"სამეგრელოს პრინცი" ნიკო დადიანი

ისტორია

"სამეგრელოს პრინცი" ნიკო დადიანი

2018 დეკ 20 17:44:35

1858 წლის 30 მაისს პეტერბურგში, ისააკის ეკლესიის კურთხევაზე სხვებთან ერთად ქართველებიც მონაწილეობდნენ, რომელთა შორის იმყოფებოდა სამეგრელოს დედოფლის, ეკატერინე ჭავჭავაძის ვაჟი _ 11 წლის ნიკო დადიანი. `...იწყება პარადი, რომელშიც თვით ხელმწიფე კამანდობს. ამ შემთხვევაში პირველი რიგი გამოსვლის ჩემსობას იყო ქართველ (კანვოების) ცხენოსნების ე.ი. ქართლ-კახელების, იმერელ-მეგრელ-გურულების, რომელსაც კამანდობდა კნიაზი პეტრე ბაგრატიონი, _ წერდა ამბის თვითმხილველი თედო ხოშტარია, _ როცა ხელმწიფემ შესძახა კანვოელებს გაჭენებით გავლა, მაშინ კნიაზ მენგრელსკიმაც სხვებთან ერთად, თერთმეტი წლის ყმაწვილმა, ფიცხლად გააჭენა ცხენი _ დიდი აღტაცებული ხმოვანება შექმნეს მაყურებლებმა, დიდებულებმა და ხალხმა და შექმნეს ხრიალი და უკანასკნელნი აქებდნენ ამ სიტყვით `გრუზინსკი ცარ~ და გაჭენების შემდეგ დაიბარა ხელმწიფემ, ცხენდაცხენ გადაკოცნა, მერმედ ჩამოიყვანეს ცხენიდან და მოიყვანეს იმპერატრიცასთან, რომელმაც დიდი ალერსით მიიღო და გაკოცნეს ველიკი კნიაზებმა და მათში გაერია~. 

ისააკის ტაძრის საზეიმო გახსნას სტუდენტი ილია ჭავჭავძეც დაესწრო და მოგვიანებით (5 ნოემბერი, 1860) შექმნა ლექსი `კანვოელი~, სადაც ის საკუთარ გულისტკივილს ასე გამოხატავდა:

აგერ რაზმიდან ისკუპა ყარაბაღულმა მერანმა,

შორსა გაჰფანტა, თრთოლით ხმა მისმა რახტისა ჟღერამა...

მიჰქრის, მიფრინავს, მიჭექავს, უკან მისდევს მტვრისა ბუქი,

მასზედ ჰზის ივერიელი ჭაბუკი ვინმე ჩაუქი.

აგერ უეცრდა რაღაცამ ჰაერში გაიკრიალა,

თურმე მან თოფი თავისი შეაგდო, შეატრიალა,

მერე ლამაზად ხან მარცხნივ, ხან მარჯვნივ გადმოწვებოდა,

 ხან ცხენიდამა ხტებოდა, ხან ზედვე შეჰფრინდებოდა,

შვენოდა იგი ჭაბუკი, ცხენზედა ვით ალვა რგული,

მაგრამ მე მის მჭვრეტელს ნაღვლით ამერია სული, გული...

ვსთქვი თუ, ვისთვის შენ კისკასობ, ვისთვინ იჩენ სიმარდესა?

შენი რაა, რომ ამშვენებ შენდ დამღუპველ ჩრდილოეთსა?

შენს სიმარდეს, სიჩაუქეს ქართლი შენი არ დაჰყურებს,

მეფე შენი თავის ქებით ჭაბუკს გულს არ გიხალისებს!..

ცენზურის გამო ლექსის დაბეჭდვა შეუძლებელი გახდა, ამიტომაც ილია ჭავჭავაძემ შეცვალა სათაური `კანვოელი~ _ `იანიჩარით~, ხოლო სიტყვა `ჩრდილოეთსა~ სიტყვით `ოსმალეთსა~.  სამსონ აბაშიძის შვილის, მარგალიტა ჭილაძის გადმოცემით, ეს ლექსი ილია ჭავჭავაძეს თითქოს კანვოელ დიმიტრი ამილახვარზე დაეწერა: `ეს ამილახვარი მარდი, მოხდენილი და ყოჩაღი იყოო~, - უთქვამს თურმე ილიას. 

