"შეუძლებელია იმ ამბის მერე, რაც გურიაში მოხდა" _ინტელიგენცია გურიის გადასარჩენად

gurianews.com

ისტორია

"შეუძლებელია იმ ამბის მერე, რაც გურიაში მოხდა" _ინტელიგენცია გურიის გადასარჩენად

2017 აგვ 27 13:25:12

1905 წელს გურია ხელისუფლების ორგანოებს აღარ ემორჩილებოდა, ამას კი, რუსეთის იმპერიის მთავრობა რა თქმა უნდა, ვერ შეურიგდებოდა.

ხელისუფლებამ სამხედრო წესები გამოაცხადა და გურიაში გენერალ მაკსუდ ალიხანოვ-ავარსკის მეთაურობით გრენადერთა არტილერიის ნაწილი სამი ოფიცერით, ასი კაზაკი, რამედნიმე ზარბაზანი, განჯის პოლკის ექვსი როტა და პლასტუნების მთელი პოლკი გაგზავნა. გენერალ ალიხანოვ-ავარსკის განსაკუთრებული უფლებები ჰქონდა მინიჭებული, "რაც საჭიროა ომიანობის დროს."

რუსული გაზეთის "ნოვოსტის" წერილის მიხედვით, მთავრობას თურმე ჩაფიქრებული ჰქონია გურულების გადასახლება შუა აზიაში, რადგან ,"გურულები გმირი ხალხია, სიკვდილისა არ ეშინიან, თავგანწირული ბრძოლა შეუძლიან და რომ მთავრობამ გურულების ნაციონალური ძალა უნდა გამოიყენოს იმპერიის სამფლობელოების გასამაგრებლად შუაგულ აზიაშიო.”

ე. ი. გურულებს იგივე, ანუ სადამსჯელო მისია, უნდა დაკისრებოდა, რასაც კაზაკები ასრულებდნენ საქართველოში, მარტივად რომ ვთქვათ, მათი მოშორება უნდოდდათ...

სწავლა სიბერემდეო – ამბობს ბრძენი, ძველი ხალხი... რამდენი ხანია გურულების შესახებ ისტორიებზე ვმუშაობ და სულ ახლახანს აღმოვაჩინე (ჩემთვის, რასაკვირველია), რომ ეს ამბავი ნამდვილი ყოფილა.

ცნობილი შალვა მაღლაკელიძე ყვება ერთი დაკარგული დოკუმენტის შესახებ, რომელიც შეადგინა ალიხანოვ-ავარსკის მიერ დანიშნულმა ოზურგეთის მაზრის უფროსმა, პოლკოვნიკმა ზაკუსოვმა და მეფისნაცვლის გვერდის ავლით (ამის ნება ჰქონდა) ნიკოლოზ II-ს გაუგზავნა.

იქ ასეთი სიტყვები იყო: ,,Гурийцы, как племя, преступное по  природе, по своему рождению... преступное и неисправимое, со всеми семьями должны быть выселены в отдаленные губернии Сибири” (გურულები, როგორც ტომი დამნაშავეა თავისი ბუნებით... დამნაშავე და გამოუსწორებელი, თავისი ოჯახებით უნდა გადასახლებულნი იყვნენ ციმბირის შორეულ გუბერნიებში...".

მოკლედ, გურულებს ყველა ერჩოდა, იმიტომ რომ სხვებისგან გამორჩეულნი იყვნენ... გაიხსენეთ რას წერდა გურულების შესახებ ჟანდარმერიის პოლკოვნიკის როჟანოვი, თურმე ტერმინი გურული ეტიმოლოგიურად აღნიშნავს ,,მუდმივ ყაჩაღს” - Вечный разбойник (! - ი. მ.) და ამას შემდეგნაირად ხსნის: "...ეს სიმართლეს შეესაბამება, რადგან... თურქებთან მუდმივმა შეტაკებებმა (გოგოების გულისთვის), მეორეს მხრივ კი, შავ ზღვაზე მცურავ ვაჭრებზე საზღვაო თავდასხმებმა, გურულებისაგან შექმნა მამაცი და განვითარებული ყაჩაღები; ყაჩაღობა იმდენად შევიდა მათ ჩვევებში... რომ თავადები, მემამულეები და მღვდლები სათარეშოდ თავის გლეხებთან ერთად დადიოდნენ. დღეს გურულები ქართველთა შორის წარმოადგენენ ყველაზე განვითარებულ და მებრძოლ ხალხს.”).

საინტერესოა ამ რაპორტის შემდეგი ბედიც – ის ჩაუვარდა ხელში მეფისნაცვალ ილარიონ ვორონცოვ-დაშკოვს და საკუთარი ხელმოწერით გადაუგზავნა მეფეს.

