ოთხმოცდაათიანი წლების ქრონიკა: „კაცის მანდილი“ და მხიარულად დარჩენილი კრება

ისტორია

ოთხმოცდაათიანი წლების ქრონიკა: „კაცის მანდილი“ და მხიარულად დარჩენილი კრება

16 დეკ. 2020, 12:37:21

დაბნელებულ 90-იან წლებს,  კიდევ უფრო უკუნით მოსილი სასტიკი ამბების ქრონიკა ახლავს, რაც არასოდეს დაგვავიწყდება და გახსენებაც მუდამ დამთრგუნველია.

თუმცა, იმ წლებშიც ხდებოდა (ხშირად  არა,  მაგრამ მაინც) სისატიკესთან და უგუნურებასთან გამკლავება, რასაც სიხარულის მომგვრელი შედეგი მოჰყვებოდა ხოლმე და ეს პირდაპირ ეხებოდა ადამიანის სიცოცხლის ხსნას  უაზრო სიკვდილისგან.

მაშინ, ოზურგეთის სინამდვილეშიც (ისევე, როგორც  საქართველოს სხვა ქალაქებში), უმსგავსობას და სისასტიკეს  საზღვრები  გადალახული ჰქონდა.

ერთ-ერთი უმძიმესი ამბავი,  ეროვნული მოძრაობის ხანაში, რაც დღემდე შემორჩა აქაურთა მეხსიერებას, იყო ზუგდიდში, წესრიგის  აღსადგენად ოზურგეთელთა შემადგენლობით, დამხმარე რაზმების შექმნის მცდელობა.

 იუმორის მოყვარე გურულები, ამ ფაქტს მომდევნო წლებში იხსენებენ, თუ როგორ დატოვა „კრება მხიარული“  „ერთი კაცის „ჩაგდებულმა მანდილმა“ და დიდი ალბათობით, არაერთი ოზურგეთელის სიცოცხლე იხსნა ძმათამკვლელ დაპირისპირებაში.

ოზურგეთის გამგეობაში ჩატარებულ აქტივის კრებას, რომლის დროსაც ყველაზე დიდი წინააღმდეგობა ქალებმა გასწიეს,  ზუგდიდში წასვლის წინააღმდეგ, გავრცელებული ინფორმაციით, ყველაზე აქტიური იყო ქალბატონი გულიკო ლომჯარია, ცნობილი ოზურგეთელი კოლორიტი, რომელსაც  უფრო ადრე რაიკომის მდივნის, იმხანად კი აბრეშუმის ფაბრიკის დირექტორის პოსტი ეკავა.

„გურია ნიუსი“ ქალბატონ გულიკოს ესაუბრა იმ „არეულობის დროს“ ცნობილი ოზურგეთული კრების შესახებ, რაც მან დაგვიდასტურა.

ყველას კარგად ახსოვს „მხედრიონის“ ცნობილი რეპრესიები ზუგდიდში.

ერთ დღეს ოზურგეთის გამგეობაში რაიონის აქტივს დაუძახეს, სადაც დარბაზში, მაგიდებთან ისხდნენ ეროვნული მოძრაობის, ასე ვქვათ, "თავები".

კრება მიჰყავდა ეროვნული მოძრაობის მაშინდელ ლიდერს,  კოტე ბერიძეს. მან განაცხადა, რომ ზუგდიდში ძალიან ცუდი სიტუაციაა და ხელისუფლებას უნდა დავეხმაროთ, ჩვენი მოქალაქეებისგან უნდა შევქმნათ რაზმები და ზუგდიდელებს წესრიგის აღდგენაში მივეშველოთო, იარაღის თაობაზე ერთად ვიზრუნოთო...

დარბაზში მსხდომები იხსენებენ, რომ გვეგონა მოგვესმა, იარაღის ხსენებაზე შეგვაჟრჟოლაო.

 დარბაზიდანაც  ვიღაცებმა კვერი დაუკრეს: კარგია, სწორიაო...

