სიმონა დოლიძის მკვლელობის განსხვავებული ვერსია

ისტორია

სიმონა დოლიძის მკვლელობის განსხვავებული ვერსია

18 მაი. 2020, 12:51:26

თანამედროვენი სიმონა დოლიძეს ახასიათებდნენ, როგორც უაღესად გულკეთილ, თავმდაბალ, ,,საწყალი გულის” პატრონს, ,,არაფერი გლახა მისგან არ წარმოდგებოდა, გაჯავრება რომ სდომებოდა, მაინც ლმობიერი სახე ჰქონდა”. მაგრამ თურმე უსამართლობას რომ ნახავდა, პასუხის გაუცემლად არ დატოვებდა. არავინ იცის ამ ლმობიერი სახის პატრონმა ზუსტად რამდენი ადამიანი გაისტუმრა საიქიოს. მისი პორტრეტის განსხვავებული ნიშან-თვისებები ლექსშია წარმოდგენილი:

მინდოდა რომ დავსთხოვოდი
ღვინით და ოტკით თრობასა,
დავლევდი, ის მე მავნებდა _
გზებში ავსტეხთი სროლასა.

პოლიცია მას ყველგან დაეძებდა, სოფელში იგზავნებოდა ეგზეკუცია, ხალხს ახდევინებდნენ ჯარიმებს. ამის გამო ბევრი ტერორისტის მსგავსად დოლიძემ გადაწყვიტა დაეტოვებინა გურია და ბათუმისკენ გასწია. მას თან ახლდა მისი სახლიკაცი ანდრო დოლიძე (ლექსის მიხედვით კი ,,ჩემი ანდრო ბიძაშვილი”) და მელქისედეკ ბურჭულაძე. მელქისედეკ ბურჭულაძე ცნობილი წითელ რაზმელი იყო. ის ბავშვობიდან თბილისში მუშაობდა მღებავად. 1907 წელს ბურჭულაძე სხვა ტერორისტებთან ერთად თბილისში ავჭალის ქუჩაზე მსხვილ ტერორისტულ აქტში მონაწილეობდა. იგი დააპატიმრეს, მაგრამ 1908 წელს მეტეხის ციხდან გაიქცა. ამის შემდეგ ის გურიაში საქმიანობდა.
ნატანებში ისინი დასასვენებლად ერთ ნალიაში დაიმალნენ, სიმონას იმ დროს თურმე ფეხები აწუხებდა (“ცოტა მუხლი მე მტკივოდა”), ანდრო დოლიძე კი საჭმლის მოსატანად გაგზავნეს.

ჯაფარიძე ურადნიკსა
თქვენ იცნობდით გურიაში,
ამ ჩემს ანდროს შეხვთენოდა
სტრაჟნიკებით მერიაში.
მაშინვე მათ მოახსენა
ყაჩაღი მყავს ყანაშიო,
ეხლა არის ნალიაში
ვერ გადიან დღე კარშიო.

დოლიძემ გასცა ფირალები და ჯარიკაცებმა პროპორშჩიკ ჯაფარიძის მეთაურობით ნალიას ალყა შემოარტყეს. თურმე ბურჭულაძე ნერვიულობდა და დოლიძეს უთხრა _ ადგილი გამოვიცვალოთო, მაგრამ ამ დროს გამოჩნდა ანდრო დოლიძე, რომელმაც ფირალებს სადილი მოუტანა.

,,კვირას, 25 სექტემბერს, დღით 2 საათზე, სადგურ ნატანების მახლობლათ სასიმინდეში თავის შეუფარებიათ ორ უცნობს, როგორც უფიქრიათ, ისინი ყაჩაღები უნდა ყოფილიყვნენ. ეს ამბავი გაუგია ადგილობრივ ადმინისტრაციას და დარაჯთა რაზმი გაუგზავნია უცნობების შესაპყრობათ. დარაჯებს ალყა შემოურტყიათ სასიმინდესათვის და მათ მოთხოვნაზე “დაგვნებდითო” უცნობებს სროლით უპასუხნიათ. თავის მხრივ, დარაჯებსაც აუტეხიათ სროლა. ერთი უცნობთაგანი გადმომხტარა სასიმინდიდან და გაქცევა დაუპირებია, მაგრამ ის დარაჯებს მოუკლავთ. მოკლული, როგორც ამბობენ უნდა იყოს ამაღლების საზოგადოების მცხოვრები ყაჩაღი სიმონ დოლიძე და მეორეს ვინაობა გაურკვეველია. დარაჯების მხრით მოკლულია პროპორჩიკი ჯაფარიძე”, (გაზეთი ,,კოლხიდა’, 1911).

