რამდენიმე შტრიხი დათა გუგუნავას პორტრეტისათვის

ისტორია

რამდენიმე შტრიხი დათა გუგუნავას პორტრეტისათვის

10 აპრ. 2020, 14:13:40

მწერალი, ისტორიკოსი, ერეკლე მეფის შვილიშვილი ალექსანდრე ორბელიანი ,,ცისკარში” (1861) წერდა: ,,ქართველებო! ხელი აიღევით ყიზილბაშურს ყიყინზედ, იმათ სიმღერის ხმებზედ! რა შეედრება ჩვენს მამაპაპურს სიმღერის ხმებსა... მხოლოდ ჩვენი კუთვნილი საკუთარი გალობანი, სიმღერანი და ღიღინები დაგვიმტკიცებს, რომ ჩვენ საქართველოს და იმერეთის ერნი არიან ძველი ივერიანელების შვილისშვილები... გამიგონია გურიელები (გურულები-ი.მ.) კიდევ თურმე გალობდნენ მამაპაპის გალობასა? ღუთის გულისთვის გურიელებო, თქუენ მაინც ნუ დაივიწყებთ თქუენი მამაპაპის ეკკლესიების გალობას: იმ ღუთის სასიამოვნოს, წყნარს და მშვიდობიანსა გალობას, რომელიცა ის ხმა მოგვაგონებს, ჩუენსა კეთილსა ქრისტიანობრივსა ნამდვილსა...”

მართლაც, შეიძლება ითქვას რომ ქართული საეკლესიო გალობა დასავლეთ საქართველოში შემოინახეს და ააღორძინეს; ამ საქმეში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს გურულებმა და სხვებთან ერთად თავადმა დათა (დავით) გუგუნავამ.

გაზეთი „დროება“ (1895, #197) იუწყებოდა, რომ ,,.../დავით გუგუნავა/ იყო დარბაისელი, ტკბილი მუსაიფის, მოსწრებული სიტყვის პატრონი, ამ ადამიანისათვის დამახასიათებელი გახლდათ აგრეთვე სისწრაფე, სიმარდე, რამდენიმე ცხენს ხელუხლებლად გადაახტებოდაო. დაკვრის დროს თვითონვე თხზავდა ლექსებს ხმა მოქნილი თასმასავით, ლიხს-გადაღმელი ვერვინ იმისთანა სიმღერას ვერ იტყოდა, გალობაშიც ბადალი არ ჰყავდა“,

აკაკი წერეთელი ერთ წერილში (გაზეთი „კვალი“) იგონებდა, თუ როგორ დაესწრო ახალგაზრდობაში ბაგრატის ტაძარში ფეხთა ბანის რიტუალს, სადაც იმერელი და გურული მომღერლები გალობდნენ. ,,ზარების დახშირებულმა რეკამ სადგურიდან გამოიწვია მღვდელმთავარი და ისიც გამობრძანდა. აიაზმითა და საკმელ-საცეცხურით მიეგება კრებული, ორის მხრით მგალობლები წამოუძღვენ ეკლესიისაკენ. ერთს გუნდს იმერლები შეადგენენ: ოქროპირ კანდელაკი, გოგინა შათაძე და სინო კანდელაკი, მეორეს - სტუმარი გურულები: დათა გუგუნავა, ყარამან თავდგირიძე და ანტონ დუმბაძე. კანდელაკური სადა გალობა იყო და გურული კი კრიმანჭული. ხალხი გაიტაცა მათმა გალობამ, მაგრამ ორ მხარედ კი გაიყო: ერთს გურულები უფრო მოწონდა და მეორეს კი - იმერლები... მე მაშინ გარჩევა არ შემეძლო და ორივე გუნდს თანასწორად ყურს ვუგდებდი. მანამდი ბევრი კარგი სიმღერა გამეგონა, მაგრამ იმ გალობისთანა არა მსმენია რა! მეგონა, თუ ის ხმები მაღლა ციდან ჩამოდიოდნენ, რომ დაბლა ქვეყანა დაეტკბოთ... მას აქეთ ბევრი რამ მინახავს. ბევრი ხმატკბილი და ხმაშეწყობილი რამ გამიგონია. მაგრამ რაც მაშინ ვიგრძენი, მისი მსგავსი არა მინახავს რა.”

