მარტივი ბედნიერება _ ავტოსტოპით თურქეთში

ისტორია

მარტივი ბედნიერება _ ავტოსტოპით თურქეთში

2017 სექ 19 18:44:05

სანამ ირანიდან დავბრუნდებოდი, უკვე შემდეგ მოგზაურობაზე ვფიქრობდი. რუკას ვუყურებდი და შესაძლო ვარიანტებს განვიხილავდი, რომელი ქვეყანა ყოფილიყო შემდეგი. თავიდან გვინდოდა სტამბულის გავლით ევროპაში წავსულიყავით, თანაც უვიზო რეჟიმი ზუსტად მაგ დროს გაიხსნა, მაგრამ მერე მივხვდით, რომ არც დრო გვეყოფოდა და არც ფული, რამდენიმე ქვეყანაში სახეტიალოდ, ამიტომ არჩევანი თურქეთის დიდი ნაწილის მოვლაზე გავაკეთეთ.

წასვლამდე ერთი თვით ადრე მე და თორნიკე შევხვდით ერთმანეთს, რომ ქალაქები და უეჭველად სანახავი ადგილები შეგვერჩია. მოძრაობის დიდი გეგმა არ გაგვიკეთებია, რამდენიმე მთავარი გაჩერება ჩამოვწერეთ, სადაც აუცილებლად უნდა მოვხვედრილიყავით, დანარჩენი ყველაფერი კი უბრალოდ გარემო ფაქტორებზე იქნებოდა დამოკიდებული.  მერე ერთვი თვის განმავლობაში ის არასრული გეგმაც, რამდენჯერმე შეიცვალა და წასვლის წინა დღეს ჯერ კიდე იმაზე ვბჭობდით რომელი საზღვრიდან გადავსულიყავით. ორი ვარიანტი გვქონდა, რახან პირველი გაჩერება ტაო კლარჯეთი იყო ან ვალეს გამშვებ პუნქტზე ვფიქრობდით ან კარწახზე. კარწახის გზა უფრო ლამაზია მაგრამ მოძრაობა თითქმის არ არის. ამიტომაც გადავედით ვალედან.

12 აგვისტო გათენდა, თორნიკე ჩემთან მოვიდა სახლში, ეს ერთგვარი ტრადიციაა გასვლის დღეს ყოველთვის ჩემთან ვიკრიბებით. სადღაც 10 საათი იყო დიღმის ტრასაზე რომ დავდექით. მალევე გაგვიჩერა მანქანამ, რომელმაც ხაშურამდე ჩაგვიყვანა, ხაშურში ჩვენ კიდევ ერთ მეგობარს, ტატეს შევხვდით და უკვე სრული შემადგენლობით დავიძარით საზღვრისკენ.

პირველი ქალაქი სადაც უნდა გავჩერებულიყავით და ღამე გაგვეთია პოსოფი იყო, დილას ადრე კი არდაჰანში ჩავსულიყავით, ციხე გვენახა.

მაგრამ არდაჰანში ჩასვლა იმ დღესვე შევძელით. კარავი ქალაქშივე მაგისტრალთან ახლოს გავშალეთ რომ დილას გზაზე გასასვლელად დრო არ დაგვეკარგა, კარვის გაშლისას კაცი მოგვადგა რათ გინდათ მაგას რომ შლითო  და სახლში მიგვიპატიჟა, მაგრამ რახან კარავი უკვე გაშლილი გვქონდა, ვიუარეთ და არ გავყევით (ირანის შემდეგ სტერეოტიპები თურქეთზეც დამემსხვრა. წასვლამდე რეკომენდაციებს ვიღებდი იმ ადამიანებისგან, ვინც ამ გზაზე ნამყოფი იყო, ძირითადად, ერთი და იმავეს მეუბნებოდნენ და ადამიანებს ცხოველებად მიხატავდნენ, მოკლედ არავინ მირჩევდა რომ თურქეთში მოგზაურობა ამ გზით დამეწყო, მაგრამ არანაირი პრობლემა არ შეგვქმნია, თითქმის ყველა ადამიანი ვინც შეგვხვდა ცდილობდა იმით დაგვხმარებოდა რაც შეეძლო).

დილას გზაზე დავდექით, მალევე გაგვიჩერა შავშეთისკენ მიმავალმა მანქანამ, გზა სამიათასი მეტრი სიმაღლის უღელტეხილზე ‘karagol national park“-ზე გადის და ძალიან ლამაზია.

შავშეთში ჩასვლის შემდეგ ციხემდე  ფეხით ვიარეთ ორი კილომეტრი იყო მხოლოდ. რამდენიმე წუთში ტრასიდანვე დავინახეთ ამაყად მდგარი. ციხესიმაგრეში მოსახვედრად გრძელი კიბეები უნდა აირო.  ამჟამად რესტავრაცია მიმდინარეობს.