წონასწორობადაკარგული ქალები აკივლდნენ, ხომ არ გაგიჟდით, იქ რაც ხდება, საშინელებაა, ის არ კმარაო?  ვინ ხართ თქვენ, იარაღით რომ შეხვიდეთ ზუგდიდში. ვინმეს რომ ესროლოთ ან გესროლონ, ვინ აგებს ამაზე პასუხსო?

ერთ-ერთი პირველი, ვინც ამ აზრს შეეწინააღმდეგა ქალბატონი გულიკო ლომჯარია იყო.

დარბაზი ახმაურდა.  ჟურნალისტი როლანდი თავაძე გამოვიდა და ახმაურებული ხალხის   დამშვიდება დაიწყო,  ქალბატონების ფუნქცია მანდილის ჩაგდებაა და ასეთი გამოსვლა რა გასაკვირიაო.

შემდეგი გამომსვლელი, თეზიკო ქილიფთარი ყოფილა: „სადაც ჩემი პრეზიდენტი მიბრძანებს, იქ წავალო“, _ უთქვამს…

კიდევ შემდეგმა  ბრძანა: „მოვდივარ, სადაც საჭიროაო“…

მოკლედ, პათოსი მამაკაცებში ერთი იყო _მიდით, მოვდივართო...

პარტერიდან ქალები არ ცხრებოდნენ. „აირია მონასტერი“... არწასვლის მომხრეები გააქტიურდნენ... არგუმენტმა _ „ვინმე რომ შემოგაკვდეთ, სად მიდიხართ?“ _  აშკარად მოაფხიზლა ყველა.

თუმცა, "პრეზიდიუმს" უკან დახევა არ უნდოდა, უფრო სწორად, ისე ჩანდა, ეთაკილებოდა. 

ამ ორომტრიალში, ერთმა მამაკაცმა  ითხოვა გამოსვლა:

_ ზუგდიდელებს ნამდვილად სჭირდებათ დახმარება, ჩვენი ვალიცაა მათი დახმარება, მაგრამ ჯერ გავაკეთოთ წერილობითი მიმართვა, მორალურად დავუჭიროთ მხარი და თუ სიტუაცია კვლავ დაიძაბება, მერე გადავწყვიტოთ დანარჩენი, _ განაცხადა მან.

როგორც  მაშინ დარბაზში მყოფი რამდენიმე ადამიანი გვიამბობს,  ეს  იდეა  უცებ დაემსგავსა სამაშველო რგოლს.  დარბაზში მყოფთა უმრავლესობა, უცებ  ჩაეჭიდა  მას.

და მალე შეთანხმდნენ,  გადაედოთ  შეიარაღებული რაზმის ფორმირება და დაეწერათ წერილი. ასეც მოხდა.

ყველა კმაყოფილი იყო _ უკან დახევა არავის მოუხდა და მშვენიერი შეთანხმებაც გამოვიდა... ერთი სიტყვით, ამჯერად  „კაცის მანდილი“ მართლაც აღმოჩნდა მაშველი რგოლი და კრებაც „მხიარული დარჩა“.

წერილი, რა თქმა უნდა, შემდგომში, არავის გახსენებია, მაგრამ ის კარგად ახსოვთ, ერთი  ჩვეულებრივი ადამიანის გონიერმა და დროულმა რჩევამ, როგორ განმუხტა   სიტუაცია...

ვინ იცის,  ოზურგეთელები ზუგდიდში, "წესრიგის დამცველებად" მართლა რომ შესულიყვნენ, რა მოხდებოდა...

ის ადამიანი  კი,  კრებაზე „კაცის მანდილით“  რომ იმარჯვა, ოზურგეთელი მეცნიერი თემურ რევიშვილი იყო. 

 გურულები ახლა ასე აფასებენ  მხიარულებაზე გადასული იმ კრების ამბავს: „ცუდად შეწკიპული საქმეს რო მოუხოვ, ძამა,  თავს და  კარგ დასასრულს მისცემ, ესაა ყველაზე დიდი პოლიტიკა. არ აქვს მნიშვნელობა, რა მასშტაბის იქნება. მთავარია, მშვიდობიანი, საქმიანი ვითარების განმტკიცებას შეუწყო ხელი“.