ნიკოლოზ II კი ვორონცოვის აღზრდილი იყო (იმასაც მოგახსენებთ, რომ პირველი მსოფლიო ომის დროს ვორონცოვის მიერ შექმნილი კავკასიელი მუსლიმებით დაკომპლექტებული ,,ველური დივიზიის” უფროსად მეფის უმცროსი ძმის, განდეგილი მიხეილ რომანოვის დანიშვნა მეფისნაცვლის იდეა. იყო ეს მიუთითებს თუ რაოდენ დიდი გავლენა ჰქონდა ვორონცოვს ნიკოლოზ II-ზე).

როგორც კი წერილი მიიღო, ნიკოლოზმა ზედ წააწერა ,,ბიძია ილარიონს ნიკისაგან” (შემოკლებით ნიკოლოზისაგან), ანუ თავად მან რაპორტი არ განიხილა და როგორც გენებოს ისე მოიქეციო. ვორონცოვ-დაშკოვმა კი არც აცია და არც აცხელა და დოკუმენტს შემდეგ წააწერა: ,,Фельдфебель Закусов (მაზრის უფროსს ფელდფებელი უწოდა) находясь  на посту уездного начальника называет племенем Гурийцев, не знает даже, что Гурийцы такие  же Грузины, как все остальные, может быть даже лучше, потому что они говорят общим  литературным Грузинским языком... Фельдфебель немедленно должен быть отстранен за незнание, за неумение управлять!” (ფელდფებელი ზაკუსოვი, რომელიც მაზრის უროსის თანამდებობას იკავებს, ტომს უწოდებს გურულებს, მან ისიც არ იცის, რომ გურულები ისეთივე ქართველები არიან, როგორც ყველა დანარჩენი, შესაძლებელია უკეთესიც, რადგან ისინი საუბრობენ საერთო ლიტერატურული ქართული ენით...  ფელდფებელი დაუყონებლივ უნდა გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან უცოდინრობისა და მართვის უნაარობის გამო!).

მოკლედ რომ მოვჭრა, საკუთარ წინდაუხედულობას შეეწირა პოლკოვნიკ-ფელდფებელი...

ასეთმა თითქოსდა გულთბილმა დამოკიდებულებამ გურულებს არანაირ შვება არ მოუტანა - გურია ისევ დარბევის საშიშროების წინ იდგა. ქართული საზოგადოება წინ აღუდგა კავკასიის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას და გურიის განადგურებაზე ხელის აღება მოსთხოვა.

ჟურნალ ,,მოგზაურის” ცნობით, სასწრაფოდ შედგა დეპუტაცია საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენელებისაგან, დეპუტაციას ხელმძღვანელობდა ილია ჭავჭავაძე, რომელმაც განაცხადა, რომ თუ მთავრობა არ დააბრუნებს ალიხანოვ-ავარსკის მაშინ ყველამ იარაღი უნდა ავისხათ და გურულებთან ერთად გავწყდეთო - ,,костьми ляжем” - ძვლებად დავიყრებითო (ეს განცხადება ჭავჭავაძემ რუსულ ენაზე გააკეთა).

ვაჟა-ფშაველს კი უთქვამს, ორას შეიარაღებულ ფშავ-ხევსურს ჩამოვიყვანო. ეს დუპუტაცია მოწმობს ერთ მნიშვნელოვან ფაქტს, რომ იმ დროს თითქმის ყველა სოციალური კლასის წარმომადგენლები ერთ მუჭად იყვნენ შეკრულნი გურიისა და მისი ხალხის დასაცავად.

ვორონცოვ-დაშკოვის ბრძანებით გურიის ვითარების შესასწავლად შეიქმნა დეპუტაცია, სადაც თაყაიშვილიც იქნა შეყვანილი. ,,მოვემზადენით და ორ დღეში გურიაში უნდა წავსულიყავით, მაგრამ მოულოდნელად მოვიდა ქუთაისის გუბერნატორი სტაროსელსკი, ის წარუდგა მაშინვე ვორონცოვს და მოახსენა, რომ ოზურგეთში ყველაფერი მოაგვარა, ხალხი დაამშვიდა, ინცინდენტი მოხდა მაზრის უფროსის უტაქტობით, არავითარი დეპუტაცია არ არის საჭიროო.”

გურია კიდევ ერთხელ გადარჩა - მთავრობა ამჯერადაც წავიდა დათმობაზე და გურიისკენ მიმავალი რაზმი გზიდან დააბრუნეს.

