მძარცველების მძარცველი _ "პოლიციამ, დანებება რომ აეძულებინა მამამისი დააპატიმრა"

ისტორია

მძარცველების მძარცველი _ "პოლიციამ, დანებება რომ აეძულებინა მამამისი დააპატიმრა"

2017 ივნ 27 09:24:33

დათა მიქელაიშვილი, “მძარცველების მძარცველი და ნაძარცვის წამღები,” სოფელ მელექედურის მცხოვრები ღარიბი გლეხი იყო.

დაბადებული დაახლოებით 1860-63 წწ. გადმოცემით ყოფილა “მაღალი სკელი, იშვიათი სილამაზის... ატარებდა წვერს”. გადმოცემით მას გაჭირვების გამო სხვაგან მოუწია ეძებნა სამუშაო. ის ქობულეთის რკინიგზაზე მუშაობდა შავ მუშად. შემდეგ მოხვდა ბათუმში, სადაც პირველად დააპატიმრეს, მაგრამ ის გაიქცა. მისი დაჭერის მიზეზი უცნობია. პირველად ტყეში გავარდნისა და ფირალობის შემდეგ ის მთავრობამ შეირიგა, მაგრამ ცოტა ხნით. ზესტაფონში მან სხვა ფირალებთან ერთად მღვდელი დააყაჩაღა. შემდეგი დაჭერის შემდეგ მას კატორღა მიუსაჯეს და სახალინზე გადაასახლეს. მაგრამ იქიდან გაიქცა და ისევ გურიაში დაბრუნდა. გაქცევის შესახებ შემორჩენილია პატარა ლექსი:

"სახალინში, რომ გამგზავნეს, დამდვეს მძიმე ბორკილები.

ისე მაგრათ დამიჭირეს, შიშით ახლაც მტკივა ძვლები,

მე იქიდან წამუედი, სადაც მზეი არ ანათებს"

გურიაში მან ისევ განაგრძო ფირალობა და თითქმის რვა წელი იფირალა. თურმე, მიქელაიშვილი, სისონა დარჩიაზე “უფრო მალე გეიქცა ფირალად. იმან ძველ ფირალეფში ყველაზე მეტ ხანს გაძლო”.

ხალხი, როგორც ყველა ფირალს, მასაც მფარველობდა და სიმპათიით უყურებდა.

“მამაჩემთან ნენამ სადილი გამატანა ყანაში. როცხა ტყეში შევედი. გზაზე ტყიდან გამოვიდა სკელი კაცი, მეშის პალტო ეცვა და მორიდებით მითხრა: ბიძია თუ შეიძლება მშია და პაწა საჭმელი მომეციო. მე შემეშინა ურცხო კაცის და მივეცი”.

როცა ბავშვმა ეს ამბავი მამას მოუყვა, მას გაეცინა: “...რა უჭირს მერე, მე რომ მეყოფა იმდენი მაინც ქე დუუტოვებიავო. თურმე მამაჩემი დედაჩემს ყოველთვის ერთი კაცის საგზალს მეტს აგზავნიებდა ყანაში, რადგან დათაე მიქელაიშვილს ელოდა ყოველ სადილათ”. გლეხები თურმე ფირალებს ქვაზე ქვის დარტყმით აგებინებდნენ, სადილის დრო დადგაო.

ერთხელ, ნატანების ბოგასთან მიქელაიშვილმა თავის მეგობართან ცხომელიძესთან ერთად “ლინეიკა” გააჩერა. “ლინეიკაში” პრისთავი ვაშალომიძე ეგულებოდა, მაგრამ იქ არ დახვდა. მას დრო არ დაუკარგავს და ვაჭრები მოსე ურუშაძე და ხოსენა მახარაძე გაძარცვა, ფული და სხვადასხვა ნივთები წაართვა. სხვისთვის ხელი არ უხლია.

“არ უნდა ვქნა აი, მარა საჭმელი არ მაქ, დღე და ღამე ტყეში მშიერი უნდა ვიაროვო,” _ უთხრა ხალხს _ ძმანებო, მეც თქვენი ვარ, მარა გაჭირვებული ვარ”. მერე ხოსენა ჭელიძეს წერილი გადასცა პრისტავისთვის _ ”მაგი წერილი მალე გადაეცი ვეზდნაჩანიკსო”, ყველას ხელი ჩამოართვა და წავიდა.

მიქელაიშვილს უთანხმოება ჰქონდა ვაშალომიძესთან. როგორც ჩანს, პოლიციის უფროსმა ძლიერ შეაწუხა ფირალი.

