მთავარმართებელი დონდუკოვ-კორსაკოვი

ისტორია

მთავარმართებელი დონდუკოვ-კორსაკოვი

13 დეკ. 2017, 00:33:41

XIX საუკუნის ბოლო ათწლეულებში თბილისის სემინარიაში, ისევე, როგორც მთელ საქართველოში, რუსიფიკატორული პოლიტიკის გატარებას მეთაურობდა მთავარმართებელი დონდუკოვ-კორსაკოვი და მისი ამქრის რეაქციონერი წევრები _ სასწავლო ოლქის მზრუნველი იანოვსკი და ეგზარქოსი პავლე ლებედევი (XIX საუკუნის 80-იან წლებში მეფისნაცვლობა გაუქმდა და შემოიღეს მთავარმართებლის ინსტიტუტი. პირველ მთავარმართებლად დაინიშნა  ბულგარეთის ყოფილი კომისარი თავადი დონდუკოვ-კორსაკოვი. ,,მოქეიფე მთავარმართებელი მუდამ მგზავრობაში იყო. _წერდა დავით კლდიაშვილი, _ დროს ატარებდა ქეიფსა და ლხინში. საგანგებო მატარებლებს დაჰყავდა უგრძნობლად მთვრალი მმართველი და გრძნობაში არმყოფი სადგურებზე დამხვდურ სხვადასხვა თხოვნებით დეპუტატებს ყველას პირდებოდა ნათხოვნის ასრულებას და დაკმაყოფილებას, თუმცა არც კი იცოდა ვინ სთხოვდა, რას სთხოვდა და არც ის, თუ რას პირდებოდა. ერთხელ, თურმე, სურამის სადგურზე დამხვდურ დეპუტაციას ვაგონის ფანჯრიდან გადმოსძახა: ბუდეტ ვამ პორტ, ბუდეტ! (გექნებათ ნავსადგურიო) და ჩაწვა ისევ, _ თავი ისევ ფოთში ეგონა, საიდანაც მოდიოდა და სადაც საზეიმო სადილობამდე ნავსადგური შესახებ ჰქონდა ლაპარაკი”, წერდა დავით კლდიაშვილი). ეგზარქოსმა თითქმის ყველა სასულიერო სასწავლებლებიდან დაითხოვა ქართველი მასწავლებლები და რუსებით შეცვალა. თბილისის სასულიერო სემინარიაში ქართული სასულიერო და საერო ლიტერატურის სწავლება აკრძალა. ბევრი ცნობილი ქართველი ეკლესიასა და საეკლესიო სკოლებში ქართული ენის აღდგენას და ქართული ენის კათედრის დაარსებას მოითხოვდა, რომელიც უზრუნველყოფდა ქართული გრამატიკის, სასულიერო და საერო ლიტერატურის, საქართველოს გეოგრაფიის, საეკლესიო და სამოქალაქო ისტორიის შესწავლის კარგად დაყენებას . იაკობ გოგებაშვილი 1883 წელს წერდა: `ახალმა ეგზარქოსმა ისე ცხადად გამოავლინა თავისი ტომობრივი განკერძოება... და მოგვცა ქართველთა ელემენტარული უფლებების მიმართ უპატივცემლობის იმდენი აშკარა საბუთი, რომ გამოიწვია ქართველ საზოგადოებაში საყოველთაო განცვიფრება და გულისწყრომა~. განსაკუთრებით `აუტანელი მაინც ეროვნული გრძნობისადმი სულიერ მამათა დამცინავი დამოკიდებულება იყო~ . სემინარიის მასწავლებელი ვინმე გობტინსკი თურმე სემინარიელებს საყვედურობდა, რომ ისინი ქართულად ფიქრობდნენ, ანუ ქართველად ყოფნა საკუთარ თავთან განმარტოებულ ადამიანებსაც კი ეკრძალებოდათ .

