ვაშნარის ლანჩხუთელი გმირები

ისტორია

ვაშნარის ლანჩხუთელი გმირები

2018 აპრ 11 17:21:54

დღეს ლანჩხუთში, სოფელ ჯიხანჯირში 100 წლის წინ, 1918 წლის 11 აპრილს მაშინდელ ოზურგეთის მაზრაში, სოფელ ვაშნართან, ოსმალოებსა და ქართველებს შორის ურთიერთშეტაკების შედეგად დაღუპული გმირები მოიგონეს, სოფლის ეკლესიაში მათი სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი ჩატარდა.

ისტორიის თანახმად, გურული მოხალისეების ასეულმა გენერალ გიორგი მაზნიაშვილის შტაბიდან მიიღო ბრძანება, რომ ოსმალებისათვის შეეტიათ. მაზნიაშვილის შტაბს პოდპოლკოვნიკი კოსტილი ხელმძღვანელობდა. ამ ბრძოლაში მონაწილე 35 ადამიანი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხანჯირიდან იყო.

ჯიხანჯირში გამართულ ღონისძიებას მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან ერთად   იდეის ავტორი, არაერთი ომის მონაწილე არჩილ ხოფერია,  აფხაზეთის ომის ვეტერანი ელგუჯა ჩხაიძე, ვახტანგ ზენაიშვილი და დაღუპულთა ოჯახების წევრებიც ესწრებოდნენ.

გთავაზობთ იმ 35 ადამიანის სიას, რომლებმაც ასი წლის წინ სამშობლოს ერთიანობას შესწირეს თავი: ივანე გუჯაბიძე, მოსე გუჯაბიძე, კასიანე გურგენაძე, პლატონ გურგენაძე, სერგო გურგენაძე, კალისტრატე გურგენაძე, ვასო გურგენაძე, ბათლომე ილიას ძე ტიკარაძე, ბათლომე ტიკარაძე, მიხეილ კოსტავა, გრიგოლ სარჯველაძე, აკაკი გუჯაბიძე, ლადიკო ტუღუში, ფილიპე ტუღუში, გიორგი გურგენაძე, ვიქტორ ჩხარტიშვილი, იგორ გურგენაძე, თედორე ხომერიკი, ლადიკო გურგენაძე, პანტელეიმონ გუმბარიძე, მიხაკო ფიროღლი, ლევან მეფარიშვილი, ლ. ტიკარაძე, ასალო ტიკარაძე, მოსე ტიკარაძე, სოლომონ მშვიდობაძე, სიმონ ტიკარაძე, სიო ტიკარაძე, ი.მ. ტიკარაძე, ვასო გუჯაბიძე, პილატე ტუღუში, ნესტორ გურგენაძე, ლადიკო გუმბარიძე. მათ გვერდით იბრძოდნენ ქვიანელი იური აროშიძე და სუფსელი კალისტრატე ღლონტი.

სამომავლოდ ამ გმირების სახელზე ჯიხანჯირის ეკლესიის ეზოში მემორიალური დაფის დადგმაც იგეგმება.

ამ ადამიანების სია ჩვენ არჩილ ხოფერიამ გადმოგვცა, რისთვისაც მადლობას ვუხდით მას. ეს ადამიანები იბრძოდნენ ჩვენი ქვეყნის ერთიანობისათვის. მათ ხსოვნას ყველამ უნდა მივაგოთ პატივი და აუცილებლად უნდა გავიხსენოთ, რომ არასოდეს დაგვავიწყდეს და მათ გმირობაზე თაობები გაიზარდოს", _ აღნიშნა ლანჩხუთის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა.




 ახალი ამბები
  • პოლიციამ მოქალაქე დროებით დააკავაპოლიციამ ერთერთი მოქალაქე დააკავა, თუმცა, იგი შემდგომ გაუშვეს. აღნიშნული მოქალაქე ასვლას ცდილობდა სცენაზე სადაც ოპოზიონერი ლიდერები სიტყვით ... ...
  • "ვართ მის გვერდში და ვიქნებით მის გვერდში უღალატო ხალხი" _ აქციის მონაწილეები ჩოხატაურიდანდღეს თბილისში პატრიოტთა ალიანსმა საპროტესტო აქცია გამართა, რომელსაც სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული მოქალაქეები, მათ შორის გურიის წარმომადგენლებიც დაესწრნენ. როგორც ჩოხატაურის ერთ- ერთმა მაცხოვრებელმა, ვანო მახარაძემ უთხრა, გურულები პატრიოტთა ალიანსის გვერდზე არიან. "ვართ მის გვერდში და ვიქნებით მის გვერდში უღალატო ხალხი", _  გვითხრა მახარაძემ. კითხვაზე კი მოხდება თუ არა გურიაში პატრიოტთა მობილიზება, მახარაძე გვპასუხობს,  რომ გურიაში მობილიზება უკვე ... ...
  • “ქართული ოცნების“ უმრავლესობა ვერ შეძლებს მუშაობას, სანამ არ გადადგება მთავრობა _ უგულავა“ქართული ოცნების“ უმრავლესობა ვერ შეძლებს მუშაობას და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მანამდე ვერ შეძლონ მუშაობა, სანამ არ გადადგება მთავრობა და პარლამენტი განიხილავს ერთადერთ საკითხს, და ეს საკითხი იქნება უმოკლეს ვადაში პროპორციულზე გადასვლა. ჩვენ ივანიშვილის აღარ გვჯერა, ისევე, როგორც საქართველოს აბსოლუტურ უმრავლესობას. არსებობს ძალიან მოკლე გზა, იმისთვის, რომ ეს განიხილონ, ორ კვირაში არის შესაძლებელი. სხვა შემთხვევაში, ასეთი პროტესტი გავრცელდება კანცელარიაზეც, მერიაზეც, სხვა ქალაქებში და რაიონებში. საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, ქართული ოცნების პოლიტიკოსები, ვერ შეძლებენ ასე მართვას“, - აცხადებს გიგი ... ...
  • გიორგი ვაშაძე : ჩვენ მოვახდინეთ შესავლელის პიკეტირება, ეს არ არის კანონდარღვევა!ჩვენმა აქციამ შედეგი გამოიღო, ჩვენ მოვახდინეთ შესავლელის პიკეტირება, ეს არ არის კანონდარღვევა, ამის უფლება ჩვენ კონსტიტუციით ... ...
  • დავით თარხან-მოურავმა ფეხის ტრავმა მიიღოდავით თარხან-მოურავმა ფეხის ტრავმა მიიღო, _ ამის შესახებ ინფორმაციას “პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი ავრცელებს.   “მან ფეხის ტრავმა მიიღო, რის გამოც გადახვევა დასჭირდა.“- თქვა ირმა ინაშვილმა. დავით თარხან-მოურავი ახლა თავს კარგად გრძნობს და მან აქციის მონაწილეებს სიტყვით ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ სასმელად ვარგის წყალს მოიხმართ?