ-მონაზვნებს საქართველოსკენ გამოუწევიათ. ერთ-ერთი დევნილი ღვთისმსახური, მამა ზინოვი, საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე ეწეოდა საღვთისმსახურო მოღვაწეობას და მალე მიტროპოლიტიც გახდა. სწორედ მამა ზინოვიმ აღკვეცა ბერად საქართველოს მომავალი კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე.

ნიკიტა ხრუშჩოვს ქართველები სძულდა. ამ მიზეზის გამო თბილისის მეტროს მშენებლობა სასტიკი „პარტიზანული“ მეთოდებით ხორციელდებოდა. სტალინის გარდაცვალების შემდეგ თბილისის მეტროპოლიტენის მშენებლობა შეწყვიტეს. ვასილ მჟავანაძის მეცადინეობით გაფორმდა მაღაროების დაკონსერვება და ამისთვის თანხები გამოიყო, სინამდვილეში კი მეტროს მშენებლობა მიმდინარეობდა და 1966 წლის 11 იანვარს პირველი რიგი გაიხსნა: „თავისუფლების მოედანი“ _ „ვაგზალი“.

რაც შეეხება სპორტის სასახლეს _ ეს ნაგებობა მაშინ აშენდა, როდესაც ხრუშჩოვმა მთელ საბჭოთა კავშირში აკრძალა სპორტული და კულტურული ობიექტების მშენებლობა. ამიტომაც, სპორტის სასახლე ცოტათი მიწაშია ჩასმული, რათა ძალიან თვალშისაცემი არ ყოფილიყო.

ხრუშჩოვი 1961 წელს ჩამოვიდა საქართველოში და სპორტის სასახლეც დაათვალიერა. მოგეხსენებათ, სპორტის სასახლის შესასვლელი და კიბეები მარმარილოსი გახლავთ. ხრუშჩოვს რომ არ შეემჩნია მარმარილოს კიბეები, შავად შეღებეს, მაგრამ, ვის მოატყუებდი _ ხრუშჩოვს ისეთი თანაშემწეები ჰყავდა, უმალ შენიშნეს და მოახსენეს კიდეც. სტადიონის მშენებლობაც პარტიზანულად გახორციელდა: საქართველოს მთავრობამ გაიტანა პროექტი კაპიტალური რემონტის ჩატარებაზე, რისთვისაც ორი მილიონი მანეთი გამოგვიყვეს, მაგრამ, ძველი სტადიონი, ფაქტობრივად, დაინგრა და აშენდა ახალი, რომელიც 9 მილიონი მანეთი დაჯდა. რა თქმა უნდა, ახალი სტადიონის აშენება ცენტრს არ გამოჰპარვია და ეს საკითხი ოცდამეორე ყრილობაზე ხრუშჩოვის მოხსენებაში იყო შეტანილი, მაგრამ, მჟავანაძემ დაურეკა მას, ვინც მოხსენებას წერდა და ეს თემა საერთოდ ამოიღეს. ამ საქმემ მსუბუქად ჩაიარა“.

ნება მომეცით დღევანდელ „პოლიტიკურ მოგონებებს“ სახალისო ელფერი შევძინო. გაგიკვირდებათ და ხრუშჩოვის პირადი დაცვის ერთ-ერთი წევრი ქართველი გახლდათ. „კოლორიტულ“ ნიკიტაზე საუბარს ვიცე-პოლკოვნიკი დემურ ლოლაშვილის ერთი სახალისო მოგონებით დავასრულებ.

„უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში ვართ. ხრუშჩოვის კორტეჟი საგულდაგულოდ გადაკეტილ ცენტრალურ მაგისტრალზე მისრიალებს და ჩვენ, მისი დაცვის წევრები მომდევნო მანქანით მივყვებით. უცებ ჩვენი უფროსის, ლიტოვჩენკოს ხმა მოგვესმა. მიკროფონით მოგვმართავდა:

_ ბიჭებო, მოემზადეთ. „პირველი“ (ასე ვეძახდით ხრუშჩოვს) აღმოსავლური ბაზრის დათვალიერებას აპირებს, როგორც კი ჩვენი მანქანა შეჩერდება, თქვენც მზად იყავით და გამოგვყევით.

