"თუ კაი თავმოწონე ოჯახი იყო, არც მევიდოდა შეთლით” _ ქორწილი გურიაში

ისტორია

"თუ კაი თავმოწონე ოჯახი იყო, არც მევიდოდა შეთლით” _ ქორწილი გურიაში

2 მაი. 2020, 10:32:44

წლების განმავლობაში ვაგროვებდი და ახლაც განვაგრძობ მასალების შეგროვებას გურიის ისტორიისა და ეთნოგრაფიის შესახებ. ქორწილი ერთ-ერთი უმთავრესი მოვლენაა ადამიანის ცხოვრებაში და ალბათ, საინტერესო იქნება, მკითხველისთვის სხვადასხვა ადგილას მოძიებული და ჩემ მიერ შეკოწიწებული ამბების წაკითხვა გურულებისა და ქორწილის შესახებ.

ეგნატე ნინოშვილი მოთხრობაში ,,პარტახი წერდა: ,,გავიდა შემოდგომის ორი მესამედი. სოფელმა ჭირნახული მიალაგა და გაჩნდა ქორწილები; ისე კვირა-უქმე დღე არ გავიდოდა, რომ ქორწილი არ მომხდარიყო. შემოდგომა, ჭირნახულის დალაგების შემდეგ საუკეთესო დროა სოფლელისთვის, ვისაც ჯვარის დაწერა და ქორწილი ესაჭიროება. პური, ღვინო, თავისუფალი დრო თუ აქვს, სწორედ მაშინ აქვს გლეხკაცს. გასათხოვარი ქალებიც მოუთმენლად მოელოდებიან ამ დროს”.

მადიო ანთაძე-მახარაძის თქმით ,,გუუგზანიდენ წერილს, კაცს,  თუ ვერ მოასრობდენ, შუუთვლიდენ, მარა შეთლა სირცხვილი იყო და თუ კაი თავმოწონე ოჯახი იყო, არც მევიდოდა შეთლით”.

აპოლონ წულაძე ბროშურაში ,,ქორწილი, სურათები გურიის ცხოვრებიდან” (1910) აღწერდა, თუ რა მოსდევდა ოჯახში მიღებულ ქორწილის მოსაწვევ ბარათს.

,,დასაპატიჟებელ ბარათის კონვერტზე შენ სახელ-გვართან უეჭველად მიწერილი იქნება ,,თავის მეუღლითო”, ხოლო თუ ისე ბედნიერი ხარ, რომ მეუღლე არა გყავს, ისე უბედური მაინც როგორ იქნები, ან დედა, ან და, ან რძალი, ან დედათა სქესის ერთ-ერთი წარმომადგენელი არა გყავდეს ოჯახში. ასეთ შემთხვევაში კონვერტზე წარწერას ყოველთვის შესაფერი კუდი ექნება გამობმული. მოდი და ამის შემდეგ, თუ კარგი ვაჟკაცი ხარ, დამაგრდი სახლში, ებრძოლე ევის შთამომავალს. ქორწილში და ლხინში კი არა, ისეთი დღე დაგადგება, ჯოჯოხეთში, ნავთში და კუპრში წასვლაზე დასთანხმდები.

მუშაობიდგან თუ მგზავრობიდგან დაბრუნებისას, როცა ცოლი მხიარულად შემოგღიმებს, ეს იმის მომასწავლებელია, რომ ,,ქორწილის წიგნი” მოგსვლიათ და თქვენი დარბაისელი თანამესარეცლე ეხლავე შესდგომია მხიარულებას, რადგანაც კონვერტზე უკვე უპოვია და ამოუკითხავს სანტრელი სიტყვები ,,თავის მეუღლითო”.

