"მკაცრი ვიყავი" _ რას ნანობს 99 წლის ოზურგეთელი პედაგოგი

ისტორია

"მკაცრი ვიყავი" _ რას ნანობს 99 წლის ოზურგეთელი პედაგოგი

2018 ოქტ 30 15:10:34

"არაფერს ვნანობ, მხოლოდ ერთი რამ მინდა ვთქვა _ მკაცრი ვიყავი, პედაგოგობის დროს და ახლა ეს არ მომწონს. ძალიან მიყვარს და მიყვარდა ჩემი საქმე. ყველანაირად ვცდილობდი, ბავშვებისთვის მესწავლებინა წერა და კითხვა" _ ეს სიტყვები 99 წლის ბენია აბუთაძეს ეკუთვნის.

ბენია აბუთაძე სოფელ შემოქმედში (გონების კარის) ცხოვრობს თავის მეუღლესთან, ვერა გორგოშიძესთან ერთად. ორივე მათგანი სოფლის საამაყო ადამიანები არიან.

"97 წლის არის დედაჩემი და 99 წლის კი მამაჩემი. ორივე დამსახურებული პედაგოგი იყო და მათი ცხოვრების გზა უკავშირდება ბავშვებისთვის განათლების მიღებას და აღზრდას. ძალიან მძიმე წლებში მოუწიათ სკოლაში მუშაობა, არაერთი ომის მომსწრე იყვნენ და ქვეყანაში არსებული მძიმე ფონის მიუხედავად, მოსწავლეებთან შეხვედრის დროს  ცდილობდნენ - ასე ახასიათებს ღვაწლმოსილ პედაგოგებს, მისი შვილი რუსუდან აბუთაძე, რომელიც ახლა დედ-მამას უვლის და მათთან ერთად ცხოვრობს.

ჩვენი სტუმრობის დროს ბატონი ბენია და ქალბატონი ვერა შეუძლოდ იყვნენ. მათ შესახებ "გურია ნიუსთან" მათმა შვილებმა რუსუდანმა და ქეთევანმა ისაუბრეს.

"მამაჩემი დაიბადა 1920 წელს. 20 წლის იყო, როდესაც პედაგოგად დაიწყო მუშაობა. იხსენებს, რომ 17 წლის მოსწავლეები მყავდა და წერა-კითხვას ვასწავლიდიო. 60 წლის რომ გახდა, გვითხრა ოჯახის წევრებს ძალიან მიმძიმს და ვეღარ წავალ სკოლაშიო. 40 წელი იმუშავა დაწყებით კლასებში, იყო სოფელ კვირიკეთის და შემდეგ გომის სკოლაში. ცოტა ხნით სოფელ შემოქმედის საბჭოს თავმჯდომარედ იმუშავა, დიდხანს ვერ  გაუძლო იქ მუშაობას. იყო ბრძანება, რომ ხალხისგან გადასახადები ამოეღოთ. ხალხს კი ძალიან უჭირდა და ვერ შეეგუა ამ ფაქტს. კიდევაც დაემუქრნენ კომუნისტები, რომ მოხსნიდნენ, მაგრამ ეს არ მომხდარა, რადგან თვითონ წამოვიდა და გააგრძელა პედაგოგობა. რაიკომის მდივანს პირდაპირ უთხრა, ხალხს არ აქვს საშუალება და ვერ შევასრულებ თქვენს ბრძანებასო. როდესაც დანიშნეს საბჭოს თავმჯდომარედ, მაშინ უთხრეს, თქვენნაირი პატიოსანი კაცი გვინდაო, მაგრამ შემდეგ მიხვდა მამაჩემი, იმ დავალებებს ვერ შეასრულებდა, რაც მათ უნდოდათ".

ქეთევან აბუთაძე:ედაჩემი სოფელ შემოქმედის სკოლაში ასწავლიდა, ერთი პერიოდი პარალელურად საქმეთა მმართველიც იყო. საოცარი თბილი, ყურადღებიანი და მშრომელი მშობლები გვყავს.

65 წლის იყო დედაჩემი სკოლაში მუშაობას რომ დაანება თავი. ძალიან უყვარდა და უყვარს ბავშვებთან ურთიერთობა.

როგორც მამაჩემმა თქვა, მკაცრი იყო, მაგრამ მისი სიმკაცრე უფრო მეტად გამოიხატებოდა იმის გამო, რომ ბავშვებს უფრო მეტად ესწავლათ და მიეღოთ საუკეთესო განათლება.

ახლა კი ხშირად ამბობს, რომ მკაცრი არ უნდა ვყოფილიყავიო. რატომღაც ეს სიტყვები ამოჩემებული აქვს.