სხვათაშორის, 1905 წლის ნოემბერში, რათა რამენაირად დაეშოშმინებინა ამბოხებული გლეხობა, ვორონცოვ-დაშკოვმა რუსეთის მთავრობას წარუდგინა კანონპროექტი, რის მიხედვითაც სანადელო მიწები უსასყიდლოდ გადაეცემოდა გლეხებს საკუთრებაში, ასევე მცირემიწიან გლეხებს კი თავისუფალი სახაზინო მიწები დაურიგდებოდა. სახელმწიფო საბჭომ ეს პროექტი არ მოიწონა. რევოლუციის დამარცხების შემდეგ მეფისნაცვალმა სრულიად განსსხვავებული პროექტი შეადგინა, რომელიც მემამულეთა ინტერესებს იცავდა. ამჯერად, კანონი სახელმწიფო საბჭომ მოიწონა.

რამდენიმე ხნის შემდეგ, 1905 წლის 22 ოქტომბერს ნასაკირალზე მომხდარმა თავდასხმამ და მაზრაში მიმდინარე უმართავმა მოვლენებმა ხელისუფლება განარისხა და ოზურგეთის მაზრაში ისევ გაგზავნეს ჯარი (,,იმ ჯარიდან, რომელიც ტფილისიდან გურიაში გაჰგზავნეს, გამოაცალკავეს ქართველი და სომეხი სალდათებიო”, გვამცნობდა ,,ცნობის ფურცელი”, #2938, 1905) გენერალი ალიხანოვ-ავარსკის მეთაურობით, რომელსაც გენერალ ფიოდორ გრიაზნოვის ,,კარნახით ასეთი ინსტრუქცია მისცეს: სადგურ ნატანებიდან დაწყებული შვიდ ვერსზე ყოველმხრივ ოზურგეთამდის და შემდეგ ოზურგეთის ზემოთაც მთელი სოფლები მოესპოთ, სახლები გადაებუგათ და მცხოვრებნი დაეპატიმრებინათ”, - წერდა მოგონებებში ექვთიმე თაყაიშვილი.

ქართველი საზოგადოება კვლავ აღდგა გურიის დასაცავად. თბილისში, ნაძალადევში გაიმართა 3 ათასკაციანი მიტინგი, რომელმაც მოითხოვა გურიის დასარბევად წასული ჯარის გამოწვევა და სამხედრო წესების მოხსნა.

დავით სარაჯიშვილის ბინაში შეიკრიბნენ ქართველი ინტელიგენტები და გადაწყვიტეს, რომ ვორონცოვ-დაშკოვთან კიდევ ერთხელ გაეგზავნათ დეპუტაცია, რათა ეთხოვათ რომ ალიხანოვ-ავარსკის დამსჯელი რაზმი გამოეწვია და გურია დაღუპვას გადაერჩინათ. ილია ჭავჭავაძემ ამჯერად წასვლაზე უარი განაცხადა, რადგან ,,ამ ცოტა ხნის წინათ ვარწმუნებდით, რომ გურულები მთავრობას აღარავითარ წინააღმდეგობას აღარ გაუწევენო.”

ახალი დეპუტაციის წევრები ვორონცოვ-დაშკოვმა ისინი თავის კაბინეტში მიიღო. ყურადღებით მოუსმინა ყველას და პასუხად უთხრა: ,,თქვენ ამბობთ, რომ გურულები არ არიან რუსეთის მთავრობის წინააღმდეგი, მაგრამ ეს საიდან ჩანს? ჯერ ერთი, სამი წელიწადია სახელმწიფო გადასახადი არ შემოუტანიათ, მაზრის უფროსი გააძევეს, რუსის პოლიცია მოხსნეს, სამომრიგებლო სასამართლო გაიჩინეს, ესეც არ აკმარეს და ახლა ჩვენს ჯარს თავს დაესხნენ და ამოწყვიტეს... მე ახლა ჯარის დაბრუნება უკან აღარ შემიძლია, ეს ყოვლად შეუძლებელია იმ ამბის მერე, რაც გურიაში მოხდა.”

ამ პასუხის შემდეგ, ნებართვის გარეშე, ექვთიმე თაყაიშვილმა საუბარი დაიწყო: ,,ბრძენი მმართველის მოვალეობაა მშვიდობიანი გზით გადაჭრას – ყველა მნიშვნელოვანი საკითხი – სამხედრო რეპრესიების დაუხმარებლად, როცა კი შესაძლებელია. მე თვითონ გურული ვარ, - კარგად ვიცნობ გურიას და ღრმადა ვარ დარწმუნებული, მათ რომ სცოდნოდათ მანიფესტის ამბავი... ეს ინციდენტი არ მოხდებოდა, ვინაიდან მანიფესტი იძლევა ყველაფერს ან თითქმის ყველაფერს, რასაც ისინი მოითხოვდნენ და ესწრაფოდნენ... ჯერ კიდევ საკითხავია, გურულები დაესხნენ თავს სამხედრო რაზმს, თუ სამხედრო რაზმი – გურულებს...”

