"ოთარის ცოლსა ქოშები გაუხდია და ბაშმაკები ჩაუცვამს” _ თბილისური ამბები

ისტორია

"ოთარის ცოლსა ქოშები გაუხდია და ბაშმაკები ჩაუცვამს” _ თბილისური ამბები

2019 სექ 21 14:34:40

როგორც ყველა ევროპულ ქალაქს თბილისშიც იყვნენ განთქმული დალაქები. ერთი ასეთი იყო ადგილობრივი მცხოვრები ვინმე გრიქულა, რომელიც მერე თეატრში გადაიდა სამუშაოდ და ,,მეპარიკე” გახდა. ჩამოსულებიდან დიდი მოთხოვნით სარგებლობდა ფრანგი ბერლემონი. დალაქებთან თბილისელი ლამაზმანები ,,პრიჩოსკებს” იყენებდნენ და თმებსა და ფრჩხილებს ინით იღებავდნენ. დროთა განმავლობაში ცნობილი ბლოტის მაღაზიაში, რომელიც ერივანსკის (ახლანდელი თავისუფლების მოედანი) მოედანზე მდებარეობდა, ქალთა და მამაკაცთა ცალკე საპარიკმახერო ოთახები გაიხსნა.

1907 წლისათვის თბილისში აშენდა ახალი კინოთეატრები: ,,მუზა”, ,,აპოლო”, ,,კოლიზეი”, ,,ლირა”, ,,მინიონი”, ,,სინემა-დისკი” და ა.შ. მათ, ხშირ შემთხვევაში, ან ,,პროჟექტორებს”, ან ,,ელექტრო-თეატრებს”, უწოდებდნენ. შემდგომ წლებში კინოთეატრების რიცხვი გაიზარდა, მათი უმრავლესობა განლაგებული იყო მიხაილოვის (დღევანდელი აღმაშენებლის) გამზირზე. გოლოვინზე ერთადერთი კინოთეატრი ,,არფასტო” მდებარეობდა დღევანდელი კინოს და თეატრალური უნივერსიტეტის შენობაში და ის ცნობილ მიქაელ არამიანცს (ყველა როგორც საავადმყოფოს პატრონს რომ იცნობს) ეკუთვნოდა. კინოთეატრის დასახელება სავარაუდოდ წარმოებულია მისი შვილების სახელების პირველი ასოებიდან – არამ, ფლორა, ანა, სოგომონ, თამარა, ოვანეს –,,არფასტო”. კინოთეატრში მთელი სეანსის განმავლობაში 10-12 კაციანი ორკესტრი უკრავდა. მათ განკარგულებაში იყო უამრავი სხვადასხვა თხზულებისაგან შემდგარი მუსიკალური ბიბლიოთეკა, რომელიც სხვადასხვა გრძნობასა და განწყობილებას გამოხატავდა: ,,შეყვარებულთა პაემანი’’, ,,დევნა”, ,,დრამატული დაძაბულობა”, ,,ქარიშხალი” და სხვა. უკვე მაშინ მუსიკის საშუალებით ცდილობდნენ კინოკადრებთან ერთად განწყობილების შექმნას, მაყურებელზე უფრო მეტი ზემოქმედების მოხდენას და მხედველობით აღქმულის გაძლიერებას.

1873 წლის 6 დეკემბერს კავკასიის მეფისნაცვალი, დიდი მთავარი მიხეილ ნიკოლაევიჩი ალექსანდრეს ბაღში სეირნობდა. გზაში მას შეხვდა სამი ახალგაზრდა, რომლებმაც მეფისნაცვალს საკადრისი სალამი არ მისცეს, მხოლოდ ქუდებზე ხელი ოდნავ მოიკიდეს, ერთმა კი გაიღიმა კიდეც. მეფის ნაცვალი აღშფოთდა. საქმე ის არის, რომ ვინც მეფისნაცვალს შეხვდებოდა, უნდა გაჩერებულიყო, ქუდი მოეხადა და სალამი ისე მიეცა. დიდმა მთავარმა მოიხმო ყმაწვილები და გულმოსულმა ჰკითხა: _ მიცნობთ მე თუ არა, რატომ ქუდები არ მოიხადეთო. როცა გაიგო, რომ ისინი სემინარიელები იყვნენ, თავის ადიუტანტს დაავალა, ისინი რექტორთან მიეყვანა და ეს ამბავი გადაეცა. ეს სემინარიელები იყვნენ: დავით კეზელი, შემდეგში ცნობილი ჟურნალისტი, რომელიც სტატიებს `დავით სოსლანის~ და `ზოილის~ ფსევდონიმებით აქვეყნებდა, ალექსანდრე მაჭარაშვილი და სტეფანე ჭრელაშვილი, მომავალი პუბლიცისტი, `სანოს~ ფსევდონიმით ცნობილი. ამ ინციდენტს რომ დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ისიც მოწმობს, რომ საქმეში ჩარეული იყო ჟანდარმერია, პოლიცია, პროკურატურა, ხოლო გამოძიების შედეგები თვით ალექსანდრე II-ს წარუდგინეს. სემინარიელები სამ თვეს ჰყავდათ მეტეხის ციხეში გამომწყვდეული. მათ სხვადასხვა ვადით პატიმრობა მიუსაჯეს, დავით კეზელს კი ესეც არ აკმარეს და როგორც პოლიტიკურად არასაიმედოს, ციხიდან გამოსვლის შემდეგ საქართველოში ცხოვრების უფლება არ მისცეს და რუსეთში გადაასახლეს.

