"მაგენის დაჭერულ ქურდს ხელმეორედ დაჭერვა უნდაო" _ გურულები სტრაჟას შესახებ

ისტორია

"მაგენის დაჭერულ ქურდს ხელმეორედ დაჭერვა უნდაო" _ გურულები სტრაჟას შესახებ

2020 მარ 26 13:27:27

XIX საუკუნის 80-იან წლებში ფირალობის განვითარებამ გურიაში გამოიწვია ერთი მხრივ სოფლებში ჯარის ჩაყენება, ეგზეკუციის გამოყენება, მეორე მხრივ, ახალი განსაკუთრებული ზომების გამოყენება. ერთიც და მეორეც მძიმე ტვირთად დააწვა გლეხობას, უფრო შეავიწროვა და ეკონომიურად დასცა. ეგნატე ნინოშვილი წერდა: ”...ყაჩაღების შესაპყრობად გურიის სოფლებში მობრძანდნენ ბატონი უფროსები. უფროსებს მოჰყვენ ყაზახ რუსები, ჩადგნენ აქა-იქ სოფლებში და გამოუცხადეს მამასახლისებს _ ხარჯი სოფლებმა უნდა გვაძლიონო. ამ ბრძანების ძალით მამასახლისები დადიან სოფლებში, თან უცხადებენ ხალხს _ ეკუციას (ვითომდა ეგზეკუციას) ხარჯი უნდა აჭამოთო და თან ჰხოცავენ ძროხებს, ღორებს, ქათმებს, ბატ-ინდოურებს და მიაქვთ ყაზახ-რუსებისათვის (ზოგი თავისთვისაც)”.

ერთი ახალგაზრდა გურული, რაღაც დანაშაულის ჩადენის გამო, ოსმალეთში აფარებდა თავს. უეზდის უფროსს მოახსენეს, რომ ღამღამობით ის მამის, მღვდლის სახლში ათევსო. უფროსმა წაიყვანა ყაზახ-რუსები და ალყა შემოარტყა სახლს. ბრახუნისა და ლანძღვა-გინების შემდეგ მღვდელმა კარი გააღო. ჯარისკაცები შიგნით შეცვივდნენ, მაგრამ ვერავინ ვერ ნახეს. მაშინ გაბრაზებულმა ჯარისკაცებმა მღვდლის მარანში შევიდნენ “...ახადეს ღვინით სავსე ქვევრს თავი და იმდენი სვეს, მინამ სწორეთ სალდათურად არ დათვრენ. ამ სმაში სალდათებს ერთმანეთში ჩხუბი მოუვიდათ და ბარე ორი ცხვირ-პირ დამტვრეული დაბრუნდა ამ უნამყოფო ლაშქრობიდამ”. დროება 1876 წ. #109

მთავრობის მიერ ჩატარებულმა განსაკუთრებულმა და უნდა ითქვას, სასტიკმა ზომებმა დროებით შეანელა ფირალობის აღმავლობა გურიაში, მაგრამ ეს მხოლოდ დროებით მოხდა. 1888 წლიდან ფირალობა ისევ ძლიერი ტემპით განვითარდა. გურია გადაიქცა ფირალების სათარეშო ასპარეზად და მთავრობის მიერ ჩატარებულ საექსპერიმენტო ადგილად _ გურიის თითქმის ყველა მხარეში ზედიზედ იგზავნებოდა ეგზეკუციები. “...ეგზეკუციამ ეს ვერ უნდა შესძლოს, რადგან ჯერ მაგალითი არა ყოფილა, რომ ამ ღონეს ასეთი სიკეთე მოეტანოს ხოლმე,” _ წერდნენ გაზეთები. როგორც ჩანს, ხელისუფლებას და ფირალებს შორის ხშირად რაღაც გარიგება არსებობდა, ან კიდევ მათი ნამდვილად ეშინოდათ: ”ამ ორი წლის წინად ახლად მოკლულ ავაზაკის სურგულაძის დასაჭერად სოფ. ლიხაურში ერთს წელიწადზე მეტი იყო ერთი სოტნა ყაზახები ეგზეკუციად ჩაყენებული, მაგრამ ვერა გაარიგეს რა, ესენი რომ აქ იყვნენ და სოფელს სჭამდნენ, სურგულაძე სულ სხვა სოფელში იყო და ერთს თავადთან იმალებოდა გულდამშვიდებით. შემდეგ ოზურგეთშიც ჩამობრძანდაო და კაცმა ხელი ვერ მოჰკიდაო...” ამის თაობაზე ივერია წერდა: “...ჩვენში ყველა დარწმუნებულია, რომ ვერც ერთ სოფელში ფირალი ვერ გაიჭაჭანებს თუ მამასახლისთან განდობილი არ არის”. ივერია 1893 წ. #282

1887 წლიდან დააწესეს ხევისთავების ინსტიტუტი, ხევისთავებად ირჩევდნენ სოფლის საზოგადოების წარმომადგენელს, რომლის მოვალეობაში შედიოდა თვალყური ედევნებინა საზოგადოებრივი წესრიგისთვის, გამოევლინა ფირალები და მათი მფარველები და საქმის კურსში ადმინისტრაციული ორგანოები ჩაეყენებინა. მაგრამ ამ ინსტიტუტს საზოგადოება ეჭვის თვალით უყურებდა. “...პირველი ქურდები და გამტყავებლები ხალხისა თვითონ ეს ხევის-თავები გახდნენ თურმე; ამათ თავიანთ მფარველობის ქვეშ ჰყავდათ ქურდები და ყოველი დაკარგული ნივთისა და საქონლიდამ სარგებლობა ჰქონდათ. ამის გამოც ეს ხევის-თაობა მალევე გადააგდეს”. დროება 1897 წ. #229 იმავე წლიდან კი, როგორც განსაკუთრებული ზომა, შემოღებულ იქნა სალდათად გაყვანა, რამაც ამ სფეროში ხელი შეუწყო მექრთამეობის განვითარებას. აბა, რომელ გლეხს უნდოდა ოთხი წლით რუსულ არმიაში მსახური, სადაც “ასწავლიდნენ კაცის კვლას, ოჯახების აკლებას და სხვ. ამგვარებს”, მოგზაური 1905 წ.  #11 ამიტომ ყველა ღონესა და ხერხს ხმარობდნენ, რათა სამხედრო სამსახურიდან თავი დაეძვრინათ. თუმცა, ხშირად, ქრთამის მიცემა მათ არ შველოდათ და საწყლები ჯარში მაინც მიჰყავდათ.

შემდეგ დამატებით შემოიღეს “ზემსკაია სტრაჟა” _ “სათემო დარაჯობა”, რომელიც კავკასიაში 1862 წლიდან არსებობდა. ეს იყო პოლიციის განყოფილებებს მიმაგრებული სპეციალური ჯგუფები, რომელიც კომპლექტებოდა კავკასიელი და რუსი მოხალისეებისაგან. მათზე იყო დაკისრებული საგუშაგო და საბადრაგო ვალდებულებანი. როგორც დროება აღნიშნავს: “...ყოველ საზოგადოებაში 15 რიგიანი, მართალი კაცი დაინიშნოს ავაზაკებისა და ბოროტების სადევნელად...” დროება 1882 წ. # 185

