"რაფერ შეიქნა ფირალად ნიკოლოზა მეხუზლა"

ისტორია

"რაფერ შეიქნა ფირალად ნიკოლოზა მეხუზლა"

2018 მარ 27 19:07:32

ეგნატე ნინოშვილი ზედმიწევნით კარგად იცნობდა XIX საუკუნის მეორე ნახევრის გურიის სოციალურ-პოლიტიკურ მდგომარეობას, საზოგადოების გუნება-განწყობილებას და მათ დამოკიდებულებას ფირალობისადმი. ამ თემისადმი მიძღვნილი მისი წერილები ივერიაში იბეჭდებოდა. "_ ეშველა, მოჰკლეს! _ მოდის გურიიდან თანისთან ამბავი. ვინ მოკლეს? აი, ღლონტი, მეხუზლაი, დათუნაიშვილი, გოგიტიძე, დარჩია და რა ვიცი, რავდენი კიდევ სხვაი. მერე ვინ არიან ეს ღლონტი, მეხუზლაი, დარჩია, თათრები, "ბურსუმანები”, თუ ჩვენივე მოძმენი? ... გასული წლებისას რომ არ გამოვუდგეთ, მარტო შარშან და წრეულს აგერ ათზე მეტი "ფირალი” მოჰკლეს გურიაში. მერე, იცით, ვინ არიან ეს ფირალები? ცოლშვილიანი კაცები, რომლებიც გუშინ მშვიდი მიწის მუშა იყვნენ, სახელმწიფო ბეგარას იხდიდნენ და თავის მოძმეებთან ცხოვრების მძიმე უღელს ეწეოდნენ. აი, ასეთი ადამიანი რაღაც უხილავი, უბედური გარემოების მიზეზით დღეს ტოვებს ცოლ-შვილს, იღებს ხელში თოფს და ნადირივით გარბის ტყეში, _ ფირალდება!”

