"ვერ გაგაქელვინებთ ამისთანა კაცს, ვერ გაგაუპატიურებინებთ გრძნობას საკუთარის ღირსებისას, მთელი საქართველოსას"

ისტორია

"ვერ გაგაქელვინებთ ამისთანა კაცს, ვერ გაგაუპატიურებინებთ გრძნობას საკუთარის ღირსებისას, მთელი საქართველოსას"

3 მარ. 2017, 12:23:46
სტირის და გლოვობს მთელი საქართველო. მართლადაც უნდა იტიროს და იგლოვოს. დაკარგვაც არის და დაკარგვაც. დღეს საქართველომ დაჰკარგა ერთი იმისთანა დიდებული კაცი, რომელიც არამც თუ ჩვენში, საცა ასე იშვიათია კაცური კაცობა, სხვაგან ყველგანაც, საცა დიდბუნებოვანება ადამიანისა ხშირია, იქაც კი ამისთანა კაცი სასახელოა და თავმოსაწონებელი მთელის ერისათვის.
აღარა გვყავს ჩვენი სასიქადულო, ჩვენი განთქმული და სამართლიანად სადიდებელი მღვდელმთავარი, ყოვლად ბრწყინვალე და პატიოსანი ეპისკოპოსი გაბრიელ. როცა რომელისამე ერის სიკეთე გნებავთ დაანახვოთ ვისმე, ერის აღმატებულობა დააჯეროთ, სწორედ ამისთანა კაცებს დაასახელებენ ხოლმე, აი ამ ერს ამისთანა კაცები ჰყავსო. ამისთანა კაცების ჩამოთვლით ერის კაცობას ზომავენ. დღეს ჩვენ ამისთანა კაცი დავკარგეთ და მოდით, ნუ იტირებთ, ნუ იგლოვთ!.. 
ვაი, რომ ჯერ, როცა ამისთანა კაცი საფლავში არ ჩაგვისვენებია, როცა მისი წმინდა გვამი თითქმის არც კი გაციებულა, როცა მისი კუბო ჯერ კიდევ თვალწინ გვისვენია და ველით, საუკუნოდ სახსენებელი ვუთხრათ ცრემლითა და გოდებითა, _ ჩვენი რუსული გაზეთი “კავკაზ”-ი, გვიგინებს მიცვალებულსა, მთელის საქართველოს წმინდა ცრემლში ურევს უწმინდურს დორბლს ილია ხონელისას და ზედ აყრის ჯერ არ გაციებულს გვამსა.
ჩვენ ვიცით საიდამა სტკივა ჭიანი კბილი ილია ხონელს და ის ჭიანი კბილი რისთვის გამოჰკრა ამ პატიოსანს გვამსა, რომელსაც არც კი დააცალა მიჰბარებოდა მიწას. მაგრამ ის კი არ ვიცით, ჩვენი “კავკაზ”-ი რას გადაგვკიდებია და არ გვაცლის იმოდენას მაინც, რომ ჩვენი სასიქადულო მიცვალებული დავმარხოთ შხამდაუსხმელად ილია ხონელის ცილისწამებისაგან.
რა უნდოდა ეთქვა “კავკაზს” იმით, რომ ჯერ ამბობს, განსვენებული იყო “უნიჭიერესი და სახელოვანი მღვდელმთავარი საქართველოს ეკლესიისაო” და მერე უმატებს_როგორც ადმინისტრატორი კი არ ვარგოდაო. მითამ უკეთესი ქართველიც კი უარესი ადმინისტრატორიაო, განა? თუ მართლა ნიჭიერი და ყველაზე მეტად გათქმული ქართველი მღვდელ-მთავარი ადმინისტრატორად არ ვარგა, ცხადია, ამაზე ნაკლები რა ადმინისტრატორი იქნება. ამისი თქმა უნდოდა განა? გვესმის...
შესაძლოა, უნიჭიერესი და სახელოვანი მღვდელმთავარი მართლა კარგი ადმინისტრატორი არ იყოს, ამაზე, რა თქმა უნდა, გძელი ქსელი გაიბმის ლაპარაკისა, მაგრამ ამ შემთხვევაში, რაკი იმისთანა მართლა სახელოვანს და უნიჭიერეს მღვდელმთავარზე, როგორიც განსვენებული ბძანდებოდა, სიტყვა ჩამოაგდო “კავკაზმა”, უბრალო წესი მართებულობისა ითხოვდა, საბუთიც ეჩვენებინა, ერთი რამ საბუთი და არ აჰყოლოდა ამისთანაებში ყოვლად ცნობილს ავყიობას და ენაჭარტალობას იმისთანა კაცისას, როგორიც ილია ხონელია.
