,,ვაი, ურიას!” _ როგორ აღნიშნავდნენ აღდგომას გურიაში

ისტორია

,,ვაი, ურიას!” _ როგორ აღნიშნავდნენ აღდგომას გურიაში

2018 აპრ 9 09:44:32

აპოლონ წულაძე აღნიშნავდა, რომ ,,გურულს ყველა ,,დღესასწაული” უყვარს, მაგრამ კალანდასა და აღდგომას არაფერი ურჩევნია. გურულები მორწმუნენი იყვნენ, რომლებიც ხატზე იფიცებოდნენ, ,,გურულს ,,მონათლულობით,” ე. ი. ქრისტიანობით თავი მოსწონდაო”. ამიტომაც აღდგომა - ,,დღესასწაულთა დღესასწაული” გურიაში განსაკუთრებულად აღინიშნებოდა. აღდგომა გაზაფხულის პირველი დღესასწაული იყო, რომელშიც ქრისტიანული და წარმართული ერთმანეთში ლამაზად არის შეზავებული, მასში სიცოცხლის ხალისი, გამრავლების ლტოლვა არის ჩაწმახნულ-ჩაქსოვილი, ქრისტეს  ,,მკვდრეთით აღდგომას” გურული თავის აღდგომასაც, თავის ცხოვრების გადახალისება-გაუმჯობესებას უკავშირებდა... აღდგომისთვის მზადებას გურული 40-50 დღით ადრე იწყებდა სამზადისს.

გორის საქალაქო სასწავლების ინსპექტორი ტ. მამალაძე აღნიშნავს, რომ აღდგომის დღესასწაულს გურულები არა ღამის 12 საათზე, არამედ უფრო გვიან ხვდებოდნენ. ამის მიზეზი ის იყო, რომ ბევრი მოსახლე ეკლესიებისაგან რამდენიმე ვერსის მანძილზე იყო დაშორებული, მისასვლელი ბილიკები კი დღისითაც ძნელი სასიარულო იყო, ღამით კი გადაადგილება სრულებით შეუძლებელი ხდებოდა. ამიტომაც წირვას რომ არავინ გამოკლებოდა, მას უფრო გვიან იწყებდნენ.

თურმე გურიაში ასეთი წესი არსებობდა _ წირვის დასრულების  შემდეგ ყოველი იქ დამსწრე იღებდა ქვას, მოისროდა და ამბობდა ,,ვაი, ურიას!” ეს ჩვეულება, მიმართული იყო ებრაელთა წინააღმდეგ, რომელთაც აწამეს და ჯვარს აცვეს იესო ქრისტე, XIX საუკუნის ბოლოს სრულიად წარსულს ჩაბარდა.

შემდეგ იწყებოდა მილოცვები და წითლად შეღებილი კვერცხების გაცვლა-გამოცვლა; გურულს პერანგზე წითელი კვერცხისთვის საგანგებოდ დაკერებული ჯიბე უნდა ჰქონოდა. თურმე კვერცხს ხელში არ იჭერდა და არც არავისგან მიიიღებდა ის, ვისაც ახალი გარდაცვლილი ჰყავდა ოჯახში. ამის შემდეგ იწყებოდა ,,კვერცხებით მტეხლობა”. მოგებულს დამარცხებულის კვერცხი ნადავლად რჩებოდა. თუ გურულ ციცას კვერცხი გაუტყდებოდა ეს ითვლებოდა ცუდ ნიშნად - მას მეაბრუშემეობაში იმ წელს არ გაუმართლებდა... ჭაღარაშერეული კაცები სამრეკლოზე დაკიდებულ ზარს კვერცხებს ესროდნენ, ვინც მოახვედრებდა, მას მთელი წელი მუცელი არ ასტკივდებოდა... საინტერესოა, რომ გურულ გლეხს ამაღლებამდე სათესურში წითელი კვერცხი ჰქონდა შემონახული.

მერე გურულები გადიოდნენ ეკლესიის მიმდებარე სასაფლაოზე; მიცვალებულთა საფლავებზე სამ-სამ კვერცხს აწყობდენ (რაოდენობა აუცილებლად კენტი უნდა ყოფილიყო) და სახლში ჩამოქნილ სანთლებს დაანთებდნენ. ამასთან ერთად საფლავზე მიჰქონდათ პასკა, რომელიც  გურიაში XIX საუკუნის ბოლოს გამოჩნდა, ხოლო ხაჭოს პასკაზე კი დიდი ხნის განმავლობაში წარმოდგენაც არ ჰქონდათ.