ფირალებს, როგორც გარეულ ნადირსა და ცოფიან ძაღლებს ისე დასდევდნენ. მათი მადევრები, უმეტესწილად, სხვა კუთხიდან მივლინებულები ან ჩინმედლებს გამოკიდებული ჩინოვნიკები იყვნენ, რომლებიც არანაირ ანგარიშს არ უწევდნენ ადგილობრივ პირობებს, მთავარია, არ იცნობდნენ ხალხს, მათ წეს-ჩვეულებებს და არც უნდოდათ, რომ გასცნობოდნენ. მათთვის მთელი გურია ეს ფირალებით დასახლებული ქვეყანა იყო, რომლის წამალი მხოლოდ ტყვიაა.  ამჯერად თქვენს ყურადღებას შევაჩერებ ნინოშვილის მიერ ნახსენებ ნიკოლოზ მეხუზლაზე.
ნიკოლოზ მეხუზლა (ზოგიერთ წყაროში მოხუზლა) ოზურგეთის მახლობლად, სოფ. გურიანთაში, ღარიბი ყმა-გლეხის ოჯახში დაიბადა, დაახლოებით, 1855-56 წლებში. ფიზიკურად მეხუზლა საშუალო ტანის, სქელი კაცი ყოფილა (თუმცა, ერთადერთ შემორჩენილ ფოტოზე, სადაც ფირალი სისონა დარჩიასთან ერთად არის გადაღებული, ის მსუქანი კაცის შთაბეჭდილებას არ ტოვებს). იცვამდა ჩაქურას და წუღა-მესტს, იხურავდა ყაბალახს, ატარებდა წვერს. იარაღად ხმარობდა ბერდენას, ორპირიან ფიშტოს და სატევარს.
სხვადასხვა დროს ის მუშაობდა ვაჭართან "პრიკაშიკად”, მანთაშევის ქარხანაში ბათუმში, შემდეგ მიატოვა სამუშაო და კონტრაბადისტობას მიჰყო ხელი. დადიოდა თურქეთში, "თათრული ლაპარაკი ძალიანი ისტავლა”. ერთხანს თურმე "კარტოჟნიკობას ვეჩვიე, ცოტ-ცოტა გიახელია”. კონტრაბანდისტობისთვის დაიჭირეს, მაგრამ გაიქცა და გვარი შეიცვალა: გახდა გუჯაბიძე. შემდეგ დაბრუნდა გურიაში და სოფლის საქმიანობაში ჩაება, მაგრამ ოჯახის სამყოფს მაინც ვერ შოულობდა.   აი, როგორ აღწერს ნიკოლოზ მეხუზლას გაფირალების მიზეზს მისი ძმა სიკო: ”...უწინ ყანაში დიდი ნადურობა იცოდენ, ერჯელ ნიკოლოზაი დაფაიჯეს ნადზე და უთხრეს: ნიკოლოზავ, ჩვენ დევიწყებთ და შენ გუუხმევო. გუუხმო ნიკოლოზამ... მერე, რუმ ისვენებდენ, ნიკოლოზამ დახედა თოხს და თქვა: ამის ნამუშიერმა რა უნდა მიქნასო, საპონს არ მიყიდისო. იგი, რუმ ჩივიან თოხი გეიქნია და გადააგდოვო, არაა მართალი. თოხი არ გადუუგდია, მარტო აგი თქვა და მერე ყანაში არც ჩასულა.” სხვა თანამედროვის თქმით კი: ”ჩევიდა ყანაში, შეხედა, მის თოხს, დაზომა, თოხი ერთი მტკაველი იყო, მერე ყანას შეხედა და თქვა: ამ ერთი ტკაველა თოხით ამხელა ყანა უნდა ვთოხნო და იგიც ჩემი არ იყოსო”. მეხუზლა ყანიდან გამოვიდა, თოფს ხელი დაავლო და ფირალად გავარდა.
მეხუზლასადმი მიძღვნილი ლექსიდან გამომდინარე ის ცილისწამების გამო მოხვდა ციხეში:  უბრალო ცილისწამებით ციხეც მიჩვენეს სამყოფათ. ოთხ წელიწათს ისთე მახჩვენ, სიკვტილს ვნატრობდი საოხათ. ქურდობა, რაზბონიკობა, იქ შევისტავლე სულ ოხრათ, რადგანც კატორღას მიწერდენ, ქე შევიქენი ფირალი;  სხვადასხვა ცნობების მიხედვით, ნიკოლოზ მეხუზლა ბათუმის ციხეში იჯდა ცნობილ ფირალთან, სისონა დარჩიასთან ერთად. იქიდან ის გადაიყვანეს ოზურგეთში, შემდეგ კი ქუთაისის ციხეში, სადაც მეხუზლამ წელიწადნახევარი დაჰყო, მაგრამ 1888 წლის თებერვალ-მარტში ის ციხიდან გამოიქცა.  პოლიცია მას თავს არ ანებებდა და ბოლოს მოინადირა კიდევაც. "წუხელ. ღამის 9 საათზე, შემდეგი დეპეშა მივიღეთ ოზურგეთიდგან: "დღეს ნაშუადღევის პირველ საათზე, სოფელ უჩხუბში პოლიციამ მოჰკლა გავარდნილი ყაჩაღები დათუნაიშვილი და მეხუზლა, რომელთაც თავისის მხრით, მოჰკლეს ოთხი და დასჭრეს ორი კაცი მდევართაგანი” (ივერია, 1892 წ. #10 ).
