ტირილი გურიაში

ისტორია

ტირილი გურიაში

25 ივლ. 2020, 17:01:43

ვინმე ანთიმოზ მითაიშვილის თქმით: ,,ტირილი მაშვინ მწარე იყო, ახლა უფრო გაჩერებულია... პანაშვიდი მაშვინ არ იცოდენ, მერე შემევიდა მაი... დიდხან მერე”. გურიის ყველა მხარეში გლოვის წესი რამდენიმე ეტაპად არის დაყოფილი: გარდაცვალება, შეცხადება და მეზობელ-ნათესავების შეტყობინება, ქელეხისთვის მზადება, სამძიმარი და დატირება, დაკრძალვა და ქელეხი, გლოვა და მიცვალებულის მოსაგონარი დღეები.

გაზეთში ,,ცნობის ფურცელი (#872, 1899) ვკითხულობთ: ,,თითოეულ ოჯახს, რომელიც დაესწრებოდა მიცვალებულის გასვენებას (დასაფლავებას), მოჰქონდა დამწუხრებულ ოჯახში ერთი ან ორი მანიკა კარგი ღვინო (ერთი დოქი), ერთი კოთხო (ორი ოყა) ღომი და ერთი ოყა ლობიო (მასინ ტირილში ლობიოთი იცოდნენ გამასპინძლება და ეხლა კი ხორცით შემოიღეს გამასპინძლება, როცა მოხუცს სტირიან)”.

ფაცია კვაჭაძე-სალუქვაძე სოფელ არჩეულიდან იგონებდა: ,,სატირალში... სანთელც მუუტანდენ, კელაპტარი იცოდენ. მევიდოდენ, საჭმელც მუართუმდენ, შორიდგამიდან, საცხაიდან თუ იყო მოსული, დაღალული, უჭმელი, ე, იმფერ ხალხს (უნდა ვივარაუდოთ რომ გურიაში დამკვიდრებული ჩვეულება ქელეხის გამართვა დასაფლავებამდე აქედან იღებს სათავეს - ავტორები). ლობიე და ღომი იცოდენ იმ დროს. მერე და მერე კი, უმფრო აქეთ, იი ღომი გადავარდა და პური და ლობიე დეიწყეს. ახლა ყოლიფერია, ტირილია თუ ქორწილი ვერ გეიგეფ. ხო, ტირილში თებზი იცოდდენ. ყველც არ გამეიტანდენ, ვერ ნახვიდი. თებზი ფოთიდგან ჩამოჰქონდათ”.

ეთნოგრაფიული ცნობების მიხედვით ე.წ. წაბურვიან ტირილს (სიტყვიდან ,,წაბურვა”, რაც ჭირისუფლისთვის ფულით თუ სანოვაგით დახმარებას ნიშნავს. წინათ წაბურვა მხოლოდ სანოვაგით იცოდნენ, ალბათ ფულადი ნიშნების სიმცირის გამოც და მას ,,შესაწიერი” ერქვა. დროთა განმავლობაში, ნელ-ნელა სანოვაგე ფულმა ჩაანაცვლა. აპოლონ წულაძის მიხედვით სიტყვა ,,წაბურვა” ძველქართულია, უძველესი დროიდან მიცვალებულს ბურავდნენ სუდარით იგივე წასაბურავით, და რადგან მიცვალებული უწინ მხოლოდ წასაბურავს ითხოვდა სახისა და სხეულის დასაფარავად /მიცვალებულის სახის დანახვა ცუდ ნიშნად ითვლებოდა/, ალბათ აქედან დაერქვა შესაწირს ეს სახელი - წაბურვა) უმეტესად ღარიბი გლეხი მიმართავდა, რადგან არ შეეძლო რიგიანად ნათესავ-მეზობლების დახვედრა, ამიტომაც წინასწარ უგზავნიდა შემდეგი შინაარსის წერილს: გთხოვთ მობრძანდეთ, გვანუგეშოთ და დაგვამშვენოთ, რაც ნიშნავდა, რომ თავ-მომწონეთ მოდი, ე. ი. მხლებელი იყოლიე და კიდევაც წამბურეო, ანუ ფულით დამეხმარეო. როცა ასეთ წერილს მიიღებდა ვინმე, ის წამოიყვანდა სამ-ოთხ მგალობელს, ოცდხუთამდე გამორჩეულ, გამოწყობილ ცხენოსან ქალსა და კაცს და ვეებერთელა კელაპტარს. ამ კელაპტარს მიცვალებულის ეზოში შესვლისთანავე თან წამოღებულ ხის სამფეხში ჩაარჭობდნენ, ,,კელაპტარს უკიდებდნენ და ,,გაბდღიალებულს” წინ გაიმძღვარებდნენ - მიცვალებულის კუბოს თავთან დადგამდნენ”.