თაყაიშვილმა დეპუტაციის სახელით დაბეჯითებით მოითხოვა მეფისნაცვლის ნდობით აღჭურვილი პირის გაგზავნა გურიაში. ვორონცოვ-დაშკოვი ცოტა ხნით გაჩუმდა და დეპუტაციას გამოუცხადა: „დავფიქრდები და შემდეგ გაცნობებთო.,, დაახლოებით ერთი საათის შემდეგ მათ აცნობეს, რომ ვორონცოვი თანახმაა გურიაში გაიგზავნოს დეპუტაცია. როცა ეს ამბავი ილია ჭავჭავაძემ გაიგო, გაუკვირდა და თქვა: ,,ეს დიდი, დიდი მიღწევაა, მე არ მოველოდი ამას.”

გურია ამჯერადაც გადარჩა, მაგრამ სულ ცოტა ხნით. 1906 წლის იანვარში სადამსჯელო რაზმმა გურია, ისევე როგორც დასავლეთ საქართველოს სხვა ადგილები, ცეცხლითა და მახვილით შემუსრა. ეს ალიხანოვს არ აპატიეს და 1907 წელს გიუმრიში ქართველმა რევოლუციონერებმა, და არა დაშნაკებმა, როგორც წერენ, საიქიოს გაისტუმრეს, მაგრამ ამის შესახებ სხვა დროს ვისაუბრებთ.