ივერია შემდეგ ნომერში თემას აგრძელებდა: ”15 ამ თვისას (იანვარს), დილით, პოლიციის ბოქაულის თანაშემწე მგელაძე და აქაურის დრუჟინის აფიცერი ბ-ნი გარდაფხაძე რამდენსამე ჯარისკაცით გავიდნენ ოზურგეთიდგან, პირველი მათგანი წავიდა სოფელ უჩხუბს (ბახვის საზოგადოებაშია) და მევორე მელექედურს (დვაბზუს საზოგადოება), სადაც ფირალთა მომხრეობაში შენიშნული სახლობა უნდა გაეჩხრიკათ. უჩხუბში ბ-ნი მგელაძე დათა მაუჭაძის სახლში სრულიად მოულოდნელად წააწყდება დათუნაიშვილს და მეხუზლას. ასტყდება სროლა... ორი ჯარისკაცი მოკვდება... თოფის ხმა ოზურგეთამდისაც სწვდება და ამასობაში იქაც მიდის ეს ამბავი... თოფისა და ღრიანცელის ხმა ბატონ გარდაფხაძესაც ესმის მელექედურში და ისიც თავის ჯარისკაცებით გაეჩქარება უჩხუბისაკენ, საიდანაც ოზურგეთში ჰგზავნიან კაცს ახალის რაზმისათვის... მეხუზლა გამოდის გარეთ და გარბის. ორი სოფლის კაცი კვდება მეხუზლას თოფით... ყაჩაღი შეამჩნევს ერთს მოხერხებულს ალაგს იქვე ღელეში და შეეფარება, მაგრამ თოფის სროლას მაინც არ სწყვეტს, ყოველის მხრით იგერიებს მდევართ. ბოლოს რამდენიმე თოფი მდევართა ზედიზედ მოხვდება და განუტევებს სულს. აქედგან მდევარნი გასწევენ მაუჭაძის სახლისკენ და აღმოჩნდება, რომ იქ დათუნაიშვილი დაურჩენიათ, რომელსაც, როგორც ეტყობოდა, გაქცევა დაუპირებია.  ...სათქმელი მხოლოდ ისაა, რომ თუ ეს ღრმა თოვლი არა, შესაძლებელი იყო ორივე ყაჩაღი ხელიდგან წასვლოდა პოლიციას...  სოფლელთაგან მოკლულნი არიან მენაბდე და შაფაქიძე, ორივე ცოლ-შვილისა და ოჯახის პატრონი კაცები. ამას გარდა, ორი აქაური დრუჟინის ჯარისკაცები გახდა უბედურების მსხვერპლად, ორი მძიმედ არის დაჭრილი და ერთი მსუბუქად .
სიკო მეხუზლას მოგონებიდან: ”სამი პრისთავი წევიდა მაგის მოკლაზე. მეხუზლა გარეთ გამუარდა. დვაბზუას გახვა. იქინეი მენაბდე მოკლა. მექვაბიშვილი იყო სტრაჟნიკი და კლავი მოსტეხა... დაჭრილი მექვაბიშვილი იხსენებდა: „მეხუზლამ დეიძახა: კაცის სიკვტილი არ მინდა და თავს ნუ შემომაკლავთო. მე პირველ გასროლაზე მომარტყა ტყვია კლავში და წამაქცია... მეხუზლასთან ტარიელა დათუნაიშვილი იყო, იგი იქინე მოკლეს... ამ ჩხუფში უფროსები იყვენ: გარდაფხაძე, ახოტნი კამანდის აფიცერი და დადიშქელიანი... ვოზურგეთის ნაჩანიკი...”
ამ ბრძოლის სხვა მოწმის სიტყვებით: ”მეხუზლა რუმ მოკლენ, მაშვინ იქინეი ვიყავი... მაუჭაძისას იყვენ თურმე იგი და ტარიელა დათუნაიშვილი. ტარიელაც მაგარი კაძახი იყო. ვოზურგეთიდან ჯარი ამევიდა. სოფლებიდან ხევისთავები იყვენ. შეიქნა სახში სროლა. ტარიელა სახში მოკლეს. მამასახნისათ ნამყოფი იყო ერთი ივანე შაფაქიძე. მამასახნისობიდან გაგდებული იყო და ადგილზე დაბრუნება უნდოდა და იფიქრა ახლა ვისახელეფ თავსო, ჩინს მომცემენო. მივარდა მეხუზლას ფილთა თოფით და დუუძახა: ბაწრით შეგკრავო, _ სოფლის კაცმა მომცილდით, ჯარმა მეჩხუბოსო, დეიძახა მეხუზლამ... არ დიეთხუა შაფაქიძემ, მაშვინ ესროლა მეხუზლამ და ჩააწვინა იქინეი. მიორე თოფით მენაბდე მოკლა...” გადმოცემის თანახმად, მეხუზლას დიდი თოვლის მიუხედავად ორი თუ სამი ვერსი გაიარა, მდინარეში ერთი მოხერხებული ადგილი შეარჩია და დიდი ხნის განმავლობაში იგერიებდა მტერს. ბოლოს, ტყვიები რომ გამოელია, თავისი ნებით გამოვიდა საფარიდან, მდევრებმა მას მაშინვე ცეცხლი გაუხსნეს და ადგილზე მოკლეს. მეზუხლას ვაჟკაცობას დიდი შთაბეჭდილება მოუხდენია მის მდევრებზეც, რაც ლექსშიც გამოიხატა: პრისტავები იძახიან: ”ეი, ბოღუ, მალდეცა!”




