კრიმინალური ისტორიები ანუ „დაპატიმრებული“... ლევ ტროცკი

ისტორია

კრიმინალური ისტორიები ანუ „დაპატიმრებული“... ლევ ტროცკი

15 ივლ. 2017, 17:47:55

დღეს ქართველი სამართალდამცველების „თავგადასავლებს“ შემოგთავაზებთ. ეს შემთხვევები რამდენიმე ათეული წლის წინ დაფიქსირდა. იმდროინდელი „მილიციონერები“ დღეს დამსახურებულ პენსიაზე იმყოფებიან და რასაკვირველია წარსულის გახსენება ძალიან უყვართ.

თავდაპირველად სიტყვას ბატონ მერაბ კაციას გადავცემ, რომელიც მართლაც რომ უცნაურ ამბავს მოგვიყვება.

„გასული საუკუნის სამოციან წლებში, როდესაც ჯერ კიდევ კაპიტანი ვიყავი, სოხუმის მილიციაში ვმუშაობდი. საკურორტო სეზონი რომ დაიწყო, ეგრეთ წოდებულ სამთავრობო „დაჩების“ რაიონში (თანამედროვე ენით კი „ვიპ“ ზონაში) აგარაკების გაქურდვის შემთხვევები გახშირდა. არადა იქ, მოქმედი და ყოფილი პარტიული მაღალჩინოსნები ისვენებდნენ. ქურდის ფოტორობოტი გვქონდა, მაგრამ მის მოხელთებას ვერ ვახერხებდით. ამიტომ, იმ მიდამოებში ჩასაფრებულები ვიყავით და ზოგჯერ ჩემი თანამშრომლები ყოვლად უდანაშაულო ადამიანებსაც აკავებდნენ. განსაკუთრებით კი ერთი რიგითი, კოწია მარშანია აქტიურობდა. ის აფხაზეთის მაღალმთიანი სოფლიდან იყო. დიდი განათლებითა და ინტელექტით ვერ გამოირჩეოდა და მის მაგივრად მე ვუხდიდი ხოლმე ბოდიშს შეწუხებულ ტურისტებს. როცა კოწია იყო მორიგე, ყოველთვის „ჩეპეს“ მოლოდინში ვიყავით.

ერთ დღეს, დილით, სამსახურში მივედი. იმ ღამეს სწორედ კოწია იყო მორიგე და სახლში წასული დამხვდა. მორიგეობის ჟურნალი გადავშალე, დაკავებულების სიას თვალი გადავავლე და გავშრი. სიის რიგში ეწერა – ლევ დავითის ძე ტროცკი... მორიგეს დავუძახე და ვეკითხები:

– ტროცკი ვინ დააკავა?

– მარშანიამ, უფროსო. იმ დროს ჩაავლო,  „დაჩების ზაბორში“ რომ აპირებდა შეძრომას. ეგაა ნამდვილად, ის მოუხელთებელი ქურდი და ყოჩაღ კოწიას! გაუმართლა და ალბათ, „დასროჩნი ზვანიას“ მისცემენო, – სხაპასხუპით მომახსენა მორიგე სალიამ, რომელიც კოწიაზე არანაკლები ბრიყვი და ხეპრე იყო.

მე ვიფიქრე, ალბათ, მართლა ვიღაც ბაცაცა აიყვანეს  – ღობეში ძვრებოდა, იმან კი მილიციელებს დასცინა და ტროცკი ვარო, ისე გაეცნო. სალიას ვუბრძანე:

– ტროცკი მომიყვანე-მეთქი.

ორიოდე წუთში „ტროცკიც“ მომიყვანეს. ის კი არც მეტი, არც ნაკლები, სტალინის მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრი ვიაჩესლავ მოლოტოვი აღმოჩნდა. ის, თურმე, ღამის სეირნობიდან მოკლე გზით ბრუნდებოდა აგარაკზე და ამ დროს ჩაავლო კოწიამ. დაკავებული პირადად მარშანიამ დაკითხა. ვერ მიხვდა, რომ მოლოტოვი გაეხუმრა და მისი ვინაობის გასწვრივ ჩაწერა – ლევ ტროცკი... კიდევ კარგი, რომ კოწია მას ხელით არ შეეხო, რასაც საშინელება მოჰყვებოდა. ეს ყველაფერი რომ გავიაზრე, კინაღამ ტვინში სისხლი ჩამექცა. ნამორიგევი კოწია ლოგინიდან წამოვაგდე და სამი დღით ჰაუპტვახტში ჩავსვი. თან, მხოლოდ შავ პურსა და წყალს ვაძლევდით, რომ იქნებ ტვინი განათებოდა... შემდეგ კი მოძრაობის რეგულატორად გადავიყვანეთ“.