ნახვა: 985


 ახალი ამბები
  • თბილისში 21 წლის გოგო მოკლესთბილისში, შატილის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეს დილით, გამთენიისას თბილისში, თემქის დასახლებაში ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს. ახალგაზრდა ქალს, პირველადი ინფორმაციით, ცივი იარაღით მიყენებული მრავლობითი ჭრილობა აღენიშნება. „გარდაცვლილი იდენტიფიცირებულია და იგი არის 1997 წელს დაბადებული ა.ნ. შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტი ინტენსიურ ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებს. შემთხვევის ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები. მიმდინარეობს გარდაცვლილის ოჯახის წევრების გამოკითხვა“, – აცხადებენ შსს-ში. უწყების ცნობით, გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს108-ე მუხლით დაიწყო. ... ...
  • ყოფილი მეუღლის ცემაში ბრალდებულს ექვსი თვით პატიმრობა მიესაჯათბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ოჯახში ძალადობისთვის ბრალდებული მ.გ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, _ აღნიშნულის შესახებ განცხადებას თბილისის საქალაქო სასამართლო ავრცელებს. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 9 დეკემბერს, საღამოს საათებში, ქ.თბილისში დ.აღმაშენებლის ხეივანში არსებულ სახელოსნოში მ.გ.-მ ყოფილ მეუღლეს ხ.ს.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შედეგადაც დაზარალებულმა ძლიერი ფიზიკური ტკივილი განიცადა. სამართალდამცველებმა მ.გ. 2017 წლის 10 დეკემბერს ქ. თბილისში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი) წარედგინა. თბილისის საქალაქო სასამართლომ მ.გ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 6 თვით თავისუფლების აღკვეთა ... ...
  • "ტოტალური კორუფცია საგზაო დეპარტამენტში" _ ბრალდებებს დეპარტამენტის თავმჯდომარე პასუხობს,,ევროპული საქართველოს“ წერი ირმა ნადირაშვილი საგზაო დეპარტამენტის თავმჯომარესა და მოადგილეებს კორუფციაში ადანაშაულებს. როგორც ნადირაშვილი აცხადებს, უწყებაში ფულის კეთების მძლავრი მექანიზმი არსებობს. ,,საგზაო დეპარტამენტში მაღალი დონის ტოტალური კორუფცია არსებობს, უწყებაში მუშაობს ფულის კეთების ძალიან ორიგინალური  სქემა, როდესაც  დეპარტამენტის მაღალჩინოსნები მასობრივად  გადადიან სამუშაოდ იმ კომპანიებში, კერძო კომპანიებში, რომელთაც ამავე დეპარტამენტის ტენდერები აქვთ მოგებული. მაგალითად, ზაზა  სიმონია, დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე სამუშაოდ გადავიდა  ჩინურ კომპანია ,,სინო ჰიდროში“. ამ კომპანიამ  253 მილიონიანი ტენდერი მოიგო, მეორე მოადგილე ირაკლი ხერგიანი ასევე გადავიდა კომპანიაში ,,დოჰვა ინჟინერინგში“, გივი ჩოჩია სამუშაოდ გადავიდა თურქულ კომპანიაში, რომელიც ასევე არა ერთ ტენდერშია გამარჯვებული და მათ შორის ბათუმის შემოვლით გზას აშენებს. საგანგაშო ფაქტი გახლავთ ის, რომ ეს ადამიანები იყვნენ სატენდერო  კომისიის წევრები და უშუალოდ მიიღეს გადაწყვეტილება ტენდერში გაემარჯვა იმ კომპანიებს, სადაც შემდგომში სამუშაოდ გადავიდნენ. ეს სქემა თავისუფლად შეგვიძლია ჩავთალოთ დეპარტამენტის თავმჯდომარის ბატონი  სეთურიძის ფულის კეთების ნოუ ჰაუთ“, - განაცხადა ნადირაშვილმა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე  ,,გურია ნიუსთან“ საპარლამენტო უმცირესობის წევრის ირმა ნადირაშვილის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს. ,,ჩვენთვის ცნობილია იმ დაინტერესებულ პირთა ჯგუფების შესახებ, რომლებიც  რამდენიმე კვირაა მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ეწევიან. ბრალდებები, რომლებზეც ისინი საუბრობენ, მინდა გითხრათ, რომ არ არღვევს არანაირ კანონს და საფუძველს მოკლებულია. აქ ორმაგ სტანდარტებთან გვაქვს საქმე. რაც შეეხება სხვა ბრალდებებს, ბევრჯერ გავეცი პასუხი. ასე რომ, მინდა დაგიდატუროთ, თუ ვინმეს ეჩვენება, რომ რაიმე  არასწორად ხდება, ამას  მუდამ  დიდი ინტერესით განვიხილათ, მაგრამ ცილისწამებაზე, რომელიც ფაქტებს მოკლებულია, კომეტარს ვერ გავაკეთებ. ძალიან ბევრი რანგის თანამდებობის პირი  გადასულია კერძო კომპანებში სხვადასხვა დროს, მათ შორის, ისინი, ვინც ამ ბინძურ კამპანიაში არიან ჩართულები, მაგრამ მინდა გითხრათ,  რომ არც ერთ შემთხვევაში კანონი არ დარღვეულა და ეს არის სპეკულაციის საგანი, რომელიც, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია“ , _ განაცხადა ,,გურია ნიუსთან“  გიორგი ... ...
  • „შარაშენიძე ნაციონალური პროდუქტია და სამსახურიდან „ოცნების“ მხარდაჭერისთვის გამათავისუფლა“დღეს, ოზურგეთში, დემოკრატიული  ჩართულობის ცენტრში, ბრიფინგი გამართა ეკა ნინიძემ, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა კოტე შარაშენიძემ ახლახან სამსახურიდან გაათავისუფლა. ბრიფინგს ჟურნალისტები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ. _ აბსოლუტურად უსაფუძვლოდ და უკანონოდ გამათავისუფლეს სამსახურიდან. ორი მუნიციპალიტეტის შერწყმა საინტერესო პროცესია და როგორც შრომის კოდექსი ითვალისწინებს, შერწყმის პროცესში მოხდა სკოლამდელი დაწესებულებების გაერთიანებაც. ამიტომ ორი თანამდებობის პირიდან ერთ-ერთი მაინც უნდა დანიშნულიყო. ასევე, უნდა მომხდარიყო შეთავაზება, თუმცა, არცერთი ეს არ მომხდარა და მერმა, ერთი ხელის მოსმით, ცრუ საფუძველზე გამათავისუფლა.  