დათა გუგუნავას აღზრდილია გურიის ,,ბულბულად” წოდებული მომღერალი სამუელ ჩავლეიშვილი. გუგუნავას რვა წლის სამუელი, თავისი მსახურის შვილი, თავადმა მაქსიმელიშვილმა გაუგზავნა, როცა გაიგო დათა გუგუნავა კარგად ასწავლის სიმღერასო. სამუელმა გუგუნავას კარზე ერთ წელი დაჰყო.

ისიც აღსანიშნავია, რომ როცა 1897 წელს ოზურგეთში საეკლესიო გალობის აღდგენის კომიტეტი შეიქმნა, მის თავჯდომარედ დათას შვილი ოზურგეთის თავადაზნაურთა წინამძღოლი, ცნობილი მგალობელი და პოეტი, ,,თამარიანის” ავტორი,  სიმონ გუგუნავა დანიშნეს. ,,ამ კომიტეტს აზრადა აქვს შეჰკრიბოს ჩვენი ხალხური სიმღერები და ეროვნული საგალობლები ნოტებზედ გადაიღოს და მით ყველასათვის ხელმისაწვდომი გახადოს ჩვენის ერის საუნჯე, მრავალის საუკუნოების ნაყოფი და წინაპართაგან გადმოცემული. კომიტეტი, თვისის აზრის განსახორციელებლად, აგროვებს საჭირო ფულს. ნოტებზე გადაღება სიმღერა-საგალობლებისა იკისრა ჩვენმა პატივცემულმა მგალობელმა ბ-ნმა ფილიმონ ქორიძემ. კომიტეტი იმედოვნებს, რომ ყველა მამულიშვილი სიამოვნებით და აღტაცებით მიეგებება ოზურგეთლების ამ განზრახვას და, შეძლებისადა კვალად, დახმარებას აღმოუჩენს”, აღნიშნავდა ,,ცნობის ფურცელი”, (1897, # 126).

როცა 1885 წელს 70 წლის ასაკში თავადი, ლოტბარი, რუსეთის არმიის პრაპორშჩიკი, გურიის თავად-აზნაურთა მარშალი დათა გუგუნავა გარდაიცვალა, იმდროინდელი პრესა დიდი მწუხარებით შეხვდა ამ ამბავს. გაზეთი „დროება“ (1895, #197) იუწყებოდა, რომ დათა გუგუნავას ,,მზგავსი სრულიად საქართველოში არავინ დარჩენილა: ის იყო ერთი საუკეთესო წარმომადგენელთაგანი ძველებურის ჩვენის ცხოვრებისა, ის იყო ნამდვილი ძველებური ქართველი თავადი ყოველგვარ საუკეთესო თვისებებით შემკული. იგი მოესწრო გურიის სამთავროს და ყოველთვის მხურვალე მონაწილეობას იღებდა თავის ქვეყნის ბედ-იღბალში, თავგადასავალში და ისე იჩენდა თავს, როგორც ეკადრება ნამდვილს მამულის-შვილს, უშიშარს, თავგანწირულს და ვაჟკაცობით გამსჭვალულს. ამ სამოცის წლის განმავლობაში ისეთი ომი არ ყოფილა, რომელშიაც იმას მონაწილეობა არ მიეღოს”.

