თბილისური ამბები

ისტორია

თბილისური ამბები

2019 ივნ 17 11:14:25

იოსებ გრიშაშვილის თქმით, რესტორანი `ტილიპუჭურა~ იყო ყოფილი თამამშევის ქარვასლაში (ქვემოთ) ახლანდელი თავისუფლების მოედანზე. `ტილიპუჭურა~ წარმოდგება სომხური სიტყვიდან `თელიპუჭურ~ (პატარა ძაფი). ამ ქარვასლაში წინათ მკერავთა მთელი დასტა იყო და ერთმანეთს შორის ძაფის თხოვნით იყვნენ განთქმული: `პატარა ძაფი მომეცი~ (თელ პუჭურ). რუსებს `თ~ არა აქვთ და გამოვიდა `ტ~ (ტელ _ თელ _ ტილ), აქედან `ტილიპუჭურა~. ეს რესტორანი პირველად არტემ ქამალოვს ეკუთვნოდა. რესტორანი პირველად 1877 წელს გაიხსნა. ზამთარში ქარვასლის ქვემო სართულში იყო, ზაფხულში _ ვერის ბაღში. ძალიან კარგი რესტორანი იყო. ამ რესტორანმა რამდენიმე პატრონი გამოიცვალა: ავეტიქა, ქამალოვი, ქეშიშოვი, მაჩკალოვი და სხვები. იოსებ გრიშაშვილის მამა იძახდა: `ვისაც ტილიპუჭურაში პური არ უჭამია, სჩანს, კავკასიაში არ ყოფილაო”. 1902 წელს ამ რესტორანში ჩატარდა ამიერკავკასიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის კონფერენცია ნოე ჟორდანიას თავმჯდომარეობით, სადაც მთავარი საკითხი კომიტეტის არჩევა და პარტიული კომიტეტის პროგრამის შექმნა იყო.

პირველი კარეტა თბილისში, 1790 წელს პეტერბურგიდან საქართველოში  ოჯახით დაბრუნებულმა გარსევან ჭავჭავაძემ ჩამოიტანა.

ქეთევან ორბელიანის გადმოცემით, ,,ერმოლოვის დროს ,,დროშკა’’  ერთი თეკლე ბატონიშვილს ჰყავდა, მეორე გრიგოლ სარაჯიშვილს (აქაური ვაჭარი იყო), გიორგი კნიაზსა (ერისთავსა) და გიორგი თუმანიშვილს. სულ ოთხი იყო მთელ ქალაქში.’’ მოგვიანებით, დროშკები თბილისში პოპულარული გახდა. გერმანული წარმოშობის რუსი ოფიცერი ფიოდორ ტორნაუ მოგონებებში წერდა: ,,თბილისის მედროშკენი ძალიან ჩქარა მიაქროლებდნენ თავიანთ ცხენებს. დიდად სახიფათო იყო შიგ ჩაჯდომა. თუ გვერდულად დაჯდებოდი, პირველ შესახვევშივე გადაგისვრიდა და ლაფში ამოიგანგლებოდი, ან არა და პირდაპირ ყირამალა გადვარადებოდი... მიუხედავად ამისა თბილისის ქართველი ქალები, ახერხებდნენ თავიანთი გამოგონილი ხერხით - ოთხ-ოთხი ერთად მგზავრობას. ორი ჯდებოდა ერთმანეთის პირდაპირ, ორი თავსდებოდა მარცხნივ და მარჯვნივ თავიანთ ამხანაგთა მუხლებზე, რომლებიც წელზე ხელს შემოხვევდნენ მათ. ამგვარად კეთდებოდა ქალთა ოთხთავიანი პირამიდა, ასე მიჰქროდნენ ისინი თბილისის ქუჩებში.”

თბილისში სახალხო თამაშობებიდან ალბათ ყველაზე პოპულარული კრივი იყო, როცა ერთმანეთზე სხვადასხვა უბნის მოსახლეობა მიდიოდა და იყო დიდი ამბავი. ზოგიერთი მოკრივე ხალხის მიერ დარქმეულ ზედმეტ სახელს ატარებდა. მაგ: ,,ქარაფქანდოლი" - კლდის დამქცევი; ამბობენ, ამ მოკრივეს კლდისთვის, რომ მუშტი შემოერტყა, ბელტს ჩამოაგდებინებადაო; მეორე მოკრივე - დნგრ სოლომონა - ისეთი ყოჩაღი ყოფილა, რომ როგორც ამბობენ, ცხენის ნალს ხელით გადაჰღუნავდა და დაჩოქილი კრივობდა. ხოლო მესამე მოკრივეზე ქაჩალ სტეფანეზე ასეთი ლეგენდაა: ერთხელ სიონის ქუჩაზე კრივის დროს ბანიდან ჩამოვარდნილი აგური დაეცა თავზე. აგური ოთხად გადაატყდა, ხოლო სტეფანემ კი აინუშშიაც არ ჩააგდო, მაღლა აიხედა და ხუმრობით წარმოსთქვა: ,,ვინ ოხერია, რომ მეკენჭვებაო!".

