როგორ მოხვდნენ გურულები ამერიკაში

ისტორია

როგორ მოხვდნენ გურულები ამერიკაში

2019 ნოე 20 09:00:46

არსებობდა სხვადასხვა ვერსია და ასევე თარიღი თუ როგორ მოხვდნენ გურულები უცხოეთში, ყველაზე სანდო, რომელსაც ისტორიული წყაროებიც უმაგრებენ ზურგს, ასე გამოიყურება: 1891 წლის მიწურულს ან 1892 წლის დასაწყისში ბათუმში მოჯირითეების შესარჩევად ჩამოვიდა ამერიკული ცირკის წარმომადგენელი თომას ოლივერი (1867-1943) (მოჯირითე ველიკო კვიტაიშვილის ცნობით წარმომადგენელი ქალბატონი იყო, თუმცა ამის დამადასტურებულ ცნობას ვერსად მოვაკვლიე). იგი ინგლისელ კონსულ¬თან, ჯეიმს ჩემბერსთან, დაბინავდა. კონსულთან იმხნად მოსამსახურედ (ის ასევე მდივნის როლსაც ასრულებდა) იდგა ზემო¬ ჩიბათელი კირილე ჯორბენაძე: იგი გურული ნაყმევის ოჯახში იყო დაბადებული, ბათუმს საარსებო წყაროს გამოსანახად ეწვია (მომდევნო წლებში ჯორბენაძე ფინანსურად ისე მომაგრდა, რომ ბათუმში რესტორანი ,,ფლორიდა” გახსნა. ის იყო მეწილე სასტუმრო” ლონდონისა”, რომელიც გასაბჭოების შემდეგ ბოლშევიკებმა ჩამოართვეს). ჯორბენაძემ, გაიგო რა საქმის ვითარება, ოლივერს განუცხადა, რომ ცხენოსნების შეგროვებაში დაეხმარებოდა. თანხმობა რომ მიიღო, ჯორბენაძე ოლივერთან და ვიცე-კონსულ ჰარი ბრიგსთან ერთად სოფელ ბახვში, მთელს გურიაში ცხენოსნობაში განთქმულ ივანე (დიდი) როსტომის ძე მახარაძის (1866-1921), მეტსახელად `მათრახას~ ოჯახში მივიდა. გადაწყდა, რომ ივანე გუნდს შეკრებდა. აქედან დაიწყო გურული მოჯი¬რითეების მრავალწლიანი საზღვარ-გარეთული ტურნე. ამას ადასტურებს `ივერიაში” (#124, 1892) დაბეჭდილი სტატია: `ორი თვის წინად ბათუმის ქა¬ლაქის ინგლისელ კონსულთან სამზღვარ-გარეთიდან მოვიდა ვიღაც მდიდარი კაცი, რომელსაც ჩვენში `ინგლისის თავადად” უწოდებენ. ამ სტუმარს კონსულთან მყოფი გურული გრძელი ტანისამოსით მორთული `სილაღიანათ” ძლიერ მოეწონა. მდიდარმა სთხოვა ამ ბიჭს, თორმეტი შენისთანა გამოწყობილი გრძელი ტანისამოსით, კარგი ცხენოსნები, მომღერალნი, მოთამაშენი მიშოვნე და თვეში გავუჩენ ყოველის ჩემის ხარჯით 50 მანეთს, და წავიყვან ჩვენს ქვეყანაშიო. ექვსი თვის შემდეგ ისევ ჩემის ხარჯით აქვე მოვიყვანო.~

