უცნობი გურული მხედრის დღიური

ისტორია

უცნობი გურული მხედრის დღიური

2019 მარ 26 15:54:33

(გაგრძელება) მეორე დღეს შოვის ხაზეინი გამაცნეს ბაფალო ბილი.

(ბაფალო ბილი, ნამდვილი სახელი და გვარია უილიამ ფრედერიქ ქოუდი (1846_1917 წწ). აშშ_ს არმიის პოლკოვნიკი, მზვერავი, დილიჟანსის გამცილებელი, შოუმენი და ბიზნესმენი, "უაილდ უესთ შოუს”_ ველური დასავლეთის შოუს, დამაარსებელი. მან საფუძველი ჩაუყარა ამერიკულ შოუ ბიზნესს).

     ამერიკაში ყველაკაცი იცნობს იმდენი წიგნებია მასზე დაწერილი რუმ ვერDდეითვლი მთელი მისი ცხოვრებაა დაწერილი რაფერ ნადირობდა ბაფალოზე იმიზა შეარქვენ მაი სახელი. რაფერ გადაქონდა ფოშტა, ინდიელებს რომ ეჩხუბებოდა და ყოლისფერი რაც თავს გადახთენია. ერთი ქე წევიკითხე შოვში მომცენ  ნამეტარი მომეწონა მარა ზოგან სინცრუეა დაწერილი რაფერ შეიძლება ერთი გასროლით კაძახმა სამი ინდიელი მოკლას? მარა მაინ კაია. ბაფალო ბილი მაღალი ყაძახია, კაი შესახედაობის გძელი თმებით და წვერულვაშით  ლოყებზე განაპარცი ჰქონდა. ტყავის შარვალი და კასტუმი ეცვა ქუდი ეხურა კავბოიკაცებს რომ აქვენ. იშვიათი მოჯირითე იყო კარგადაც სროლილობდა ერთხელ თურმე ინგლისში რუმ იყო დედოფალს აჩვენებდენ ამ შოვს ვინჩესტერიდან სროლილობდა დედოფალ ვიქტორიას უთქვამს  მაი ვინჩესტერი კაი ყაძახის ხელშიაო.

   (1892 წლის 25 ივნისს ,,უაილდ უესთ შოუს” წარმოდგენა გაიმართა უინძორში დედოფალ ვიქტორიას წინაშე, წარმოდგენაში მონაწილეობდნენ გურული მოჯირითეებიც, დედოფალი მათი დიდი თაყვანისმცემელი იყო ).

   გევიცანით ერთმანეთი ხელის ჩამორთმევაც მაგარი სცოდნია. ინგლისური საიდან იციო? აქანე კაი ხანი ვარ მეთქი. მიყურა ერთხან დაკვირვებით ცხენზე თუ იცი ჯდომაო რავა გეკადრება ბატონო ამის მეტი რა შემიძლია მეთქი. შამუვახტი ცხენს და ჩემებურად გავაჭენე, გურიაში ბაღნობაში მეტ კი არაფერს ვაკეთებდი ბაბაიმ მასტავლა ნამეტარი მოეწონა ტაშიც დოუკრა ერთი ორჯერ კაიო მოდი და გაგსინჯავთო. მერე ისთევლე ხელი ჩამომართვა.  კანტრაქტი დამიდვეს. ასთე მოვხთი შოვში!

      ნამეტარი ვიღლებოდი. თავიდან ბრევლი მუშავობა გვიწევდა საღამო ხანს ისთე ვიყავი ფეხებს ვერ ვგძნობდი არსა წასლა არ მინდოდა აღარ მაინტერესებდა დამაძინა მეთქი. მარა მივეჩვიე.