სოხუმიდან თბილისში გადმოვინაცვლოთ და ორი აქაური „კრიმინალური ფაქტი“ გავიხსენოთ. ბატონი დიმიტრი პაპავა დიღმის მასივში დაფიქსირებულ შემთხვევას გაგვაცნობს.

„გასული საუკუნის სამოციან წლებში დიღმის მასივში უბნის ინსპექტორად ვმუშაობდი. ერთ-ერთი სახლის მესამე სართულზე ბაირამოვები ცხოვრობდნენ. მარატ ბაირამოვი აზერბაიჯანელი იყო და ცოლად სომეხი ქალი ჰყავდა. მარატი მშვიდი და მშრომელი კაცი იყო, მაგრამ, როგორც კი მასთან სტუმრად ერევნიდან სიდედრი ჩამოვიდოდა, რადიკალურად იცვლებოდა და ოჯახი ირეოდა. ამის გამო, ბაირამოვების მეზობლები მილიციაში რეკვას იწყებდნენ და მათი ოჯახიდან გამომავალი ხმაურის აღკვეთას ითხოვდნენ. ამიტომ ჩვენ მათი ოჯახის ხშირი სტუმრები ვიყავით და მარატის სიდედრს – კარინას, კარგად ვიცნობდით.

ერთ თოვლიან ზამთარს ბაირამოვების მეზობლებმა ისევ დაგვირეკეს და, რომ მივედი, დავინახე, რომ მთელი სადარბაზო ბაირამოვების კართანაა შეკრებილი. შიგნიდან კი კარინას განწირული ყვირილი ისმის – მარატ, არ მომკლაო. დრო არ ითმენდა. ხის კარი შევამტვრიე და იმ დროს შევვარდი ბინაში, როდესაც მარატმა ხელში აყვანილი კარინა მესამე სართულის ფანჯრიდან ეზოში მოისროლა... ასანთის ღერივით  გამხდარი ქალი სულ ფარფატით დაეშვა ძირს და თოვლის გროვაში ჩაერჭო...

– ახლა კი დიდი ხნით ჩაგსვამენ ციხეში, მარატ, ეს არ უნდა გექნა. მკვლელობისთვის არავინ გაგამართლებს, – სინანულით ვუთხარი მარატს, მან კი შვებით მომიგო:

– ჩამსვან, უფროსო. წმიდათაწმიდა საქმისთვის ციხესაც ავიტან.

უცებ თოვლის გროვა შეინძრა, იქიდან კარინა გამოძვრა და ზემოთ ამოიხედა. მერე მარატს მუშტი მოუღერა და სიძეს სომხურად შეაგინა.

– უკვდავია, ეს დედამო... – მარატმა ფრაზის დასრულება ვერ მოასწრო, ისე წაუვიდა გული და, რომ არ დამეჭირა, თვითონაც ფანჯრიდან გადავარდებოდა.

ერთი სიტყვით, მარატ ბაირამოვს ინფარქტმა დაარტყა და ექიმებმა ძლივს გადაარჩინეს, კარინას კი ერთი განაკაწრიც არ ჰქონია სხეულზე. ის მეორე დღესვე გაემგზავრა ერევანში  და მას მერე მარატთან სტუმრად აღარ ჩამოსულა“.

ბატონი ნოდარ ხვადაგიანი ერთი თბილისური პანაშვიდის „პერიპეტიებს“ მოგვიყვება.

„ავლაბარში ერთი კაცი ცხოვრობდა, ვინმე ვანო ქონდარელი, რომელსაც „აბლაბუდას“ ეძახდნენ. მოშავო ტიპი იყო, მაგრამ სერიოზულს არაფერს აშავებდა და არ ვაწუხებდით. აბლაბუდა რომ გარდაიცვალა, მის პანაშვიდებზე რიგრიგობით დავდიოდით გადაცმული ოპერები, თან, ყველაფერს ფარულად ვიღებდით. ვიცოდით, რომ იქ შავებიც მივიდოდნენ და იქნებ ძებნილ ბოროტმოქმედს გადავყროდით და დაგვეჭირა.

ერთ-ერთ პანაშვიდზე მე ვმორიგეობდი. საღამოა. პანაშვიდი დაიწყო და ხალხის ნაკადმა ნელ-ნელა იმატა. განსვენებულის მეუღლე კუბოსთან იჯდა და რაც უფრო მეტი ხალხი მოდიოდა, ხმასაც შესაბამისად უწევდა და გოდებდა. როცა სამძიმარზე ცნობილი ნარკომანი „პანტა“ მოვიდა, იმ ქალმა ასეთი ფრაზით ამცნო გარდაცვალებულს მისი გამოჩენა: „ადე, აბლაბუდ, პანტას შეეგებე და შენებურად უთხარი: ორ-ორი კუბი შევიშხაპუნოთო“. ერთი სიტყვით, აბლაბუდას ცოლის ფრაზებზე სიცილს ძლივს ვიკავებდით.

