მექორწინე მდივნები

ისტორია

მექორწინე მდივნები

25 მაი. 2020, 18:06:00

XX საუკუნის 20-30 იან წლებში ევროპისა და ამერიკული პრესისა და საზოგადოების ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა გენერალ ზაქარია მდივნის ხუთი შვილი _ სერგო, ალექსი, დავითი, რუსუდანი და ნინო. მათი სახელებით აჭრელებული იყო პრესის ფურცლები. მდივნებს აქებდნენ, აღმატებულ ეპიტეტებით ამკობდნენ, ხშირად არასახარბიელო კონტექსტშიც იხსენიებდნენ. ისინი ცნობილნი იყვნენ როგორც ,,მექორწინე მდივნები”. სიმონ სიდამონ-ერისთავი მათ შესახებ წერდა: ,,იმ დროს ასი ათასი ამერიკელიდან ერთმა იცოდა რაიმე საქართველოს შესახებ. შემდეგ მრავალი წლის მანძილზე ყველა ამერიკული გაზეთი ძმები მდივნების, მათი ქორწინების შესახებ წერდა. ასე რომ, ახლა ასი ათასმა ამერიკელმა იცოდა მდივნების შესახებ და შესაბამისად ქართველების შესახებ” და შენიშნავდა ,,საერთო ჯამში ძმებმა ნახევარ მილიარდ ამერიკულ დოლარზე იქორწინესო".

ზაქარია მდივანი ნიკოლოზ II-ის ამალის გენერალ-მაიორი, მე-13 ლეიბ-გრენადერების ერივანსკის პოლკის მეთაური (1912-1915 წლები), კავკასიის კორპუსის შტაბის უფროსი იყო. საქართველოს ოკუპაციის შემდეგ გენერალი მდივანი ოჯახთან ერთად ემიგრაციაში წავიდა. ის ქალიშვილებთან ერთად პარიზში დასახლდა, ძმები კი ამერიკაში გადავიდნენ. იქ სხვადასხვა სამუშაო გამოიცვალეს, მაგრამ სულ მალე გამონახეს უფრო გამდიდრების იოლი გზა. სასიამოვნო გარეგნობის უცხოელმა ძმებმა _ ,,პრინცებმა" (ამ ტიტულით გააცნეს მათ საზოგადოებას თავი. ზაქარია მდივანი თურმე ხუმრობდა: მე ალბათ ერთადერთი ადამიანი ვარ, რომელმაც თავადის ტიტული შვილებისაგან მიიღოო. ცნობილია, რომ საკუთარი ,,კარიერის” დასაწყისში ალექსიმ ნოე ჟორდანიას მიმართა თხოვნით, რათა მიეცა ცნობა იმის თაობაზე, რომ მდივნები თავადები არიან. ჟორდანიამ უარი განუცხადა) მაშინვე მიიქციეს მაღალი წრის საზოგადოების წარმომადგენელთა, განსაკუთრებით, მანდილოსანთა ყურადღება. ქართველებმაც, რა თქმა უნდა, ასეთი შანსი არ გაუშვეს ხელიდან. უფროსმა ძმამ სერგო-სერჟმა (1903-1936), ცოლად მუნჯი კინოს ცნობილი ვარსკვლავი, ქალი ,,ვამპირი”, როგორც მას ეძახდნენ, პოლა ნეგრი მოიყვანა. მაგრამ 1927 წელს მსახიობი გაკოტრდა და სერგომ იგი მიატოვა. მალე სერჟმა ცოლად ოპერის მომღერალი მერი მაკკორმაკი მოიყვანა, რომელიც მალევე მიატოვა. ეს უკანასკნელი აცხადებდა რომ მთელი ქორწინების პერიოდში სერჟი მას შეურაცხყოფას აყენებდა. სერჟმა დავითთან ერთად ნავთობის კომპანია Pacific Shore Oil Co შექმნა. 1936 წელს მან ყოფილი რძალი, გარდაცვლილი ძმის ალექსის ცოლი, უმდიდრესი ოჯახის წარმომადგენელი ლუიზა ვან ასტორი შეირთო. ქორწინების ერთი თვის, ხოლო ძმის გარდაცვალების შვიდი თვის თავზე, ის პოლოს თამაშის დროს ცხენიდან ჩამოვარდა და დაიღუპა. დავითი (1905-1984) 1925 წელს ცნობილ კინოვარსკვლაზე 28 წლით უფროს მეი მიურეიზე დაქორწინდა. სამსახიობო კარიერის ზენიტში მყოფ მეი მიურეისაც, ისევე როგორც სხვა ქალბტონებს, სურდა პრინცესა გამხდარიყო, პირველ რიგში თავისი მეტოქეს გლორია სვენსონის ჯიბრზე. როგორც კი გათხოვდა მდივნის რჩევით მიურეი სტუდია MGM-დან წამოვიდა, რითაც სტუდიის მფლობელი ლუის ბ. მაიერი განარისხა, ხოლო საკუთარ სამსახიობო კარიერას წერტილი დაუსვა. მოგვიანებით მას უკან დაბრუნება სურდა, ამისთვის თავიც კი დაიმცირა და მეიერს ევედრებოდა, მაგრამ ცივი უარი მიიღო.

