ცოცხალი ისტორიები

ისტორია

ცოცხალი ისტორიები

2019 აგვ 27 17:28:03

,,ეთნოგრაფია ეროვნული თვითშეგნების დედაბოძი, ქართველი ხალხის უთვალავ თაობათა მიერ შემუშავებული სიბრძნის, ზნეობრივი სიმდიდრის, მუხლჩაუხრელი შრომისა და გარჯის ცოცხალი მატიანეა, რომელიც ახალგაზრდებს უფაქიზებს ზნეობას, უღვიძებს წინაპართა მემკვიდრეობის დაფასების უნარს”, - წერდა ქართული ეთნოგრაფიული სკოლის ფუძემდებელი, დიდი მეცნიერი გიორგი ჩიტაია.

ცოტა ხნის წინ ეთნოლოგის, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის პროფესორის თამილა ცაგარეიშვილისაგან საჩუქრად მივიღე ჯულიეტა რუხაძის ეთნოგრაფიული ჩანაწერები _ ,,ცოცხალი ისტორიები”, (ორი ტომი, საქართველოს ეთნოგრაფიული მემკვიდრეობის დაცვის ფონდის გამოცემა) რომელიც მთლიანად გურიას ეძღვნება. წიგნის ავტორი ცნობილი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, გიორგი ჩიტაიას ღირსეული მემკვიდრე, წლების განმავლობაში იკვლევდა გურიის ეთნოგრაფიას, აგროვებდა მასალებს და ,,ჭაღარა გურულებისაგან” იწერდა მოგონებებს. პროექტის ავტორსა და რედაქტორს ქალბატონ თამილას რომ დავესესხო - ,,ცოცხალი ისტორიები” პირველად და სისრულით ავსებს გურიის ეთნოგრაფიული ველის თეთრ ლაქებს... /ნაშრომი/ გურიის მშრომელი ხალხის ცოცხალი მატიანეა...” ნაშრომში აღწერილია ის მიღწევები და ცოდნა-გამოცდილება, რომელიც გურულებმა ქვეყნის სამეურნეო კულტურის განვითარებაში შეიტანეს და მეცნიერების მიერ ისტორიული კოლხეთის აგრიკულტურის გენეტიკურ მემკვიდრეობად რომ არის აღიარებული.
ამონარიდი ნაშრომიდან: ,,ყურძნის კრეფაზე კაი ნადი იყო, ერთი ძირი ხე ვერ გავცალე ერთ დღეს, 47 გიდელი მოვკრიფე, დამრჩა მოუკრეფავი 3 გიდელი. დაბნელდა და ჩამევედი ძირს. გადაძახება იცოდენ ყურძნის კრეფაზე, ა გიდელა, თოხის ტარა, ღორმა ჭური მოგითხარა. გაპაექრება იციან ნადებმა ერთი მეორეზე. ზოგჯერ გაღმა-გამოღმა ნადი ერთმანეთს ეხუმრება, მღერის, გადიძახებს...” მთხრობელი ვარდენ ირაკლის ძე მორჩილაძე, 74 წლის, სამღვთო, ზემო ნატანები.

