,,პატარა ავი კაცის” ამბავი

ისტორია

,,პატარა ავი კაცის” ამბავი

15 ივლ. 2020, 14:44:58

იყო ერთი ფირალი სერაპიონ გოგუაძე, ,,პატარა ავი კაცი. დუუმაგრებელი”. სოხუმში კაცი მოკლა და 12 წლიანი კატორღა მიუსაჯეს. უნდა გადაესახლებინათ და გამგზავრების წინ საპირფარეშოში შესვლა მოითხოვა.

,,ტვალეც ქონებია ზღვის კიდეზე გაყვანილი... ძლივს რუმ კაცი გიეტევა შით, იმფერი ტრუბა, ტვალეტიდან გაყვანილი”. შეუშვეს საპირფარეშოში, გავიდა ხანი და აღარ გამოდის ტუსაღი. გააღეს კარი და სადაა? გაქცეულა. ცურვა კარგი სცოდნია და დააღწია თავი საპატიმროს, მაგრამ ცოტა ხნით. მალე ბათუმში დააპატიმრეს, ჩასვეს რომელიღაც ძველ საპატიმროში. გოგუაძე მესამე სართულზე მდებარე საკანში მოათავსეს, სადაც მან პატიმრებს გაქცევაში დახმარება სთხოვა _ უეჭველი ,,სიკტილი მომელისო”. პატიმრებმა არ დაახანეს, ერთმანეთზე გადააბეს ზოგმა პირსახოცი და ზოგმა რა. გადაუშვეს ქვევით იმპროვიზირებული თოკი. ჩაცოცდა გოგუაძე, ერთ სართულს ჩასცდა, მაგრამ ნაფსკვენი გაიხსნა და მეორე სართულიდან ცემენტზე დაეცა მუხლებით და ,,ერთი მუხლის ჩაშკა გუუტყტა. დაკოჭტა, წამევიდა იქედან”.

მან სახლს მიაშურა, სადაც ცოლი და სამი შვილი ეგულებოდა. თავის დროზე ,,კაი ქალი მართლა” მოიტაცა, ძალით წაიყვანა. ,,თუ არა მუუტაცებელი, იმას არ წახობოდა ი ქალი”. სახლამდე ვერ ჩააღწია, გზაში შეუერთდა შემოქმედელ ფირალს ლომთათიძეს, ,,უკეთესს დედა რომ ვერ შობდა”, რომელმაც ძმის მკვლელს ნაგანიდან შვიდჯერ ესროლა, ეგონა მოკლა, მაგრამ მკვლელი გადარჩა, თუმცა ინვალიდად დარჩა. ამის შემდეგ ლომთათიძე ტყეში გავარდა. გოგუაძე მასთან ერთად ფირალობდა, მალე მესამედ დააპატიმრეს და ციხეში ჩასვეს. დარჩა ცოლო და სამი შვილი უმწეოდ.

მონათხრობის მიხედვით ეს ამბავი გრძელდებოდა წლების განმავლობაში, სხვადასხვა წყობილების დროს.

ამასობაში ქალს დაუახლოვდა იქაური მცხოვრებელი მოსე ურუშაძე და ცოლობა სთხოვა: ,,რა გინდა იმ კაჩახთან, ამ ბაცანთანო, წამომყევი მეო”. ქალი დათანხმდა და მთელი ოჯახობა ურუშაძესთან გადასახლდა.

ცოტა ხანში გოგუაძემ მოახერხა და ციხიდან გამოიქცა (არსებობს ლეგენდა, რომ რომელიღაც გაქცევისას ის მაღალი სართულიდან ქოლგით გადმომხტარა, რაც ძნელი დასაჯერებელია). სახლში არ მივიდა, მამასახლისთან, ბავშვობის მეგობართან მივიდა _ ჩემს ცოლს გადაეცი, შვილები გამომიგზავნოს და რაც ოქროულობა მქონდა მისთვის ნაყიდი, ისიც მოაყოლოსო. მამასახლისმა ურუშაძეს გადასცა გოგუაძის დანაბარები, იმან კი უარი განაცხადა. არ გასულა დიდი ხანი და ერთხელ მამასახლისის შვილმა მათი ყანას ახლოს შეამჩნია ორი შეიარაღებული კაცი. მაშინვე მიხვდა ვინც იყვნენ, მიაგდო თოხი და თავქუდმოგლეჯილი გაიქცა ურუშაძესთან.  ის ყანაში მუშაობდა, როცა გაიგო საქმის ვითარება, მოსე გავარდა სახლში, გამოდენა კამეჩები, შემოახტა ცხენს და ერთი თვით მთაში დაიმალა. ფირალები მას იქ ვერ მიწვდნენ. თუმცა, ამან მოსე ურუშაძეს ვერ უშველა. მამასახლისმა გაიგო, რომ ისინი თავის დანებებას არ აპირებდნენ და ისევ გააფრთხილა: ,,ბიძია, კაი კაცი ხარ, ბიჯო, ოქრო კაცი ხარ, ყველას მიაჩნიხარო და მოშორდი ამ ეშმაკსო, წაი ერთი წელიწადი საცხაო”. მან უარი განაცხადა _ ,,იმაზე ნაკლები ვაჟკაცი თუ ვარ, რა მინდაო”. საინტერესოა, რომ სახლში ურუშაძეს ნაგანი ჰქონდა, მაგრამ თან არასოდეს დაატარებდა.

