"წაბძანდი, ბიძია, სახლში, ბორშით გამძღარი კაცი გურულ სიმღერას ვერ იმღერებს" _ გურული ამბები

ისტორია

"წაბძანდი, ბიძია, სახლში, ბორშით გამძღარი კაცი გურულ სიმღერას ვერ იმღერებს" _ გურული ამბები

2019 სექ 17 15:06:55

მომღერალი ვარლამ სიმონიშვილი სინანულით იძახდა, რომ ადრე მომღერალ კაცს ხალხში გამოარჩევდიო, იგი ზრდილობით სავსე უნდა ყოფილიყო, სუფრასთან ნაზად მჭამელი და ზომიერად მსმელი, მას სხვანაირი იერი ჰქონდა და სხვანაირადაც დადიოდაო. თურმე ერთხელ ერთმა მომღერალმა დააგვიანა რეპეტიციაზე:
- სად იყავი, კაცო, ასე რომ ქშინავ, უკითხავს ვარლამს.

- ბოდიში, ბატონო ვარლამ, მშიოდა და ბორშით გავძეხიო, -უპასუხა მომღერალმა.

- წაბძანდი, ბიძია, სახლში, ბორშით გამძღარი კაცი გურულ სიმღერას ვერ იმღერებსო!

მღვდელი ლავრენტი წულაძე (ცნობილი ეთნოგრაფისა და საზოგადო მოღვაწის აპოლონის ძმა) გურიის არაერთი თაობის აღმზრდელი, სკოლების დამაარსებელი, ცნობილი ჟურნალისტი და განმანათლებელი გახლდათ. გასაბჭოების შემდეგ, ერთ დღეს, როგორც მისი ქალიშვილი იხსენებდა, წულაძესთან მივიდნენ წითელი დროშებით და შესთავაზეს მას ანაფორის გახდა და უარის თქმა რწმენაზე. იუმორის გრძნობით დაჯილდოებულ მღვდელს უხუმრია: ,,ჯერ ხუცესი რა ვარ და ნახუცვარი რაღა ვიქნებიო”. უარის გამო აღშფოთებულმა ბოლშევიკებმა და ,,კომსომოლებმა” გამოიტანეს ეკლესიიდან ძველი წიგნები, ხატები და დაწვეს. მალე კი ლავრენტი თავის უფროს შვილთან ბაგრატთან ერთად დააპატიმრეს და მეტეხის ციხეში ჩასვეს. მეტეხის ციხიდან ის გიმნაზიელმა მოსწავლემ ვინმე დუმბაძემ დაიხსნა. წულაძე სოფელში დაბრუნდა, მაგრამ უარის თქმა მას მაინც არ აპატიეს. 1923 წელს წულაძეს ჩაუსაფრდნენ, ცემა-წამებაში ამოხადეს სული და ხიდიდან გადააგდეს.