,,ალექსანდრეს ბაღის” (დღემდე ,,ალექსანდროვის ბაღს რომ უწოდებენ) ქვედა ნაწილში, სადაც ახლა გიორგი ლეონიძის ძეგლი დგას, ყაბახი იყო გამართული, სადაც იმართებოდა სპორტული სანახაობები - ჯირითი, შუბით, მშვილდ-ისრით, თოფით სროლაში შეჯიბრი. მოგვიანებით, ამ ადგილას გააშენეს ბაღი, მოაწყვეს შადრევანი და აუზი, ბარში უკრავდა ორკესტრი, იმართებოდა საცირკო სანააობები. ყაბახის ტრანსფორმაცია ევროპული ყაიდის ატრაქციონსა და სანახაობებში, ბევრ თბილისელში იწვევდა სინანულის გრძნობას. ჟურნალი ,,ცისკარი” (1858, #1) წერდა: ,,საღამოს ჟამს ჩაველ ყაბახზე, მუზიკა იკვროდა და იყო დიდი ხალხის დენა... დაიწყეს ჯერ გაჭიმულს თოკზე ხტომა ქალებმა და კაცებმა. მერმე ატყდა ცხენების ჭენება, ვუყურე, ვუყურე, თუ როგორ ტიტველა დედაკაცები უბელო ცხენებს გავაზე ახტებოდნენ.

აი, თქვენც შეგარცხვინათ მეთქი და ამის იქით თქვენთან მომსვლელიც. ამის შემდგომ დაიწყეს მალაყები და სხვა კიდევ რაღაც მიქარვები. წამოვდექ საჩქაროდ და გამოვვარდი გარეთ... მომაგონდა ძველი დროის შექცევები, უწინდელი ასპარეზობა, უწინდელი ჯირითობა ყაბახზე.”
XIX საუკუნის შუა წლებში საქართველოში უცხოეთიდან შემოტანილი ტანსაცმელი დიდი პოპულარობით სარგებლობდა. იხსნებოდა სხვადასხვა მაღაზიები ატელიები, სადაც კლიენტებს სთავაზობდნენ ევროპულ ტანსაცმელს. ეს გულისწყრომას იწვევდა ძველი ყაიდის ქალაქელებში. გრიგოლ ორბელიანი იგონებს: ,,ერთხელ ივანე მალხაზიჩის (ანდრონიკოვის) დედასთან, მარამთან, შევედი და ბატონიშვილი დიდად და დიდად გაჯავრებული დამხვდა.

- რაო, ბატონიშვილო, რამ გაგაჯავრა ასე, ვინ რა გაწყენინა?

- როგორ რამ გამაჯავრა; უი, სირცხვილო! შვილო, გაგონილა? ოთარის ცოლსა ქოშები გაუხდია და ბაშმაკები ჩაუცვამს”.