სტრაჟნიკების დანახვაზე სიმონამ თურმე ხელი დაავლო რევოლვერს, მაგრამ მის სახლიკაცს ის იქამდე დაუშლია. ნალიიდან პირველი სიმონა დოლიძე გადმოხტა, მას მიჰყვა ბურჭულაძე. ბურჭულაძემ მოახერხა გაქცევა, სიმონა ორივე ფეხში დაიჭრა, მაგრამ შეძლო ჯაფარიძის მოკვლა.
ერთი ტყვია გავისროლე,
თან გემოზე გავიცინე;
ჯაფარიძე ურიადნიკი
ამ ჩემს გვერდში მივიწვინე...

გადმოცემით, დაჭრილ დოლიძეს მაუზერი თავდამსხმელებისთვის გადაუგდია. ჯაფარიძეს ეს რომ დაუნახავს ბურჭულაძისთვის თავი დაუნებებია და მაუზერისკენ გამოექანა, სიმონას ის მეორე მაუზერით მოკლავს.

განსხვავებულად ჰყვება ამ ამბავს ვინმე გ. ბურჭულაძე სოფელ სამებადან: ,,ანდრიამ (დოლიძემ - ი.მ.) სადილი მიუტანა დაგვიანებით. ბურჭულაძემ უთხრა (სიმონას)... გამევიცვალოთ ადგილია, დაგვიგვიანდა სადილიო. ეჭვი ეიღო. ამასაობაში სადილიც მუუვიდა, მარა ირგვლივ სტრაჟნიკები ცხენოსანი. სიმონა დოლიძე მოკლეს უსულოთ. რო ჩამუარდა ნალიედან... რომ სხვა გვარს არ დადევნებოდენ და გვარი არ ამოეწყვიტათ... მისმა ამხანაგმა მელქისა ბურჭულაძემ მოკლა ურიადნიკი.... რომ ის გვარი ბურჭულაძის არ ამოწყვეტილიყო, დააბრალეს სიმონამ მოკლა ურიადნიკიო. ბურჭულაძეს დეედევნენო... თელ გვარს მოსპობდენ მისას და აი ქია კვტარი, აი სიმონა და სიმონამ მოკლა ურიადნიკი”.
მოგვიანებით, მელქისედეკ ბურჭულაძე თბილისში დაბრუნდა, სადაც 1918 წელს ინგლისელებმა მოკლეს.