ახლა კი ისააკის ტაძრის კურთხევის მთავარ პატარა გმირს, ნიკო დადიანს დავუბრუნდეთ, რომელსაც უწყალობეს ფლიგელ-ადიუტანტობა, ჩარიცხეს მისი უდიდებულესობის კანვოიში და ეკატერინე ჭავჭავაძის გამგზავრების შემდეგ, პეტერბურგში დატოვეს. ოფიციალური ფორმულირება მისი იმპერიის დედაქალაქში დატოვებისა მომავალი მთავრისათვის შესაფერისი აღზრდა-განათლების მიცემა იყო. სინამდვილეში, რუსულ ხელისუფლებას გამიზნული ჰქონდა სრულწლოვანების შემდეგ ნიკოს უარი ეთქვა სამეგრელოს სამთავროს უფლებებზე და 1867 წელს კიდევაც მიაღწიეს ამას (გაიხსენეთ ამანათობა).  იქამდე კი სამთავროს ავტონომიაც გააუქმეს. ნიკოს, ანუ ნიკოლოზ დადიანი-მინგრელსკის მართლაც შესაფერისი განათლება მისცეს პარიზში, 1875 წლიდან მსახურობდა კავალერგარდის პოლკში და თავიც გამოიჩინა 1877-1878 წლების რუსეთ-თურქეთის ომში; განსაკუთრებით ბულგარეთში გამართულ ბრძოლებში, რომლის შედეგადაც სტრატეგიულად მნიშვნელოვანი შიპკას გადასასვლელი მოიპოვეს. შიპკაზე გამოვლენილი მამაცობისთვის მან რამდენიმე სამხედრო ორდენი მიიღო და გენერალ-მაიორის წოდებაზეც წარადგენეს. ავსტრიელმა კომპოზიტორმა იოჰან შტრაუსმა ნაწარმოებიც კი შექმნა სახელწოდებით `ნიკო-პოლკა~, რომელიც დადიანის გმირულ სამსახურს მიეძღვნა. ბულგარეთის ტახტიდან ალექსანდრე ბატენბერგის ჩამოგდების (1886 წლის 21 აგვისტო) შემდეგ, რუსეთის მთავრობამ დადიანი ბულგარეთის მეფის კანდიდატად წამოაყენა. ამასთან დაკავშირებით დადიანი ერთ წერილში იუწყებოდა: `...კავკასიაშიც ბევრს გაუკვირდება ჩემი კანდიდატობა; დარწმუნებული ვარ, ჩვენში ხალხი მამასახლისადაც არ ამირჩევდა. რუსეთს კი სხვა აზრი ჰქონია ჩემზე. და ამისთვის, მე მთელს სიცოცხლეში უნდა ვიყო მათი მონა მორჩილი, მოსამსახურე და აღმასრულებელი მათის სურვილისა~.  გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ მთელი ევროპისა და რუსეთის პრესა, თავისთავად, იმ დღეებში `Dენ Mინგრელისცჰენ Pრინზენ~-ის (სამეგრელოს პრინცის), დადიანის შესახებ წერდა, განსაკუთრებით კი `ნემეცის ქალები, რომლებიც ეხლა პატივცემულნი ოჯახის დედები არიან, დიდი სიამოვნებით მოიგონებენ ხოლმე (მას)...~. ასევე წერდნენ, რომ თავადს `კეთილი გული აქვს და ამიტომ მეტად კეთილი მმართველი იქმნება ნახევრად განადირებულ ბოლგარებისათვის, რომელნიც ჯერ კიდევ სრულიად არ გადაჩვეულან ოსმალეთის უღელსა~.  მაგრამ მისი კანდიდატურა ვერ გავიდა. ინგლისელების ძალისხმევით, ავსტრია-უნგრეთმა შეძლო საკუთარი წარმომადგენლის, პრინც ფერდინანდ კობურგელის გაყვანა. 

თუ როგორი პიროვნება იყო ნიკო დადიანი, ამის შესახებ ერთი საგულისხმო ფაქტი მეტყველებს: 1871 წელს საქართველოში ჩამოსულ ალექსანდრე II-ს ადიუტანტი დადიანიც ახლდა. მაშინ ბატონყმობა ახალი გაუქმებული იყო და იმერელმა თავადაზნაურობის ნაწილმა თხოვნით მიმართა იმპერატორს _ ყმები უკან დაგვიბრუნეთო, რადგან `ყანები აღარ მოგვდის, აღარცა ბარი და ბოსტანი გვარგებს, ყოველივე ფუჭდება... ყოველივე მარჯვე ხელს ითხოვს...“. მერე აიღეთ და იმუშავეთო, უპასუხა იმპერატორმა. `ჩვენ, ბატონო, არ გახლავართ შეჩვეული მუშაობას, ჩვენ ვერ ვიზამთ იმდონობას, რასაც გლეხები სჩადიან, მერე ბატონო არ გვეკადრება და საცინრათ გავხდებით“. იმპერატორმა არ შეისმინა მათი თხოვნა _ `მაშ, გირჩევნიათ მუშაობას შეეჩვიოთ, გლეხებისაგან ისწავლეთ და მაშინ აღარ წაგიხდებათ ყანები და ბაღ-ბოსტანი...“.