გურია ლამის ყოველთვის მარგინალურ მხარედ ითვლებოდა, თუმცა გამორჩეული თვისებებით შემკული გურულები ჩვენი ქვეყნის ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე, განსაკუთრებით კი XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე ერთ-ერთი მთავარი ვიოლინოს პარტიას ასრულებდნენ. მამაჩემი შალვა მახარაძე ხუმრობით იტყოდა ხოლმე: გურულები ან ჯანყდებოდენ და ომობდენ, ან რევოლუციონერობდენ, ან მთავრობაში ისხდენ, ან ამერიკაში ჯირითობდენ ან კიდევ ტყეში იყვენ ფირალებად გავარდნილებიო. და ეს სიმართლეს შეესაბამება: ამერიკასა და ევროპაში გასულმა გურულებმა პირველებმა გაჭრეს ფანჯარა დასავლეთში, ეს უძველესი დოკუმენტურად დასაბუთებული ამბავია ქართულ-ამერიკულ ურთიერთობის ისტორიაში; 900-იანი წლების დასაწყისში გურულებმა პირველებმა შექმნეს დამოუკიდებელი გურიის რესპუბლიკა და დაუმორჩილებლობა გამოუცხადეს მონსტრს - რუსეთის იმპერიას; პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა ხომ ლამის მთლიანად გურულებით იყო დაკომპლექტებული. მათ უმნიშვნელოვანესი რეფორმები გაატარეს და არასრულ სამწელიწადში შვიდი ომი ჩაატარეს და ყველა მოიგეს! ამას კი ბევრი იმდროინდელი ძლიერი ქვეყანაც კი ვერ შეძლებდა.... არაფერს ვამბობ გურულების მიერ შეტანილ წვლილზე ჩვენს კულტურაში - ,,ქართულმა პოლიფონიამ განვითარების უმაღლეს დონეს გურულ ,,კრიმანჭულში” მიაღწია (იოდლი, რომელსაც საქართველოში `კრიმანჭული~ ეწოდება, საუკეთესოა, რაც კი ოდესმე მსმენია~ – ამბობდა იგორ სტრავინსკი -ი.მ.) - წერს ქალბატონი თამილა ცაგარეიშვილი წიგნის მრავლისმომცველ და საინტერესო წინასიტყვაობაში, -ხოლო ჩასაბერმა მუსიკალურმა საკრავმა - უძველეს ექვსლულიან სოინარში”. გურულებმა ხალხურ სპორტშიც დიდი მემკვიდრეობა დატოვეს; რად ღირს თუნდაც ლელო ბურთი (,,ინგლისელებმა ბურთი და შავი ქვაი ერთად წეიღეს იქინე და დაარქვეს რეგბი”, – შაკო ორაგველიძე, დოკუმენტური ფილმი ,,ლელოს შემობრუნება”, 1984 -ი.მ.). და ჭკუნობა, იგივე ბალახის ჰოკეი.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს სხვა მხარეებთან შედარებით, გურიაზე მწირი ცნობებია შემონახული. თედო სახოკიას თქმით, ,,მოგზაურებს ეს კუთხე საქართველოსი, როგორღაც ყოველთვის განზედა რჩებოდათ.” ქართული დემოგრაფიული ძეგლების ზოგადი შეფასებისას და ხალხის აღწერის დავთრების მნიშვნელობის კვლევისას ივანე ჯავახიშვილი აღნიშნავდა, რომ ზოგიერთ კუთხეთა მსგავსად, გურიის არც ერთი აღწერის დავთარი არ მოიპოვება. ნაშრომის ავტორის, ჯულიეტა რუხაძის სიტყვებით ,,გურიის მეცნიერულ შესწავლას ხანგრძლივი, მაგრამ მეტად ღარიბი ისტორია აქვს. ძველი მწერლების ცნობები გურიის შესახებ მეტად მცირეა.” ალბათ თედო სახოკიას, დიმიტრი ბაქრაძის, აპოლონ წულაძის, თ. მამალაძის შემდეგ გურიის შესახებ ასეთი მდიდარი, ერთად შეკრებილი ეთნოგრაფიული მასალა არ გამოქვეყნებულა.
ამონარიდი ნაშრომიდან: ,,ღომს ვკრეფავდით დანით, ბრინჯს კონებათ ძირიანად ვჭრიდით. თუ ყველაყა არ იყო მწიფე თავებს მოვარჩევდით დანით. ჭვავს ვჭრიდით ძირში და შევკონავდით და თავზე ტუკს დავარტყამდით და გამოცვინდებოდა კაკალი. პირველათ რომ მოვკრეფავდით შესანახავ ღომს ნალიაში გავაწყობდით... ღომის ნალიეც მქონდა და სიმინდის ნალიეც...” მთხრობელი რომანოზ იასონის ძე ჩხარტიშვილი, 96 წლის, 25 ივლისი, 1981, სოფელი ნაურმევი, ჯუმათის თემი.
