როდის, ვის და რის გამო გახდა Ray Ban პოპულარული

ისტორია

როდის, ვის და რის გამო გახდა Ray Ban პოპულარული

2017 ოქტ 31 13:36:29

როდესაც 1980 წელს ეკრანზე ,,ძმები ბლუზები” გამოვიდა ის მაშინვე ჰიტად იქცა. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა მთავარი გმირების, ჯონ ბელუშისა და დენ ეიკროიდის, ჩაცმულობა _ შავი ფერის შარვალ-კოსტუმი, ქუდი, ჰალსტუხი და რაც მთავარია, მზის სათვალე Ray Ban. თუმცა, პოპულარობის მიუხედავად, მაშინ მხოლოდ 18 ათასი ცალი სათვალე გაიყიდა. მაგრამ ორი წლის შემდეგ ფილმის _ ,,სარისკო ბიზნესის” გამოსვლის შემდეგ, მაყურებელს, განსაკუთრებით სუსტი სქესის წარმომადგენლებს, ორი რამ დაამახსოვრდა _ საცლების ამარა ტომ კრუზის ცეკვა და მისი Ray Ban. ფილმიც, კრუზიც და სათვალეც უზარმაზარი პოპულარობით სარგებლობდა და გაყიდვებმა მაშინ სენსაციურ შედეგს მიაღწია: მომხმარებელმა 360 ათასი სათვალე შეიძინა. ასეთივე წარმატება ხვდა ტომ კრუზს და Ray Ban-ს ფილმში Top Gun, სადაც ის სამხედრო მფრინავს ასახიერებდა. სათვალის პოპულარობა კიდევ უფრო განამტკიცა ქვენტინ ტარანტინოს ,,ცოფიანმა ძაღლებმა”, სადაც ფილმის დასაწყისში ძმები ბლუზების მსგავს კოსტუმებსა და Ray Ban-ის სათვალეებში გამოწყობილი ბანდის წევრები საქმეზე მიდიან.

80-იან წლებში აღზევებული Ray Ban-ის ეს პოპულარობა მომხმარებელთა ახალი თაობებისთვის დავიწყებული დიდების შეხსენება იყო, რადგან ეს სათვალეები ამ ფილმების გამოჩენამდე თითქმის 50 წლით ადრე უკვე ცნობილი ბრენდი იყო. მისი ისტორია 1936 წელს დაიწყო, როცა საჰაერო ბუშტით სატესტო ფრენიდან დაბრუნებული ლეიტენანტი ჯონ მაქრედი ჩიოდა რომ მცხუნვარე მზემ ლამის დააბრმავა და თვალები დაუზიანა. ის დაუკავშირდა ფირმა  Bausch & Lomb და სთხოვა მათ დაემზადებინათ სათვალე, რომელიც თვალებს მზის სხივებისაგან დაიცავდა და ამასთან ერთად ის მიმზიდველიც უნდა ყოფილიყო. მომდევნო წლის 7 მაისს ფირმამ ოფიციალური პატენტი აიღო პილოტებისთვის განკუთვნილ სათვალეზე, რომელსაც Anti-GlareA უწოდეს. ეს იყო უმაღლესი ხარისხის მწვანე ფერის ამრეკლი ლინზებით აღჭურვილი ელეგანტური სათვალე, რომელსაც შეეძლო თვალების დაცვა ულტრაიისფერი და ინფრაწითელი სხივებისაგან და ამავე დროს უზრუნველყოფდა მკაფიო მხედველობას. რამდენიმე თვის შემდეგ მას სახელი შეუცვალეს და ასე მოევლინა ქვეყანას სახელგანთქმული ბრენდი Ray Ban; მისი სახელწოდება ეს სიტყვების ერთგვარი თამაში იყო და ნიშნავდა ,,სხივებისაგან დაცვას”. სხვანაირად მას ,,ავიატორის სათვალესაც” ეძახდნენ.

სათვალემ განსაკუთრებული პოპულარობა მეორე მსოფლიო ომის დროს მოიხვეჭა, მას შემდეგ, რაც ჟურნალ Life-ის გარეკანზე დაიბეჭდა ფილიპინებში მყოფი გენერალ დაგლას მაკარტურის ფოტო Ray Ban-ის სათვალეთი.