და, მართლაც, ხრუშჩოვის „ჩაიკა“ ტაშკენტის ბაზრის წინ გაჩერდა, იქიდან ხრუშჩოვი გადმოვიდა და მისთვის ჩვეული ენერგიული ნაბიჯებით შეიჭრა ხალხმრავალ ბაზარში. ჩვენც, რა თქმა უნდა, უკან ავედევნეთ მას და ყოველ წამს ვიყავით მზად, „პირველი“  საკუთარი სხეულით დაგვეცვა. ნიკიტა კი უდარდელად მიმოდიოდა დახლებს შორის და გლეხებს ესაუბრებოდა. უცებ ხრუშჩოვი ერთი ღია შენობის წინ შეჩერდა, რომლის შუაგულშიც ექვსი უხუცესი მამაკაცი იჯდა და რიგრიგობით ჩილიმს ეწეოდნენ. ნიკიტა მათთან მიიჭრა, მიესალმა და მიუხედავად იმისა, რომ უკვე დიდი ხნის დანებებული ჰქონდა თამბაქოს წევისთვის თავი მათ შორის ჩაჯდა და თქვა: მშვიდობის ჩიბუხს მეც სიამოვნებით მოვწევო. რა თქმა უნდა, ნიკიტას ჩილიმი მიაწოდეს. მანაც ორი ნაფაზი დაარტყა, შემდეგ ბარბაცით წამოდგა და რის ვაივაგლახით მივიდა „ჩაიკამდე“, შიგნით ჩაჯდა და გულიც აერია... საქმე კი ის იყო, რომ ტაშკენტის ბაზრის შუაგულში მოკალათებული უხუცესები მშვიდობის ჩიბუხის ნაცვლად, მარიხუანას ეწეოდნენ და ხრუშჩოვმაც რომ იგივე გაიმეორა, საკმაოდ სერიოზული ნარკოტიკული მოწამვლა მიიღო“.

ნიკიტა ხრუშჩოვის შემდეგ სიტყვას ბატონ ედუარდ შევარდნაძეს გადავცემ.

„რაც შეეხება ჩემი პრეზიდენტობიდან წასვლას, ნანულიმ იცოდა, რომ ასე მოხდებოდა. კიდევ ერთხელ გავიხსენებ იმ დღეს.

გავხსენი სხდომა, სიტყვით გამოვედი. არ მაცალეს დამთავრება. შემოიჭრნენ და დაიკავეს ჩემი ადგილი პრეზიდიუმში. სასწრაფოდ გამოვაცხადე საგანგებო მდგომარეობა. მთავარსარდალი ვიყავი, ჯარი, პოლიცია მე მემორჩილებოდა. ჩავჯექი მანქანაში. სახლში მივდიოდი და ვფიქრობდი, კი გამოვაცხადე საგანგებო მდგომარეობა, მაგრამ ხვალ შეიძლება შეჯახება მოხდეს და სისხლი დაიღვაროს-მეთქი.

ნანული უკვე ავად იყო. მივედი სახლში და მეუბნება, კარგად ვიცი, რა არის საგანგებო მდგომარეობა, სისხლი გინდა დაღვაროო. ვუთხარი, ნანული, რატომ გგონია, შენ ფიქრობ და მე არ ვფიქრობ-მეთქი. ამაზე უკვე ვიფიქრე და გადაწყვეტილებაც მივიღე. თუ საჭირო გახდა, გადავდგები. მხოლოდ შენ შეეგუე ამას-მეთქი. ყველანაირ გადაწყვეტილებას შევეგუები, გარდა სისხლისღვრისაო, _ მითხრა ნანულიმ.

მეორე დღეს დავიბარე ოპოზიცია. პირველმა ზურამ დაიწყო. ყველაზე მეტად მას უჭირდა, ცრემლებიც კი შევნიშნე მის თვალებში. რვა წელი ვიმუშავე თქვენთან და ხომ წარმოგიდგენიათ, რა ძნელი სათქმელია ჩემთვის ეს, მაგრამ ყველაზე მშვიდობიანი და უკეთესი თქვენი გადადგომა იქნებოდაო. მაშინ დროს ნუღარ დაკარგავთ, ახალგაზრდები ხართ, ნიჭიერები და აბა, თქვენ იცით-მეთქი“.


