რას უპირებდა ნოე ჟორდანიას თავისი უახლოესი თანამებრძოლი ვლასა მგელაძე

ისტორია

რას უპირებდა ნოე ჟორდანიას თავისი უახლოესი თანამებრძოლი ვლასა მგელაძე

2017 ოქტ 30 15:23:15

ნოე ჟორდანიას უახლოესი თანამებრძოლი ვლასა მგელაძე ცნობილი რევოლუციონერი, ბოევიკი და ყუმბარების დამზადების სპეციალისტი იყო. მგელაძე ფიზიკური ძლიერებით გამოირჩეოდა - ხელს რომ ჩამოართმევდა ვინმეს, ლამის, თითებს ამსხვრევდაო, _ წერდა ნიკოლო მიწიშვილი. ექვთიმე ხელაძის სტამბაში, სადაც მგელაძე მუშაობდა, აფიშების დასაბეჭდად ხშირად მიდიოდნენ ცნობილი მოჭიდავეები ნესტორ ესებუა და კულა გლდანელი. ისინი ,,ხელს შემარებდნენ, ხშირად მეტყოდენ: ჩვენთან წამოდი, ჭიდაობას გასწავლით, ამ სარდაფში რას იხრჩობ თავს, ღონიერი ბიჭი ხარ, ცირკში იჭიდავებო”, მაგრამ ვლასა უარზე იდგა: ,,მე ცირკში ერთხელ ვიყავი და მერე აღარც წავსულვარ. აი კაზახი და აი, ქალი ასე რომ ფეხებს მაღლა აბზეკენ არ ცხვენიათ?”

ერთხელ მგელაძეს ხელში ბომბი აუფეთქდა და შედეგად მარცხენა ხელზე ცერი და რამდენიმე თითის ფალანგა დაკარგა. ამ ნაკლმა ის ერთხელ ბუდაპეშტში დაპატიმრებისას ციხეს გადაარჩინა. პოლიციელებმა მას ხელბორკილები დაადეს და პოლიციაში ეტლით წაიყვანეს. ყოველ მხარეს თითო პოლიციელი ეჯდა, ერთი – მეეტლეს გვერდით, ორი უკან. მათ ვერ შეამჩნიეს რომ პატიმარს ცერი არ ჰქონდა. როდესაც ეტლი დუნაიზე გამავალ ხიდზე გადადიოდა, ვლასამ ბორკილებიდან ხელის გამოხსნა მოახერხა. ორივე მხარეს მჯდარ პოლიციელს ქეჩოში სწვდა, თავებით ერთმანეთს მიახეთქა და დუნაიში გადაეშვა. ის რამოდენიმე საათის განმავლობაში იმალებოდა ყინულივით ცივ წყალში. როდესაც დაღამდა და ძებნა შეწყდა, მან ნაპირისაკენ გაცურა. ცოცხალ-მკვდარი ნაპირზე ამოვიდა, ტანსაცმელი გაიხადა, გაწურა, ისევ ჩაიცვა და თავის ნაცნობ ერთ ქალბატონს მიადგა. ,,მან მანუგეშა და გამათბოო”, _ უყვებოდა ის ნოე ჟორდანიას ვაჟიშვილს, რეჯებს.

1903 წელს ვლასა მგელაძე ქუთაისიდან ბათუმში მიემგზავრებოდა. ვაგონში ის შემთხვევით შეხვდა არსენ წითლიძეს, რომელმაც ჩუმად უთხრა: ,,ვაგონის ბოლოში ერთი ჩოხიანი საეჭვო კაცი ზის, გაზეთს კითხულობს, თან შენ შემოგჩერებია და ნამეტანს გათვალიერებს”. მგელაძემ შეპარვით შეხედა ჩოხაში გამოწყობილ კაცს, რომელსაც ბუხრის ქუდი ეხურა, ჩოხაზე კი ყაბალახი ჰქონდა მოგდებული. ის გაზეთს კითხულობდა და დროდადრო დაჟინებით უცქერდა მგელაძეს. ამ უკანასკნელმა გაიფიქრა, რომ ის ჯაშუშია და გადაწყვიტა მისი თავიდან მოშორება. მან ჯიბეში რევოლვერი მოსინჯა და ტამბურში გავიდა. ,,ჯაშუში” მას გაჰყვა. ,,შენ მოგძულებია თავი ვინცხა ხარ!” – გაიფიქრა ვლასამ, - ,,ჩემი დაჭერა როგორია ახლავე გაიგებ... ამისთვის გამოვიქეცი ციმბირიდან რომ აქ ჩავარდე?”