სულ მალე, როცა  Bausch & Lomb-მა სათვალის მეტალის ჩარჩო პლასტმასით ჩაანაცვლა, სამხედროებისათვის პრაგმატული მიზნებისთვის შექმნილი Ray Ban საყოველთაო კუთვნილებად იქცა; მას  Ray-Ban Wayfarer უწოდეს და ის ფირმის სხვა ბრენდებს შორის ყველაზე უფრო პოპულარული და გაყიდვადი გახდა. საინტერესოა, რომ სათვალე თავიდან მხოლოდ მამაკაცებისთვის მოიაზრებოდა, თუმცა მალევე ქალბატონების საყვარელ ნივთად იქცა, რადგან ის ყველანაირი მოყვანილობის სახეს უხდებოდა. განსაკუთრებით კი პოპულარული გახდა 1961 წელს გადაღებული ფილმის ,,საუზმე ტიფანისთან” წყალობით, სადაც მთავარი როლის შემსრულებელი ოდრი ჰეფბერნი Ray Ban-ის სათვალეს სახიდან არ იცილებდა.

აქედან მოყოლებული ლამის ყოველი ამერიკელი მოქალაქე _ იქნებოდა ეს უბრალო კლერკი თუ ცნობილი ადამიანი _ ბობ დილანი, მერილინ მონრო, ჯეიმს დინი, ენდი უორჰოლი, ჯონ ლენონი, როი ორბისონი თუ პრეზიდენტი ჯონ კენედი Ray-Ban Wayfarer-ს ატარებდა. მათ კი ბაძავდა თინეიჯერთა უზარმაზარი არმია, რომელთაც სურდათ, ყოფილიყვნენ ისეთივე ,,მაგრები”, როგორც მათი კერპები.

1999 წელს Bausch & Lomb-მა Ray-Ban იტალიურ ფირმა Luxicotta Group-ს მიჰყიდა. სხვადასხვა მონაცემებით იტალიელებმა 660 მილიონიდან 1.2 მილიარდამდე ევრო გადაიხადეს. გაყიდვის ერთ-ერთი მიზეზი, ალბათ, გასული საუკუნის 90-იან წლებში სათვალის პოპულარობის დაცემა განაპირობა. მაგრამ 2001 წელს Ray Ban-ს რედიზაინი ჩაუტარდა და სახმარად ის უფრო ადვილი გახდა, პირველ რიგში, ადამიანებს შეეძლოთ სათვალის თავზე დამაგრება, რაც წინა დიზაინის გამო ეს შეუძლებელი იყო.

დღეს, ისევე როგორც რამდენიმე ათეული წლის წინათ, სარეკლამო განცხადებას რომ დავესესხო, Ray Ban-ის სათვალე ისევ ,,გაცისკროვნებული კლასიკა და ინდივიდუალობაა; მას ისევ შეუძლია საკუთარი სტილის დემონსტრირება, რომელიც არასოდეს მოგცემს საშუალებას რათა ბრბოს შეერიო. Ray Ban ეს ცხოვრების ფილოსოფია და სტილია, მის ჩამუქებული შუშის ქვეშ თვალები არ ჩანს, სამაგიეროდ ყველა ხედავს დამაჯერებელ და ოპტიმისტურ ღიმილს, რომლის მიზეზი Ray Ban-ის მარადიული სათვალეა“.