ციხე აგებულია მერისა და შავშეთის წყლების შესართავში შემაღლებულ, ხეობისაკენ, წინ წამოწეულ სამკუთხა კლდოვან ბორცვზე. ციხის შიდა ფართობი დაახლოებით 4 ათას კვ.მ-ს შეადგენს. მის გეგმას ძირითადად კლდოვანი რელიეფი განსაზღრავს.

სათლელის ციხის მშენებლობა დაკავშირებულია საქართველო-ბიზანტიის ურთიერთობებთან X-XI საუკუნეებში. ის აგებულია საბა მტევრის მიერ ახლა კი ზედ თურქეთის დროშა ფრიალებს.

კომპლექსში შემავალი ნაგებობები: დასავლეთის კოშკი, დამატებითი ზღუდე, სწორკუთხა კოშკი, ეკლესია, სხვადასხვა ნაგებობები.

ციხე დავათვალიერეთ, ხედებით დავტკბით, ცოტა დავისვენეთ და გზა ხანძთისკენ განვაგრძეთ, ხანძთამდე მისასვლელად ორი მანქანის გამოცვლა დაგვჭირდა. პირველმა მანქანამ 70 კილომეტრი გაგვატარა და რიკოთის მსგავს ადგილას ჩამოგვსვა, სადაც ხილ-ბოსტნეული იყიდებოდა. მოკლედ კარგი ადგილი იყო გასასტოპად, რადგან თითქმის ყველა მანქანა ჩერდებოდა შესასვენებლად, ჩვენც ცოტა ხანს ჩამოვჯექით, წყალი ავავსეთ, სიმინდი ვჭამეთ. სანამ ჩვენც ამ პროცესში ვიყავით  წინ ხალხით გატენილი პიკაპი გაჩერდა, იმდენი იყვნენ მგონი ნახევარი საათი გადმოდიოდნენ. მთელი ოჯახი იყო თავისი ბიძაშვილ-მამიდაშვილებით. მანქანიდან გადმოსულებმა ინტერესით დაგვიწყეს ყურება კაი ხანს გვაკვირდებოდნენ, მათ შორის ორი ძალიან ლამაზი გოგო იყო, რომელთაც მე და თორნიკე მივშტერებოდით. ისინი პიკაპის საბარგულზე ისხდნენ და ჩვენ გვიყურებდნენ. ბოლოს გავძახეთ.

-          do you know english ?                

ხელები გაასავსავეს და გაგვიღიმეს, მოკლედ ხეირი არ იყო სიგარეტი მოვწიეთ, ჩანთები მოვიკიდეთ, ცოტა გავცდით ამ გაჭედილ ადგილს და ცერი გავიშვირეთ, ამასობაში ეს მთელი ოჯახი თუ სანათესაოც წამოგვეწია დიდიან-პატარიანა.

_ სენ გიდიორსუნ?

_ პორტა კილესი (ასე ქვია ხანძთის მონასტერს თურქულად).

არ იციან, რა არის, და სად არის ეს პორტა კილესი. მარა სენ გიდიორსუნზე რომ ვუპასუხეთ მერე დაიქოქნენ თურქულად, ჩათვალეს, ვიცოდით თურქული, არადა, სულ რამდენიმე ფრაზა გვქონდა დამხეცებული. ცოტა ვილაპარაკეთ თუ ბევრი, ხელებით თუ ფეხებით, ოჯახის უფროსმა წაგიყვანთო, მე და თორნიკე საბარგულში მოგვათავსეს, რომელიც სავსე იყო ტვირთით, ტატე წინ ჩაისვეს, 20 წუთი გვატარეს და მიგვიყვანეს აბრასთან,, რომელზეც წარწერა და ისარი იყო “porta manastery”  ხანძთისკენ მიმავალი გზის, აი, თვითონ გზა კი არსად ჩანდა. ესე კლდეზე ფოფხვით უნდა გვევლო. ეს მთელი ოჯახი გადმოვიდა რამდენიმე ფოტო გადავიღეთ. ამ კლდეს ახედეს მერე ჩვენ გამოგვხედეს, სავარაუდოდ, გვითხრეს, არ გირჩევთ ასვლას, გაგიჭირდებათო. დავემშვიდობეთ ამ კეთილ ხალხს და ჩვენი დიდი ჩანთებით დავიწყეთ ფოფხვა, სადღაც შუა გზაზე, რომ მივხვდით,  კაციშვილი არ ამოვიდოდა, ჩანთები დავტოვეთ. ამ კლდეს, რომ აივლი, მერე ჩვეულებრივი სამანქანო გზა იწყება, მაგრამ ერთი პრობლემაა _ მარჯვნივ თუ მარცხნივ?! ეს იმიტომ აღვნიშნე, რომ გზა აგვერია, დაახლოებით, სამი კილომეტრი ვიარეთ მარჯვნივ, არადა, წესით, ერთი კილომეტრი გვქონდა დარჩენილი. მერე რო მივხვდით იქით აღარაფერი იქნებოდა, სამანქანო გზა წყდებოდა და კლდეზე საცოციც არსად ჩანდა მოვბრუნდით, უკან გამოვიარეთ ეს სამი კილომეტრი და აღმოვაჩინეთ, რომ იმ ადგილის ცოტა მარჯვნივ, საიდანაც ამ გზაზე ამოვძვერით, წარწერაც იყო და გზა ზევით გრძელდებოდა. საბოლოოდ, მაინც მივაგენით, ისე არც წამოვიდოდით.