 ახალი ამბები
  • გენერალურმა პროკურატურამ პატიმრების შეწყალების ფაქტზე გამოძიება დაიწყოსაქართველოს გენერალურმა პროკურატურამ პატიმრების შეწყალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე მიმდინარეობს. „საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება მსჯავრდებულების: რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. საზოგადოებას პერიოდულად მივაწვდით ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ“, _ ნათქვამია პროკურატურის ... ...
  • ანზორ ჩუბინიძე: ჩემი სამსახურის თანამშრომელს არანაირი იარაღი, არც ლეტალური და არც არალეტალური არ ქონიასახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურაში დაიკითხა. როგორც ანზორ ჩუბინიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მან გამოძიებას ყველა კითხვაზე გასცა პასუხი. „20-21 ივნისის მოვლენებზე გამოვიკითხე და რაც მკითხეს, ვუპასუხე. რა დონეზე ვმონაწილეობდი, როგორ ვიყავით ჩართულები და პირადად ჩემთან ქონდათ გარკვეული კითხვები ჩემი მონაწილეობის შესახებ. მე ვარ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი, პარლამენტის შენობა არის დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ობიექტი და აქ კითხვა არაა, თუ რატომ ვიყავი იქ. მე მითითებებს გავცემდი მხოლოდ და მხოლოდ სდსს თანამშრომლებზე. რა თქმა უნდა, არ გავცემდი არანაირ ბრძანებას სროლაზე“, – განაცხადა ანზორ ჩუბინიძემ. ამასთან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის თქმით, ის პასუხისმეგებლობისგან გაქცევას არ აპირებს. ​ „რაც შეეხება იმას, რომ სდსს-ის თანამშრომლები იყვნენ განლაგებული პარლამენტის სხვადასხვა შესასვლელთან, ეს ასე იყო და იქნება, სანამ მე ვიქნები ხელმძღვანელი სდსს-ის. ჩემი სამსახურის თანამშრომელს არანაირი იარაღი, არც ლეტალური და არც არალეტალური არ ქონია. არავინ გაექცევა პასუხისმგებლობას, მათ შორის არც მე, თუ დადგება ეს საკითხი. გამოძიება აუცილებლად მივა ბოლომდე და ყველა კითხვას პასუხი გაეცემა“, – განაცხადა ანზორ ჩუბინძემ. ... ...
  • გიორგი გახარია: "ეს იყო გავრილოვის დღე და ეს იყო პარლამენტის შტურმის ღამე""მე ვიყავი პირველი შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც მივიდა პროკურატურაში და გამოძიებას ჩვენება მისცა, თუ საჭირო იქნა, მე ვიქნები პირველი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ასევე მივა პროკურატურაში და მისცემს ჩვენებას" _ განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ. მისივე თქმით, პროკურატურის გადასაწყვეტია რამდენ ადამიანს დააკავებენ: „20 ივნისი იყო გავრილოვის დღე, მაგრამ ეს იყო პარლამენტის შტურმის ღამე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ და კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ თითოეულმა პოლიციელმა მაშინ შეძლო და დაიცვა სახელმწიფო ინსტიტუტი, ემსახურა სახელმწიფოს და შეასრულა თავისი ძირითადი მოვალეობები. რა თქმა უნდა, იყო ერთეული გადაცდომები, რომელზეც დევნა დაწყებულია, გამოძიება გრძელდება, თუ იქნება საჭირო 10 ადამიანის დაკავება, დააკავებენ 10 ადამიანს, თუ იქნება საჭირო, დააკავებენ ოცს“,_  განაცხადა გიორგი გახარიამ. 21 ივნისის მოვლენებიდან დღეს 3 თვე გავიდა და აქცია "სირცხვილიას" ორგანიზატორები, რომლებიც 3 თვეა საპროტესტო აქციებს მართავენ, დღევანდელ დღეს პარლამენტის წინ მაშტაბური აქციით აღნიშნავენ. ... ...