რამდენიმე დღის შემდეგ, როცა ურუშაძე ყანაში მუშაობდა ,,გავარდა თოფი... პირველი გასროლილი ტყვია მოხთენია. დევინახეთ, რუმე კაღამ შიგანი გამოყრილი საცოდავს და წამევიდა ჩვენსკენ. ბიჯო, მიორე გავარდა. ჩამევიდენ ახლო შით, ორნი არიენ და მოზდევენ ფეხდაფეხ. ამან ჩვენთან ვეღარ მუახწია და ბჟოლი იყო ერთი და მივიდა იმის ძირში და ჩეიკეცა, დაწვა... მივიდა ორვემ. იმას, ლომთათიძეს, ქონდა მაუზერი. ასე ბჟოლზე რუმ აქ თავი მიყუდებული, ამეიღო მაუზერი და თლათ მუაცილა თავი”. ეს ამბავი ქალმა შეიტყო, გავარდა ყანაში და ლომთათიძეს ,,იეტაკა ტუჟურკაში ქალმა, არაფერდიდებით ხელი არ გუუშვა, ვერასფელობაამდი ვერ მეიცილა”. ლომთათიძეს გოგუაძეს შესძახა, რა ვუყო, ბიჯო, ამ დედაკაცსო? ,,არც მოკტეს და არც მორჩეს, ისე დატიეო”, _ უპასუხა ყოფილმა ქმარმა. ლომთათიძემ მაუზერი ესროლა ფეხებში და ორივე მოსტეხა. ფირალები რომ წავიდნენ, მიხოხდა  ურუშაძესთან და გადაეხვია.

ქალი ოზურგეთში გადაიყვანეს, ის მომჯობინდა. სახლში რომ დაბრუნდა ქუხნა ორას ფუთ სიმინდთან ერთად გადაწვა, თავად კი ბავშვებთან ერთად თბილისში გადასახლდა. იქ ფეხებში ჩაუვარდა ფილიპე მახარაძეს და ყველაფერი მოუყვა, მიშველეო. ,,შიეცოდა ფილიპეს, ბინაც აშონია, ი სამი ბაღნები გაზარდა იქინე და იქინე მოკტა ი ქალიც...”

ფირალებს რა ბედი ეწიათ, ჩემთვის უცნობია.

 

წყარო: ,,მოთხრობები გურიის ახლო წარსულიდან”.