ხანძთაში, როგორც ცნობილია, რამდენიმე შენობა-ნაგებობა ფუნქციონირებდა, მათ შორის მთავარი ტაძარი, რომელიც დღეისათვის, ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. გუმბათის საკმაოდ მოზრდილი ნაწილი ჩამოშლილია და დღემდე განაგრძობს ნგრევას.

არც გზის არევა იყო ცუდი, რადგან მშვენიერი ადგილები ვნახეთ.

ხანძთიდან ჩამობობღილები გზაზე დავეყარეთ თუთუნს ვახვევდით და ამ მდგომარეობაში ვცდილობდით მანქანის გაჩერებას.
რამდენიმე წუთში ტრაილერი გამოჩნდა, წინ დიდად GEORGIA ეწერა ნომრებიც ქართული ქონდა, არიქა წამოვხტით დავიწყეთ ხელების ქნევა და ყვირილი, შენც არ მომიკვდე, მაგან გააჩეროს (ერთადერთი შემთხვევა მახსენდება, როცა ქართველმა ტრაილერმა სადღაც სამტრედიასა და ლანჩხუთს შორის გაგვიჩერა და ესეთი ტექსტით დაგვხვდა "მაინტერესებდა, რა ჯიშის იყავითო").
ტრაილერში აბობღებულებს, მძღოლი ენერგიულად გვხვდება, ქართულ მალბოროს გვაწევინებს და კითხვებს გვაყრის. რომ ვუთხარით ტიფლისიდან ვართო, არც აცხელა, არც აცია და "რომელი უბნებიდან ბრატო?" გაკვირვებულებმა ერთმანეთს გადავხედეთ, არ გვეგონა საქართველოს საზღვრის იქით უცხოელი კაცისგან მაგ კითხვას მაგ ტონალობით თუ გავიგებდით. მთავარი კი ისაა, რომ ამ კაცმა თურქულის გარდა ენა არ იცოდა და მთელი დიალოგი ჟესტიკულაციებით მიდიოდა.

საერთოდ ტრაილერის მძღოლები ის ხალხია, ვისთანაც ენის ბარიერი არ არსებობს იმდენად დამხეცებული აქვთ ჟესტიკულაცია, ყველაფერს გაგებინებენ და ყველაფერი ესმით. ამ კაცმა ართვინამდე ჩაგვასისინა თავისი კომფორტული მანქანით. 
გიჟი მძღოლი იყო უღელტეხილზე ამხელა მანქანას 100-120-ით აფრენდა.

უღელტეხილიდან ართვინი ლამაზად ჩანდა, მოპირდაპირე მთაზე შეფენილი განათებული ქალაქი. ართვინში ერთი ღამე გავჩერდით, რახან გვიანი იყო, გზა აღარ განვაგრძეთ.

მეორე დღის პირველ ნახევარში ქალაქი დავათვალიერეთ, შემდეგ უკვე იუსუფელისკენ დავიძარით, ისევ პიკაპმა გაგვიჩერა, ამჟამად სამივე საბარგულში ჩავხტით, რამდენიმე კილომეტრის შემდეგ მანქანა გაჩერდა და დავინახეთ ჩვენკენ მომავალი წყვილი ბიჭი და გოგო, რომლებიც ასევე საბარგულში ამოხტნენ. გოგო ამერიკელი იყო ბიჭი ქურთი, ქარის გამო ბევრი ვერ ვილაპარაკეთ მხოლოდ რამდენიმე კითხვა დავუსვით ერთმანეთს. „საიდან მოდიხართ, საით მიდიხართ, რა ნახეთ, რას აპირებთ, ღამეს სად ათევთ“ და ა.შ სტამბულში როდის იქნებით, სად გაჩერდებითო რა თქმაა უნდა, არ ვიცოდით ზუსტი თარიღი და ეგრეც ვუთხარით, მობილური გამომართვეს ნოუთები გამახსნევინეს და თავიანთი ნომრები ჩაწერეს ზევით კი დაასათაურეს, “Place for stay in Istanbul”