სტრაჟის შემოღებამ ფირალობა ვერ შეაჩერა, სამაგიეროდ ხალხი უფრო შეწუხდა, რადგან არსებულ გადასახედებს “სტრაჟის” გადასახადიც შეემატა. ეგნატე ნინოშვილი წერდა: “...ყაჩაღების რიცხვმა იმატა და რამდენსამე დასადაც არის გაყოფილი. ჩვენში რომ იკითხო ამათი ასეთის გახელების მიზეზი, გიპასუხებენ: “იგენი” “სტრაჟების” ჯინზე შვრებიან ამ საქმესო, ყაჩაღები კიდევ ამბობენო: აბა მოვიდენ მაგი ყაზირალები და დაგვაკლონ რამეო. მართლაც ვერაფერს დააკლებენ. ამას წინად ხუთმა ყარაულმა ერთად მიასწრეს ერთ ყაჩაღ დათუნაიშვილს მისსავე სახლში. შეტევა ვერ გაუბედეს და წავიდნენ ყველანი მთავრობის შესატყობინებლად. იქ დარაჯობა ვერ გაუბედეს: არ გამოვიდეს, არ მოგვკლასო, როცა რამდენისამე ხანს შემდეგ სახლს ჯარი შემოახვიეს, აღმოჩნდა, რომ შიგ აღარ იყო; ყაჩაღს გამოეძინა და წაბძანებულიყო ადრე ღამიან. აგიც კია სათქმელი “სტრაჟები” არც ისე მოცლილნი არიან, რომ, იმათის თქმისა არ იყოს, “ზდიონ ვინცხა გადარეულ კაძახებს ტყეში”. მთელი დღე თითქმის სულ ძილს უნდებიან. “ნეტაი ძილი არ დაჰხოცდეს მაგ საცოდავებს, თუ არა, ქურდების დაჭერას ვინ უკვეთსო”, იტყვის გურული ხშირად საყარაულოში გულაღმა წამოპარჭყულ ყარაულების გროვაზედ: ან “მაგენის დაჭერულ ქურდს ხელმეორედ დაჭერვა უნდაო”. ე. ნინოშვილი ხმა გურიდამ 1889 წ.

“ზემსკაია სტრაჟის” შესახებ ნათქვამია ცნობილი ფირალის სისონა დარჩიასადმი მიძღვნილ ლექსში (ვინმე ერმალო კვაჭაძის მოგონებების მიხედვით ჯუმათში ყოფილა მღვდელი აბეგი დარჩია, რომელიც სტრაჟას მოუკლავს და ეს ლექსშიც არის გამოთქმული):

მცველეფს დაარქვეს სტრაჟია, ღმერთმა დასწყევლოს რუსები,

რა უთავბოლო ხარჯია, ყველგან სისონას ეძებენ,

ნეტავ სადაა ნაგრშია, ბერ-მალაზონიც კი მოკლეს

ივან კნიაზის რაჟია.

ჯუმათში რომ ბერი მოკლეს, თქვეს და არ დამიჯერია.

თუ აგი მართალი არის, გაზეთში გასაწერია.




