ნინო ლომჯარია: მოვუწოდებ ყველას, იყვნენ მაქსიმალურ კონტაქტზე სახალხო დამცველთან

ისტორია

ნინო ლომჯარია: მოვუწოდებ ყველას, იყვნენ მაქსიმალურ კონტაქტზე სახალხო დამცველთან

2017 ნოე 30 17:33:54

ახლად არჩეულმა სახალხო დამცველმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. როგორც ნინო ლომჯარია აცხადებს, მისთვის მოულოდნელი იყო ასეთი მხარდაჭერა. ლომჯარიას თქმით, ის მზად არის ხალხთან სათანამშრომლოდ.

,,ამხელა მხარდაჭერის მაჩვენებელი ჩემთვის სიმართლე გითხრათ, მოულოდნელი იყო კრიტიკული შეფასებები ფონზე. მე მზად ვარ, რომ ყველა ადამიანთან, ვისაც კითხვები ჰქონდა, ვითანამშრომლო, მოვუსმინო მათ პრეტენზიებს და ვუპასუხო.

მე შევუდგები საქმიანობას მას შემდეგ, რაც მოქმედ სახალხო დამცველს ამოეწურება უფლებამოსილების ვადა. პირველი რაც იქნება, გავეცნობი არსებულ ვითარებას აპარატში. მოვუწოდებ ყველას, იყვნენ მაქსიმალურ კონტაქტზე სახალხო დამცველთან.

მე ვიქნები ძალიან გახსნილი მათთან. ძირეული ცვლილებები იქნება თუ არა, ამაზე მას შემდგე ვისაუბრებ, რაც მივალ აპარატში და გავეცნობი მდგომარეობას. ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ პროფესიონალიზმი იყოს წინა პლანზე” _ აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.