თვ¬ით¬ თო¬მა¬ს ოლი¬ვერი საკ¬მაოდ საინტერესო პიროვნება გახლდათ, იგი დაიბადა მანჩესთერში (სხვა ცნობით ტორონტოში, კანადა. ამ შემთხვევაში და ქვემოთაც საქმე გავაქვს გაიდიალიზირებულ და შელამაზებულ ისტორიებთან, რასაც შოუს მესვეურები მაყურებელთა გულის მოსაგებად თხზავდნენ), ცირკის მსახიობთა ოჯახში, მშობლებს პატარა ოლივერი ყველგან გასტროლებზე დაჰ¬ყვებოდა, ასე მოხვდა ხუთი წლის ასაკში თბილისში, სადაც კარგა ხანს იცხოვრა კიდევაც. არსებობს ოლივერის ბიოგრაფიის სხვა ვერსიაც: ლონდონში დაბადებული, სამი წლის ასაკში იგი მოიტაცეს და რუსეთში წაიყვანეს. იქ ბავშვი იშვილა ფრანგმა ოჯახმა და ამის შემდეგ იგი ცხოვრობდა კავკასიაში, კერძოდ კი საქართველოში. მომდევნო 18 წლის განმავლობაში თომას ოლივერმა სხვადასხვა ცირკებთან ერთად თითქმის მთელი რუსეთის იმპერია შემოიარა. ასე რომ, სავარაუდოდ იგი ძალზე კარგად იცნობდა ქართველი ცხენოსნების ოსტატობას და საქართველოში შემთხვევით არ ჩამოსულა. პრესა იუწყებოდა, რომ ინგლისში ამდენი წლის არყოფნის შემდეგ იგი მხოლოდ კაზაკებთან ერთად დაბრუნდა სამშობლოში და უშედეგოდ ეძებდა საკუთარ მშობლებს.

1892-96 წლებში თომას ოლივერი გურულებთან თარჯიმნის როლს ასრულებდა (მოჯირთეები მას თომის ეძახდნენ), არ გამოვრიცხავ, რომ ოლივერმა რუსულის გარდა, ქართულიც იცოდა.

არსებობს კიდევ ერთი არგუმენტი (ზეპირი გადმოცემა) იმის სასარგებლოდ, თუ რატომ წაიყვანეს მაინცდამაინც გურულები ამერიკაში და არა მეგრელები, ან იმერლები, ან კავკასიელ ხალხთა სხვა წარმომადგენლები: ეს ცხენოსანთა პირველი ლიდერის ივანე როსტომის ძე მახარაძის ისტორიაა.

ივანე მახარაძე ცხოვრობდა ოზურგეთის მაზრის სოფელ ქვედა ბახვში, მას ჰყავდა სამი ძმა: სილიბისტრო, პავლე და ალექსანდრე. ერთ დღეს ბავშვობიდან ცხენოსნობაზე შეყვარებული 14 წლის ივანე მამამისმა თავისი საყვარელი ცხენით ბახმაროში გაგზავნა. ივანე ცხენს გაუჩერებლივ მიაჭენებდა, ბახმაროს გზაზე, ბაისურთან, წყლის დასალევად ჩამოხტა, უყურადღებოდ მიტოვებული ცხენი წყაროს ცივ წყალს დაეწაფა და მოკვდა. ივანემ ცხენს უნაგირი მოხსნა და შინ დაბრუნდა. განრისხებულმა როსტომმა: გაოფლიანებულ ცხენს წყალი როგორ დაალევინეო, შვილს სილა გააწნა. ივანემ ეს შეურაცხყოფად მიიღო, შინიდან გაიქცა და ბათუმში ამოყო თავი. ეს იყო დაახლოებით 1880 წელი, მაშინ ბათუმი გამოცხადებული იყო უცხოური საქონლის უბაჟოდ შეტანა-გამოტანის უფლების მქონე ნავსადგურად, ანუ პორტო-ფრანკოდ. პორტში ივანემ გაიცნო ორი რაჭველი მეზღვაური, რომლებიც ცეცხლფარეშებად მუშაობდნენ ერთ-ერთ გემზე. რაჭველებმა 14 წლის ბიჭი გემის კაპიტანთან მიიყვანეს, რომელსაც მოსწონებია ტანმორჩილი, მაგრამ მკვირცხლი ყმაწვილი და ცეცხლფარეშად აუყვანია. მეორე დღეს გემი ნავსადგურიდან გავიდა და დაახლოებით ერთი თვის შემდეგ ნიუ იორკის პორტში შევიდა.