აღდგომის სუფრა არ გამოირჩეოდა ისეთი მრავალფეროვნებით როგორც ეს კალანდაზე იყო, თუმცა ყველა ოჯახს ყველაფერი საკმარისად ჰქონდა. სუფრაზე უფრო მთავარი საზრუნავი საგარეო ტანსაცმელი ყოფილა - ,,თვალი სვამს და თვალი ჭამსო” იტყოდა გურული და ყველანაირად ცდილობდა, ნაღდი ფულით თუ ვალით, ,,საგარეო გამოსაჩენი პირი” ჰქონოდა. განსაკუთრებით კარგად ჩაცმულ-დახურულნი გასათხოვარი და ცოლმოსაყვანი უნდა ყოფილიყვნენ. სწორედ აღდგომის წინა დღეებში ვაჭრები დიდი რაოდენობით ასაღებდნენ იაფფასიან ჩითეულს. ხარაზები კი თავაუღებლივ მუშაობდნენ და კერავდნენ წუღებს, უძიროებს, მესტებს, შვიდაბაზიან ქუსლიან ,,ბაშმაკებს” (რა ამის პასუხია და ამ ქუსლზე ერთი ამბავი გამახსენდა: ცნობილი დათა გუგუნავა ტყვიას ტყვიაში აჯენდა და ერთხელ გზაზე მიმავალ ერთ  კაცს ფიშტო ესროლა და ჩექმის ქუსლი მიატეხა: რა ,,წიპუნტაზე” შემდგარა აი ყაძახიო...).

სადილის შემდეგ ახალგაზროდბა და მოხუცები გადიოდნენ სპეციალურ სათამაშო ადგილებზე და იწყებოდა ხალხური თამაშობანი. სპეციალურად მოწყობილ მოედანზე იმართებოდა ლელო ბურთი, ჭაკუნობა, ჭიდაობა, თოფით ნიშანში სროლა, ჯირითი, ცეკვა, ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ზრდილობა-სიდარბაისლეში, სიტყვა-პასუხში გარებ-გამორებაშიც...

და ბოლოს, აღდგომიდან ამაღლებამდე გურულები ერთმანეთს ასე ესალმებოდნენ: ქრისტე აღსდგა, გიხაროდენ! პასუხად – ჭეშმარიტად აღსდგა – მადლი მახარობელს! 




 ახალი ამბები
  • „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ გრიგოლ ვაშაძე აირჩიესერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ გრიგოლ ვაშაძე აირჩიეს.  „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე  დელეგატებმა ახალი მეთოდით აირჩიეს. კენჭისყრა ელექტრონული ხმის მიცემით ჩატარდა. დელეგატებმა მობილური ტელეფონების საშუალებით სპეციალური აპლიკაციით მიიღეს კენჭისყრაში მონაწილეობა, რაც როგორც პარტიაში ამბობენ, ინოვაციური მეთოდია. კენჭისყრაზე 364-მა დელეგატმა მხარი დაუჭირა გრიგოლ ვაშაძეს, ერთმა წინააღმდეგ მისცა ხმა, ერთმა კი თავი შეიკავა. სასტუმრო "ბილტმორში" ნაციონალური მოძრაობის რიგით მერვე ყრილობა ... ...
  • „ნაციონალური მოძრაობა“ მერვე ყრილობას მართავსსასტუმრო "ბილტმორში" ნაციონალური მოძრაობის რიგით მერვე ყრილობა მიმდინარეობს. განსახილველ საკითხთა შორისაა პარტიის თავმჯდომარის არჩევა, რომელიც წინაწარი ინფორმაციით გრიგოლ ვაშაძე იქნება. ნიკა მელია შეინარჩუნებს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის თანამდებობას. დღეიდან პარტიას აღმასრულებელი მდივანიც ეყოლება, ამ თანამდებობაზე წარდგენილია კობა ნაყოფიას კანდიდატურა. ყრილობას 300-ზე მეტი დელეგატი ესწრება, ისინი ხმის მიცემის პროცედურას, სპეციალური აპლიკაციის საშუალებით, ელექტრონული წესით ... ...
  • ოზურგეთელმა მოსწავლეებმა მონაწილეობა რობოტიქსის ვორქშოფში მიიღესოზურგეთის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები თბილისის ტექნოპარკს სტუმრობდნენ. 25-მა ახალგაზრდამ რობოტიქსის ვორქშოფში მიიღო მონაწილეობა _ მათ თანამედროვე ტექნოლოგიების, სტარტ-აპების შესაძლებლობების და ტექნო პროგრამების გაცნობის საშუალება მიეცათ. პროექტი ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს მიერ ხორციელდება. ეს, ახალი ტექნოლოგიების პროგრამის ფარგლებში, დეპუტატის ბიუროს მიერ ჩატარებული მეორე აქტივობაა, რომელიც ონლაინ პლატფორმით ორგანიზდება. აღსანიშნავია, რომ ოზურგეთში, პირველი საჯარო სკოლის განახლების პროექტში ტექნოლოგიური ცენტრის შექმნაც არის გათვალისწინებული, რომელიც ტექნოპარკის კონცეფციაზე დაყრდნობით ... ...
  • გურიაში გათოვდა _ მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარმა 20 სანტიმეტრს მიაღწიამარტის ბოლოს გურიაში თოვლი მოვიდა. თოვლმა, ბარში უკვე დაფარა მიწა. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარი 20 სანტიმეტრს აღწევს. გურიაში ამ წუთებშიც ... ...
  • ლადო აფხაზავა ფინალის წინ გულშემატკივრებს მიმართავს: "დამარცხებული ამ კონკურს არასდროს ჰყოლია""მე კი ყველაფერს გავაკეთებ, მაგრამ მე ხომ უკვე გამარჯვებული ვარ, რადგან დამარცხებული ამ კონკურს არასდროს ჰყოლია", _ ეს გზავნილი სოციალურ ქსელში მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ფინალისტმა ლადო აფხაზავამ წუხელ, გვიან ღამით გამოაქვეყნა. მსოფილიოს ათ საუკეთესო პედაგოგს შორის დასახელებული გურული მასწავლებელი უკვე დუბაიშია და ფინალს ელოდება: "მეგობრებო აქ გამარჯვება სულაც არ არის აუცილებელი. გთხოვთ, დიდ მოლოდინებს ნუ შეიქმნით. გაიმარჯვებს ის ვინც მეტად სჭირდება მსოფლიოს.  მე კი ყველაფერს გავაკეთებ, მაგრამ მე ხომ უკვე გამარჯვებული ვარ, რადგან დამარცხებული ამ კონკურს არასდროს ჰყოლია", _ წერს აფხაზავა. „გლობალ თიჩერ 2019“-ის გამარჯვებული დუბაის „განათლებისა და უნარების გლობალურ ფორუმზე“ დღეს უნდა გამოვლინდეს. პრიზი ერთ მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს. ლადო აფხაზავას მხარდასაჭერად დუბაიში განალთების მინისტრიც ... ...