პანაშვიდი უკვე მთავრდებოდა, როდესაც ოთახში ერთი შავგვრემანი კაცი შემოვიდა და ცოლმა აბლაბუდას დაატირა: „ადე, ადე, აბლაბუდ! შენი ზახარა მოვიდა. შეეგებე და შენებურად უთხარი: „სტო ტისჩი ჩამომიბეჭდეო...“  კაცი ამ სიტყვებზე შეცბა. კუბოს წრე დაარტყა და სწრაფად წავიდა. ჩვენ მას გავყევით. ასიოდე მეტრში დავაკავეთ და მილიციაში წავიყვანეთ. ის კაცი ვინმე ზახარ შაროევი იყო, რომელსაც სახლში ფულის საბეჭდი დაზგა აღმოვუჩინეთ. როგორც გაირკვა, შაროევი და აბლაბუდა ყალბ ფულებს ამზადებდნენ და რუსეთში ავრცელებდნენ“.




 ახალი ამბები
  • "სასტუმროს მეპატრონეები წელს გადასახადებისგან უნდა გათავისუფლდნენ" _ ჭიჭინაძე  "თუ ქვეყანაში ფორსმაჟორია, თუ ვირუსი მძვინვარებს, მაშინ ფორსმაჟორი უნდა გამოცხადდეს მცირე მეწარმეებთან მიმართებაშიც და ადამიანები წელს გადასახადებისგან უნდა გათავისუფლდნენ!  მცირე სასტუმროების მეპატრონეებს იმ  დრომდე უნდა გადაუვადდეთ გადასახადი, სანამ არ აღდგება ის სიტუაცია, რაც იყო კორონამდე საქართველოში!“ - აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე და იმ უმძიმეს სურათზე და პრობლემებზე საუბრობს, რაც განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში ტრიალებს და განსაკუთრებით ტურისტული სეზონის ჩავარდნის შედეგად. „ხელისუფლება ვითომ პროცენტების რაღაც ნაწილი სუბსიდირების ინიციატივით გამოვიდა, მაგრამ შედეგად მივიღეთ ის, რომ აქიდანაც სარგებელს ისევ კომერციული ბანკები მიიღებენ. რადგან, 1. ადამიანი, რომელიც 200 ლარიან დახმარებას  იღებს, 6 თვის თავზე ბანკი საპროცენტო განაკვეთს 9%-დან 13%-მდე უზრდის! 2. თუ სექტემბრის ბოლოს არ აქვს ადამიანს ვალდებულების გადახდის საშუალება, ნოემბრის ბოლოს  როგორ ექნება, თან გაზრდილის?!“ - აცხადებს ჭიჭინაძე. ... ...
  • სასკოლო კრებებზე დაუშვებელია მოსწავლეების აკადემიური მოსწრებისა და ყოფაქცევის საჯარო განხილვასახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში აცხადებენ, რომ ბავშვების პერსონალური მონაცემების დაცვა განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს, რადგან ისინი ნაკლებად აცნობიერებენ რისკებს და შედეგებს, რაც შესაძლოა, მათი მონაცემების არაკანონიერ დამუშავებას მოჰყვეს. „ბავშვების პერსონალური მონაცემების არასწორი მოპოვება, გამოყენება, მესამე პირისთვის გაზიარება ან/და გასაჯაროება შესაძლოა, გახდეს ბავშვის დისკრიმინაციისა და ბულინგის მიზეზი. სწორედ ამიტომ სკოლის ადმინისტრაცია, მასწავლებლები და მშობლები განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოეკიდონ ბავშვის პერსონალურ მონაცემებს, პატივი უნდა სცენ მის პირად ცხოვრებას და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში იმოქმედონ ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით“, – აცხადებენ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ავრცელებს რეკომენდაციებს როგორც სკოლებისთვის, ასევე მოსწავლეებისა და მშობლებისთვის. აღნიშნულ რეკომენდაციებში განსაკუთრებით არის გამოყოფილი სასკოლო კრებების საკითხი. „სასკოლო კრებები ეფექტური საშუალებაა, რათა მასწავლებლებმა და მშობლებმა ერთობლივად განიხილონ სასწავლო პროცესთან დაკავშირებული ზოგადი და საორგანიზაციო საკითხები. დაუშვებელია კრებებზე კონკრეტულ მოსწავლეებთან დაკავშირებული ისეთი საკითხების საჯარო განხილვა, როგორიცაა აკადემიური მოსწრება, ყოფაქცევა და ა.შ., რადგანაც ამ საკითხების განხილვამ შესაძლოა, შელახოს მოსწავლეების უფლებები. მაგალითად, მოსწავლის ქცევის ნეგატიურ კონტექსტში განხილვამ შეიძლება შელახოს მოსწავლის ღირსება, გამოიწვიოს თანატოლებში, მშობლებსა და მასწავლებლებში მის შესახებ სტერეოტიპული დამოკიდებულების ჩამოყალიბება, უარყოფითად იმოქმედოს მოსწავლის ჩართულობაზე სასწავლო პროცესში და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს მისი უფლება მიიღოს განათლება თანაბარი შესაძლებლობების პირობებში. მეორე მხრივ, განსაკუთრებით პოზიტიურ კონტექსტში განხილვა შესაძლოა, გახდეს მოსწავლეთა შორის დაპირისპირების და ზოგ შემთხვევაში მოსწავლეზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მიზეზიც“, – აღნიშნულია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გავრცელებულ ... ...