    შოვის წინ იმართებოდა პარადი ყველაყაი თათრები ინდიელები ამერიკელები  ქალაქის მთავარ ქუჩაზე  ცხენებით მოდიოდენ წინ შოვის პატრონი ხან პარადის შუაში..  ხანდისხან ხელში დროშებიც გვეჭირა ხალხი მთლა ჩვენ მოგვჩერებოდა.  ჩვენი გამოსლა იწყებოდა სიმღერით მერე პაწა ხანს ვცეკვავდით ფიცრისგან შეკრულ იატაკზე. მე კაი ცეკვა არ ვიცი მარა ამერიკელებიზა გამოდგება. ვიწყებდით ჯირითობას. ცხენზე თამაშით მთლა ვაშტერებდით მაყურებელს. მე მიწიდან ვიღებდი  ნივთებს, ვაკეთებდი თავყირას. აბდარშიც კი ცარიელ არდგილს ვერ იშონიდი.

 შოვში იყვენ კაი ცხენოსნები მექსიკელები კავბოები მარა ჩვენ ვერ გვჯობნიდენ ნამეტარ ცთილოფთენ...

    ხელფასი ევიღეთ ბიჭეფმა მაღაზიაში წევიდენ, მეც გავყეი თვარა იგენი გამყიდველს ვერაფერს გააგებიებენ. იყიდენ რაიც უნდოდათ და გახარებული წამევედით სახში.

   რაიც შემიძლია ვაგზავნი სახში...

  მიყვარს მატარებლით მგზავრობა მთელი შოვის ხალხი ჩავალაგებთ ბარგს, ცხენეფს თავის ადგილს მივუჩენთ, ადგილებზე დუუფშტვენდა მატარებელი და გუუყვებოდა გზას ვიჯექი ფანჯარასთან და ვუცქერდი იქაურობას ხალხს სახლებ. ზოგან ბუნება ისთე გავს გურიას. დიდი მთაი. აქანე ხავაც კაია

საღამოზე ქალაქში სანახავათ გავდიოდით.  მე პირველათ რომ მოვხთი ამერიკაში მარტუაი თფილისი და ქუთაისი მქონდა ნანახი. ახლა კი იმფერ სანახავებს ნახავ ზღაპარია გეგონება.

    მთელი დუნია მევიარეთ სუნთელი ამერიკა ხომ მთლა გადმევიარეთ. ევროპაში ვიყავით, გერმანია საფრანგეთი იტალია კანადა ქვეყანა არ დაგვრჩა ფეხი არ დაგვედგას ძაან დახვედრა გვქონდა. ხალხი თბილათ გხთებოდა უხაროდენ ჩვენი ნახვა.  ბიჭეფ არ მოეწონენ ინგლისელები ნამეტანი ცივი ხალხი გამოდგენ. ზედმეტს ერთს არ გაგიღიმებდა ჩვენი ერთი აფხანაკი  ანთაძე თურმე სულ რაცხა სალაღობო ამბებს ლაპარიკობდა მარა ერთჯელ ვერ გააცინა.  ფრანცუზები ქუჩაში უკან მოგვყვობოდენ, ბიჭეფი ჩივოდენ აგენი ჩვენი დაცვა არიო მოდიოდენ ტანსაცმელს და ხანჯლეფს უყურებდენ  ყველაკაცი კაზაკს გვიძახდა კი ვუჩივოდით არ ვართ ბატონო კაზაკები მარა ვინ გაყურებდა. რა მაგენის ბრალია აფიშებზე და ფოსტერებზე* კაზაკი და რუსიო ეწერა. ჩაცმულობაც იმფერი გვქონდა ჩვენებურ გურულს და კაბალახს ერთი თუ ატარებდა ხაზეინის თხოვნა არისო. 

ჩემ ერთ აფხანაკ ამერიკელს შევეკითხე: შავი ზღვა თუ იცი?

არაო კავკასია? არაო. საქართველო? სულ ნოუ ნოუს ჩივოდა....