ისე უდიერად და თავხედურად, როგორც რუსები, ალბათ, არც ერთი დამპყრობელი არ ექცეოდა ქართულ ენასა და დამწერლობას. რუსები მას ძაღლის ენას უწოდებდნენ და მის ამოძირკვას ცდილობდნენ. ასევე ეპყრობოდნენ ყველაფერ ქართულს: 1882 წელს დავით ერისთავის სპექტაკლში "სამშობლო" სცენაზე ქართული დროშა გამოიტანეს, რამაც დიდი აღფრთოვანება გამოიწვია მაყურებელში. ამის გამო `მოსკოვსკიე ვედომოსტის~ რედაქტორმა კატკოვმა შეურაცხყოფა მიაყენა ქართველებს: `...ქართველებმა თავი უნდა დაანებონ სიზმრებს, ბოდვას და როტვას ქართველთა რაღაც წარსულზე; ურჩევ მათ ეხლა ეს ქართული  დროშა გოდფრუას ცირკს ჩააბარონ, იქ ჯამბაზები და ტაკიმასხარები უკეთ გამოიყენებენ~. ამ გამოხტომას ილია ჭავჭავაძემ უპასუხა წერილში `კატკოვის პასუხად~: `...ეგ დროშა, რომელიც ეგეთის სასოებით და პატივით უტარებია იმოდენა ხანს უწინდელს ქართველს, ეგ დროშა, რომელიც წინ დახვედრია მოზღვავებულს თათრობას და მუსულმანობას და ქრისტეს ჯვარი თამამად წინ წაუმძღვარებია, ძლევამოსილობით ომიდამ გამოუტანია და დაუმკვიდრებია კავკასიაში, ეგ დროშა, რომელსაც აწინდელი ქართველი იმავე ვაჟკაცობით და თავგამომეტებით თან გაჰყოლია და რუსებთან ერთად სისხლი უთხევია მამულისათვის, _ დღეს ეგ დროშა საცირკოდ გაგვიხადა ერთმა ვიღაცა კორესპონდენტმა და ბ-ნმა კატკოვმა ბანი მისცა~. მსგავსი ქმედებანი ხდებოდა არა ბნელ შუა საუკუნეებში, არამედ სულ ახლახან, XIX და XX საუკუნეებში.

საქართველოს სახალხო სკოლებიდან ქართული ენის განდევნის შემდეგ რუსები წინადადებას იძლეოდნენ, სამეგრელოს, სვანეთის და აჭარის სკოლებში ქართულის ნაცვლად სწავლება მეგრულად, სვანურად, თურქულად და, რა თქმა უნდა, რუსულად შემოეღოთ . 1885 წელს გამოიცა ბრძანება სამეგრელოს სკოლებში ქართული ენის აკრძალვის შესახებ. დაიწყეს რუსულ ანბანზე დაყრდნობით მეგრული დამწერლობის შექმნა. მის ავტორად გამოდიოდა ვინმე თადა აშორდია. კრიტიკოსი და პედაგოგი იპოლიტე ვართაგავა მას ახასიათებს, როგორც უპრინციპო, ქარაფშუტა და თავქარიან კაცს, `რომელიც წიგნს სრულებით არ კითხულობდა, არც რუსულად და მით უმეტეს, არც ქართულად. მთელ თავისუფალ დროს ნარდისა და ქაღალდის თამაშს ანდომებდა~ . აშორდია მეგრელებს უმტკიცებდა, რომ ისინი ქართველები არ არიან, რომ ქართველები მათ ყოველთვის ჩაგრავდნენ, წაართვეს საკუთარი ენა და თავს მოახვიეს ქართული. მათი დამცველი მხოლოდ რუსები არიან, რომელთაც დაინახეს ქართველების `ვერაგული~ პოლიტიკა და მეგრელებს ეხმარებიან, რათა დაიბრუნონ საკუთარი ენა და დაუბრუნდნენ ფესვებს. 1889 წელს აშორდიამ დაასრულა მეგრული ანბანის შეთხზვა. დაიწყეს საღვთო წიგნების მეგრულ ენაზე გადათარგმნა, მაგრამ ეს თარგმანები ხალხის ყურისთვის იმდენად უცხო და გამოუდეგარი გამოდგა, რომ მსმენელებში მხოლოდ სიცილს იწვევდა. ეს თარგმანები უარყო სამეგრელოს სამღვდელოებამაც და მეგრულ ენაზე წირვა-ლოცვის შემოღებას სიცოცხლე არ ეწერა.