და კიდევ: ამ ამბის გახსენება, ერთობ აქტუალურია დღეს...




 ახალი ამბები
  • როგორია ჭყონდიდის ეპარქიაში დაშავებული მედიის წარმომადგენლების ჯანმრთლების მდგომარეობაჭყონდიდია ეპარქიაში, რეზიდენციის აივნის მოაჯირის ჩამონგრევის შედეგად სულ ექვსი ადამიანი დაშავდა.ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა "ევექსის" კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, ხუთი მათგანის მდგომარეობა სტაბილურია. რაც შეეხება ერთ დაშავებულს, მისი მდგომორება შედარებით ... ...
  • "ეს ყველას უბედურებაა, ხმა უნდა ავიმაღლოთ" _ "1000 მშობლის მარში" ლანჩხუთშიიმ ქალაქებს შორის, სადაც დღეს 1000 მშობლის მარში გაიმართა, ლანჩხუთიც იყო. ძალადობის წინააღმდეგ ქალთა მოძრაობის იმ 100-დღიანი კამპანიის ერთ-ერთი მთავარი ღონისძიება, რომელიც ქობულეთში 14 წლის გოგონას ტრაგედიის შემდეგ დაიწყო, ქალაქის ცენტრალურ სკვერში გაიმართა. სამწუხაროდ, აქციას რამდენიმე ადამიანი ესწრებოდა, რაც, დიდი ალბათობით, უამინდობამაც განაპირობა. ლანჩხუთში გამართულ "1000 მშობლის მარშს" უფლებადამცველი ლია მუხაშავრიაც ესწრებოდა. როგორც მან აღნიშნა, იგეგმება ხელმოწერების შეგროვება. "გამოვაქვეყნებთ პეტიციას, რომ გავაკეთოთ ხელმოწერები. ეს ყველას უბედურებაა და სანამ ყველას სახლში შესულა ეს უბეხურება, ხმა უნდა ავიმაღლოთ. ჩვენი შვილები უნდა გაიზარდონ თავისუფალი ადამიანები, თავისუფალი ყოველგვარი ძალადობისგან, განსაკუთრებით ყველაზე მძიმე და სასტიკი- სექსუალური ძალადობისგან. ეს მოძრაობა არ შემოიფარგლება მხოლოდ ამ ერთი დღით, ის ყოველდღიური უნდა გავხადოთ", _ აღნიშნა ლია მუხაშავრიამ და მოქალაქეებს მოუწოდა, რომ შემოუერთდეს ამ მოძრაობას. აქციის მონაწილეთა მოთხოვნებში შედის: შეიცვალოს სისხლის სამართლის კოდექსში გაუპატიურების მუხლი, რითიც თანხმობის არარსებობა გახდება ცენტრალური ამოსავალი; შეიქმნას პროკურატურაში სპეციალიზირებული დეპარტამენტი, რომელიც სექსუალური ძალადობის საქმეებს ეფექტიანად გამოიძიებს; გახდეს სქესობრივი განათლება ფორმალური განათლების ნაწილი, რითაც ბავშვები შეძლებენ სქესობრივი ძალადობის ამოცნობასა და მისგან თავის დაცვას; გაიზარდოს ფსიქოლოგების და სოციალური მუშაკების რაოდენობა; დადგეს ნინის საქმის პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხი სამსახურებრივი გულგრილობის ... ...
  • დაპირისპირება ჭყონდიდის ეპარქიაში _ დაშავებულები არიან მედიის წარმომადგენლებიჭყონდიდის ეპარქიის რეზიდენციაში სასულიერო პირებისა და მიტროპოლიტ სტეფანეს შეხვედრა მიმდინარეობისას დაპირისპირება მოხდა. "კურიერის" ინფორმაციით, სასულიერო პირების შეკრებაზე დაშავდნენ "რუსთავის 2-ის", "ტვ.პირველის","ფორმულას, "პოსტივის" ოპერატორები.  სხეულის დაზიანება მიიღო "ტვ.პირველის" სამეგრელოს ბიუროს ჟურნალისტმა პაპუნა შუშანიამ. "მთავარის არხი" ავრცელებს ინფორმაციას, რომ ინციდენტის დროს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს "მთავარი არხის" ჟურნალისტს ემა გოგოხიას. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, საუბრის თემა ორ დიაკვანს ეხებოდა, რომლებსაც ეპარქიის ახალი ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით მღვდელმსახურება აეკრძალათ.  მეუფე სტეფანეს ამ გადაწყვეტილებას სასულიერო პირების ნაწილი და მრევლი ... ...
  • "ბერმუდის სამკუთხედია"-ავტოსაგზა შემთხვევებით განთქმული ადგილი ლანჩხუთის ცენტრშილანჩხუთის ცენტრში, „მედალფას“ კლინიკისა და პირველი საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ჯაპანა-ლანჩხუთის მონაკვეთის ავტობანი, აღმაშენებლის ქუჩის გავლით, მთავარ მაგისტრალს უერთდება, დღეს მორიგი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა _ ერთმანეთს ბმვ-ს მარკის ჯიპი და „ნისანის“ მარკის მანქანები შეეჯახა. შემთხვევის შედეგად, საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა. აღნიშნულ მონაკვეთზე ეს ავტოავარიის პირველი შემთხვევა არაა, რაც ჩქაროსნული ავტომაგისტრალი გაიხსნა. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე კი, მოსახლეობა პროტესტს გამოთქვამს და მიიჩნევს, რომ ავტობანიდან ამოსავლელი ქალაქის ცენტრში არ უნდა გაკეთებულიყო, მით უფრო, პირველი საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე. მოსწავლეთა მშობლებმა ხელმოწერებიც შეაგროვეს, მაგრამ ამას შედეგი არ მოუტანია. ისინი აღნიშნულ მონაკვეთზე შუქნიშნის დაყენებას ითხოვენ. "ბერმუდის სამკუთხედივითაა, ბევრჯერ გადავრჩით ტრაგედიას, მაგრამ კოკა ყოველთვის წყალს არ მოიტანს. შუქნიშანია საჭირო", _ ამბობს ... ...
  • „იკა, ტრი, ტრი, ტრი“- წარწერები და ავტოკოლონით მსვლელობა დედაქალაქშითბილისში ნიკა მელიას გათავისუფლების, ვადამდელი არჩევნებისა და პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო მსვლელობა ავტოკოლონებით იმართება. მსვლელობის მონაწილეები იმყოფებოდნენ გლდანის რაიონის გამგეობასთან, სადაც დატოვეს წარწერა „იკა, ტრი, ტრი, ტრი“. მათი თქმით, მსგავსი წარწერა ყველა გამგეობის შენობასთან ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ დიდი აღმოჩენები და ასტრონომია

დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების პერიოდში ვის...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ იცი თუ არა ყველაფერი?

როგორ უნდა გაარკვიოთ მხარეები ტყეში...

კარმიდამო ჩემი

ქათმის მხალეული

მრგვალად მოხარშული (და არა შემწვარი)...

ბადრიჯნის უხორცო ჩანახი

ერთი კილოგრამი (ან რამდენიც გსურთ)...

უნაბი _ ძვირფასი ხეხილოვანი და სამკურნალო მცენარე

უნაბის ნაყოფი გემოთი და გარეგნობით...

მუშმულა _ საუკეთესო მცენარე, რომელიც უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს

 მუშმულა (იაპონური ზღმარტლი) განთქმულია ნაყოფის...

ჩავატაროთ თხილის "ცისფერი წამლობა"

ჩვენი მკითხველები აქტიურად გვეხმაურებიან და...

გურიაში კივს საშიში დაავადება გაუჩნდა

გურიაში, კერძოდ კი, ოზურგეთში, კივის...

გავიხსენოთ "ძველებური" ნამცხვრები

ბოლო დროს, სოციალურ ქსელში, არაერთხელ...

თებერვლის ძირითადი სამუშაოები საკარმიდამო ნაკვეთებში

თებერვლიდან, საკარმიდამო ნაკვეთებში, ხეხილოვანთა ბაღებში,...

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...