"ველური დასავლეთი "

ისტორია

"ველური დასავლეთი "

2017 დეკ 14 20:31:44

1890 წლისათვის, როცა ლიტერატურასა და თეატრში ვესთერნის ჟანრის ფესვები გაჩნდა, ცივილიზაციისა და ველურ დასავლეთს შორის არსებული გამყოფი ზოლი ანუ ფრონტირი, როგორც მას უწოდებდნენ, აღარ არსებობდა, ის ოფიციალურად დაიხურა. 1865 წელს ფრონტირის ხაზი გასდევდა მდინარე მისისიპის მომიჯნავე შტატების დასავლეთ საზღვრებს და შემოფარგლავდა კანზასს და ნებრასკას სამხრეთ დაყოლებაზე.  ფრონტირმა _ მოძრავმა ,,საზღვარმა” დაიწყო რა მსვლელობა აღმოსავლეთის კოლონიებიდან _ თავისი სამსაუკუნოვანი არსებობის მანძილზე მთელი ამერიკა გადასერა. რეალურად ფრონტირი იყო დასავლეთისაკენ გადაადგილებადი საზღვარი ქვეყნის ათვისებულ, ცივილიზებულ ნაწილსა და კონტინენტის აბორიგენთა ტერიტორიას შორის. ფრონტირს დიდი წვლილი მიუძღოდა ამერიკული ცხოვრების წესის ჩამოყალიბებაში. ახალი ინგლისიდან, სადაც ნიადაგი არ იძლეოდა მარცვლეულის დიდ მოსავალს, მოდიოდა ქალების და მამაკაცების უწყვეტი ნაკადი, რომლებიც ტოვებდნენ სანაპიროზე მდებარე ფერმებს და სოფლებს კონტინენტის შიდა, მდიდარი მიწების სანაცვლოდ. XIX საუკუნის დასაწყისში მოსახლეობის მოძრაობამ დასავლეთისაკენ გამოიწვია ძველი ტერიტორიების გადანაწილება და ახლი საზღვრების შექმნა.  ფრონტირის ახალმოსახლენი სხვადასხვა ჯურის ადამიანები იყვნენ. ერთმა ინგლისელმა მოგზაურმა ისინი აღწერა, როგორც ,,გამბედავი, ძლიერი რასა ადამიანებისა, რომლებიც ცხოვრობენ უბადრუკ ქოხებში. ისინი დაუხვეწავი, მაგრამ სტუმართმოყვარე ხალხია, კეთილნი უცხო ადამიანების მიმართ, პატიოსანი და სანდო. მათ მოჰყავთ ცოტაოდენი სიმინდი, გოგრა, აშენებენ ღორებს და ზოგჯერ თითო-ოროლა ძროხაც ჰყავთ, მაგრამ მათი ძირითადი სასიცოცხლო იარაღი თოფია”. ცნობილი მწერალი ბრეთ ჰარტი უმტკიცებდა რალფ უალდო ემერსონს, რომ დასავლეთის ათვისებაში აფერისტებმა და მეძავებმა უფრო მეტი წვლილი შეიტანეს, ვიდრე ეკლესიამ. ალბათ, არის ამაში ჭეშმარიტების მარცვალი, რადგან ამ აუთვისებელ და ,,ველურ”, ცივილზაციას მოწყვეტილ ადგილებს ხშირად ავანტიურისტული ბუნების ადამიანები, გაქცეული დამნაშავეები და მსუბუქი ყოფაქცევის ქალები აფარებდნენ თავს. ისევე როგორც თავის დროზე ავსტრალიაში (თუმცა იქ განსხვავებული სიტუაცია იყო _ ავსტრალიაში