პირველი ფირალები

ისტორია

პირველი ფირალები

2019 ოქტ 30 17:32:07

პირველი ფირალი, რომლის თავგადასავალს იმდროინდელი პრესა საკმაო ადგილს უთმობდა, გიორგი ჭყონია იყო. ცნობილია, რომ ჭყონია გურიის ეპისკოპოსის გაბრიელის გაძარცვის გამო სასჯელს ქუთაისის ციხეში იხდიდა. “25 ივლისს, ღამით ავაზაკები დაეცნენ ჯუმათის მონასტერს... გაცარცვეს იქაურობა, თათრების ბაშიბუზუყებივით მხეცურად დასჩეხეს სალოცავად მისულები. სხვათა შორის ეპისკოპოსი, გაბრიელ ტუქსიაც მძიმედ დასჭრეს”, _ წერდა დროება 1879 წ. #159

გაირკვა, რომ ყაჩაღები სულ რვანი ყოფილან, ოთხი დაიჭირეს, დანარჩენებმა თავს უშველეს. რამდენიმე ხნის შემდეგ გაბრიელ ეპისკოპოსთან ბოდიშის მოსახდელად ერთ-ერთი დამცემი ლუკა მახარაიშვილი (იგივე ბარამიძე) მივიდა და დანარჩენი სამი ყაჩაღის ვინაობა დაუსახელა. დროება 1879 წ. #174 გაზეთის სხვა პუბლიკაციებიდან კი ვიგებთ, რომ კიდევ ორი ფირალი ა. სარჭვალიძე და ჩ. ჯორბენაძე თავისსავე ამხანაგებს მძინარეები მოუკლავთ. “...ამბობენ, ვითომ ამ ავაზაკებს ეთქვას, რომ ხსენებულ ეპისკოპოსის სახლის გაცარცვის დროს ამათ ამხანაგათ არავინ ჰყოლია, გარდა ერთის გზის-მჩვენებელსა, რომელიც ეპისკოპოსის დიაკვანი იყოვო”. დროება 1879 წ. #197

ცოტა ხანში ამავე გაზეთში დაიბეჭდა ქობულეთელის წერილი, რომელიც თავის გულისტკივილს გამოთქვამდა იმის თაობაზე, რომ რაც გურიაში ყაჩაღობა და ძარცვა ხდება ყველაფერს “...საწყალ ქობულეთელებს აბარებენ, რომ ესენი ყველა თათრები იყვნენო”. დროება 1879 წ. #191 * (აჭარლები, რომ ნამდვილად ყაჩაღობდნენ ამას მრავალი პუბლიკაცია ადასტურებს. 1896 წელს კვალი წერდა: “...თუ ამდენ ხანს მოსვენებას არ გვაძლევდნენ დარჩიები, დათუნაიშვილები და მიქელაიშვილები, ახლა იმათი ადგილი მეზობლებმა _ “ოღლებმა” დაიკავეს” კვალი 1896 # 32 გვ. 564) შემდეგ კი აგრძელებს: “ამავე ოზურგეთის უეზდში სოფელს მონასტერზე დაეცენ გურიის ეფისკოპოზს და კიდევაც დაშჭრენ და წაართვენ ფარები და ნივთებიც. ესეც დააბრალენ ჩვენ ქობულეთელებს; მაგრამ როდესაც მათი უეზდის ნაჩალნიკი შეუდგა ამ საქმის გამოძიებას მქნელი აღმოჩდენ მათშივე მცხოვრებნი აზნაური ჭყონიები”. დროება 1879 წ. #191 ჭყონიას გვარმა პირველად ამ პუბლიკაციაში გაიჟღერა.