გადმოცემით, მიქელაიშვილს რამდენჯერმე შეუთვლია მისთვის _ შემხვდიო. ერთხელ სრულიად შემთხვევით ოზურგეთში, ღამის თორმეტ საათზე ერთმანეთს გადაეყარნენ. მიქელაიშვილი თავის ამქრებთან ერთად, შეიარაღებული იყო, ვაშალომიძე კი არა.

“...ბელად ფირალ მიქელაიშვილსა და ვაშალომიძეს შორის მოხდა ძიძგილი და, რადგანაც ეს უკანასკნელი უთოფო იყო, მიქელაიშვილმა იდროვა, თოფი ესროლა და მსუბუქად დასჭრა ბ-ნი პოლიციის ბოქაული ორსავე ხელში”.

ეს საქციელი ლამის რაინდობად ჩაუთვალეს, უიარაღო არ მოჰკლაო, მაგრამ მგონია, ფირალი უბრალოდ სიტუაციის გამწვავებას მოერიდა. სანამ პოლიციის უფროსს დაჭრიდა იქამდე რამდენიმე საათით ადრე სოფელ მელექედურში შეხვდნენ ნაცვალს, “...რომელსაც მდევრად სთვლიდნენ თურმე, და ამიტომ მისი ჯავრი სჭირდათ. ამოიღეს სამართებელი და ერთი მხარე თმა, წვერ-ულვაში და წარბი გაპარსეს და აგრე სასაცილოდ გაუშვეს...”

მთავრობა ყოველნაირად ცდილობდა მიქელაიშვილის ხელში ჩაგდებას, ამის გამო სოფლებში ეგზეკუცია ჩააყენეს, ეს კი სხვა სიძნეელებსა და უსიამოვნებასთან ერთად, გლეხებისთვის ზედმეტ გადასახადს ნიშნავდა. მიუხედავად ამისა, ფირალი არავინ გასცა. ხელისუფლების ამ ნაბიჯის საპასუხოდ სოფელ მელექედურში დათა მიქელაიშვილი, ილიკო ამაღლობელი და სალუქვაძე ჯარს თავს დაესხნენ. ერთი ჯარისკაცი მოკლეს და ორი დაჭრეს. თვითმხილველის მოგონებიდან: “...მთავრობამ იფიქრა, სულ ამოგვწყვეტენო და ეგზეკუცია მოხსნა სოფლიდან”.

 პოლიციამ, მიქელაიშვილისთვის დანებება რომ აეძულებინა მამამისი როსტომი დააპატიმრა, ხოლო უკვე დაჭერილი მისი ძმა ნესტორი გადაასახლა, მაგრამ მიუხედავად ამისა საწადელს ვერ მიაღწია.

1892 წლის ივნისის პირველ რიცხვებში ფირალებისაგან შეწუხებულმა ადგილობრივი ადმინისტრაცია, გურიანთის საბოქაულოს საპატიო თავად-აზნაურობა და სოფლის მამასახლისები შეიკრიბნენ ბოქაულ ფიცხელაურთან მოსალაპარაკებლად და გადაწყვიტეს, რომ საკუთარი სახსრებით შეედგინათ 30-40 კაციანი რაზმი ფირალების შესაპყრობად.

მიქელაიშვილის, ამაღლობელის და სალუქვაძის დაჭერის ან მოკვლისთვის ჯილდო 700 მანეთის ოდენობით დააწესეს. ხოლო მდევნელთაგან ვინც დაიჭრება ან დასახიჩრდება მას მიეცემოდა 300 მანეთი. თავად-აზნაურობამ საკუთარი ხელწერილიც შეადგინა ამის თაობაზე, რომელზეც ზოგიერთმა თავად-აზნაურმა, გაზეთის თქმით “სამწუხაროდ”, ხელი არ მოაწერა.

როგორც ირკვევა, ჯილდოს დაწესებამ შედეგი თითქმის მაშინვე გამოიღო. სულ რამდენიმე დღის შემდეგ დადგინდა ფირალების ადგილსამყოფელი. მიქელაიშვილი თავის მეგობრებთან ერთად ბასილეთში იქაურ მამასახლისს დარაჯობდნენ _ როცა ის გადასახადებს შეკრებდა და გასაგზავნად გაამზადებდა, რომ გაეძარცვათ. ზუსტად ეს გაიგო ადმინისტრაციამ და მოულოდნელად თავს დაესხა ფირალებს.

ივერიის ცნობით: “...რაზმმა მიიღო ცნობა, რომ ავაზაკნი მიქელაიშვილი, სალუქვაძე, ამაღლობელი და ღლონტი სოფელ ბასილეთში იმყოფებიანო. იმ წამსვე თავადი ყიფიანი თავისი რაზმით, აგრეთვე ბ-ნ გოგოლიშვილი, ბოქაული ვაშალომიძე და რამდენიმე სოფლის მამასახლისი გაემგზავრნენ იმ ადგილას, საიდანაც ცნობა მიიღეს”.

