როგორ იქცა მიხეილ გრიგორაშვილი კანადის საჰაერო მრეწველობის პიონერად

ისტორია

როგორ იქცა მიხეილ გრიგორაშვილი კანადის საჰაერო მრეწველობის პიონერად

2018 ნოე 5 08:54:51

მიხეილ გრიგორაშვილი (1888–1953)  დაიბადა დერბენტში, რუსეთში, მასწავლებლის ოჯახში. სანკტ პეტერბურგის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ ჩააბარა იმპერატორ ალექსანდრე პირველის სახელობის საინჟინრო ინსტიტუტში. სასწავლებელში დაინტერესდა ავიაციით. 1908 წელს რუსეთში პირველი აეროკლუბის შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი იყო. მოგვიანებით კვალიფიკაციის ასამაღლებლად ის გაგზავნეს საფრანგეთში, სადაც 1911 წელს მიიღო მოწმობა და გახდა რუსეთის ერთ-ერთი პირველი პილოტი. რუსეთში დაბრუნების შემდეგ საფრენ სკოლაში ერთ-ერთ პირველ ინსტრუქტორად მუშაობდა, ასევე მონაწილეობდა იმპერიის სხვადასხვა ქალაქებში საჩვენებელ ფრენებში. ამასთან ის მუშაობდა როგორც კონსტრუქტორი და ხვეწდა საკუთარ სპეციალობას. სხვადასხვა მონაცემებზე დაყრდნობით, მან შექმნა პირველი რუსული თვითმფრინავი Россия-Б.   პირველ მსოფლიო ომის დროს გრიგორაშვილი ავიამშნებელ ქარხნებში მუშაობდა, სადაც ამზადებდა დეტალებს და ცდიდა საავიაციო მოწყობილობებს. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ რუსეთის საჰაერო ავიაცია სხვადასხვა მნიშვნელოვანი დეტალების ნაკლებობას არ განიცდიდა. რევოლუციის შემდეგ ის ეცადა ეთანამშრომლა ახალ რეჟიმთან, მაგრამ მალე პეტროგრადის დატოვება მოუწია. ის გადავიდა თბილისში, სადაც გზების სამინისტროში ინჟინრად მუშაობდა. ბოლშევიკების შემოსვლის შემდეგ გრიგორაშვილი ემიგრაციაში აშშ-ში წავიდა. თავდაპირველად ის როდ აილენდში პატარა საავაიაციო ქარხანაში მუშაობდა, სწორედ იმ ხანებში შეამოკლა საკუთარი გვარი. გახდა გრეგორი, 1921 წელს მან დაიწყო მოღვაწეობა კომპანიაში Dayton-Wright, ხოლო 1923 წელს გრეგორი გახდა ავიაკონსტრუქტორი ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ ამერიკული ფირმისა Curtiss-Wright, სადაც მიიღო მონაწილეობა თვითმფრინავების შექმნაში.

ორი წლის შემდეგ კი ის გახდა ფირმა ბედის მთავარი კონსტრუქტორი, მაგრამ დიდი დეპრესიის შედეგად საწარმო გაკოტრდა და მან მუშაობა მისი ნაცნობის პროკოფიევ-სევერსკის ქარხანაში Seversky Aircraft-ის მთავარი კონსტრუქტორის მოადგილედ დაიწყო. გრეგორმა რამდენიმე თვითმფრინავის მოდელის შექმნასა და მოდიფიკაციაში მიიღო მონაწილეობა. სვერსკისთან უთანხმოების შემდეგ 1934 წელს მან საკუთარი ფირმა Gregor Aircraft დაარსა, მაგრამ შეკვეთები ძალიან მცირე მოცულობის იყო და ცოტა ხანში კანადური ფირმის Car and Foundry მიწვევით გადასახლდა კანადაში. იქ მას მიეცა საშუალება შეექმნა გამანადგურებლი FDB-1, ასევე სხვა მნიშვნელოვანი პროექტები. გრეგორი იქცა კანადის საჰაერო მრეწველობის პიონერად. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ის ისევ განაგრძობდა აქტიურ მუშაობას და კანადის ავიაწარმოებაში. გრეგორი გარდაიცვალა ნიუ ჯერსის ქალაქ ტრენტონში.