მძიმე ფიზიკური შრომით განაწამებმა ივანემ უარი სთქვა სამსახურზე და ვიღაც პურისმცხობელ რაჭველთან მოეწყო. ცოტა ხანში, როცა ცოტაოდენი ინგლისური შეისწავლა, ივანე რაჭველს გამოექცა და ნიუ იორკის ერთ ცირკში დაიწყო მუშაობა დამლაგებლად. იქვე მომუშავე არაბმა მოჯირითემ ყურადღება მიაქცია ცხენების მოტრფიალე ბიჭს და ცხენების მომვლელად აიყვანა. ივანე თავდაუზოგავად მუშაობდა, კაპიკს კაპიკზე ადებდა, შეაგროვა გარკვეული თანხა და ცხენი შეიძინა. არაბმა ქართველ ყმაწვილს  თავის ატრაქციონში ერთი ნომერი დაუთმო: ქართულ ჩოხა-ახალუხში გამოწყობილი ივანე მანეჟში დაგდებულ მონეტებს გაჭენებული ცხენიდან იღებდა. მის ნომერს წარმატება ხვდა წილად, მან მეორე ცხენიც იყიდა, არაბს გამოეყო და დამოუკიდებლად დაიწყო მოღვაწეობა. მოკლე ხანში მოზრდილი თანხა შეაგროვა, მშობლებს წერილი მისწერა, თავისი ადგილსამყოფელი გააგებინა. 1885 წელს ივანე მახარაძე სამშობლოში დაბრუნდა. რამდენიმე წელში კი თომას ოლივერი ესტუმრა გურიას ცხენოსნების წასაყვანად. როგორც ზევით აღვნიშნე, არ არის გამორიცხული რომ ოლივერს გაგონილი ჰქონდა ,,მათრახა” ივანეს ამერიკული ოდისეის ამბავი და ამდენად, მშვენივრად იცოდა ვისთანაც მიდიოდა (როგორც ზემოთ აღვნიშნე, ივანეს ამერიკული თავგადასავალი მხოლოდ ზეპირ გადმოცემას ეყრდნობა და მისი იქ ყოფნის რაიმე დამადასტურებელი დოკუმენტური მასალა არ არსებობს).