ნახვა: 631


 ახალი ამბები
  • ტრენინგები საჯარო მოხელეებისთვისსაქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოსა“ და ამავე სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ წარმომადგენლები საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში ტრენინგების ციკლის ჩატარებას იწყებენ. მსგავსი ტრენინგი მიმდინარეობს ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში.  სატრენინგო კურსი მიზნად ისახავს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა წარმომადგენლებისთვის ინფორმაციის მიწოდებას „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების, კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის-შტამპისა და ელექტრონული სერვისების ერთიან პორტალზე (MY.GOV.GE) ხელმისაწვდომი ელექტრონული სერვისების გამოყენების პრაქტიკული ასპექტების შესახებ.  „აღსანიშნავია, რომ ხსენებული საკანონმდებლო ვალდებულების შესრულება საჯარო სექტორის მხრიდან გარკვეულ მომზადებას საჭიროებს, რაც გულისხმობს ტექნიკური მხარდაჭერის აუცილებლობას, ცნობიერების გაზრდას ამ სფეროში და საჯარო სექტორში დასაქმებული პირების შესაბამის კომპეტენციას, რომელიც გარკვეულ დროსა და ძალისხმევას, ასევე საჯარო უწყების მხრიდან კოორდინირებულ მართვას მოითხოვს. სწორედ ამ პროცესის მიზანმიმართულად წარმართვისა და ადმინისტრაციული ორგანოების მიერ კანონის იმპლემენტაციის პროცესის მხარდასაჭერად არის გამიზნული ტრენინგების ციკლის ჩატარება.  ამასთან, „მონაცემთა გაცვლის სააგენტომ“ ახლახან ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალის (MY.GOV.GE) განახლებული ვერსია გაუშვა, რომელიც არაერთ ისეთ სერვისს აერთიანებს, სადაც საჭიროა ელექტრონული ხელმოწერის/შტამპის გამოყენება“, _ თქვა  ნიკოლოზ გაგნიძემ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ თავმჯდომარემ. ... ...
  • ოზურგეთში 2-7 წლის ბავშვებში სისხლში ტყვიის შემცველობას შეამოწმებენკვლევის ჩატარებამდე საქართველოს 10 რეგიონში, მათ შორის ოზურგეთში საინფორმაციო კამპანია დაიწყო. კამპანიას  სამოქალაქო განვითარების სააგენტო (სიდა) ახორციელებს. ხოლო შეხვედრას ორგანიზება გურიის ახალგაზრდულმა რესურს-ცენტრმა გაუკეთა. როგორია ქალთა და ბავშვთა მდგომარეობა საქართველოში და რამდენად დაცულია მათი ჯანმრთელობა, გურიის ახალგაზრდული რესურს-ცენტრის ორგანიზებით საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურმა  და  გაეროს ბავშვთა ფონდმა საინფორმაციო შეხვედრა გამართა, სადაც მთავარი აქცენტი აღნიშნული კვლევის მნიშვნელობაზე გაკეთდა. მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევა (MICS) შინამეურნეობათა ერთ-ერთი უდიდესი კვლევაა, რომელსაც გაეროს ბავშვთა ფონდი სხვადასხვა ქვეყანაში ახორციელებს ბავშვებისა და ქალების მდგომარეობის შესაფასებლად. კვლევა  ხელს შეუწყობს მონაცემებზე დაფუძნებული პოლიტიკის დაგეგმვასა და შემუშავებას.  კვლევის ფარგლებში,  2-7 წლის  ბავშვებში სისხლში ტყვიის შემცველობის განსაზღვრა და წყლის სინჯების აღებაცაა გათვალისწინებული. კვლევის შედეგები, მათ შორის ტყვიის შემცველობის შესახებ, ხელმისაწვდომი, სავარაუდოდ, 2019 წლის გაზაფხულზე გახდება. საინფორმაციო შეხვედრები ქალაქ ოზურგეთის ცენტრალურ ბიბლიოთეკის დარბაზში ... ...