მდივნებს ერთი შვილი კორან დეივიდი შეეძინათ, მაგრამ მათი ქორწინება სკანდალით დასრულდა. ,,მან მიურეი გააკოტრა, შემდეგ თავი დაანება”, _ ასე წერდნენ გაზეთები. მიურეი აცხადებდა, რომ დავითი საშინლად ეჭვიანობდა, მას მუშტებით სცემდა, იარაღით დასდევდა და საკუთარ ბავშვსაც არ ინდობდა. ერთხელ ნაცემი მიურეი სასტუმროს ოთახის სააბაზანოში გამოკეტა. შვილის გამო მათ სასამართლო პროცესი ჰქონდათ გამართული. სასამართლომ შვილი მიურეის დაუტოვა, ხოლო მდივანს ყოველთვიურად 400 დოლარის გადახდა დააკისრა. სიცოცხლის ბოლო წლებს მსახიობი Mოტიონ Pიცტურე ჩოუნტრყ Hოუსე –ში ატარებდა, სადაც ხშირად მედდებს ეუბნებოდა: ,,მე მეი მიურეი, პრინცესა მდივანი ვარ”. მეორე მსოფლიო ომის დროს დავითმა ამერიკულ ჯარში დაიწყო სამსახური და 44 წლის ასაკში სინკლერ ოილის პრეზიდენტის ჰენრი სინკლერის ქალიშვილ ვირჯინიაზე დაქორწინდა. სინკლერმა მას შვილი გაუჩინა. 1964 წელს ისინი გაშორდნენ ერთმანეთს, ეს განქორწინებაც არ იყო მეგობრული, რადგან სინკლერი, ისევე როგორც მიურეი, ამტკიცებდა რომ მისი აუტანელი ხასიათის გამო ის მუდმივ სტრესულ მდგომარეობაში იმყოფებოდა. დავით მდივანი 1984 წელს გარდაიცვალა.