 ახალი ამბები
  • უბედური შემთხვევა თბილისში- ერთ წლამდე ბავშვი მე-14 სართულიდან გადავარდაერთ წლამდე ბავშვი მე-14 სართულიდან დღეს, გამთენიისას გადავარდა და ადგილზე გარდაიცვალა. უბედური შემთხვევა თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უბედური შემთხვევის დროს ბავშვის მშობლები სახლში იმყოფებოდნენ. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. ... ...
  • იმოგზაურე მატარებლით და აღმოაჩინე საქართველო რკინიგზასთან ერთად! (R)ძვირფასო მგზავრებო! ორშაბათს, 10 აგვისტოს თბილისი-ფოთის რეისზე მარიკა ბაკურაძე დაგემგზავრებათ.  ჩვენი გზამკვლევი მოგიყვებათ რა ისტორია ინახება ფოთის მუზეუმში, რომელიც ,,გერმანულ სახლში" მდებარეობს, რაზე მოგვითხრობს ლეგენდა პალიასტომის ტბის შესახებ, რომელ ტყეს ადარებენ უცხოელები ამაზონის ტყეს და როგორია კოლხეთის ნაკრძალი, რომელიც აუცილებლად მოსანახულებელ ადგილთა სიაში შედის - ეს ჩვენი ე.წ. გიდის ამბების მხოლოდ მოკლე ჩამონათვალია.  დაგვემგზავრეთ ფოთის რეისზე და ჩვენ საინტერესო თავგადასავალს გპირდებით.   შეგახსენებთ, რომ მგზავრობის პროცესში ჩვენი გადამღები ჯგუფი აწარმოებს გადაღებას, მოგვიანებით კი მოვამზადებთ საინფორმაციო ვიდეო რგოლს, რადგან სხვა ადამიანებსაც მოვასმენინოთ ჩვენი გზამკვლევების მიერ მოყოლილი ამბები. იმოგზაურე მატარებლით და აღმოაჩინე საქართველო რკინიგზასთან ერთად! ... ...
  • მეუფე მელქისედეკი - საქართველოს ომი არ დაუწყია"ცნობილი გამოთქმა - ,,დათვი რომ მოგერევა, ბაბაია დაუძახეო“ არათუ ქართული არაა, არამედ ანტიქართულია და მხოლოდ იმისკენაა მიმართული, რომ ჩვენს ხალხში მონური სულისკვეთება გააღვივოს", - ასე გამოეხმაურა, აგვისტოს ომის 12 წლისთავს, მარგვეთის და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე). მეუფეს თქმით, რუსეთ-საქართველოს ომი 2008 წელს არ დაწყებულა და არც დასრულებულა. როგორც მღვდელმთავარი აღნიშნავს, საქართველოს ომი არ დაუწყია და რუსეთი არის ოკუპანტი. ,,გურია ნიუსი“ მღვდელმთავრის წერილს, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, უცვლელად გთავაზობთ: ,,ქრისტესმიერ საყვარელო ძმანო და დანო, კიდევ ერთხელ გვიწევს რუსეთ-საქართველოს შორის მომხდარი, 2008 წლის აგვისტოს თარიღის გახსენება. ჩვენი და ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის დაპირისპირებაზე საუბრისას, კონკრეტული თარიღი ალბათ უფრო პირობითი ტერმინია. დიახ, რუსეთს საქართველოს თავისუფლებისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ ომი 2008 წელს არც დაუწყია და არც დაუმთავრებია, გვებრძოდა მანამ და გვებრძვის იმის მერეც, ოღონდ განსხვავებული საშუალებებით, იქნება ეს ეკონომიკური ემბარგო, მავთულხლართები, ჰიბრიდული ომი, ცრუ ინფორმაციების გავრცელება თუ სხვა საზარელი მეთოდები, რომლებითაც, სამწუხაროდ, უფრო მეტად იფლობა ოკუპაციის მომაკვდინებელ და დამღუპველ ცოდვაში. აგვისტოს ომმა თითოეულ ჩვენგანს უამრავი ტკივილი მოგვაყენა, მაგრამ თუ კარგად დავფიქრდებით ვნახავთ, რომ ის საგმირო საქმეები, რაც ჩვენმა თანამემამულეებმა 2008 წლის აგვისტოში გამოიჩინეს, წაუშლელ კვალს დატოვებს ქართველი ერის მეხსიერებაში. რად ღირს შინდისის გმირების, გიორგი ანწუხელიძის თუ სხვათა (თუნდაც დღემდე უცნობი) ქართველების გაბედულების გახსენება, რომლებმაც საკუთარი თავი გასწირეს, რათა ჩვენთვის ესწავლებინათ, რომ მტერს, თუნდაც ურიცხვს, არ შეიძლება უფლება მივცეთ, რომ სისხლით მონაპოვარი დამოუკიდებლობა დაგვათმობინოს. ფილოლოგი არ ვარ, მაგრამ მგონია, რომ ცნობილი გამოთქმა - ,,დათვი რომ მოგერევა, ბაბაია დაუძახეო“ არათუ ქართული არაა, არამედ ანტიქართულია და მხოლოდ იმისკენაა მიმართული, რომ ჩვენს ხალხში მონური სულისკვეთება გააღვივოს. აგვისტოს ომის გმირების ისტორიის კარგად შესწავლა ამ პრობლემასაც აგვაცილებს თავიდან. ჩვენი მოქალაქეებისა და მეომრების ისტორიის გახსენებასთან ერთად, ამ საკითხზე საუბრისას, არ შეიძლება უცხოელი მეგობრებისა და პარტნიორების ამაგის დაუფასებლობა, რომ არაფერი ვთქვათ იმ დიპლომატიურ ომზე, რაც მსოფლიოს საერთაშორისო ორგანიზაციების ტრიბუნებზე იყო გაჩაღებული და ჩვენი უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების დახმარებაზე, ცალკე უნდა გამოვყოთ აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოების თანადგომა და მათი მეთაურების საოცარი გაბედულება, რომლებმაც, საკუთარი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდების სანაცვლოდ დატოვეს კომფორტული სამუშაო კაბინეტები, ჩამოვიდნენ საქართველოში და გვერდში დაგვიდგნენ. უფალმა დაუფასოს მათ და მათ სახელმწიფოებს ეს ამაგი. და ბოლოს, მსურს კიდევ ერთხელ შევავედრო ყოვლადმოწყალე უფალს აგვისტოს ომში აღსრულებული, როგორც მშვიდობიანი მოსახლეობის, ასევე ქართველი მეომრების უკვდავი სულები და შევთხოვო, რომ მისი სარწმუნოების ერთგულ ქართველ, მშვიდობისმოყვარე ერს, ააცილოს სამომავლოდ ის აგრესია, რაც 2008 წელს ოკუპანტმა რუსეთმა ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ გამოიჩინა. საქართველოს ომი არ დაუწყია! რუსეთი ... ...
  • ლანჩხუთში 2008 წლის ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგესდღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ პატივი მიაგო 2008 წლის ომში დაღუპული გმირების ხსოვნას. ამ ომმა ლანჩხუთიდან სამი ვაჟკაცის სიცოცხლე შეიწირა- ემზარ წილოსანი და რუსლან წულაძე შინდისის ბრძოლაში დაეცნენ, ვასილ სმირნოვი კი გორის გზაზე დაბომბვას ემსხვერპლა.  ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძემ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა გმირების საფლავები ყვავილებით შეამკეს. "დღეს 12 წელი გავიდა იმ ავბედითი თარიღიდან, მაგრამ რა დროც უნდა გავიდეს, ჩვენ გმირებს დავიწყება არ უწერიათ. ქედს ვიხრით მათ წინაშე", - აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა.  ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესიაში მამა დავითმა (წულაძემ) გმირთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი ... ...
  • "ამ ტრაგედიის შედეგებს დღემდე ვიმკით"- ჩოხატაურში აგვისტოს ომში დაღუპული გმირები გაიხსენესჩოხატაურში, 2008 წლის აგვისტოში მომხდარ რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს. ყვავილებით შეამკეს დაღუპულ გმირთა საფლავები, ხოლო  გმირებისადმი მიძღვნილი პანაშვიდი  წმ. ანასა და იოაკიმეს სახელობის  ტაძარში დეკანოზმა მამა თომამ გადაიხადა, რომელსაც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი, ირაკლი კუჭავაც დაესწრო. როგორც მერმა ჩვენთან საუბრისას განაცხადა, 8 აგვისტო საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესი დღეა და ამ ტრაგედიის შედეგებს დღემდე ვიმკით. „ეს არის  ერთ-ერთი უმძიმესი თარიღი საქართველოს უახლეს ისტორიაში. ამ ომს ასობით ჩვენი უდანაშაულო თანამემამულის სიცოცხლე შეეწირა. სამწუხაროდ, წინა ხელისუფლებამ ვერ ააცილა ქვეყანას ეს ტრაგედია.  საქართველომ დაკარგა კონტროლი კიდევ უფრო მეტ ტერიტორიაზე და ჩვენი ქვეყნის 20% დღემდე ოკუპირებულია. ამ ტრაგედიის შედეგებს დღემდე ვიმკით, მათ შორის, ბორდერიზაციის სახით. აგვისტოს ომს ბევრი გმირი ჰყავს, მათგან სამი ჩოხატაურელია,  მერაბ ახობაძე, ფილიპე (ლერი) მგალობლიშვილი და მურთაზ ირემაძე. დღეს ჩვენ პატივი მივაგეთ მათ ხსოვნას, ტაძარში აღევლინა დაღუპულ მებრძოლთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი, ვიყავით მათ საფლავებზე. მათი სახელების და გმირობის უკვდავყოფა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ თანამედროვეთათვის, მომავალი თაობებისთვისაც. ამიტომ მათი ხსოვნა არასოდეს მიეცემა დავიწყებას“,_ განაცხადა კუჭავამ. შეგახსენებთ, რომ ომი 2008 წლის 7 აგვისტოს, ქართულ ჯარებსა და რუსი სამხედროებით ზურგგამაგრებულ ოს სეპარატისტთა შორის კონფლიქტით დაიწყო ცხინვალის რეგიონში. ოსური დასახლებების მხრიდან, რამდენიმე დღის, განმავლობაში მიმდინარე განუწყვეტელი საარტილერიო სროლების შემდეგ, 7 აგვისტოს, საქართველომ სამხედრო ოპერაცია დაიწყო ქალაქ ცხინვალის ასაღებად. რუსებისა და ოსების ჯარები ქართველებს ცხინვალის ბრძოლაში სამი დღე ებრძოდნენ, რაც ომის ყველაზე დიდი და გადამწყვეტი ბრძოლა იყო. რუსულმა გემებმა საქართველოს შავიზღვისპირეთი დაბლოკეს და სახმელეთო ჯარები და პარაშუტისტები გადმოსხეს დასავლეთ საქართველოში. აგვისტოს ომმა 162 ქართველი სამხედრო მოსამსახურე შეიწირა _ მათ შორის 9 გურიიდან ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...