იტალიელი ანტონ (ანტონიო) დაგოსტინი (დ’აგოსტინი) სპეციალობით მშენებელი იყო და საქართველოს სხვადასხვა რაიონებში მშენებლობებს აწარმოებდა. ის საქართველოში ბევრს მოგზაურობდა და ერთხელაც მოხვდა გურიაში, რომელიც ძლიერ მოწონებია, რადგან მის მშობლიურ იტალიას აგონებდა თურმე. სუფსაში მან ააშენა რკინიგზის სადგურის შენობა. იმავე პერიოდში, 1897 წელს, იქვე მიმდინარეობდა ნავთის გადასამუშავებელი სადგურის მშენებლობა, რომლის დროს 20 მეტრის სიმაღლის აგურის მილი ჩამოიშალა და ორი მშენებელი იმსხვერპლა. მაშინ მიიწვიეს დაგოსტინი, რომელმაც ბრწყინვალედ გაართვა თავი 25 მეტრის სიმაღლის მილის აგებას, რომელიც ამ რამდენიმე წლის წინ გაუგებარი მიზეზების გამო დაანგრიეს და აგურ-აგურ გაყიდეს. ანტონ დაგოსტინი სუფსაში დაფუძნდა. მან შეირთო ადგილობრივი მცხოვრები მარინე ღლონტი და ხიდმაღალში ააგო საცხოვრებელი სახლი. მათ ჰყავდათ ცხრა შვილი: ემილია, ვიტორიო, ალბერტი, როზა, რინა, ანგელინა, მარო, ზინა და ალფონსო. გასაბჭოების შემდეგ, ისევე როგორც ბევრს, მასაც ჰქონდა პრობლემები ბოლშევიკებთან. მისი შვილი ვიტორიო არ ეთანხმებოდა ადგილობრივ მთავრობას სოფლის მეურნეობის წარმართვის ზოგიერთ საკითხში, რისთვისაც ის დააბეზღეს და როგორც მავნებელი დააპატიმრეს, ხოლო მოხუც მამამისს კი უთხრეს რომ მის შვილს დახვრეტდნენ. დაგოსტინიმ საქმეში იტალიის ელჩი ჩარია – შვილი გადარჩა, მაგრამ ნერვიულობის ნიადაგზე ანტონ დაგოსტინი 1932 წელს გარდაიცვალა. მისი შთამომავლები დაგოსტინები დღესაც ცხოვრობენ სუფსაში.

სერგეი მესხი საკუთარი გაზეთისთვის ,,დროება" გურია-აჭარიდან რუსეთ-თურქეთის 1877-78 წლების ომის შესახებ წერდა რეპორტაჟებს და ერთ წერილში აღწერს გურულებს: ...გურულებს, როცა ლაპარაკობენ, თითქო ცეცხლი ამოსდით პირიდამაო, ჩქარობენ, სხაპა-სხუპობენ, სიტყვებს ერთი მეორეზე მიაყრიან ასე, რომ ყური ვერ ასწრობს იმათი ლაპარაკის გაგონებას და ტვინი გაგებას.”

ლანჩხუთელი მწერლის გივი გოგიჩაიშვილის მეუღლე, ბასკი ქალბატონი მარტინა მინტეგი ბილბაო საქართველოში 1937 წელს, 10 წლის ასაკში მოხვდა, როცა ესპანეთში მიმდინარე სამოქალაქო ომს გამოექცა. როდესაც მარტინა გურულების რძალი გახდა, მან ქართული სრულებით არ იცოდა. ცოტა ხანში მისი მეუღლე მივლინებით აჭარაში წავიდა, ხოლო მარტინა ჩიბათში დატოვა თავის აღმზრდელ ფუცასთან. იქ რუსული არ იცოდნენ, მხოლოდ ქართულად საუბრობდნენ და ცოტა ხანში მარტინამ ენა გაიტეხა. ქართული წერა-კითხვა მას მამამთილმა, ძველმა და გამოცდილმა პედაგოგმა ასწავლა.

1966 წელს, ოცდაცხრა წლის შემდეგ, მარტინა პირველად ჩავიდა სამშობლოში და საკუთარი შთაბეჭდილებები გადმოსცა წიგნში ,,ჩემი ბასკეთი”: (ბასკეთში) ,,...ისევე იდგა სიმინდის შესანახი ნალია, დიახ, დიახ, ნამდვილი გურული ნალია, ასასვლელი პწკალათი, გურიაში ხის კიბეს რომ ეძახიან. ნალიის გვერდით ტრადიციული ხის მორი იდო და შიგ ნაჯახი ჩაერჭოთ”.
როცა ბასკებმა სამხმიანი სიმღერა წამოიწყეს მარტინა მინტეგის თქმით, ,,ბევრი რამ ნაცნობი მომესმა მათ სიმღერებში. განსაკუთრებით ერთი მათგანი ძალიან ჰგავდა გურულ სიმღერას:
სამნი ძმანი გურულები მუშაობდნენ ყანასა...”
,,გურია ძალიან მიყვარს, ბევრი რამით მაგონებს ბასკეთს...”, _ წერდა მარტინა მინტეგი ბილბაო.