ქალბატონი ჯულიეტა აღნიშნავს, რომ გურია ყოველთვის გამორჩეული იყო მრავალდარგოვანი სამეურნეო კულტურით; მაგრამ მის მიერ შესწავლილი კულტურები, როგორიცაა ღომი, ბრინჯი, ურიში, ბამბა და სხვა წლების განმავლობაში, გამქრალა. ,,ის ძველი მამაპაპური მემკვიდრეობა, რომელიც ათასწლეულ ცოდნა-გამოცდილებას ემყარება, კი არ უნდა დავკარგოთ, მათგან საუკეთესო უნდა გავიზიაროთ და გამოვიყენოთ, დავუბრუნოთ გურიას...” - წერს ქალბატონი ჯულიეტა.
ნაშრომის წინასიტყვაობაში ქალბატონი თამილა წერს ,,...თანამედროვეობაში გურული კაცის გამორჩეულ თვისებად მხოლოდ მებრძოლი სული და ხალასი იუმორი აღნიშნება, მაგრამ ნაკლებად - შრომისმოყვარეობა და უნარიანობა. თუმცა სწორედ გურულმა მეურნემ შეძლო მცირემიწიან, მასიურად დაჭაობებულ მიწაზე, უმძიმესი სამიწათმოქმედო შრომის ფონზე მემინდვრეობის მრავალმხრივი განვითარება, მევენახეობა-მეღვინეობის კულტურის შექმნა...” არ შეიძლება ამ სიტყვებს არ დაეთანხმო. ამას გარდა, სხვა ქართველებისაგან განსხვავებით ,,გურულის თანდაყოლილი თვისებააPპატივმოყვარეობა, პიროვნული ღირსების მაღალი შეგრძნება, რაც მის ქცევებსა და და გარეგნულ ჩაცმულობაშიც გამოიხატება”. ფრანგი მეცნიერი და არქეოლოგი ბარონ დე ბაი, რომელმაც XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე საქართველოში რამდენჯერმე იმოგზაურა აღნიშნავდა, რომ ,,საქართველოში.... ხასიათის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, (გურულები) ისეთივე რეპუტაციით სარგებლობენ, როგორითაც გასკონელები საფრანგეთში.” (გაიხსენეთ დიუმას დ’არტანიანი - ნაღდი გურული). ,,არავისთვის გასაკვირი არ იქნება, - წერდა ცნობილი პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე და მეფუტკრე აპოლონ წულაძე, - რომ გურული გლეხი რაღაც თავისებურია, ორიგინალურია, მასში ჯანყის და პროტესტის სულია, ის მასზედ ძლიერის მუდამ წინააღმდეგია.”
ნაშრომში უამრავი საინტერესო, საყურადღებო და უცნობი მასალაა შეტანილი, მათ შორის რძის პროდუქტების დამზადება, მევენახეობა-მებაღეობა, მემინდვრეობა, ბაზრობები, რიტუალები, საცხოვრებელი და სამეურნეო ხასიათის ნაგებობანი და მრავალი სხვა.
ამონარიდი ნაშრომიდან: ,,/ქალი/ რომ მოლოგინდებოდა მაშვინ ბადეს გადუუფარებდენ ლოგინზე კაია ბადე თვალს არ შუუშობს შით. ქალს არ შეეშინება აფერი დეერთვისო. ბაღანაიზა კაია ბადე. ბაღანას აკვანში რო ჩავაწვენთ ხოჭიჭებს ჩამოუკიდებთ ავი თვალიზა, ანგაროზსაც. მერე არაა არაა საშისი მავნესი. ქალს თვალის გულობიზა რკინეულს შამუუწყობენ ბალიშის ქვეშ, ლოგინის ქვეშ, ოთახის შემოსასვლელ კარებში ნაჯახს დავდობთ, თვალი ფეხს არ შემოუყვებაო”. მთხრობელი თეკლე ივანეს ასული ნიკოლაიშვილი-ცეცხლაძისა, 69 წლის, სოფელი ბახვი, 1947.
ჯულიეტა რუხაძის ნაშრომი ძვირფასი საჩუქარია ჩვენი ქვეყნის ეთნოგრაფიით დაინტერესებული ყოველი ქართველისთვის და განსაკუთრებით გურულებისათვის. საუკეთესო შეფასება, რასაც იმსახურებს ქალბატონი ჯულიეტა და ,,ცოცხალი ისტორიები”, ეს ლიხაურელი ვალოდია თოიძის სიტყვებია, რომელიც მან ავტორთან შეხვედრისას განაცხადა: ,,ეს ხომ ხალხის კულტურაა, რასაც თქვენ სწავლობთ, მაშ გაუმარჯოს ამ კულტურას და თქვენ! 
მაშ გაუმარჯოს გურიას და მის ყოველ გულშემატკივარს!!!