კრიმინალებსა და დამნაშავეებს სახელმწიფო აგზავნიდა, როგორც თავის დროზე რუსეთის იმპერიაში კატორღაზე ციმბირში), ასევე ,,ველურ” დასავლეთშიც ახალი მიწების დაპყრობის დაუოკებელი სურვილით შეპყრობილმა იმიგრანტებმა, ნაწილობრივ საზოგადოებისაგან გარიყულმა ადამიანებმა შექმნეს და საფუძველი ჩაუყარეს ახალი დასახლებებს და ახალ საზოგადოებრივ წარმონაქმნებს, რაზედაც შემდეგ დაფუძნდა და აშენდა თანამედროვე ამერიკა. თუმცა, შეცდომა იქნება იმის მტკიცება, რომ დასავლეთი ,,დაპყრობილი” და ათვისებული იყო მხოლოდ ამ ტიპის ადამიანების მიერ. სინამდვილეში დასავლეთი ათვისებული იყო პიონერების მამაცობითა და ჭკუით, მშრომელი და მშვიდობიანი ადამიანებისა და მათი ოჯახების მიერ. ახალმოსახლეებთან ერთად მიწის გადამყიდველებიც გამოჩნდნენ, რომლებიც იაფად იძენდნენ მიწის დიდ ნაკვეთებს და მიწაზე ფასების მომატებისას საკუთრებას ჰყიდდნენ და კიდევ უფრო შორს დასავლეთისაკენ მიიწევდნენ, რითაც სხვებსაც უკვალავდნენ გზას.  ახალმოსახლეებს ფეხდაფეს მიჰყვებოდნენ სხვასხვა პროფესიის ადამიანები, რომლებიც ქმნიდნენ მტკიცე საფუძველს ახალი სამოსახლოსთვის, სადაც სამუდამოდ აპირებდნენ დარჩენას და იმედოვნებდნენ, რომ მათ შემდეგ იქ მათი შთამომავლობა იცხოვრებდა. ასეთი ახალმოსახლეობა რამდენიმე წელიწადში წარმოუდგენელ ცვლილებას განიცდიდა. მაგალითად, 1830 წელს ჩიკაგო (ილინოისის შტატი) წარმოადგენდა უპერსპექტივო სავაჭრო სოფელს ფორტით, მაგრამ სულ მალე ის ქლივლენდთან, დეტროიტთან და სენტ ლუისთან ერთად ერთ-ერთ უდიდეს და უმდიდრეს ქალაქად იქცა ამერიკაში. იმ დროს ფერმები ადვილი შესაძენი იყო. 1820 წლის შემდეგ ნახევარ ჰექტარი სახელმწიფო მიწის ყიდვა 1,25 დოლარად შეიძლებოდა, ხოლო 1862 წლის შემდეგ, ,,სამოსახლო აქტის”  (Homestead Act) მიხედვით, შესაძლებელი იყო 21 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებისთვის 160 აკრის (აკრი _ 0,4 ჰექტარი) მიწის უფასოდ მიღება უბრალოდ მისი დაკავებისა და გაუმჯობესების გზით. საბოლოო ჯამში ერი მნიშვნელოვნად გაიზარდა: 1812 წლიდან 1852 წლამდე მოსახლეობა გაიზარდა 7.25 მილიონიდან 23 მილიონამდე. მიწა, რომელიც ხელმისაწვდომი იყო დასასახლებლად, გაიზარდა თითქმის ევროპისხელა ტერიტორიის ოდენობით - 4.4 მილიონიდან 7.8 მილიონ კვადრატულ კილომეტრამდე.

