მომღერალი, ქორეოგრაფი, ინჟინერი, ბუნების ქომაგი _ ცოტა რამ გიორგი სალუქვაძის შესახებ

ისტორია

მომღერალი, ქორეოგრაფი, ინჟინერი, ბუნების ქომაგი _ ცოტა რამ გიორგი სალუქვაძის შესახებ

22 მარ. 2018, 13:30:48

გიორგი ისაკის ძე სალუქვაძე _  ქართველი ლოტბარი, მომღერალი, ქორეოგრაფი, ინჟინერი, საქართველოს სახალხო არტისტი, საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს სსრ დამსახურებული ინჟინერი, მხატვრული თვითმოქმედების დათვალიარებათა და ქართული ცეკვის ექვსი კონკურსის გამარჯვებული, სსრკ-ს ენერგეტიკისა და ელექტროფიკაციის სამინისტროსა და საქართველოს სახალხო განათლების წარჩინებულის წოდების მფლობელი სამკერდე ნიშნით (ორგზის), ბუნების ქომაგის საპატიო წოდების და ოქროს მედლის მფლობელი, საქართველოს უმაღლესი საბჭოს (სამგზის) და აჭარის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელების მფლობელი ხელოვნების დარგში, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი.

დაიბადა 1913 წლის 25 ივნისს ოზურგეთის მაზრის სოფელ უჩხუბში (დღევანდელი ცხემლისხიდი). არასრული განათლება სოფელში მიიღო, 1932 წელს დაამთავრა ბათუმის ინდუსტრიული ტექნიკუმი.

1933-1939 წლებში სწავლობდა საქართველოს კიროვის სახელობის ინდუსტრიულ ინსტიტუტში, რომლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ ინჟინრის თანამდებობაზე მუშაობდა „თბოელექტროცენტრალში”.

ომის შემდგომ წლებში მუშაობდა არაერთ საპასუხისმგებლო აღმასრულებელ თანამდებობაზე.

ხალხური ცეკვისა და სიმღერის ტრფიალი გიორგი სალუქვაძე ბავშვობიდანვე იყო.

1935 წლიდან, ჯერ კიდევ სტუდენტობისას, იგი აყალიბებს მომღერალ-მეჩონგურეთა სამკაციან და მოცეკვავეთა ხუთკაციან ჯგუფს, დგამს ხალხურ ცეკვებს. ს

წორედ მისი ხელმძღვანელობით 1937 წელს საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის სტუდენტურმა ქორეოგრაფიულმა ჯგუფმა ცეკვა „ხორუმით” ხალხური თვითმოქმედების IV რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე პირველი ადგილი და ჯილდო მოიპოვა.

1937 წელს გიორგი სალუქვაძე კირილე პაჭკორიამ დასავლეთ საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის ქორეოგრაფად და მოცეკვავედ მიიწვია. იმავე დროს იგი ხელმძღვანელობდა პუშკინის სახელობის თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტის სტუდენტთა ქორეოგრაფიულ წრეს. მეორე მსოფლიო ომის წლებში სალუქვაძე, როგორც დანაყოფის მეთაური  საბჭოთა არმიის რიგებში იბრძოდა, ამავე დროს, წითელარმიელთა სიმღერისა და ცეკვის ანსამბლს ხელმძღვანელობდა.

დემობილიზაციის შემდეგ თბილისში სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებასთან არსებულ ანსამბლებში მუშაობდა ქორეოგრაფად (საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი (ხელმძღვანელი გრიგოლ კოკელაძე), სამტრესტის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი, მაუდის ფაბრიკის ქორეოგრაფიული წრე, №5 საქარხნო-საფაბრიკო სასწავლებელი).

1947 წლიდან გიორგი სალუქვაძე საცხოვრებლად მახარაძეში (დღევანდელი ოზურგეთი) გადავიდა. იგი მიიწვიეს კულტურის სახლის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის ქორეოგრაფად, პარალელურად ხელმძღვანელობს ნატანების საკოლმეურნეო და მახარაძის №3 საშუალო სკოლის გუნდების ქორეოგრაფიულ ჯგუფებს, 1949-1951 წლებში სოფლების: შრომის, ძამითისა და ბახვის საკოლმეურნეო გუნდების ქორეოგრაფიულ ჯგუფებს. 1959 წლიდან კი ქობულეთის რაიონის სოფელ ქაქუთის საკოლმეურნეო გუნდის ქორეოგრაფიულ წრეს.

1955 წლიდან გიორგი სალუქვაძე საქართველოს მთავარენერგოს სისტემის ბჟუჟჰესის მშენებლობის დირექტორად და ტექნიკური ზედამხედველად დანიშნეს, თუმცა კვლავ განაგრძობდა ხალხური შემოქმედების სამსახურს.