როგორც წესი და რიგია, მიცვალებულის ოჯახს მთელი სოფელი ,,მიუმტკივნებდა და მიუსამძიმრებდა”. განსაკუთრებით, აქტიურობდნენ ქალები: ,,ვინც შენ ამ დღეში ჩაგაგდო, იმის კერიე გაცივებული მანახა, დეიქცეს მისი გვარი და ოჯახი, ფუტი არ დეინახოს იმისას არაკაცმა...”,,ვაიმე, ამას რას ხედავს ჩემო მეზობელო, ჩემი დასაფსები თვალები, აგია შენი ვაჟკაცობა, რომ დაგვტიე და წახვედი? აწი რა ეშველება შენ ოჯახს, შენ მეზობლებს და მოკეთეებს...” ქალებს არც კაცები ჩამორჩებოდნენ. ,,ჩემო ძამია, ჩემო ძვირფასო მეზობელო, როგორ გიყვარდა ჩემი ელისაბედის ტყემალში ჩადობილი ვარია, რეიზა აითვალისწუნე, ადექი ბიჭო, ზეზე...”

გურიაში, როგორც წესი, „მიცვალებული ზარით უნდა ეტირათ. იგი იყო მიცვალებულის სამგლოვიარო მარში-ტირილისა და გლოვის მუსიკა. ტირილის აკომპონიმენტი — უსიტყვო და უტექსტო გალობა, სჭიროდა სამი კაცი: დამწყები, მოძახილი და ბანი. თავის დროზე მოტირალს მოზარეები წინ დაუდგებოდნენ.. და „ზარს უშვებდნენ“.…„ზარის“ შესრულება თან სდევდა მოთქმას და მისი შემავსებელი და განუყოფელი ნაწილი იყო. ზოგი, ქალი და კაცი, ისეთი ჩინებულად ასრულებდა საქმეს, რომ მასზე იძახდნენ ,,ისეთი კაი მოტირალია, ჯირკვი რომ იტიროს, ქვას აატირებსო”.

იმ შემთხვევაში თუ გაგზავნილ წერილში ჭირისუფალი გატყობინებდა, რომ ,,გთხოვთ მობრძანდეთ და გვანუგეშოთ, ე. ი. თვითონ მობრძანდი, ნურავის მოიყოლებ” ეს ნიშნავდა რომ მას დახმარება (ფულადი თუ ნივთიერი) არ სჭირდებოდა. როგორც აღნიშნავენ, ეს წაბურვიანი, მრავალგამყოლიანი ტირილი გლეხებმა ბატონყმობის გაუქმების შემდეგ თავად-აზნაურთა მიბაძვით გააკეთეს, რომელიც ამ წესს მისდევდნენ, თორემ გლეხი იქამდე მარტო მიდიოდა სამძიმარზე. ორივე შემთხვევაში აპოლონ წულაძეს რომ დავესესხოთ, მიცვალებულის კულტი გურიაში ,,ნამდვილი თეატრალური სანახაობა იყო: დრამ-მელოდრამა, ოპერა და... კომედიაც კი ერთიმეორეში იყო არეული”. ,,მსახიობებად” გვევლინებოდნენ თავად ჭირისუფლები, ნათესავები,, ,,ვალის მომხდელები” და ,,ზეპირათ მოტირალები” - ანუ ის ხალხი, ვისაც გული არ ეწვის, გინდ მკვდარი, გინდ ცოცხალი, მისთვის სულ ერთია...” წულაძე ერთ შემთხვევას იგონებს, როცა ვითომ უნუგეშო მომტირალი შეეხვეწა მას, რომ როცა ,,გავიწიწები”, დავიწყებ თმის გლეჯას და ლოყების დაკაწვრას, მაგრად ჩამაფრინდი და არ გამიშვაო. წულაძემ ის არ შეაჩერა და გამწყრალმა ქალმა უჩურჩულა: ,,რას შვები შე წყეულო, ჩამაფრინდიო”.

საინტერესოა, რომ მეოცე საუკუნის დასაწყისში, როცა გურია აჯანყდა, გურულებმა ძველი ,,დრომოჭმული” ტრადიციების წინააღმდეგაც გაილაშქრეს _ ისინი უარყოფდნენ ,,წაბურვას”, ,,ზარს”, აღაპს, სანთლის მაგივრად ახალთაობელთა გავლენით გურიაში გვირგვინის მიტანა დამკვიდრდა.