თუნდ ცოტა ხანს დავუჯეროთ “კავკაზს”, რომ განსვენებული გაბრიელ ეპისკოპოსი ცუდი ადმინისტრატორი ყოფილა და რამოდენადაც ეს მართალია, “კავკაზის” ნამუსზე მივაგდოთ. საქმე ის არის ვიკითხოთ: განა მარტო ეს გვაკმარა!.. ჩვენი მშვიდობიანი გულმართალი, ჩვეულებრივ წყნარი, ყოველის გაჭირებულის გამკითხველი და შემწყნარებელი, სათნოებით და მადლით სავეს განათლებული მღვდელმთავარი, “კავკაზის” სიტყვით, ერთი ახირებული, რაღაც გულღვარძლიანი კაცი გამოდის. იგი მისთანა მძიმე ხასიათისა ყოფილა, რომ კაცი თურმე ვერ მიეკარებოდა. ეს ცოტაა: იგი დესპოტურის ბუნებისაც ყოფილა და ამის გამო ისეთი რაღაცეები ჩაუდენია, რომ სამართლიანად დაერქვაო “მაჩხუბარი, თუ მეომარი ბერმონაზონიაო”. არც ეს აკმარა “კავკასმა”: ყველას ეჭვის თვალით უყურებდა, ყველას ზედ მიესევოდა თუ გამოეკიდებოდაო, ყველასთან საომარ ფეხზე იდგაო, ესე იგი, ყველას ეჩხუბებოდაო და სხვანი და სხვანი. საბუთი, საბუთი!.. ბ-ნო რედაქტორო!.. ყოველ ამაზე საბუთი გვიჩვენეთ, საბუთი! უსაბუთოდ ვერ გაგაქელვინებთ ამისთანა კაცს, ვერ გაგაუპატიურებინებთ გრძნობას საკუთარის ღირსებისას მთელი საქართველოსას. ეგ კაცი ჩვენი სახელი იყო და არის, ჩვენი ღირსება იყო, არის და იქნება კიდეც, ვიდრე ქვეყანაზე სიტყვა “სამართალი” არ გაუქმდება ისე, როგორც გაუუქმებია იგი თქვენს საყვარელ ილია ხონელს, რომლის პირითაც მოგვდგომიხართ და საყვარელს მკვდარსაც არ გვამარხვინებთ შეუგინებლად. აქ ან საბუთი, ან ბოდიში!.. სხვა არარა დააწყნარებს აღშფოთებულს გულს პატიოსანის კაცისას.
რა გინდ იფიქროს “კავკასმა”, ჩვენ კი არავის არ შევაგინებინებთ იმისთანა კაცს, როგორიც ჩვენდა სასახელოდ და სასიქადულოდ მოგვივლინა ღმერთმა და აწ წაგვართვა და რომელიც მიჩნეულია უკეთესს მღვდელმთავრად არამც თუ ჩვენში, არამედ ბევრგან სხვაგან. არავის შევაბღალვინებთ ჩვენს ძვირფასს მკვდარს, ჩვენს წმინდა ცხედარს, რომლის კუბოსაც დღეს მუხლმოდრეკით პატივსა სცემს დიდი და პატარა. ამისთანა უსაბუთოდ ავად ხსენებას ყოვლად ღირსეულის კაცისას, რომლის სახელსაც ყოველი ქართველი ილია ხონელის გარდა, დიდი პატივით და სასოებით იხსენებს, რომლის წმინდა გვამსაც მთელი საქართველო თავისს ცრემლს ადენს, უიმისოდ ვერ შევარჩენთ ვერავის, რომ ჩვენი სრული ზიზღი, ჩვენი სამართლიანი წყევლა-კრულვა არ შევუთვალოთ.
ამისთანა ამბებმა განუკითხველად არ უნდა ჩაიაროს. თუ “კავკასს” ცალკე ადამიანის ღირსების გრძნობა არაფრად მიაჩნია და არ ერიდება უსაბუთოდ მის გათელვას და შებღალვას, ამ შემთხვევაში, პატივი მაინც უნდა შეენახა, სხვა არა იყო რა, მთელის საქართველოს ერისა, რომელსაც სამართლიანად მიაჩნია ლოცვა-კურთხევით გამოეთხოვოს სამუდამოდ თავისს სასიქადულო და დიდებულს კაცსა და ილია ხონელის უწმინდურ დორბლით არ ცდილიყო შეებილწა ჯერ თითქმის არგაციებული მცხედარი.
