რატომ არ დაიდგა ყეენის მთაზე სტალინის ძეგლი

ისტორია

რატომ არ დაიდგა ყეენის მთაზე სტალინის ძეგლი

2019 ოქტ 2 10:48:52

1940-იან წლებში საქართველოს სსრ მთავრობა გადაწყვეტს დღევანდელი ყეენის მთაზე სტალინის უზარმაზარი ქანდაკების დადგმას. ამისთვის მთის თავი გადაჭრეს კიდევაც. დიდ ბელადს ეს სასიხარული ამბავი ცეკა-ს პირველმა მდივანმა მოახსენა: ამხანაგო სტალინ, დილით მზის პირველ სხივებთან ერთად მიწიდან თქვენი ქანდაკება ამოიმართება, საღამოს კი მზის ჩასვლისას ისევ ადგილს დაუბრუნდებაო. -მშვენიერია, - უპასუხა სტალინმა, - ოღონდ, ღამე ჩემს მაგივრად შენ იდგებიო... ძეგლის აღმართვის იდეა ჩაიშალა.

გასული საუკუნის 70-იან წლებში მხატვარ ზურაბ წერეთელს გაუჩნდა იდეა საქართველოს ისტორიისადმი მიძღვნილი მონუმენტის შექმნისა. ამისთვის შესაფერისა ადგილს ეძებდა. სწორედ მაშინ აშენებდა ის სახელოსნო-სახლს ბაგებში. იქიდან ქალაქის მშვენიერი ხედი იშლებოდა და ხელოვანმა მაშინვე თვალი დაადგა ყეენის მთას, მივიდა, დაათვალიერა და გადაწყვიტა - საქართველოს ისტორიის მონუმენტს თბილისის ზღვის ნაპირას, ყეენის მთაზე აღმართავდა.

ზუსტად არავინ იცის რატომ დაერქვა მთას ეს სახელი, გადმოცემით, აქ იმართებოდა იმპროვიზირებული ხალხური დღესასწაული -ყეენობა. ასეა თუ ისე, მთას შემორჩა ეს სახელწოდება და დღეს იქ განთავსებულია საქართველოს ისტორიისადმი მიძღვნილი მონუმენტი, რომლის ანალოგი დღემდე არ მოიძებნება მსოფლიოში. მას სხვანაირად ქართულ სთოუნხენჯსაც უწოდებენ.
მონუმენტის აღმართვის იდეა ხელოვანს გაგანია კომუნისტების ბატონობის პერიოდში, დაახლოებით 1974-75 წლებში გაუჩნდა, სადაც გამოსახული იქნებოდნენ ქართველი მეფეები, მწერლები და საზოგადო მოღვაწეები, მაგრამ კომუნისტური პარტიის არც ერთი მოღვაწე. ეს იმ დროს წარმოუდგენელი რამ იყო, მაგრამ მხატვრის ძალისხმევით ამ თამამ წამოწყებას განხორციელება ეწერა.
უნდა აღინიშნოს, რომ ზურაბ წერეთლის, როგორც ხელოვანის ჩამოყალიბებაში, დიდი როლი ითამაშა ეთნოგრაფიულმა ექსპედიციებმა ქართული ეთნოგრაფიული სკოლის ფუძემდებლის გიორგი ჩიტაიას ხელმძღვანელობით. ,,ეთნოგრაფია ეროვნული თვითშეგნების დედაბოძი, ქართველი ხალხის უთვალავ თაობათა მიერ შემუშავებული სიბრძნის, ზნეობრივი სიმდიდრის, მუხლჩაუხრელი შრომისა და გარჯის ცოცხალი მატიანეა, რომელიც ახალგაზრდებს უფაქიზებს ზნეობას, უღვიძებს წინაპართა მემკვიდრეობის დაფასების უნარს,” - ამბობდა გიორგი ჩიტაია.
ექსპედიციებში მიღებულმა გამოცდილებამ ქართველი ხალხის კულტურის, ხელოვნების, ისტორიის და ყოფა-ცხოვრების ძირფესვიანმა შესწავლამ მხატვარი შთააგონა შეექმნა იქამდე არნახული პროექტი.