 ახალი ამბები
  • შემოქმედში დანგრეული ეკლესიის ქვები აღმოაჩინესსოფელ შემოქმედში, ყოფილი კოლმეურნეობის ავტოპარკის ტერიტორიაზე, კომუნისტური მმართველობის დროს დანგრეული ეკლესიის ქვები აღმოაჩინეს. “გურია ნიუსის“ ინფორმაციით, ამ ეტაპზე ყოფილი ავტოპარკის ტერიტორია გაყიდულია და იქ სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. ქვები კი, იქვე მდინარე ნაბჟუარაში ნახეს. სოფელ შემოქმედში მცხოვრები, ცნობილი მხატვარი ვახტანგ მამეიშვილი “გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, რომ ზუსტად არ არის ცნობილი, სოფლის ცენტრში რომელ საუკუნეში იდგა ეკლესია. “დანგრეული ეკლესიის ადგილზე ჯერ დადგეს სოფლის კლუბი, რომელიც კომუნისტების დროს, 1950 წელს დაანგრიეს, შემდეგ ააშენეს კულტურის სახლი. ეს ქვები, რომელიც ახლა აღმოაჩინეს, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ სოფლისთვის და მთელი გურიისთვის. კარგი იქნება, იმ ადგილას, სადაც ჯვართამაღლების სახელობის საკათედრო ტაძარი იყო, თავიდან აშენდეს ეკლესია. ვიცი, რომ ბევრი მხარდამჭერი გამოჩნდება“, _ გვითხრა ვახტანგ ... ...
  • სიდედრის მკვლელობისთვის ბრალდებულს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯაოჯახის წევრის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული ა.ი. დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 23 ივნისს, ა.ი.-ს სიძემ ბ.ნ.-მ, რომელიც ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, მეუღლეს მ.ი.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ქალიშვილის შეურაცხყოფით განაწყენებულმა ა.ი.-მ, შურისძიების მიზნით, ბ.ნ.-ს დანით მუცლის არეში ჭრილობა მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად ბ.ნ. გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ა.ი. 2019 წლის 24 ივნისს ქ. რუსთავში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11'.109-ე მუხლის მერე ნაწილის ,,ვ'' ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. რუსთავის საქალაქო სასამართლომ ა.ი. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა ... ...
  • ლისის ტბის წართმევის საქმე ევროსასამართლოში გასაჩივრდასაქართველოს წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, ლისის ტბის წართმევის საქმე გასაჩივრდა. აღნიშნულის შესახებ ლისის ტბის 63,5 ჰა არასოსაფოლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებული შენობა - ნაგებობების ყოფილმა მესაკუთრემ, ბიზნესმენმა რამაზ ახველდიანმა და ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, რამაზ ახველდიანის ადვოკატმა, არჩილ კაიკაციშვილმა ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადეს. „ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, საქართველოს სახელმწიფომ რამაზ ახველდიანის წინაშე ვერ შეძლო ევროკონვენციით დაცული საკუთრებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცვა, ეროვნული სასამართლოებმა მიიღეს არასაკმარისი მტკიცების მქონე გადაწყვეტილებები, საქართველოს პროკურატურამ კი არასათაანდო საქმისწარმოების გამო, ვერ შეძლო სამართალწარმოების პროცესში რამაზ ახვლედიანის მიმართ ჩადენილი დანაშაულის გამოძიება, კვალიფიკაცია, შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღება და პირის დაზარალებულად ცნობა შესაბამისი საპროცესო უფლებების წარმოშობისთვის. რამაზ ახვლედიანი ევროპულ სასამართლოში მოითხოვს, მოპასუხე სახელმწიფოს მიმართ დადგინდეს ევროკონვენციის 1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის სავარაუდო დარღვევა, ევროკონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილის „დ“ პუნქტის სავარაუდო დარღვევა და ევროკონვენციის მე-14 მუხლის სავარაუდო დარღვევა ევროკონვენციის მე-3 მუხლთან მიმართებით. „ჩვენ ძალიან რთულ საქმეზე ვსაუბრობთ, რომელიც თვალსაჩინო მაგალითია, წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში დაშვებული სისტემური დანაშაულებების, მაგრამ უფრო მეტად მტკივნეულია იმის აღქმა და გათავისება, რომ სამართლიანობის აღდგენა არ შეეხო რამაზ ახვლედიანს. ხელისუფლებამ ვერ დაიცვა ლისის ტბის წართმევის საქმეზე კანონის უზენაესობა, მაგრამ ამ მიმართულებით, ჩვენ კვლავ გვაქვს იმედი, რომ ხელისუფლებას ნდობის რესურსი არ ამოუწურავს. ქართულ სახელმწიფოს ევროპულ სასამართლოში მოუწევს სამართლებრივი და მორალური პასუხისმგებლობის აღება ბატონი ახვლედიანის წინაშე.  