ამ ამბის თვითმხილველის გადმოცემით, როცა რაზმმა ალყა შემოარტყა სახლს, რაზმის უფროსმა დადეშკელიანმა მათ შესძახა _ დაგვნებდითო.

პასუხად ფირალებმა შემუუთვალეს: "თქვენ ცამეტი ხართ, ჩვენ ცხრაი ვართო. სამი მაკტენი მეიმატეთ თუ გინდებიან, ჩვენ მთასავით ვართ, არ გვეშინიავო...

მერე, გააწვიმეს ტყვია ფირალემა... დათაე მიქელაიშვილი სახლის ღოჯიდან გადავარდა. დააყარეს, წეიქცა, ტყვია მოხთენოდა. ამ დროს გამუარდა კიდო ვორი ფირალი: ამაღლობელი და ღლონტი. მიქელაიშვილი რუმ წეიქცა, იმას თავი დაანებეს და ღლონტს გემიეკიდენ. ღლონტს ტყვია გამიელია და ცარიელი თოფით იგერიებდა ჯარს. იგი ცოცხალი დეიჭირეს. ქამრის ღვედებით შეკრეს. წეიღეს და გააგდეს შეკრული მინდორში”.

სროლის დროს მოკლეს ნოვოროსიისკის საპატიმროდან გამოქცეული ამაღლობელი და ასევე, ციხიდან გაქცეული ნაჯარისკაცალი სალუქვაძე. მიქელაიშვილმა გაქცევით უშველა თავს, თან წაიყოლია სალუქვაძის თოფი და მსუბუქად დაჭრა მილიციონერი მდინარაძე. სალუქვაძის შესახებ არსებობს ცნობა, რომ მისი ჯარში მსახურობის დროს (1892 წ.) ოზურგეთში გაუძარცვავთ ვაჭარ ვასაძის დუქანი. ქურდობა სალუქვაძეს დააბრალეს და დააპატიმრეს. იმავე წლის 22 თებერვალს ის გაიქცა ციხიდან და დათა მიქელაიშვილს შეუერთდა.

ეს ოპერაცია მთავრობისთვის უმსხვერპლოდ დამთავრდა, რაც იშვიათად ხდებოდა ხოლმე და ეს ამბავი გაზეთებმაც კი აღნიშნეს. “...ამ ნაირად შედარებით ადვილად მოხდა ამ ორი ავაზაკის თავიდგან მოშორება. სხვა დროს ჩვენში ისეთი ამბავი არასოდეს არ მომხდარა, რომ რამდენისამე სიცოცხლე არ ემსხვერპლებინოს”.

ამ თავდასხმის ორი თვის თავზე, 1892 წლის 29 აგვისტოს, მიქელაიშვილი თავისი რაზმით თავს დაესხა ჩოხატაურის ბაზარს. ისინი სასტიკად გაუსწორდნენ ვაჭრებს, დააყაჩაღეს და მიიმალნენ.

“ჩვენ, ჩოხატაურელებს, აგვისტოს 29-ს, საღამოს 8 საათზედ ფირალები გვესტუმრა მიქელაიშვილის თაოსნობით ექვს კაცამდე. ერთი ღამის მოდარაჯე დაეჭირათ და ებრძანათ: ”ბერაძის დუქანში მიგვიყვანე”-ო...

შიშის გამო საწყალს გზა შეშლოდა და ნაცვლად ბერაძის დუქნისა _ მ. ცინცაძის დუქანში მიეყვანა ავაზაკები, რომლებმაც დუქანი გაძარცვეს. ფულად 800-ს მანეთამდე წაეღოთ, აგრეთვე ვექსილები და სხვა ძვირფასი ნივთები, 1000 მან. ღირებული. ერთმა ღამის მედარაჯეთაგანმა ვ. ცინცაძემ ფირალების ერთი მხლებელთაგანი მოჰკლა. მკვდარი არ იციან, თუ ვინ არის”.