ძმებში ყველაზე უმცროსმა ალექსი მდივანმა (1907-1935) დაამთავრა კემბრიჯის უნივერსიტეტი და მუშაობდა ნიუ იორკის ბანკის პარიზულ ფილიალში. 1931 დაქორწინდა ამერიკული ბეწვეულის კომპანიის შემქმნელის შთამომავალზე 21 წლის ლუიზ ასტორ ვან ალენზე. მათმა ქორწინებამ სულ რამდენიმე თვემ გასტანა. მისი შემდეგი არჩევანი ცნობილი ვულვორტების წარმომადგენელი ბარბარა ვულვორტ ჰატონი გახდა. მათი ჯვრისწერა მართლმადიდებლური წესით ჩატარდა და მედიის ცხოველი ინტერესი გამოიწვია. დამსწრეთა შორის იყვნენ ნოე ჟორდანია, ევგენი გეგეჭკორი და აკაკი ჩხენკელი. ჯვრისწერა და ბრწყინვალედ მოწყობილი ქორწილი ჰატონებს ერთი მილიონი დოლარი დაუჯდათ. ჯვრისწერის შედეგად ეკლესიამ საჩუქრად ახალთახალი ხალიჩა და ჭაღები მიიღო. ორი წლის შემდეგ ისინი ერთმანეთს გაშორდნენ. ალექსი ცნობილი სალვადორ დალის ახლო მეგობარი იყო. 1935 წლის ზაფხულში ის დალის საყვარელთან ბარონესა მოდ ფონ ტისენ-ბორნემიშასთან ერთად ესპანეთში თავისი სიძის, ესპანელი მხატვრის ხოსე მარია სერტის ვილაზე ისვენებდა. პირველ აგვისტოს ალექსი მდივანი საკუთარი როლს როისით ბარონესასთან ერთად ავარიაში მოჰყვა და ადგილზე გარდაიცვალა (როცა ბარბარა ჰატონმა მისი სიკვდილის შესახებ შეიტყო მან თქვა: ,,მე საშინლად განვიცდი, მაგრამ მე ეს არ გამკვირვებია. მე ყოველთვის ვგრძნობდი რომ მსგავსი რამ მოხდებოდა. ის გიჟივით ატარებდა მანქანას”). ბარონესა მხოლოდ ოდნავ დაშავდა. ,,სამშობლოსადმი მხურვალე სიყვარულის გრძნობებთან ერთად ალექსი მდივანს ჰქონდა მრავალი ისეთი თვისება, ნიჭი და შესაძლებლობა, რომ მას მრავალი სამსახურის გაწევა შეეძლო თავისი ერისათვის რომ დასცლოდა”, _ ასეთი სიტყვები მიუძღვნეს გარდაცვლილს ქართულმა ემიგრანტულმა ჟურნალ-გაზეთებმა. ხანმოკლე სიცოცხლის მანძილზე ალექსი მდივანი ყოველმხრივ დახმარებას უწევდა ქართულ კოლონიას ევროპასა და აშშ-ში. საქართველოს საკითხთან დაკავშირებით ხშირად აწყობდა შეხვედრებს უცხოელ პოლიტიკურ მოღვწეებთან, სხვადასხვა შეკრებებზე ქართველ დელეგატებს საკუთარი ხარჯით აგზავნიდა, თუ საჭირო იყო თავად ესწრებოდა ხოლმე. როგორც ,,ლტოლვილთა ოფისის” დირექტორის მოადგილემ ევროპაში მოსწავლე 15 ქართველ სტუდენტს სტიპენდიები დაუნიშნა (მას შემდეგ რაც 1934 წელს საქართველოს მთავრობის ლეგაცია გაუქმდა საფრანგეთის მთავრობამ ,,ლტოლვილთა ოფისი” შექმნა). ის შანხაიშიც ჩავიდა, ქუჩაში დარჩენილ ქართველებს სახლი უყიდა და იქაურ სტუდენტებსაც დახმარება გაუწია.

1935 წელს ალექსი მდივნის, ,,მშვენიერი პრინცის”, როგორც მას ეძახდნენ, დაღუპვით ,,...ჭეშმარიტად, ქართველობამ დაჰკარგა ერთი თვალსაჩინო მოამაგე და მოყვარული შვილი” (,,დამოუკიდებელი საქართველო”). აღსანიშნავია, რომ მისი დაღუპვის შემდეგ სტიპენდიების საქმე ჩაიშალა. 1987 წელს გადაიღეს ფილმი Pოორ Lიტტლე ღიცჰ Gირლ, სადაც აღწერილია ბარბარა ჰატონის (ფარა ფოსეტი) ბიოგრაფია. ალექსი მდივანი სურათში ნიკოლას ქლეიმ განასახიერა. ძმებს არც დები ჩამორჩნენ. ნინო მდივანი (1910-1987) იურისტ ჩარლზ ჰუბერიჩზე გათხოვდა, 1936 წელს კი ცოლად გაჰყვა ,,შერლოკ ჰოლმსის შვილს _ არა, შერლოკ ჰოლმსის არა, კონან დოილისას” _ (სიმონ სიდამონ-ერისთავის მოგონებებიდან), ცნობილ ამერიკელ ადვოკატსა და ავიატორს დენის კონან დოილს. ეს უკანასკნელი სპირიტუალიზმით იყო გატაცებული და ნინოც ჩაითრია. ქორწინების შემდეგ ნინომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის საკუთარ გარდაცვლილ მამას ესაუბრებოდა და რომ ის ყოველთვის გონივრულ რჩევებს აძლევდა.