 ახალი ამბები
  • „დეპრესიას უმადურობა იწვევს“ - ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა„აზროვნების აკადემია“,  პროექტ  „სალონური საუბრების” ფარგლებში, სოციალურ ქსელში ამჯერად ფსიქოლოგ მარინა კაჭარავას ლექციას აქვეყნებს, რომელიც დერპესიულ აშლილობას ეხება: “ფსიქიატრების აზრი ძალიან უახლოვდება რელიგიურ მოსაზრებას, რომ უმადურება უდრის დეპრესიას. ამ დროს არ აქვს მნიშვნელობა, ბევრი გაქვს თუ ცოტა, ხახვის და პურის უმადური ხარ თუ სასახლეები გაქვს და ამის. ზოგადად, უმადურობა იწვევს დეპრესიას. აღმოჩნდა, რომ თავის ტვინში არის ოპიატური რეცეპტორები, სიამოვნების ჰორმონი, რომელიც თურმე გამომუშავდება მაშინ, როდესაც ხარ მადლიერი. როდესაც არ ხარ მადლიერი, ეს სიამოვნება დაკარგული გაქვს და მას ეძებ.  თუ ხარ მადლიერი იმის, რაც გაქვს, გაქვს სიმშვიდეც. სიმშვიდეც მადლიერებას მოაქვს და ანტიდეპრესანტიც ეგაა. ჩვენ კულტურალურად ძალიან დამძიმებულები და უმადურები ვართ. დაახლოებით 20 წლის წინ ამერიკელებთან ერთად ტრენინგზე ვისხედით და იქ იყო ასეთი სიტუაიცა. ყველა იწყებდა საუბარს ასე, გამარჯობა, მინდა მადლობა გადავუხადო ბებიას, რომელმაც ფუნთუშები დამიმზადა. მეორემ მადლობა მეზობელს გადაუხადა, რომელმაც გაუღიმა. მესამემ მადლობა გადაუხადა მზეს მზეს და მივხვდი, რომ აქ ხდება პოზიტივში საკუთარი თავის ამოქოქვა. ანუ დღეს ვიწყებთ პოზიტიურად იმით, რომ მადლობას ვუხდით ვინმეს და ეს თურმე ჩვენთვისვე არის კარგი. მადლობელი რომ ხარ უკვე ეს ჩემთვისაა კარგი და არა მისთვის, მისაც ... ...
  • მართვის მოწმობის აღების ასაკი იცვლება17 წლის მოქალაქე მართვის მოწმობას ვეღარ აიღებს. კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, მოქალაქე 18 წლის უნდა იყოს, რათა მოტოციკლისა და მსუბუქი ავტომობილის მართვის უფლება მოიპოვოს. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის ინიციატივა შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკუთვნის. „მთავარი ის კი არ არის, 17 წლისა აიღებს მართვის მოწმობას ადამიანი, 37 წლისა თუ 57-ის, არამედ ის, თუ რა ცოდნის საფუძველზე იღებს ის მართვის მოწმობას. დღეს ჩვენ გვაქვს პრობლემა, რომ ე.წ. ავტოსკოლებში მოქალაქეებს კოდირების გზით მართვის მოწმობის აღებას ასწავლიან. გამოცდაზე ადამიანები გადიან ცოდნის გარეშე, დაზეპირებული კოდებით, რის გამოც მართვის მოწმობას იღებს ადამიანი, რომელმაც საგზაო მოძრაობის შესახებ საერთოდ არაფერი იცის“, - ამბობს „ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარე დავით ... ...
  • "2020 წელს ვინ გაიმარჯვებს, ამას მოსახლეობა გადაწყვეტს და არა გიგა ბოკერია" _ კალაძე2020 წელს ვინ გაიმარჯვებს, ამას გადაწყვეტს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა და არა გიგა ბოკერია, - ასე ეხმიანება დედაქალაქის მერი კახა კალაძე „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებას. მისივე თქმით, ქვეყანაში პოლიტიკური კულტურის ნაკლებობაა და ამის ნათელი მაგალითი ოპონენტების განცხადებებია. „მე შემიძლია კიდევ ერთხელ მოვიშველიო ჩვენი პარტიის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომ ჩვენ მოვექცევით ჩვენს ოპონენტებს ისე, როგორც ჩვენს ქვეყანას ეკადრება და არა ისე, რასაც ისინი იმსახურებენ. თუმცა, ამ წლების განმავლობაში ისინი შეეცადნენ, რომ ეს მიდგომა, ეს დამოკიდებულება ჩვენ წინააღმდეგ გამოეყენებინათ“, - განაცხადა კახა ... ...
  • „ტურიზმის განვითარების მიმართულებაში მთავარი „ჩაის გზაა“ _ კარლ ჰარცელი გურულ სოფელშიევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა, ევროპის დღეებთან დაკავშირებული ვიზიტის   ფარგლებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელმთაში მეწარმე ლიკა მეგრელაძის საოჯახო სასტუმრო „კომლი“ დაათვალიერა. სახლის მფოლობელმა ლიკა მეგრელაძემ  ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის, “მონაწილეობითი პრონციპები გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისთვის”, მიერ გაცემული გრანტის ფარგლებში, მოახდინა ჩაის პლანტაციის რეაბილიტაცია და გაფართოება, განაახლა ტრადიციული ჩაის ჯიშები. საპატიო სტუმართან ტურიზმის განვითარების მიმართულებებში ერთ-ერთ უმთავრესზე, „ჩაის გზის“ შესახებ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსმა ალეკო მამეშვილმა ისაუბრა: _  ბევრი ვიფიქრეთ, რა უნდა ყოფილიყო ისეთი, რაც გურიას  საქართველოს სხვა  რეგიონებისგან განასხვავებდა და ეს არის სწორედ, „ჩაის გზა“. ასე დავიწყეთ ამ პროექტის შექმნა.  ჩვენი ერთ-ერთი წარმატებული ნაბიჯი არის ის, რომ ტურისტების 70% ყოფილი საბჭოთა კქვეყნებიდან შემოდის და  კარგად ახსოვთ ქართული ჩაის გემო. ამიტომ ნაკლები რეკლამა სჭირდება ამ საქმეს. გვაქვს ოთხი ძირითადი ლოკაცია. ასევე, ტურიზმის განვითარების სტრატეგიაში ერთ-ერთი საინტერესო მიმართულებაა ბალნეოლოგიური ტურიზმი, _ უთხრა სტუმრებს მამეშვილმა და გააცნო მათ ინფორმაცია ნასაკირალის სამკურნალო წყლების შესახებ,  უთხრა, რომ აქ 1930 წელს გაიხსნა ბალნეოლოგიური კურორტი. კარლ ჰარცელმა ინტრესით   დაათვალიერა იქვე, სახელდახელო მოწყობილი გამოფენა, სადაც ვიზუალურად, ფოტოებით იყო ნაჩვენები 1930 წელს ნასაკირაში ბალნეოლოგიური კურრორტის გახსნა და თანმხლები ... ...
  • სისხლიანი გარჩევა ლისის ტბაზე - ექიმებმა ვეფხვაძის გადარჩენა ვერ შესძლესგოჩა ვეფხვაძე დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა, მძიმე დაზიანებებით 41 წლის მამაკაცი საავადმყოფოში 6 ოქტომბერს მოათავსეს, თუმცა ერთ კვირიანი მცდელობის მიუხედავად ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს. ვეფხვაძეს გულ-მკერდის მარცხენა მხარეს, ასევე ბარძაყის ქვედა კიდურზე და წვივებზე 4 მძიმე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. 41 წლის მამაკაცს ქირურგიული ოპერაცია 3 საათის განმავლობაში უტარდებოდა. არსებული ინფორმაციით, ვეფხვაძეს დაპირისპირება, სავარაუდოდ, ძველ მეგობრებთან – ძმებ ფეიქრიშვილებთან და ნოდარ ნიშნიანიძესთან მოუვიდა, რომლებთანაც კონფლიქტი წლების განმავლობაში ჰქონდა. ვეფხვაძე 6 ოქტომბერს ლისის ტბაზე დაჭრეს, თუმცა, დაჭრილი კაცი შარტავას ქუჩაზე, მის საცხოვრებელ სახლთან მანქანით ... ...