მუშაობა დაიწყო. წერეთელმა დახმარებისათვის მიმართა მეცნიერებათა აკადემიას, საქმეში ჩაერთო პოეტი-აკადემიკოსი ირაკლი აბაშიძე, ისტორიკოსი როინ მეტრეველი და სხვა მეცნიერები.
პირველ ხანებში მხატვარს გადაწყვეტილი ჰქონდა მონუმენტი განეხორციელებინა მიწაში ჩასობილი ხმლების სახით, რომელზეც გამოსახული იქნებოდნენ მეფეები, მაგრამ ბოლოს ხმლები შეიცვალა ბერძნული ტიპის კოლონების სახით. 80-იანი წლების დასაწყისში ბრინჯაოს მაკეტი უკვე მზად იყო. ის ორ ნაწილისაგან შედგებოდა - ზედა ნაწილში ასახული იყო მნიშვნელოვანი სცენები ქართველთა ისტორიიდან, ქვედაში კი მეფეები და ცნობილი პიროვნებები.
80-იანი წლების მიწურულს მხატვარმა მონუმენტს დაამატა ბიბლიური თემები, კერძოდ კი სცენები ,,ახალ აღთქმადან”; კომპლექსში მას დიდი ადგილი ეთმობა. ,,მიყვარს ღმერთი, ჩემი სამშობლო, ჩემი ოჯახი, ჩემი პროფესია... - ამბობდა ზურაბ წერეთელი, - ადამიანი კეთილშობილდება მაშინ, როცა მისი ცხოვრების კრედო სწორხაზოვნად მიყვება ერთ პრინციპს _ გიყვარდეს ღმერთი შენი და მოყვასი შენი. ამ იდეალებით ვცხოვრობ და ვმუშაობ დღემდე”. .ჰორელიეფები, რომელიც ყოველი კოლონის საფუძველშია, გამოსახავენ სიუჟეტებს, რომლებიც მოგვითხრობენ ბიბლიური სამყაროს შესახებ.

90-იან წლებში ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გამო სამუშაოები შეჩერებული იყო. 1996-96 წლებში მონუმენტის მშენებლობა ისევ განახლდა.
მონუმენტი მნახველზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს: ის განთავსებულია 12 ჰექტარ მიწის ფართობზე, საექსპოზიციო ფართობი შეადგენს 10 ათას კვ მეტრს. ტერიტორიაზე აღმართულია 35 მეტრის სიმაღლის 16 სვეტი, თითოეული მათგანი სამ ნაწილადაა დაყოფილი - ქვემოთ ბიბლიური სიუჟეტებია, შუაში ღირშესანიშნავი ქართველების გამოსახულებებია, ხოლო ზემოთ –ქვეყნის ისტორიის ამსახველი მნიშვნელოვანი სცენები. ზემოდან ანუ ჩიტის პერსპექტივიდან ამ მონუმენტს ჯვრის ფორმა აქვს; ჯვრის ფორმისაა ასევე ჩარჩოებიც, რომელზეც ამოტვიფრულნი არიან მეფეები და მოღვაწეები. თითქმის ყველა ჰორელიეფს წამძღვარებული აქვს ირაკლი აბაშიძის ლექსი, რაც მას ინფორმციულობასა და უფრო მეტ მნიშვნელობას სძენს.
კომპლექსის შუაგულში განთავსებულია სიმბოლური საფლავი იმ მეფეებისა, რომლებიც გარდაიცვალნენ და დაკრძალულნი არიან საქართველოს ფარგლებს გარეთ. წლების წინ მხატვარს სურდა ასტრახანიდან ჩამოესვენა მეფე ვახტანგ VI და იქ დაეკრძალა, მაგრამ სხვადასხვა მიზეზთა გამო ეს ვერ მოხერხდა, ამიტომაც შეიქმნა მეფეთა ეს სიმბოლური განსასვენებელი.

ამ არქიტექტურულ-სკულპტურულ მონოლითში ზურაბ წერეთელმა ყველასთვის გასაგები პლასტიკური ენით, თანამიმდევრობით და ზედმიწევნითი სიზუსტით ასახა და გადმოგვცა საქართველოს პოლიტიკური, კულტურული და სოციალ-ეკონომიური განვითარება უხსოვარი დროიდან და ლამის დღევანდელ დღემდე.