თუ რა მოხდა სინამდვილეში, ახლა ამის გარკვევა ძნელია, თუმცა მთავარი დამნაშავე ჭყონია აღმოჩნდა, რომელიც ციხეში ჩასვეს. 1882 წლის ივლისში ჭყონია ციხიდან გაიქცა, მაგრამ იმავე წლის დეკემბერში ის სოფელ ბახვში აზნაურ კოხტა მახარაძის სახლში დაიჭირეს. ფირალი მისმა ყოფილმა ამხანაგებმა პავლე და მელქისედეკ მახარაძეებმა გასცეს. სავარაუდოდ, ეს ის მელქისედეკ მახარაძეა, რომლის ბინაში შედგა ე. წ. “ბახვის საიდუმლო კრება”, სადაც თითქოსდა დაიგეგმა ილია ჭავჭავაძის მკვლელობა. უნდა ითქვას, რომ ამ ფაქტის შესახებ ერთიანი აზრი არ არსებობს. ამ საქმის მკვლევარები ამტკიცებენ, რომ ილიას მკვლელობის საქმე ბახვში არ გადაწყვეტილა, არამედ უფრო მაღალ ინსტანციაზე და ბახვში გამართულ კრებას მხოლოდ როგორც უკვე მიღებული დადგენილება მოხსენდა. თუმცა ის, რომ ილია ჭავჭავაძის მკვლელობა სოციალ-დემოკრატმა ბოლშევიკებმა დაგეგმეს, არავითარ ეჭვს არ იწვევს. არსებობს ზეპირი გადმოცემა, რომ ფილიპე მახარაძეს სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე განუცხადებია:” ჩვენ, მესამედასელებმა, კომინისტებმა, დავადგინეთ ილია ჭავჭავაძის მოკვლა, ვინაიდან ილია იყო ერთადერთი დიდი პიროვნება, რომელიც ხელს უშლიდა საქართველოში მარქსიზმის გავრცელებას. როდესაც ჩვენ ილია ჭავჭავაძის მოკვლა დავადგინეთ, ფრაქციის ყველა წევრმა იცოდა და დაგენილებაზეც ხელი ჰქონდა მოწერილი. ეს იცოდა თვით სტალინმაც, რომელიც მაშინ არაფერს არ წარმოადგენდა. მან დადგენილებას ხელი მოაწერა და ბაქოში წავიდა”. გ. აბაშიძე ილია ჭავჭავაძე ცხოვრება და ღვაწლი 2005 წ. გვ. 144

აყვანის ოპერაციას ხელმძღვანელობდა პრისტავი ჩიგოგიძე. “...ამ დროს მოკლულ იქმნა ავაზაკის მიერ მილიციონერი გიგო ხიხოძე, ხოლო მილიციონერთა დაჭრეს მსუბუქად ავაზაკი და მძიმედ გასათხოვარი ქალი. ამბობენ ქალი არ გადარჩებაო. ბოლოს... შეიპყრეს ავაზაკი თავისი მასპინძლით და ჩამოიყვანეს ოზურგეთში”. დროება 1882 წ. #257

როგორც ირკვევა ჭყონია ციხეში დიდხანს არ გაჩერებულა, მან მალე გააღწია სამშვიდობოს. ”...ჭყონია არა ერთხელ დაუჭერიათ, მაგრამ ის გაქცევას ახერხებდა ხან სატუსაღოდან და ხან გზიდგან”. დროება 1884 წ. # 70 ფირალების ისტორიების შესწავლისას ერთი საინტერესო ფაქტი იხატება: ფირალები ციხეებიდან და კატორღიდან პანტა-პუნტით მირბოდნენ. ამ საკითხზე ამახვილებს ე. ნინოშვილი ერთ წერილში: ”...ყაჩაღებს ხომ მაინც შეიპყრობდნენო? _ იკითხავს ვინმე. შეპყრობით კი არ შეუპყრიათ, პირიქით, ყაჩაღების რიცხვს თითო-ორორი ყოველ კვირაში ემატება, რადგანაც ოზურგეთის საპატიმროს კარები, როგორც ეტყობა, ძლიერ სუსტია”. ე. ნინოშვილი თხზულებათა სრული კრებული 1954 წ. გვ 514-515 ეს ალბათ, ზევით დასახელებული კორუფციის და უპასუხისმგებლობის შედეგი იყო, თორემ ბორკილდადებული კაცის გაქცევა გამაგრებული ციხიდან არც თუ ისე ადვილი საქმე უნდა ყოფილიყო.