იუსუფელში ჩავედით, ამათ დავემშვიდობეთ მძღოლს მადლობა გადავუხადეთ და იქვე ჩამოვსხედით, მალე 19-20 წლის გურჯი ბიჭი მოგვადგა, ქართული არ იცოდა, google translate-თი ვსაუბრობდით, ვუთხარით, რომ საკარვე ადგილს ვეძებდით, წამოდით მე ვიცი კარგი ადგილიო, გახარებულებმა ჩანთები მოვიკიდეთ და უკან გავყევით, კარგი 4 კილომეტრი გვატარა და მიგვიყვანა, რაღაც კლდის ქვეშ, ქვებიან ადგილას, სადაც კარვის გაშლის არანაირი შანსი არ იყო. ჩამოვყარეთ ყურები და ქალაქისკენ მოვბრუნდით, ბევრი ვიარეთ ბოლოს რაღაც აბრასთან მივედით რომელზეც ეწერა საკარვე ადგილი 2 კილომეტრში, ეგ ორი კილომეტრიც გავიარეთ და მივადექით რაღაცა სახლს, ეს არის საკარვე ადგილი ?  კიო და ეზოში შეგვიყვანა ? 15 ლირა ერთი კაციო ? არ გვაწყობდა ამიტომ ისევ უკან მოვბრუნდით, რაღაც კაფესთან მივედით, საჭმელად შევედით, მიმტანი ბიჭი გამოგველაპარაკა ჰოდა ჩვენი სატკივარი, რომ გაიგო, ხალხი  წავა და აქ გაშალეთ არაა პრობლემაო. ისედაც გაბადრულები და ბედნიერები კიდევ უფრო გავიბადრეთ ის, ერთადერთი დარდიც გაგვიქარწყლდა.

დილას ძაან ადრე ავდექით კარავი ავშალეთ ჯერ თანამშრომლებიც არ იყვნენ მოსულები, წერილი დავუტოვეთ ბარზე და წამოვედით, ოთხთა ეკლესიისკენ მივიჩქაროდით.

იუსუფელიდან 13 კილომეტრი იყო  მანქანა არ დადიოდა, ამიტომ ფეხით გავუდექით გზას, ცოტახანში ავტობუსი წამოგვეწია თავისით გააჩერა და გვითხრა, რომ სოფელ დორთქილისამდე მიდიოდა, ანუ 7 კილომეტრით მიგვაახლოვებდა.  ავტობუსში დაგვაყარეს კითხვები, ქალიან კაციანა ყველა ჩვენ გვიყურებდა, მერე ერთ მომენტში უცებ გაჩერდნენ და ლოცვა დაიწყეს. ავტობუსმა სოფლის ბოლო სახლამდე მიგვიყვანა, ერთმა მგზავრმა პური გვაჩუქა, მაცხოვრებლებმა წყალი აგვავსებინეს, ჩვენ ჩანთების დატოვება ვთხოვეთ,  დაიტოვეს და გვითხრეს, თუ უკან დაბრუნებულებს სახლში არ დაგვხვდებოდნენ შევსულიყავით და აგვეღო. 12 საათი იყო, მზე მაგრად აჭერდა, ჩრდილი არსად ჩანდა, ჩვენ კი შეუსვენებლად მივუყვებოდით აღმართს. გვწყუროდა წყალი არსად იყო უკვე კარგა მანძილის გავლის შემდეგ ხეებიც გამოჩნდა, ჩრდილიც, და ამ ჩრდილში პატარა ღელე, რომელშიც პირღიები ჩავწექით.  ახალი ენერგიით ავივსეთ, კიდევ რამდენიმე მეტრი გავიარეთ და დავინახეთ, გორაზე მდგარი, ყველაზე დიდი ბაზილიკა, რაც მანამდე მინახავს. ეკლესია გორაზე დგას ირგვლივ სიმწვანეა.

X ს-ში აგებული ქართული ტაძარი ბაზილიკების ერთ-ერთი საინტერესო ნიმუშია. გარედან ეკლესია მოპირკეთებულია სუფთად გათლილი ტუფის ქვებით, რომლებიც სწორ რიგებათაა დალაგებული და რომელთა შორის არ არის დატოვებული ნაპრალი. ტლანქად ნათალი ტუფი აგურთან და რიყის ქვებთან ერთად ასევე გამოყენებულია შიდა წყობისთვის.

აფსიდით დასრულებული შუა ნავი მკვეთრად არის გამოყოფილი გვერდის ნავებისაგან, სახურავის კალთები ციცაბო, ხოლო ფასადები დამუშავებულია ვიწრო და მაღალი დეკორატიული თაღებით. ნაგებია აგურითა და ქვაყორით, შემოსილია მორუხო-მოყავისფრო თლილი ქვით. ინტერიერი მოხატული იყო.

 სახურავზე მცენარეებია ამოსული, შიგნით მიწაა შეტანლი, განადგურებულია ფრესკები.

 ეკლესიის გარეთ დიდი ქვაა კაი ხანს ვიჯექით, იქვე მოწყვეტილ პამიდორს ვაგემოვნებდით.

 საკარვედ იდეალური ადგილი იყო, მაგრამ რახან ჩანთები დატოვებული გვქონდა და თან საღამოვდებოდა, აღარ გავჩერდით. იუსუფელში შვიდის ნახევრისთვის ვიყავით, ამიტომ გადავწყვიტეთ ბარემ იშხანში ავსულიყავით და იქვე გაგვეშალა კარავი, მომდევნო დღეს კი იქიდანვე გაგვესტოპა კაბადოკიაში.  სანამ გზაზე დავდგებოდით მაღაზიაში შევედით, სალაროსთან რომ მივედით თორნიკეს ვიღაც კაცი ინგლისურად გამოელაპარაკა, ცოტა დავიბენით საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ პირველი ტიპი იყო ვინც ინგლისური იცოდა.