  • მიხეილ სააკაშვილი მეუფე იოსების განცხადებას ეხმაურება: 20 წელია ვიცნობ და პატივს ვცემშემოქმედელი მიტროპოლიტის, მეუფე იოსების მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებას, რომელშიც მან სალომე ზურაბიშვილი იუდას შეადარა და აღნიშნა, რომ მისი გაპრეზიდენტება არ შეიძლება, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ეხმაურება: _ 20 წელია ვიცნობ და დიდ პატივს ვცემ. ძალიან უყვართ გურიაში, _ ამ ტექსტით ავრცელებს მიხეილ სააკაშვილი მეუფე იოსების განცხადებას. შეგახსენებთ, რომ მეუფე იოსები "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილ პრეზიდენტობის კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს სინანულისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ მისი "პრეზიდენტობა არ შეიძლება". "კონკორდატში, ქალბატონო სალომე, არ წერია უზნეობაზე ხმა არ ამოიღოო. პირიქით _ თუ ვინმე საზოგადოებას, ჩვენს მრევლს გადაცდომისკენ მოუწოდებს, მოვალე ვართ ჩვენ იგი ვამხილოთ. ეს მუქარა, რომელსაც თქვენ გამოთქვამთ წმინდა სინოდის მიმართ, კიდევ ერთი დასტურია, თქვენი გაპრეზიდენტების შემთხვევაში, თუ როგორი საშიში გახდებით ქართველი ერისა და ეკლესიის მიმართ. თქვენ ბრძანეთ ერთ-ერთ გამოსვლაში, რომ, თურმე, ეპისკოპოსები და სამღვდელოება უსახურ ტაძრებს ვაშენებთ და იქვე დaსძენთ, რად გინდათ ამდენი ტაძრების აშენება როცა უამრავი გაჭირვებულია საქართველოში და ხომ არ აჯობებდა ეს ფული მათთვის გამოვიყენოთო. მინდა შეგახსენოთ, რომ იუდამაც ზუსტად ასეთი სიტყვები უთხრა მაცხოვარს, როცა მარიამ მაგდალინელმა ნელსაცხებელი ცხო უფალს ფეხებზე. ეს და სხვა თქვენი გამოსვლებიდან გამომდინარე, ჩვენ და ქართველ საზოგადოებას გამოგვაქვს დასკვნა, რომ თქვენი პრეზიდენტობა არ შეიძლება. ეს არ არის პოლიტიკა, ეკლესია არც ერთი პოლიტიკური პარტიისკენ არ იშვერს ხელს და ხალხს არ მოუწოდებს, ხმა მას მიეცითო. მაგრამ რაც შეეხება იმ მოვლენებს, მოწოდებებს. ფუჭ დაპირებებს, ქართველი ერის დეგრადაციას, მათი მოთხოვნების უგულებელყოფას, ამაზე ჩვენ ვერ გავჩუმდებით, თვალს ვერ დავხუჭავთ. გამხილებთ სიყვარულით და მოგიწოდებთ სინანულისკენ. იმიტომ გვაკურთხა ჩვენ ღმერთმა უფალმა იესო ქრისტემ, რათა სიმართლე და ჭეშმარიტება ვიქადაგოთ", _ აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც შემოქმედელმა მიტროპოლიტმა მეუფე იოსებმა გაავრცელა. ამავე თემაზე: "მე ეკლესია ვარ და არ ვარ ვალდებული ინფორმაცია მოგაწოდოთ" _ ბიუჯეტის თანხები ეპარქიის ანგარიშზე, რომელსაც არავინ აკონტროლებს მეუფე იოსების პირად საკუთრებაში არსებული მილიონზე მეტად შეფასებული ... ...
  • „დაპირისპირება" ეკლესიასა და „ქართულ ოცნებას" შორის არის თითიდან გამოწოვილი გზავნილი _ კობახიძე„ეკლესია არ ერევა სახელმწიფოს საქმეებში-ეს არის, პირველ რიგში, თავად ეკლესიის პოზიცია და უმნიშვნელოვანესი პრინციპი, რომლითაც ხელმძღვანელობს ეკლესია და ეს გამოიხატა, ასევე, პატრიარქის განცხადებაში",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა. ირაკლი კობახიძე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ  ილია II-ს მადლობას უხდის. „პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ეკლესია, რა თქმა უნდა, უნდა იყოს ნეიტრალური და ზუსტად ეს არის ასახული პატრიარქის განცხადებაში, უნდა იყოს საარჩევნო პროცესებიდან, რა თქმა უნდა, არსებითად გამიჯნული ეკლესია და საპატრიარქო და ეს იყო ზუსტად ამ განცხადების პათოსი და მე მინდა, მადლობა კიდევ ერთხელ გადავუხადო, რა თქმა უნდა, პატრიარქს ამ განცხადებისთვის. ეს არის ბუნებრივია, ის პრინციპი, რომლითაც უნდა ვიხელმძღვანელოთ თითოეულმა ჩვენგანმა. იყო რამდენიმე მცირე გადახვევა ამ პრინციპიდან, თუმცა, ეს არ ცვლის, რა თქმა უნდა, საპატრიარქოს სულისკვეთებას, პატრიარქის სულისკვეთებას, ჩვენ მოვისმინეთ რამდენიმე განცხადება სასულიერო პირების მხრიდან, რომელიც უკავშირდებოდა არჩევნებს და ეს, ალბათ, არ არის სწორი. შესაბამისად, ეს იყო რეაგირება, პატრიარქს ჰქონდა, ბუნებრივია, ამაზე რეაგირება და ეს არის, რა თქმა უნდა, ყველას საერთო სულისკვეთება. ჩვენ, კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ ვმოქმედებთ იმ ინტერესების შესაბამისად, რომელიც არის