ნუთუ “კავკასს” ჰგონია, რომ გრძნობა ღირსებისა საქართველოს ერს იმოდენად გაღვიძებული არა აქვს, რომ გაუპატიურებად არ მიიღოს ესეთი უგვანო, უმართებელო, უწმინდური, უშვერი თელვა და გინება მისი, რასაც იგი დღეს თავისს სიქადულად და სახელად სთვლის და საუკუნოდ ესალმება გლოვითა და ტირილითა.
ილია ჭავჭავაძე _ გაბრიელ ეპისკოპოსის გარდაცვალების გამო 
11 თებერვალი 1907 წელი
 
 



 ახალი ამბები
  • "უკაცრავად, ვირუსს ებრძვით თუ უკვე მოინელეთ და საარჩევნო ბრძოლაში გადმოერთეთ" _ მელია ცერცვაძეს"ბოლომდე ნუ გაფლანგავთ და ნუ დაახურდავებთ ვირუსთან ბრძოლისას მოპოვებულ ხალხის სიყვარულს პარტიულ აგიტაციაზე. დარჩით ყველას ექიმად. ნუ იქცევით ქართული ოცნების სახედ. ნუ იქცვით იმის სახედ, რასაც სახე არა აქვს-ასე ეხმაურება, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ნიკა მელია, ინფექციური საავამდყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის მიერ, გავრცელებულ ვიდეო მიმართვას, სადაც ექიმი "ქართული ოცნების" წარმატებებზე საუბრობს.  "ამ წამს ვნახე ეს ვიდეო და არ დავმალავ, გაოგნებული დავრჩი. სრულიად გაუგებარია რა აღმშენებლობაზე გვესაუბრება ბატონი თენგიზ ცერცვაძე, რა შენდება და მშვენდება ზუგდიდში ამ ბოლო წლებში? ან რომელ მერს და რეგიონალურ ხელისუფლებას აქებს და ადიდებს, რომელიც ქუჩების რეცხვით და კლიპების გადაღებით ირთობდა თავს ეპიდემიის მძვინვარებისას როცა ჩვენ, მთელი საზოგადოება სახლებში ვიყავით გამომწყვდეულები?! უკაცრავად, ვირუსს ებრძვით თუ ვირუსი უკვე მოინდელეთ და საარჩევნო ბრძოლაში გადმოერთეთ და პარტიულ აგიტაციას მიჰყავით ხელი?  ნუთუ ახლა, როცა (როგორც თქვენ საუბრობთ) ჯერაც არ დაგვიმარცხებია ვირუსი და მეტიც, მეორე ტალღას ველოდებით, აი ამ, გაგანია შუა ბრძოლაში ხელისუფლებისგან დამოუკიდებელად მოგინდათ ხელისუფლების ქება? თანაც იმ ასპექტში, რომელიც არაფერ შუაშია ეპიდემიასთან? ბავშვიც არ დაიჯერებს იმას, რომ ეს ყველაფერი ხელისუფლებისგან დამოუკიდებლად ხდება. ბოლომდე ნუ გაფლანგავთ და ნუ დაახურდავებთ ვირუსთან ბრძოლისას მოპოვებულ ხალხის სიყვარულს პარტიულ აგიტაციაზე. დარჩით ყველას ექიმად. ნუ იქცევით ქართული ოცნების სახედ. ნუ იქცვით იმის სახედ, რასაც სახე არა აქვს. ან რა დროს ვინმეს ქება და მხარდაჭერაა, როდესაც მაგ: საზ. ტრანსპორტი ისევ გაჩერებულია, ხალხი კვლავ სამსახურების, დახმარებების გარეშეა და შიმშილობს და ა.შ.."-წერს მელია სოციალურ ... ...