ამ კაცმა გამოგვკითხა ვინ ვართ საიდან ვართ სად მივდივართ, რომ ვუთხარით იშხანი, ვა მე იშხანში ვცხოვრობ ჩემი სახლი ეკლესიის გვერდზე დგას და წამოდით წაგიყვანთო.
ადამიანის სიკეთეს საზღვარი, რომ არ აქვს ეგ ამბავია.

მოკლედ დავიძარით იშხნისკენ, ლაპარაკისას თავისთან დარჩენა შემოგვთავაზა, ესე დაიწყო - "ჩემთან რო დარჩეთ, რა აზრის ხართ, პატარა სოფლის სახლი მაქვსო"
ჩვენც არ ვეუარეთ და ეგრევე დავთანხმდით, არა იმიტომ, რომ კარავში ძილს სახლი გვერჩივნა. ესეთი მოგზაურობის მთავარი "მუღამი" ეგ არის, რომ ბევრ საინტერესო ადამიანს ხვდები შემთხვევით, მერე ამ ადამიანებისგან ისეთ ადგილებში ხვდები, სადაც ისე ვერ მოხვდებოდი..

იშხანში ავედით თუ არა ეკლესია სახლში მისვლამდე ვნახეთ, რესტავრაცია მიდის ეხლა და შიგნით შესვლა აკრძალულია, მაგრამ ჰონდა შეგვპირდა, რომ თუ თავის მეგობარს ეცლებოდა, რომელიც ეკლესიაში მუშაობს შიგნით უპრობლემოდ შეგვიყვანდა, მაგრამ არ ეცალა ამიტომ იშხანი მხოლოდ გარედან დავათვალიერეთ.

და მი-რაი-ვიდა იშხანს, ფრიად უხაროდა პოვნაი დიდებულისა მის ადგილისაი, რამეთუ იყო მას შინა ნუგეშინის საცემელი სულიერ და ხორციელ...“.

იშხანი IX საუკუნის I ნახევარში გრიგოლ ხანძთელის დედის დისწულის და მისივე მოწაფის, საბას (საბანი) მიერ აშენდა. საბამ ტაძარი ააგო ძველი ეკლესიის ნანგრევებზე, რომლიდანაც გადარჩენილი საკურთხევლის ნახევრადწრიული აბსიდი სვეტებზე დაყრდნობილი თაღების მწკრივით ნერსეს პატივსაცემად და სახსოვრად საბას მთლიანად მოუქცევია ახალ შენობაში. საბა  გახდა იშხანის პირველი ქართველი ეპისკოპოსი, ამ ტაძრის ეპისკოპოსებს იშხნელებს ეძახდნენ. საეპისკოპოსო კათედრამ იშხანში XVII საუკუნის მეორე ნახევრამდე იარსება.

ჰონდა ნიჭიერი, მრავალმხრივ განათლებული, და უკეთილესი ტიპია, როცა მსგავს ადამიანებს ხვდები, უბრალოდ, გინდება, რომ შენც მათსავით ყველანაირი ინტერესის გარეშე აკეთო სიკეთე, მაგრამ მხოლოდ ეს არ არის, ჰონდასთან ურთიერთობამ ჩემზე ძალიან იმოქმედა, მაგ ადამიანზე ძალიან ბევრის თქმა შეიძლება, მასთან საუბარმა დამარწმუნა, რომ ძილის დრო არ არის, რომ ძალიან ბევრის გაკეთება შეიძლება, რომ ადამიანი უსაზღვრო არსებაა და რომ ეროვნებას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ადამიანი ყველგან ადამიანია ორი ხელით, ორი ფეხით და გონებით, ცუდი ან კარგი.

სახლში მიგვიყვანა თავისი მოსავალი გაგვასინჯა და მერე ნათესაობაში წაგვიყვანა. უკარგეს ოჯახში, ვისაუბრეთ, ჩაით ამოვსკდით, ტრადიციული ბრინჯის ფაფისნაირი რაღაც გვაჭამეს, თურმე ამ რაღაცას თუ გიკეთებენ "ოჯახის დედას" უყვარხარ და პატივს გცემს. სახლში დავბრუნდით. ჰონდამ ესეთი ჰობი მაქ ყოველ საღამოს ვეწევი და მერე მთელ იშხანს წრეს ვარტყამო, რა აზრის ხართ შემომიერთდითო, ჩვენ არც ამჯერად ვეუარეთ და ლუდთან ერთად კვლავ დავაგემოვნეთ ჩვენი თურქი მეგობრის "მოსავალი". 
იშხანშიც გავიარეთ. ულამაზესი ღამე იყო ბევრი ვარსკვლავით, ბევრი თემა განვიხილეთ, ვიცინეთ, თავიც დავიმწუხრეთ და კიდევ ერთი საინტერესო დღეც დავამთავრეთ.
მეორე დილას ჰონდას ცხენის დატვირთვაში მივეხმარეთ, ეკლესია კიდევ ერთხელ ვნახეთ, მერე იშხნიდან ჩამოგვიყვანა, ბენზინ გასამართ სადგურთან მიგვიყვანა, სადაც ტრაილერები იდგნენ, ერთ-ერთს თვითონვე უთხრა ეს ბავშვები ავტოსტოპით მოგზაურობენ თურქეთში და იქნებ ცოტა მაინც გაწიოო, მაგრამ იმ კაცმა მე რა ვალდებულება მაქ წავიდნენ და ავტობუსის ბილეთები იყიდონო. ჰონდა დამწუხრებული მოვიდა და გვითხრა, რომ ამ ტიპის ადამიანებიც არსებობენ.  დავემშვიდობეთ ჩვენს ახალ მეგობარს და დავადექით გზას კაბადოკიისკენ. ამ მოგზაურობაში ერთად გასავლელი პირველი ყველაზე დიდი მანძილი  830 კილომეტრი იყო წინ.