 ახალი ამბები
  • თელავში მსუბუქი ავტომობილი ამოტრიალდა და ცეცხლი გაუჩნდა თელავის მუნიციპალიტეტში მსუბუქ ავტომობილოლი ჯერ ამოტრიალდა ,შემდეგ კი ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევა სოფელ კონდოლთან, რამდენიმე საათის წინ მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, მძღოლმა გადმოსვლა მოასწრო და იგი მსუბუქად დაშავდა. ფაქტზე უკვე დაწყებულია გამოძიება. ... ...
  • კორონავირუსთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების განხილვის მიზნით შეხვედრა გაიმართა (R)კორონავირუსთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების განხილვის მიზნით, „მედალფას“ ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში, მუნიციპალიტეტში მოქმედ უბნისა და ოჯახის ექიმებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მედიკოსთა საჭიროებები, მათი მზაობისა და კორონავირუსის პრევენციის მიზნით მიმდინარე ღონისძიებები განიხილეს. გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ, ოზურგეთის მერის მოადგილე ირაკლი სირაძესთან ერთად, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს ინფორმაციის სახით მიაწოდა იმ პრევენციების შესახებ, რომელიც მედპერსონალმა უნდა განახორციელოს ვირუსის ნიშნების დაფიქსირების შემთხვევაში. გარდა სამთავრობო ცხელი ხაზისა 144, სამივე მუნიციპალიტეტში რეგიონული ცხელი ხაზი ფუნქციონირებს, სადაც თავს იყრის თითოეული მაცხოვრებლის დაფიქსირებული კითხვები, რომლებზეც ოპერატიულად ხდება რეაგირება. შეხვედრის დასრულების შემდეგ სახელმწიფო რწმუნებულმა, მმართველი პარტიის ინიციატივას ხელფასების 1/3-ის StopCov-ის ფონდში ჩარიცხვის შესახებ გამოეხმაურა და განცხადება გააკეთა. „ახალი კორონა ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში ჩვენი წილი პასუხისმგებლობა ავიღეთ და სოლიდარობა გამოვხატეთ მოქალაქეების მიმართ. გურიის რეგიონში 1 500 - მდე ოჯახის დახმარება იგეგმება და ბიუჯეტის ფარგლებში მათ შესაბამისი დახმარება გაეწევა. მათ შორის იქნებიან სოციალურად დაუცველები, იქნებიან ქირით უზრუნველყოფის პროგრამით ვინც სარგებლობს, 70 წელს გადაცილებული ადამიანები და ისინი ვისაც ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება. ვფიქრობ, ეს არ არის საკმარისი და ვუერთდებით „ქართული ოცნების” პოლიტიკური გუნდის წამოწყებას და მომდევნო სამი თვის განმავლობაში, კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში თანხას გადავრიცხავთ და ამ დიდ საქმეში ჩვენს წვლილს შევიტანთ“. ... ...
  • "ინფიცირებული 79 წლის ქალი, რომელიც დღეს გარდაიცვალა, 10-15 კილოს იწონიდა" _ ტურძელაძეთბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის ლალი ტურძელაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული 79 წლის ქალი, რომელიც დღეს გარდაიცვალა, 10-15 კილოს იწონიდა.  