საქართველოს მთელი ისტორიის მანძილზე სახელმწიფოებრიობის იდეა ისე არასდროს ჩამქრალა, როგორც ეს მოხდა რუსეთის გაბატონების პერიოდში. `ტერორი, პროვოკაცია, ალერსი და ჯილდო _ ყველაფერი იქითკენ იყო მიმართული, რომ ხალხის მოწინავე ჯგუფები გაეხრწნათ და მით სახალხო ბრძოლის ხერხემალი გადაეტეხათ~ . ამ მეთოდმა შედეგი გამოიღო _ ქართველი ხალხის უდიდესი ნაწილი (განსაკუთრებით თავადაზნაურობა) წელში გატყდა, მოხდა ერის სრული დემორალიზაცია და დეგრადაცია, ერთგვარი მუტაცია, რის გამოც ეროვნული მუხტი თითქმის სრულიად ჩაქრა (თითქმისო, ვამბობთ, თორემ ქართველები მაინც არ ურიგდებოდნენ დამპყრობლებს, მათ შეძლეს ძალების მოკრება და XIX საუკუნის განმავლობაში რუსეთის მმართველობას რამდენიმე მძლავრი აჯანყებით უპასუხეს. ყველა ეს აჯანყება სისხლში იყო ჩახშობილი ჩინ-მედლებისა და აღზევების მოყვარულ ქართველთა დახმარებითა და მონაწილეობით). ქართველი კოლაბორაციონისტები რუსული მონსტრის სამსახურში ჩადგნენ და დროთა განმავლობაში (ანუ ძალიან სწრაფად) მათი დიდი ნაწილი მშვენივრად მოერგო არსებულ სიტუაციას, მტრის ბანაკში გადავიდა, მასაში კი იძულებითმა კონფორმიზმმა დაისადგურა. ახალ ბატონს ყოველნაირად რომ დამსგავსებოდნენ, ქართულს რუსული ენა ამჯობინეს (იმხანად მაღალი კულტურის მანიშნებელი იყო რუსულად უაქცენტოდ ლაპარაკი) და გვარებიც კი რუსულ ყაიდაზე გადაიკეთეს (განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოში). რუსის სამსახურში ყოფნა ქართველ ადამიანს საშუალებას აძლევდა, პრივილეგირებულ მდგომარეობაში ყოფილიყო, თავი უცხოდ არ ეგრძნო, ანუ ამ ბუნებრივად უცხო ორგანიზმის განუყოფელი ნაწილი ყოფილიყო. აღსანიშნავია, რომ ქართველები ახალი `სამშობლოსა~ და პატრონის ყველაზე ერთგული და საიმედო დამცველები გახდნენ. როგორც ჩანს, სახელმწიფოებრიობისა და ერის გადარჩენისათვის საუკუნეების მანძილზე მიმდინარე ბრძოლამ ქართველობა ძალ-ღონისაგან დაცალა და მას აღარ შეეძლო მედგარი წინააღმდეგობა გაეწია რუსებისათვის. როგორც იტყვიან, ჩათრევას ჩაყოლა არჩია...