 ახალი ამბები
  • "დააბი პრეზიდენტი" _ აქცია-პერფორმანსი პრეზიდენტის რეზიდენციასთან ახალგაზრდული მოძრაობა „შეცვალეს“ წევრებმა პრეზიდენტის რეზიდენციასთან აქცია-პერფორმანსი „დააბი პრეზიდენტი“ გამართეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ მსჯავრდებულებთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებს აპროტესტებენ. აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტის რეზიდენციის კარზე სიმბოლურად ბოქლომი დაამაგრეს და სტიკერები მიაკრეს #შეცვალე. მათი თქმით, პრეზიდენტი „დასაბმელია“, ამასთან, აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილი იღებს ქვეყნისთვის საზიანო გადაწყვეტილებებს. როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, აქციებს მომავალშიც გააგრძელებენ. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 27 აგვისტოს, მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, 34 მსჯავრდებული შეიწყალა, მათ შორის აღმოჩნდენენ მკვლელობისთვის გასამართლებული სამი პირი და ერთი ძებნილი. ... ...
  • ბახმაროში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს _ დიდთოვლობის გამო დამსვენებლები ბარში ჩამოსვლას ვერ ახერხებენამ წუთებში, ბახმაროში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს _ წუხელ მოსული თოვლის საფარი 30 სანტიმეტრს აღემატება, რის გამოც, დამსვენებლები ბარში წამოსვლას ვერ ახერხებენ. _ დაახლოებით 35 ოჯახი ისვენებს კურორტზე. გამოსვლას ვერ ახერხებენ ის ადამიანები, რომლებიც კურორტზე დაბალი გამავლობის მანქანებით არიან ამოსულები. უკვე დაწყებულია გზების გაწმენდა და მალე, ყველა ადამიანი სამშვიდობოს იქნება, _ აღნიშნა "გურია ნიუსთან" საუბრისას ჩოხატაურის მერმა ირაკლი კუჭავამ, რომელიც შესაბამის სამსახურებთან ერთად ბახმაროში იმყოფება. მისივე თქმით, სპეცტექნიკით დღესვე გაიწმინდება ცენტრალური გზა იმისთვის, რომ ბახმაროში გადაადგილება ყველასთვის შესაძლებელი ... ...
  • "დედა ჩემს შიშველ გადაღებებს ესწრებოდა!" _ ექსკლუზიური ინტერვიუ სექსუალურ ტრეფიკინგში ჩართულ არასრულწლოვნათანდედა მაფრთხილებდა, რომ იმის შესახებ, თუ როგორ მიღებდნენ, არავისთვის მეთქვა, _ ამბობს გოგონა, რომელსაც, ბებიის თქმით, დედის ძალიან ... ...
  • „შემოქმედობა“ _ ორმოციოდე შემოქმედელით და ოთხჯერ მეტი სტუმრით20 სექტემბერს, სოფელ შემოქმედში „შემოქმედობის“ ტრადიციული დღესასწაულის აღნიშვნა ოზურგეთს მუნიციპალიტეტის მერიამ დაგეგმა. ტრადიციული დღესასწაული, როგორც აქ, ისე სხვა სოფლებშიც იმართება და არასდროს აკლია ხალმრავლობა, ხალისი და საინტერესო წიაღსვლები. თუმცა, ამჯერად, როგორც ეს ყველამ იხილა, უჩვეულოდ მცირერიცხოვნობით გამორჩეული „შემოქმედობა“, ძირითადად, მოსული სტუმრების ხარჯზე წარიმართა _ ძალისხმევა დაგვჭირდა, რომ ორმოციოდე შემოქმედელი დაგვეთვალა, რასაც, დაახლოებით, ოთხჯერ სჭარბობდა სტუმარი (ძირითადად, შემოქმედებითი ანსამბლების წევრები, ხელისუფლების წარმომადგენლები და კონცერტში მონაწილე ბავშვთა მშობლები). ღონისძიების დასაწყისში სპორტული აქტივობები შედგა:  გაიმართა შეჯიბრი ნარდში, მკლავჭიდსა და მაგიდის ჩოგბურთში, რომლის  მონაწილეები მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებიც  იყვნენ. აღსანისნავია, რომ უხლოეს პერიოდში გამართულ ღონისძიებებზე ისინი ნარდის თამაშში აქტივობით გამოირჩევიან. „ერთი, მენახა ვინმე, ჭადრაკი ეთამაშა, რა მაგრად ყვარებიათ გურულებსაც ეს კამათლების კოტრიალი და ყირამალა. რა შავდება მაგით, მარა არც არაფერი კეთდება. როგორც ჩვენ ვერაფერი გავაკეთეთ დღეს. დავიძარით ქუთაისიდან, ისეთი რეკლამა იყო ფეისბუკზე, გვეგონა, ცოტას  ვივაჭრებდით, მაგრამ ორი ჭიქა ბატიბუტი ვერ გავყიდეთ, _ ასე გაღარიბდა აქ ხალხი? იქითაც კია გაჭირვება, მარა... რა ვიცი, ასე ხელცარიელი არსად დავრჩენილვართ ამ ბოლო დროს,  _  ღიმილიანი სახით გვითხრა გვითხრა ქუთაისიდან ჩამოსულმა ინდმეწარმე გიორგი ლაცაბიძემ. „რა გინდა? შემოქმედლებს ითვლი? მიდი იქ და ნახე, „პოლონელი შემოქმედელები“ ცეკვავენ, _ ხუმრობა მოგვადევნა რამდენიმე შემოქმედელმა და მიგვითითა სკვერში  მოწყობილი სცენისკენ, სადაც მართლაც სადღესააწაულოდ ცეკვავდა პოლონელი ახალგაზრდების ხალხური ცეკვის ანსამლი, თუმცა, ვერავინ გვითხრა, კონკრეტულად რომელი ქალაქიდან იყვნენ ისინი. „რაა ეს, ახლაც არჩევნები ხომ არაა, ძალით მოყვანა რომ არ უნდათ, კი გააფრთხილეს ხალხი, მაგრამ სამ საათზე იყო დანიშნული და ალბათ, აწი მოვლენ. ისე, შარაშენიძის ამომრჩეველი მაინც მოსულიყო,  _  მცირე  პოლიტიკაც გაურია მცირერიცხოვანი მაყურებლის ყოფნას ღონსძიებაზე რამდენიმე ადგილობრივმა მცხოვრებმა. შემოქმედელებმა _ მედიკო ხვინგიმ და თამუნა აშუბამ, გვითხრეს, რომ დღეს აქ მათი შვილები ცეკვით გამოდიან და იმის სანახავად მოვიდნენ. _ ხალხი? რა ვიცი, რატომ არის ასე ცოტა, ალბათ, ვერ მოიცალეს. ისე, სოფელში კი იცოდნენ და ყველას გააგბინეს,  _ გვითხრეს მათ. „უი, უი, უი, რამ წამომიყვანა, ჩემი  სათამაშო „კეკელობანი“ მაქვს,  წამოვიღე. პატარა სათამაშო ბიზნესია, ერთი ლარი არ ამიღია. არავინ მოსულა. ასე ცოტა ხალხი არც ერთ ღონისძიებაზე არ მხვდება. ინტერნეტში ვეცნობი ასეთ ამბებს და მერე ჩავდივარ ყველგან. ისეთი რეკლამა იყო, ავიბარგე ამ დიაბეტიანმა პენსიონერმა  კაცმა და  წამოვედი. პენსია არ მყოფნის, ვიფიქრე, ორიოდე ლარს ვიშოვი,-მეთქი და დავითარსე.  „პოლიაკები“  კი ჩამოუყვანიათ საცეკვაოდ, მარა გამომცეკვებელია ცოტა... ღმერთმა მისცეთ საქმე საცეკვაოდ, მარა მე მაგი საქმე არ მეხერხება და რაც მეხერხება, ტყუილა ჩამოვათრიე“, _ ბათუმელმა ავთო მეგრელაძემაც ხუმრობა ამჯობინა „შემოქმედობის“ შეფასებისას და იმედი გამოთქვა, მომავალ წელს  ბევრად მეტი ხალხი დახვდება, გურულები ასე ცოტა სანადიროდაც არ დადიან და დღეს რა დაემართათო, _ გვითხრა მეგრელაძემ. მცირერიცხოვანი მაყურებლის წინაშე მოეწყო ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების: ,,გურიას,’’ "აისის," "იადონის," "ვახტანგურის," "ალილუიას," სტუდენტური-ფოლკლორული ჯგუფი ,,იედლინოკის’’ (პოლონეთი)  კონცერტი.  სოლო შემსრულებლის,  რეზიკო ხომერიკის გამოსვლისას მიკროფონი გამოირთო და ჩართვის მომლოდინე მომღერალს  მაყურებლმა თანაგრძნობის ნიშნად ტაში დაუკრა. ღონისძიების დასასრულს, შემოქმედელებს, რომელთა რაოდენობას სულ ცოტა ოთხჯერ სჭარბობდნენ სტუმრები, მიესალმა გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია და თქვა, რომ კულმინაცია ღონისძიებისა  არის დაჯილდოება _  „საპატიო შემოქმედელის“ წოდების მინიჭება.    „საპატიო შემოქმედელის“ წოდება მიანიჭეს „გზამენი 18“-ის დირექტორს, შემოქმედის მკვიდრს,  თემურ ჯახვას და  ამჟამად პენსიონერ ოთარ გეგიაძეს.  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა კოტე შარაშენიძემ თავისი გამოსვლის დასაწყისშივე მიანიშნა მოსული ხალხის მცირერიცხოვნობაზე, რითაც, როგორც ეტყობა, თავადაც არ დარჩა კმაყოფილი: _ მთლიანობაში ვერ ვხედავ სოფლის აქტივობას, მაგრამ კარგია, რომ მოვიდნენ ახალგაზრდები, მომავალშიც მრავალჯერ აღვნიშნავთ „შემოქმედობას“, რომელიც უკვე ტრადიციად არის ქცეული, ასევე, მომავალშიც კვლავ დავაჯილდოებთ საპატიო შემოქმედელებს, _ თქვა მან. თემურ ჯახვამ მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც სოფლისთვის მისი ღვაწლი შეაფასა და იმ პროექტების შესახებ ისაუბრა, რომელიც უახლოეს დროში უნდა გახორციელდეს შემოქმედში. _ 50 წელია,  საგზაო სისტემაში ვმუშაობ. ბევრი სიკეთე გამიკეთებია ჩემი სოფლისთვის, თუმცა, უფრო მეტი უნდა გამეკეთებინა. დიდ მადლობას ვუხდი ყველას დაფასებისთვის. ახლა გეტყვით, რომ დაპროექტებულია და მალე დაიწყება შემოქმედთან მოსასვლელი გზის კეთება, რომელსაც მარჯვენა მხარეს ექნება ტროტუარი, კედელი და რა თქმა უნდა, გაკეთდება გარე განათება. ასევე, კეთდება გომისმთის გზის პროექტი და მომავალ წელს უკვე მშენებლობა დაიწყება, რის დასრულების შემდეგ უკვე ნახევარ საათში იქნება შესაძლებელი გომისმთაზე ასვლა. გზის მთელ მონაკვეთზე გაკეთდება სამი გადასახედი მოედანი. ასევე, აშენდება ეკლესია, რომლის საძირკველიც გომისმთაზე ჩაყრილია, _ თქვა თემურ ჯახვამ, რასაც გულწრფელი ოვაცია და ტაში ... ...
  • ოზურგეთში იურიდიული მომსახურების ცენტრი გაიხსნა19 სექტემბერს, ოზურგეთში იურიდიული დახმარების ცენტრი გაიხსნა. ლენტი საზეიმოდ გაჭრეს ოზურგეთის მუნიციპალიტტის მერმა კოტე შარაშენიძემ და იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა.   რაჟდენ კუპრაშვილმა  დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და წარუდგინა ოზურგეთის ბიუროს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი იამზე მემარნიშვილი. კუპრაშვილმა განმარტა, რომ ამიერიდან გურიის მცხოვრებლები აქ  უფასო იურიდიულ მომსახურებას  მიიღებენ. _ მინდა გითხრათ, რომ ნებისმიერი თქვენგანისთვის ხელმისაწვდომი გახდება უფასო სამართლებრივი დახმარების სერვისი და ბიუროს სპეციალისტები დახმარებას და იურიდიულ კონსულტაციას გაგიწევენ ნებისმიერ სამართლებრივ საკითხზე, საადვოკატო მომსახურებაში. ყველა სპეცილისტი, ვინც მოგემსახურებათ, აუცილებლად იქნება მაღალკვალიფიციური, _ თქვა მან. ღონისძიებას ესწრებოდნენ აღმასრულებელი, საკანონმდებლო, სასამართლო ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლები. გახსნის ცერემონიის შემდეგ, სახელმწიფო ქორეოგრაფილუმა ანსამბლმა „გურიამ“,  სახელმწიფო ფოლკლორულმა ანსამბლებმა _ „შვიდკაცამ“ და „ რეხეულმა“ თავიანთი შემოქმედებით მიულოცეს  ყველას  ეს მნიშვნელოვანი დღე. ცნობისთვის, საქართველოში დღეისთვის ათი საკონსულტაციო ცენტრი და ცამეტი იურიდიული დახმარების ბიურო ... ...