მალე გავრცელდა ცნობა, რომ 1884 წლის 19 მარტს, ნაშუაღამევს, ჩიგოგიძე დარაჯებთან ერთად ჩაუსაფრდა ფირალს და მოკლა. სულ მალე კი აღმოჩნდა, რომ გიორგი ჭყონია მძიმე ავადმყოფობის შედეგად თავისი სიკვდილით მომკვდარიყო ერთ სახლში, სოფელ ჯუმათში. დროება 1884 წ. # 70 “...სახლის პატრონმა შეატყობინა ეს ამბავი იმათ, ვისაც ჯერ არს. მოვიდენ თუ არა იქ, სადაც ესვენა ჭყონია, მაშინვე უიმისოდაც მკვდარს ორი თოფი ესროლეს, გადიტანეს გვამი მახლობელ ღელის პირზე, იქ დააგდეს და შეჰქმნეს თოფების სროლა. თოფის ხმაზე ყველა მეზობლები და საზოგადოებს შევიკრიბენით; ვნახეთ მკვდარი წმინდად თავის საცვალში, წვეთი სისხლიც არ გამოსვლოდა, და, რასაკვირველია, ტანსაცმელიც სისხლში მოსვრილი არ იყო. მხოლოდ ალაგ-ალაგ ჭრილობების ალაგას, ხორცი წამლით იყო მიყრილი, შავად დამწვარი, მოვიდენ გასასვენებლად მიცვალებულის ნათესავები, გარემოება შეიტყვეს და მეც დაწვრილებით ვუამბე ყოველივე.

ბევრი თავისი დღით მკვდარი და მოკლული გვინახავს, რომ ექიმს გაეჭრას და დაემოწმებინოს, რით არის მკვდარიო; ჭყონიას კი არა თუ გაჭრა და შემოწმება აღირსეს, თვალითაც არ აჩვენს არც მაზრის და არც სხვა ექიმებს” _ აღნიშნავდა ამ ამბის დამსწრე ვინმე კ. ჯ. გოგვაძე დროება 1884 წ. # 70

ამ შემთხვევამ რომ რეზონანსი გამოიწვია, მეტყველებს თუნდაც ვრცელი სტატია, რომელიც დროებამ მიუძღვნა: “გურია, 22 მარტს. მარტის 19, ნაშუაღამევს, ორ საათზედ, ჯუმათის სოფლის კანცელარიის მახლობლად ვითომ მოიკლა ოზურგეთის პოლიციის პრისტავის ბ. ნ. ჩი-ძის (ჩიგოგიძის) მიერ გავარდნილი შესანიშნავი ფირალი (ყაჩაღი), გიორგი ჭყონია... ეს ამბავი მოვიდა ოზურგეთში დილით ადრე ოცს მარტს, ასე რომ იმავე დღეს, დილით, თერთმეტ საათზე ჯუმათში მოვიდენ ბატონი მაზრის უფროსი, სამსჯავროს გამომძიებელი ბ. მასლოვი და მრავალნი ქალნი და კაცნი, რომელთა რიცხვთა შორის მეც გახლდით.

მოკლული ჭყონია იყო დასვენებული ერთ ხის ძირში, იქაური ერთი სასულიერო უწყების სახლის მახლობლად. მიცვალებულს ჰქონდა ორი თოფი მოხვედრილი: ერთი მარცხენა საფეთქელში, ცოტა წარბ ზემოდამ და ტყვია-გავარდნილი უკან მარჯვნით საპურხაოში; მეორე მარცხნიდგანვე ასოს ძირში და ტყვია-გავარდნილი მეორე მხარეს მარჯვნით თეძოში. მიცვალებული იყო დასვენებული ისე, როგორც სწორედ წესი არის სამი, ანუ ოთხის დღის მიცვალებულისა: გულზედ ხელ_დაკრეფილი, ძალიან გამხდარი ფერ-მიხდილი, გაშეშებული, სუნ-აღებული და სუფთად ჩაცმული; თავში, სადაც ტყვია ჰქონდა, თუმცაღა ტვინი თითქმის ორი წილი არ ჰქონებია თავში მიცვალებულს, მაგრამ მიწაზედ დანთხეული აღარ სჩანდა, ხოლო მეორე ადგილი ტყვიისა სულ დამწვარი ჰქონდა თოფის წამლით, შარვალი, ფეხსაცმელი და ხორციც. ექიმი იქ იმ დროს არ ყოფილა; მხოლოდ ეს შევამჩნიეთ, როდესაც ბ. გამომძიებელმა შარვალი და ფეხსაცმელი გაახდევინა, და გულზედ გაახსნევინა ტანისამოსი, დაჭრილობის გასაჩხრეკად; ტყვიის ალაგის არც მარცხნით და არც მარჯვნით სისხლი არ აჩნდა, ისე როგორც შეჰფეროდა ნათოფარს კაცს; მიცვალებულს ტანზედ ადგილ-ადგილ დიდი ხნის მიცვალებულსავით მოყვითანო დანაღველებული აჩნდა. ბ. ჩი-ძის მხლებლები ამბობდნენ, ვითომც ჭყონიას ესროლოს თოფი და შემდეგ იმისთანა მძიმე ჭრილობებისა, ჭყონია გაქცეულიყოს ას საჟენზედ დ აიმ ადგილას მიერბინოს და მიცვლილიყოს.