  • მზად, დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის! დიანა ბაქრაძე 19 წლის სტუდენტია თელავიდან. იგი მინდობით აღზრდის სახელმწიფო პროგრამაში 11 წელი იმყოფებოდა. მინდობით აღზრდა 18 წლამდე არასრულწლოვანის ოჯახურ გარემოში გარკვეული დროით აღზრდას უზრუნველჰყოფს. როგორც თავად გვიყვება, ერთ დღეს, მას დაუკავშირდა სოციალური მუშაკი და „საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი აფხაზეთის“ პროექტში ჩართვა შესთავაზა: „ამ პროექტში 17 წლის ასაკში ჩავერთე. ჩემმა სოციალურმა მუშაკმა შემატყობინა, რომ არსებობდა ორგანიზაცია, რომელიც საინტერესო პროექტს ახორციელებდა და ბავშვებს საკომუნიკაციო თუ სხვა მათთვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და განვითარებაში ეხმარებოდა. მეც დავთანხმდი, რადგან მაშინ არც თუ ისე გამოვირჩეოდი კომუნიკაბელურობით და თითქოს, რაღაც უფრო მეტი მჭირდებოდა იმისთვის, რომ ცხოვრებაში ჩემი მიმართულებები გამჩენოდა. მოლოდინი ნამდვილად გამიმართლდა, რადგან პროექტის მიმდინარეობის პერიოდიდანვე ვგრძნობდი, როგორ ვძლიერდებოდი, ვხდებოდი თავდაჯერებული და უფრო ადვილად ვამყარებდი ურთიერთობას ადამიანებთან“. პროექტს, რომელზეც დიანა საუბრობს, „საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი აფხაზეთი“ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით 28 თვის განმავლობაში ახორციელებდა.  საპილოტე პროექტი _ „საქართველოს მოწყვლადი მოზარდების ხელშეწყობა გახდნენ პროდუქტიული, სრულფასოვანი მოქალაქეები სწავლების, ტრენინგებისა და დასაქმების გზით“ სამ რეგიონს  _ კახეთი, შიდა ქართლი, მცხეთა-მთიანეთი, თბილისი _ მოიცავდა. ორგანიზაციის მიერ დაგეგმილ აქტივობებში სახელმწიფო ზრუნვის პროგრამებში ჩართული 14-დან 25-წლამდე 144 მოზარდი მონაწილეობდა. პროექტის მნიშვნელობის შესახებ საუბრისას, ორგანიზაციის კომუნიკაციის მენეჯერი სოფიკო ლაგვილავა აღნიშნავს: „სახელმწიფოს ზრუნვის ქვეშ მყოფი ბავშვები, რომლებიც მცირე საოჯახო სახლებსა და მინდობით აღზრდის პროგრამებში არიან ჩართულები, 18 წლის შესრულების შემდეგ სახელმწიფოს მზრუნველობის მიღმა რჩებიან.  მათზე სახელმწიფო წყვეტს ზრუნვას. ამიტომ, აუცილებელია, არასრულწლოვნებმა სწორედ ამ პერიოდში შეიძინონ ყველა ის უნარ-ჩვევა, რაც 18 წლის შემდგომ დამოუკიდებლად ცხოვრებაში დაეხმარებათ. ჩვენ მიერ განხორციელებულ პროექტში დაგეგმილი აქტივობები, ტრენინგები და სტაჟირებები, სწორედ ამ მიზნისკენ იყო მიმართული. მოზარდები, რომლებსაც თავიდან უჭირდათ კომუნიკაცია, საუბარი, დიალოგში ჩართვა, საკუთარი აზრის გამოხატვა, საწინააღმდეგო პოზიციის დაფიქსირება, ახალი ადამიანების გაცნობა, - შეიცვალნენ. ამაღლდა მათი თვითშეფასება, შეიძინეს ახალი მეგობრები, გააქტიურდნენ და გაუმჯობესდა მათი განვითარებაზე ორიენტირებულობის ხარისხი“. დიანა ბაქრაძე პროექტის ფარგლებში გავლილი ტრენინგებისა და სტაჟირების შემდეგ, დიანა ბაქრაძე ერთ-ერთ კერძო საწარმოში დასაქმდა კიდეც. იგი ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა: „პროექტის ფარგლებში გავიარეთ სხვადასხვა ტრენინგი, ეს იყო კომუნიკაცია, უნარ-ჩვევების