თვითმხილველი ასე ჰყვება ამ ამბავს: “...უცეფ ყვირილი გევიგონეთ, დუქნები დაკეტეთო. ყვირილს თოფიც მოყვა... მიქელაიშვილს ძველი შინელი ეცვა. შინელი რუმ გეიძრო, ტყვიებმა ელვასავით გაანათა. ყარაულს, ელიზბარა გოგოლაძეს მოკიდა ხელი მიქელაიშვილმა და დუქანში შემოიყვანა. ფირალი ბოლქვაძე წინ დადიოდა და თოფს სროლილობდა. ყარაულს თოფი ჩამუართვეს და ყველა ხალხი ჩვენ დუქანში შემორეკეს. მერე შევიდენ დიდი ვაჭარ მასიკო ცინცაძის დუქანში. ჩვენდამ აფერი არ წუუღიათ... ამ დროს ბოლქვაძე მოუკლა მიქელაიშვილს ბაზრის ყარაულმა, ვარდენა ცინცაძემ. აი ბოლქვაძე დატიეს მკვტარი. ერთი საათის მერე პრისთავი გედევან ჟღენტი მოვიდა და მკვტარი ბოლქვაძე შემოათრევია ქუხნაში ხალხს”.

რაც შეეხება ღლონტს, მან რაღაც მანქანებით მოახერხა ციხიდან თავის დაძვრენა და ის ისევ ფირალობას დაუბრუნდა, თუმცა ეს დიდხანს არ გაგრძელებულა. 1892 წლის 9 მარტს პოლიციელთა ორი რაზმი _ ერთი ირაკლი დუმბაძის და მეორე მისი თანაშემწის მეთაურობით გაემგზავრა სოფელ მელექედურში და დვაბზუში ფირალების დასაჭერად (ამ ამბებამდე რაღაც დროის განმავლობაში ირაკლი დუმბაძე სამეგრელოში იყო გადაყვანილი. იქ მან თავი ისახელა, როცა ზუგდიდის მაზრაში შეიპყრო ცნობილი ყაჩაღები ასკურავა და ტარნოვი. ხელისუფლებამ გურიაში ფირალებს რომ ვერაფერი მოუხერხა, სპეციალურად ამ საქმისთვის ირაკლი დუმბაძე უკან გურიაში დააბრუნა).

ღლონტის სახლში მისვლისას დუმბაძეს მხოლოდ მისი ცოლ-შვილი დახვდება. დუმბაძე ურჩევს “...ამ მრუდე გზაზე დამდგარ კაცის მეუღლეს, რომ თუ კი იცი, სადაც არის შენი ქმარი, გამოტყდი, გვითხარი, შეგვარიგე და შეიძლება სასჯელი შეუმსუბუქდესო. ავაზაკის მეუღლე მხოლოდ “არ ვიცით” უპასუხებს ბოქაულს, მაგრამ ამასთანავე ძალიან ეტყობა აღელვება....” _ წერდა ივერია.

დუმბაძე შეატყობს ამ აღელვებას და უბრძანებს ჯარისკაცებს, რომ ორივე სახლის გაჩხრიკონ (ღლონტი კარგი დურგალი ყოფილა და საკუთარი ხელით აუშენებია ორივე სახლი). მეორე სახლის ბანზე ჯარისკაცები სამ ფირალს გადაწყდნენ.

“...ავაზაკთ... თოფის სროლა აუტეხიათ და თან გაქცევაც მოუნდომებიათ. პირველად ღლონტი გამოვარდნილა გარედ, მაგრამ დაუჭრიათ. რამდენსამე მანძილზედ გაქცეულა, მაგრამ სისხლისაგან დაცლილა და წაქცეულა. ცოტა ხნის შემდეგ კიდეც განუტევებია მრავალ ტანჯული სული. დანარჩენი ორნი გაქცეულან და გაქცევის დროს მოუსწრიათ ორის მდევრის დაჭრა, ერთის დარაჯისა, გვარად ვაშალომიძესი, და ერთისაც ყაზახ-რუსისა. ვაშალომიძე მძიმედ არის დაჭრილი, ხოლო ყაზახ-რუსი _ მსუბუქად. თოფის ხმასა და ყვირილზედ დვაბზუში წასულმა პოლიციის ბოქაულის თანაშემწემაც მოუსწრო და გამოუდგა გაქცეულებს, მაგრამ გვიანღა იყო. ავაზაკებმა ნასაკირალის ტყეში მოასწრეს თავის შეფარება.