,,ერთხელ როცა არ დავუჯერე, კინაღამ დავიღუპე”, _ თქვა მან. ქმრის გარდაცვალების შემდეგ უფლებები არტურ კონან დოილის ნაწარმოებებზე ნინო მდივანს ერგო. რუსუდან მდივანი (1905-1937) მოქანდაკე გახლდათ. რუსი, როგორც მას შემოკლებით ეძახდნენ, ჰოლივუდში მსახიობების ბიუსტებს ძერწვდა. ახალგაზრდა სალვადორ დალი შეყვარებული იყო რუსუდანში. ის 1928 წელს გათხოვდა საკუთარ მასწავლებელზე, ხოსე მარია სერტზე, ვისთვისაც მოდელის როლს ასრულებდა. ამ უკანასკნელს და დიეგო რივერას ჯონ როკფელერმა ნიუ იორკში ღჩაღჩA-ს შენობის მოხატვა შეუკვეთა, რისთვისაც 150 ათასი დოლარი მიიღო. სერტს მაშინ მეუღლედ ცნობილი მოდელი და რამდენიმე მხატვრის, მათ შორის ტულუზ ლოტრეკის მუზა, პოლონელი მისია გოდებსკა (1872-1950) ჰყავდა. მაგრამ რუსუდანთან შეხვედრამ მას ყველაფერი დაავიწყა და სერტმა ცოლს თავი დაანება. თუმცა მომავალში ამას არავითარი გავლენა არ მოუხდენია მისიას, სერტის და რუსუდანის ურთიერთობაზე _ ისინი მეგობრებად დარჩნენ და ეს უცნაური სამთა კავშირი მითქმა-მოთქმის საგნად იქცა. ასაკით უფროსი, უშვილო მისია დედობრივი მზრუნველობით განიმსჭვალა მის მიმართ. უფრო მეტიც, ქორწილისთვის რუსუდანს სახელგანთქმულ კოკო შანელთან შეაკერინა კაბა და ყოველნაირად ეხმარებოდა მას ყოველდღიურ საქმიანობაში. ძმების გარდაცვალება რუსიმ მძიმედ განიცადა. ცოტა ხანში მას ტუბერკულოზის დიაგნოზი დაუდგინეს. მისიამ და კოკო შანელმა ის შვეიცარიაში სამკურნალოდ წაიყვანეს. მიუხედავად მათი მზრუნველობისა, რუსუდან მდივანი 32 წლის ასაკში გარდაიცვალა. რუსუდანის გარდაცვალებამ ისე იმოქმედა მისიაზე, რომ თვალს დააკლდა. მისია გოდებსკა 1950 წელს აღესრულა, სიკვდილის წინ კი თავის მეგობარს გულის მოყვანილობის მედალიონი აჩუქა. როცა გარდაცვალების რამდენიმე დღის შემდეგ მედალიონი გახსნეს _ შიგ რუსუდან მდივნის ფოტო აღმოჩნდა.

ამონარიდი ირაკლი მახარაძის წიგნიდან ,,ქართველები ამერიკაში”

ფოტოზე მარცხნიდან მუნჯი კინოს ვარსკვლავები რუდოლფ ვალენტინო, პოლა ნეგრი, მეი მიურეის და დავით მდივანის ქორწილში