 ახალი ამბები
  • დავით ნარმანიას თავმჯდომარეობით სემეკში პირველი საჯარო სხდომა გაიმართასაქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) დავით ნარმანიას თავმჯდომარეობით პირველი საჯარო სხდომა გაიმართა. კომისიის წევრებმა სხდომაზე იმსჯელეს დღის წესრიგით გათვალისწინებულ 39 საკითხზე. მათი უმეტესობა შეეხებოდა მოქალაქეებსა და ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედ კომუნალურ კომპანიებს შორის არსებულ დავებს, მოქალაქეებზე უსაფუძვლოდ  განხორციელებულ დარიცხვებთან დაკავშირებით. მიმდინარე კვირაში სემეკში კიდევ 3 საჯარო სხდომა გაიმართება, სადაც კომისია 100 მდე საკითხს განიხილავს. სემეკი შეახსენებს მოქალაქეებს, რომ იმ შემთხვევაში თუ ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების მხრიდან ადგილი აქვს მათი უფლებების დარღვევას, მიმართონ სემეკს ან სემეკთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს. მოქალაქეებს კონსულტაციების მიღება შეუძლიათ როგორც ქოლ ცენტრში ნომერზე 16 216, ასევე  სემეკის Facebook გვერდზეც. ... ...
  • დავით ნარმანია სემეკის თავმჯდომარე გახდა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 22 ოქტომბრის სხდომაზე კომისიის თავმჯდომარის არჩევნების კენჭისყრის შედეგები დამტკიცდა, რომლის საფუძველზეც სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია გახდა. იგი ამ პოსტს 3 წლის ვადით დაიკავებს. „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, 21 ოქტომბერს გამართულ არჩევნებზე კომისიის წევრებმა ფარული კენჭისყრით, ხმა მისცეს კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატს. ხმის დამთვლელი კომისიის კენჭისყრის ოქმის მიხედვით, დავით ნარმანია კომისიის წევრთა შემადგენლობის უმრავლესობით, 4 ხმით აირჩა.  დავით ნარმანია პროფესიით ეკონომისტია. მას მინიჭებული აქვს ეკონომიკის აკადემიური დოქტორის ხარისხი. სხვადასხვა პერიოდში ხელმძღვანელობდა და მონაწილეობას იღებდა ენერგეტიკის სექტორის განვითარების მიმართულებით საერთაშორისო და ადგილობრივ პროექტებში. დავით ნარმანია არის 42 სამეცნიერო და კვლევითი ნაშრომის ავტორი, 48  ნაშრომის თანაავტორი. იგი დღემდე აგრძელებს სამეცნიერო საქმიანობას. 2012 წლიდან დღემდე არის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, მენეჯმენტისა და ადმინისტრირების კათედრის გამგე, კითხულობს ლექციებს ბიზნეს-რისკების მართვისა და ბიზნეს-გარემოს რეგულირების მიმართულებით.(R) დავით ნარმანია 2014-2017 წლებში იყო ქ. თბილისის მერი, 2012-2014 წლებში  - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი. ფლობს ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს. ჰყავს მეუღლე და სამი ... ...
  • გურიის მხარის პირველმა პირებმა ოზურგეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს (R)გურიის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ, აკაკი შენგელიამ, ოზურგეთის მერის მოადგილე ოსიკო თოთიბაძესთან ერთად, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა. ►ოზურგეთი-ნინოშვილი-ლესის გზიდან, სოფელ ჯუმათის ცენტრის გავლით გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 1, 469,164 ლარს შეადგენს. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანადაფინანსებით ხორციელდება.► სოფელ გაღმა დვაბზუდან - სოფელ ბახვის ცენტრალურ გზამდე, 2260 გრძივი მეტრი საავტომობილო გზის ასფალტო - ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 738 992 ლარით დაფინანსდა. ► მუნიციპალიტეტის სოფლებში ამბულატორიების მშენებლობა - რეაბილიტაცია გრძელდება. ახალი სამედიცინო პუნქტები შენდება ჭანიეთში, ნასაკირალში, გურიანთასა და კონჭკათში. ხოლო რეაბილიტაცია ნატანების, ნარუჯის, ბაილეთის, შემოქმედის, ურეკისა და ბოხვაურის ამბულატორიებს უტარდება. პროექტის ჯამური ღირებულება 794 118 ლარს შეადგენს და ფინანსდება ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან.► ქალაქ ოზურგეთში, წერეთლის ქუჩაზე, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მშენებლობის სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. პროექტი, რომლის ღირებულებაც 368 485 ლარს შეადგენს, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობის მიზნით საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება. ... ...
  • სარფში, სპეციალურ სამალავებში 1 113 გრამი ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინესსაქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან კოორდინირებული ღონისძიებების შედეგად, საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტი გამოავლინეს. „საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საბაჟო-გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით შემოსულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაში მოწყობილ სპეციალურ სამალავებში, აღმოაჩინეს და ამოიღეს 1 113 გრამი ოქროს ნაკეთობები. წინასწარი მონაცემებით, ამოღებული ძვირფასეულობის საბაჟო ღირებულება 70 000 ლარს აღემატება. ტარდება შესაბამისი ექსპერტიზა“, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 5-დან 7 წლამდე ... ...
  • პოლიციამ ქვემო ქართლში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღოშინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულისა და ბოლნისის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1961 წელს დაბადებული, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ე.ი., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, მარნეულში დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა ბრალდებული მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ იმირში, ავტომანქანით გადაადგილებისას შეაჩერეს. პოლიციამ დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 119 აბი „სუბოქსინი“ ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ... ...