ვლასა მგელაძე საკუთარ მოგონებებში ასე აღწერს გუგუნავას: ,,ეს ადამიანი მე მინახავს ღრმა მოხუცებული, რომელსაც მიუხედავად ხნოვანობისა ქორივით გამოხედვა ჰქონდა... იყო რაინდი, შესანიშნავი მეჩონგურე, მგალობელი, მომღერალი, ტკბილი ლექსების დამწერი და მთქმელი, იყო შეუდარებელი მონადირე, მოცურავე, ცხენოსანი, მობურთალი, მომლხენი. მდინარე სუფსას, რაც უნდა გადიდებული ყოფილიყო, დათა გაცურავდა... გაჭენებულ ცხენს მიეწეოდა, შემოახტებოდა და დაიჭერდა. ბურთაობაში ის რომ ბურთს გაიტაცებდა, მისი დამკავებელი არავინ იყო... კაცს ვაშლს თავზე დაადებდა, თოფს ესროდა, ვაშლს გახლეჩდა. ბეჭედში ტყვიას აძვრენდა. დასობილ დანაზე თოფით ტყვიას შუაზე გასჭრიდა. ორღობეში მიმავალს, შაშვი გამოუფრინდა, ცხენზე მჯდომმა ხმლით შუაზე გასჭრა. მიმავალ კაცს ფიშტო ესროლა და ჩექმის ქუსლი მიატეხა: რა ,,წიპუნტაზე” შემდგარა აი ყაზახიო. სამი დღე ქეიფში იქნებოდა და არ დაიძინებდა. არასოდეს არ დათვრებოდა. დათას ბევრი მიმბაძავი ყავდა გურიაში...”

გურიის 1841 წლის ჯანყის დროს დათა გუგუნავა გურულ მილიციონრებს ედგა სათავეში. ჯანყის ჩახშობის შემდეგ სხვადასხვა ჩინის სამხედრო მოსამსახურეებმა საგამომძიებლო კომისიას უჩვენეს რომ თავადი გუგუნავა აჯანყებას მეთაურობდა. ოზურგეთის ალყის დროს სახლების გადაბუგვით ემუქრებოდა მთავრობის მომხრე მილიციონრებს და იარაღით მოქმედებდა ხელისუფლების წინააღმდეგო.

ექვთიმე თაყაიშვილის მოგონებებიდან: ,,ბიძაჩემიდან მე ასე მქონდა გაგონილი: მოთავენი აჯანყებისა ყოფილიყვნენ დავით გუგუნავა და დავით გურიელი. გუგუნავა მოსულიყო ჩვენს სოფელში, ლეხოურში ჯარის შესაკრებად. ბიძაჩემი ედიშელი მაშინ 16 წლისა ყოფილიყო. ბებიაჩემს ის დაემალა სახლში, რომ გუგუნავას არ ენახა და არ მოეთხოვა მისი წაყვანა. „მე კი, – მითხრა ბიძაჩემმა, – დიდად მინდოდა მასთან წასვლაო“. ამიტომ დაუწყია ღრიალი. ეს გაუგონია დავით გუგუნავას და უკითხია ბებიაჩემისათვის: ვინ არის, რომ ღრიალებსო? რომ გაუგია, რაში ყოფილა საქმე, გუგუნავას გამოუყვანია სამალავიდან და წაუყვანია ეს გახარებული 16 წლის ახალგაზრდა, მაშინ უკვე თოფის სროლაში გაწვრთნილი”.

1841 წლის აგვისტოში აჯანყებულების მიერ ოზურგეთის ალყის დროს გუგუნავა რუს ჯართან ერთად ქალაქში იმყოფებოდა, როცა დაინახა, რომ საქმე გართულდა და ოზურგეთი აჯანყებულებს შეეძლოთ აეღოთ, 27-28 აგვისტოს ღამით ის 20 მილიციონერთან ერთად გაიქცა ოზურგეთიდან და აჯანყებულებს შეუერთდა. სექტემბრის პირველ რიცხვებში შექმნილმა ვითარებამ დათა გუგუნავა დაარწმუნა, რომ აჯანყება განწირულია, მან მიატოვა აჯანყებულთა ბანაკი და ნაგომარის საგუშაგოზე დანაშაულის გამოსყიდვის მიზნით, პოლკოვნიკ არღუთინსკისთან გამოცხადდა. ცოტა ხანში აჯანყებულთა ყოფილმა წინამძღოლმა იარაღი ყოფილ თანამებრძოლების წინააღმდეგ მიმართა.