არქივი

ზაფრანი

ჩაის რეცეპტი, რომელიც სიგარეტის მოწევის სურვილს აქრობს

თუ სიგარეტისთვის თავის დანებება გინდათ,...

რომელი პროდუქტი არ უნდა შეინახოთ საყინულეში

მაცივრის საყინულეში ბევრ საკვებ პროდუქტებს...

როგორ ამოვიცნოთ გენმოდიფიცირებული პროდუქტი

საზიანოა თუ არა გენმოდიფიცერებული საკვები...

მარტივი მეთოდები ჯანმრთელობის შესამოწმებლად

თვალები _ მოშორდით მონიტორს 4-5 ნაბიჯით,...

ხილი, რომელსაც უნდა ვერიდოთ

სამწუხაროდ, ყველა ხილი ჩვენი ფიგურისთვის...

მკურნალი ყველი

რამდენი თვის წინ დანიელმა მეცნიერებმა...
კარმიდამო ჩემი

ციტრუსოვანთა დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა კიდევ უფრო უნდა გავააქტიუროთ

მეციტრუსეობა საქართველოს სუბტროპიკული სოფლის მეურნეობის...

მოცვის კულტურა სოფლის ხვალინდელი დღეა (R)

მოცვის კულტურის გაშენებით დაინტერესებულმა პირებმა...

გურიაში გოჯიბერის გაშენება პერსპექტიულია

არსებობს მცენარეთა ისეთი პერსპექტიული, პოპულარული...

ულამაზესი, "მორჩილი" სურო და ლიანებით გამოხატული სილამაზე

სუროს დეკორატიულობა განსაკუთრებით თვალში საცემი...

როგორ შევინახოთ სათესლედ და სანელებლად გამოსაყენებელი ბოსტნეული

სხვადასხვა ბოსტნეული, განსაკუთრებით, სანელებლები, როგორიცაა...

როგორ ვებრძოლოთ კოღოებს ხალხური მეთოდებით

კოღოები ნამდვილადაა დიდი თავსატეხი. არც...

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...