აბა რა იცი შე უბედურო რაფერ ააშენეს ამ ოჯახდაქცეულებმა აი ქვეყანა? (სტილი დაცულია)გაგრძელება იქნება




 ახალი ამბები
  • ტელეწამყვანი თემურ ჩხიკვაძე გარდაიცვალასაქართველოს პირველი არხის ყოფილი წამყვანი, ქართული ტელევიზიის ლეგენდა, თემურ ჩხიკვაძე გარდაიცვალა. ის 70-იანი წლების მეორე ნახევრიდან მუშაობდა საქართველოს პირველ არხზე. თემურ ხიკვაძე თითქმის სამი ათეული წლის განმავლობაში იყო დიქტორი, ასევე საინფორმაციო პროგრამა „მოამბის“ ... ...
  • საქართველოს პრეზიდენტს მაცხოვრის საფლავის მცველის ორდენი გადაეცასაქართველოს პრეზიდენტს იერუსალიმის პატრიარქმა, მისმა უნეტარესობამ თეოფილე მესამემ იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდო- მაცხოვრის საფლავის მცველის ორდენი გადასცა, _ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდო საქართველოს პრეზიდენტს იერუსალიმის პატრიარქმა დღეს რეზიდენციაში გამართულ შეხვედრისას გადასცა. პრეზიდენტმა და პატრიარქმა იმსჯელეს ასევე ქართველი მეცნიერების შესახებ და გადაწყდა, რომ ქართველ მეცნიერებს იერუსალიმის ეკლესიაში დაცულ ხელნაწერებზე და ხელოვნების ნიმუშებზე კვლევების ჩატარების შესაძლებლობა მიეცემათ და მათ საქმიანობას პატრონაჟს საქართველოს პრეზიდენტი გაუწევს. აღნიშნული საკითხის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა დახმარება იერუსალიმის პატრიარქს, მის უნეტარესობა თეოფილე მესამეს სთხოვა, რომლისგანაც საკითხის მოგვარების თანხმობა მიიღო. სალომე ზურაბიშვილს იერუსალიმის პატრიარქი პირადად წარუძღვა მაცხოვრის საფლავის ეკლესიაში, სადაც სიწმინდეები მოილოცეს. საქართველოს პრეზიდენტმა იერუსალიმის პატრიარქს ფოკის მონასტერში დაწერილი ღვთისმშობლის ხატი ... ...
  • მღვდელმონაზონს, რომელმაც სასულიერო იერარქები მამათმავლობაში ამხილა, მსახურება აუკრძალესმღვდელმონაზონ ანდრია სარიას მღვდელმსახურება აეკრძალა. ამ საკითხთან დაკავშირებით საპატრიარქოში ბრიფინგი გაიმართება. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ბრძანებაში, რომელიც 20 იანვრით თარიღდება, წერია, რომ ანდრია სარია გაფრთხილების მიუხედავად, მედიით საპატრიარქოსა და ეკლესიის იერარქთა მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებდა.  „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქთა და საქართველოს საპატრიარქოს მიმართ მასმედიის საშუალებით კვლავ გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებებისა და დაუსაბუთებელი ბრალდებების გამო მღვდელმონაზონ ანდრიას (სარია) აეკრძალოს მღვდელმოქმედება და მიეცეს დრო სინანულისთვის“, - წერია ბრძანებაში.  მღვდელმონაზონი ანდრია სარია ჭყონდიდის ეპარქიიდან 2019 წლის 13 დეკემბერს გაათავისუფლეს. მაშინ ეს გადაწყვეტილება მას ახალმა მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა გააცნო. ეპარქიიდან გათავისუფლებამდე რამდენიმე დღით ადრე ანდრია სარიამ გამოაქვეყნა ეროვნული არქივიდან 1982 წელს ამოღებული წერილი, რომელშიც საუბარია მამათმავლობის პრობლემაზე, კერძოდ კი, მაშინდელი 5 მოქმედი ეპისკოპოსი მიმართავს პატრიარქს და ამ ცოდვით შეპყრობილ 3 ეპისკოპოსსა და 1 დაბალ სასულიერო იერარქს ამხელს. წყარო: ... ...