შეიძლება ასეთის შემთხვევის გამოუცდელი ბრძანდებით და წასვლაზე უარის თქმა გაჰბედეთ. არ გირჩევთ, რადგანაც ასეთს გაბედვას ცუდი შედეგი მოჰყვება. არ დაიჯერებთ? მაშ შეიტყვეთ და დასტკბით. დაუგველი სახლი, დაურეცხელი ჯამ-ჭურჭელი, გაუშლელი ლოგინი, უმარილო და ხშირად უხარშავი შეჭამადი, უმცხვარი მჭადი და ცოლის მუდმივი ბუზღუნი: ,,მე უბედურ ვარსკვლავზე გაჩენილი! ამისთანა გათხოვას გუუთხოვარობა არ ჯობდა, ამისანა ქმარს უქმრობა არ მერჩია! ტირილში ვერ წავალ, წორწილში ვერ წავალ, მტერთან ვერ მივალ, მოყვარესთან ვერ მივალ... ქვეყანაში თვალს ვერ გავაჭყერ. ამისთანაი რა ბსიცოცხლე, რა სიკვტილი? ფოტინე, მაკრინე, სოფიო, მარინე, ასინე, კასინე, მატრონე, ქრისტინე, ივლიტე, დესპინე, იგინი, აგინი, დიდი და პაწაი, კაი და ავი - ყველაი აპირებს ქორწილში წასვლას და მე ბედგადაწყვეტილი შინ უნდა ვეგდო, შინ უნდა დევირჩვა... ნეტა მაინც კოჭლი ვიყო, ბრუტიანი ვიყო, ქაჩალი მჭირდეს, წელკავი მჭირდეს... სხვაზე ნაკლებად გარება ვიცოდე... სხვებზე ნაკლებად სიტყვას ვიტყოდე... რაიზა არ ვარ მე ქორწილში გამოჩენის ღირსი...

არ დაივიწყოთ, რომ ზემოდ ჩამოთვლილ ასინე-კასინეთა ლეგიონიც თავიანთ ქმრებს სწორედ ასეთ ძილის-პირებს უგალობებს და დანიშნულ დღეს, რაღა საკვირველია... ქორწილი ნაირ-ნაირის ქალ-კაცთით ივსება”.

აუცილებელი იყო მაყარი: ,,გძელი კუდიანი კაბა - დედოფალც, ცხენები და მაყრები! შორ თუ იყო, ცხენებით იცოდენ წასლა. რეთი დეინტროვოდა, ვინ იცის! ნენავ, ნენავ! ქორწილი და ტირილი ძმები არიენ! წეიყვანდენ! ზოგს ქუხნა ქონდა, მეტი აფერი. ქუხნიანი ხშირა იყო! ოდა სულ არ ქონდენ. ოდას საცხა დეინახვიდი აგერ-იგერ. გაჭირვება კი იყო, მარა ქი ცხვრობდენ და კარქა ქი იყვენ”, იუწყებოდა ფაცია კვაჭაძე-სალუქვაძე.

მას კვერს უკრავს ამირან გოგეშვილი: ,,მაყრები იცოდენ. მაყრები შეხვდებოდენ ახლა, ერთი მახარებელი მევიდოდა ახლა, მოდის ნეფე-დედოფალიო და ახარებდა ოჯახს. ახლა აქიდან ხაზეინი და ხაზეიკა შეხთებოდენ ჭიშკართან და მიესალმებოდენ”.

და რაც უმთავრესი იყო, ეს იყო სუფრა: ,,დაკლავდენ საკლავს, ხარი იქნებოდა თუ ძროხა, თხაი, რაც შიელო, ღომი, ხარჩო და მშრალი ხორცი, ინდოური თუ იყო, დასაცივსებულსაით იცოდენ. კიდომ რაცხას შეწუავდენ და თხელ-თხელი ლევაში იცოდენ, ფურცელსაით, იმას მეიტანდენ და პირადათ სტოლძე დააზავებდენ. ოტკას ჩამუარონიებდენ და ღვინო კაი უნდა ყოფილიყო, თავარი მაი იყო” -ფაცია კვაჭაძე-სალუქვაძე.

მადიო ანთაძე-მახარაძე: ,,დაკლიდენ საკლავს, ძროხას, დეკნას, ჩამეიტანდენ ფოთიდგან თებზს, მოხარჩვიდენ მოსახარჩავს, შეწუავდენ, გამოუცხობდენ ჭადეფს, ხაჭაპურეფს, ღომს დაამზადებდენ, სულგუნები ქონდენ, შეწუავდენ გოჩ, საცივს შეამზადებდენ, ზაკუსკას, მარა იმდონეთი უნდა გაკეთებულიყო, რუმე, რუმ მოთავდებოდა აი ამბავი, იერი იმდონი კიდომ უნდა დარჩენილიყო”.

ამირან გოგეშვილი: ,,ქორწილში თავარია ღვინო. ჩვენში იცოდენ ადესა. კაი ადესა გემბრიელიცაა და სასარგებლოც. კაი ადესას არ ჯობია აფერი, მარა კარქა უნდა იყოს დაყენებული. მაშინ სა იცოდენ ცოლიკაური, მაინცდამაინც მაშინ არ იყო მოშენებული”.

