,,მოკავშირე”, რომელიც მტერზე უარესი გამოდგა

ისტორია

,,მოკავშირე”, რომელიც მტერზე უარესი გამოდგა

1 აპრ. 2020, 19:17:12

1724 წელს კურიერმა ქართლის მეფე ვახტანგ VI-ს ამბავი მოუტანა – იმპერატორი პეტრე I მას რუსეთში იწვევდა. იმპერატორი ითხოვდა, მეფეს თან ეახლა რამდენიმეათასიანი ჯარი და დაერწმუნებინა ქართველები, გადასახლებულიყვნენ რუსეთში და დასახლებულიყვნენ რუსეთ-საქართველოს საზღვართან. 

XVIII საუკუნის 20-ანი წლებიდან სპარსეთი დაუძლურების გზაზე იდგა. ამას ხედავდა სამეზობლო – რუსეთი და ოსმალეთიც. რუსეთის იმპერატორს სპარსეთში საკუთარი ინტერესები ჰქონდა, – პირველ რიგში, ეკონომიკური ხასიათისა. რუსეთს სჭირდებოდა კასპიის ზღვის მიდამოების ათვისება, ამის დასაკმაყოფილებლად და გასაჩარხავად პეტრეს დამხმარე სჭირდებოდა და მან გადაწყვიტა ვახტანგ VI-ის გამოყენება. ქართლის მეფემაც გადაწყვიტა მომენტი გამოეყენებინა და სპარსელებისაგან განთავისუფლებულიყო. მან სამხედრო კავშირი შეკრა რუსეთის იმპერატორ პეტრე I-თან. ყველაფერი ისე მოაწყვეს, რომ თითქოს პეტრე I შეწუხებული იყო საქართველოსა და იქ მცხოვრები ქრისტიანული მოსახლეობის სავალალო მდგომარეობით, სურდა მათი დახსნა სპარს-ოსმალოებისაგან და ამიტომაც აპირებდა მათ წინააღმდეგ გალაშქრებას. რუსების ეს დიპლომატიური ხრიკები ქართველებმა სინამდვილედ მიიჩნიეს. `რელიგიასა და ეროვნებას ჩვენი წინაპრები ერთი მეორეში ვერ არჩევდენ. ეგონათ, რომ ყოველი ქრისტიანი, თუ კი ის მართლმადიდებელი იყო, საქართველოსთვისაც იზრუნებდა. როგორც მკვიდრი ქართველი. ყველაფერს სარწმუნოებრივი თვალსაზრისით ზომავდნენ და გარეშე საქრისტიანო სახელმწიფოებთან ურთიერთობის დროს ამითვე ხელმძღვანელობდნენ~., წერდა ავტორი დომენტი ოყრეშიძე. ალბათ, აქედან დაიწყო საქართველოს სამეფოს დასასრულის დასაწყისი, მისი გაქრობა მსოფლიო პოლიტიკური რუკიდან.
1722 წელს რუსეთის ჯარი დარუბანდისკენ დაიძრა, ვახტანგ VI კი ჯარით განჯაში ჩავიდა, სადაც უნდა შეერთებოდა რუსებს. მაგრამ პეტრე I-მა გეგმა შეცვალა და ლაშქრობა 1724 წლისათვის გადადო. ამით კი ვახტანგ VI ორ ცეცხლს შუა ჩააგდო: რუსებთან დამეგობრება არც სპარსეთს და არც ოსმალეთს არ ეპიტნავა. `საქართველო გადიდებისა და გაძლიერების მაგიერ მტრის სათარეშო გახდა: ქართლი აოხრდა და ოსმალებს ჩაუვარდა ხელში, ლეკებმა ხალხს ცარცვა-გლეჯა დაუწყეს. ვახტანგ მეფეს, რომელსაც საქართველოს სახელმწიფოებრივი, კულტურული და ეკონომიური აღორძინებისათვის დაუღალავი შრომა ჰქონდა გაწეული და ქვეყნის აღმაშენებლობითი მუშაობით იყო გატაცებული, პეტრე I-ისაგან ასე მოტყუებულსა და ყოვლად უმწეოდ მიტოვებულს საქართველოთდგან გახიზნვის მეტი აღარაფერი დარჩენოდა...~ - წერდა ივანე ჯავახიშვილი. ეს პრელუდია იყო იმ მზაკვრული და მუხანათური პოლიტიკისა, რომელიც რუსეთი ახორციელებდა საქართველოს წინააღმდეგ და რომლის სიავე ქართველებმა ძლიერ გვიან გაიაზრეს და მიხვდნენ, რომ `იმ მოკავშირეზე უარესი მტერი, რომელსაც თავიანთი ბედი მიანდეს, ორი ათასი წლის განმავლობაში არ ჰყოლიათ.
სწორედ მაშინ მოუვიდა იმერეთში გახიზნულ ვახტანგ მეფეს პეტრეს შიკრიკი, რამაც ძალიან გაახარა: მას კიდევ იმედი ჰქონდა, რომ რუსეთიდან უკან სამშობლოში ის რუსულ ჯართან ერთად დაბრუნდებოდა, მტერს გაჰყრიდა, საქართველოს გააერთიანებდა და ფეხზე წამოაყენებდა. რუსეთში წასვლის მისი გადაწყვეტილება ხალხისთვის მეხის დაცემას ჰგავდა – ისინი სთხოვდნენ მეფეს, ამ უბედურობის ჟამს, სახლში დარჩენას ან კიდევ ერთ-ერთი შვილის დატოვებას მაინც. `ეგების მოშველებამდინ (ხალხი დარწმუნებული იყო, რომ მეფე მათ მალე მოეშველებოდა რუსის ჯარით) სულ არ წავხდეთო~. ვახტანგ მეფემ `ქართველთ ხვეწნა ტირილს ყური არ ათხოვა~, და რუსეთში საკუთარი ოჯახით გადავიდა, თან წაიყვანა 1186 კაცი. ვახტანგის ხალხმრავალმა ამალამ არათუ განაცვიფრა რუსები, არამედ იმედგაცრუებული დატოვა იმით, თუ რა ცოტა ქართველი ჩამოიყვანა მეფემ. საქმე ისაა, რომ რუსული ხელისუფლება, ქართველებისგან განსხვავებით, ყველაფერს პრაგმატული თვალსაზრისით უდგებოდა. ვახტანგ მეფე და მისი ამალა ეს იყო იარაღი მათი პოლიტიკის განსახორციელებლად, ქართველები სამხედრო მასალა და ის ელემენტი, რითაც სურდათ დაესახლებინათ კასპიისპირეთის ახალი ტერიტორიები) .პეტერბურგში ვახტანგ მეფეს და მის ამალას ზარბაზნების სროლითა და დიდი ზეიმით შეხვდნენ, თუმცა ის უფრო მადლიერი იქნებოდა, რომ მის პატივსადებათ დახარჯული წამალი საქართველოს მტრების წინააღმდეგ მიმართულიყო.
პარალელურად კი პეტრემ ოსმალეთთან ზავი დადო, რომლის პირველი მუხლის თანახმად, მთელი აღმოსავლეთ საქართველო ოსმალეთს დაუთმო, თუმცა ეს ტერიტორია მის საკუთრებას არ წარმოადგენდა... სამაგიეროდ, კასპიის ზღვის სანაპიროებზე მდებარე ადგილები უომრად ჩაიგდო ხელში.
ვახტანგ მეფისა და მისი ქვეშევრდომების რუსეთში გადახვეწა იწვევდა აქტიური ბრძოლიდან თავის არიდებას და ძნელბედობასთან პასიური შერიგების ტენდენციებს. რუსეთის ხელისუფლება ცდილობდა ქართველი ემიგრანტები `კასპიის ზღვის ირანული პროვინციების დაჭერა-ათვისებაში გამოეყენებინა. რაც შეეხება დახმარების აღმოჩენას, ქართველებს განუსაზღვრელი ვადით უნდა ელოდათ, `სანამ უფალი ღმერთი იმპერატორს არ მისცემდა რაიმე შემთხვევას ძლიერი დახმარების აღმოსაჩენად....