ევროპული სასამართლო იმსჯელებს, რა ფინანსური სანქცია უნდა დაეკისროს საქართველოს. ჩვენ ნამდვილად ვწუხვართ ობიექტური რეალობის გამო - ის, რაც სახელმწიფომ ბატონ ახვლედიანს წართმეული ლისის ტბის გამო უნდა გადაუხადოს, სინამდვილეში ეკუთვნის გადაიხადოს პოლიტიკას ამოფარებულმა მამუკა ხაზარაძემ, რომელმაც ნამდვილად იცის ბიზნეს-პარტნიორის ღალატის ფასი. ჩვენ ლისის ტბის წართმევის საქმეზე ვიწყებთ ადვოკატირების ახალ პროცესს და სამართლებრივად პასუხს აგებს ყველა, ვინც მონაწილეობდა ბატონი ახვლედიანის უფლებების დარღვევაში. რამაზ ახვლედიანმა ლისის ტბაზე, გასულ წელს, აღიდგინა წყალმოსარგებლის უფლებები. ეს ბრძოლაც წინააღმდეგობებით სავსე გზას გაივლის და გარდაუვალი გამარჯვებით დასრულდება. მე ამას საზოგადოებას ვპირდები,“ - განაცხადა არჩილ კაიკაციშვილმა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 16 მაისის გადაწყვეტილებით (რომელიც მხარემ 2019 წლის 23 ივლისს ჩაიბარა), რამაზ ახვლედიანის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა ხანდაზნმულობის გამო. მოსამართლე მაია ვაჩაძემ ლისის ტბის წართმევის თაობაზე საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განკარგულება კანონიერ ძალაში დატოვა და რამაზ ახვლედიანის მიერ ნების საწინააღმდეგოდ დათმობილი 63,5 ჰა არასოსაფოლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებული შენობა - ნაგებობები ბიზნესპარტნიორ მამუკა ხაზარაძის კომპანიის „ლისი ლეიქ დეველოპმენტის“ მფლობელობაში აღიარა. რამაზ ახვლედიანი 2006 წლის 4 ნოემბერს, იძლებული გახდა, თბილისის მაშინდელი მერიისა და მთავრობის სახელზე დაეწერა განცხადება და ეღიარებინა, რომ 1999 წლის საიჯარო ხელშეკრულებით, ასევე პრეზიდენტის 2006 წლის 14 ივლისის განკარგულებით ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა და მოითხოვა საიჯარო ხელშეკრულების გაუქმება, რომლის მიხედვითაც, მას გადაეცა ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებული შენობა - ნაგებობები და რომელიც ბიზნესმენს უკვე გამოსყიდული ჰქონდა. წერილში, ნების საწინააღმდეგოდ, რამაზ ახვლედიანმა უარი განაცხადა პრეზიდენტის განკარგულებით გადაცემულ 63,5 ჰა არასოსაფოლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრებაში მიღების უფლებაზეც და ეკონომიკის სამინისტროსგან უკვე გამოსყიდულ შენობა-ნაგებობებზეც. ამ განცხადებიდან მე-6 დღეს, 2006 წლის 10 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა გამოსცა ახალი განკარგულება და 1999 წელს რამაზ ახვლედიანის მიერ შეძენილი და 2006 წელს პრეზიდენტის განკარგულებითვე გადაცემული ქონება, ჩამოერთვა. მოგვიანებით, ჩამორთმეული ქონება რამაზ ახვლედიანის ბიზნეს-პარტნიორს, პირდაპირი მიყიდვის წესით, მამუკა ხაზარაძეს გადაეცა. სასამართლომ მიუთითა, რომ პრეზიდენტის განკარგულება დაინტერესებული პირის მხრიდან უნდა გასაჩივრებულიყო გამოცემიდან 1 თვის ვადაში. ამასთან, სასამართლომ განმარტა, რომ სარწმუნო არ არის სისტემური დანაშაული - არ დასტურდება იძულების განგრძობადობა, ვინაიდან რამაზ ახვლედიანისთვის ქონების პირდაპირი განკარგვის წესით გარკვეული პირობებით გადაცემა განხორციელდა სწორედ იმავე პრეზიდენტის მიერ იმავე ხელისუფლების მმართველობის პირობებში ქონების დათმობის 2006 წლის 4 ნოემბრის განცხადების შედგენამდე დაახლოებით 4 თვით ადრე, თუმცა მხარე ასაბუტებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება კონფლიქტში მოდის საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებასთან (ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმე) და მეორეს მხრივ ავტორი მოსამართლეების