 ახალი ამბები
  • ავარია ნასაკირალზე _ ოზურგეთი-ჩოხატაურის გზაზე მოძრაობა შეზღუდულიაროგორც "გურია ნიუსს" ატყობინებენ, ამ წუთებში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ოზურგეთი-ჩოხატაურის ცენტრალური გზის ნასაკირალის მონაკვეთზე. ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და ფორდტრანზიტი შეეჯახა. მსუბუქად დაშავებდა ერთი ადამიანი. როგორც გვითხრეს გზაზე გადაადგილება შეზღუდულია. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება დაწყებულია 276-ე მუხლის მეორე ... ...
  • ქურდობა ოზურგეთის ერთ-ერთ მარკეტშიდღეს, ოზურგეთში, ერთ-ერთ მარკეტში ქურდობა მოხდა.  ფაქტის მხილველთა  თქმით, პირმა გაიტაცა ალკოჰოლური სასმელები.  მომხდარ ქურდობის  ფაქტზე, შსს ასეთ კომენტარს აკეთებს: „მარკეტიდან პირმა გაიტაცა კონიაკი.  საქმე აღძრულია სისხლის სამართლის 177-ე მუხლით, ქურდობის ფაქტზე“, _ გვითხრეს შსს ... ...
  • გიორგი სიორიძე: ამომრჩევლის დაბალი აქტივობა მხოლოდ „ოცნებას“ აძლევს ხელსამომრჩევლის დაბალი აქტივობა მხოლოდ „ოცნებას“ აძლევს ხელს მოვუწოდებ „ლელოს“ მხარდამჭერებს სიფრთხილისა და აქტიურობისკენ, _ ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ გურიის მაჟორიტარმა კანდიდატმა გიორგი სიორიძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, არჩევნებამდე 10 დღეზე ოდნავ მეტი ხნით ადრე იქმნება ვითარება, როცა კორონავირუსის პანდემიის შედეგად საარჩევნო პროცესს იძულებით ისედაც გამოაკლდება ათეულობით ათასი ამომრჩეველი. „ჩვენს თვალწინ ვითარდება შემაშფოთებელი პროცესი, როცა კორონავირუსის პანდემია ახალი ძალით უტევს საზოგადოების ჯანმრთელობასა და ქვეყნის ეკონომიკას. ფაქტია, მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარება, რაც ბოლო ერთი თვის განმავლობაში განსაკუთრებით გართულდა, ნეგატიურად აისახება 31 ოქტომბრის უმნიშვნელოვანესი არჩევნების მიმდინარეობაზეც. ფაქტია ისიც, რომ „ოცნების“ ნაქებმა პანდემიურმა კრიზისმენეჯმენტმა ჩაილურის წყალი დალია და დღეს ვდგავართ იმ რეალობის წინაშე, როცა ამომრჩეველთა სოლიდური ნაწილი ინფიცირებისა თუ კარანტინში და თვითიზოლაციაში ყოფნის გამო მონაწილეობას ფიზიკურად ვერ მიიღებს არჩევნებში. ბუნებრივია, არსებობს მოსახლეობის ასევე სოლიდური ნაწილიც, რომელიც დაინფიცირების რისკის გამო უბრალოდ თავს აარიდებს საარჩევნო უბანზე მისვლას. ასეთი ვითარება და შედეგად არჩევნების დღეს  მოქალაქეთა მხრიდან დაბალი აქტივობის დაფიქსირება ერთადერთ პოლიტიკურ ძალას აძლევს ხელს და ეს ძალა მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა“. ჩვენ ნათლად ვხედავთ, რომ ხელისუფლება ძალაუფლების შესანარაჩუნებლად მიდის ყველაფერზე. ცხადია, ის ბოლომდე და უკანონოდ გამოიყენებს ადმინისტრაციულ რესურსს და შესაძლოა, ვირუსით დაინფიცირების დიდი რისკის ქვეშაც კი ძალდატანებით აიძულოს მისი მომხრეები, რომ მივიდნენ უბნებზე, ხმა მისცენ და ამის შესახებ სხვადასხვა ფორმით შემდგომ „უპატაკონ“ კოორდინატორსა თუ უფრო მაღალი იერარქიის პარტიულ ბოსებს. ერთადერთი საშუალება, რომ არ მივცეთ „ოცნებას“ არჩევნების დღეს კოვიდის შიშით მანიპულირების საშუალება და ამით შედეგებზე არსებითი გავლენის მოხდენა და პრაქტიკულად არჩევნების გაყალბება, არის ის, რომ მაქსიმალური სიფრთხილითა და  რეგულაციების ზედმიწევნით დაცვით მივიდეთ საარჩევნო ურნასთან და ხმა მივცეთ ორპოლუსიანი პოლიტიკის ორივე მეტასტაზის დასრულებას. ანუ, ავირჩიოთ წარმატებული პროფესიონალების გუნდი. ავირჩიოთ ახალი ძალა, ახალი იმედი. ავირჩიოთ „ლელო საქართველოსთვის“, - განაცხადა გიორგი სიორიძემ. მისი