ამ ნაირად ერთი ავაზაკი მოგვაკლდა, მაგრამ ავაზაკთა რიცხვს არაფერი აკლდება. ერთს მოჰკლავენ, ორი მირბის და ორს მოჰკლავენ _ სამი”. (ივერია 1892 წ. #55)

თვითმხილველის გადმოცემით კი მიხეილ ღლონტს თავი მოუკლავს: “...ჯარს ურადნიკი ვაშალომიძე ახდა და პირდაპირ შევარდა მიხელასთან მოსაკლავათ, მარა მიხელამ მუასრო და დაჭრა ბარკალში. კიდო ერთი რუსი დაჭრა. დათაიამ და სალუქვაძემ რომ გეიგონეს თოფის სროლა, გადმოხტენ მიხელას მოსახმარებლათ. ჯარს პრისთავი ირაკლე დუმბაძე ხელმძღვანელობდა. მიხელა გამუარდა გარეთ, რომ გუუჭირდა ბეღელში შევარდა და დუუძახა დათიას: მაგ ძაღლებს ნუ მუაკლიეფ ჩემ თავს, შენი ხელით მომკალიო. დათაიამ ესროლა, მარა არ მოხთა მიხელას. მერე მიხელამ მისით მეიკლა თავი. დათაიამ და სალუქვაძემ გეიქცა, მარა თურმე იქით მევორე პრისთავი იყო. დაწვა დათაიამ და ესროლა. რომ დაღამდა მობრუნდა და ვორი სტრაჟნიკი დაკოდა და ნიკოე ხმელიძე, პრისთავი მოკლა”.

ალბათ, ნათელია თუ რატომ განსხვავდება ერთმანეთისაგან ეს გადმოცემები. პოლიცია ყველა ზომას იღებდა, რათა მეტი ქულა ჩაეწერა თავის სასარგებლოდ და ყოველი მკვდარი ფირალი საკუთარი ხელით მოკლულად გაესაღებინა.

1893 წელს დათა მიქელაიშვილი იმერეთში გადადის და იქ განაგრძობს თავის საქმიანობას. მთავრობა ყველას, ვინც კი მიქელაიშვილის დახმარებასა და მფარველობაშია ეჭვმიტანილი, აპატიმრებს. მისი მიზეზით დაპატიმრებულებს მიქელაიშვილი ფინანსურად ეხმარებოდა, ხოლო დაჭერილების გამოშვებას ცდილობდა. ასე მაგალითად მის “გულიზა” დაპატიმრებული სამი ძმის კეკელიძეების სასამართლო პროცესზე ის მღვდლის ანაფორით შევიდა: “...წინდაწინ მოწმები ყავდა გაფრთხილებული, ასთე და ასთე ილაპარაკეთო. ვექილსაც წინდაწინ გუუგზავნა კეკელიძნების დასაცავად ფული. სუდს ღვდელი ეგონა და აფერი არ უთხრეს. მოწმებმა ვერ გაბედეს გლახა რამის თქმაი და ყოლიფერი კაი ილაპარაკეს, დათაე რომ დაინახეს”.

საბოლოოდ, კეკელიძეები სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

ანაფორა მან ქუთაისის გუბერნატორთან შეხვედრისასაც გამოიყენა. მთელი საათი ესაუბრა მას სხვადასხვა საკითხებზე, რა იცოდა მისმა აღმატებულებამ რომ მის წინ ყველაზე ცნობილი ყაჩაღი დათა მიქელაიშვილი იყო, ვისი გულისთვისაც ლამის მთელი გუბერნია ყირამალა ჰქონდა დაყენებული. უკან დაბრუნებულმა გუბერნატორს წერილი მისწერა _ თვითონ მე ვიყავი თქვენთან და ვერ დამიჭირეთო, ხალხს რათ აწიოკებთ ჩემს გულისთვისო. ჯობია, თქვენს კანცელარიას ჩაუყენეთ ეგზეკუციაო.

მიქელაიშვილთან, რომელსაც სამოქალაქო სასწავლებელი ჰქონდა დამთავრებული და რუსულს კარგად ფლობდა, არის დაკავშირებული ერთი ეპიზოდი. ერთხელ გაიგო რომ ქობულეთში ვიღაც მოაგარაკე რუს გენერალს დიდი ფული აქვსო. ერთ საღამოს როცა გენერალი ერთ ოფიცერთან და სამ ქალბატონთან ერთად პრეფერანსს თამაშობდა, მათ ჩაქურაში გამოწყობილი და იარაღში ჩამჯდარი მიქელაიშვილი წამოადგა თავს. ყველა შეშინდა. კაცებმა საფულეები გახსნეს, ქალებმა ხელიდან ბეჭდების წამოძრობა დაიწყეს. მიქელაიშვილმა ისინი დააწყნარა: მართალია ის ყაჩაღია, მაგრამ ქალებთან თავს ნებას არ მისცემს ვინმე გაძარცვოს. ის მაგიდას მიუჯდა და ჩაი მოითხოვა. შემდეგ ყველას მადლობა გადაუხადა, ხელი ჩამოართვა და წასვლა დააპირა. კაცებმა მას მადლობა გადაუხადეს და “დჟელტმენობა” მოუწონეს.

