IV-V საუკუნით დათარიღებული შუხუთური აბანო

ისტორია

IV-V საუკუნით დათარიღებული შუხუთური აბანო

13 თებ. 2020, 11:17:28

1961 წელს შუხუთში, ხალვაშის ეზოში მიწის სამუშაოების შესრულების დროს ნაგებობის კვალს წააწყდნენ. სამუშაოები შეაჩერეს და შუხუთში მივლინებულ იქნა მეცნიერებათა აკადემიის და კულტურის ძეგლთა დაცვის სამმართველოს კომისია პროფესორების ანდრია აფაქიძისა და პარმენ ზაქარაიას ხელმძღვანელობით.  არქეოლოგიური გათხრების შედეგად მიწის წიაღში გამოვლინდა მოზრდილი სასახლის ნაშთები. ესაა შეძლებული, მდიდარი პირის ვილა შემდგარი საცხოვრებელი სახლის, აბანოსა და სხვა ნაგებობისაგან. თავისი აღნაგობითა და გეგმით ეს კომპლექსი ტიპიური გვიანანტიკური, ადრებიზანტიური ხანის მდიდრული, გაბატონებული კლასის წარმომადგენლის სასოფლო რეზიდენციაა. კომპლექსი IV-V საუკუნით თარიღდება. ვინაიდან თვით ზღვისპირა ქალაქებში ამ დროს მნიშვნელოვანი რომაული მოსახლეობა სავარაუდოდ არაა, უნდა ვიფიქროთ, რომ ეს აგარაკი ეკუთვნოდა ვინმე მდიდარ ეგრისელს და თუ ეს ასეა, მაშინ შუხუთის კომპლექსი აშკარად მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად ეზიარა რომაულ ყოფა-ცხოვრებას ლაზეთის შეძლებული ზედაფენა.

გათხრებისას აღმოჩნდა საკმაოდ რთული და კარგად ნაშენი, რომაული მცირე ,,კასტელური” ტიპის აბანოს ნაშთი, რომელსაც ჰქონია სამფეროვანი კენჭებისაგან შედგენილი მოზაიკური იატაკი. ეს უკვე მესამე შემთხვევაა ბიჭვინთისა და ციხისძირ-ბობოყვათის შემდეგ დასავლეთ საქართველოში ამონათხარ ნაგებობებში მოზაიკური იატაკის აღმოჩენისა. სავარაუდოდ, ასეთი მოხატულობა საკმაოდ გავრცელებული ყოფილა IV საუკუნის ბოლო მეოთხედის ძეგლებში, სადაც გამოყენებულ იქნა მცირე აზიის (პალესტინა, გერასა თუ ანტიოქია) რომელიმე მოზაიკურ სახელოსნოში შემუშავებული ორნამენტული შაბლონი.

ანტიკური ხანის საქართველოს ქალაქმშენებლები სათანადო ყურადღებას აქცევდნენ სანიტარულ-ჰიგიენურ დაწესებულებებს. ირკვევა, რომ გვიანანტიკურ ხანაში აბანოებიც აუშენებიათ და წყალსადენიც ჰქონიათ გაყვანილი.

ე.წ. რომაული, ფართოდ გავრცელებული აბანო, რომელიც ადრეფეოდალურ ხანას მიეკუთვნება და გვიჩვენებს საქალაქო სანიტარული კულტურის გვიანანტიკური ტრადიციათა გაგრძელებას - შუხუთის აბანოა. მას ჰქონდა სათბობი განყოფილება. პირველ სართულზე წარმოდგენილი გათბობის სისტემას ტიპიური კალორიფელის სახე აქვს, ანუ საბანაო განყოფილებათა იატაკქვეშ აღმართულ სვეტებს შორის დაგროვილი სიმხურვალე აბანოს იატაკსაც ათბობდა და სათანადო არხებით ზედა სართულის კედლებსაც.