როგორც კლინიკის კლინიკური დირექტორი განმარტავს, გარდაცვლილ ქალს კორონავირუსთან ერთად სხვა მძიმე დაავადებებიც ჰქონდა. ტურძელაძის თქმით, მათ კლინიკაში შეყვანისას პაციენტს კუნთები მთლიანად ჰქონდა განლეული. „ეს პაციენტი 31 მარტს, მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალიდან“ გადმოიყვანეს უმძიმეს, კრიტიკულ მდგომარეობაში და ჩვენთან, მიმღებშივე იქნა აპარატულ სუნთქვაზე გადაყვანილი. ჰქონდა სპონტანური პნევმოთორაქსი, სუნთქვის მწვავე უკამრისობა. პაციენტს აღენიშნებოდა ბევრი ქრონიკული დაავადება, გულის კუნთის სერიოზული დაავადება, ყველა სარქველის უკმარისობა, ჰქონდა სეფსისი, სეპტიური შოკი და ბოლოს განვითარდა გულ-სისხლძარღვთა მწავავე უკმარისობა და პაციენტი ამით დაიღუპა თანდართულ კორონავირუსთან ერთად. აღნიშნულ პაციენტს კახექსია ჰქონდა. მან 6-7 თვის განმავლობაში წონაში ძალიან დაიკლო, როცა ჩვენთან მოვიდა, კუნთოვანი შრე მთლიანად განლეული ჰქონდა და პაციენტი ძალიან გამხდარი იყო, მისი წონა ალბათ, 10-15 კილოზე მეტი არ იქნებოდა. ასეთი იყო ეს პაციენტი, უმძიმეს მდგომარეობაში და დღემდე ჩვენ ამ პაციენტის სიცოცხლის გახანგრძლივება შევძელით. დღეს, დილით, სამწუხაროდ, გარდაცვალება დაფიქსირდა“, - განაცხადა ტურძელაძემ. წყარო: ... ...
  • „მაინც და მაინც კორონა უნდა გამოჩენილიყო, რომ ოზურგეთის ბაზარი მოწესრიგებულიყო?“დღეს, დილიდან, გურიის ქუჩაზე, ჩვეული ხმაური და ხალხმრავლობა აღარ იყო -  აკრძალეს გარევაჭრობა  და დაიხურა ოზურგეთის აგრარული ბაზარი. ბაზრის კარებთან, ასევე გურიის ქუჩაზე აქტიურად პატრულირებდა პოლიცია, თითოეულ მოქალაქეს  წესრიგისკენ და დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებნენ მერიის ზედმხედველობის სამსახურის წარმომადგენლები. აქვე იყო ბაზრის დირექტორად წოდებული, შპს „სოფლის ნობათის“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი,   სოსო სიხარულიძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე,  ირაკლი სირაძე. „გურია ნიუსი“ ოზურგეთში, აგრარული ბაზრის დაკეტვის  და გარევაჭრობის აკრძალვის  შემდეგ, არაერთ   მოვაჭრეს  და რიგით მოქალაქეს  ესაუბრა. ჩვენთან საუბარში   დაზარალებულად და უფლებაშელახულად მიიჩნევენ თავს ის მოქალაქეები, რომლებიც, დიდი ხანია, ბაზრის შიდა ტერიტორიაზე ვაჭრობენ, არიან ინდ.მეწარმეები, აქვთ     თავიანთი მაღაზიები და კონკრეტულ ლოკაციაზე თავად კი იცავნენ წესრიგს, თუმცა მთლიანად ბაზრის ტერიტორია დიდია და იქ  ხალხის მოძრაობაზე და მის კონტროლზე უნდა ეზრუნა დირექციას. ლია გოგუაძე: _  ვმუშაობ ბაზრის  შიდა ტერიტორიაზე არსებულ მარკეტში,  რომელსაც „ჭარხალაშვილის მაღაზია“ ჰქვია.  გუშინ საღამოს გვითხრეს, რომ უნდა შეგვეჩერებინა მუშაობა. რა ვქნა ახლა, სად წავიღო ეს შემოტანილი ხორცი,  კვერცხი და სხვა მრავალი სასურთო  პროდუქტი.  პენსია მაქვს თუ ხელფასი? რაღა კორონას მოვუკლივართ და რაღა შიმშილს? ასე ადვილია? თამარ მუხაშავრია,  მზევინარ შავაძე, მოვაჭრეები:  მოვიდნენ და წადითო, გვითხრეს. სად წავიდეთ? ამ პროდუქტს რა ვუყოთ-თქო, გაჭირვებულებს დაურიგეთო, ერთმა პოლიციელმა გვითხრა. ჩვენზე გაჭირვებული  ვინაა, დაყუდებული ვართ დილიდან საღამომდე ლუკმა პურისთვის. _მაინც და მაინც  კორონა უნდა გამოჩენილიყო, რომ ოზურგეთის ბაზარი მოწესრიგებულიყო? დაიკეტა და ახია. დაასუფთაონ, მოაგვარონ ყველა პრობლემა, დააყენონ მეთვალყურეები, როგორც მარკეტებშია და ნახონ, თუ არ მოგვარდება პრობლემა, _  გვითხრეს რიგითმა მოქალაქეებმა ნინო მჟავანაძემ , მზია ლომჯარიამ, მარიკა ვასაძემ. _ ეს არის სამთავრობო გადაწყვეტილება. ჩვენ ყველაზე ძალიან გვწუხებს ამ ადამიანების ბედი. მარტო ესენი არ კარგავენ   შემოსავალს. თუმცა, ღმერთმა გვაშოროს და მკვდრების  გატანას, ამ სანოვაგის  გატანა სჯობს ახლა. შესაძლებელია,  გაიტანონ სოფლებში