მოგვიანებით გუგუნავა აცხადებდა, რომ აჯანყებაში არ ვმონაწილეობდიო - ცილს მწამებენო. ამასვე იმეორებდა დედამისი ,,არა იყო წინამძღვარ დავით მათი, ვითარცა იგინი ნიშვნენ მას” (იური სიხარულიძე, გლეხთა აჯანყება გურიაში 1841 წელს), მაგრამ დოკუმენტები სხვა სურათს ხატავენ...

P.S. გუგუნავას მსგავსად მთავრობას თავადაზნაურთა უმრავლესობა ჩაბარდა, მხოლოდ მცირე ნაწილი დარჩა აჯანყების ერთგული, მაგალითად აჯანყებულთა ერთ-ერთი მეთაური ამბაკო შალიკაშვილი, რომელიც გაასამართლეს, ყველანაირი უფლება აჰყარეს, ქონებას კონფისკაცია გაუკეთეს და ციმბირში გადაასახლეს. მას რუსეთში უეჭველი სიკვდილი ელოდა, მაგრამ ბედნიერმა შემთხვევამ ის ხიფათს ააცილა. იმ დროს აღმოსავლეთ ციმბირის გუბერნატორად მურავიოვი დაინიშნა. ერთხელ კატორღელთა სიის სინჯვისას თვალში მოხვდა შალიკაშვილის გვარი. გამოიკითხა- ვინ არისო? თურმე როცა ის შავი ზღვის სანაპიროს მესამე ხაზის განყოფილების ყოფილა, მთიულთა წინააღმდეგ გალაშქრებისას სიკვდილს გადაურჩენია ამ გვარის კაცს. დაწვრილებითი გამოკითხვის შემდეგ ტუსაღი სწორედ მისი გადამრჩენელი აღმოჩნდა. მურავიოვისთვის, როგორც გუბერნატორისთვის, შალიკაშვილის გათავისუფლება დიდ პრობლემას არ წარმოადგენდა და სულ ცოტა ხანში მისი შუამდგომლობის საფუძველზე იმპერატორმა ამბაკო შალიკაშვილი შეიწყალა...