მადიო ანთაძე-მახარაძე იგონებდა: ,,ახლა რაფერი იყო აი ჯრისწერა: ფატა ქონდა ქალც თავზე. ორვეს, ქალცაც და ბიჩსაც, ბუკეთიანი სანთელი ხელში, ორთავეს ოთხი შაფერი ხავდა, კაბის კუდი შაფერებს ეჭირა ხელში. ახლა ჩვენ რუმ ვიყაით აი ნეფე-დედუფალი, ჯერემ გვაზიარებდენ ღვინით ორთავეს, მერე გაგვარონიებდენ ხანჯლეფს ქვეშიდან, თეფშს გასტეხთენ კიდომ, შეიძახებდენ და დეიწყებოდა სიმღერა, ცეკუა. მერე დაჟდებოდენ სტოლძე და იქეიფებდენ. აი ქეიფი გაგძელდებოდა სამს-ვოთხ დღეს; თუ მაგარი ვოჯახი იყო, - ერ კვირეს და მეც. დათრებოდენ. ნამეტანი ათრობდენ ერთქამეც. მაყრემა, აპა ჰე, რუმელი ვაჯობებთო და არცობდენ ერთქამეც ღვინით, ოტკით. ამბის მიმტანი არ გუუშვათო და იყო: დალიე და დამილიე, არ დავლევ. კი დალევ. ჩხუბიც მოყობოდა ქორწილს, ხანდისხანდაი კლელობაც კი იყო”.

ამირან გოგეშვილის გადმოცემით, ,,დეიწყებდენ ქორწილს. ჭამდენ, სვამდენ, მღეროდენ, ცეკვობდენ. ზოი დათრებოდა უბედურათ, თუ ხავდა პატრონი, გეიყუანდენ იქით, მოშორებით, ქლა არ მოგვჯაყოსო. ზოი იტანდა ღვინოს, ზოი მეიპარავდა და ე, ატყდებოდა ჩხუბი და გამიშვი და გაგიშოფ და ამბავი. მასპინძელი უნდა ყოფილიყო მაგარი და ხავდა მაგარი ბიჭები და გააკავებდენ, გეიყუანდენ განში; ხთებოდა ისეც, რომე შაკიონავდენ კაც, შეკრავდენ ბაწრით, რუმ ვერ მიერევოდენ და დაამწყტოვდენ. მერე მეიფხილებდა და იხთიდა ბოდიშს...”

საინტერესოა, რომ მეოცე საუკუნის დასაწყისში, როცა გურია აჯანყდა, გურულებმა ძველი ,,დრომოჭმული” ტრადიციების წინააღმდეგაც გაილაშქრეს _ ისინი უარყოფდნენ ,,წაბურვას” _ მიცვალებულის ოჯახისთვის ფულით დახმარებას, ,,ზარს”, აღაპს, ,,გამაღატაკებელ” ჩვეულებას, ნადიმებს და ქეიფებს, გადამეტებულ ღვინის სმას, ლოთობას, ,,რადგან ამას ხშირათ ჩხუბი და თავ-პირის მტვრევა მოყვება”, ხარჯიან ქორწილს, ჯვრისწერას. გურულები თურმე ამბობდნენ, რომ უნდა სიყვარულით იქორწინო და არა ფულის გულისთვის, ამიტომ მათ, ვინც მზითევი მიიღო, ურჩიეს უკან, პატარძლის მშობლებისათვის დაებრუნებინათ. ზოგიერთი ასეც მოქცეულა. თუმცა, თუ მშობლები თავისი სურვილით მისცემდნენ მზითევს, სიძეს უარი არ უნდა ეთქვა.




 ახალი ამბები
  • "გპირდებით, რომ ამ არჩევნების შემდეგ ხალხზე ვიზრუნებთ და არა საკუთარ ინტერესებზე"პოლიტიკური მოძრაობა "დავით ჭიჭინაძე - ტრიბუნას" ლიდერმა დღეს ქუთაისში დასავლეთ საქართველოს შემაჯამებელი შეხვედრა გამართა და ქუთაისს მაჟორიტარობის კანდიდატი ლაშა არსენიძე და ქუთაისის მერობის კანდიდატი კახაბერ ჩახუნაშვილი წარუდგინა. "ერთ რამეს ნამდვილად გპირდებით, რომ ამ არჩევნების შემდეგ აქ მდგომი არცერთი ადამიანი სახელს არ შეირცხვენს და ხალხზე ვიზრუნებთ და არა საკუთარ ინტერესებსა და სიმდიდრეზე", _ აცხადებს დავით ჭიჭინაძე. ... ...
  • "ვრცელდება დეზინფორმაცია თითქოს, სენაკის ბაზაზე მიმდინარეობს დავით ხვიბლიანის წამება"„ვრცელდება დეზინფორმაციაა იმის შესახებ, რომ თითქოს, სენაკის ბაზაზე მიმდინარეობს ბანკზე თავდასხმისას აყვანილი ერთ-ერთი მძევლის, დავით ხვიბლიანის წამება და თავისუფლების უკანონო აღკვეთა“, - ამის შესახებ თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული ტელევიზიის „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას მიერ გრძელდება ცილისმწამებლური და ღირსების შემლახავი კამპანია მთლიანად საქართველოს თავდაცვის ძალების და მისი ერთ-ერთი სამხედრო მოსამსახურის, დავით ხვიბლიანის მიმართ. კერძოდ, მის მიერ გავრცელებული დეზინფორმაციის თანახმად, სენაკის ბაზაზე მიმდინარეობს ზუგდიდში, ერთ-ერთი ბანკის ფილიალზე განხორციელებულ თავდასხმისას მძევლად აყვანილი ერთ-ერთი პირის, დავით ხვიბლიანის წამება და თავისუფლების უკანონო აღკვეთა. საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ აღნიშნული სამხედრო მოსამსახურე ამ დროისთვის იმყოფება მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე, საკუთარ საცხოვრებელ სახლში და მასზე გავრცელებული შეურაცხმყოფელი განცხადებებისა და ცილისწამების გამო, როგორც ჩვენთვის ცნობილია, გეგმავს მიმართოს სასამართლოს. სამართლებრივ დავას უსაფუძვლო ბრალდებებისა და ცილისწამების გამო, კიდევ ერთი სამხედრო მოსამსახურე, თემურ ხვიბლიანი გეგმავს. პარტიულმა ტელევიზია „მთავარმა არხმა“, 22 ოქტომბერს მომზადებულ სიუჟეტში, თემურ ხვიბლიანი თავდამსხმელად დაასახელა. დავით და თემურ ხვიბლიანების მხრიდან სამართლებრივი დავის დაწყების შემთხვევაში, თავდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს მათ მხარდაჭერას კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფარგლებში. გავრცელებული ბრალდებები არის ყოვლად წარმოუდგენელი, მიზანმიმართული სიცრუე და თავდაცვის ძალების ავტორიტეტისა და იმიჯის დისკრედიტაციის მორიგი უშედეგო მცდელობა. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენებს, თუ რამდენად უმნიშვნელოა „ნაციონალური მოძრაობისთვის“ და მასთან დაკავშირებული მედიისთვის, ადამიანის პირადი ღირსება და უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვა“, - აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებულმა პირმა მძევლები 21 ოქტომბერს აიყვანა. თავდამსხმელი შენობიდან 3 მძევალთან ერთად გამოვიდა. როგორც კადრებში გამოჩნდა, მას შენობის დატოვების დროს ერთი ხელი აწეული ჰქონდა და სავარაუდოდ, ხელში ხელყუმბარა ეკავა. 22 ოქტომბერს, გამთენიისას შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, ავთანდილ გალდავას უშუალო ძალისხმევით შეიარაღებული დამნაშავისგან ყველა მძევალი გათავისუფლდა და მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ხოლო დამნაშავის დაკავების მიზნით, სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ... ...
  • ოთხი გარდაცვლილი და ორი დაშავებული _ ავტოსაგზაო შემთხვევა ბაღდათშიოთხი ადამიანი გარდაიცვალა და ორი მძიმედ დაშავდა ბაღდათში, სოფელ დიმში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. მსუბუქი ავტომობილი, რომელშიც, სავარაუდოდ, ოჯახის წევრები ისხდნენ, გზიდან გადავარდა. მომხდარზე შსს-მ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით ... ...