განვითარება, ხელსაქმე. შემდეგ გვქონდა სტაჟირების გავლის შესაძლებლობა, მე სტაჟირების კურსი ავირჩიე ყველის ქარხანაში, სადაც ყველის დაფასოება და თბილისის მასშტაბით მაღაზიებისთვის შეკვეთების გამზადება მევალებოდა. შემდეგ ამავე ადგილას დავსაქმდი და ერთი წლის განავლობაში ვმუშაობდი. ამ პროექტმა საფუძველი მომცა იმისთვის, რომ ჩავრთულიყავი საზოგადოებრივ ცხოვრებაში, დავინტერესებულიყავი სხვადასხვა აქტივობით და კი არ დავლოდებოდი იმას, ვინ რას შემომთავაზებდა, არამედ თავად მემოქმედა“. ანა ვარამაშვილი ამავე პროექტის 19 წლის მონაწილეა. ამჟამად ისიც სტუდენტია და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის „მეცნიერებისა და ხელოვნების“ ფაკულტეტზე ქართული ფილოლოგიისა და ფსიქოლოგიის მიმართულებით სწავლობს. პროექტში 2018 წლის გაზაფხულიდან ანაც სოციალური მუშაკის დახმარებით ჩაერთო. მასწავლებლობა ბავშვობიდან უნდოდა, ამიტომ პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები და ტრენინგებიც სწორედ ამ მიმართულებით გაიარა. „ყველაზე მნიშვნელოვანი რაც ამ პროექტისგან მივიღე არის ის, რომ მომეცა შესაძლებლობა, სტაჟირება გამევლო რედაქტორის პოზიციაზე. ვარედაქტირებდი სხვადასხვა ნაწარმოებებს _ ნოველებს, მოთხრობებს. გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში, ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტთან გავდიოდი სტაჟირებას იმ მეთოდების შესასწავლად, რასაც მასწავლებლები საგაკვეთილო პროცესებში იყენებენ. აბიტურიენტებისთვის განკუთვნილ მასალას ვამუშავებდი არა როგორც მოსწავლე, არამედ, როგორც რეპეტიტორი. ვსწავლობდი ტექნიკას, როგორ უნდა მიმეწოდებინა ინფორმაცია სწორად. ამ ყველაფერმა გაზარდა ჩემი თეორიული და პრაქტიკული ცოდნა და განავითარა ჩემი კრიტიკული აზროვნება. აღნიშნულმა პროექტმა დიდი გავლენა იქონია ჩემს პრაქტიკულ და წიგნიერ განვითარებაზე, რადგან სამომავლოდ, შეძენილი უნარ-ჩვევების ჩემს საქმიანობაში გამოყენება ძალიან დამეხმარება“, _ გვიყვება ანა. ანა ვარამაშვილი გარდა მიღებული პრაქტიკული ცოდნისა, ანა ვარამაშვილი სოციალური უნარების ტრენინგების მნიშვნელობაზეც საუბრობს და ამბობს, რომ აღნიშნულმა ტრენინგმა შესაძლებლობა მისცა, შეემეცნა და ჩაღრმავებოდა თანატოლების ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, აეხსნა როგორც თავისი, ისე თანატოლების ქცევა კომუნიკაციისას, რაც ახლა ჯანსაღი ურთიერთობების დამყარებაში ეხმარება: „ჩვენ გავიგეთ, თუ რამდენად საჭიროა თითოეული მოზარდის აქტიური კომუნიკაცია და კავშირი საზოგადოებასთან, უცნობ და ნაცნობ ადამიანებთან, ასევე რა გავლენა აქვს ჩვენს ჩართულობას, რა დადებით და უარყოფით მხარეებს მოიცავს და სხვა რიგი საკითხები, რაც მიადვილებს განსხვავებულ ადამიანებთან კონტაქტში ადვილად შესვლას. ეს პროექტი უამრავ მოზარდს, ჩემი ჩათვლით, დაგვეხმარა, აღმოგვეჩინა საკუთარი თავები, მიზნები და დამოუკიდებლად გვეზრუნა თვითრეალიზებისთვის“. „საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი აფხაზეთის“ კომუნიკაციების მენეჯერი სოფიკო ლაგვილავა პროექტის შედეგებზე საუბრისას აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგია მოზარდების დასაქმება: „მოზარდები, რომლებსაც არ ჰქონდათ სოციალური უნარები, რომლებმაც არ იცოდნენ, რისი კეთება სურდათ, ან თუნდაც, რა გამოსდიოდათ კარგად და მათი დასაქმების შანსი არც ისე დიდი იყო‒ დღეს დასაქმებულები არიან; აქვთ ყოველთვიური სტაბილური შემოსავალი; სწავლობენ ხელფასის განკარგვას საკუთარი საჭიროებების მიხედვით. ასევე, მნიშვნელოვანია იმის აღნიშნვაც, რომ მათ ჰყავთ სამეგობრო წრე მეწარმის და მისი თანამშრომლების სახით, ჩართულები არიან აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, უშვებენ შეცდომებს მუშაობის პროცესში და სწავლობენ როგორ მიიღონ შენიშვნები, გამოასწორონ თავიანთი ქცევა. ამ მოზარდებს, დღეს შეუძლიათ, ერთმანეთისაგან ცუდისა და კარგის გარჩევა, ყოველდღიურად აკვირდებიან საზოგადოებას, ოჯახებს, აფასებენ არსებულ ვითარებას, ოჯახის წევრთა თანადგომას და ამ ყველაფრისგან იქმნიან მათთვის მისაღებ ოჯახის მოდელებს“. ანა ვარამაშვილი მთავარ ფოტოზე დიანა ბაქრაძე სტატია დაიწერა პროექტის „ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლო“ ფარგლებში. სტატიაში გამოხატული მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ და მხოლოდ სტატიის ავტორს.   ავტორი: თამარ ... ...
  • 3 თვე გავრილოვის სისხლიანი ღამიდან _ არასოდეს შევეგუებით გახარიასნაირ პოლიტიკურ ფიგურებს სავარძლებში3 თვე გავრილოვის სისხლიანი ღამიდან _ დაჭრილი, თვალდაკარგული და დაშავებული ასობით ადამიანი. აქცია რუსთაველის გამზირზე დღეს ფართომასშტაბიანი იქნება. აქციის მონაწილეები იმ დღის მოვლენებს გაიხსენებენ კი ხელისუფლებას კიდევ ერთხელ შეახსენებენ, რომ გიორგი გახარია მათი სირცხვილია.  „ამ თარიღის აღნიშვნა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ქართული ოცნების ხელისუფლებას, კიდევ ერთხელ უნდა გავაგონოთ, რომ საქართველოს მოქალაქეები არასოდეს შეეგუებიან გიორგი გახარიასნაირ პოლიტიკურ ფიგურებს სავარძლებში“, _ განაცხადა ნოდარ რუხაძემ. სამომავლო გეგმებზე ისაუბრა ანტისაოკუპაციო მოძრაობის ორგანიზატორმა, გიგა მაქარაშვილმა.  „20 სექტემბრიდან ჩვენი პერმანენტული აქციების ფორმატი წყდება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ რაღაც პაუზას ვიღებთ, პირიქით. უკვე 21-22-დან ჩვენ სხვადასხვა ფლანგზე გამოვჩნდებით. მთავარი ხაზი ჩვენი იქნება ის, რომ არ ვაპირებთ ოკუპაციას შევეგუოთ, უსამართლობას და ძალადობას“ _ განაცხადა გიგა მაქარაშვილმა.   20 ივნისს აქციის მონაწილეების პროტესტი საქართველოს პარლამნეტში რუსი დეპუტატის გავრილოვის ყოფნამ განაპირობა. პარლამენტში სხდომის წაყვანის შედეგად ქუჩაში ათასობით მოქალაქე გამოვიდა. პროტესტი მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ღამის 12 საათისთვის ძალოვანმა სტრუქტურებმა ცრემლსადენი გაზისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით აქციის დაშლა გაუფრთხილებლად დაიწყეს. რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზაზე მდგარი აქციის მონაწილეები თავდაცვის მიზნით ტერიტორიას გაეცალნენ, თუმცა მალევე უკან დაბრუნდნენ.  ამის შემდეგ სპეცრაზმმა რეზინის ტყვიების გამოყენებაც დაიწყო, რის გამოც აქციის არაერთი მოქალაქე და მედიის წარმომადგენელი მძიმედ დაშავდა. ორმა ადამიანმა, სპეცრაზმის მხრიდან ნასროლი რეზინის ტყვიების შედეგად თვალი დაკარგა, 240-მდე მოქალაქემ კი სხეულის დაზიანებები მიიღო. ... ...