არქივი

ზაფრანი

ყველაზე საშიში ფეხსაცმელი

„შლოპანცები“ შეიძლება საზაფხულო, სრულყოფილ ფეხსაცმელად...

როგორ გამოვფხიზლდეთ ალკოჰოლური თრობისგან

თუ ბევრი დალიეთ,  პირველი, რაც...

ის, რაც არასწორად იცოდით

აუცილებელია 8 ჭიქა წყალი დღეში...

ქალის სილამაზის 10 საიდუმლო

როგორ დავფაროთ დაღლილი და ჩაწითლებული...

სამკურნალო სასმელი

უამრავი ადამიანი სვამს ყოველდღიურად ყავას,...

საკვები, რომელიც ხანგრძლივი სიცოცხლის საწინდარია

ადამიანის ჯანმრთელობა პირდაპირ კავშირშია კვებასთან....
კარმიდამო ჩემი

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...

როგორ ვუმკურნალოთ კბილებს

ხილისა და ბოსტნეულის წვენების სასიკეთო...

ჭარბი ტენიანობის მიზეზებზე მუდმივად უნდა ვისაუბროთ

თხილის კულტურის სიდამპლის და სოკოვანი...

როგორ მოვიქცეთ ჭექა-ქუხილის დროს?

წელიწადის დროებსა და თვეებს შორის,...

სეზონის შესაფერი სამუშაოებისთვის მზადყოფნა აუცილებელია

ზოგს თოხნა და სარეველებისგან ბოსტნის...

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...