  • ზუგდიდში, "საქართველოს ბანკის" ყაჩაღურ თავდასხმაში მონაწილე დამნაშავე პირის ვინაობა დადგენილიაზუგდიდში, "საქართველოს ბანკის" ყაჩაღურ თავდასხმაში მონაწილე დამნაშავე პირის ვინაობა დადგენილია და ის იდენტიფიცირებულია. ამის შესახებ შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც უწყება 21 ოქტომბერს მომხდარი "საქართველოს ბანკის" ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით ავრცელებს. უწყება მედიას და საზოგადოებას მოუწოდებს, თუ სხვადასხვა წყაროებით მათთვის ცნობილი გახდა დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა და ფოტოსურათი, არ გაავრცელონ, რადგან ეს ხელს შეუშლის მიმდინარე საგამოძიებო ღონისძიებებს. "შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო-ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ყაჩაღურ თავდასხმაში მონაწილე დამნაშავე პირის ვინაობა დაადგინა და ის იდენტიფიცირებულია. შინაგან საქმეთა სამინისტრო მიმართავს მედიასაშუალებებს და საზოგადოების ყველა წევრს, თუ სხვადასხვა წყაროებით მათთვის ცნობილი გახდა დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა და ფოტოსურათი, არ გაავრცელონ აღნიშნული ინფორმაცია, რადგან ეს ხელს შეუშლის მიმდინარე საგამოძიებო ღონისძიებებს. პოლიციის მიერ იდენტიფიცირებული პირის ადგილსამყოფელის დადგენის და მისი დაკავების მიზნით სამართალდამცველების მიერ სპეციალური ოპერატიული, საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებები ამ დრომდე აქტიურად მიმდინარეობს. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით გრძელდება. შინაგან საქმეთა სამინისტრო ფაქტთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას ეტაპობრივად გაავრცელებს",- ნათქვამია ... ...
  • “ოცნებას” კოალიცია დასჭირდება, ნაციონალები სათავეში ვერ მოვლენ” – პაატა ზაქარეიშვილიკონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ფიქრობს, რომ “ქართული ოცნება” არჩევნებზე 45%-ზე მეტს ვერ აიღებს. _ ეს არის ძალიან მინიმალური უპირატესობა, რის გამოც მას შეიძლება მოუწიოს რომელიმე პარტიასთან კოალიციაში შესვლა, რაც ნამდვილად არ არის ტრაგედია და ძალიან ნორმალური პროცესია, _ ამბობს ის “ახალ თაობასთან” ინტერვიუში. მისი აზრით, ოპოზიცია ისეთი ძლიერი იქნება, რომ “ქართულ ოცნებას” გასაქანს არ მისცემს. _ ეს კი ნებისმიერ შემთხვევაში “ოცნების” წარუმატებლობა იქნება. 2016 წლის შედეგებს “ქართული ოცნება” ვერ გაიმეორებს. ამიტომ ყველა ასე შეაფასებს, რომ “ქართული ოცნება” დამარცხდა 2016 წლის ფონზე, როცა ჰქონდა მას საკმაოდ მაღალი რეიტინგი და დიდი წარმატება. როგორც ზაქარეიშვილი ამბობს, "ოცნებას" კოალიცია დასჭირდება. – ოცნებას, რა თქმა უნდა, კოალიცია დასჭირდება! თუ კოალიცია არ დასჭირდება, მისთვის კიდევ უარესი. თუ წავა კოალიციის გარეშე, მაშინ მთელ ოპოზიციას აიმხედრებს მის წინააღმდეგ. დღეს ოპოზიციაში ბევრი გამოცდილი პოლიტიკოსია, “ქართულ ოცნებაში” პოლიტიკოსები არ არიან, იქ არიან მხოლოდ მედროვეები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილს შეჰყურებენ ხელებში და შესციცინებენ თვალებში. აქედან გამომდინარე, ისინი ყველაფერს გააკეთებენ ისე, როგორც ივანიშვილი იტყვის, ივანიშვილმა კი არ იცის, რა გააკეთოს. რომ სცოდნოდა, ამდენ ხანს გააკეთებდა რამეს. “ქართულმა ოცნებამ” სიტუაცია თავად შეიყვანა კრიზისში, ახლა გამოდის და იძახის, მე თუ არ მომცემთ ხმას, ისევ ნაციონალური მოძრაობა მოვაო. ეს ზღაპარია და ნუ ატყუებენ ხალხს! რადგან – თუ 60% გაქვს შენ, “ქართულ ოცნებას”, თუ ამას თავადვე ამბობ და 15% აქვს ნაციონალურ მოძრაობას, როგორ მოვა 15%-იანი პარტია ხელისუფლებაში?! ეს გამორიცხულია. ამიტომ ხალხს ნუ ატყუებენ", _ აღნიშნა ზაქარეიშვილმა. წყარო" "ახალი ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...