 ახალი ამბები
  • მუშების დაშავებასთან დაკავშირებით საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებსდღეს, ზესტაფონში, სს „საქართველოს რკინიგზის“ დასავლეთის სალიანდაგო სამმართველოს საწყობში, მოხდა  უბედური შემთხვევა და სამუშაოს შესრულების დროს, მარაგი ნაწილების ჩამოშლის შედეგად,  სხეულის დაზიანება მიიღო რკინიგზის ორმა თანამშრომელმა - სახელოსნოს მჭედელმა მიხეილ ბებიაშვილმა და ხელოვნური ნაგებობების ბრიგადირმა მერაბ ნებიერიძემ. დაშავებულებს გაეწიათ  სასწრაფო სამედიცინო დახმარება და გადაიყვანეს  საავადმყოფოში.   სს „საქართველოს რკინიგზა“ მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო. უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოკვლევა, ამასთან ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან, რის შედეგადაც დადგინდება შემთხვევის გამომწვევი მიზეზები.  სს „საქართველოს რკინიგზა“ მაქსიმალურ დახმარებას აღმოუჩენს უბედური შემთხვევის შედეგად დაშავებულებსა და მათ ოჯახებს.  (R)       ... ...
  • უბედური შემთხვევა თბილისში _ მაღაზიაში ამწე შევარდაცოტა ხნის წინ, უბედური შემთხვევა მოხდა თბილისში. გურამიშვილის გამზირზე მსუბუქი ავტომობილი და ამწე ერთმანეთს შეეჯახა. შეჯახების გამო ამწე ერთ-ერთი მაღაზიაში შევარდა. ინციდენტის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა. მათგან ორი მცირეწლოვანია. ამ დროისთვის სხვა დეტალები უცნობია. როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 271-ე მუხლით ... ...
  • წვიმა და სეტყვა _უახლოესი დღეების პროგნოზიგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 27-31 მაისს საქართველოს ზოგიერთ რაიონში ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა. 27-28 მაისს ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +23, +28, ხოლო 29-31 მაისს +28, +31 გრადუსია მოსალოდნელი. თბილისში ძირითადად ღამისა და საღამოს საათებში, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +27, +29 გრადუსი ... ...
  • 9 წლის გოგოს მკვლელობა _ იაგო ნებიერიძეს უვადო პატიმრობა შეეფარდასასამართლომ 9 წლის გოგოს მკვლელობისა და მის მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულ იაგო ნებიერიძეს უვადო პატიმრობა შეუფარდა.გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილი 2018 წლის 25 ოქტომბერს სამართალდამცველებმა გარდაცვლილი იპოვეს. ბრალდებულ იაგო ნებიერიძეს დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობა და არასრულწლოვანთან სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას ... ...
  • პატრიარქის ფონდი გაქურდეს პატრიარქის ფონდი გაქურდეს, ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მომხდარზე კომენტარი ფონდიდან არ გაკეთებულა. ამ დროისთვის უცნობია რა ნივთებია წაღებული ფონდის ოფისიდან. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს. წყარო: ... ...

არქივი

ზაფრანი

ნივთების ისტორიიდან - ტუნიკა

ახლა უკვე ძნელია იმის თქმა,...

როდის ხდება წყლის დალევა ორგანიზმისთვის მავნებელი

არ შეიძლება ნებისმიერი სითხის სულმოუთქმელად...

ნუ დანებდებით

ვის არ უჩხუბია და უკამათია......

ნაბახუსევზე მარილიანი ყავა სასარგებლოა

ნებისმიერ ადამიანს ხშირად ერთი პრობლემა...

მიირთვით ბევრი ვაშლი, კივი და ფორთოხალი

მწვანე ჩაი არა მხოლოდ აუმჯობესებს...

ბრიტანელმა სწავლულებმა სინათლის სხივების შენელება ისწავლეს

ბრიტანელმა სწავლულებმა კიდევ ერთი ნაბიჯით...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...