ეს როგორღაც საეჭვოდ მიგვაჩნია შემდეგის მიზეზების გამო: ა) არ შეუძლიან კაცს ფეხის მოცლა იმისთანა ჭრილობების მიღების შემდეგ, როგორიც მიცვალებულს ჰქონდა, თუნდ მარტო ერთის მეტი არ ჰქონებოდა; ბ) თუმცა ჭყონია მართლა საღად ყოფილიყო ტყვიის მოხვედრამდის, ან თავსი გამონავალი სისხლი დაბეჟილი არ უნდა ჰქონოდა და ან მეორე ჭრილობიდგან სისხლის გამონავალი უნდა მჩნეოდა; გ) 19-ს მარტს, ნაშუაღამევის ორი საათიდგან მოკლულს კაცს, 20 მარტამდის თერთმეტ საათზედ დილით, მერე იმისთანა გრილს და ნამიანს დარში, როგორიც იყო ოცს მარტს, სუნი არ უნდა ჰქონოდა ტანზედ დანაღველებული მოყვითანოდ არ უნდა მჩნეოდა; დ) თოფით მკვდარი კაცი რვა და ცხრა საათის განმავლობაში კი არა, ოც-და-ოთხ საათშიც არ დაჰკარგავს ფერს, არ დამჭლევდება და გაშეშდება ისე, როგორც იყო ჭყონია; ასე რომ მისი სხეულის გადაწევ-გადმოწევა არ შემძლებოდა ისე, რომ მთელი ტანი არ გადაჰყოლოდა.” დროება 1884 წ. # 73

ჭყონიას ვითომდა მკვლელობის შესახებ საზოგადოებაში არც თუ უსაფუძვლოდ ეჭვი იყო გაჩენილი, ამ ეჭვს ისიც აძლიერებდა, რომ ჭირისუფალს მიცვალებული ყოველგვარი სამედიცინო შემოწმების გარეშე გადასცეს დასამარხად, ანუ ამით საქმის მიჩუმათება უნდოდათ. თუ რა ბედი ეწვია პოლიცის პრისტავს ჩიგოგიძეს და მის ამქრებს, უცნობია.

გაზეთ Кавказъ-ში აღწერილია ორი ცნობილი ფირალის კ. გოგუაძის და პროკოპი ჭყონიას მოკვლის ამბავი. 1886 წლის 10 მარტს მაზრის უფროსის მოადგილეს შეატყობინეს, რომ სოფელ ჯუმათში, ერთი გლეხის სახლში იმალებოდა ფირალი კ. გოგუაძე, რომელიც თურმე მთავრობას შვიდი წელი გაურბოდა (გუგუნავას წერილის მიხედვით ის გასცა ვინმე კუკულავამ). ქუთაისის მაზრის სასამართლომ კაცის მოკვლის გამო მას კატორღა მიუსაჯა. მაზრის უფროსის მოადგილემ პრისთავი და ათი ცხენოსანი წამოიყოლია მის დასაპატიმრებლად. გოგუაძემ ნახა რა პოლიციელები, სახლიდან გამოვარდა, სნეიდერის მარკის თოფიდან რამდენიმე გასროლა მოახდინა და გაიქცა. მდევრებმა ის სახლიდან ორი ვერსის დაშორებით სამალავში მიაგნეს და მოკლეს. Кавказъ 1886 წ. # 74

1886 წლის 13 მარტს მოკლეს ფირალი და კატორღა მისჯილი პროკოპი ჭყონია. პროკოპი ჭყონიასადმი მიძღვნილი ლექსის მიხედვით ირკვევა, რომ ის ცოლ-შვილის სანახავად ჩუმათ სახლში დაბრუნებულა. ხალხური ლექსის მიხედვით დამსმენი ყოფილა ბათლომე ჩხაიძე _ “თურმე ბათლომაი ჩხაიძე საღალატოთა ძრებოდა”. პოლიციელებმა სახლს და ალყა შემოარტყეს და “ატყტა თოფების გრიალი”. ოპერაციას ხელმძღვანელობდა ბოქაული ირაკლი დუმბაძე (ირაკლი და ივანე დუმბაძეები, ფირალების დაუძინებელი მტრები, განთქმული პოლიციელები იყვნენ. მათ რამდენიმე მათგანი ჰყავდათ დაჭერილი და მოკლული). ჭყონია სახლიდან გამოვარდა:

ბოქაულს თვალი მოვკარი,

ილაკრე იყო დუმბაძე,

მუუხტი თოფი ავართვი

და მივაყოლე დუმაზე.

ჭყონიამ დუმბაძე დაჭრა, თვითონაც ფეხში დაჭრილმა გაქცევა და გზა-და-გზა სამი კაცის მოკვლა მოახერხა. მრავალგზის დაჭრილმა მან საკმაოდ დიდი მანძილი გაირბინა, მაგრამ პოლიცია დაეწია და დაცხრილა.

ისთე გაწვიმდა ტყვიები,

რავარც ზეციდან კოხია,

სამი ვერსი გადვირბინე,

მარა აღარ მაქ ხოხია.

შიგანი გარეთ მოცივა

და დავაბუშტე ჭინჭები.

Кавказъ იუწყებოდა, რომ დარჩა კიდევ ერთი ყაჩაღი გოგია ლომჯარია, რომელიც აჭარის ტერიტორიაზე იმალებაო. გაზეთი იმედს გამოთქვამდა, რომ მისი დაჭერით მაზრაში სიმშვიდე დაისადგურებსო. Кавказъ 1886 წ. #74.




 ახალი ამბები
  • აქციის მონაწილეები დეპუტატებს პარლამენტში არ უშვებენპარლამენტთან სამართალდამცველებსა და გიორგი ვაშაძეს შორის დაპირისპირება მოხდა. გიორგი ვაშაძე მოითხოვდა, რომ მას ხელით არ შეხებოდნენ. დაპირისპირების მიზეზი პარლამენტის შესასვლელის ბლოკირება გახდა. ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც დეპუტატმა რევაზ არველაძემ საკანონმდებლო ორგანოში შესვლა სცადა, თუმცა აქციის მონაწილეებმა ამის შესაძლებლობა არ მისცეს. დემონსტრანტები არველაძეს შეძახილებით დახვდნენ და "მონა" უწოდეს. არველაძე იმ დეპუტატებს შორისა, რომელმახ მხარი დაუჭირა პროპორციულზე გადასვლას.  მეორე დეპუტატი მერაბ ქვაარაია იყო, რომელმაც მხარი არ დაუჭირა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას. პარალელურად, „ქართული ოცნების“ ოფისთან სამართალდამცველების ჯგუფებია მობილიზებული. მმართველი პარტიის ოფისში კი „ქართული ოცნების“ წევრები იკრიბებიან. 17 ნოემბერს ღამე აქციის მონაწილეებმა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა პარლამენტის შესასვლელები ტომრებით ჩაკეტეს, მანამდე კი პარლამენტის ჭიშკარს ბოქლომი დაადეს, რასაც მმართველი გუნდიდან რომან კაკულიამ უპასუხა, რომ პარლამენტის ბლოკირება დიალოგის გზას სპობს. პარალელურად აქცია გამართა „პატრიოტთა ალიანსმაც“. გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნებია: „ვადამდელი პროპორციული არჩევნები, მთავრობის გადადგომა და სამოქალაქო საზოგადოებით დაკომპლექტებული ცესკო“.  14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა. თამარ ჩუგოშვილმა ვიცესპიკერის თანამდებობა, ასევე საპარლამენტო უმრავლესობა რამდენიმე დეპუტატთან ერთად დატოვა. მოგვიანებით მმართველი გუნდი რუსთავის მაჟორიტარმა გიორგი ბეგაძემ და ფრაქცია „ქართული ოცნება - კონსერვატორების“ სამმა წევრმა, ზვიად ძიძიგურმა, გიგა ბუკიამ და ნინო გოგუაძემ დატოვეს. წყარო: ... ...
  • „ქართული ოცნების“ ოფისთან სამართალდამცველები არიან მობილიზებულები„ქართული ოცნების“ ოფისთან სამართალდამცველების ჯგუფებია მობილიზებული. მმართველი პარტიის ოფისში კი დილიდან იკრიბებიან „ქართული ოცნების“ წევრები. ოფისში უკვე მივიდნენ თბილისის მერი კახი კალაძე და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი. ჯერჯერობით, უცნობია, რა საკითხების განხილვაა დღეს დაგეგმილი. მმართველი პარტიის წევრებს მედიასთან კომენტარები ჯერ არ გაუკეთებიათ. 17 ნოემბერს მოძრაობა „შეცვალეს“ წევრებმა პარლამენტის შენობიდან „ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისისკენ მსვლელობა მოაწყვეს და ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე პროტესტის ნიშნად წითელი ფერის საღებავით წარწერები „წადი“ და ... ...