თქმით, არჩევნებამდე დარჩენილი პერიოდს „ლელო“ მაქსიმალურად გამოიყენებს მთელ საქართველოში სააგიტაციოდ. „მე გურიაში, მაჟორიტარობის სხვა კანდიდატები თავიანთ ოლქებში, პარტიის სხვა წევრები სრულიად საქართველოში არჩევებამდე დარჩენილ პერიოდს გამოვიყენებთ მაქსიმალურად, რათა ჩვენს ამომრჩეველს კიდევ ერთხელ ავუხსნათ, თუ რატომ უნდა ენდონ „ლელოსა“ და მის მაჟორიტარებს. მე დარწმუნებული ვარ, ამომრჩეველი „ლელოს“ „მარშალის გეგმაში“ კარგად ხედავს საქართველოს ჩიხიდან გამოსვლისა და განვითარების კონკრეტულ, რეალურ პროგრამას, რომელიც გააზრებულია პრაქტიკულად ყველა სასიცოცხლო მიმართულების მიხედვით. დ დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ საქართველოს ამომრჩეველი „ლელოს“ ფართოდ გაუღებს კარს ქართულ პოლიტიკაში. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ პოლიტიკურად ყოველთვის აქტიური გურიის ამომრჩეველი არც ამჯერად დარჩება მოვლენების მიღმა, არ შეუშინდება მძიმე პანდემიურ ფონს და მაქსიმალური სიფრთხილითა და რეგულაციების ზედმიწევნით დაცვით თავის გადამწყვეტ სიტყვას იტყვის „ოცნების“ ოპოზიციაში გაშვებისა და „ლელოს“ ხელისუფლებაში მოსვლის საქმეში. ყველას მოგიწოდებთ, 31 ოქტომბერს ვიყოთ ფრთხილები, ამასთანავე  ძალიან აქტიურები  და შევასრულოთ ჩვენი სამოქალაქო ვალდებულება, - მივიდეთ არჩევნებზე“, - აღნიშნა ბრიფინგზე გიორგი სიორიძემ.   ... ...
  • ჩოხატაურის მერიაში მუშაობა შეუფერხებლად გრძელდებაჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. “გურია ნიუსის“  წყაროს ინფორმაციით, სწორედ ამიტომ, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი და მერიის თანამშრომლები თვითიზოლაციაში გადავიდნენ. ამ ინფორმაციის გადამოწმების გარდა, “გურია ნიუსი“ დაინტერესდა, თუ რა რეჟიმით აგრძელებს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერია მუშაობას.  _ არ ვიმყოფები თვითიზოლაციაში, რადგან საფინანსო სამსახურის უფროსთან, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, იმ დღეებში კონტაქტი არ მქონია. მერია აგრძელებს ფუნქციონირებას, ნაწილი თანამშრომლებისა, პირველ რიგში, საფინანსო სამსახური, გადასულია დისტანციურ რეჟიმზე. საფინანსო სამსახურის უფროსიც დისტანციურად მუშაობს კლინიკიდან, რისთვისაც განსაკუთრებულ მადლობას იმსახურებს,“ _ გვითხრა მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ... ...
  • "ქართული ოცნების" ლანჩხუთის საარჩევნო შტაბი განცხადებას ავრცელებს"ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბი საჯარო განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ ვირუსთან დაკავშირებით, შტაბის წევრებზე, ჩატარებული ტესტირების ყველა პასუხი უარყოფითია. "გაცნობებთ, რომ ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ლანჩხუთის საარჩევნო შტაბის ყველა წევრმა გუშინ გაიკეთა ტესტირება კოვიდ 19-ზე. საბედნიეროდ, პასუხი უარყოფითია. შტაბის წევრებს ყველა 48 საათში ჩაუტარდება ტესტი, რომ რაიმე არ გამოგვეპაროს და ვიყოთ მაქსიმალურად დაცულები. შტაბის მუშაობას ხელი არ შეეშლება, რადგან ყველა სავალდებულო რეგულაცია ზედმიწევნით იყო და არის დაცული. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, გუშინ შტაბის ყველა წევრის ტესტის პასუხი უარყოფითია!!!" - წერია "ოცნების" ადგილობრივი ორგანიზაციის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში. ცნობისთვის, ლანჩხუთის მერს, ალექსანდრე სარიშვილს კოვიდინფექცია გასულ შაბათს დაუდასტურდა და იგი მკურნალობას საკუთარ სახლში ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...