იმპერატორის უკან მდგარი ნიკო დადიანი თურმე ხელებს უქნევდა თავად-აზნაურებს და ანიშნებდა, _ მაგას ნუ ლაპარაკობთო, მაგრამ ვერაფერი გააწყო. შეხვედრის დასრულების შემდეგ გაბრაზებულმა დადიანმა ქართულად მიმართა დამსწრეთ: `არა გრცხვენიათ თქვენ, ეგ რაებზედ ილაპარაკეთ, მაგაზედ მეტი სათხოვარი არაფერი გქონდათ, თქვე ვირებო თქვენა! ან სკოლები არ გინდათ, ან ხიდები, გზები, ან სხვა ამ გვარები. ეგ რა იყო, ვინ გასწავლათ და ვინ დაგარიგათ, რომ მაგაებზედ ილაპარაკეთ! რა გნებამთ, რა გინდათ, ყმების დაბრუნებას ელით, ეს აღარ იქნება, სირცხვილი თქვენთვის, რომ ასე შეირცხვინეთ თავი...~.

ექვთიმე თაყაიშვილი დადიანს `ძველი და ახალი ქართული ლიტერატურის სახელგანთქმულ მცოდნეს~ უწოდებდა.  1885 წელს ნიკო დადიანმა თავისი უმდიდრესი ბიბლიოთეკა (179 ტომი, მათ შორის X-XI საუკუნეების მანუსკრიპტები) უსასყიდლოდ გადასცა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას. ეს იმდენად მნიშვნელოვანი ამბავი იყო, რომ თავად ილია ჭავჭავაძე გაემგზავრა სამეგრელოში ამ ძვირფასი საჩუქრის თბილისში ჩამოსატანად.

ამონარიდი ირაკლი მახარაძის წიგნიდან ,,კანვოი რუსეთის იმპერატორთა ქართველი მცველები"