კოტე შარაშენიძის სლოგანი _ „მეგობარი მერი“, ასე „მეგობრულად“ გამოიხატა ჩემ მიმართ. მე მარტო არ ვარ, ჩემ გვერდითაა მოქალაქეთა საკმაოდ დიდი რაოდენობა, დიდი გუნდი, რომელთაც ადარდებთ ოზურგეთის ყოფა. სამართლებრივი გზით გავაგრძელებ ბრძოლას, _  თქვა ნინიძემ. მან, ასევე, დეტალურად ისაუბრა   გათავისუფლების მოტივის სრულ სიცრუეზე. კერძოდ, ის ფაქტი, რომ 12 თებერვალს დაწერეს ნინიძის გათავისუფლების ბრძანება, თითქოსდა, რეორგანიზაციის საფუძველზე,  მტკნარი სიცრუეა.  საერთოდ არ არის დასრულებული ეს რეორგანიზაცია. პარალიზებულია მთელი სტრუქტურები, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ისეთ სენსიტიურ თემაზე, როგორიცაა ბავშვები. _რა რეორგანიზაციის დასრულებაზე საუბრობს მერი? კოტე შარაშენიძემ  ერთადერთი ქმედება, რაც წარმატებით განახორციელა მოსვლის დღიდან, ეს არის საკუთარი სიძისთვის 30 ათასი ლარის გადარიცხვა,  ეს კი მოახერხა, _ აღნიშნა ნინიძემ. ეკა ნინიძემ გაიხსენა 9 თებერვალი, როცა ის ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ სამსახურში გავიდა და  შარაშენიძემ იმ დღესვე აუდიტის  სამსახურის უფროსი და იურიდიული სამსახურის წარმომადგენელი გაუგზავნა. _ ეს პირები, ძალიანაც რომ სდომებოდათ,  უკან ხელცარიელი  ვერ დაბრუნდებოდნენ.  ამიტომ მიზეზად წამომიყენეს ასეთი რამ, 11 დეკემბერს რატომ არ გვაცნობე, თუ 12-ში საავადმყოფოში წვებოდიო. თუმცა ასეთ არასერიოზულ კითხვაზე უნდა ვუპასუხო, რომ  განგებასთან არ მაქვს ხელშეკრულება დადებული და არ ვიცოდი, ასე მძიმედ თუ გავხდებოდი ავად. ყველამ იცით, რომ ერთი კვირის განმავლობაში სასუნთქ აპარატზე ვიყავი შეერთებული.  ჩემთვის პირველი არ არის პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება. 2012 წელს გამათავისუფლეს იმის გამო, „ოცნების“ მიტინგზე რატომ იყავიო. ახლა „ოცნება“ ოცნებისთვის მათავისუფლებს. რევოლუცია არ მომხდარა, რომ 2017 წელს ხელისუფლება შეცვლილიყო, ამიტომ მიკვირს და ვერ გავიგე ეს განტოლება. ხელისუფლებაში  „ნაციონალური“  ძალა მოვიდა, ასე გამოდის, _ დაასრულა ნინიძემ. ბრიფინგზე არაერთი კითხვა დაისვა. მათ შორის, ვის და რას გულისხმობს ეკა  ნინიძე „ნაციონალების“ მოსვლაში. _ მე ვიყავი „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის მხარდამჭერი. ხელისუფლებაში „ნაციონალების“ მოსვლაში ვგულისხმობ იმას, რომ კოტე შარაშენიძე არის „ნაციონალური“ პროდუქტი.  მან სული მიყიდა „ნაციონალებს“.   წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერანაირად ვერ გაიმარჯვებდა. გადახედეთ მის საარჩევნო შტაბს, ვინ იყვნენ იქ? თავართქილაძე, ბოლქვაძე, მამეიშვილი _ „ნაციონალების“ მთელი გუნდი.  ამიტომ ვამბობ, რომ სამსახურიდან  „ოცნების“ კანდიდატის მხარდაჭერისთვის გამიშვეს, ამიტომ მდევნიან, თუმცა, ვიმეორებ, ვაგრძელებ ბრძოლას სამართლებრივი გზით, _ უპასუხა მან  ჟურნალისტებს. ბრიფინგზე საკუთარი მოსაზრება გამოთქვა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა   დამფუძნებელმა ოზურგეთში ნუგზარ გიორგაძემ.  მან მადლობა გადაუხადა ეკა ნინიძეს აქტიურობისთვის. ამასთანავე ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის დავით დარჩიას  მისამართით კრიტიკა არ დაიშურა: _ აქამდე უნდა გაეკეთებინა განცხადება საკრებულოს თავმჯდომარეს და გამოეთქვა მხარდაჭერა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც სახელმწიფოს გვერდით იდგნენ არჩევნებზე, მხარს უჭერდნენ „ქართულ ოცნებას“ და დღეს ამის გამო,  შარაშენიძე სამსახურიდან ათავისუფლებს. თქვენ, ვისაც უსამართლოდ მოგექცნენ, აუცილებლად უნდა შეადგინოთ პეტიცია ხელისუფლების მისამართით. საკრებულოში ხომ დღეს თქვენ მიერ მიცემული ნდობის მანდატით  სხედან? _ მიმართა მან ნინიძეს. თავის მხრივ, ეკა ნინიძემ განმარტა,  რომ მისი კომპეტენცია არ არის არჩევნების შედეგების შეჯამება. _ ვიცი ესეც, რომ საკრებულოში სხედან ჩვენგან მიცემული ნდობის მანდატებით. თუმცა, ოზურგეთს დღეს აქვს თავისი კონსტიტუცია, რომელსაც ჰქვია „კოტეს კონსტიტუცია“. ამიტომ მე ვიბრძოლებ სამართლებრივი გზით. ყველას მადლობას გიხდით მობრძანებისთვის, _ ასე დაემშვიდობა ბრიფინგის მონაწილეებს ეკა ნინიძე. „გურია ნიუსი“ ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარეს დავით დარჩიას დაუკავშირდა და კითხვით მიმართა: _ ბატონო დავით, ეკა ნინიძის ბრიფინგზე გამოითქვა მოსაზრება, რომ თქვენ არ გააკეთეთ მხარდამჭერი განცხადება იმ ადამიანების დასაცავად, ვისაც სამსახურიდან ათავისუფლებენ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერისთვის და აღნიშნეს, რომ  დაკავებული ხართ  მხოლოდ პირადი კეთილდღეობით... _ რა გითხრათ?! ვერაფერს გიპასუხებთ. რა არ გავაკეთე? მე ყველაფერი გავაკეთე.  ახლა  რა გიპასუხო, ვერ გიპასუხებ,  არ ვესწრებოდი.   ახლა შეჯიბრს ვესწრები, _ გვითხრა დარჩიამ. ეკა ნინიძის განცხადებას, მისი სამსახურიდან  პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების შესახებ, ოზურგეთის მუნციპალიტეტის მერი კოტე შარაშენიძე ასე ეხმაურება: _ მიუხედავად პოლიტიკური სიმპათიებისა, მუნიციპალიტეტის მერიაში თითქმის ყველა თანამშრომელმა შეინარჩუნა პოზიცია. რაც შეეხება ა(ა)იპ-იებს, მოხდა ქალაქის და მუნიციპალიტეტის ასეთი ორგანიზაციების გაერთიანება, შეიქმნა ახალი, რომლის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლების გადაწყვეტილებას იღებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი. გამომდინარე იქიდან, რომ საკითხი სენსიტიურია და ეხება ბავშვებს, სკოლამდელი სააღმზრდელო ცენტრის ხელმძღვანელის შერჩევა ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული ... ...