და დისტანციის დაცვით გაყიდონ. ყველამ  რაღაც  უნდა ვიღონოთ, _ გვითხრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ  ირაკლი სირაძემ. კითხვაზე, როდის შეიძლება გაიხსნას  ბაზარი ან სანამდე იქნება  დაკეტილი, ასეთი კომენტარი გააკეთა: _ვერ გეტყვით,  ოზურგეთში, აგრარული ბაზრის დაკეტვის  და გარევაჭრობის აკრძალვის  შემდეგ, სიტუაცია დაკვირვების ქვეშაა. ვნახოთ, თუ ყველაფერი როგორც საჭიროა ისე მოწესრიგდება, მალე გაიხსნება. დაზუსტებით  ვერაფერს გეტყვით. იქვე მდგომმა ბაზრის დირექტორმა, სოსო სიხარულიძემ, რომელიც მდუმარედ აკვირდებოდა სიტუაციას, კომენტარის გაკეთება არ ისურვა. მკითხველს შევახსენებთ, რომ ბოლო წლების და თვეების მანძილზე, „გურია ნიუსი“ არაერთხელ წერდა ოზურგეთის აგრარულ ბაზარში არაერთი  პრობლემის, ძირითადად კი საორგანიზაციო საკითხების, სანიტარიული პირობების  დარღვევის გამო, რასაც არასდროს მოჰყოლია მნიშვნელოვანი რეაგირება. უმეტესად ისმოდა პასუხები, რომ ეს არის კერძო საკუთრება და ხელმძღვანელობამ ვერ შეძლო ორგანიზებული  ... ...
  • ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარემ განცხადება გააკეთა ახლახან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად, პარტია„ქართული ოცნების“ დეპუტატები შეიკრიბნენ. როგორც აქ თქვეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში,  პარტია "ქართული ოცნების" დეპუტატები, მომდევნო სამი თვის ხელფასის მესამედს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდში გადარიცხავენ. _ ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საკრებულოს," ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა მივიღეთ გადაწყვეტილება, შევუერთდეთ მმართველი გუნდის სოლიდარობის ინიციატივას და ჩვენი წვლილი შევიტანოთ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში. აგრეთვე, საკრებულოს ქართული ოცნების თითოეული წევრი, აპარატის თანამშრომლებთან ერთად, პირადი სახსრებით 70 ოჯახს, რომლებიც განსაკუთრებით საჭიროებენ დახმარებას, საკვები პროდუქტებით მოვამარაგებთ. ეს გახლავთ ის მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, რომელიც ვირუსთან ბრძოლაში განსაკუთრებით გვჭირდება, _ განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ. _ აქვე მსურს გამოვეხმაურო, ოზურგეთის მერიაში გაცემულ სახელფასო დანამატებს: საკრებულოს პოზიცია ცალსახაა, აღნიშნულ ვითარებაში ეს გადაწყვეტილება არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად. გამომდინარე იქედან რომ დანამატების გაცემა მერის ექსკლუზიური უფლებამოსილებაა და ამასთან ოზურგეთის მერი არ წარმოადგენს პარტია “ქართული ოცნების” გუნდს, დანამატების გაცემის საკითხი და ინფორმაცია ჩვენთან არ ყოფილა განხილული ან გაზიარებული. საკრებულოს უმრავლესობა მიიჩნევს, რომ დღეს როგორც არასდროს მნიშვნელოვანია მაღალი მოქლაქეობრივი პასუხისმგებლობის და სოლიდარობის გამოჩენა, რაც ყველას ერთად მოგვცემს შესაძლებლობას დავამარცხოთ პანდემია და გავუმკლავდეთ მის შედეგებს!" - თქვა დავით ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...


პოლიტიკა

 

ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარემ განცხადება გააკეთა

ახლახან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად, პარტია„ქართული ოცნების“ დეპუტატები...

სრულად