ყეენის მთაზე გაჩაღებულ მშენებლობას ხშირად სტუმრობდა საქართველოს პატრიარქი ილია II. მან შესთავაზა ხელოვანს იქვე მონუმენტთან აღმართულიყო ღვთისმშობლის ხარების სახელობის სამნავიანი ეკლესია, მსოფლიოში ერთადერთი ტაძარი, რომლის შიდა კედლები მთლიანად მოპირკეთებულია მოზაიკითა და მინანქრით.

40 წლის განმავლობაში გიგანტური სამუშაოები ჩატარდა -დაიხარჯა 300 ტონა ბრინჯაო, შავი მეტალის 1500 კონსტრუქცია, ხოლო ეკლესიის მოსაპირკეთებელი მინანქრისათვის 15 ტონა სპილენძი.

ამბობენ მარტო კაცი ჭამაშიც ბრალიაო, მაგრამ ამ ანდაზის საპირისპიროდ ერთმა ადამიანმა, ნიჭიერმა და მიზანდასახულმა შემოქმედმა შეძლო ერთგვარი გარღვევა მოეხდინა იმდორინდელ სიტუაციაში; თავისი შემოქმედებით და მათ შორის, საქართველოს მატიანეთი დაუპირისპირდა ტოტალიტარულ რეჟიმს და გაიმარჯვა კიდეც. ეს კი ხდებოდა მანამდე, სანამ გამოჩნდებოდა ფილმი ,,მონანიება”, რომელმაც როგორც ამბობენ, შეცვალა მსოფლიო პოლიტიკური რუკა

,,საქართველოს მატიანეს” გარდა ზურაბ წერეთელს რომ არაფერი შეექმნა, ქვასა და ბრინჯაოში გაცოცხლებული ამ ძეგლით ის ჩვენი ქვეყნის ისტორიასა და კულტურაში მუდმივ და მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებდა.

ცნობილი ქართველი მხატვარი ჯიბსონ ხუნდაძე ამბობდა: ,,მონუმენტური ქანდაკების მიღწევად მიმაჩნია წერეთლის ,,საქართველოს მატიანე”, რომელიც მრავალ წელს გაუძლებს. ეს ერთ მთლიანობაში შედუღებებული არქიტექტურული ძეგლია, მე ვთვლი მას ქართული არქიტექტურის უდიდეს მიღწევად... ეს არის საქართველოსადმი მიძღვნილი ჰიმნი...”