მიერ 2018 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილებასთან (საქმე: ბს-236-234 (კ-16)), სადაც სასამართლომ ხანდაზმულობის ვადების ათვლა დაუკავშირა პოლიტიკური ხელისუფლების ცვლილებისა და კომპეტენტური ორგანოსადმი მიმართვას ფაქტს, ხოლო სადავო აქტის გასაჩივრებისთვის განსაზღვრა არა მისი გამოცემის თარიღი, არამედ ჩაბარებიდან ერთთვიანი ვადა. მოსამართლეებმა: მაია ვაჩაძემ, ნუგზარ სხირტლაძემ და ვასილ როინიშვილმა სადავო აქტის გასაჩივრების ვადის ათვლის შეფასებისას, სხვა საქმეზე, ცალსახად განმარტეს, რომ მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი წესის დაცვით აქტის ჩაბარება არის აქტის ძალაში შესვლისა და შესაბამისად, აქტის გასაჩივრების ვადის ათვლის პირობა, რამაზ ახვლედიანის შემთხვევაში კი, ამავე მოსამართლეებმა საწინააღმდეგოდ იმსჯელეს, რადგანაც რამაზ ახვლედიანმა სადავო აქტი სწორედ ჩაბარებიდან კანონით დადგენილ 1-თვიან ვადაში გაასაჩივრა, რაც საქმეზე მამუკა ხაზარაძის ბიზნესპარტნიორის სასარგებლო დასკვნებისა და სადავო აქტის გაუქმების უპირობო საფუძველს ქმნიდა, რაზეც სამმა მოსამართლემ შეგნებული დუმილი არჩია. საკასაციო სასამართლო სამართლებრივი შეფასების გარეშე ტოვებს რამაზ ახვლედიანის მხრიდან პრეზიდენტის 2006 წლის 14 ივლისის განკარგულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების გარემოების შეფასებას. სწორედ ამ გარემოების სამართლებრივი კვალიფიკაციის შედეგად, სასამართლო ვერ გაექცეოდა სინამდვილეს და რამაზ ახვლედიანის მხრიდან ვალდებულებების შესრულების ფაქტი საქმისთვის იქნებოდა უდავო ფაქტობრივი გარემოება. შესაბამისად, აღნიშნული ფაქტი პირდაპირ გააბათილებდა რამაზ ახვლედიანის 2006 წლის 4 ნოემბრის ქონების დათმობის შესახებ განცხადებაში არსებულ ჩანაწერს, რა დროსაც, რამაზ ახვლედიანი, საორგანიზაციო ხასიათის ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, სახელმწიფოს თითქოსდა უთმობდა ქონებას, ეს კი, სასამართლოს იძულებულს ხდიდა ემსჯელა თავისუფალი ნების საწინააღმდეგოდ მიღებულ გადაწყვეტილებასა და ქონების უკანონოდ დათმობის ფაქტზე. ეროვნული დონის სასამართლოებმა არსებითად შელახეს რამაზ ახვლედიანის უფლებები და სადავო გარემოებების მიმართ არაერთი გამრუდებული დასკვნა წარმოადგინეს - თითქოსდა რამაზ ახვლედიანი არასდროს არ ყოფილა ლისის ტბის მიმდებარედ არსებული სადავო მიწის ნაკვეთის მესაკუთრე, აღნიშნულ ქონებასთან დაკავშირებით სახელმწიფოსთან არ გაფორმებულა ნასყიდობის ხელშეკრულება და არ მომხდარა უძრავი ქონების საფასურის გადახდა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ყოველივე ეს წარმოადგენს საქმეში წარდგენილი მტკიცებულებების შეფასების გარეშე მსჯელობას, რაც გადაწყვეტილების სახით, ქმნის სრულიად წარმოუდგენელ მოცემულობას. ამიტომაც, შეუძლებელია, გადაწყვეტილებას გააჩნდეს ოდნავი კანონიერების პრეტენზია. მეტიც, მორალურ საფუძვლებსაც მოკლებულია სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ რამაზ ახვლედიანს სადავო ქონებაზე არ გააჩნდა საკუთრების უფლებით ეფექტიანი სარგებლობის მოპოვების მინიმუმ „ლეგიტიმური მოლოდინი“, რაც გონივრულ კრიტიკასაც ვეღარ უძლებს. შესაბამისად, რჩება ერთმნიშვნელოვანი აღქმა იმისა, რომ ქართულმა სასამართლომ რამაზ ახვლედიანს სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობა მოუსპო. გადაწყვეტილება არ ატარებს საქმეზე დამოუკიდებელი მოსამართლეების ხელწერას. ექცევა პოლიტიკური მოვლენების ერთგვარ კონტექსტში და შეგნებულად, მსჯელობის არაერთ მონაკვეთში, მამუკა ხაზარაძის დასახელებასაც გაურბის. მოსამართლეები ხაზარაძეზე საუბრისას იყენებენ ტერმინს -  „ბიზნეს პარტნიორს“. ცნობისთვის: შექმნილია უხერხული გარემოებაც. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში ნათქვამია - რამაზ ახვლედიანის საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 13 მარტის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება. რამაზ ახვლედიანის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს ხანდაზმულობის გამო. შესაბამისად, გაურკვეველია ორი გარემოება - რა ნაწილში გაიზიარა საკასაციო სასამართლომ რამაზ ახვლედიანის დასკვნები, როდესაც აუქმებდა სააპელაციო სასამართლოს განჩინებას, გადაწყვეტილების მთლიან ტექსტში მსჯელობა არ არის. ამასთან, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში საუბარი არ არის თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმებაზეც, რომელიც მიუთითებლობის გარეშე, ავტომატურად გაუქმებულად ვერ ჩაითვლება. აღნიშნული გარემოებები მხარეს ეჭვს უჩენს შესაძლო სხვა გადაწყვეტილების პროექტზე, რომლითაც, შესაძლოა, საქმე ხელახალი განხილვისთვის უნდა დაბრუნებოდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს, თუმცა პოლიტიკური და სამართლებრივი გარემოებების შედეგად, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მიიღო სამართლიანობის აღდგენის წინააღმდეგ მიმართული აქტი. ცნობისთვის: ლისის ტბის 63,5 ჰა არასოსაფოლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებული შენობა - ნაგებობების წართმევის საქმეზე „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ მუშაობა 2015 წელს დაიწყეს და ახალი კვლევა გამოაქვეყნეს. ეროვნულ დონეზე, სამართალწარმოების პროცესი რამდენიმე მიმართულებით განვითარდა - ქონების დათმობის შესახებ გამოცემული პრეზიდენტის განკარგულების გაუქმების მოთხოვნითა და საკურორტო (წყლის ამოღების გარეშე) და სპორტული მიზნით წყლის ობიექტით ან მისი ნაწილით რამაზ ახვლედიანის კომპანიის მიმართ გაცემული სპეციალური წყალსარგებლობის ლიცენზიის იურიდიულად მოქმედების აღიარების მოთხოვნით. სასამართლომ ლისის ტბაზე ლიცენზია 2024 წლამდე რამაზ ახვლედიანის ექსკლუზიურ უფლებად აღიარა, რითაც აღნიშნული დავა ქართულ სასამართლოში წარმატებით დასრულდა. ქართულ სასამართლოში, მათ შორის ევროპულ სასამართლოში, რამაზ ახვლედიანის ინტერესებს „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი ... ...
  • 2019 წელს საქართველოს რკინიგზით გადაზიდული ტვირთის მოცულობა გაიზარდა (R)საქართველოს რკინიგზა 2019 წლის შედეგებს აჯამებს და მაჩვენებლებს ასაჯაროებს. 2019 წელს, პირველად 9 წლის განმავლობაში,  საქართველოს რკინიგზით გადაზიდული ტვირთის მოცულობა გაიზარდა და ზრდის მაჩვენებელი  ... ...
  • ურეკში ძაღლებმა ოთხი ადამიანი და ერთი თხა დაკბინესოზურგეთის მუნიციპალიტეტის, დაბა ურეკში ძაღლებმა ერთი კვირის განმავლობაში ოთხი ადამიანი და ერთ თხა დაკბინეს. “ზღვისპირა ურეკში საშინელი მდგომარეობაა. ამდენი ძაღლების შემოტევა არავის გვახსოვს. ერთ კვირაში ოთხი ადამიანი დაკბინეს. სანამდე უნდა გაგრძელდეს ასე, არ ვიცი და არც არავინ გვეუბნება,“ - უამბო “გურია ნიუსს“ ერთ-ერთმა ურეკში მცხოვრებმა. ა(ა)ი.პ.“ოზურგეთის მუნიციპალური მომსახურების სერვისცენტრის“დირექტორი, თენგიზ ქუტიძე ამბობს, რომ არაერთხელ გამოიყვანეს ძაღლები ურეკიდან. “ყველა პროცესი კანონით და წესით ჩავატარეთ. ოზურგეთის ცხოველთა თავშესაფარში  ჩაუტარდათ აცრა და სხვა პროცესები. ამის შემდეგთკანონის გათვალისწინებით ისევ საიდანაც ავიყვანეთ იქ დავტოვეთ. ბევრი არის გასაკეთებელი ამ პრობლემის მოსაგვარებლად. ასევე მინდა გითხრათ, რომ ურეკის გზაზე უპატრონოდ ტოვებენ ძაღლებს. მოყავთ თავიანთი კარმიდამოდან და გზაზე ტოვებენ,“_ გვითხრა თენგიზ ... ...

არქივი

ზაფრანი

დილით დასვენებულმა რომ გაიღვიძოთ

ორგანიზმი ძილის დროს ახალგაზრდავდება, დუნდება...

ფინანსური სტაბილურობა და ასტროლოგია

გთავაზობთ იმ ნიშნების ჩამონათვალს, რომლებიც...

როგორ დავგეგმოთ წარმატებული კვირა

ვედურ ასტროლოგიაში არსებობს კონკრეტული რჩევები...

შეყვარებულის ყოლა ასუქებს…

ქუინსლენდის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევის ფარგლებში...

უვარგისი ქმრები და ასტროლოგია

წარმოგიდგენთ უსაქმურობისკენ მიდრეკილი და ინერტული...

იუმორი და ასტროლოგია

ვერძი - მუშაობს პრობლემური სესხების...
კარმიდამო ჩემი

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...