პირველად ამერიკის შორეული დასავლეთის მხარეს ხალხი 1848 წელს, კალიფორნიაში ოქროს აღმოჩენის შემდეგ მიაწყდა. ათი წლის შემდეგ იგივე განმეორდა კოლორადოსა და ნევადაში, 1860-იან წლებში მონტანასა და ვაიომინგში, ხოლო 1870-იან წლებში შავი მთებისა და დაკოტას ტერიტორიაზე. სტატისტიკის მიხედვით უკეთესი ცხოვრების მაძიებელთაგან 20 ათასზე მეტი გზაში დაიღუპა. 1862 წელს კონგრესმა რკინიგზების გაყვანის უფლება მისცა ,,იუნიონ პასიფიქ რეილროუდს”, რომელმაც ის დასავლეთისაკენ გაიყვანა. ამავე დროს ,,სენტრალ პასიფიქ რეილროუდმა” დაიწყო რკინიგზის მშენებლობა საკრამენტოდან (კალიფორნია) აღმოსავლეთისაკენ. ორი ხაზის ერთმანეთთან შეერთება 1869 წლის 10 მაისს იუტას შტატში განხორციელდა. მრავალთვიანი, განსაცდელითა და ხიფათით სავსე მოგზაურობა, რომელიც საჭირო იყო ორ ოკეანეს შორის მანძილის გადასალახავად, ექვს დღემდე შემცირდა. კონტინენტალური რკინიგზის ქსელი დღითი დღე ფართოვდებოდა და 1860 წლიდან 1870 წლებს შორის რკინიგზის ხაზი გაიზარდა 30 626 ათასი მილიდან 52 922 მილამდე.  ხშირად რკინიგზის გაყვანა ძალადობასთან იყო დაკავშირებული, რადგან მოსახლეობა საკუთარ ტერიტორიაზე რკინიგზის გაყვანას ეწინააღმდეგებოდა. თუ რკინიგზის მესვეურები მოლაპარაკებითა და ფულით ვერაფერს აღწევდნენ, მაშინ ქირაობდნენ მსროლელებს, რომლებიც დაშინებითა და მკვლელობებით აიძულებდნენ ადამიანებს ტერიტორიის დაცლას. კანონი ანუ სახელმწიფო რკინიგზის მხარეს იყო. ერთი ასეთი შემთხვევა, რომელიც დღეს დავიწყებასაა მიცემული, მოხდა 1880 წლის 11 მაისს. კალიფორნიაში Southern Pacific რკინიგზას სჭირდებოდა იქაური ტერიტორია სახელად  The Mussel Sloug. ამას წინ მოსახლეების დიდი შეიარაღებული ჯგუფი აღუდგა. მათთან შესახვედრად გაემართა შერიფი და რკინიგზის მიერ დაქირავებული მსროლელები, მათ შორის ჩუბინი უოლთერ ჯეი ქროუ. ატყდა სროლა. პირველი დაიღუპა ერთ-ერთი დაქირავებული მსროლელი. ქროუმ, რომელიც თოფით იყო შეიარაღებული, ხუთი ადამიანი მოკლა, რაც არც ერთ ცნობილ და ლეგენდარულ მსროლელს - ერფს, ჰიქოქს, ჰარდინს და ქიდს - არ გაუკეთებია თავის დღეში. თვით ქროუ კი ბრძოლის ველიდან რამოდენიმე კილომეტრის მოშორებით ზურგში გასროლით მოკლეს. ამ რაოდენობის მსხვერპლი არ ყოფილა ,,ველური” დასავლეთის არც ერთ გახმაურებულ ბრძოლაში...