ბნელ ბაქანზე გასასვლელი ერთი კარები გააღო, მეორე კი მიხურა. გადაწყვიტა იარაღი არ ეხმარა და ,,ჯაშუში” გაქანებული მატარებლიდან გადაეგდო. ,,ამასობაში კარი ნელა გაიღო. ,,ჯაშუშმა” გამიღიმა, ბროლის კბილები გამოაჩინა. აწეულ ქუდიდან, მშვენიერ თვალებიდან სხივები შემომანათა და სწორედ იმ წამს, როცა გაქანებულ მატარებლიდან მის გადაგდებას ვაპირებდი, მკლავები გაშალა და სახეგაბრწყინებული ნოე ჟორდანია, ვითარცა მაცხოვარი გამომეცხადა, გადამეხვია გონება დაბნეულს, სიშისაგან პირდაღებულს – მკოცნიდა...

_ მაშ კარგად შევიცვალე, ჰა?! ეს კარგი ნიშანია, რომ ვერ მიცანი. შენ არსენ წითლიძე გახლავს, იმან შემნიშნა მართლა ვერ მიცნო. ის ჭკუიანი კაცია, მაინც ნუ ეცოდინება ჩემი აქ ყოფნა. შენ ცალკე დაჯექი. თვალი მადევნე შორიდან... ბათუმში ისეთ ბინაზე მიმიყვანე, არავინ მიცნოსო და გაბრუნდა”. მგელაძემ თავისუფლად ამოისუნთქა და განგებას მადლობა შესწირა, რომ ,,ნოე ჟორდანია ჯაშუშის მაგიერ გაქანებული მატარებლიდან არ გადააგდო”.