ჩვენთვის საერთო და ეკლესიის საზოგადო ინტერესები და ხელისუფლების საზოგადო ინტერესები არის, ბუნებრივია, საერთო - ეს არის საზოგადოების განვითარების ინტერესი, ეს არის სახელმწიფოს განვითარების ინტერესი და ეს არის პოლიტიკური პროცესების სამართლიანად და სწორად განვითარების ინტერესი",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. რაც შეეხება „დაპირისპირებას" ხელისუფლებასა და ეკლესიას შორის, ირაკლი კობახიძის თქმით, ეს თითიდან გამოწოვილი გზავნილია, რომელსაც ის პოლიტიკური ძალები ავრცელებენ, ვინც წლებია, ეკლესიას ებრძვის.  „რაც შეეხება „დაპირისპირებას" ხელისუფლებას, ანუ „ქართულ ოცნებასა" და ეკლესიას შორის, ეს არის თითიდან გამოწოვილი გზავნილი და თქვენ იცით, ვინ ავრცელებს ამ გზავნილს და ვინ ცდილობს, ასე ვთქვათ, ამ ატმოსფეროს ხელოვნურად შექმნას: ეს არის ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც თვითონ ვიცით, როგორ უდგებოდნენ ეკლესიას და ვიცით, როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ მათ ეკლესიის მიმართ. ესენი არიან ის პოლიტიკური ძალები, რომელთათვისაც ადამიანის ღირსების შელახვა იყო ჩვეულებრივი მოვლენა და ეს არის ყველაზე დიდი ქრისტიანული სიკეთე, რაც არსებობს და ეს არიან ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც უკვე წლებია, ათწლეულზე მეტია, ებრძვიან ეკლესიას, უპირისპირდებიან  ეკლესიას და უპირისპირდებიან ადამიანის რელიგიურ გრძნობებს -  ეს არიან ეს პოლიტიკური ძალები. ისინი არიან დაპირისპირებული ეკლესიასთან, რაც შეეხება „ქართულ ოცნებას", „ქართული ოცნებისთვის" არის უმნიშვნელოვანესი იმ პრინციპების მოქმედება, რომელსაც ეფუძნება ეკლესიის მოღვაწეობა",- განაცხადა პარლამენტის ... ...
  • სიაში აღმოჩენილი პრემიერის ხელმოწერა _ საქმეს პროკურატურა იძიებსპროკურატურა ,,მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ მიერ  ცესკოში წარდგენილ საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდამჭერთა სიაში აღმოჩენილ დარღვევებს სწავლობს.   ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციის მიხედვით, სიაში დაფიქსირებულია პრემიერ-მინისტრის მონაცემები და ხელმოწერა, რომელიც სრულიად განსხვავდება ცესკოში არსებულ და საჯაროდ ცნობილი ხელმოწერისგან. ასევე, ამავე პარტიის მხარდამჭერთა სიასთან დაკავშირებით  ცესკოში შესულია მოქალაქის განცხადება,  რომელშიც პირი აღნიშნავს, რომ მისი მონაცემები არაკანონიერად არის გამოყენებული. როგორც ,,გურია ნიუსს“ პროკურატურაში განუცხადეს, გამოძიება ამ ეტაპზეც მიმდინარეობს და კანონდარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, პროკურატურა შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას მოახდენს.   „გამოძიება მიმდინარეობს და  ჯერჯერობით, დეტალებზე ვერ ვისაუბრებთ. იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება დანაშაული, მიღებული იქნება  შესაბამისი სამართლებრივი გადაწყვეტილება“, _ გვითხრეს პროკურატურაში. საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემ. როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, პარტიამ სიები გააყალბა, რასაც შესაბამისი პასუხი გაეცემა. ,,ეს ყველაფერი, ასევე, მიუთითებს იმაზე, რომ ,,ნაციონალური მოძრაობა“ ძალიან მძიმე და მწარე მარცხს იწვნევს ამ არჩევნებზე, რაზეც ჩვენ ვართ პასუხისმგებელი, შეგვიძლია ეს დაპირება შევასრულოთ. ფაქტი, რომ პრემიერის ხელმოწერა არის გამოყენებული სიებში, ეს მიუთითებს გაყალბების ხარისხზე. ჩვენ მივმართეთ ამ საკითხზე უწყებათაშორის კომისიას და კანონიდან გამომდინარე, ველოდებით უმკაცრეს რეაგირებას“, _ აღნიშნა კობახიძემ. ჯერჯერობით, უცნობია, დარღვევებთან დაკავშირებით, რა რეაგირება ექნება უწყებათაშორის კომისიას.   ... ...