 _ უმადლოდეთ თქვენს დამებს და არა მე, _ უპასუხა ფირალმა. გენერალმა ეს ამბავი მოსკოვის გაზეთ Новое время-ში აღწერა.

საბოლოოდ დათა მიქელაიშვილი ღალატის მსხვერპლი შეიქმნა. ვიღაც ქალი იყო გვარად ბურძგლა, სისონა დარჩიას ყოფილი საყვარელი, რის გამოც ქალი ბათუმის ციხეში ჩასვეს. იმავე ციხეში მაშინ იჯდა მიქელაიშვილი. ამ ქალმა მოუწყო რატომღაც ფირალს ციხიდან გაქცევა, თუ რატომ, გაურკვეველია.

“...ბურძგლას ქალმა უთხრა ციხის ყარაულს, თუ დათაეს კამერაში შემიშოფ და დათაიეს მანახვეფ, თავს დაგანებეფო. ყარაულმა პირობა მისცა და დათაიე ბურძგლას ქალთან ღამე გუუშვა გალავანში. დათაიემ ისკუპა და გადმოხტა ციხის ეძოდან...”

მიქელაიშვილის გაქცევის შემდეგ ციხიდან ბურძგლაც გამოუშვეს. მას ერთი მხრივ პოლიცია და მეორეს მხრივ კი ერთი ვაჭარი ჩხაიძე, რომელმაც ამ ქალს დაპირდა _ თუ დათას დამაჭერინებ, ცოლად შეგირთავო, შეუჩნდნენ _ გაგვაგებინე მიქელაიშვილის ადგილსამყოფელიო. როგორც ჩანს აქ შანტაჟს ჰქონდა ადგილი, ალბათ, ემუქრებოდნენ ციხეში უკან დაბრუნებას.

მიქელაიშვილი ხშირად სოფელ აკეთს სტუმრობდა, რადგან იქ თავს დაცულად გრძნობდა. იმ დღესაც ის სოფელში იმალებოდა აზნაურ მგელაძის სახლში. გადმოცემის მიხედვით “წევიდა აი ქალი და მივიდა მგელაძისას, საცხა დათაიე იყო დამალული და უთხრა მასპინძელს _ დათაეს ნახვა მინდა და მანახვევო, მას ხომ არ დუუმალავდენ დათაიეს იქინე ყოფნას და ანახვეს”. დათასაც გასაგები მიზეზების გამო ბურძგლას ერთგულებაში არავითარი ეჭვი არ შეუტანია. ქალმა ეს ამბავი ვაჭარ ჩხაიძეს შეატყობინა, ჩხაიძემ კი პოლიციას.

მის დასაჭერად ბათუმის პოლიციის უფროსი აბდუშელიშვილი და ოზურგეთის მაზრის უფროსის მოადგილე დადეშკელიანი “ზემსკაია სტრაჟასთან” ერთად მივიდნენ. ორმხრივი სროლის შემდეგ ალყაშემორტყმულ სახლს ცეცხლი წაუკიდეს, მიქელაიშვილმა ამოტეხა იატაკი და გარეთ გამოვიდა შეუმჩნევლად, მაგრამ ბურძგლამ ყვირილი ატეხა: ”ე, პოლი ამოტეხა, ხომ ხედავთო” და თავდამსხმელებს გააგებინა. პოლიციამ მას ცეცხლი გაუხსნა.

Кавказъ-ის ცნობით, მიქელაიშვილს მარცხენა თვალში ტყვია მოხვდა, მიუხედავად ასეთი მძიმე ჭრილობისა, ის მაინც ცდილობდა სროლას, სანამ ერთმა ჯარისკაცმა ხანჯლით თავი არ გაუპო. მიქელაიშვილთან ერთად პოლიციამ სახლის პატრონიც მოკლა. ფირალმა ცხომელიძემ კი იარაღი დააგდო და გაქცევით უშველა თავს. ივერიას სიტყვებით, მიქელაიშილი “მოჰკლეს სოფ. აკეთს ლანჩხუთის საბოქაულოში აზ. ვარდენ მგელაძისას. მასთან ერთად მოკლულ იქმნა მდევართაგან ერთი ძმა მასპინძლისა. ხოლო ცხომელიძე, რომელიც ამ ახლო ხანში გაყაჩაღდა და მიქელაიშვილს გაუამხანაგდა, შემდეგ თავის-თავად გამოცხადდა პოლიციაში”.

არსებობს მიქელაიშვილზე შექმნილი ლექსი ჩაწერილი 1963 წელს, ქობულეთში:

"საყვარელის ნაღალატი დათა მიქელაიშვილი, რა ეშმაკმა გადაყარა ჩვენი წვერა ინაიშვილი.".