 ახალი ამბები
  • ბათუმში ავტომობილი არასრულწლოვნებს დაეჯახაავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ბათუმში. რუსთაველის ქუჩაზე  2 მოზარდს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. დაშავებულები სასწრაფო დახმარებამ ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრში გადაიყვანა.   გოგონებს დაზიანება თავის არეში აქვთ მიღებული. ამ დროისთვის ისინი გამოკვლევაზე იმყოფებიან, რის შემდეგაც, დადგინდება დაზიანების ხარისხი და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა.  მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს ... ...
  • ვინ უნდა მოერიდოს მარიხუანას მოხმარებასმარიხუანას მოხმარება სიგარეტის მოწევაზე მეტად პოპულარულია, თუმცა, ამერიკის კარდიოლოგიის კოლეჯის  ჟურნალში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით,  კარდიოლოგები ამბობენ, რომ მარიხუანას მოხმარება საფრთხეს უქმნის ადამიანებს, რომლებსაც გულ-სისხლძარღვებთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ. კარდიოლოგებმა მარიხუანას მოხმარებასა და გულის დაავადებებს შორის კავშირი აღმოაჩინეს. კვლევის ავტორების თქმით, ადამიანებს, რომლებსაც გულთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ, უნდა მიეცეთ რჩევა, რომ ან თავი დაანებონ  მარიხუანას მოხმარებას ან შეამცირონ. კვლევის ავტორების თქმით, ამ დროისთვის 2 მილიონზე მეტი ადამიანი იყენებს მარიხუანას, რომლებსაც გულსისხლძარღვებთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ, მათ შორის, არიან ის ადამიანებიც, რომლებიც მარიხუნას სამკურნალო მიზნით იყენებენ. კვლევის მიხედვით, მარიხუანას მოხმარებას ზოგიერთ კარდიოვასკულური მედიკამენტის ეფექტზე შეუძლია გავლენის მოხდენა, მაგალითად, სტატინებზე. ექსპერტების თქმით, კარდიოლოგებმა უნდა ჰკითხონ პაციენტებს რა სახით და რამდენად ხშირად იყენებენ მარიხუანას, ჩაუტარონ მათ ტესტირება, განსაკუთრებით კი ეს ეხება იმ ადამიანებს, რომლებსაც გადანერგილი გული აქვთ ან გულის უკმარისობა აწუხებთ ან გულის შეტევა აქვთ გადატანილი. მათივე თქმით, ექიმებმა უნდა მიაწოდონ ინფორმაცია პაციენტებს, რომ განსაკუთრებით სახიფათო მარიხუანას ვაპინგი და სინთეზური კანაბინოიდების მოხმარებაა, რაც უფრო მეტ უარყოფით გავლენას ახდენს ადამიანის ... ...
  • რატომ ვერ სარგებლობენ სამტრედიაში ააიპ ,,სახლი თანადგომას" ბენეფიციარები უფასო კვებითსამტრედიაში, ააიპ-ი ,,სახლი თანადგომას" ბენეფიციარები, 22 იანვრის მდგომარეობით, უფასო კვებით ვერ სარგებლობენ. როგორც ,,გურია ნიუსს" უთხრეს, უფასო სასადილოს ფუნქციონირების პრობლემა ყოველი წლის დასაწყისში ექმნება.  აღნიშნულ საკითხზე სასაუბროდ ,,გურია ნიუსი" დაუკავშირდა ,,სახლი თანადგომას" დირექტორს, მზევინარ ბოხუას. ბოხუას თქმით, სასადილო ახალი წლიდან ფუნქციონირების გაგრძელებას მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ვერ ახერხებს, რადგან კვების პროდუქტების შესყიდვაზე აუცილებელია ტენდერის გამოცხადება და სასადილო მუშობას ტენდერის დასრულების შემდეგ შეუდგება. ,,კანონის მიხედვით, საკვების მომწოდებლებზე ტენდერს მომდევნო წლის ბიუჯეტის დამტკიცებამდე ვერ ვაცხადებთ. ამდენად, იანვარი ჩვენთვის განსაკუთრებულად დაძაბული თვეა. ბენეფიციარები მოდიან ადმინისტრაციულ შენობაში და სადილს გვთხოვენ. როცა შიათ, ტენდერი არ აინტერესებთ. უფასო სასადილოში ის კატეგორია გვყავს, ვისთვისაც დღეში ერხელ სრულფასოვანი კვება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია,“_ამბობს ბოხუა. ცნობისთვის, ,,სახლი თანადგომამ" ტენდერი 2019 წლის  23 დეკემბერს, ბიუჯეტის დამტკიცებისთანავე გამოაცხადა 3 ტენდერი. სამიდან ორი შედგა, ხოლო ხორცის მომწოდებელზე-ჩაიშალა. "ხორცის ტენდერის გამოცხადება ხელახლა მოგვიხდა, 13 იანვრიდან გამარჯვებულს ველოდებით. შარშან 24 იანვრიდან შევუდექით მუშაობას, იმედია, წელს, იანვრის ბოლოსთვის მაინც შევძლებთ უფასო სასადილოს ამოქმედებას,“_ დასძენს  ,,სახლი თანადგომას"დირექტორი, მზევინარ ... ...