ვახტანგ მეფემ რუსეთში მრავალწლიანი ცდის შემდეგ სანუკვარ ოცნებას ვერ მიაღწია და 1738 წელს გარდაიცვალა.




 ახალი ამბები
  • ოზურგეთში დაფიქსირდა არაუფლებამოსილი პირების მონაწილეობა წინასაარჩევნო კამპანიაშიოზურგეთში დაფიქსირდა არაუფლებამოსილი პირების მონაწილეობა წინასაარჩევნო კამპანიაში. ამის შესახებ ნათქვამია ISFED-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში. „30 სექტემბერს, სამუშაო საათებში გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის პიარის სამსახურის უფროსმა ნინო ლომჯარიამ საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე არაერთხელ გააზიარა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ვასილ ჩიგოგიძის სააგიტაციო მასალა. 30 სექტემბერს, 17:53 საათზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პრესსამსახურის თანამშრომელს ნათია ზედგინიძეს საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე გაზიარებული ჰქონდა „ქართული ოცნების“ სააგიტაციო მასალა“,_ ვკითხულობთ ანგარიშში. კიდევ ერთი ფაქტი დაფიქსირდა 13 ოქტომბერს. „13 ოქტომბერს, 11:06 საათზე, საკრებულოს პრესსამსხურის ხელმძღვანელმა ნათია ზედგენიძემ „ქართული ოცნების“ სააგიტაციო მასალა გააზიარა ფეისბუქ ... ...
  • ვინ ვისი ამომრჩევლების გადაბირებას ცდილობს ჩოხატაურშიISFED-ის შეფასებით, არჩევნებზე  ყველაზე სერიოზული პრობლემა პარტიების მხარდამჭერებზე ზეწოლა-მუქარაა. ორგანიზაციის მიერ მომზადებულ ანგარიშის მიხედვით, სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა/მუქარისა და ხელის შეშლის შემთხვევები ჩოხატაურშიც გამოვლინდა. ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში წერია, რომ „ევროპული საქართველოს“ ჩოხატაურის წარმომადგენლის, ლია ჩიგოგიძის ინფორმაციით, მმართველი პარტიის მხრიდან მიმდინარეობს მათი პარტიის, 2018 წლის საუბნო საარჩევნო კომისიის ყოფილი წევრების გადაბირება შემდეგ სოფლებში - სამება, დაბლაციხე, ზოტი, ნაბეღლავი, ზემოსურები, კოხნარი, ბურნათი, წიფნარი, საჭამიასერი, ბასილეთი და ხევი. ჩიგოგიძის თქმით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მოუწოდებენ კონკრეტულ პირებს, რომ არ ითანამშრომლონ „ევროპულ საქართველოსთან“ და ცდილობენ მათ გადაბირებას. ორგანიზაციის განცხადებით, ლია ჩიგოგიძე კონკრეტული პირების ვინაობას, შეგნებულად, მათივე თხოვნითარ ასახელებს საჯაროდ, რადგან არ სურს ამ პირებს ვინაობის გამხელის შემთხვევაში პრობლემები ... ...