  • პარლამენტმა "მაუწყებლობის შესახებ" კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტზე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ წარდგენილი მოტივირებული შენიშვნები არ გაიზიარა და 83 მომხრე ხმით, 13-ის წინააღმდეგ ვეტო დაძლია. პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებსა და საკანონმდებბლო ცვლილებებზე მსჯელობა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გაიმართა, სადაც გიორგი მარგველაშვილის მიერ გამოყენებული ვეტოს შინაარსი დეპუტატებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა დოლიძემ გააცნო. საკითხზე გამართული პოლიტიკური დებატების შემდეგ, დეპუტატებმა პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს კენჭი უყარეს. ინიციატივით ზუსტდება, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი პროდუქციის და არა ეთერის არანაკლებ 25 პროცენტს დამოუკიდებელი კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ მომზადებულ პროგრამებს დაუთმობს. ცვლილებებით, საზოგადოებრივი მაუწყებელი უფლებამოსილი იქნება, შინაარსობრივი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, საზოგადოებრივი აზრის/აუდიტორიის კვლევა ჩაატაროს. ამასთან, კანონპროექტით შესაძლებლობა ეძლევა, რადიომაუწყებლობის და საქართველოს რეგიონებში რადიოპროგრამების შეღწევადობის ასამაღლებლად, დამატებითი რადიო სამაუწყებლო სიხშირეები გამოიყენოს. პროექტით დამატებით ზუსტდება საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო, მმართველობითი და ფინანსური დამოუკიდებლობის ხელყოფის, მათ შორის, მითითების, დავალების მიცემის, ასევე შეთანხმების დავალების ან მასზე ზეწოლის სხვაგვარად განხორციელების დაუშვებლობა ადმინისტრაციული ორგანოების მიერ. ასევე ცვლილებების მიხედვით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი არ გავრცელდება საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ეთერით გადასაცემი გადაცემების, სერიალ(ებ)ის, მხატვრული ან/და დოკუმენტური ფილმ(ებ)ის დამზადების მომსახურების შესყიდვაზე. გარდა ამისა, ცვლილებების თანახმად, სამეურვეო საბჭო, გენერალური დირექტორის წარდგინებით, შეიტანს ცვლილებებს საზოგადოებრივი მაუწყებლის დებულებაში. ამასთან, სამეურვეო საბჭო უფლებამოსილი იქნება, საკუთარი ინიციატივითაც შეიტანოს დებულებაში ცვლილებები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ცვლილება საზოგადოებრივი მაუწყებლის სტრუქტურასთან დაკავშირებულ დებულებებს შეეხება. სამეურვეო საბჭო უფლებამოსილი იქნება, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტში ცვლილებები მხოლოდ გენერალური დირექტორის წარდგინებით შეიტანოს. კანონპროექტით, სამეურვეო საბჭოს საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების შრომითი ხელშეკრულების ძირითადი პირობების დადგენის უფლებამოსილება აღარ ექნება. ცვლილებებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის წინა წლის ბიუჯეტიდან დარჩენილი ნაშთი მომდევნო წლის დასაწყისში სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებულ დაფინანსებას ემატება. საკანონმდებლო პაკეტის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებლის უფლებამოსილებაა, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემოსავლები, მათ შორის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული ასიგნებები, მიმართოს დამწყები საწარმოების (სტარტაპების) წახალისების, ტელე-რადიო და ონლაინ პროდუქციის ინოვაციური განვითარების, მაუწყებლობის სფეროში გარემოს განვითარების ხელშეწყობის მიზნით. ცვლილებებით ასევე განისაზღვრება, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს არხებზე კომერციული რეკლამა არ შეიძლება განთავსდეს უქმე დღეებში, აგრეთვე საუკეთესო დროს – სხვა დღეებში, გარდა სპორტული რეპორტაჟის, საერთაშორისო ფესტივალისა და კონკურსის ფარგლებში, საკონკურსო პროგრამის დაწყების, ბუნებრივი ინტერვალისა და დასრულების დროს. ამასთან, სპორტული რეპორტაჟის, საერთაშორისო ფესტივალისა და კონკურსის ფარგლებში, საკონკურსო პროგრამის დაწყების, ბუნებრივი ინტერვალისა და დასრულების დროს კომერციული რეკლამის განთავსების შემთხვევაში კომერციული რეკლამის მოცულობა დღე-ღამის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 60 წუთს (ნაცვლად 30 წუთისა), ხოლო ყოველ საათში – 12 წუთს (20 %-ს), (ნაცვლად 6 წუთისა (10%-ისა), ხოლო სხვა დანარჩენ შემთხვევაში კომერციული რეკლამის მოცულობა ყოველ საათში არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს (5%-ს). ინიციატივით დასაშვები ხდება აგრეთვე გასართობი გადაცემებისა და სერიალების სპონსორობა. ამასთანავე, კანონპროექტით, საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო ვალდებული ხდებიან, ეთერში განთავსების მიზნით წარმოდგენილ სოციალურ რეკლამას უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად დაუთმონ 3 საათში ჯამში არანაკლებ 90 წამისა (ნაცვლად 1 საათში არანაკლებ 60 წამისა), რომლიდანაც არანაკლებ 10 წამისა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, სათანადო სარეკლამო რგოლის წარმოდგენის შემთხვევაში, საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებულ სოციალურ რეკლამას უნდა დაუთმოს. ... ...