  • ოზურგეთის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ლადო სურგულაძე მოულოდნელად გარდაიცვალაოჯახის წევრების ინფორმაციით,  წუხელ ვლადიმერ სურგულაძე სახლში იმყოფებოდა, მოულოდნელად ცუდად გახდა, წაიქცა და გარდაიცვალა. ის ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარედ 2006-2010 წლებში მუშაობდა. მანამდე, ახალგაზრდული   ასაკიდანვე, ვლადიმერ სურგულაძე მუდამ აქტიურობდა საზოგადოებრივ და  პოლიტიკურ ცხოვრებაში.  იყო ეროვნული მოძრაობის გულშემატკივარი.   მუშაობდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელად. ხელისუფლებაში,  პირველი პირის თანამდებობაზე მუშაობის დროს ძალზე მნიშვნელოვანი და პატრიოტული ნაბიჯი არაერთხელ გადადგა.   ყველაზე მნიშვნელოვანი კი იყო მისი მხრიდან წინააღმდეგობა, როცა მთავრობის მიერ განზრახული იყო გურიის ტერიტორიის  (სადაც ახლა ატრაქციონების პარკი  „ციცინათელა“ მდებარეობს) გადაცემა ქობულეთის მუნიციპალიტეტისთვის.  _ მე გეუბნებით, რომ ასეთია ბრძანება. თქვენ გაახმოვანეთ! -  დაგვიძახა და გვითხრა მან პრესკონფერენციაზე და უდიდესი როლი ითამაშა  ამ საქმეში თავისი პრინციპული პოზიციით. ხელისუფლებაში ყოფნის მანძილზე , მისი მუშაობა ხალხის მიერ მარტივი და ბევრის მთქმელი ფრაზით შეფასდა: „ხელისუფლებაში მივიდა გაუსვრელი და ასეთივე წამოვიდა, კუთვნილი სიკეთითაც კი არ უსარგებლია“. ლადო სურგულაძის ცხედარი  ქალაქ ოზურგეთიდან, მშობლიურ სოფელ ჭანიეთში გადაასვენეს. „გურია ნიუსი“ მწუხარებას გამოთქვამს და  თანაგრძნობას უცხადებს განსვენებულის ... ...
  • გურული ექიმები ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერ აქციას გამართავენ დღეს, გურიაში "თეთრი ხალათების" აქცია გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაცია “გურია ნიუსს“ “მედალფას“ ოზურგეთის სამედიცინო ცენტრის დირექტორმა დავით მდინარაძემ დაუდასტურა. “ჩვენი მთავარი მოთხოვა იქნება დროულად და ჩქარ ტემპში მოხდეს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება“, - გვითხრა დავით მდინარაძემ. ინფორმაციისთვის ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს დააკავეს, ის საზღვრის გადაკვეთის ბრალდებას არ ... ...
  • ხანძარი წყალტუბოში _ ცეცხლის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდებახანძარია წყალტუბოს მუნიციპალიტეტში. ცეცხლი ცეცხლი ჩაის ბუჩქებსა და ეკალ-ბარდებს გაუჩნდა.  ცეცხლის პირველი კერა სოფელ სორმანში გაჩნდა, ძლიერი ქარის შედეგად კი ხანძარი სოფელ რიონის ტყეშიც გავრცელდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ძირითადი კერები ლოკალიზებულია და სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. მათი თქმით, ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს. ადგილზე 8 სამაშველო ჯგუფი და 50-მდე მეხანძრე მუშაობს. ხანძრის ჩაქრობას ქართან ერთად ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ სასმელად ვარგის წყალს მოიხმართ?