ლექსის მთქმელი რამაზ გუგუნავა ამბობდა, რომ მიქელაიშვილი მოკლა წვერა ინაიშვილმა, რომელიც სოფელ კვირიკეთიდან იყო და მისი ნამდვილი სახელია ხუსეინ-ხუსია, ეს სინამდვილეა თუ არა, ამის დადგენა ახლა შეუძლებელია.

                                             ირაკლი მახარაძე        




 ახალი ამბები
  • სემეკმა „ვარკეთილაირის“, „საჩხერეგაზისა“ და „ენერგოკავშირის“ საინვესტიციო გეგმები შეითანხმა (R)საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) საჯარო სხდომაზე ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი კომპანიების მიერ 2019-2022 წლებში განსახორციელებელი საინვესტიციო გეგმები განიხილა და შეითანხმა. შპს „ვარკეთილაირის“, შპს „საჩხერეგაზისა“ და სს „ენერგოკავშირის“ შეთანხმებული საინვესტიციო გეგმები ემსახურება ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის ეფექტიანობისა და საიმედოობის ზრდას, ასევე ქსელის გაფართოებას. შპს „ვარკეთილაირი“ 2019-2022 წლებში 1 592 464 ლარის ინვესტიციას განახორციელებს. კომპანიის საინვესტიციო პროექტები ძირითადად მიმართულია დანაკარგების შემცირებისა და ქსელის საიმედოობის ზრდისკენ. კომპანია ასევე ახორციელებს ახალი არეალის გაზიფიცირებას. შპს „საჩხერეგაზის“ მიერ კომისიასთან შეთანხმებული 2019-2022 წლების საინვესტიციო გეგმა ჯამში 337 227 ლარით განისაზღვრა. კომპანია გეგმავს 3000-ზე მეტი აბონენტისთვის მრიცხველის შეცვლასა და ამ გზით აღრიცხვის მოწესრიგებას. კომისიამ ნაწილობრივ შეითანხმა სს „ენერგოკავშირის“ მიერ წარმოდგენილი 2019-2022 წლების საინვესტიციო გეგმა. კომისიამ არ შეითანხმა კომპანიის მიერ მოთხოვნილი ინვესტიციები ქსელის განვითარების ნაწილში, ვინაიდან მოთხოვნილი ინვესტიციის დაფინანსება უნდა მოხდეს მიერთების მსურველთა მიერ, ხოლო ერთ შემთხვევაში კომპანია ითხოვდა ინვესტიციის შეთანხმებას იმ არეალში, სადაც იგი არ ახორციელებს ბუნებრივი გაზის განაწილებას. კომისია დაეთანხმა კომპანიას მხოლოდ არაქსელური აქტივების ინვესტიციების ნაწილში, რაც ჯამურად 81 740 ლარს შეადგენს.(R)   ... ...
  • მკვლელობა ქარელში- კაცმა დის ქმარი მოკლამკვლელობა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბში. ახალგაზრდა კაცის მკვლელობაში ცოლის ძმას ადანაშაულებენ. ის, სავარაუდოდ, ცივი იარაღით ან ბლაგვი საგნით მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა. გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით აწარმოებს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მომხდართან დაკავშირებით ჯერ დაკავებული არავინ არ ... ...
  • ქუთაისში ოპოზიციას კვერცხები ესროლესოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს და მათ მხარდამჭერებს, ქუთაისში, კვერცხები ესროლეს. შემთხვევა აბაშიძის ქუჩაზე მდებარე სკვერში მოხდა, სადაც ისინი არიან შეკრებილები და მსვლელობას გეგმავენ. კვერცხები, სავარაუდოდ მაღალსართულიანი კორპუსების სახურავებიდან ... ...
  • რა თანხას გახარჯავს ბიუჯეტი წინასაახალწლო სამზადისისთვისლანჩხუთის ცენტრში წინასაახალწლო სამზადისია, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 17 ათასი ლარის გახარჯვაა გათვალისწინებული.   ქალაქის ცენტრალურ სკვერში უკვე დაწყებულია სადრესასწაულო განათებების მონტაჟი, რომელსაც, კეთილმოწყობის სამსახური ახორციელებს. კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის, დავით წულაძის თქმით, მხოლოდ ცენტრალური ქუჩა არ იქნება მორთული. „დამდეგ ახალ წელს უფრო ლამაზი და მორთული შეხვდება ჩვენი ქალაქი. ახლა სადღესასწაულო განათებების მონტაჟი მიმდინარეობს. ბევრი სიახლე გვაქვს დაგეგმილი. ლამაზი მანათობლებით მხოლოდ ცენტრალური ქუჩა არ იქნება მორთული, მიმდებარე ქუჩებსაც გავალამაზებთ. მთავარი ნაძვის ხის ანთებას კი 25 დეკემბრისთვის ვგეგმავთ“,_ამბობს წულაძე. ... ...