1963 წელს ანა ანტონოვსკაიას შვილმა მწერალმა ბორის ჩერნიმ დაწერა კინოსცენარი გიორგი სალუქვაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ, რომლის მიხედვითაც საქართველოს დოკუმენტური ფილმების სტუდიამ შექმნა ფერადი ხმოვანი კინონარკვევი.

გიორგი სალუქვაძემ 40-წლიანი შრომა მიუძღვნა მივიწყებული ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნიმუშების ძიებასა და თავმოყრას. მის მიერ აღდგენილი მრავალი ცეკვა დამკვიდრდა ქართულ საცეკვაო რეპერტუარში და წარმატებით წარდგა სხვადასხვა დროს გამართულ დათვალიერება-ფესტივალებსა თუ ოლიმპიადებზე: „ფარცაკუკუ”-1951 წელი VII რესპუბლიკური ოლიმპიადა, „კალმახობა”-1954 წელი VIII რესპუბლიკური ოლიმპიადა, ინგილო-ფერეიდანული ცეკვა „შიპრიბა” პიონერთა და მოსწავლეთა ოლიმპიადა−1960 წელი, სპორტულ-მუშაითური ცეკვა „ფუნდრუკი” IX რესპუბლიკური ოლიმპიადა−1961 წელი, მესხურ-ჯავახური ცეკვები „მძიმური”, „იდუმალა”, ფერხული „დიდება” სახუმარო ცეკვით „ვარძიობა-ძიობასა” 1965-1970 წლები., ძველი, აჭარული, შრომითი პროცესის ამსახველი ცეკვა „ხელტარის ნადი” („ხელტრის ნადი”) 1966-1968 წლები.

წლების განმავლობაში გიორგი სალუქვაძემ ქორეოგრაფიულად დადგა და მუსიკალურად გააფორმა მახარაძის თეატრის ორ ათეულზე მეტი სპექტაკლი, ასევე მისი კონსულტაციითა და ქორეოგრაფიული კომპოზიციებით არის გადაღებული სამი დოკუმენტური ფილმი: „შრომა და შემოქმედება”, „შეხვედრა მთაში”, „გიწვევთ ქართულ სუფრასთან”.

1968 წელს გიორგი სალუქვაძის ინიციატივით ქალაქ ოზურგეთში შეიქმნა გურული ხალხური სიმღერების აღმდგენი და შემსწავლელი ოთხწლიანი სკოლა, (შემდგომში მსგავსი ინიციატივა საქართველოს სხვადასხვა კუთხეშიც წარმატებით განხორციელდა). 1972 წელს სკოლის კურსდამთავრებულთაგან მან შეარჩია საუკეთესო ნაწილი (14 კაცი), დაუმატა 9 მოცეკვავე და შექმნა ანსამბლი „იადონი”.

გიორგი სალუქვაძე გარდაიცვალა 1990 წლის 15 ივნისს, დაკრძალულია ოზურგეთში.