 ახალი ამბები
  • "უკაცრავად, ვირუსს ებრძვით თუ უკვე მოინელეთ და საარჩევნო ბრძოლაში გადმოერთეთ" _ მელია ცერცვაძეს"ბოლომდე ნუ გაფლანგავთ და ნუ დაახურდავებთ ვირუსთან ბრძოლისას მოპოვებულ ხალხის სიყვარულს პარტიულ აგიტაციაზე. დარჩით ყველას ექიმად. ნუ იქცევით ქართული ოცნების სახედ. ნუ იქცვით იმის სახედ, რასაც სახე არა აქვს-ასე ეხმაურება, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ნიკა მელია, ინფექციური საავამდყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის მიერ, გავრცელებულ ვიდეო მიმართვას, სადაც ექიმი "ქართული ოცნების" წარმატებებზე საუბრობს.  "ამ წამს ვნახე ეს ვიდეო და არ დავმალავ, გაოგნებული დავრჩი. სრულიად გაუგებარია რა აღმშენებლობაზე გვესაუბრება ბატონი თენგიზ ცერცვაძე, რა შენდება და მშვენდება ზუგდიდში ამ ბოლო წლებში? ან რომელ მერს და რეგიონალურ ხელისუფლებას აქებს და ადიდებს, რომელიც ქუჩების რეცხვით და კლიპების გადაღებით ირთობდა თავს ეპიდემიის მძვინვარებისას როცა ჩვენ, მთელი საზოგადოება სახლებში ვიყავით გამომწყვდეულები?! უკაცრავად, ვირუსს ებრძვით თუ ვირუსი უკვე მოინდელეთ და საარჩევნო ბრძოლაში გადმოერთეთ და პარტიულ აგიტაციას მიჰყავით ხელი?  ნუთუ ახლა, როცა (როგორც თქვენ საუბრობთ) ჯერაც არ დაგვიმარცხებია ვირუსი და მეტიც, მეორე ტალღას ველოდებით, აი ამ, გაგანია შუა ბრძოლაში ხელისუფლებისგან დამოუკიდებელად მოგინდათ ხელისუფლების ქება? თანაც იმ ასპექტში, რომელიც არაფერ შუაშია ეპიდემიასთან? ბავშვიც არ დაიჯერებს იმას, რომ ეს ყველაფერი ხელისუფლებისგან დამოუკიდებლად ხდება. ბოლომდე ნუ გაფლანგავთ და ნუ დაახურდავებთ ვირუსთან ბრძოლისას მოპოვებულ ხალხის სიყვარულს პარტიულ აგიტაციაზე. დარჩით ყველას ექიმად. ნუ იქცევით ქართული ოცნების სახედ. ნუ იქცვით იმის სახედ, რასაც სახე არა აქვს. ან რა დროს ვინმეს ქება და მხარდაჭერაა, როდესაც მაგ: საზ. ტრანსპორტი ისევ გაჩერებულია, ხალხი კვლავ სამსახურების, დახმარებების გარეშეა და შიმშილობს და ა.შ.."-წერს მელია სოციალურ ... ...
  • საზღვრის უკანონო კვეთა და ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღები _ ბათუმში თურქეთის მოქალაქეები დაკავესსახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ქ. ბათუმში, თურქეთის მოქალაქეები დააკავეს. გატარებული ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებების შედეგად საქართველოში არალეგალურად მყოფი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეების გამოვლენისა და დაკავების მიზნით, ქ. ბათუმში ღონისძიება ერთდროულად ორ მისამართზე დაიგეგმა. ღონისძიების შედეგად დაკავებულია თურქეთის რესპუბლიკის 9 მოქალაქე, რომელთაც არ უფიქსირდებათ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთა და არალეგალურად იმყოფებიან ქვეყანაში. საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ამოღებულ იქნა ოთხი ცეცხლსასროლი იარაღი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით და 236 მუხლით მიმდინარეობს, რაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთას და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, დამზადებას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს. გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტი ... ...
  • რას უკავშირდება კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევებიკორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების შესახებ ჟურნალისტებთან თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ისაუბრა. ეზუგბაიას თქმით, ინფიცირების ორივე ახალი შემთხვევა მარნეულის სოფელ მარეთიდანაა. მისივე თქმით, გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობამ 80%-ს მიაღწია და ამ დროისთვის კოვიდ-ცენტრებში 150 პაციენტი მკურნალობს. „თითქმის სამჯერ ნაკლებია უკვე მკურნალობაზე მყოფი პაციენტები გამოჯანმრთლებულებთან შედარებით“,- აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ. საქართველოში კორონავირუსი 796 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 634 უკვე გამოჯანმრთელდა, 12 ადამიანი კი ... ...