 ახალი ამბები
  • N15 (ქსნის) პენიტენციური დაწესებულების მაღაზიის თანამშრომლების კოვიდ-19-ით დაინფიცირების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა (R)მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს ტელეკომპანია მთავარმა არხმა გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს ქსნის ციხეში მაღაზიის თანამშრომლებს კორონავირუსი დაუდასტურდათ. ტელეკომპანიის რესპოდენტი იყო ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე, რომელმაც ინტერვიუში განაცხადა: "მთელი დღეა გვირეკავენ პატიმრები და გვეუბნებიან, რომ ციხე არის ჩაკეტილი და შესვლა შეუძლებელია. ჩვენი ინფორმაციით, კორონა დაუდასტურდა გამყიდველს, რომელიც იქ ყიდის სხვადასხვა პროდუქციას."  სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ ეს არის სიცრუე და ქსანში მდებარე არც ერთი დაწესებულების (N10 და N15) მაღაზიის თანამშრომლებში covid-19 არ დაფიქსირებულა. სიცრუეა ისიც, თითქოს "ციხე არის დაკეტილი". ქსნის პენიტენციურ დაწესებულებებში მხოლოდ ის შეზღუდვები მოქმედებს, რაც ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე მიმდინარე წლის 5 მარტიდან პენიტენციურ სისტემაში განსაკუთრებული პირობების ამოქმედების შემდეგ ყველა დანარჩენ დაწესებულებაშია შემოღებული. კერძოდ, კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, პატიმრებს შეჩერებული აქვთ ხანგრძლივი პაემნის უფლება, ხოლო ხანმოკლე პაემნები მინის ბარიერის გამოყენებით მიმდინარეობს. არანაირი განსაკუთრებული შეზღუდვა ქსნის პენიტენციურ დაწესებულებებში არ მოქმედებს. აღსანიშნავია, რომ მთავარმა არხმა ინფორმაცია პენიტენციურ სამსახურთან გადაამოწმა და მიიღო პასუხი, რომ ეს არის სიცრუე. ამასთან ტელეკომპანიამ ინფორმაცია გადაამოწმა კერძო კომპანიაში, რომელიც პენიტენციური დაწესებულებების მაღაზიებში ოპერირებს და კომპანიამაც არ დაუდასტურა ეს ფაქტი, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც გაავრცელა ცრუ ინფორმაცია ადვოკატ კობაიძის ინტერვიუზე დაყრდნობით.  სპეციალური პენიტენციური სამსახური მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ მსგავსი ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან, რამაც შეიძლება პატიმრების და მათი ოჯახის წევრების შეშფოთება ... ...
  • "მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ პირდაპირ ეთერში კრიმინალური ისტორიის გაშუქებას" _ ქარტიამედიასაშუალებების ნაწილმა დღეს პირდაპირ ეთერში აჩვენა ზუგდიდში „საქართველოს ბანკის” ფილიალში მიმდინარე საპოლიციო ოპერაცია. სიუჟეტებში ჩანდა პოლიციელთა გადადგილება, შეიარაღება, ასევე მძევლები, რომელთა სიცოცხლეც ბანკში შეჭრილი პირების მხრიდან საფრთხის ქვეშაა. კარგად გვესმის, რომ ამ ფაქტის მიმართ საზოგადოებრივი ინტერესი მაღალია, მაგრამ ასევე დიდია თითოეული ჟურნალისტის და პროდიუსერის პასუხისმგებლობაც, როდესაც საქმე ადამიანების სიცოცხლეს და მასთან დაკავშირებულ რისკებს ეხება.მნიშვნელოვანია, რომ ჟურნალისტის საქმიანობით: არ შეექმნას საფრთხე ადამიანებს; არ შეეშალოს ხელი საპოლიციო ოპერაციებს; არ მიეწოდოს დამნაშავეებს მნიშვნელოვანი ინფორმაცია. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს კოლეგებს, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ პირდაპირ ეთერში კრიმინალური ისტორიის გაშუქებას და გაიაზრონ ის შედეგები, რაც შესაძლოა, გადაცემული კადრებისა და ინფორმაციის გამო ... ...
  • ვმოქმედებთ შსს-ს მითითებებით - "საქართველოს ბანკი" განცხადებას ავრცელებსზუგდიდში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს ბანკი განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ისინი შსს-ს მითითებების შესაბამისად მოქმედებენ: ჩვენ სრულ კოორდინაციაში ვართ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. ვმოქმედებთ მათი მითითებების შესაბამისად. ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში გავაკეთებთ ყველაფერს, რომ პროცესი მშვიდობიანად დასრულდეს - აცხადებენ ბანკში შეგახსენებთ, უკვე რამდენიმე საათია, ზუგდიდის ცენტრში მდებარე საქართველოს ბანკის შენობაში შეიარაღებული პირი შეიჭრა, რომელსაც 19 მძევალი ჰყავს აყვანილი. ის ნახევარ მილიონ დოლარს და ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვების გარანტიებს ითხოვს. თავდამსხმელი შსს-ს მოუწოდებს პერიმეტრიდან გაიყვანოს სპეცრაზმი და ამისთვის მან უწყებას 2-საათიანი ვადაც ... ...
  • შსს-ში საგანგებო ბრიფინგი ჩაინიშნაშსს-ში რამდენიმე წუთში საგანგებო განცხადებას გააკეთებენ. ბრიფინგის თემა ზუგდიდში მიმდინარე მოვლენებია, სადაც ბანკში შეჭრილ შეიარაღებულ თავდამსხმელს 19 მძევალი ჰყავს ... ...
  • რა ხდება ბანკში, სადაც შეიარაღებული პირები არიან - ფოტო ადგილიდანრამდენიმე საათია ზუგდიდიდში, საქართველოს ბანკის ფილიალში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ. არსებული ინფორმაციით, აყვანილი ჰყავთ მძევლები.  გურია ნიუსი გთავაზობთ ფოტოს ადგილიდან, რა ხდება ბანკში, სადაც შეირაღაებული პირები ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...