 ახალი ამბები
  • თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში ერთ-ერთმა აქტივისტმა თავის დაწვა სცადაცოტა ხნის წინ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში ახალგაზრდა მამაკაცმა საწვავი გადაისხა და თავის დაწვა სცადა.  ის ამით,  როგორც სასამართლოს ეზოში შეკრებილები ამბობდნენ, უკანონო დაჭერებს აპროტესტებდა, თუმცა მას ამის საშუალება არ მისცეს. სამართალდამცავებმა ახალგაზრდა მამაკაცი საქალაქო სასამართლოს ტერიტორიას ... ...
  • თბილისის საქალაქო სასამართლოში პოლიციაა მობილიზებულითბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ამ დროისთვის, 18 ნოემბერს დაკავებული აქციის მონაწილეების ნაწილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს საპატრულო პოლიციის თანამშრომლები არიან მობილიზებულნი. ისინი აქ შეკრებილ აქციის მონაწილეებს და პოლიტიკოსებს, რომელთაც რუსთაველის გამზირიდან გადმოინაცვლეს, თავისუფლად გადაადგილების საშუალებას არ ... ...
  • რატომ გააძევეს დავით მჟავანაძის სასამართლო პროცესიდან სამი პირითბილისის საქალაქო სასამართლოში 18 ნოემბერს გამართული აქციების დროს დაკავებულთა პროცესზე საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი იმღერეს. დარბაზში დაკავებულებთან ერთად, ჰიმნი პროცესზე დამსწრეებმაც იმღერეს, რასაც ტაში და ოვაციები მოჰყვა. ამის შემდეგ მოსამართლე ვალერიან ფილიშვილმა სამი პირი დარბაზიდან გააძევა. ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში 18 ნოემბრის საპროტესტო აქციების დროს დაკავებული 6 პირის სასამართლო პროცესი თითქმის 4-საათიანი დაგვიანებით განახლდა. გიგა მაქარაშვილის, ირაკლი კაჭარავას, დიმიტრი ბიძინაშვილის, ირაკლი ნადირაძის, დავით მჟავანაძისა და პაატა სოსონაშვილის საქმეს მოსამართლე ვალერიან ფილიშვილი განიხილავს. დაკავებულების მიმართ გამოძიება ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 დღით თავისუფლების აღკვეთას ან ფინანსურ სანქციას გულისხმობს. შეგახსენებთ, შსს-ს ინფორმაციით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის სულ 37 პირია დაკავებული. ჯერჯერობით არც ერთი დაკავებულის საქმის განხილვა სრულყოფილად არ გამართულა. ყველა პროცესი ... ...
  • პარლამენტის პიკეტირება ყოველ ორშაბათს - დემონსტრანტებმა ახალი სამოქმედო გეგმა დასახესრუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის ორგანიზატორებმა და პოლიტიკოსებმა სამოქმედო გეგმა დასახეს. გეგმა პარლამენტის წინ შეკრებილებს სამოქალაქო მოძრაობის "სირცხვილიას" ერთ-ერთმა ლიდერმა შოთა დიღმელაშვილმა და "ლეიბორისტული პარტიის" წევრმა გიორგი გუგავამ გააცნო. ახალი გეგმის იდეა  ასეთია, დემონსტრანტები ყოველ ორშაბათს შეიკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე, დაიძვრებიან პარლამენტისკენ და მოემზადებიან პარლამენტის პიკეტირებისთვის. "კონსტიტუციის ფარგლებში მყოფი არაძალადობრივი აქცია თუ ერთხელ დაშალა, აუცილებლად ისევ დაშლის. მაგრამ თუ დაშლის ეს არ ნიშნავს, რომ აქცია დამთავრდა. მოუწევს ბევრჯერ დაშალოს თუ არ გაითვალისწინებს ჩვენს პირობას, მოუწევს სულ შალოს და შალოს და ამის მეტი საზრუნავი არ ჰქონდეს და სხვა ვერაფერზე იფიქროს," - განაცხადა შოთა დიღმელაშვილმა "კურიერთან" საუბრისას. გუგავას განმარტებით, აქციის ორგანიზატორები პარლამენტის პიკეტირებას ყოველი პლენარული სხდომის მოაწყობენ. "ადმინისტრაციული შენობების კანონიერი პიკეტირებები არ არის თვითმიზანი, ეს უნდა განხორციელდეს იმ დღეს, როდესაც პარლამენტი აპირებს მუშაობას. გადაწყვეტილებები მიღებული იქნა ასეთი, ადამიანების რესურსიდან, კლიმატიდან გამომდინარე. როდესაც აპირებენ ფორმალურ მოქმედებას, მაშინ გაიმართება აქციები. ჩვენი ვაიძულებთ ხელისუფლებას შეასრულოს დანაპირები," - განმარტა გუგავამ. დღევანდელი საპროტესტო აქცია უკვე დასრულებულია, თუმცა ადგილზე აქციის მონაწილეთა კარვები რჩება, რომელიც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზეა ისევ ... ...
  • რა იგეგმება მომავალ კვირას თბილისშიმოძრაობა „სირცხვილიას“ ერთ-ერთი წარმომადგენელი შოთა დიღმელაშვილი ამბობს, რომ მომავალი კვირის დასაწყისში დიდი შეკრება იგეგმება, ხოლო სამშაბათს სესიის ჩასაშლელი პიკეტი შედგება. “ორშაბათს იქნება აქ ძალიან დიდი შეკრება, იქნება სამშაბათის სესიის ჩასაშლელი პიკეტი. თუ დეპუტატებს, რომლებიც თავის ბიზნესისთვის არიან პარლამენტში ან ფულისთვის, მოუნდებათ იქ შესვლა, ჯერ ქართული პოლიცია უნდა წავიდეს ქართველი ხალხის წინააღმდეგ და ჩვენ მშვიდობიანი მოქალაქეები და მასთან ერთად პოლიტიკური პარტიები, ყველა მინუს ბიძინა ივანიშვილი, უნდა გაგვწიონ, კიდევ გამოიყვანონ პოლიციელები. ამისთანა წნეხს იგი მთელი წელი ვერ გაუძლებს და თუ გაუძლებს, როცა მოვა არჩევნები, რა მოდელიც უნდა იყოს, იმას წააგებს“, _ თქვა დღეს გამართულ აქციაზე ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ სასმელად ვარგის წყალს მოიხმართ?