  • აპატურაი: ნატო რუსეთთან ყოველთვის წამოჭრის საქართველოს საკითხს„ნატო რუსეთთან კომუნიკაციის დროს ყოველთვის წამოჭრის საქართველოს საკითხს და მეზობლების მიმართ რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას დაგმობს, “- ეს განცხადება კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ „ქრონიკასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში გააკეთა.  დღეს ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის დაწყებამდე ჯეიმს აპატურაიმ ქრონიკასთან“ საუბარში განაცხადა, რომ დღის წესრიგშია ორი საკითხია: წლიური ეროვნული პროგრამის შეფასება და ოკუპირებული ტერიტორიები.  „ნატოს წევრი ქვეყნები პოზიტიურად აფასებენ სამშვიდობო ინიციატივებს და ხედავენ საქართველოს ხელისუფლების მცდელობას. ეს პოზიტიურადაა შეფასებული. ჩვენ ვიცით, რომ ეს არ არის მარტივი. სეპარატისტები და რუსული მხარე ართულებენ სიტუაციას. გრძელდება ბორდერიზაცია. გადასასვლელები დაკეტილია სექტემბრის შემდეგ და მძიმე ჰუმანიტარული სიტუაციაა ადგილზე,“- განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.  მისი თქმით, ნატოში რუსეთთან მიმართებით პოზიცია არ შეცვლილა: „ორგანიზაცია აჩვენებს ერთიანობას ამ საკითხზე. ჩვენ გვაქვს ძალიან მტკიცე სტრატეგია, რომელიც მოიცავს თავდაცვის გაძლიერებას და მეორეს მხრივ ვცდილობთ გვქონდეს დიალოგი, რომელიც არსებითი ხასიათის შედეგებს მოიტანს.“ ჯეიმს აპატურაიმ „ქრონიკასთან“ საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებსა და მისი მაღალი სტანდარტით ჩატარების აუცილებლობაზე ისაუბრა:  „საქართველო ყოველთვის იყო მოწინავე სახელმწიფო დემოკრატიულ რეფორმებში და აჩვენებდა, რომ პოლიტიკური სისტემის ტრანსფორმაციას ქვეყანა მიჰყავს ახლოს დასავლურ ღირებულებებთან, ნატოს წევრ ქვეყნებთან. ამიტომაც ამ არჩევნებს ასე ყურადღებით აკვირდებიან ნატოს წევრი სახელმწიფოები. ეს ქართული არჩევნებია, მაგრამ აქვს ფართო რეზონანსი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის. ამიტომ საჭიროა ყველაზე მაღალი სტანდარტის ჩვენება,“- განაცხადა ... ...
  • ბათუმში სამი ტყუპი დაიბადაჯანმრთელობის ცენტრ „მედინაში“ სამი ტყუპი დაიბადა. აღნიშნულ სიახლეს ტვ25 ავრცელებს. საკეისრო კვეთის შედეგად სამყაროს 2 გოგო და 1 ვაჟი მოევლინა. ახალშობილები ამ დროისთვის  ინკუბატორში არიან მოთავსებულები და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ერთი  გოგონას წონა 2,500 გრ შეადგენს და 45 სმ-ია. მეორე  გოგონა 1,70 გრამია და მისი სიგრძე 44 სმ შეადგენს. რაც შეეხება ვაჟს - იგი 44 სმ-ია და 1,800 გრამს იწონის. ... ...

არქივი

ზაფრანი

ქალი, მამაკაცი... ასტროლოგია

ვერძი თუ ვერძს უყვარხართ, წუთით...

რამდენჯერ უნდა გათხოვდეს ქალი

პირველი ქორწინება 18-20 წლის ასაკში...

„საშიში ვარსკვლავები“

ამერიკულმა ინტერნეტ უსაფრთხოების კომპანია McAfee-მ...

დილით დასვენებულმა რომ გაიღვიძოთ

ორგანიზმი ძილის დროს ახალგაზრდავდება, დუნდება...

ფინანსური სტაბილურობა და ასტროლოგია

გთავაზობთ იმ ნიშნების ჩამონათვალს, რომლებიც...

როგორ დავგეგმოთ წარმატებული კვირა

ვედურ ასტროლოგიაში არსებობს კონკრეტული რჩევები...
კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...