 ახალი ამბები
  • ავარია ნასაკირალზე _ ოზურგეთი-ჩოხატაურის გზაზე მოძრაობა შეზღუდულიაროგორც "გურია ნიუსს" ატყობინებენ, ამ წუთებში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ოზურგეთი-ჩოხატაურის ცენტრალური გზის ნასაკირალის მონაკვეთზე. ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და ფორდტრანზიტი შეეჯახა. მსუბუქად დაშავებდა ერთი ადამიანი. როგორც გვითხრეს გზაზე გადაადგილება შეზღუდულია. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება დაწყებულია 276-ე მუხლის მეორე ... ...
  • ქურდობა ოზურგეთის ერთ-ერთ მარკეტშიდღეს, ოზურგეთში, ერთ-ერთ მარკეტში ქურდობა მოხდა.  ფაქტის მხილველთა  თქმით, პირმა გაიტაცა ალკოჰოლური სასმელები.  მომხდარ ქურდობის  ფაქტზე, შსს ასეთ კომენტარს აკეთებს: „მარკეტიდან პირმა გაიტაცა კონიაკი.  საქმე აღძრულია სისხლის სამართლის 177-ე მუხლით, ქურდობის ფაქტზე“, _ გვითხრეს შსს ... ...
  • გიორგი სიორიძე: ამომრჩევლის დაბალი აქტივობა მხოლოდ „ოცნებას“ აძლევს ხელსამომრჩევლის დაბალი აქტივობა მხოლოდ „ოცნებას“ აძლევს ხელს მოვუწოდებ „ლელოს“ მხარდამჭერებს სიფრთხილისა და აქტიურობისკენ, _ ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ გურიის მაჟორიტარმა კანდიდატმა გიორგი სიორიძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, არჩევნებამდე 10 დღეზე ოდნავ მეტი ხნით ადრე იქმნება ვითარება, როცა კორონავირუსის პანდემიის შედეგად საარჩევნო პროცესს იძულებით ისედაც გამოაკლდება ათეულობით ათასი ამომრჩეველი. „ჩვენს თვალწინ ვითარდება შემაშფოთებელი პროცესი, როცა კორონავირუსის პანდემია ახალი ძალით უტევს საზოგადოების ჯანმრთელობასა და ქვეყნის ეკონომიკას. ფაქტია, მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარება, რაც ბოლო ერთი თვის განმავლობაში განსაკუთრებით გართულდა, ნეგატიურად აისახება 31 ოქტომბრის უმნიშვნელოვანესი არჩევნების მიმდინარეობაზეც. ფაქტია ისიც, რომ „ოცნების“ ნაქებმა პანდემიურმა კრიზისმენეჯმენტმა ჩაილურის წყალი დალია და დღეს ვდგავართ იმ რეალობის წინაშე, როცა ამომრჩეველთა სოლიდური ნაწილი ინფიცირებისა თუ კარანტინში და თვითიზოლაციაში ყოფნის გამო მონაწილეობას ფიზიკურად ვერ მიიღებს არჩევნებში. ბუნებრივია, არსებობს მოსახლეობის ასევე სოლიდური ნაწილიც, რომელიც დაინფიცირების რისკის გამო უბრალოდ თავს აარიდებს საარჩევნო უბანზე მისვლას. ასეთი ვითარება და შედეგად არჩევნების დღეს  მოქალაქეთა მხრიდან დაბალი აქტივობის დაფიქსირება ერთადერთ პოლიტიკურ ძალას აძლევს ხელს და ეს ძალა მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა“. ჩვენ ნათლად ვხედავთ, რომ ხელისუფლება ძალაუფლების შესანარაჩუნებლად მიდის ყველაფერზე. ცხადია, ის ბოლომდე და უკანონოდ გამოიყენებს ადმინისტრაციულ რესურსს და შესაძლოა, ვირუსით დაინფიცირების დიდი რისკის ქვეშაც კი ძალდატანებით აიძულოს მისი მომხრეები, რომ მივიდნენ უბნებზე, ხმა მისცენ და ამის შესახებ სხვადასხვა ფორმით შემდგომ „უპატაკონ“ კოორდინატორსა თუ უფრო მაღალი იერარქიის პარტიულ ბოსებს. ერთადერთი საშუალება, რომ არ მივცეთ „ოცნებას“ არჩევნების დღეს კოვიდის შიშით მანიპულირების საშუალება და ამით შედეგებზე არსებითი გავლენის მოხდენა და პრაქტიკულად არჩევნების გაყალბება, არის ის, რომ მაქსიმალური სიფრთხილითა და  რეგულაციების ზედმიწევნით დაცვით მივიდეთ საარჩევნო ურნასთან და ხმა მივცეთ ორპოლუსიანი პოლიტიკის ორივე მეტასტაზის დასრულებას. ანუ, ავირჩიოთ წარმატებული პროფესიონალების გუნდი. ავირჩიოთ ახალი ძალა, ახალი იმედი. ავირჩიოთ „ლელო საქართველოსთვის“, - განაცხადა გიორგი სიორიძემ. მისი