 ახალი ამბები
  • მიშა ფეიქრიშვილი პარლამენტის პიარს უხელმძღვანელებსსაგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პიარის ხელმძღვანელმა, მიშა ფეიქრიშვილმა თანამდებობის დატოვების შესახებ საზოგადოებას დღეს, სოციალური ქსელით ამცნო: "1 წელი და 4 თვე – სამსახურში, რომელიც დიდ ოჯახად მექცა. ადამიანები, რომლებიც ჩემი მეგობრები გახდნენ. მათი საქმე, რომელიც შეუფასებელია. მადლობა, ვინც მუშაობდა და მუშაობს ამ სამსახურში. მადლობა თითოეულ მეხანძრე-მაშველს, ჩემ ტალიკ-ტალიკებს. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის, თითოელ ჟურნალისტს საუკეთესო თანამშრომლობისთვის", _ დაწერა ფეიქრიშვილმა და აღნიშნა, რომ მას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ლედი ოქროპირიძე შეცვლის. ფეიქრიშვილი, ბევრი უწყების პრესსამსახურისგან განსხვავებით, მედიასთან განსაკუთრებული ურთიერთობებით გამოირჩეოდა და მასთან დაკავშირების პრობლემა, დღისა და ღამის ნებისმიერ დროს, არავის ჰქონია. აღსანიშნავია ისიც, რომ სწორედ მისი მუშაობის დროს გაიგო საზოგადოებამ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის რთული და საინტერესო მუშაობის შესახებ.  ამ ყველაფრის შესაბამისად, ყველას გაუჩნდა კითხვა, თუ სად წავიდა იგი _ მედიის განსაკუთრებული ინტერესის დაკმაყოფილებას "გურია ნიუსი" შეეცადა და დადასტურებულად გაარკვია, რომ მიშა ფეიქრიშვილი მომავალი კვირიდან პარლამენტის პიარს ჩაიბარებს. უფრო კონკრეულად კი პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველი გახდება ... ...
  • ლევან სურგულაძე: "ეს შეხვედრები ადამიანებს ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარება"ლევან სურგულაძე: ,,ვფიქრობ ასეთი მუდმივი კომუნიკაციით და ორმხრივი ინფორმაციის გაცვლით შევძლებთ ეტაპობრივად დავხვეწოთ სისტემა იმგვარად, რომ მაქსიმალურად მორგებული იყოს მოსარგებლეების საჭიროებებს. ეს შეხვედრები დაეხმარება ადამიანებს მეტად ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში“. შეხვედრა საკონსულტაციო კომპანია EY-ს ორგანიზებით გაიმართა და მას ორმოცამდე მსხვილი კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა, რომელთაც „საპენსიო სააგენტოს“ დირექტორისთვის კითხვების დასმის შესაძლებლობა ჰქონდათ. შეხვედრაზე ლევან სურგულაძემ აუდიტორიას მიმდინარე რეფორმის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და არსებული სტატისტიკა გააცნო. რეფორმის დაწყებიდან 100 დღის განმავლობაში დაგროვებით საპენსიო სქემაში 49 000-ზე მეტი კომპანიაა ჩართული, 760 000 პირადი ანგარიშია გახსნილი, საპენსიო დანაზოგის მოცულობა 170 მლნ ლარია, ამ თანხაზე დარიცხული სარგებელი კი 700 000 ლარს აღემატება. შეხვედრის შემდეგ კომენტარი EY-ის იურიდიული პრაქტიკის ხელმძღვანელმა და ასოცირებულმა პარტნიორმა გიორგი სვანაძემ გააკეთა: "შეხვედრის ორგანიზების მიზანი იყო ჩვენი ბიზნეს პარტნიორებისთვის მიგვეცა საშუალება უშუალოდ სამუშაო რეჟიმში დაესვათ კითხვები, რომლებიც ახალი საპენსიო სისტემის ამოქმედებიდან დაუგროვდათ და ძალიან კარგია, რომ საპენსიო სააგენტო ასეთ ღია ფორმატში თანამშრომლობს ყველა დაინტერესებულ მხარესთან. ფაქტობრივად ეს კომუნიკაცია იქნება გზამკვლევი შეხვედრაზე დამსწრე კომპანიებისთვის, რომ საპენსიო სისტემასთან დაკავშირებით მეტი სიცხადე შევიდეს მათ ყოველდღიურ ... ...
  • თბილისში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმების ფორუმი გაიმართასოციალური მომსახურების სააგენტოსა და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ორგანიზებით, სავაჭრო ცენტრ „თბილისი მოლში“,  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმების ფორუმი გაიმართა. ღონისძიება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამილა ბარკალაიამ გახსნა.  დასაქმების ფორუმს ასევე ესწრებოდნენ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილე ლევან გოგოძე, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ხელმძღვანელი ლიკა კილაძე და სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის უფროსი მარიამ ბეზარაშვილი. „თბილისი  მოლის“ მხარდაჭერით გამართული ფორუმის მიზანს შშმ პირთა დასაქმებისა ხელშეწყობა წარმოადგენდა.   დასაქმების ფორუმზე,  შშმ პირებს აქტიური ვაკანსიები 20-ზე მეტმა საშუალო და მსხვილმა კომპანიამ შესთავაზა. მათ შორის იყვნენ: „დიო“, „ნიკორა“, „კარფური“, „კომფორტი“, „ჯეოჰეარი“, „პალიტრა ჰოლდინგი“, „გეფა“, სასტუმრო „შერატონი“, „ჰოთ თრეველი“,  „ვენდისი“ აჭარა ჯგუფი, ემ გრუპი და სხვა.   სამუშაოს მაძიებელი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები  არსებულ ვაკანსიებს ადგილზევე გაეცნენ და პოტენციურ დამსაქმებლებთან პირდაპირი კომუნიკაცია დაამყარეს. ფორუმის მიმდინარეობისას, სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლებმა  მონაწილეებს შშმ პირთა დასაქმების ხელშემწყობი სახელმწიფო  პროგრამები და სერვისები დეტალურად გააცნეს. სახელმწიფო კერძო სექტორთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან აქტიური თანამშრომლობით, ხელს უწყობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმებასა და მათ შემდგომ ინტეგრაციას. ... ...
  • სპეციალურ პენიტენციურ სამსახურსა და საკანონმდებლო მაცნეს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა (R)19 აპრილს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურსა და სსიპ - საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი ერთი მხრივ სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი პატარიძემ, ხოლო მეორე მხრივ, სსიპ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს თავმჯდომარემ, ნიკა ახალბედაშვილმა მოაწერეს. ხელმოწერის ცერემონია N6 პენიტენციური დაწესებულების ბიბლიოთეკაში გაიმართა, რადგან მემორანდუმის მიზანი არის პენიტენციური დაწესებულებების ბიბლიოთეკების გამდიდრება. მემორანდუმის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ თანამშრომლობაზე „პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემების განვითარების სტრატეგიისა და 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის“ შესრულების ფარგლებში, რაც საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 22 თებერვლის №385 ბრძანებით გათვალისწინებული კონკრეტული მიზნის მიღწევის უზრუნველყოფას გულისხმობს. საკითხი ეხება პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებისათვის პენიტენციური სისტემის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების კრებულების სამაგიდო წიგნის სახით გამოცემას. მასში შევა ნორმატიული აქტები, შინაგანაწესი, დებულება, სტანდარტი, წესი და სხვ. პროექტი პენიტენციურ დაწესებულებებში მაცნეს ბრენდირებული კომპიუტერების განთავსებას გულისხმობს, სადაც მუდმივად განახლებადი ელექტრონული წიგნების კატალოგი აიტვირთება, პენიტენციურ დაწესებულებებში ასევე განთავსდება მაცნეს ბრენდირებული წიგნების კარადები. პროექტის ფარგლებში ერთი მხრივ, მოხდება პენიტენციური დაწესებულებების ბიბლიოთეკების წიგნის ფონდების განახლება, სამართლებრივი აქტების ელექტრონული კატალოგებით აღჭურვა; მეორე მხრივ კი გაიზრდება ხელმისაწვდომობა იმ მნიშვნელოვან კანონებზე, რომლებიც შემხებლობაშია ბრალდებულების/მსჯავრდებულების უფლებებთან, არასრულწლოვნებისა და ქალ მსჯავრდებულთათვის საერთაშორისო თუ ქვეყნის შიდა