 ახალი ამბები
  • ზუგდიდში სპეცოპერაცია დასრულებულია, თავდამსხმელი ბანკის შენობიდან სამართალდამცველებმა გამოიყვანესზუგდიდში სპეცოპერაცია დასრულებულია. სამართალდამცველებმა თავდამსხმელი ხელებაწეული გამოიყვანეს. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელი სამართალდამცველებს ჩაბარდა. ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში შეიარაღებული პირი შეიჭრა და მძევლები აიყვანა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო, რაც ყაჩაღობას, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და მძევლად აყვანას ... ...
  • ზუგდიდში თავდამსხმელმა კიდევ ერთი მძევალი გაათავისუფლაარსებული ინფორმაციით, ზუგდიდში თავდამსხმელმა კიდევ ერთი მძევალი გაათავისუფლა.  დარჩენილი მძევლების გასათავისუფლებად პოლიცია მუშაობას აგრძელებს. ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებულმა პირმა მძევლები რამდენიმე საათის წინ აიყვანა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე ... ...
  • სალომე ზურაბიშვილი: ნებისმიერი დამატებითი დაძაბულობის ხელოვნურად შექმნა დაუშვებელიასაქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ზუგდიდში „საქართველოს ბანკში“ მძევლების აყვანის ფაქტს ეხმიანება. როგორც განცხადებაში წერია, ნებისმიერი დამატებითი დაძაბულობის ხელოვნურად შექმნა დაუშვებელია. „მივმართავ პოლიტიკურ პარტიებს, იმ დროს, როცა ადამიანების სიცოცხლე სასწორზე დევს და სამართალდამცავები, ამ ურთულესი მდგომარეობის მსხვერპლის გარეშე განმუხტვას ცდილობენ, ნებისმიერი დამატებითი დაძაბულობის ხელოვნურად შექმნა დაუშვებელია, ართულებს სამართალდამცავების ამოცანას და საფრთხეს უქმნის მძევლების მშვიდობიან გათავისუფლებას. ასევე, მოვუწოდებ მედიასაშუალებებს, გაითვალისწინონ სამართალდამცავი ორგანოების თხოვნა და ინფორმაცია საზოგადოებას მიაწოდონ ისე, რომ არ შეაფერხონ ოპერატიული მოქმედებები“- აცხადებს სალომე ზურაბიშვილი. ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებულმა პირმა მძევლები რამდენიმე საათის წინ აიყვანა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე ... ...
  • „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბთან ორმხრივი სროლისას ოთხი ადამიანი დაიჭრაცოტა ხნის წინ ქვემო ქართლში, კერძოდ დმანისში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ. დაპირისპირებამ შემდეგ გარე პერიმეტრზე გადაინაცვლა, სადაც იყო ორმხრივი სროლა. არსებული ინფორმაციით, დაჭრილია ოთხი ადამიანი. დაშავებულთაგან ერთ-ერთი, სავარაუდოდ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელები ნასვამები იყვნენ. ჯერჯერობით სხვა დეტალები უცნობია. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები და მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო ... ...
  • ხმაური ლანჩხუთში "მედალფას" კლინიკასთან ლანჩხუთში "მედალფას" კლინიკასთან რამდენიმე საათის განმავლობაში ხმაური იყო. კლინიკა რამდენიმე საათის განმავლობაში ვერ ახრეხებდა სასწარაფო დახმარების მიერ გადმოყვანილი პაციენტის მიღებას. პაციენტის ახლობლებს, რომლებიც კლინიკასთან იმყოფებოდნენ, მედიკოსები განუმარტავდნენ, რომ ადგილის არ ქონის გამო ავადმყოფს ვერ მიიღებდნენ. ხმაური და კამათი "მედალფასთან" რამდენიმე საათი გრძელდებოდა, ბოლოს საქმეში კლინიკის ხელმძღვანელის რეზო კვერენჩხილაძის ჩარევის შემდეგ, პაციენტი, რომელსავ კუჭ-ნაწლავის პრობლემა აღენიშნებოდა, სტაციონარში მოათავსეს. "მედალფას" კლინიკის მენეჯერი რევაზ კვერენჩხილაძე პაციენტის ახლობლებს შეხვდა და მათ განუმარტა, რომ შეყოვნება იძულებით იყო. "კლინიკაში გვიწევს კორონავირუსით დაინფიცირებული ორი პაციენტი, იმ ზონაში სხვა პაციენტს ვერ მოვათავსებთ. სანამ ქალბატონს მოიყვანდა სასწრაფო, მანამდე მივიღეთ 44 წლის მამაკაცი, უმძიმესი მდგომარეობით. მისი სიმძიმიდან გამომდინარე, ქუთაისის საავადმყოფოშია გადაყვანილი. ახლა გათავისუფლდა ადგილი და პაციენტს მივიღებთ. ბოდიშს გიხდით ყველას, მაგრამ პანდემიის გამო, ფაქტობრივად, ომში ვართ, ექიმები წინა ხაზზე არიან. გაგვიგეთ, რომ იქნება დაყოვნებები, ჩვენ შესაძლებლობის მაქსიმუმს ვაკეთებთ და გავაკეთებთ", - თქვა კლინიკის ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...