რას წერდნენ ლელობურთის შესახებ _ ძველი გაზეთებიდან

ისტორია

რას წერდნენ ლელობურთის შესახებ _ ძველი გაზეთებიდან

2018 დეკ 5 10:10:13

ლელობურთი რომ ყოველთვის პოპულარული სახალხო თამაში იყო დასავლეთ საქართველოში, ამას ძველი საგაზეთო სტატიებიც ამტკიცებს. აი, ზოგიერთი მათგანი: 

,კვალი” (1897): ,,მუდამ ხმა დადიოდა 1 მაისი ფოთელებისათვის მეტად შესამჩნევი დღე არისო... აქ ჯიბრობით ბურთაობა სცოდნიათ მეგრელებსა და გურულებს... ნაშუადღევს 4 საათზე ბურთი გაგორდა და ზედ მეგრელების შტვენა-კიჟინას საზღვარი არ ჰქონია. კაციან-ბურთიანად უეცრად უნდა მიეტანათ ლელოზე, მაგრამ შევარდენივით გამოუქროლეს ორმოციოდე გურულებმა... და ნახევარი საათის განმავლობაში ბურთი ლელოზე მიარბენინეს. გულდაწყვეტილი მეგრელები ერთმანეთს ებაასებოდნენ: ,,დევიღუპეთ კოჩი, გურულებმა მორჯგინესო”. 

ივერია, (1899)

,,წერილი ბათუმიდგან: კვირაცხოვლობას ჩვეულებრივი ბურთაობა გამართეს გურულებმა და მეგრელებმა კახაბერში, სადაც დიდძალი საზოგადოება შეიკრიბა, ზოგნი მოთამაშენი და ზოგნი კიდევ მაყურებელნი. დიდ უზარმაზარ ბურთს დაატარებდნენ სამი საათიდგან ხუთის ნახევრამდე და მაშინ გადასცეს ერთ კაცს, რომელმაც ეს ბურტი წაიღო და გადააგორა დანიშნულ ლელოს შუაგულზედ და თან დასძახა: ,,არიქა, ყმაწვილებო, ვაშა, ვაშაო, ლელო დასავლეთით მეგრელებისა და ხონელებისააო და აღმოსავლეთით გურულებისა, თათრებისა და სომხებისაო!” შეიქნა ყიჟინა, ვაშას ძახილი და ბურთი გააქანეს პირველად მეგრელებმა, და ის იყო ლელოსთან უნდა მიეტანათ, - ამ დროს გურულებმა იბრუნეს ბურთი თავიანთი ლელოსკენ, მაგრამ ბურთი ისევ მეგრელებმა და ხონელებმა გაიტაცეს. ამ დროს ბურთი გადავარდა პატარა მდინარეში, სადაც არშინის სიმაღლეზედ წყალი იუდგა. თქვენც არ მომიკვდეთ, წყალმა არც ერთი მხარე არ შეასინა. ჩაცვივდნენ შიგ; მთელი ერთი საათი ბურთი წყალში იყო; ბოლოს ისევ მეგრელებმა და ხონელებმა იგდეს ხელთ, გააქანეს თავიანთი ლელოსაკენ და მერე ზღვაში ჩააგდეს. თამაშმა მთელ სამს საათს გასტანა.

მოთამაშენი სიმღერითა, ცეკვითა და დამბაჩის სროლით დაბრუნდნენ სახლში” (ყარამან ნარაკიძე). 

,,ივერია”, (1899) ,,წერილი ფოთიდგან: ...ეს დღე პირველი მაისი იყო და ჩვეულებრივად ბურთი უნდა გავარდნილიყო. ამისთვის მობურთავე გურულები და მეგრელები ადრე შეიკრიბნენ, რომ დროზედ გასჯიბრებოდნენ ერთმანეთს. ბევრს მობურთავეს სათამასოდ გული ისე უთრთოდა, რომ არ იცოდა რა ექნა, ვიდრე ბურთი გავარდებოდა. რადგან მოთამაშე გურულებს ამ დღეს იღბლად გემი გაუჩნდათ დასატვირთავი, ამისთვის დროზედ საბურთაოდ ვერ გამოცხადდნენ და ბურთის გაგდებამ ცოტა არ იყოს დაიგვიანა. ამ დღისათვის გურულების მისახმარებლად ბ-ნმა მოსეშვილმა თავისს ,,არტელში” მომუშავე იმერლებს სადილი გაუმართა, გამოარჩია 70 მობურთავე და პარკში წაასხა. 5 ½ საათზედ გავარდა ბურთი. მობურთავე გურული მუშები ცოტანი იყვნენ, ასე რომ ბურთს გურულების მხრივ სამოც-და-ათი კაცი იმერელი აჩერებდა გმირულად. იმერელი მუშები შეებრძოლნენ მოწინააღმდგეთ და ყოჩაღად წაიღეს ბურთი ლელოსკენ. დაინახეს თუ არა ეს მეგრელებმა, შეუტიეს. მართალია, მერე გურული მუშებიც მოვიდნენ, მაგრამ, ხომ მოგეხსენებათ: ,,ძალა აღმართს ხნავსო!” რომ დაატყეს, საქმე ცუდად მიდის და მეგრელების სიმრავლით გვჭარბობენო, იმერლებმა ბურთი გასჭრეს და ლელოზედ მარტო ტყავი გაატანეს გამაჯვებულ მეგრელებს. შემდეგ გამარჯვებულმა მეგრელებმა დაამტვრიეს ხის ტოტები, ასწიეს მაღლა მობურთავე გმირი ბ. გაბელია და სიმღერით შემოატარეს პარკის გარშემო“ (ი. იანეთელი).




 ახალი ამბები
  • ტრაგედია კახეთში-ავარიას მამა-შვილი ემსხვერპლატრაგედია დატრიალდა ველისციხე-ყვარლის დამაკავშირებელ გზაზე. მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, რამდენიმე მეტრი გაიარა და შემდეგ გადაბრუნდა. შემთხვევის შედეგად 24 წლის ახალგაზრდა და მისი 3 წლის შვილი დაიღუპნენ, 25 წლამდე ახალგაზრდამ კი სხეულის მრავლობითი დაზიანებები მიიღო. სამივე მათგანი სოფელ ველისციხის მკვიდრია. შემთხვევა წუხელ მოხდა. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს საგამოძებო ... ...
  • როგორია გოგოს მდგომარეობა, რომელიც ქმართან და 3 შვილთან ერთად მტკვარში გადავარდაქვიშხეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ქალი, მარიანა ქორიძე, მცხეთაში, ჯეო ჰოსპიტალის კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც „გურია ნიუსს“ კლინიკის ხელმძღვანელმა, დავით ლოლაძემ უთხრა, დაშავებული სტაბილურად მძიმე მდგომარეობაშია. „სტაბილურად მძიმე მდგომარეობაშია, რეანიმაციაში იმყოფება და მართვით სუნთქვაზეა“,_ამბობს კლინიკის ხელმძღვანელი. ავტომობილი, რომლითაც ოჯახი, მგზავრობდა მდინარეში გადავარდა. შემთხვევას 4 ადამიანი, მამა და სამი შვილი ... ...
  • როგორი ამინდია მოსალოდნელი- უახლოესი დღეების პროგნოზიგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 27-28 იანვარს საქართველოში შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი. 29-30 იანვარს საქართველოს ცალკეულ რაიონში გაწვიმდება, მთაში და მაღალმთაში ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღის საათებში +12, +17, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +9, +14 გრადუსამდე მოიმატებს. თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +12 გრადუსამდე ... ...
  • რას წერდა ავარიამდე გოგო, რომელიც ქმართან და 3 შვილთან ერთად მტკვარში გადავარდა მარიანა ქორიძემ, რომელიც ქმართან და შვილებთან ერთად ქვიშხეთთან ავტომანქანით მტკვარში გადავარდა, ტრაგედიამდე  ცოტა ხნით ადრე სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც პატარას დაბადების დღეს ულოცავდა. "ჩემს თამარას, ჩემს ,,უკრაინკას" ვულოცავ დაბადების დღეს. ჩემო სიხარულო, შენს ბუთქუნა ვარდისფერ ლოყებს რა დამავიწყებს. ძალიან მიყვარხარ, მინდა ბედნიერი ბავშვობა და წარმატებული მომავალი გქონდეს", _ წერდა მარიანა. შეგახსენებთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა წუხელ ქვიშხეთთან მოხდა. ოჯახმა ბაკურიანში შვილის დაბადების დღე აღნიშნა და სახლში ბრუნდებოდა. სავარაუდოდ, მძღოლს ჩაეძინა და ავტომანქანა წყალში გადავარდა. შემთხვევის შედეგად მამა შვილებთან ერთად ადგილზე დაიღუპა, მარიანა კი უმძიმეს მდგომარეობაში ხაშურის საავადმყოფოში გადაიყვანეს და მის გადარჩენას ექიმები ამ დრომდე ცდილობენ. თავდაპირველად, ვრცელდებოდა ინფორმაცია მარიანას გარდაცვალების შესახებ. "გურია ნიუსი" იზიარებს ოჯახის უდიდეს ტრაგედიას და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ... ...
  • ტრაგედია ქვიშხეთთან _ დაღუპულია მამა და სამი ბავშვიწუხელ საშინელი ავარია მოხდა ქვიშხეთთან.  მსუბუქი ავტომანქანა, რომელშიც დედ-მამა სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა, მდინარეში გადავარდა. მამა ბაქარ ბანძელაძე შვილებთან ერთად ადგილზე დაიღუპა _ ბაქარი წყლიდან გარდაცვლილი ამოიყვანეს, ვერც ბავშვების, ორი ბიჭუნას და ერთი გოგონას გადარჩენა მოხერხდა. დედა, მარიანა ქორიძე უმძიმეს მდგომარეობაში მცხეთის საავადმყოფოში გადაიყვანეს. გავრცელდა ინფორმაცია დედის გარდაცვალების შესახებაც, რომელიც, როგორც გაირკვა სიმართლეს არ შეესაბამება. ოჯახი ბაკურიანიდან ბრუნდებოდა, სადაც პატარა გოგონას დაბადების დღე ... ...

არქივი

ზაფრანი

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ კიბო, შესაძლოა, გადამდები იყოს

ვებგვერდ wize.life-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით...

მიწაზე მიყინული კნუტები კაცმა ყავით გადაარჩინა

BBC-ის ინფორმაციით, მიწაზე მიყინული კნუტები...

სასარგებლო რჩევები ცნობილი ქალებისგან

ანჯელინა ჯოლი ზოგჯერ, როცა თავის...

ბიონსეს სილამაზის საიდუმლო

მართალია მომღერალი ვეგეტარიანელი არაა, მაგრამ...

ცნობილი ვარსკვლავების ყოველდღიური დილის რეჟიმი

ჯენიფერ ენისტონი ჯენიფერ ენისტონის დილა...
კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...