ძალიან მშრომელები იყვნენ ორივე მათგანი, ჩაის პლანტაციებში მუშაობდნენ დამატებით, ჩვენც დავდიოდით და მთელი ოჯახი ვმუშაობდით", _ გვითხრა ქალბატონმა ქეთევანმა.

ვერა გორგოშიძემ და ბენია აბუთაძემ ერთმანეთი კურორტ გომისმთაზე პენსიორთა ბანაკში გაიცნეს.

„მთაში გავიცანი ჩემი ცხოვრების მეორე ნახევარი. ბანაკში ვიყავით, ბავშვებს ვახლდით. 31 წლის ვიყავი, რომ დავქორწინდით და იმის მერე ერთად ვართ.

ორი შვილი _ რუსუდანი და ქეთევანი, ოთხი შვილიშვილი და ექვსი შვილის შვილიშვილი გვყავს", _ თქვა ჩვენთან საუბრის დროს ბენია აბუთაძემ.

რუსუდან აბუთაძე: "მახსოვს პირველ კლასში წავედი, მაშინ მასწავლებელი მეგონა ზებუნებრივი არსება, დედაჩემი და მამაჩემი არ მასწავლიდნენ. მშობლები კი მყავდნენ პედაგოგები, მაგრამ მაინც ასეთი გრძნობა მქონდა, თუმცა, მარტო მე არ ვფიქრობდი ასე.

ძალიან მწირი ხელფასი ჰქონდათ, მაგრამ მაინც არ წუწუნებდნენ. ეს იმიტომ ხდებოდა, რომ თავისი საქმის პროფესიონალები იყვნენ. მათი მიზანი იყო, რაც შეიძლებოდა ბევრი ბავშვისთვის ესწავლებინათ წერა-კითხვა.

მამაჩემს ომში წასვლა უნდოდა, კიდევაც წავიდა, მაგრამ პედაგოგი რადგან იყო, უკან გამოუშვეს და დააბრუნეს სოფელში".

წელს საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირების ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ქალბატონ ვერას და ბატონ ბენიას სამადლობელი სიგელები გადასცეს საჩუქრებთან ერთად. ასევე, ბენია აბუთაძე ღირსების ორდენი აქვს მიღებული მიხეილ სააკაშვილის  პრეზიდენტობის დროს. ორივე მათგანი 1942 წლის ომის მონაწილეებთან გათანაბრებული პირები არიან.




 ახალი ამბები
  • ავტოსაგზაო შემთხვევა ზესტაფონში _ არიან დაშავებულებიავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ზესტაფონში. 2 მსუბუქი ავტოანქანის შეჯახების შედეგად 2 ადამიანი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. როგორც "გურია ნიუსს" შსს-ში განუცხადეს გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის 1 -ლი ნაწილით ... ...
  • "ოცნება" განცხადებას ავრცელებს _ "ვინაიდან უმრავლესობის ფორმატში ვერ ხდება საკითხების დეტალური განხილვა"პარტია „ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი უმრავლესობის დეპუტატების ნაწილს 25 თებერვალს შეხვდება _ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც მმართველი პარტია ავრცელებს  "პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატთა ჯგუფს შეხვდა. ვინაიდან უმრავლესობის ფორმატში ვერ ხდება საკითხების დეტალური განხილვა, მიღებული იქნა გადაწყვეტილება და დაიგეგმა თავმჯდომარის შეხვედრები დეპუტატთა მცირე ჯგუფებთან. შეხვედრების მიზანია ინდივიდუალურად ყველას მიეცეს შესაძლებლობა, გამოხატოს და განიხილოს საკუთარი მოსაზრებები სხვადასხვა საკითხებზე. თემის აქტუალობიდან გამომდინარე, პირველად თავმჯდომარე სწორედ იმ ჯგუფს შეხვდა, რომელმაც განსხვავებული პოზიცია გამოხატა "საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით. პარტიის თავმჯდომარის თემატური შეხვედრები უმრავლესობის წევრებთან მცირე ჯგუფების ფორმატში კვლავაც გაგრძელდება. მომდევნო შეხვედრა დეპუტატთა სხვა ჯგუფთან 25 თებერვალს არის დაგეგმილი“, _ წერია ... ...
  • ოთარ ჩრდილელი: შეიძლება ამ სერიაში გარიცხვას და სროლებს ელოდა ავის მსურველნი, მაგრამ...საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ოთარ ჩრდილელის თქმით, დღეს, "ქართული ოცნების" ოფისში, ბიძინა ივანიშვილთან გამართულ შეხვედრაზე დეპუტატების გარიცხვაზე საუბარი არ ყოფილა: "პარტიის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე-არ ყოფილა გარიცხვაზე საუბარი, იყო მრავალ თემაზე, რაზეც სხვადასხვა აზრი გვქონდა. რამდენადაც ვიცი, ასეთი შეხვედრები პარტიის და უმრავლესობის სხვა წევრებთანაც იქნება თავისუფალ რეჟიმში.შეიძლება ამ სერიაში გარიცხვას და სროლებს ელოდა ავის მსურველნი, მაგრამ ვინც მიცნობთ იცით, რომ გულწრფელი ვარ და რაც იყო ეგ დავწერე", _ წერს ჩრდილელი. შეგახსენებთ, რომ დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ოთარ ჩრდილელი და რამდენიმე დეპუტატი პარტიიდან გარიცხეს. ჩრდილელი ბესელიასთან და 7 დეპუტატთან ერთად იმ კანონპროექტის ავტორი იყო, რომლის მიხედვითაც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა უნდა გადადებულიყო, თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობამ გუშინ ... ...
  • თავდასხმა ახალსოფელში _ გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებული დაკავებულიაგავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ახალსოფელში მომხდარ თავდასხმაში ბრალდებული პირი უკვე დააკავეს. თუმცა, ამ ინფორმაციას შსს სამინისტროს პრესსამსახური, ჯერჯერობით, არ ადასტურებს. ცნობისთვის, ომარ მოქიას მკვლელობასა და გია ტუღუშის დაჭრის საქმეში მათივე თანასოფლელის მ.ს. სახელი ... ...
  • "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის შეხვედრა მიმდინარეობს"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის შეხვედრა მიმდინარეობს, რომელსაც ის დეპუტატები ესწრებიან, ვინც "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონპროექტს მხარი დაუჭირა. შეხვედრის დაწყებამდე უმრავლესობის წევრმა ლევან კობერიძემ განაცხადა, რომ მისთვის უცნობია, რა თემებს შეეხება ... ...