არქივი

ზაფრანი

მეცნიერებმა დედამიწის ზედაპირზე ოქროს გაჩენის საიდუმლო ამოხსნეს

ამერიკელი მეცნიერების აზრით, ოქრო დედამიწის...

როგორ გავზარდოთ ჭკვიანი ბავშვი

ყველა მშობელს სურს, რომ გაზარდოს...

საინტერესო ფაქტები ფაუნის სამყაროდან

ყავისფერი პანდა. ის ამ შეფერილობის...

ყველაზე იღბლიანი ზოდიაქოს ნიშნები

1. ვერძი ვერძებს ყველაფერში უმართლებთ,...

ეს „მახინჯი“ ეიფელის კოშკი

პარიზში ეიფელის კოშკის მშენებლობის დაწყებისას...

ლონდონური „ექსპერიმენტი“

ცოტა ხნის წინ, ქალაქ ლონდონის...
კარმიდამო ჩემი

ჟოლო გახდომაში დაგეხმარებათ

ჟოლოს ერთდღიანი დიეტა ორგანიზმს შლაკებისა...

თაფლი მხედველობას აუმჯობესებს

დღეისათვის კომპიუტერთან მუშაობა ჩვეულებრივ ამბად...

თხილის მცენარის დაავადებათა აფეთქება

თხილის დაავადების აფეთქებას ჩვენში მოსახლეობა...

მეფუტკრე და ადრიანი გაზაფხული

გაზაფხულის დადგომისთანავე განსაკუთრებული ყურადღება უნდა...

თხილის დამღუპველ დაავადებას წლევანდელი თბილი ზამთარი ეხმარება

თხილის კულტურას რომ ყოფნა-არყოფნის საფრთხე...

მოვამზადოთ სათესლე მასალა და დახურულ გრუნტში დავთესოთ

სხვადასხვა ბოსტნეულის დათესვა, უმჯობესია, თებერვლის...

სანამ გაგრძელდება მშრომელი ხალხის აბუჩად აგდება?

საქართველოში, დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ჩვენ,...

როგორ უნდა იცხოვროთ ისე, რომ სიმსივნით არ დაავადდეთ

ადამიანები, რომლებიც სიმსივნით იტანჯებიან და...

ოხრახუშს უნარი აქვს განკურნოს დეპრესია, შიზოფრენია და ალცჰეიმერის დაავადება

ბიოაქტიური ნივთიერება, რომელსაც შეიცავს ოხრახუში,...

"ბარი უნდა იცნობდეს მთასა და საქმეზე შეყვარებული და-ძმას"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის მკვიდრი...