  • საზღვრის უკანონო კვეთა და ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღები _ ბათუმში თურქეთის მოქალაქეები დაკავესსახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ქ. ბათუმში, თურქეთის მოქალაქეები დააკავეს. გატარებული ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებების შედეგად საქართველოში არალეგალურად მყოფი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეების გამოვლენისა და დაკავების მიზნით, ქ. ბათუმში ღონისძიება ერთდროულად ორ მისამართზე დაიგეგმა. ღონისძიების შედეგად დაკავებულია თურქეთის რესპუბლიკის 9 მოქალაქე, რომელთაც არ უფიქსირდებათ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთა და არალეგალურად იმყოფებიან ქვეყანაში. საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ამოღებულ იქნა ოთხი ცეცხლსასროლი იარაღი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით და 236 მუხლით მიმდინარეობს, რაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთას და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, დამზადებას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს. გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტი ... ...
  • რას უკავშირდება კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევებიკორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების შესახებ ჟურნალისტებთან თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ისაუბრა. ეზუგბაიას თქმით, ინფიცირების ორივე ახალი შემთხვევა მარნეულის სოფელ მარეთიდანაა. მისივე თქმით, გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობამ 80%-ს მიაღწია და ამ დროისთვის კოვიდ-ცენტრებში 150 პაციენტი მკურნალობს. „თითქმის სამჯერ ნაკლებია უკვე მკურნალობაზე მყოფი პაციენტები გამოჯანმრთლებულებთან შედარებით“,- აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ. საქართველოში კორონავირუსი 796 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 634 უკვე გამოჯანმრთელდა, 12 ადამიანი კი ... ...
  • EMC აზარტული ინდუსტრიისგან ბავშვთა დაცვას მოითხოვსEMC არასრულწლოვანთა აზარტულ თამაშებში ჩართულობის, წლების მანძილზე, მოუგვარებელ პრობლემას ეხმაურება. ბავშვთა სიღარიბის მაღალ მაჩვენებელთან და განათლების სისტემაში არსებულ ჩავარდნებთან ერთად, ბავშვთა აზარტულ თამაშებში მონაწილეობა მძიმე გამოწვევად რჩება, რომელიც ქრონიკული სიღარიბისა და ფსიქოსოციალური პრობლემების რისკს ზრდის. არასრულწლოვანთათვის უსაფრთხო გარემოსა და ჯანსაღი განვითარების შესაძლებლობის უზრუნველსაყოფად, EMC საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, უმოკლეს დროში შეიმუშავოს აზარტული თამაშების მკაცრი რეგულირების მექანიზმები და არ დაუშვას მათში არასრულწლოვანთა მონაწილეობა. საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ აზარტულ თამაშებში ჩართული არასრულწლოვნების შესახებ გამოქვეყნებული საგანგაშო კვლევის მიხედვით 15 წლამდე მოზარდთა 34%-ს ერთხელ მაინც უთამაშია აზარტული თამაში, 27%-ს კი - ბოლო 1 წლის განმავლობაში. ამგვარი აქტივობების ადრეული ასაკიდან დაწყება ზრდასრულ ასაკში აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების განვითარების რისკს ზრდის. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ თამაშზე დამოკიდებულება დაავადებად/აშლილობად მიიჩნია და შესაბამისი კლასიფიკაციაც მიანიჭა, ევროპის კომისიამ კი მიიღო რეკომენდაციები ონლაინ აზარტული მომსახურებების მომხმარებელთა და მოთამაშეთა დაცვისა და მცირეწლოვანთა ონლაინ აზარტული თამაშებისგან დაცვის შესახებ. დოკუმენტი მოუწოდებს სახელმწიფოებს, დაარეგულირონ აზარტული თამაშები და სხვადასხვა მექანიზმის გამოყენებით (მათ შორის, აზარტული თამაშების რეკლამირების მკაცრი რეგულირებით, ასაკის შემოწმების მექანიზმითა თუ კონტროლის პროგრამებით) უზრუნველყონ აღნიშნულ თამაშებში არასრულწლოვნების ჩართვის პრევენცია. მიუხედავად არასრულწლოვნების მავნე ზეგავლენისაგან დაცვის შესახებ ბავშვის უფლებათა კოდექსის ჩანაწერებისა და აზარტულ და მომგებიან თამაშებში ბავშვების ჩართვის აკრძალვისა, სახელმწიფოს კვლავ არ შეუქმნია ეფექტიანი საკანონმდებლო და პოლიტიკის ჩარჩო როგორც პრევენციის, ისე პრობლემაზე რეაგირების მიმართულებით. სათამაშო ბიზნესი ქართული ეკონომიკის ერთ-ერთ წამყვან სექტორად რჩება. დღეს საქართველოში მოქმედი 10 ყველაზე მსხვილი კომპანიიდან 3 ტოტალიზატორია. სექტორის ბრუნვამ, 2018 წელს, 14 მილიარდ ლარს გადააჭარბა. სათამაშო ბიზნესის დაბეგვრით მიღებული შემოსავლები ცენტრალური და მუნიციპალური ბიუჯეტების ხელშესახებ წილს შეადგენენ. აზარტულ თამაშებში ჩართვა უამრავი პრობლემის საფუძველია - მათ შორისაა, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები, ფინანსური პრობლემები, დასაქმებასთან და განათლებასთან დაკავშირებული პრობლემები, ასევე უსახლკარობა, სუიციდი და სხვა. კრიზისის პირობებში, ეს რისკები განსაკუთრებით სახიფათო ხდება. კორონავირუსის პანდემია საქართველოს უამრავ მოქალაქეს მძიმე ეკონიმიკური წნეხის ქვეშ აყენებს. ცნობილია, რომ ეკონომიკური კრიზისები აზარტულ თამაშებში ჩართულობას ზრდის, თუმცა საქართველოში მოქმედ ონლაინ ტოტალიზატორებსა და კაზინოებს საგანგებო მდგომარეობის პერიოდში მუშაობა არ შეუწყვეტიათ და თვითიზოლაციის პირობებში მყოფი მომხმარებლების მიზიდვას ახალი მარკეტინგული კამპანიებით ცდილობდნენ. ბავშვთა აზარტულ თამაშებში მონაწილეობა ოჯახებისთვის დამატებით ეკონომიკურ სირთულეებს აჩენს, არასწრულწლოვანთათვის კი ქრონიკული სიღარიბის რისკს ზრდის. ეკონომიკურად მოწყვლადი ჯგუფები უფრო ხშირად ერთვებიან აზარტულ თამაშებში, აზარტულ თამაშებში ჩართულობა კი, თავის მხრივ, სიღარიბის კვლავწარმოებას უწყობს ხელს. შესაბამისად, საქართველოში აზარტული თამაშების ფართო გავრცელება და სათამაშო ბიზნესის ზომა მძიმე სოციალური ფონის სიმპტომიცაა და მისი შენარჩუნების ინსტრუმენტიც. არსებული უმძიმესი სოციალური მდგომარეობის ფონზე - უახლესი მონაცემებით საქართველოში ყოველი მესამე, ანუ დაახლოებით 200,000 ბავშვი სიღარიბეში იზრდება - აზარტული თამაშებისა და მათში არასრუწლოვანთა ჩართულობის გავრცელება გადაუდებელი სახელმწიფო ინტერვენციის აუცილებლობას ქმნის. 2019 წლიდან, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების პრევენციისა და ამ მიზნით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კომპონენტი ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ნაწილია. თუმცა პრევენციის პოლიტიკა მხოლოდ საინფორმაციო კამპანიებით არ უნდა შემოიფარგლებოდეს და უნდა მოიცვას აზარტულ თამაშებში ჩაბმის განმაპირობებელი ფაქტორების კვლევა და ამ კვლევის საფუძველზე კონკრეტული ინტერვენციების დაგეგმვა. მთავრობის მიერ საკითხის არაპრიორიტეტულად მიჩნევის გამო, სახელმწიფო არათუ არ ზრუნავს ამ მიმართულებით ძალისხმევის გაძლიერებასა და ფინანსური რესურსების მობილიზაციაზე, არამედ წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვნად შეამცირა იმ კომპონენტის დაფინანსება, რომელიც ნივთიერება დამოკიდებულებისა და აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების პრევენციას ისახავს მიზნად.