 ახალი ამბები
  • რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდარაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტ მერაბ ბესელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მორაგბე რამაზ ხარაზიშვილის დაჭრაში ბრალდებულ რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტ მერაბ ბესელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა კალიჩენკომ იმსჯელა. 16 სეტემბერს რაგბის კავშირის შენობაში „შვიდკაცას“ ყოფილი კაპიტანი დაჭრეს. დაჭრის ფაქტზე რაგბის კავშირის ვიცეპრეზიდენტი მერაბ ბესელია დააკავეს. რაგბის კავშირის შენობაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ... ...
  • ქედის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში მეწყერი ჩამოწვაქედის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში, ძლიერი წვიმის შედეგად, მეწყერი ჩამოწვა. მიწის მასა საცხოვრებელ სახლებთან ახლოსაც ჩამოწვა. ადიდებულმა მდინარემ დააზიანა სავარგულები და წყალი სახლებშიც შევიდა. ამ დროისთვის სტიქიურ ზონებში შესაბამისი ტექნიკაა მობილიზებული და აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. ქედის მერის ინფორმაციით, სიტუაცია მართვადია და მოსახლეობის ევაკუაციის საჭიროება არ არის. მეწყრული პროცესებია დოლოგანში, ზუნდაგაში, ბზუბზუში, ცხემნაში, დაბა ქედასა და ... ...
  • ბოკერიამ ძალიან სამართლიანად უთხრა „ქოცებს“ - კანდელაკიროგორც გუშინ გიგამ ძალიან სამართლიანად უთხრა ქოცებს - ჩვენს შორის ომის დროს ვინც გარბოდა იმის დედა ვატირე - "ევროპული საქართველოს" წევრი, გიორგი კანდელაკი, გიგა ბოკერიას გუშინდელ მიმართავს ეხმაურება ქართული ოცნების დეპუტატის, მიხეილ ყაველაშვილის მიმართ. გიორგი კანდელაკის თქმით, აგვისტოს ომის დროს ის ბრიტანეთში , დიპლომატიურ მისიაზე იმყოფებოდა და უცხოურ გავლენიან ტელევიზიებში რუსულ პროპაგანდას ებრძოდა. კანდელაკმა აღნიშნა, რომ ომის დროს რეგულარული ფრენებით დაბრუნება საქართველოში შეუძლებელი იყო, ამრიგად ლიეტუვური სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავით დაბრუნდა თბილისში და იმავე დღეს ოკუპირებულ გორში უცხოელ ჟურნალისტებთან  წავიდა სამუშაოდ. კანდელაკმა აღნიშნა, რომ გიგა ბოკერიამ ძალიან სამართლიანად მიმართა ქართულ ოცნებას შემდეგი ფრაზით -" ჩვენს შორის ომის დროს ვინც გარბოდა იმის დედა ვატირე!" „ისე მოხდა რომ 2008 წლის ომის დროს ლონდონში ვიყავი. რადგან მაშინდელი ელჩი გელა ჩარკვიანი შვებულებაში იყო, ხან მისი მოადგილე და შემდგომში საქართველოს ყველაზე წარმატებული ელჩი გაერთიანებულ სამეფოში გიორგი ბადრიძე და ხან მე, როგორც პარლამენტის წევრი, სიენენზე, ბიბისიზე და ალ ჯაზირაზე ხშირად გამოვდიოდით და ვებრძოდით რუსულ პროპაგანდას. "რადგან რეგულარული ფრენებით საქართველოში დაბრუნება უკვე შეუძლებელი იყო წავედი ლიტვაში სადაც შაულიაის ნატოს საჰაერო ბაზიდან, ლიტვური სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავით „სპარტანი“ დავბრუნდი თბილისში 14 აგვისტოს და იმავე დღეს წავედი ოკუპირებულ გორში უცხოელ ჟურნალისტებთან სამუშაოდ. ჰოდა მართლაც, როგორც გუშინ გიგამ ძალიან სამართლიანად უთხრა ქოცებს - ჩვენს შორის ომის დროს ვინც გარბოდა იმის დედა ვატირე!“ -განაცხადა გიორგი ... ...
  • წყალი მწყურვალისთვის ოთხას მეტრშია...შუახევის მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი   სოფელი ბუთურაული   სასმელი წყლის პრობლემის წინაშე დგას.  ღობეებზე, ერთი შეხედვით სასაცილო (სატირალი რომ არ იყოს), ფირნიშებს  შეხვდებით. „აქ სასმელი წყალი ფაქტიურად არაა.   და ეს იმ აჭარაში,  სადაც ჭარბი წყლის პრობლემაც  კი არის“, - გვწერს ჩვენი კოლეგა ზურა ... ...
  • საქართველოს რკინიგზის განცხადება ქუთაისში, უბედური შემთხვევის გამო თანამშრომლების დაღუპვის შესახებქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე მეცხრე ჩიხში მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის საყრდენი კონსტრუქციის დემონტაჟის დროს მოხდა უბედური შემთხვევა _  გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი (ელენტრომონტიორები), დამწვრობა კი მიიღო ერთმა თანამშრომელმა (ასევე, ელექტრომონტიორი). „საქართველოს რკინიგზა“ მწუხარებას გამოთქვამს რკინიგზის თანამშრომლების გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, უსამძიმრებს ოჯახებს და მაქსიმალურ თანადგომას აღმოუჩენს მათ. ამასთანავე, საქართველოს რკინიგზა განმარტავს, რომ პირველადი მოკვლევის შედეგების მიხედვით, სამუშაოების შესრულების დროს შრომის უსაფრთხოების პირობები სრულად იყო დაცული. სამუშაოების წარმოება წინასწარ იყო შეთანხმებული ელექტროგადამცემი ხაზის ტექნიკურ ოპერატორთან და ხაზი, რომლის აბონენტიც არა მხოლოდ საქართველოს რკინიგზაა, არც ერთ შემთხვევაში არ უნდა ყოფილიყო ძაბვის ქვეშ. ხაზის ძაბვის ქვეშ დადგომა არ წარმოადგენს საქართველოს რკინიგზის კომპეტენციას. შესაბამისად, კომპანია იმედოვნებს, რომ გამოძიებით დადგინდება მომხდარზე ობიექტური ჭეშმარიტება. რაც შეეხება, საქართველოს რკინიგზის კიდევ ერთ დაზარალებულ თანამშრომელს, მის მდგომარეობაზე ზრუნავს შესაბამისი სამედიცინო დაწესებულება და პროცესში სრულად არის ჩართული საქართველოს რკინიგზის სამედიცინო სამსახური. ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...