ქ.არდაჰანი

ლუკა ჭანუყვაძე




 ახალი ამბები
  • თბილისის მერია და უშუალოდ კახა კალაძე მზად არიან პატარა ანიტას დასახმარებლადდედაქალაქის მერია და უშუალოდ თბილისის მერი კახა კალაძე მზად არიან პატარა ანიტას დასახმარებლად, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს მერიის პრესსამსახურში განუცხადეს. თბილისის მერიაში აღნიშნავენ, რომ მერიის წარმომადგენლები ოჯახთან კონტაქტზე არიან. „ველოდებით შესაბამის საბუთებს, რათა მერიამ შეძლოს ანიტას მკურნალობის დაფინანსება“, – აცხადებენ დედაქალაქის მერიაში. ორი წლის ანიტა ფაცაციას დახმარება სჭირდება. მას დაუდგინდა უმძიმესი დაავადება – დილატაციური კარდიომიოპათია. საჭიროა, სასწრაფო ოპერაცია უმოკლეს ვადაში ჩატარდეს. პატარას ესაჭიროება სპეციალური აპარატი, რომელიც ხელოვნურად ამუშავებს გულს, ვიდრე გულის ტრანსპლანტაციისთვის საჭირო თანხა მოგროვდება და დონორს იპოვიან. ბავშვი არის ავსტრიაში, სადაც ეს ოპერაცია დაახლოებით 300 000 ევრო ჯდება. ანიტას დასახმარებლად თანხა შეგიძლიათ, ჩარიცხოთ ანგარიშის ნომრებზე: „თიბისი“ ბანკი – GE38TB7855945064300017; „საქართველოს ბანკი“ – GE28BG0000000100761966 – მიმღები ლია ჩხაიძე (ანიტას ბებია). ... ...
  • კოხრეიძის მინიშნება ნათია ზოიძის მაუწყებლიდან წასვლაზე და ჟურნალისტების განცხადებააჭარის მაუწყებლის ახალმა დირექტორმა, გიორგი კოხრეიძემ არჩევის დღესვე უკვე რამდენიმე მინიშნება გააკეთა მაუწყებლის დირექტორის მოადგილის, ნათია ზოიძის „სამსახურიდან წასვლაზე“. ნათია ზოიძე დღემდე მაუწყებელში დირექტორის  მოვალეობას ასრულებდა, მან 19 ნოემბერს საჯაროდ განაცხადა, რომ ტელევიზიის დირექტორობას გიორგი კოხრეიძეს ჩააბარებდნენ და ეს დღეს მართლაც ასე მოხდა. ასევე, მაუწყებლის თანამშრომლები საჯაროდ აცხადებენ, რომ გიორგი კოხრეიძე მათი სარედაქციო დამოუკიდებლობისთვის არის გამოწვევა. დღეს, გადაცემა „მთავარში“, ახალარჩეულ დირექტორს ტელეწამყვანმა თეონა ბაკურიძემ პირდაპირ ეთერში ჰკითხა, აპირებს თუ არა ნათია ზოიძესთან თანამშრომლობას. გიორგი კოხრეიძემ ამ კითხვის პასუხად თქვა – „როგორ არ ვაპირებ, მე ღია ვარ თანამშრომლობისთვის…“ თუმცა იქვე დასძინა: „თუ ვიღაცას არ შეუძლია და მას აქვს სხვა დღის წესრიგი, აქვს პოლიტიკური დღის წესრიგი და არიან ასეთი ადამიანები, მე ამას დავუსაბუთებ… თვითონვე უნდა გადაწყვიტონ… ან დარჩებიან იმ პოზიციაზე, ან იქნებიან გუნდის  წევრები იმიტომ, რომ მე მჭირდება ისეთი გუნდი, სადაც ყველა ეცდება გააკეთოს ის, რაც გვექნება დასახული“. გიორგი კოხრეიძემ ნათია ზოიძეზე დღეს სხვა ეთერებშიც ისაუბრა და დასვა რიტორიკული კითხვა – „შეიძლება ჩვენი მუშაობა ერთად? მე მინდა, რომ ვიმუშავოთ ერთად. მაგიტომ ვამბობ – ნათია ზოიძის სათქმელია დღეს და გადასადგემლი ნაბიჯია, რომელსაც მე დაველოდები“. ჟურნალისტმა თეონა ბაკურიძემ გიორგი კოხრეიძეს სთხოვა დაეზუსტებინა, კონკრეტულად რას ელის ნათია ზოიძისგან. „მე პასუხს ველოდები, იმ ტალახზე, რაც მან ისროლა – მე ვყოფილვარ მატყუარა და ცრუ, ეს ერთი. ნახეთ მისი პოსტები. თქვენ წახვალთ ბრძოლაში, როდესაც იცით, რომ ვიღაცამ შეიძლება ზურგში დანა ჩაგარტყათ? გუნდის წევრი თუ უნდა ადამიანს, უნდა იყოს გუნდის წევრი და მაგიტომ ვამბობ, ნათია ზოიძემ უნდა მითხრას, რა იყო ამის საფუძველი, იქნებ ჩემთვის გასაგებია და მისაღებია“ – განაცხადა კოხრეიძემ. როგორც უკვე აღვნიშნეთ, გიორგი კოხრეიძემ ნათია ზოიძის შესახებ აჭარის მაუწყებლის საინფორმაციო გადაცემა „მთავარში“ დღეს, 22 ნოემბრს ისაუბრა. მაუწყებლის ჟურნალისტების ერთი ნაწილი გიორგი კოხრეიძის მიერ გაკეთებულ შეფასებებს, საინფორმაციო გამოშვების დასასრულს, პირდაპირ ეთერში ერთობლივი განცხადებით გამოეხმაურა. ამ განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ: “საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოსადმი მაღალი საზოგადოებრივი ნდობა და აღიარება არის ჩვენი, ამ მაუწყებლის თანამშრომლების საერთო მონაპოვარი, რომელსაც თითოეული ჩვენგანი უფრთხილდება. ვერავინ, მათ შორის ვერც ხელისუფლება და ვერც ახალი მენეჯმენტი ამ მონაპოვარს ჩრდილს ვერ მიაყენებს, ვიდრე ჩვენი გუნდი ერთიანია. საინფორმაციო სამსახურის ყველა თანამშრომელი ამ მონაპოვრის დაცვას საკუთარი პროფესიული უნარებითა და საქმით ვაპირებთ. 6 თვის განმავლობაში განვითარებული პროცესების გარდა ჩვენს შეშფოთებას იწვევს დღეს არჩეული დირექტორის პირველი ინტერვიუ, რომელშიც გიორგი კოხრეიძემ თქვა, რომ მაუწყებელში არის კონკრეტული ადამიანი, ვისთან თანამშრომლობაც კითხვის ნიშნის ქვეშაა, საუბარია ნათია ზოიძეზე. ის დირექტორობის ერთ-ერთი კანდიდატი იყო. ნათია ზოიძე ამბობს, რომ გიორგი კოხრეიძის დირექტორად არჩევა, სარედაქციო პოლიტიკის პროსახელისუფლებო ვერტიკალზე გადასვლის მცდელობაა. ვფიქრობთ, რომ კოხრეიძის განცხადება იმ ადამიანის შესახებ, რომელიც ყველაზე რთულ და კრიტიკულ სიტუაციაში არის ჯანსაღი სარედაქციო პოლიტიკის გარანტი, არის ნიშანდობლივი სიგნალი. მოვითხოვთ, ახალმა მენეჯერმა გამონახოს თანამშრომლობის ყველა რესურსი და არ გააჩინოს ახალი კითხვის ნიშნები.  აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტები კატეგორიულად ვემიჯნებით კოხრეიძის შეხედულებას, რომ ჩვენი შიში სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის შესახებ გარკვეული პირების მიერ თავსმოხვეული. ჩვენ გვაქვს საკუთარი აზრი და ნება, გავაგრძელოთ ჩვენი პროფესიული საქმიანობა ჟურნალის​ტიკის მაღალი სტანდარტით”. ... ...
  • არჩილ თალაკვაძემ On.ge-ს ჟურნალისტს პასპორტი არ ანახაპარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე უარს ამბობს, რომ On.ge-ს ჟურნალისტს პასპორტი აჩვენოს. ამ დოკუმენტში იქნება ასახული დატოვა თუ არა მან საქართველო ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში და რომელ ქვეყანაში ჩავიდა. ეს საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ მედიასაშუალებები, მთავარი და ფორმულა ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა. ის ამტკიცებს, რომ იტალიაში, კომოს ტბაზე არ ყოფილა. "ტელეკომპანიებმა მთავარმა და ფორმულამ გაავრცელეს უკიდურესად მიკერძოებული და პოლიტიზირებული ინფორმაცია, სადაც ისინი საზოგადოებას უმტკიცებდნენ, რომ თითქოს მე ახლა ვიმყოფები კომოს ტბაზე", — უთხრა ჟურნალისტებს არჩილ თალაკვაძემ და ამავე შინაარსის ვიდეომასალა ფეისბუქის პირად გვერდზე გამოაქვეყნა. ამ ვიდეომასალის გავრცელებას ევროპული საქართველოს დეპუტატი, გიორგი კანდელაკიც გამოეხმაურა. მისი თქმით, მან და მისმა თანაგუნდელმა, გიგი წერეთელმა გასულ ღამეს თვითმფრინავით თალაკვაძესთან ერთად იმგზავრეს. "რადგან თქვენ თავადვე გადაწყვიტეთ კონტრშეტევაზე გადასვლა და შავზე თეთრის მტკიცება, მოგიწოდებთ თქვენი წუხანდელი ბილეთი გამოაქვეყნოთ და მედია, როგორც თავად აღნიშნეთ, "უკიდურეს მიკერძოებაში" ამხილოთ", — დაწერა კანდელაკმა ფეისბუქზე. გარდა ამისა, ფეისბუქში ზურაბ მელიქიშვილმა გაავრცელა ფოტომასალა, სადაც თბილისის მერი, კახა კალაძე ცოლთან ერთად და არჩილ თალაკვაძე არიან გადაღებული. ფოტოს გადაღების თარიღი უცნობია და არც მისი ავთენტურობა დადასტურებულა, თუმცა ამ მოვლენასთან დაკავშირებით ინტერნეტში გავრცელდა. წყარო: ... ...