არქივი

ზაფრანი

ვიქტორია ბექჰემი 54 წლის მოკვდება

ცოტა ხნის წინ ბრიტანულმა მას-მედიამ...

ყველაზე სამიჯნურო სცენები

ცოტა ხნის წინ ამერიკულმა ინტერნეტ-საიტებმა...

ჰეგემონი ციფრები

ბედის ციფრის გამოთვლის ტექნიკა ჩვენი...

რატომ ეჩვენებათ მთვრალ მამაკაცებს ყველა ქალი ლამაზი

არსებობს ცნობილი რუსული გამოთქმა: ულამაზო...

დედამიწაზე ყველა ცოცხალი არსება გონიერი რომ გახდეს

ერთ მშვენიერ დღეს დედამიწაზე ყველა...
კარმიდამო ჩემი

როგორ უნდა იცხოვროთ ისე, რომ სიმსივნით არ დაავადდეთ

ადამიანები, რომლებიც სიმსივნით იტანჯებიან და...

ოხრახუშს უნარი აქვს განკურნოს დეპრესია, შიზოფრენია და ალცჰეიმერის დაავადება

ბიოაქტიური ნივთიერება, რომელსაც შეიცავს ოხრახუში,...

"ბარი უნდა იცნობდეს მთასა და საქმეზე შეყვარებული და-ძმას"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის მკვიდრი...

რა გავაკეთოთ შემოდგომის მიწურულს საკარმიდამო ნაკვეთებში

ნოემბერ-დეკემბერში აქტიური სამეურნეო სამუშაოები ძირითადად...

პესტიციდების გამოყენებისას უდიდესი სიფრხილეა საჭირო

არსებობს უნივერსალური პესტიციდები, რომლებსაც ერთდროულად...

სიმინდის მოვლა თავიდან უნდა ვისწავლოთ

სიმინდის მოვლა-მოყვანის წესებს დასავლეთ საქართველოს...

რატომ უნდა მოვაშენოთ ბატი

როგორც უხნესი ადამიანები ამბობენ, საქართველოში...

დედოფლის ყვავილს დედოფალივით მოვლა სულ არ სჭირდება

წარსულში ძალზე პოპულარული და მერე...

მოვამზადოთ ნესვის სასმელი

ნესვი გოგრისებრთა ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე...

თაფლის ღვინო _ "თაფლუჭა"

თაფლის ღვინო და არაყი უნიკალური...

"ზამთარშიც გაზაფხულს ვეძებ და "გატყავებულ" გარემოს ვმოსავ"

"კარმიდამო ჩემის" უამრავ რესპონდენტს შორის,...