 ახალი ამბები
  • "გადაწყვეტილება შეიცვალა" _ ჩოხატაურელი და ლანჩხუთელი ბავშვები სწავლას მერხებთან გააგრძელებენცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ გურიის რეგიონში ყველა საჯარო სკოლა ონლაინ სწავლებაზე გადავიდოდა. თუმცა, ცოტა ხნის წინ გადაწყვეტილება შეიცვალა და ცნობილი ხდება, რომ ჩოხატაურელი და ლანჩხუთელი ბავშვები სწავლას ისევ მერხებთან გააგრძელებენ. "საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის პანდემიით გურიის რეგიონში შექმნილი ვითარების გამო, ონლაინ სწავლების რეჟიმზე უნდა გადასულიყო რეგიონის ყველა საჯარო სკოლა. თუმცა, გადაწყვეტილებაში ჩაერია განათლების სამინისტრო და ვინაიდან, ჯერჯერობით, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ვირუსი ისე ფართო მასშტაბით არაა გავრცელებული, როგორც ოზურგეთშია, გადაწყდა, რომ ლანჩხუთისა და ჩოხატაურის საჯარო სკოლის ყველა მოსწავლე მერხებთან გააგრძელებს სასწავლო პროცესს", _ გვითხრა ჩოხატაურის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა შორენა ... ...
  • გურიაში ყველა სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადადისსაკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, გურიის რეგიონის ყველა სკოლა გადადის დისტანციურ სწავლებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილების მიხედვით მასწავლებლებს მიეცათ დავალება, რომ მოსწავლეები სკოლაში არ მისვლის შესახებ გააფრთხილონ, შეადგინონ ცხრილი საგნის მასწავლებლებთან შეთანხმებით, გაითვალისწინონ რომ 5 საათიან საგანს ექნება 3 ონლაინგაკვეთილი, 4 საათიანს-3, 3 საათიანს-2,  2 საათიანს - ... ...
  • არჩილ თალაკვაძე: ოკუპაცია აუცილებლად დასრულდება„ოკუპაცია არის დროის და საერთაშორისო სამართლის წინააღმდეგ და აუცილებლად დასრულდება. მავთულხლართებით ხელოვნურად გაყოფილი საზოგადოება გაერთიანდება", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ გმირთა მემორიალთან განაცხადა. არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ 27 სექტემბერი არის ერთ - ერთი ყველაზე  ტრაგიკული დღე ქვეყნის ისტორიაში. მისი თქმით, ტერიტორიული მთლიანობა და ქვეყნის დეოკუპაცია უმთავრესი  პრიორიტეტია. „მე მჯერა, რომ დემოკრატიული განვითარებით, მშვიდობიანი პოლიტიკით საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზებით შევძლებთ ქვეყნის გაერთიანებას და შევძლებთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. მჯერა, რომ დევნილები დაბრუნდებიან სახლში, დღეს ჩვენი ამოცანა არის მაქსიმალურად ვიზრუნოთ მათზე და შევუქმნათ ღირსეული პირობები, სანამ დაბრუნება იქნება შესაძლებელი. მიუხედავად იმისა, რომ არაერთი გამოწვევა არსებობს, ტერიტორიული მთლიანობა, ქვეყნის დეოკუპაცია რჩება ჩვენს უმთავრეს პრიორიტეტად და ამოცანად და ამისთვის ვაკეთებთ ყველაფერს. დღეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები თითოეული ადამიანი გრძნობს, რომ ოკუპაცია არის დროის და პროგრესის წინააღმდეგ, ჩვენ აუცილებლად შევძლებთ მოვახდინოთ ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია, ეს რჩება ჩვენს ძირითად ამოცანად,"- განაცხადა არჩილ ... ...
  • 27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა (R)დღეს სოხუმის დაცემიდან 27 წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, თბილისის მერთან, კახა კალაძესთან და მთავრობის წევრებთან ერთად, გმირთა მოედანზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და სამშობლოს ერთიანობისთვის დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგო. „დღევანდელი დღე არის უმძიმესი ტკივილის დღე. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ეს უმძიმესი ტრაგედიაა ქართველებისთვის და აფხაზებისთვისაც. ამ ომში გამარჯვებული არ არსებობს და ეს ომი ტრაგედიაა ჩვენთვის ყველასთვის ... დღეს საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია და შესაბამისად, ჩვენ ყოველდღიურად უნდა ვიშრომოთ იმისთვის, რომ ჩვენი შვილებისთვის, აფხაზებთან ერთად, აფხაზებმა, ქართველებმა, ჩვენ, ყველამ ერთად, ვიცხოვროთ ეკონომიკურად ძლიერ, სამართლიან, ევროპულ, განათლებულ სახელმწიფოში. ეს ჩვენი მოვალეობაა ჩვენი შვილების წინაშე და დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამას გავაკეთებთ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ. სამშობლოსათვის დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივის მისაგებად, გმირთა მოედანზე, ასევე, იმყოფებოდნენ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილე, ნიკოლოზ კვეზერელი, მოადგილე, ჯანდრი უბირია, უწყების თანამშრომლები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ვეტერანთა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები, აფხაზეთის ომში დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახის წევრები, მოქალაქეები. დღესვე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებმა ჟიული შარტავას საფლავი გვირგვინით შეამკეს და ეროვნული გმირის ხსოვნას პატივი მიაგეს. სოხუმის დაცემის 27 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მისაგებად, ყველა სახელმწიფო უწყების შენობაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია . სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. საქართველოს ერთიანობისთვის აფხაზი სეპარატისტების, ჩრდილო- კავკასიელი კონფედერატების, კაზაკებისა და რუსული შენაერთების წინააღმდეგ ბრძოლა, 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით დასრულდა. ქართული მხარის მიერ, ამ დრომდე, დაუზუსტებელი მონაცემებით, 10 ათასზე მეტი ქართველი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა; 300 ათასი კი საკუთარ ქვეყანაში, დევნილად იქცა.   https://www.youtube.com/watch?v=OCYG-dpU0yA&feature=share&fbclid=IwAR2CGxpA6dgwV8HsnCG3h4-a1POARx_LlWPKLdTKt61XM7rEAXKvkBSkDDE ... ...
  • ეს ომი ტრაგედიაა - პრემიერი სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშრებითამ ომში გამარჯვებული არ არსებობს და ეს ომი ტრაგედიაა ჩვენთვის ყველასთვის - აფხაზებისთვისაც და ქართველებისთვისაც, - ამის შესახებ საქართელოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშრებით, ჟურნალისტებს განუცხადა. გიორგი გახარიამ დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. მთავრობის მეთაური გმირთა მოედანზე თბილისის მერთან და მთავრობის წევრებთან ერთად იმყოფებოდა.  „დღევანდელი დღე არის უმძიმესი ტკივილის დღე. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ეს უმძიმესი ტრაგედიაა ქართველებისთვის და აფხაზებისთვისაც. ამ ომში გამარჯვებული არ არსებობს და ეს ომი ტრაგედიაა ჩვენთვის ყველასთვის - აფხაზებისთვისაც და ქართველებისთვისაც. დღეს საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია და შესაბამისად, ჩვენ ყოველდღიურად უნდა ვიშრომოთ იმისთვის, რომ ჩვენი შვილებისთვის, აფხაზებთან ერთად, აფხაზებმა, ქართველებმა, ჩვენ, ყველამ ერთად, ვიცხოვროთ ეკონომიკურად ძლიერ, სამართლიან, ევროპულ, განათლებულ სახელმწიფოში. ეს ჩვენი მოვალეობაა ჩვენი შვილების წინაშე და დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამას გავაკეთებთ", - განაცხადა გიორგი ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...
free polls