კანონმდებლობასთან, რომლებიც მათ უფლებებს ეხება. მათ შორის ეთნიკურად არაქართველი პატიმრებისთვის რუსულ და ინგლისურ ენებზე. მემორანდუმი გულისხმობს ყოველკვარტალური ჟურნალის გამოცემასაც, რომლითაც მსჯავრდებულები მიიღებენ ინფორმაციას ნორმატიულ აქტებში შეტანილ ძირითად ცვლილებებზე, გაეცნობიან საკონსტიტუციო და საერთო სასამართლოების სისტემაში გამოტანილ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, ასევე ქვეყანაში მომხდარ ტექნოლოგიურ სიახლეებს, პენიტენციურ სისტემაში განხორციელებული ღონისძიებების თაობაზე ინფორმაციას, მსჯავრდებულ პირთა სურვილის მიხედვით,მოხდება მათი პირადი შემოქმედების გამოქვეყნებაც; ასევე იგეგმება გარე სამყაროსთან უკეთესი ადაპტირების მიზნით, გზამკვლევი ბროშურის დაბეჭდვა სასჯელმოხდილი პატიმრებისთვის, სადაც დატანილი იქნება ყველა საჭირო ინფორმაცია, რომელიც დაეხმარება პიროვნებას ფეხი აუწყოს ციხის კედლების მიღმა ცხოვრებას. როგორც სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი პატარიძემ აღნიშნა, პენიტენციურ სისტემაში საკანონმდებლო მაცნეს შემოსვლით, საბჭოური ხანის ბიბლიოთეკები ეტაპობრივად დასრულდება. "საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს პენიტენციურ სისტემაში შემოსვლით ჩვენ ეტაპობრივად დავასრულებთ საბჭოური ხანის ბიბლიოთეკებს ციხეებში. სიმბოლურია, რომ საკანონმდებლო მაცნემ ციხეებში შემოსვლა ისეთი დახურული დაწესებულებით დაიწყო, როგორიც არის N6 პენიტენციური დაწესებულება",- განაცხადა გიორგი პატარიძემ. მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიას სპეციალური პენიტენციური სამსახურის, პრობაციის ეროვნული სააგენტოს, დანაშაულის პრევენციის ცენტრის და ევროკავშირის წარმომადგენლები, ასევე საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე ესწრებოდნენ. ... ...
  • შსს-მ უსაფრთხოების წესის დარღვევის ბრალდებით შპს ”ხიმინჯ სერვის 2”-ის დირექტორი დააკავაშინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, შპს "ხიმიჯ სერვის 2"-ის დირექტორი - 1957 წელს დაბადებული ო.ც. სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მიმდინარე წლის 31 მარტს შპს "ხიმიჯ სერვის 2"-ს მიერ მიერ თბილისში, ჭავჭავაძის გამზირის N5-ში მდებარე ყოფილი ლეჩკომბინატის შენობის საძირკვლის გამაგრების სამუშაოების წარმოების პროცესში, მიწის მასის ჩამოშლის შედეგად, ორი ადამიანი გარდაიცვალა. ფაქტზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ შპს "ხიმინჯ სერვის 2"-ს მიერ წარმოებული მიწის ვერტიკალურად გათხრის სამუშაოები არ შეესაბამებოდა მშენებლობის უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილებით დაწესებულ სტანდარტებს და დარღვეული იყო აღნიშნული დადგენილების სხვადასხვა პუნქტი. გამოძიების მიმდინარეობისას მოპოვებული მტკიცებულებებით კი გამოიკვეთა, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა ეკისრებოდა შპს "ხიმინჯ სერვის 2"-ის დირექტორს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას ... ...

არქივი

ზაფრანი

იცინეთ ხშირად!

თუ მძიმე დღე გქონდათ –...

რატომ უნდა მიირთვათ ხშირად კარტოფილი

არსებობს რამდენიმე მიზეზი, რის გამოც...

რატომ უნდა მივბაძოთ ბავშვებს

ნებისმიერი ადამიანი ზოგჯერ ბავშვობაში უნდა...

ელტონ ჯონის „საბედისწერო“ სტილი

ელტონ ჯონზე სტილისტები ამბობენ, ისე...

შვიდი დღე გასალამაზებლად

ნამდვილად არ გაწყენთ, სულ რაღაც...

ქრონიკული დაღლილობა ვირუსით არის გამოწვეული

ადამიანის დაღლილობა, შეიძლება, ვირუსით იყოს...
კარმიდამო ჩემი

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...

ნუ ეხუმრებით გაციებას!

გაციება სიცივის დადგომისთანავე ვლინდება. ბევრი...