“მეათე მოწმე“ - დღეს ვოვა სიხარულიძის დაბადების დღეა

ისტორია

“მეათე მოწმე“ - დღეს ვოვა სიხარულიძის დაბადების დღეა

22 იან. 2020, 15:58:54

დღეს არაჩვეულებრივი ქართველი მწერლის, ისტორიკოსის და საქართველოს ღირსეული მოქალაქის ვლადიმერ (ვოვა) სიხარულიძის დაბადების დღეა. მას 80 წელი შეუსრულდებოდა. მწერალი ახალგაზრდა გარდაიცვალა, თუმცა მოასწრო მემკვიდრეობად დაეტოვებინა ნაწარმოებები, რომლებიც ძალიან ბევრ უცხო ენაზეა ნათარგმნი და ქართული მწერლობის ბრწყინვალე ნიმუშს წარმოადგენს.

“ივლიტას ბიბლიოთეკაში“ ინახება წიგნი “ბიჭიკოს ავადმყოფობის ისტორია“- მოთხრობები საბჭოთა საქართველოზე“, რომელშიც 18 საუკეთესო მოთხრობაა შესული. ეს მოთხრობები საბჭოთა ყოფის შესახებ შექმნილი ანთოლოგიური ნაწარმოებებია და მათ შორისაა ვოვა სიხარულიძის “მეათე მოწმე“, რომელიც 1967 წელს გამოიცა და მაშინვე ათზე მეტ ენაზე ითარგმნა. მისი ნაწარმოებები იმდენად სცენოგრაფიული იყო, რომ მალევე მიიღო მიწვევა მოსკოვში, სასცენარო კურსებზე, რასაც მისი მშვენიერი პიესები მოჰყვა.

არანაკლებ მნიშვნელოვანია ვოვა სიხარულიძის მიერ საქართველოს თავისუფლებისთვის გაწეული ღვაწლი. წარმოშობით ჩოხატაურელი, ვაჟთა პირველ სკოლაში სწავლობდა და მისი მეგობრები იყვნენ: მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია, გურამ დოჩანაშვილი, ჯონდო მეტრეველი, ანატოლი მიქაძე, თამაზ გონჯუა, თემურ ცერცვაძე, გურამ სხირტლაძე... 9  მეგობარმა 1956 წელს შექმნა არალეგალური ორგანიზაცია “გორგასლიანი“ და პროკლამაციებიც დაბეჭდეს: “ „ქართველებო, სხვა არავინაა ჩვენი მშველელი, ჩვენი საკუთარი თავის გარდა, ბრძოლით უნდა მივაღწიოთ თავისუფლებას, გაუმარჯოს თავისუფალ და დამოუკიდებელ საქართველოს!“ “ძირს პირსისხლიანი კომუნისტები, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!”.  შემდეგში ეს პროკლამაციები თბილისის ქუჩებში მოხვდა, ეს იყო ერთგვარი გამოძახილი 1956 წლის 9 მარტს დატრიალებულ ტრაგედიის შესახებ. იმავე დღეს საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსთან არსებულ უშიშროების კომიტეტში (სუკ-ში) “გორგასლიანების“ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ანტისაბჭოთა საქმიანობის ბრალდებით. 14-15 დეკემბერს მეგობრები დაიჭირეს გარდა გურამ დოჩანაშვილისა, რომელიც საავადმყოფოში მკურნალობდა - პროკლამაციების გაკვრისას, სუკის თანამშრომლებმა ესროლეს და ზურგში დაჭრეს.

სასამართლოს საჯარო სხდომა 1957 წლის 3-5 აპრილს გაიმართა. სასამართლოს თავმჯდომარეობდა გიორგაძე, მსაჯულები იყვნენ: თამაზაშვილი და ჩხაიძე. ბრალდებულებს სასამართლომ ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ზვიად გამსახურდიას, ოთხ-ოთხი წელი შეუფარდეს: მერაბ კოსტავას, ანატოლი მიქაძეს, ვლადიმერ სიხარულიძეს. სამ-სამი წელი მისცეს: თემურ მეტრეველს, თამაზ გუნჯუას, თეიმურაზ ცერცვაძეს, გურამ სხირტლაძეს და გურამ დოჩანაშვილს. სასამართლო კოლეგიამ მხედველობაში მიიღო შემამსუბუქებელი და საშეღავათო პირობები და მსჯავრდებულებს განსაზღვრული სასჯელი შეეცვალათ პირობითი მსჯავრით, საგამოცდო ვადით.

“გორგასლიანების“ დაჭერის ფაქტს მეორე დღესვე გამოეხმაურა გაზეთი „კომუნისტი“: „ისინი სახელს უტეხენ ჩვენს საუცხოო ახალგაზრდობას, გვევლინებიან მუწუკებად ჯანსაღ სხეულზე, მუწუკს ამოჭრა უნდა“ - წერდა “კომუნისტი“.

ვოვა სიხარულიძე 1989 წელს, 49 წლის ასაკში გარდაიცვალა.