[5] ამასთან, ქვეყანას დღემდე არ შეუმუშავებია სუიციდის პრევენციის პროგრამები/სტრატეგია, რომლის დაგეგმვისა თუ განხორციელების პროცესში დააიდენტიფიცირებდა სუიციდისა თუ მისი მცდელობების გამომწვევ მიზეზებს, მათ შორის, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების მიმართებას სუიციდთან; კვლევის შედეგებზე დაყრდნობით კი გადადგამდა შესაბამის ნაბიჯებს. ამავდროულად, მნიშვნელოვანია დაწყებითი განათლების სისტემის როლი როგორც არასრულწლოვანთა აზარტულ თამაშებში ჩართულობის შემცირებაში, ისე სხვა ფსიქოსოციალური პრობლემების თავიდან აცილებაში. კვლევების თანახმად, სკოლაში შესაბამისი ღირებულებებისა და ნორმების დანერგვას მოსწავლეთა შორის აზარტულ თამაშებში ჩართულობის შემცირება შეუძლია. პრევენციულ ღონისძიებებთან ერთად, გამოწვევას წარმოადგენს სახელმწიფოს რეაგირებითი პოლიტიკაც. მნიშვნელოვან პრობლემად უნდა ჩაითვალოს აზარტული თამაშების რეკლამირების დაურეგულირებლობა. კაზიონებისა და ტოტალიზატორების მარკეტინგული კამპანიები შესაძლოა თამაშზე დამოკიდებულების რისკს ზრდიდნენ, ხოლო მათთვის, ვინც დამოკიდებულების დაძლევას ცდილობენ, დამატებით სირთულეებს აჩენდნენ. საგულისხმოა, რომ სხვადასხვა ქვეყანაში კორონავირუსით გამოწვეული თვითიზოლაციის პირობებში მარკეტინგული კამპანიები მომრავლდა, რაც მათ შესაძლო ნეგატიურ გავლენას კიდევ უფრო ზრდის. ამასთან, სუსტია რელევანტური საკანონმდებლო ნორმების აღსრულების მექანიზმები - განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს სახელმწიფოს არაეფექტიანი კონტროლი არასრულწლოვნების აზარტულ თამაშებში ჩართვის პროცესებთან დაკავშირებით.[6] პრობლემურია ონლაინ სამორინეებში რეგისტრაციის გამარტივებული წესი, რაც აზარტულ თამაშებს ნებისმიერი ადამიანისათვის ხელმისაწვდომს ხდის. შესაბამისად, არსებობს მისი მკაცრი რეგულირების აუცილებლობა. უმნიშვნელოვანესია, რომ რეგისტრაციის პროცედურებმა არასრულწლოვანთა ჩართულობა გამორიცხოს, ასაკის დაუდგენლად რეგისტრაცია კი შეუძლებელი გახდეს. ამასთან, მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკაში სახელმწიფოს ვალდებულებების სიმწირე/არარსებობა აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული პირების, მათ შორის, არასრულწლოვნების, იდენტიფიცირების, მათი საჭიროებების შესწავლის, როგორც სამედიცინო, ისე სოციალურ სფეროში მათი მხარდაჭერისა და სარეაბილიტაციო სერვისების მიწოდების მიმართულებით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს: განახორციელონ საკანონმდებლო ცვლილებები აზარტული თამაშებისა და მისი რეკლამირების აკრძალვის ან მკაცრად და დეტალურად დარეგულირების მიზნით, მათ შორის, არასრულწლოვნების საჭიროებებისა და გამოწვევების მხედველობაში მიღებით.საქართველოს მთავრობას: გამოავლინოს აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების გამომწვევი მიზეზები, ასევე, დამოკიდებული ადამიანებისა და მათი ოჯახების წინაშე არსებული გამოწვევები და მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით, განახორციელოს ეფექტიანი პრევენციული და რეაგირებითი ინტერვენციები.განახორციელოს აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების საკითხის პრიორიტეტიზაცია ჯანდაცვის პოლიტიკაში და თამაშებზე დამოკიდებული პირები უზრუნველყოს სარეაბილიტაციო და სხვა ტიპის მხარდამჭერი სერვისებით;უზრუნველყოს აზარტულ თამაშებთან დაწესებული საკანონმდებლო რეგულაციების ეფექტიანი აღსრულება, _ აღნიშნულია ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის მიერ გავრცელებულ ... ...
  • როგორია COVID-19-თან დაკავშირებული ეპიდსიტუაცია საქართველოში დღეისთვისმთავრობის მიერ საგანგებოდ შექმნილ ვებგვერდ StopCov.ge-ზე საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებული ინფორმაცია განახლდა. StopCov.ge-ს მიხედვით, დღეისთვის საქართველოში კორონავირუსით კიდევ 2 ადამიანი დაინფიცირდა, 10 კი გამოჯანმრთელდა. საერთო ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსი 796 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 634 უკვე გამოჯანმრთელდა, 12 ადამიანი კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 2508 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი _ ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...