თქმით, არჩევნებამდე დარჩენილი პერიოდს „ლელო“ მაქსიმალურად გამოიყენებს მთელ საქართველოში სააგიტაციოდ. „მე გურიაში, მაჟორიტარობის სხვა კანდიდატები თავიანთ ოლქებში, პარტიის სხვა წევრები სრულიად საქართველოში არჩევებამდე დარჩენილ პერიოდს გამოვიყენებთ მაქსიმალურად, რათა ჩვენს ამომრჩეველს კიდევ ერთხელ ავუხსნათ, თუ რატომ უნდა ენდონ „ლელოსა“ და მის მაჟორიტარებს. მე დარწმუნებული ვარ, ამომრჩეველი „ლელოს“ „მარშალის გეგმაში“ კარგად ხედავს საქართველოს ჩიხიდან გამოსვლისა და განვითარების კონკრეტულ, რეალურ პროგრამას, რომელიც გააზრებულია პრაქტიკულად ყველა სასიცოცხლო მიმართულების მიხედვით. დ დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ საქართველოს ამომრჩეველი „ლელოს“ ფართოდ გაუღებს კარს ქართულ პოლიტიკაში. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ პოლიტიკურად ყოველთვის აქტიური გურიის ამომრჩეველი არც ამჯერად დარჩება მოვლენების მიღმა, არ შეუშინდება მძიმე პანდემიურ ფონს და მაქსიმალური სიფრთხილითა და რეგულაციების ზედმიწევნით დაცვით თავის გადამწყვეტ სიტყვას იტყვის „ოცნების“ ოპოზიციაში გაშვებისა და „ლელოს“ ხელისუფლებაში მოსვლის საქმეში. ყველას მოგიწოდებთ, 31 ოქტომბერს ვიყოთ ფრთხილები, ამასთანავე  ძალიან აქტიურები  და შევასრულოთ ჩვენი სამოქალაქო ვალდებულება, - მივიდეთ არჩევნებზე“, - აღნიშნა ბრიფინგზე გიორგი სიორიძემ.   ... ...
  • ჩოხატაურის მერიაში მუშაობა შეუფერხებლად გრძელდებაჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. “გურია ნიუსის“  წყაროს ინფორმაციით, სწორედ ამიტომ, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი და მერიის თანამშრომლები თვითიზოლაციაში გადავიდნენ. ამ ინფორმაციის გადამოწმების გარდა, “გურია ნიუსი“ დაინტერესდა, თუ რა რეჟიმით აგრძელებს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერია მუშაობას.  _ არ ვიმყოფები თვითიზოლაციაში, რადგან საფინანსო სამსახურის უფროსთან, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, იმ დღეებში კონტაქტი არ მქონია. მერია აგრძელებს ფუნქციონირებას, ნაწილი თანამშრომლებისა, პირველ რიგში, საფინანსო სამსახური, გადასულია დისტანციურ რეჟიმზე. საფინანსო სამსახურის უფროსიც დისტანციურად მუშაობს კლინიკიდან, რისთვისაც განსაკუთრებულ მადლობას იმსახურებს,“ _ გვითხრა მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ... ...
  • "ქართული ოცნების" ლანჩხუთის საარჩევნო შტაბი განცხადებას ავრცელებს"ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბი საჯარო განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ ვირუსთან დაკავშირებით, შტაბის წევრებზე, ჩატარებული ტესტირების ყველა პასუხი უარყოფითია. "გაცნობებთ, რომ ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ლანჩხუთის საარჩევნო შტაბის ყველა წევრმა გუშინ გაიკეთა ტესტირება კოვიდ 19-ზე. საბედნიეროდ, პასუხი უარყოფითია. შტაბის წევრებს ყველა 48 საათში ჩაუტარდება ტესტი, რომ რაიმე არ გამოგვეპაროს და ვიყოთ მაქსიმალურად დაცულები. შტაბის მუშაობას ხელი არ შეეშლება, რადგან ყველა სავალდებულო რეგულაცია ზედმიწევნით იყო და არის დაცული. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, გუშინ შტაბის ყველა წევრის ტესტის პასუხი უარყოფითია!!!" - წერია "ოცნების" ადგილობრივი ორგანიზაციის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში. ცნობისთვის, ლანჩხუთის მერს, ალექსანდრე სარიშვილს კოვიდინფექცია გასულ შაბათს დაუდასტურდა და იგი მკურნალობას საკუთარ სახლში ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...