  • სუს-ი: "სამსახურებრივი უფლებამოსილებების განხორციელება კანონდარღვევას არ წარმოადგენს"საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისა და აქტივისტების განცხადებებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელება კანონდარღვევას არ წარმოადგენს. "გვსურს გამოვეხმაუროთ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისა და აქტივისტების განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები საპროტესტო აქციებზე იმყოფებოდნენ და მიმდინარე პროცესების ფოტო/ვიდეოგადაღებებს აწარმოებდნენ. აღსანიშნავია, რომ ხსენებულ პირებს არ წარმოუდგენიათ არანაირი მტკიცებულება იმის დამადასტურებლად, რომ კონკრეტულ საპროტესტო აქციებზე მყოფი პირები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები არიან. ამასთანავე, გვსურს კიდევ ერთხელ განვმარტოთ, რომ საპროტესტო აქციებზე ან სხვა მასობრივი შეკრების ადგილებში უწყების თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილებების განხორციელება კანონდარღვევას არ წარმოადგენს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, საგამოძიებო ქვემდებარეობისთვის მიკუთვნებულ დანაშაულებთან დაკავშირებით მოსალოდნელი საფრთხეებისა და რისკების თავიდან ასაცილებლად, კანონით დადგენილი წესით განსაზღვრული უფლებამოსილებების შესასრულებლად (“საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11, მე-12 მუხლები), ახორციელებს პრევენციულ და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს, აგრეთვე საგამოძიებო მოქმედებებს, რომლისთვისაც ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში იყენებს ოპერატიულ-ტექნიკურ საშუალებებს (ამავე კანონის 43-ე მუხლი). სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები, სამსახურებრივი მოვალეობების განხორციელების პროცესში, “საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად, კანონიერების, ადამიანის ძირითადი უფლებებისა და  თავისუფლებების დაცვისა და პატივისცემის, დისკრიმინაციის დაუშვებლობისა და პოლიტიკური ნეიტრალობის პრინციპებით მოქმედებენ," - ნათქვამია ... ...
  • აჭარის ტელევიზის შენობასთან სამგლოვიარო გვირგვინი მიიტანესაჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან საინიციატივო ჯგუფის წევრებმა სამგლოვიარო გვირგვინი მიიტანეს. მათი თქმით, ამით გამოხატეს ის განწყობა, რომელიც მაუწყებლის დირექტორად გიორგი კოხრეიძის არჩევის შემდეგ გაუჩნდათ: "დღეს, მრჩეველთა საბჭომ, საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა მოკლა", _ აცხადებენ ისინი. აქცია, მაუწყებლის შენობასთან, ამ წუთებშიც ... ...

არქივი

ზაფრანი

საჭმელი, რომელიც კიბოს აჩქარებს

გამოცემა Sciencealert - ის ცნობით,...

რა სასმელი უნდა დალიოთ რომ დიდხანს იცოცხლოთ?

ესპანეთში ჩატარებული გამოკვლევების შედეგად, რომელიც...

როგორ მოქმედებს ორგანიზმზე კომბოსტოს ფოთოლი

კომბოსტო ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო პროდუქტია....

შეიძლება თუ არა ვარჯიში, როცა გაციებული ხართ

თუ რეგულარულად ვარჯიშობთ, ალბათ, თქვენთვის...

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ სასმელად ვარგის წყალს მოიხმართ?