თბილისში ერთ-ერთი პირველი აფთიაქი ივანე დეპნერმა დაარსა. ის ქართველების სიძე იყო, ცოლად ჰყავდა სალომე თარხნიშვილი. მის აფთიაქთან დაკავშირებულია ერთი შემთხვევა, რომელსაც შემდეგ ანეკდოტური ხასიათი მიეცა. ,,ივერიის” (1886, #152) მიხედვით, მეფისნაცვალი ნეიდგარდი შევიდა დეპნერის აფთიაქში და ნახა რომ იქ საშინელი ანტისანიტარია სუფევდა. ამან მეფისნაცვალი ძლიერ გააბრაზა.

,,-გამიგონე, დოქტორო, პირიდამ სასაქმებელი წამალი გაქვთ?

-გახლავს, თქვენო უაღმატებულესობავ.

-სრულებით საჭირო არ არის ეს წამალი: ავადმყოფი შემოიყვანეთ თქვენს აფთიაქში და აქაურობის დანახვა საკმაოა, რომ პირიდამ ზიდილი დააწყებინოს”.




 ახალი ამბები
  • პოლიციამ მოქალაქე დროებით დააკავაპოლიციამ ერთერთი მოქალაქე დააკავა, თუმცა, იგი შემდგომ გაუშვეს. აღნიშნული მოქალაქე ასვლას ცდილობდა სცენაზე სადაც ოპოზიონერი ლიდერები სიტყვით ... ...
  • "ვართ მის გვერდში და ვიქნებით მის გვერდში უღალატო ხალხი" _ აქციის მონაწილეები ჩოხატაურიდანდღეს თბილისში პატრიოტთა ალიანსმა საპროტესტო აქცია გამართა, რომელსაც სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული მოქალაქეები, მათ შორის გურიის წარმომადგენლებიც დაესწრნენ. როგორც ჩოხატაურის ერთ- ერთმა მაცხოვრებელმა, ვანო მახარაძემ უთხრა, გურულები პატრიოტთა ალიანსის გვერდზე არიან. "ვართ მის გვერდში და ვიქნებით მის გვერდში უღალატო ხალხი", _  გვითხრა მახარაძემ. კითხვაზე კი მოხდება თუ არა გურიაში პატრიოტთა მობილიზება, მახარაძე გვპასუხობს,  რომ გურიაში მობილიზება უკვე ... ...
  • “ქართული ოცნების“ უმრავლესობა ვერ შეძლებს მუშაობას, სანამ არ გადადგება მთავრობა _ უგულავა“ქართული ოცნების“ უმრავლესობა ვერ შეძლებს მუშაობას და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მანამდე ვერ შეძლონ მუშაობა, სანამ არ გადადგება მთავრობა და პარლამენტი განიხილავს ერთადერთ საკითხს, და ეს საკითხი იქნება უმოკლეს ვადაში პროპორციულზე გადასვლა. ჩვენ ივანიშვილის აღარ გვჯერა, ისევე, როგორც საქართველოს აბსოლუტურ უმრავლესობას. არსებობს ძალიან მოკლე გზა, იმისთვის, რომ ეს განიხილონ, ორ კვირაში არის შესაძლებელი. სხვა შემთხვევაში, ასეთი პროტესტი გავრცელდება კანცელარიაზეც, მერიაზეც, სხვა ქალაქებში და რაიონებში. საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, ქართული ოცნების პოლიტიკოსები, ვერ შეძლებენ ასე მართვას“, - აცხადებს გიგი ... ...
  • გიორგი ვაშაძე : ჩვენ მოვახდინეთ შესავლელის პიკეტირება, ეს არ არის კანონდარღვევა!ჩვენმა აქციამ შედეგი გამოიღო, ჩვენ მოვახდინეთ შესავლელის პიკეტირება, ეს არ არის კანონდარღვევა, ამის უფლება ჩვენ კონსტიტუციით ... ...
  • დავით თარხან-მოურავმა ფეხის ტრავმა მიიღოდავით თარხან-მოურავმა ფეხის ტრავმა მიიღო, _ ამის შესახებ ინფორმაციას “პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი ავრცელებს.   “მან ფეხის ტრავმა მიიღო, რის გამოც გადახვევა დასჭირდა.“- თქვა ირმა ინაშვილმა. დავით თარხან-მოურავი ახლა თავს კარგად გრძნობს და მან აქციის მონაწილეებს სიტყვით ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ სასმელად ვარგის წყალს მოიხმართ?