  • EMC აზარტული ინდუსტრიისგან ბავშვთა დაცვას მოითხოვსEMC არასრულწლოვანთა აზარტულ თამაშებში ჩართულობის, წლების მანძილზე, მოუგვარებელ პრობლემას ეხმაურება. ბავშვთა სიღარიბის მაღალ მაჩვენებელთან და განათლების სისტემაში არსებულ ჩავარდნებთან ერთად, ბავშვთა აზარტულ თამაშებში მონაწილეობა მძიმე გამოწვევად რჩება, რომელიც ქრონიკული სიღარიბისა და ფსიქოსოციალური პრობლემების რისკს ზრდის. არასრულწლოვანთათვის უსაფრთხო გარემოსა და ჯანსაღი განვითარების შესაძლებლობის უზრუნველსაყოფად, EMC საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, უმოკლეს დროში შეიმუშავოს აზარტული თამაშების მკაცრი რეგულირების მექანიზმები და არ დაუშვას მათში არასრულწლოვანთა მონაწილეობა. საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ აზარტულ თამაშებში ჩართული არასრულწლოვნების შესახებ გამოქვეყნებული საგანგაშო კვლევის მიხედვით 15 წლამდე მოზარდთა 34%-ს ერთხელ მაინც უთამაშია აზარტული თამაში, 27%-ს კი - ბოლო 1 წლის განმავლობაში. ამგვარი აქტივობების ადრეული ასაკიდან დაწყება ზრდასრულ ასაკში აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების განვითარების რისკს ზრდის. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ თამაშზე დამოკიდებულება დაავადებად/აშლილობად მიიჩნია და შესაბამისი კლასიფიკაციაც მიანიჭა, ევროპის კომისიამ კი მიიღო რეკომენდაციები ონლაინ აზარტული მომსახურებების მომხმარებელთა და მოთამაშეთა დაცვისა და მცირეწლოვანთა ონლაინ აზარტული თამაშებისგან დაცვის შესახებ. დოკუმენტი მოუწოდებს სახელმწიფოებს, დაარეგულირონ აზარტული თამაშები და სხვადასხვა მექანიზმის გამოყენებით (მათ შორის, აზარტული თამაშების რეკლამირების მკაცრი რეგულირებით, ასაკის შემოწმების მექანიზმითა თუ კონტროლის პროგრამებით) უზრუნველყონ აღნიშნულ თამაშებში არასრულწლოვნების ჩართვის პრევენცია. მიუხედავად არასრულწლოვნების მავნე ზეგავლენისაგან დაცვის შესახებ ბავშვის უფლებათა კოდექსის ჩანაწერებისა და აზარტულ და მომგებიან თამაშებში ბავშვების ჩართვის აკრძალვისა, სახელმწიფოს კვლავ არ შეუქმნია ეფექტიანი საკანონმდებლო და პოლიტიკის ჩარჩო როგორც პრევენციის, ისე პრობლემაზე რეაგირების მიმართულებით. სათამაშო ბიზნესი ქართული ეკონომიკის ერთ-ერთ წამყვან სექტორად რჩება. დღეს საქართველოში მოქმედი 10 ყველაზე მსხვილი კომპანიიდან 3 ტოტალიზატორია. სექტორის ბრუნვამ, 2018 წელს, 14 მილიარდ ლარს გადააჭარბა. სათამაშო ბიზნესის დაბეგვრით მიღებული შემოსავლები ცენტრალური და მუნიციპალური ბიუჯეტების ხელშესახებ წილს შეადგენენ. აზარტულ თამაშებში ჩართვა უამრავი პრობლემის საფუძველია - მათ შორისაა, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები, ფინანსური პრობლემები, დასაქმებასთან და განათლებასთან დაკავშირებული პრობლემები, ასევე უსახლკარობა, სუიციდი და სხვა. კრიზისის პირობებში, ეს რისკები განსაკუთრებით სახიფათო ხდება. კორონავირუსის პანდემია საქართველოს უამრავ მოქალაქეს მძიმე ეკონიმიკური წნეხის ქვეშ აყენებს. ცნობილია, რომ ეკონომიკური კრიზისები აზარტულ თამაშებში ჩართულობას ზრდის, თუმცა საქართველოში მოქმედ ონლაინ ტოტალიზატორებსა და კაზინოებს საგანგებო მდგომარეობის პერიოდში მუშაობა არ შეუწყვეტიათ და თვითიზოლაციის პირობებში მყოფი მომხმარებლების მიზიდვას ახალი მარკეტინგული კამპანიებით ცდილობდნენ. ბავშვთა აზარტულ თამაშებში მონაწილეობა ოჯახებისთვის დამატებით ეკონომიკურ სირთულეებს აჩენს, არასწრულწლოვანთათვის კი ქრონიკული სიღარიბის რისკს ზრდის. ეკონომიკურად მოწყვლადი ჯგუფები უფრო ხშირად ერთვებიან აზარტულ თამაშებში, აზარტულ თამაშებში ჩართულობა კი, თავის მხრივ, სიღარიბის კვლავწარმოებას უწყობს ხელს. შესაბამისად, საქართველოში აზარტული თამაშების ფართო გავრცელება და სათამაშო ბიზნესის ზომა მძიმე სოციალური ფონის სიმპტომიცაა და მისი შენარჩუნების ინსტრუმენტიც. არსებული უმძიმესი სოციალური მდგომარეობის ფონზე - უახლესი მონაცემებით საქართველოში ყოველი მესამე, ანუ დაახლოებით 200,000 ბავშვი სიღარიბეში იზრდება - აზარტული თამაშებისა და მათში არასრუწლოვანთა ჩართულობის გავრცელება გადაუდებელი სახელმწიფო ინტერვენციის აუცილებლობას ქმნის. 2019 წლიდან, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების პრევენციისა და ამ მიზნით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კომპონენტი ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ნაწილია. თუმცა პრევენციის პოლიტიკა მხოლოდ საინფორმაციო კამპანიებით არ უნდა შემოიფარგლებოდეს და უნდა მოიცვას აზარტულ თამაშებში ჩაბმის განმაპირობებელი ფაქტორების კვლევა და ამ კვლევის საფუძველზე კონკრეტული ინტერვენციების დაგეგმვა. მთავრობის მიერ საკითხის არაპრიორიტეტულად მიჩნევის გამო, სახელმწიფო არათუ არ ზრუნავს ამ მიმართულებით ძალისხმევის გაძლიერებასა და ფინანსური რესურსების მობილიზაციაზე, არამედ წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვნად შეამცირა იმ კომპონენტის დაფინანსება, რომელიც ნივთიერება დამოკიდებულებისა და აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების პრევენციას ისახავს მიზნად.[5] ამასთან, ქვეყანას დღემდე არ შეუმუშავებია სუიციდის პრევენციის პროგრამები/სტრატეგია, რომლის დაგეგმვისა თუ განხორციელების პროცესში დააიდენტიფიცირებდა სუიციდისა თუ მისი მცდელობების გამომწვევ მიზეზებს, მათ შორის, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების მიმართებას სუიციდთან; კვლევის შედეგებზე დაყრდნობით კი გადადგამდა შესაბამის ნაბიჯებს. ამავდროულად, მნიშვნელოვანია დაწყებითი განათლების სისტემის როლი როგორც არასრულწლოვანთა აზარტულ თამაშებში ჩართულობის შემცირებაში, ისე სხვა ფსიქოსოციალური პრობლემების თავიდან აცილებაში. კვლევების თანახმად, სკოლაში შესაბამისი ღირებულებებისა და ნორმების დანერგვას მოსწავლეთა შორის აზარტულ თამაშებში ჩართულობის შემცირება შეუძლია. პრევენციულ ღონისძიებებთან ერთად, გამოწვევას წარმოადგენს სახელმწიფოს რეაგირებითი პოლიტიკაც. მნიშვნელოვან პრობლემად უნდა ჩაითვალოს აზარტული თამაშების რეკლამირების დაურეგულირებლობა. კაზიონებისა და ტოტალიზატორების მარკეტინგული კამპანიები შესაძლოა თამაშზე დამოკიდებულების რისკს ზრდიდნენ, ხოლო მათთვის, ვინც დამოკიდებულების დაძლევას ცდილობენ, დამატებით სირთულეებს