  • საქართველოს ბანკი ონლაინ გადახდების მიმართულებით მომხმარებელს ახალ ინოვაციურ პროდუქტს სთავაზობს(R)საქართველოს ბანკი მომხმარებლის ინტერესების გათვალისწინებით, მათ საჭიროებებზე მორგებული პროდუქტების შეთავაზებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკმა მომხმარებელს ონლაინ გადახდების მიმართულებით ახალი, ინოვაციური პროდუქტი - iPay შესთავაზა.  iPay  არის სწრაფი, თანამედროვე, მარტივი და კომფორტული გადახდის გზა მათთვის, ვისაც ონლაინ შოპინგი უყვარს. iPay Mastercard-ის, Visa-ისა და ექსკლუზიურად American Exmpress-ის მფლობელებს შესაძლებლობას აძლევს, მინიმალური ძალისხმევითა და მაქსიმალური კომფორტით გააკეთონ შენაძენი ონლაინ მაღაზიაში.  iPay -ს საშუალებით ყოველ ჯერზე აღარ არის საჭირო ბარათის მონაცემების თავიდან შეყვანა. საკმარისია საქართველოს ბანკის ინტერნეტბანკის ან მობაილბანკის მონაცემებით ავტორიზაცია. ამასთანავე, მომხმარებლისთვის სასურველი ნივთის შესაძენად საჭირო ნაბიჯები მინიმუმამდეა შემცირებული, რადგან პროდუქტი სწორედ თანამედროვე ონლაინ შოპინგის საპასუხოდ შეიქმნა. Mastercard-ის, Visa-ისა და ექსკლუზიურად American Express-ის მფლობელებს iPay მარტივი და კომფორტული ონლაინ გადახდების გარდა, აძლევს შესაძლებლობას, მისთვის სასურველ პროდუქტზე განვადება ნებისმიერ დროს და ნებისმიერი ადგილიდან,  ვებგვერდიდან გაუსვლელად და ფილიალში მისვლის გარეშე გააკეთოს. გადახდის ახალი სისტემა მოსახერხებელია არა მხოლოდ ფიზიკური პირებისთვის, არამედ მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, რადგან  iPay არის კარგი შესაძლებლობა ბიზნესისთვის, მარტივად მართოს გადახდები, გაეცნოს ანალიტიკურ ინფორმაციას. ასევე, ერთ სივრცეში ნახოს გადახდებთან დაკავშირებული ყველა საჭირო დოკუმენტი, რაც მას მნიშვნელოვნად დაუზოგავს დროს. ეს კი ბიზნესს დაეხმარება შემდგომ განვითარებასა და მომდევნო ნაბიჯების სწორად დაგეგმვაში. „საქართველოს ბანკი მომხმარებლის მეტი კომფორტისთვის, მის საჭიროებაზე მორგებული პროდუქტების დანერგვას აგრძელებს. მოხარულები ვართ, რომ დღეიდან ჩვენს მომხმარებელს ონლაინ გადახდების კიდევ უფრო სწრაფად, მარტივად და უსაფრთხოდ განხორციელების შესაძლებლობა აქვს. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ონლაინ გადახდებში თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებას. არსებული პროდუქტის შეთავაზება გახლავთ საქართველოს ბანკის  მიერ რეგიონის მასშტაბით open banking-ის განვითარების სტრატეგიის ნაწილი და ამ კუთხით ჩვენ ჩვენს მომხმარებელს კიდევ ბევრ სიახლეს შევთავაზებთ“,_განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ვახტანგ ბობოხიძემ.(R) ... ...

არქივი

ზაფრანი

მკურნალი ყავა

საინტერესოდ გამოიყურება ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერთა...

საშიშია თუ არა მზის სათვალე

მზის სათვალე წარმოადგენს არა მხოლოდ...

ლიმონის დიეტა

ლიმონის დიეტა გრძელდება 10-დან 14...

ახდენს თუ არა ცხელი ჩაი კიბოს პროვოცირებას

ჩინელი მედიკოსები ცხრა წლის მანძილზე...

ნივთები, რომლებიც იმაზე ჭუჭყიანია, ვიდრე წარმოგიდგენიათ

წარმოგიდგენთ ნივთებს, რომლებიც იმაზე ბინძურია,...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

საპარლამენტო არჩევნების რომელ მოდელს უჭერთ მხარს