  • ნარინჯისფერი რთველი დასრულდანარინჯისფერი რთველი დასრულდა. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ამბობენ, 2019 წელი საქართველოში მანდარინის განსაკუთრებულად მაღალი ხარისხის მოსავალით გამოირჩეოდა. წინასწარი ინფორმაციით, მოსავლის რაოდენობამ 50 ათას ტონას გადააჭარბა, ხოლო ექსპორტმა, გასული წლის სექტემბერ-იანვრის თვეში, 31 ათასი ტონა შეადგინა, რაც 5%-ით აღემატება 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. ექსპორტი განხორციელდა: რუსეთში (20.0 ათასი ტ), უკრაინაში (5.2 ათასი ტ), სომხეთში (4.4 ათასი ტ), ბელარუსში (319 ტ), ყაზახეთში (140 ტ), ყირგიზეთში (58 ტ) საექსპორტო ქვეყნებს წელს დაემატა:სლოვენია, მოლდოვა, ლიეტუვა, პოლონეთი, ყატარი და სინგაპური. პროდუქციის მაღალი ხარისხი პირდაპირპროპორციულად განაპირობებდა მაღალ საბაზრო ფასს. მანდარინზე საბითუმო ფასი 0.6-დან 2.0 ლარამდე იყო. სამრეწველო გადამუშავებისთვის, ქარხნების მიერ მიღებული არასტანდარტული მანდარინის რაოდენობამ, 19 იანვრის მდგომარეობით 10 ათასი ტონა შეადგინა. აღსანიშნავია, რომ წლევანდელი მოსავალის მაღალი ხარისხი დიდწილად განაპირობა აზიური ფაროსანას წინააღმდეგ სახელმწიფოს მიერ გატარებულმა მასშტაბურმა ღონისძიებებმა. ბრძოლის პროგრამის ფარგლებში, ნარგავებში ჩატარდა პრევენციული ღონისძიებები - თერმული ნისლით დამუშავდა ტერიტორიები, რამაც მინიმუმამდე შეამცირა მავნებლის მიერ ციტრუსის კულტურის დაზიანება. ნარინჯისფერი რთველის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და აჭარის მთავრობის ხელშეწყობით, აქტიურად მუშაობდა ციტრუსის რეალიზაციის საკოორდინაციო შტაბი, რომლის ფუნქციონირების ძირითადი მიზანი მანდარინის ჩაბარების პროცესის შეუფერხებელი მიმდინარეობის უზრუნველყოფა იყო. საჭირო ინფორმაციის ოპერატიულად მისაღებად, მოქმედებდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზიც ... ...
  • "40 წელია, არჩევანში ასე არ გამმართლებია, ამოისუნთქა მელექედურმა!" _ ოპოზიციონერის მადლობა მერსსოფლის მხარდაჭერის პროგრამის კრებაზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურში, აქაურმა, როგორც თავად თქვა, „ევროპული საქართველოს “ წევრმა და მუდამ საარჩევნო კომისიის შემადგენლობაში მყოფმა, ნაზი სალუქვაძემ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერს, კოტე შარაშენიძეს საგანგებო მადლობა მოუხადა: _ 40 წელია არჩევანში ასე არ გამმართლებია! ამოისუნთქა მელექედურმა! მადლობას გიხდით, რომ გაგვიმართლეთ იმედები არჩევის შემდეგ, _ უთრა მან შარაშენიძეს. თავის მხრივ, მერმაც მადლობა მოუხადა აღფრთოვანებულ მელექედურელ ქალბატონს. კითხვაზე, ყველაზე ძალიან რით მოიხიბლა ქალბატონი ზინა, მან თქვა რომ შარშან სოფელში გაკეთდა და გალამაზდა სკვერი, რაც თვალს უხარია: _ აწი გაკეთდება კიდევ ბევრი რამ, _ თქვა მან. კვლავ კითხვაზე, შარშან გამოყოფილი 40 ათასი ლარით, სკვერის გარდა, რა გაკეთდა ან ახლა რის გაკეთების სურვილი აქვს 40 ათასი ლარით, რომლის ირგვლივ ადგილობრივები კარგად არ არიან შეთანხმებული და მთავარი აწი უნდა გადაწყდეს, სალუქვაძემ თქვა, რომ ის ფინანსებში კარგად ვერ ერკვევა: _ არ ვერკვევი კარგად ფინანსებში, მთავარია, გაკეთდეს საქმე, _ თქვა ... ...

არქივი

ზაფრანი

დილით დასვენებულმა რომ გაიღვიძოთ

ორგანიზმი ძილის დროს ახალგაზრდავდება, დუნდება...

ფინანსური სტაბილურობა და ასტროლოგია

გთავაზობთ იმ ნიშნების ჩამონათვალს, რომლებიც...

როგორ დავგეგმოთ წარმატებული კვირა

ვედურ ასტროლოგიაში არსებობს კონკრეტული რჩევები...

შეყვარებულის ყოლა ასუქებს…

ქუინსლენდის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევის ფარგლებში...

უვარგისი ქმრები და ასტროლოგია

წარმოგიდგენთ უსაქმურობისკენ მიდრეკილი და ინერტული...

იუმორი და ასტროლოგია

ვერძი - მუშაობს პრობლემური სესხების...
კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...