აჩენდნენ. საგულისხმოა, რომ სხვადასხვა ქვეყანაში კორონავირუსით გამოწვეული თვითიზოლაციის პირობებში მარკეტინგული კამპანიები მომრავლდა, რაც მათ შესაძლო ნეგატიურ გავლენას კიდევ უფრო ზრდის. ამასთან, სუსტია რელევანტური საკანონმდებლო ნორმების აღსრულების მექანიზმები - განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს სახელმწიფოს არაეფექტიანი კონტროლი არასრულწლოვნების აზარტულ თამაშებში ჩართვის პროცესებთან დაკავშირებით.[6] პრობლემურია ონლაინ სამორინეებში რეგისტრაციის გამარტივებული წესი, რაც აზარტულ თამაშებს ნებისმიერი ადამიანისათვის ხელმისაწვდომს ხდის. შესაბამისად, არსებობს მისი მკაცრი რეგულირების აუცილებლობა. უმნიშვნელოვანესია, რომ რეგისტრაციის პროცედურებმა არასრულწლოვანთა ჩართულობა გამორიცხოს, ასაკის დაუდგენლად რეგისტრაცია კი შეუძლებელი გახდეს. ამასთან, მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკაში სახელმწიფოს ვალდებულებების სიმწირე/არარსებობა აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული პირების, მათ შორის, არასრულწლოვნების, იდენტიფიცირების, მათი საჭიროებების შესწავლის, როგორც სამედიცინო, ისე სოციალურ სფეროში მათი მხარდაჭერისა და სარეაბილიტაციო სერვისების მიწოდების მიმართულებით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს: განახორციელონ საკანონმდებლო ცვლილებები აზარტული თამაშებისა და მისი რეკლამირების აკრძალვის ან მკაცრად და დეტალურად დარეგულირების მიზნით, მათ შორის, არასრულწლოვნების საჭიროებებისა და გამოწვევების მხედველობაში მიღებით.საქართველოს მთავრობას: გამოავლინოს აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების გამომწვევი მიზეზები, ასევე, დამოკიდებული ადამიანებისა და მათი ოჯახების წინაშე არსებული გამოწვევები და მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით, განახორციელოს ეფექტიანი პრევენციული და რეაგირებითი ინტერვენციები.განახორციელოს აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების საკითხის პრიორიტეტიზაცია ჯანდაცვის პოლიტიკაში და თამაშებზე დამოკიდებული პირები უზრუნველყოს სარეაბილიტაციო და სხვა ტიპის მხარდამჭერი სერვისებით;უზრუნველყოს აზარტულ თამაშებთან დაწესებული საკანონმდებლო რეგულაციების ეფექტიანი აღსრულება, _ აღნიშნულია ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის მიერ გავრცელებულ ... ...
  • როგორია COVID-19-თან დაკავშირებული ეპიდსიტუაცია საქართველოში დღეისთვისმთავრობის მიერ საგანგებოდ შექმნილ ვებგვერდ StopCov.ge-ზე საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებული ინფორმაცია განახლდა. StopCov.ge-ს მიხედვით, დღეისთვის საქართველოში კორონავირუსით კიდევ 2 ადამიანი დაინფიცირდა, 10 კი გამოჯანმრთელდა. საერთო ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსი 796 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 634 უკვე გამოჯანმრთელდა, 12 ადამიანი კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 2508 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი _ ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...