არქივი

ზაფრანი

რა მოხდება მაშინ, თუ ყოველდღე ორ ბანანს მივირთმევთ

ბანანი მნიშვნელოვნად არეგულირებს არტერიულ წნევას,...

არ მიირთვათ ხილი ჭამის შემდეგ

ხილი მიირთვით საჭმლის მიღებამდე, რადგან...

რამდენიმე რჩევა ბავშვის მოვლის შესახებ

როგორ დაიჭიროთ ბავშვი ხშირად მშობელს...

როგორ მოვიშოროთ ნეგატიური ენერგია?

სალბი ( სამკურნალო მცენარე) შორეულ...

ჰოლივუდელების საყვარელი წიგნები

ბრიუს უილისის რჩეული წიგნია, ჰეროდოტეს...

ყველაზე მომხიბლავი ქერა მსახიობები

ქერა თუ შავთმიანი? სხვადასხვა გამოკვლევებით...
კარმიდამო ჩემი

ციტრუსოვანთა დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა კიდევ უფრო უნდა გავააქტიუროთ

მეციტრუსეობა საქართველოს სუბტროპიკული სოფლის მეურნეობის...

მოცვის კულტურა სოფლის ხვალინდელი დღეა (R)

მოცვის კულტურის გაშენებით დაინტერესებულმა პირებმა...

გურიაში გოჯიბერის გაშენება პერსპექტიულია

არსებობს მცენარეთა ისეთი პერსპექტიული, პოპულარული...

ულამაზესი, "მორჩილი" სურო და ლიანებით გამოხატული სილამაზე

სუროს დეკორატიულობა განსაკუთრებით თვალში საცემი...

როგორ შევინახოთ სათესლედ და სანელებლად გამოსაყენებელი ბოსტნეული

სხვადასხვა ბოსტნეული, განსაკუთრებით, სანელებლები, როგორიცაა...

როგორ ვებრძოლოთ კოღოებს ხალხური მეთოდებით

კოღოები ნამდვილადაა დიდი თავსატეხი. არც...

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...