არქივი

ზაფრანი

რა ემუქრება დედამიწას მზე რომ ჩაქრეს

მეცნიერები ფიქრობენ, რომ ადრე თუ...

შეცდომით აღმოჩენილი გენიალური გამოგონებები

პენიცილინი _ მედიკამენტი, რომელმაც გადატრიალება...

უცნაური სინდრომები

ფეთქებადი თავის სინდრომი  ესაა საკმაოდ...

საიდუმლოებით მოცული ადამიანები

საუკუნეების განმავლობაში ისტორია სავსეა საიდუმლოებით...

ბრძნული ცხოვრების პრინციპები

1. გაუშვით ადამიანები და სიტუაცია....

გიგანტების სამარხი

უკვე დიდი ხანია, რაც დედამიწაზე...
კარმიდამო ჩემი

როგორ ამოვიცნოთ ინსულტი

ინსულტი 21–ე საუკუნის კიდევ ერთი...

"ყვავილებში ნაპოვნი ენერგია ჩაის აღორძინებაში დამეხმარება"

ფატი გრიგალაშვილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

საშემოდგომო თესვის დაწყება და ნიადაგის გაფხვიერების თავისებურება

აგვისტოს მიწურულს და სექტემბრის დასაწყისში,...

"მოგვაშორეთ ტურები"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურის, ჭანიეთის,...

"ჩაი გავანადგურეთ, თხილის ხარისხი კატასტროფულად დაეცა... სადაა გამოსავალი?"

მსოფლიოში მეჩაიეობის დარგში ჩამოყალიბებული დადებითი...

ჩინური კუნგ პაო

ჩინური სამზარეულოს ნამდვილი შედევრია "გუმბაო"....

როგორ წარმოიშობა "უავტორო" ხანძრები

მსოფლიომ "უავტორო" ხანძრების მთელი სერიები...

საწებელი _ მარტივად და გემრიელად

გვიან ზაფხულში და შემოდგომის დასაწყისიდანვე,...

როგორ ვებრძოლოთ ფესვის კიბოს

ფესვის ბაქტერიული კიბო ბევრი კულტურული...

გურული მეურნის მიერ დამორჩილებული ცნობილი "ლედის თითები" _ იგივე ბამია

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთის მკვიდრი,...

მცენარეთა რძე და რძის პროდუქტები

ჩვენს წარმოდგენაში რძე და რძის...