 ახალი ამბები
  • ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ ბობოყვათში - არის მსხვერპლი ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბობოყვათში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. როგორც "გურია ნიუსს" ერთ-ერთმა თვითმხილველმა განუცხადა, მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა. რა გახდა ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია. შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით ... ...
  • „ან ბოდიში მოიხადე, ან სინანული დაგეტყოს ვის ემუქრები?“_ ხიდაშელი მერაბიშვილსვანო მერაბიშვილის საპატიმროდან გამოსვლას სოციალურ ქსელში  ეხმაურება თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი. „ქალაქში ახალი ცირკი ჩამოდგება დღეიდან. ყოველ ჯერზე როდესაც დღეს ციხიდან გამოსულ კაცზე ისაუბრებთ, ან ეთერში გეყოლებათ ან მის გმირად და რეჟიმის მსხვერპლად წარმოჩენას შეეცდებით ნუ დაგავიწყდებათ, რომ ამით გმირულ საქციელად მიიჩნევთ: პოლიციურ რეჟიმს, რეპრესიებს, დემონსტრაციის შემდეგ დატოვებულ გვამებს, მოპარულ არჩევნებს, ასობით გადამალულ და სასტიკად ნაცემ დემონტრანტს. ნუ დაგავიწყდებათ რომ სწორედ ეს კაცია შემოქმედი ქვეყანაში იმ ბოროტების მანქანის რომელიც დღემდე ვერ მოვიცილეთ. PS ან ბოდიში, მოიხადე, ან სინანული დაგეტყოს  ვის ემუქრები? შენ რომ დაამხობ და მერე დაბრუნდები, ის ხელისუფლება ისევ დასამხობი, რომ იქნება კი უნდა ხვდებოდე უკვე “ – წერს თინა ხიდაშელი. ... ...
  • იმპერატორის დაბადების დღისადმი მიძღვნილი საღამო იაპონიის საელჩოშისტუმართა შორისაა სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი ვალერიანე ფოცხვერია, რომელიც შეხვედრაზე მიტოიოს მერიამ ... ...
  • „საქართველოს წარმომადგენლების ნამუსზე ვტოვებთ"_ კრემლი კიბერშეტევაზესაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ  კიბერშეტევასთან რუსეთის კავშირზე გაკეთებულ განცხადებას რუსეთი გამოეხმაურა. „ამ კომენტარს საქართველოს იმ წარმომადგენლების ნამუსზე ვტოვებთ, ვინც ეს გააკეთა. რუსეთი არ აპირებდა და არ აპირებს რაიმე ფორმით ჩაერიოს საქართველოს შიდა საქმეებში”, _ განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანდრეი რუდენკომ. ცნობისთვის, საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ  2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში განხორციელდა ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სასამართლო სისტემის, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოების, სახელმწიფო, კომერციული და მედია ორგანიზაციების ვებგვერდებზე, სერვერებსა და სხვა მართვით სისტემებზე. კიბერშეტევის შედეგად დაზიანდა ზემოაღნიშნული ორგანიზაციების სერვერები, მართვითი სისტემები და მნიშვნელოვნად შეფერხდა მათი ფუნქციონირება. კიბერშეტევა კი მიზნად ისახავდა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ხელყოფას, საქართველოს მოსახლეობისათვის ზიანის მიყენებას და სამთავრობო სტრუქტურების, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციების ფუნქციონირების შეფერხებით და მოშლით საზოგადოებაში მღელვარების დათესვას. როგორც გამოძიებამ დაადგინა, საქართველოს პრეზიდენტისა და სხვა ოფიციალური უწყებების ვებგვერდებზე კიბერშეტევა რუსეთმა განახორციელა.   ... ...
  • ოზურგეთელ მონადირეთა ჯგუფმა, ათ დღეში სამი მგელი მოკლაოზურგეთის მუნიციპალიტეტში მომრავლებულ გარეულ მტაცებელ ცხოველებს შორის,  ყველაზე დიდი ზიანს სოფლის მოსახლეობას აყენებს მგელი, რომელიც ანადგურებს არა მარტო მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელს, არამედ ოჯახის ძაღლების მოტაცების ფაქტებიც დაფიქსირდა. გუშინ, 19 თებერვალს,  სოფელ ბაილეთის მიდამოებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მგელზე მონადირე სპეციალურმა ჯგუფმა მოახდინა ერთი მგლის ლიკვიდაცია.  მანამდე, 10-12 თებერვალს, იმავე ჯგუფმა ჩალიან-მოლიანის ტერიტორიაზე ორი მგელი მოკლა. ჯგუფის  ერთ-ერთი ყველაზე აქტიური წევრია ახალგაზრდა, მაგრამ  უკვე გამოცდილი მონადირე,სოფელ კონჭკათის მკვიდრი შოთა ზოიძე. როგორც ამ ჯგუფის ხელმძღვანელი, ნატანებელი ფერმერი,  გამოცდილი მონადირე ნიკოლოზ გობრონიძე გვეუბნება,  დღეს,  20 თებერვალს, საღამოს ჩალიანის დასახლებაში, მდინარე ჩოლოქის პირზე დაფიქსირდა მგლის ადამიანებზე თავდასხმის მცდელობის ფაქტი. როგორც ბატონი ნიკოლოზი ამბობს, ასეთი ფაქტი ბოლო წლებში არ ყოფილა და ის ვარაუდობს, რომ შესაძლოა,  მგლის ასეთი აგრესიულობა გამოწვეული იყოს რაიმე ... ...

არქივი

ზაფრანი

ქალები და მანქანის მართვა

ბრიტანული კვლევის თანახმად, ქალები კაცებზე...

რა არის ბედნიერება?

რას გულისხმობს ბედნიერება?_ სტაბილურ სამსახურს,...

რატომ „იყინებიან“ ქალები ხშირად

ქალებისგან ხშირად მოისმენთ, რომ ეყინებათ...

რა პროდუქტები უნდა მივირთვათ ზამთარში

რძე სუპერმარკეტებში სულ უფრო ხშირად...

სიზმრის ახსნა

ორსულობა სიზმრები ორსულობის შესახებ შეიძლება...

მკურნალი პროდუქტები

დამწვრობისას გიშველით ალოე ვერა. დღეში...
კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...