არქივი

ზაფრანი

მერილინ მონროს საიდუმლო

რამდენიმე წლის წინ ცნობილმა ამერიკელმა...

"სიყვარულში გალეული"

ვაშინგტონის ზოოპარკის მკვიდრი, 58 წლის...

თვალები გეღლებათ?

სამუშაო დღის ბოლოს თვალები გვეღლება....

თავბრუ გეხვევათ?

ეს შეგრძნება შეიძლება უწყინარი მიზეზითაც...

ლიკურგეს სამართალი

სპარტის სამეფოს გაძლიერებას ანტიკური ხანის...

კიტრი ნერვებს ამშვიდებს

კიტრში შემავალი ნივთიერებები აუმჯობესებს მეხსიერებას,...
კარმიდამო ჩემი

ფუტკრის პური

თაფლი, დინდგელი, ყვავილის მტვერი, ცვილი...

როგორ მოვუაროთ მცენარეებს ადრე გაზაფხულზე

გაზაფხულის დამდეგი ზამთრიდან გაზაფხულისკენ გარდამავალი...

სენპოლია _ მთელი წელი მოყვავილე ოთახის ია

ეს სამხრეთ აფრიკული მცენარე ინტერიერის...

როგორ დავიცვათ თავი ბრონქიტისგან

ხველება ყოველთვის მიგვანიშნებს ორგანიზმის არასასურველ...

ვიოლები _ საოცარი ყვავილების ისტორია და მოვლის წესები

ამ საოცარ ყვავილებს ვიოლებს უწოდებენ,...

ოთახის მცენარე, რომელიც ჰაერს გაზის ნამწვისგან წმენდს

სპეციალისტები გვირჩევენ, აუცილებლად ვიყოლიოთ სახლში...

ჩაი და ყავა არა მარტო სასმელია

ცნობილია, რომ ჩაისა და ყავის...

შეწამვლითი ღონისძიებები და უსაფრთხოების ზომები

ვაგრძელებთ უსაფრთხოების ზომების შესახებ საუბარს,...

ახლებურად შევხედოთ ჩაის აღდგენას და მისი მოვლის მეთოდებს

ჩაის გაშენება ჩაის რეაბილიტაციის სახელმწიფო...

მონსტერა ჩვენს პირობებში _ როგორ გამოვაზამთროთ ოთახის გარემოში

მონსტერა მარადმწვანე ბუჩქოვანი და ლიანა...

ლავანდი _ ძვირფასზეთოვანი და სურნელოვანი მცენარე

ლავანდი ეთერზეთოვანი მცენარეა, რომელიც ეკუთვნის...