  • რა შემთხვევაში შემცირდება ინფიცირების გავრცელებამთავრობის სხდომაზე პრემიერმა  ისაუბრა ვირუსის მართვის პროცესთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ადაპტაციის და მართვის ეტაპი, რომელზეც დღეს ქვეყანა იმყოფება, მოითხოვს მეტ პასუხისმგებლობას თითოეული მოქალაქისგან. პრემიერმა ისაუბრა უსაფრთხოების წესების დაცვის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ  იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეების 90% ატარებს პირბადეს, ინფიცირების გავრცელება 70 %-ით შემცირდება. „გუშინ, ბოლო 24 საათის განმავლობაში მსოფლიოში დამყარდა კიდევ ერთი ახალი ანტირეკორდი და 400 000-ზე მეტი ახალი ინფიცირებულია მსოფლიოში და საერთოდ, ინფიცირებულების ჯამმა გადააჭარბა 41 მილიონს. ევროპის ბევრ ქვეყანაში დამყარდა ანტირეკორდები და საქართველოშიც ჩვენც ინფიცირების მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს. ადაპტაციის და მართვის ეტაპი, რომელზეც ჩვენ დღეს ვიმყოფებით, მოითხოვს მეტ პასუხისმგებლობას თითოეული ჩვენგანისგან. საყოველთაოდ ცნობილია, რამდენად ეფექტიანია ელემენტარულად, ნიღბის ტარება. დღესაც გვქონდა საუბარი ეპიდემიოლოგებთან და იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი მოქალაქეების 90% ატარებს პირბადეს, ინფიცირების გავრცელებაა 70 %-ით მცირდება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ. მთავრობის მეთაურმა მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, დაიცვან რეგულაციები და იზრუნონ ერთმანეთზე. „გლობალური პანდემიის წინააღმდეგ ვერავინ უფრო ეფექტური ინსტრუმენტი ვერ გამოიგონა, ვიდრე პირბადე, სოციალური დისტანცია და ელემენტარული ჰიგიენის დაცვა. ამიტომ, ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ერთმანეთზე და დავიცვათ ეს წესები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ინფექციის გავრცელება იქნება სწრაფი და მეტ ზიანს მიაყენებს როგორც ჩვენს ეკონომიკას, ასევე ჩვენს მოქალაქეებს. ამიტომ, უკეთ უნდა ვიზრუნოთ ერთმანეთზე, მეტი პასუხისმგებლობა გამოვაჩინოთ და პირველ რიგში, უნდა ვიზრუნოთ ჩვენს ხანდაზმულ მოხუცებზე, რამეთუ, ისინი არიან პირველ რიგში რისკის ჯგუფში“, - განაცხადა გიორგი ... ...
  • 56 წამი იმის შესახებ, რატომ უნდა შემოხაზოთ 56 - გურიის დეპუტატობის კანდიდატი გიორგი სიორიძე! 56 წამი იმის შესახებ, თუ რატომ უნდა შემოხაზოთ 56 _ “ლელო საქართველოსთვის” გურიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გიორგი სიორიძე. ... ...
  • თიბისის სტუდენტური პროგრამა - „თიბისი კემპი" გრძელდება (R)თიბისის სტუდენტური პროგრამის - „თიბისი კემპის" მეორე ნაკადი დაიწყო. „თიბისი კემპი" ფინანსების ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტების სასწავლო პროგრამაშია ინტეგრირებული და მსურველებისთვის მასში ჩართვა ნებაყოფლობითია. სტუდენტები მთელი სემესტრის განმავლობაში პროგრამის სხვადასხვა ეტაპს გაივლიან. პირველ ეტაპზე თიბისი კაპიტალის საჯარო ლექციებს დაესწრებიან. შემდეგ შეხვედრაზე ერთად განიხილავენ ბიზნეს-ქეისებს, რომლებიც მათ დავალებასთან იქნება კავშირში. ბოლო ეტაპზე კი ჟიურის წინაშე, რომელიც თიბისი კაპიტალის მენეჯმენტისგან შედგება, საბოლოო საინვესტიციო პროექტს წარადგენენ. არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ყველა შეხვედრა ონლაინ რეჟიმში გაიმართება. ჟიურის რჩეულ 2 გუნდს სპეციალური ჯილდო - თიბისის აქციები გადაეცემა. პროექტში ამ ეტაპზე 12 უნივერსიტეტია ჩართული: ·       თავისუფალი უნივერსიტეტი ·       საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი ·       კავკასიის უნივერსიტეტი ·       ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU) ·       ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი ·       ევროპის უნივერსიტეტი ·       ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ·       საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) ·       შავი ზღვის უნივერსიტეტი ·       ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი ·       გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი ·       საქართველოს უნივერსიტეტი პროექტი თიბისისთვის ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებს აერთიანებს, როგორებიცაა ახალი თაობა და განათლება. პროგრამის მიზანი ახალგაზრდებში საინვესტიციო საბანკო საქმის პოპულარიზებაა. პროექტის ფარგლებში, სტუდენტები რეალურ სამუშაო გამოცდილებას მიიღებენ, უკეთ გაეცნობიან ფინანსურ ბაზრებსა და ინვესტორების მოლოდინებს. ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...