არქივი

ზაფრანი

საკვები, რომელიც ხანგრძლივი სიცოცხლის საწინდარია

ადამიანის ჯანმრთელობა პირდაპირ კავშირშია კვებასთან....

მუდმივად დაამატეთ სოდა თქვენს ყავას

სოდას უამრავი სასარგებლო თვისება გააჩნია....

სიმართლე სანთლების შესახებ

ზოგიერთი სურნელოვანი სანთელი ორგანიზმისთვის მავნებელი...

სანამდე მივყავართ უძილობას

გარკვეული მიზეზების გამო, ხშირად გიწევთ...

როგორ უნდა მოხიბლოთ ქალი

ვერძი – ქალი ვერძების დიდ...

ქალები, რომელთა შეყვარებასაც მწარედ ინანებთ

ვერძი - მამაკაცური პლანეტა მარსი,...
კარმიდამო ჩემი

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...

როგორ ვუმკურნალოთ კბილებს

ხილისა და ბოსტნეულის წვენების სასიკეთო...

ჭარბი ტენიანობის მიზეზებზე მუდმივად უნდა ვისაუბროთ

თხილის კულტურის სიდამპლის და სოკოვანი...

როგორ მოვიქცეთ ჭექა-ქუხილის დროს?

წელიწადის დროებსა და თვეებს შორის,...

სეზონის შესაფერი სამუშაოებისთვის მზადყოფნა აუცილებელია

ზოგს თოხნა და სარეველებისგან ბოსტნის...

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...