 ახალი ამბები
  • ოზურგეთის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი „ბლექსი არენას“ უსასყიდლოდ გადეცემადღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  სხდომაზე განიხილეს საკითხი: „ოზურგეთის მუნციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სახელმწიფოსთვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ. საკითხის ირგვლივ მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენელმა, პელაგია  კალანდაძემ ისაუბრა და თქვა, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 3724 კვ. მ და 502 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები გადაეცეს უსასყიდლოდ  საკუთრებაში სახელმწიფოს შემდგომში   შპს „ბლექსი არენას ჯორჯიას“-სთვის  გადაცემის მიზნით. საკრებულოს დეპუტატებმა იკითხეს, რა დანიშნულებისთვის სჭირდება,რატომ უნდა გადაეცეს ეს მიწა „ბლექ სი არენას“. პელაგია კალანდაძემ უპასუხა, რომ ეს მიწის ფართი  იქ პარკირებისთვის ... ...
  • ლიხს იქეთ- აქეთა საქართველოს კურორტები ზამთრის სამოსშიწლევანდელი თებერვლის დადგომა, სულაც  არ გამოდგა ხეში წყალის ჩადგომის წინაპირობა და ბოლო წლების მანძილზე უთოვლოდ გასტუმრებულ არაერთ  ზამთარს, კვალში არ ჩაუდგა. ნანატრი ფიფქებიც უხვად გამოჩნდა და საქართველოს მთასა და ბარში თითქმის ერთნაირად მოთოვა. ჩვენ არაერთ ფოტორეპორტაჟს,  როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს დათოვლილი კურორტებიდან გთავაზობთ. ამჯერად, ლიხს იქეთ-აქეთა საქართველოს კურორტები ზამთრის  უჩვეულო სამოსში, ჩვენმა მეგობრებმა  მერი ჭანუყვაძემ, მაია გასიშვილმა და ლალი თავართქილაძემ გადაიღეს და გამოგვიგზავნეს _ნანატრი თოვლიანი ზამთარი ხომ ყველას განსაკუთრებულად ... ...
  • დეპუტატი მიწის ნორმატიული ფასების წინააღმდეგდღეს  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რიგგარეშე სხდომაზე, მერიის სამსახურების, ა(ა)იპ-ების და შპს -ების მიერ 2019 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშებს მოსმენა დაიწყო. მანამდე კი  განიხილა რამდენიმე საკითხი, რომელთაგან ერთ-ერთი იყო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ,   საკრებულოს მიერ დადგენილების  მიღება.  დეპუტატმა ლავრენტი ბიგვავამ, გამოთქვა უკმაყოფილება, რომ ქალაქში არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნორმატიული ფასი  წლების წინანდელი ოდენობით ისაზღვრება და ცვლილება არ ხდება. _ როდესაც ასეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი  შემოდის,  წლიდან წლამდე ერთნაირი არ უნდა იყოს, არ უნდა  შემოდიოდეს სულ ერთი და იგივე დოკუმენტი. ამქვეყნად ყველაფერი იცვლება, ნიადაგის ფიზიკურ-ქიმიური შემადგენლობა, სტრუქტურა თუ საბაზრო ფასი. აქ უნდა შემოდიოდეს დოკუმენტი, რომელშიც იქნება მითითებული, ეს უნდა იყოს ამდენი და განმარტებაც - რატომ უნდა იყოს ამდენი. ბევრ მუნიციპალიტეტში ყოველწლიურად არეგულირებენ ფასს და ოზურგეთს კი აქვს საიმისო პოტენციალი, შემოიღოს ისეთი დოკუმენტი,   რომელიც კანონმდებლობის ფარგლებში რეგულირდება, _ თქვა მან და აღნიშნა ისიც, რომ ბევრ მუნიციპალიტეტში ამას ყოველ წელს არეგულირებენ. ბიგვავამ თქვა, ისიც, რომ დებულებას მხარს მხოლოდ იმიტომ უჭერს, რომ მისი არსებობა აუცილებელია და კიდევ ერთხელ მიუთითა, რომ ცვლილება ... ...
  • ლანჩხუთში შოთა ფირცხალაიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა (R)ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის გურიის სამმართველოს ინიციატივით, გურიის რეგიონში, თანამებრძოლების ხსოვნის პატივის მისაგებად, სპორტული ტურნირების გამართვა დაიწყო. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, მიმდინარე წლის 16 თებერვალს, ლანჩხუთში გაიმართა ჩემპიონატი ნარდსა და შაშში, რომელშიც მონაწილეობა ომისა და თავდაცვის ძალების ადგილობრივმა ვეტერანებმა მიიღეს. ჩემპიონატი, აფხაზეთის ომის ვეტერანის, შოთა ფირცხალაიშვილის ხსოვნას მიეძღვნა. ტურნირის გამარჯვებული გახდა ნარდში - აფხაზეთის ომის ვეტერანი, ვლადიმერ კვიტაშვილი, ხოლო შაშში - ენვერ ორმოცაძემ. გამარჯვებულებს გადაეცათ თასები, მედლები და სამახსოვრო საჩუქრები. აღნიშნული ტურნირი ტრადიციული გახდება და ყოველწლიურად გაიმართება. ღონისძიებას დაესწრნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის გურიის სამმართველოს წარმომადგენლები, გელა ბაქანიძე, ელგუჯა ჩხაიძე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის წარმომადგენელი, პაატა ურუშაძე და ადგილობრივი ვეტერანები. (R) ... ...
  • დიდი ოდენობით ყალბი ვალუტა_ უკრაინის მოქალაქეებს თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყალბი ვალუტის შეძენა, შენახვა და გასაღების ფაქტზე  ე.მ., ხოლო წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ გასაღების მიზნით, დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის შეძენა და შენახვის ფაქტზე ბრალდებული ა.ა. დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, დადასტურდა, რომ უკრაინის მოქალაქეებმა ა.ა.-მ და ე.მ.-მ წინასწარი შეთანხმებით შემდგომი გასაღების მიზნით შეიძინეს და ინახავდნენ 20 ცალ ყალბ 500 ევროიან კუპიურას. 2019 წლის 15 მაისს, ე.მ.-მ, ქ. თბილისში, ოთხ სხვადასხვა სავალუტო ჯიხურში, მოლარეებზე გაასაღა ორ-ორი ცალი ყალბი 500 ევროიანი კუპიურა, რაც ამოღებულია. ხოლო იმავე დღეს ჩატარებული ე.მ.-ს პირადი ჩხრეკისას დამატებით ამოღებულია კიდევ ორი ცალი ყალბი 500 ევროიანი კუპიურა. გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადგინდა, რომ ა.ა.-მ შემდგომი გასაღების მიზნით შეიძინა და 2019 წლის 15 მაისის ჩათვლით ინახავდა 10 ცალ ყალბ 500 ევროიან კუპიურას. სამართალდამცველების მიერ საერთო ჯამში  ამოღებულ იქნა 10 000 ევროს ოდენობის 20 ცალი ყალბი 500 ევროიანი  კუპიურა. სამართალდამცველებმა  ე.მ. და ა.ა. 2019 წლის 15 მაისს ქ.თბილისში დააკავეს. ე.მ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით (ყალბი ვალუტის შეძენა, შენახვა გასაღების მიზნით და გასაღება, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ (4 ეპიზოდი)), ხოლო ა.ა.-ს 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით  (ყალბი ვალუტის შეძენა და შენახვა გასაღების მიზნით, დიდი ოდენობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.  თბილისის საქალაქო სასამართლომ  ე.მ. და ა.ა. დამნაშავედ ცნო  წარდგენილ ბრალდებაში  და ორივეს სასჯელის  სახედ  და  ზომად  7 წლით და 6 თვით  თავისუფლების  აღკვეთა   განუსაზღვრა. ... ...

არქივი

ზაფრანი

„წყალგარეული“ ღვინის მომავალი

სამხრეთ აფრიკელმა მეღვინეებმა ბევრი იფიქრეს,...

ჯონ ლენონის ნივთები დღესაც სარფიანად იყიდება

მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანელი...

ლუდი გონების სამსახურში

როგორც ამერიკელმა და ახალზელანდიელმა მეცნიერებმა...

ბრიტანელები ჰიტლერის ფოტოებით დაინტერესდნენ

ცოტა ხნის წინ, ამერიკის შეერთებულ...

საუკეთესო თეთრ ღვინოებს შორის

Chateau d'Yquem მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე ...
კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...