 ახალი ამბები
  • რატომ მოიხსნა მასალა “გურია ნიუსის“ ვებგვერდიდანდღევანდელი აქციის გაშუქებისას, “გურია ნიუსის“ ვებგვერდზე დაიდო მასალა, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და მოქალაქეს შორის მომხდარ მცირე ინცინდენტს შეეხებოდა. იმის გამო, რომ აუდიოჩანაწერში, შეუძლებელი იყო ინციდენტისას გაჟღერებული ფრაზების ზუსტად გარჩევა, მივიღეთ გადაწყვეტილება, მასალა ვებიდან მოგვეხსნა. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტის სიზუსტეა, ვისაც არ უნდა ეხებოდეს ის. ჟურნალისტის აღწერით, მოქალაქეებთან სელფის გადაღებისას, პრემიერთან მოქალაქე მივიდა და სთხოვა, გაეცა პასუხი, თუ რატომ არ აკმაყოფილებენ მის განცხადებას. პრემიერი, რომელიც დაცვასთან ერთად უკვე გადიოდა ლოკაციიდან, მოქალაქეს მიუბრუნდა, თუმცა, რა საუბარი შედგა მათ შორის და როგორ დაშორდნენ ერთმანეთს აუდიოჩანაწერში არ ისმის. მოქალაქემ ჟურნალისტს უთხრა, რომ პრემიერმა მას პასუხი არ გასცა და დაცვას ლოკაციიდან გასვლის შესახებ მიმართა, თუმცა, აუდიოჩანაწერში არ ისმის ფრაზა: “მომაშორეთ ეს კაცი!“, როგორც ეს მოქალაქემ უთხრა ჟურნალისტს. იგი ვინაობას არ ასახელებს, როგორც თავად ამბობს, შემდგომში პრობლემებისგან თავდაცვის მიზნით. როგორც მან ჟურნალისტთან საუბარში თქვა, ის სოლოლაკში, ავარიულ სახლში ცხოვრობს და ამის შესახებ აქვს განცხადება შეტანილი და სწორედ ამ განცხადების პასუხს ითხოვს ... ...
  • დუტა სხირტლაძემ ათი თეთრი მოიგო და ოზურგეთელმა კი ოთხკაციანი საგზაურიდღეს, “იმედის“ ეთერში ერთ-ერთი სუპერმარკეტის ქსელის გათამაშება შედგა. დოლორას დატრიალების დროს შოუმენმა დუტა სხირტლაძემ  ბილეთის ნაცვლად ათთეთრიანი ამოიღო. “ეს ათი თეთრი ლიფტში გამომადგება. ისე, თანხა შესაწირავ ყუთში უნდა მოათავსოთ,“ - თქვა დუტა სხირტლაძემ. მოგვიანებით,  ოზურგეთში მცხოვრებმა გათამაშებაში ევროპაში გასამგზავრებელი ოთხკაციანი საგზური ... ...
  • “ადამიანებმა, რომლებმაც ორგანიზაციებს მიაწოდეს ინფორმაციები, ანონიმურობა ითხოვეს“სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო (TI), საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი (OSGF)- ამ ოთხმა ორგანიზაციამ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს 14 დეკემბერს მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ მიერ თბილისში პარტიული ღონისძიების ფარგლებში ფართომასშტაბიანი აქციის შესახებ. პარტიის განცხადებით, ღონისძიება საქართველოს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარედ არჩევასთან დაკავშირებით მიმდინარე საზეიმო კვირეულის შეჯამებას უკავშირდება. განცხადება 13 დეკემბერს გავრცელდა, სადაც ნათქვამია: “აღნიშნულ ღონისძიებაზე დასასწრებად საქართველოს თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში მმართველი პარტიის მიერ მოქალაქეთა აქტიური მობილიზება შეინიშნება, რომელსაც ძირითადად კოორდინაციას უწევენ „ქართული ოცნების“ პარტიული ოფისები. ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ რამდენიმე მუნიციპალიტეტში, პარტიის კოორდინატორების გარდა, მოქალაქეთა მობილიზებაში აქტიურად არიან ჩართულები მერების წარმომადგენლები სოფლებში და სოფლების საკრებულოს დეპუტატები. კონკრეტულად, მსგავსი ფაქტები დაფიქსირდა ქუთაისში, წყალტუბოში, ზუგდიდში, ფოთში, ხობში, მარტვილში, ოზურგეთში, ჩოხატაურში, ქობულეთში, ბათუმში, ხელვაჩაურში, ახალციხეში, გორში, ხაშურსა და კახეთის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები დადიან მოსახლეობაში, საჯარო სკოლებში, საბავშვო ბაღებში და საჯარო სკოლის მასწავლებლებს, ბაღის თანამშრომლებს,  ა(ა)იპ და სსიპ-ების  თანამშრომლებს მოუწოდებენ გაემგზავრონ ხელისუფლების მიერ დაგეგმილ აქცია-ღონისძიებაზე. ზოგ შემთხვევაში აქციაზე წასვლისკენ მოწოდებას დავალების, ზოგ შემთხვევაში კი თხოვნის შინაარსი აქვს. ასევე, რამდენიმე მუნიციპალიტეტში, თვითმმართველობის საჯარო მოხელეებს დავალებული აქვთ აქციაზე წამსვლელი 10 ან 20 კაციანი სიების წარმოდგენა სახელის, გვარის და პირადი ნომრის მითითებით. საჯარო მოხელეებისა და ა(ა)იპ-ების თანამშრომლების გარდა, ზუგდიდის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში აქციაზე წასვლის შესახებ გაფრთხილებულები არიან სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე მოქალაქეები, რომლებიც „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლებთან პირად საუბარში გამოხატავენ შიშს, რომ აქციაზე წაუსვლელობის შემთხვევაში სოციალური დახმარება მოეხსნებათ. ხელმომწერი ორგანიზაციები მმართველ პარტიასა და ადგილობრივი თვითმმართველობის მაღალი თანამდებობის პირებს მოუწოდებენ, რომ აღკვეთონ საჯარო მოხელეებსა და მუნიციპალიტეტში დასაქმებულ პირებზე, სოციალურად დაუცველ მოქალაქეებზე ღონისძიებაზე დასწრებასთან დაკავშირებით ზეწოლის/იძულების ნებისმიერი ფორმა. ამასთან, მაქსიმალურად უზრუნველყონ დაგეგმილი პარტიული ღონისძიების გამიჯვნა საჯარო სამსახურის და თვითმმართველობების საქმიანობისგან, და თავი შეიკავონ დაგეგმილი ღონისძიების შესახებ მოქალაქეთა შეცდომაში შეყვანისგან,“_ წერია ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. “გურია ნიუსი“ დაინტერესდა კონკრეტულად, ოზურგეთისა და ჩოხატაურის რომელ სოფელში დაფიქსირდა ზემოთ აღნიშნული ფაქტები. “სამართლიანი არჩევნების“ აჭარა-გურია-ფოთის რეგიონალური კოორდინატორის, მადონა ბერიძის თქმით, კონკრეტულ სოფლებს ვერ დაასახელებს, რადგან იმ ადამიანებმა, რომლებმაც ზემოთ აღნიშნულ ორგანიზაციებს მიაწოდეს ინფორმაციები ანონიმურობა ... ...
  • ჭიათურაში უკანონოდ დატყვევებული დათვი იპოვნეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქალაქ ჭიათურაში, მოხეტიალე ცირკის მიერ დათვის უკანონოდ დატყვევების ფაქტი გამოავლინეს. დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა კომპანიის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი შეადგინეს, საქმის მასალები შესაბამის რაიონულ სასამართლოში გადაიგზავნება. დათვი ცხვარიჭამიაში, დათვების თავშესაფარში დეპარტამენტის ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურის თანამშრომლებმა გადაიყვანეს, სადაც ის შესაფერის პირობებში მოთავსდება სასამართლოს მიერ საქმის განხილვამდე. ... ...
  • "ყველაზე ყლ....ბა ტელევიზიაა" _ აქციის მონაწილე POST ტვ-ს ჟურნალისტსერთ-ერთი მოქალქე პირდაპირი ჩართვისას პოსტივის გადამღებ ჯგუფთან მივიდა, რომელმაც იკითხა _ აქციაზე მოსვლა და დღევანდღელი ცხოვრება რამდენი კილო კარტოფილი დაუჯდა ხელისუფლებას? შემდგომ ჟურნალისტს ჰკითხა რომელი ტელევიზიის წარმომადგენელი იყო, ლოგოს ნახვის შემდეგ კი თქვა,რომ ყველაზე ყლ....ბა ტელევიზია, რასაც გადამღები ჯგუფის და აქციის მონაწილეებისგან სიტყვიერი შეურაცხყოფა მოჰყვა და ის პროვოკაციაში ... ...

არქივი

ზაფრანი

ყველაზე მსმელი ქალები მსოფლიოში

ცოტა ხნის წინ ამერიკელმა მეცნიერებმა...

რატომ ცოცხლობენ ქალები მამაკაცებზე დიდხანს

მამაკაცები ქალებზე უფრო ხანმოკლედ ცოცხლობენ....

რა უპირატესობებს ფლობენ ქალები მამაკაცებთან შედარებით

მოქნილობა _ კუნთებში ელასტინის მაღალი და...

რომელი ცხოველი ხართ ინდიელთა ჰოროსკოპით

რომელია თქვენი ტოტემის ცხოველი ინდიელთა...

სამკაულები, რომლებსაც უბედურება მოაქვს

ზოგიერთ სამკაულს თავისი მფლობელისთვის წარუმატებლობის...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...