 ახალი ამბები
  • N15 (ქსნის) პენიტენციური დაწესებულების მაღაზიის თანამშრომლების კოვიდ-19-ით დაინფიცირების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა (R)მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს ტელეკომპანია მთავარმა არხმა გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს ქსნის ციხეში მაღაზიის თანამშრომლებს კორონავირუსი დაუდასტურდათ. ტელეკომპანიის რესპოდენტი იყო ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე, რომელმაც ინტერვიუში განაცხადა: "მთელი დღეა გვირეკავენ პატიმრები და გვეუბნებიან, რომ ციხე არის ჩაკეტილი და შესვლა შეუძლებელია. ჩვენი ინფორმაციით, კორონა დაუდასტურდა გამყიდველს, რომელიც იქ ყიდის სხვადასხვა პროდუქციას."  სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ ეს არის სიცრუე და ქსანში მდებარე არც ერთი დაწესებულების (N10 და N15) მაღაზიის თანამშრომლებში covid-19 არ დაფიქსირებულა. სიცრუეა ისიც, თითქოს "ციხე არის დაკეტილი". ქსნის პენიტენციურ დაწესებულებებში მხოლოდ ის შეზღუდვები მოქმედებს, რაც ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე მიმდინარე წლის 5 მარტიდან პენიტენციურ სისტემაში განსაკუთრებული პირობების ამოქმედების შემდეგ ყველა დანარჩენ დაწესებულებაშია შემოღებული. კერძოდ, კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, პატიმრებს შეჩერებული აქვთ ხანგრძლივი პაემნის უფლება, ხოლო ხანმოკლე პაემნები მინის ბარიერის გამოყენებით მიმდინარეობს. არანაირი განსაკუთრებული შეზღუდვა ქსნის პენიტენციურ დაწესებულებებში არ მოქმედებს. აღსანიშნავია, რომ მთავარმა არხმა ინფორმაცია პენიტენციურ სამსახურთან გადაამოწმა და მიიღო პასუხი, რომ ეს არის სიცრუე. ამასთან ტელეკომპანიამ ინფორმაცია გადაამოწმა კერძო კომპანიაში, რომელიც პენიტენციური დაწესებულებების მაღაზიებში ოპერირებს და კომპანიამაც არ დაუდასტურა ეს ფაქტი, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც გაავრცელა ცრუ ინფორმაცია ადვოკატ კობაიძის ინტერვიუზე დაყრდნობით.  სპეციალური პენიტენციური სამსახური მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ მსგავსი ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან, რამაც შეიძლება პატიმრების და მათი ოჯახის წევრების შეშფოთება ... ...
  • "მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ პირდაპირ ეთერში კრიმინალური ისტორიის გაშუქებას" _ ქარტიამედიასაშუალებების ნაწილმა დღეს პირდაპირ ეთერში აჩვენა ზუგდიდში „საქართველოს ბანკის” ფილიალში მიმდინარე საპოლიციო ოპერაცია. სიუჟეტებში ჩანდა პოლიციელთა გადადგილება, შეიარაღება, ასევე მძევლები, რომელთა სიცოცხლეც ბანკში შეჭრილი პირების მხრიდან საფრთხის ქვეშაა. კარგად გვესმის, რომ ამ ფაქტის მიმართ საზოგადოებრივი ინტერესი მაღალია, მაგრამ ასევე დიდია თითოეული ჟურნალისტის და პროდიუსერის პასუხისმგებლობაც, როდესაც საქმე ადამიანების სიცოცხლეს და მასთან დაკავშირებულ რისკებს ეხება.მნიშვნელოვანია, რომ ჟურნალისტის საქმიანობით: არ შეექმნას საფრთხე ადამიანებს; არ შეეშალოს ხელი საპოლიციო ოპერაციებს; არ მიეწოდოს დამნაშავეებს მნიშვნელოვანი ინფორმაცია. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს კოლეგებს, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ პირდაპირ ეთერში კრიმინალური ისტორიის გაშუქებას და გაიაზრონ ის შედეგები, რაც შესაძლოა, გადაცემული კადრებისა და ინფორმაციის გამო ... ...
  • ვმოქმედებთ შსს-ს მითითებებით - "საქართველოს ბანკი" განცხადებას ავრცელებსზუგდიდში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს ბანკი განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ისინი შსს-ს მითითებების შესაბამისად მოქმედებენ: ჩვენ სრულ კოორდინაციაში ვართ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. ვმოქმედებთ მათი მითითებების შესაბამისად. ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში გავაკეთებთ ყველაფერს, რომ პროცესი მშვიდობიანად დასრულდეს - აცხადებენ ბანკში შეგახსენებთ, უკვე რამდენიმე საათია, ზუგდიდის ცენტრში მდებარე საქართველოს ბანკის შენობაში შეიარაღებული პირი შეიჭრა, რომელსაც 19 მძევალი ჰყავს აყვანილი. ის ნახევარ მილიონ დოლარს და ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვების გარანტიებს ითხოვს. თავდამსხმელი შსს-ს მოუწოდებს პერიმეტრიდან გაიყვანოს სპეცრაზმი და ამისთვის მან უწყებას 2-საათიანი ვადაც ... ...
  • შსს-ში საგანგებო ბრიფინგი ჩაინიშნაშსს-ში რამდენიმე წუთში საგანგებო განცხადებას გააკეთებენ. ბრიფინგის თემა ზუგდიდში მიმდინარე მოვლენებია, სადაც ბანკში შეჭრილ შეიარაღებულ თავდამსხმელს 19 მძევალი ჰყავს ... ...
  • რა ხდება ბანკში, სადაც შეიარაღებული პირები არიან - ფოტო ადგილიდანრამდენიმე საათია ზუგდიდიდში, საქართველოს ბანკის ფილიალში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ. არსებული ინფორმაციით, აყვანილი ჰყავთ მძევლები.  გურია ნიუსი გთავაზობთ ფოტოს ადგილიდან, რა ხდება ბანკში, სადაც შეირაღაებული პირები ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...