  • ცესკო-მ 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრაკორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 31 ოქტომბრის არჩევნების კენჭისყრის დღისთვის, საარჩევნო ღონისძიებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დადგენილება გამოსცა. დადგენილების მიხედვით, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირი პირბადის გარეშე კენჭისყრის შენობაში არ დაიშვება, ხოლო კენჭისყრის შენობაში ყოფნა დასაშვებია მხოლოდ პირბადის გამოყენებით. ამასთან, ამომრჩეველი ვალდებულია, დროებით მოიხსნას პირბადე, კენჭისყრის ოთახში ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრისთვის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის წარდგენის დროს; ამასთან, ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრის მიერ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობაში ან საქართველოს მოქალაქის პასპორტში აღნიშნული ამომრჩევლის სარეგისტრაციო მონაცემების ამომრჩეველთა სიაში არსებულ მონაცემებთან შესაბამისობის შემოწმების დროს; თუმცა, პირბადის გამოყენება არ მოეთხოვება პირს, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უჭირს პირბადის ტარება, რაც დასტურდება სამედიცინო/ექიმის ცნობით. დადგენილების მიხედვით, ამომრჩევლებს თერმოსკრინინგი არ ჩაუტარდებათ. ყველა სხვა პირს კი, ვინც კენჭისყრის შენობაში შევა, სავალდებულო თერმოსკრინინგის გავლა მოუწევს. ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში 5 წუთიანი განმეორებითი თერმოსკრინინგისას ცხელების კვლავ დადასტურების შემთხვევაში, პირი კენჭისყრის შენობაში არ ... ...
  • როგორ არის გაკრული "ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის პლაკატები ნაძალადევშისაქართველოში საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე სულ ცოტა დრო რჩება. „გურია ნიუსი“ გთავაზობთ, თბილისში, გურამიშვილის გამზირზე გადაღებულ ფოტოებს, სადაც "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის, მიხეილ ყაველაშვილის საარჩევნო პლაკატებია გამოსახული. ცნობისთვის,ყაველაშვილი ამომრჩეველთა ხმების მოსაპოვებლად კენჭს ნაძალადევის რაიონში ... ...
  • როგორ უნდა მოიქცნენ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეები31 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის არჩევნები გაიმართება. ცესკო ინფორმაციას ავრცელებს იმის შესახებ თუ რა უნდა გაითვალისწინონ საზღვარგარეთ მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა  არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად: „საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა გაქვთ მიიღოთ მონაწილეობა საქართველოს პარლამენტის არჩევნებში. თქვენ 4 წლის ვადით ირჩევთ საქართველოს პარლამენტს. არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად: თქვენ უნდა იმყოფებოდეთ საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე ან უნდა იყოთ რეგისტრირებული საზღვარგარეთ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; თუ არ ხართ საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე და არ გაქვთ რეგისტრაცია საზღვარგარეთ, 2020 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით უნდა გაიაროთ რეგისტრაცია შესაბამის სახელმწიფოში არსებულ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში (საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა არ ითვალისწინებს მოსაკრებლის გადახდას); საარჩევნო უბანზე მისვლისას თან უნდა იქონიოთ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი”,_ აცხადებენ ცესკოში. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აღნიშნავენ, რომ  არჩევნების შესახებ ნებისმიერ საკითხზე დაგვიკავშირდით მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ონლაინ ჩათის საშუალებით შეუძლიათ. გარდა ამისა, მოქალაქეებს საკონსულო აღრიცხვაზე დადგომასთან დაკავშირებით ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საკონსულო სამსახურის ვებგვერდზე შეუძლიათ, თუ ამომრჩეველი  ვერ აღმოაჩენს პირად მონაცემებს საკონსულო აღრიცხვის სიაში, მან უნდა მიმართოს ადგილსამყოფელ ქვეყანაში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებას. საქართველოს ის მოქალაქე, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლიდან ექვსი თვის ვადაში არ დატოვებს საქართველოს ტერიტორიას, საკონსულო აღრიცხვიდან ავტომატურად მოიხსნება. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროს ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...