ვინ იყო ბიჭი, რომელმაც კომუნისტებს, წითელი დროშის ნაცვლად, შავი საცვალი გამოუკიდა

ისტორია

ვინ იყო ბიჭი, რომელმაც კომუნისტებს, წითელი დროშის ნაცვლად, შავი საცვალი გამოუკიდა

2020 თებ 25 12:22:51

მას შემდეგ, რაც 1921 წელს  საბჭოთა რუსეთის ხელმძღვანელობამ, ძალის გამოყენებით საქართველოს დაპყრობის გადაწყვეტილება მიიღო და 25 თებერვალს წითელი არმია საქართველოს ტერიტორიაზე შემოიჭრა და ქვეყნის ოკუპაცია განახორციელა, ქართველი კაცის გულში ოკუპაციის და ოკუპანტის მიმართ სიძულვილი და პროტესტი არ გამქრალა, თუმცა მოძალადემ დიდხანს შეძლო კომუნისტური პარტიის და სახელმწიფოს სახელით არსებობა.

დღეს 25 თებერვალია, ოკუპაციის დღეა და სახელმწიფო დროშები დაშვებულია, არაერთ ისტორიას  ვიგებთ იმ გულანთებული ქართველების შესახებ, რომლებსაც საკუთარი  პროტესტით დამპყრობლის  წინააღმდეგ ისეთი ნაბიჯი გადაუდგამთ, რაც სიმამაცის და გმირობის საზღვრებსაც კი სცილდება.

ერთ-ერთი ასეთი ისტორიული ამბავია, სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისძირის მკვიდრ, ნიკო (იპოლიტე ) თავაძის ისტორია, რომელიც მისმა შთამომავალმა, შვილთაშვილმა, მაია თევზაძემ გვიამბო და არაერთი დოკუმენტური ინფორმაცია და ფოტომასალა მოგვაწოდა:

„კოლექტივიზაცია რომ დაწყებულა, 1932 წელს, 16 წლის  ნიკო (იპოლიტე) თავაძე სოფელ მთისძირში (სამტრედიის რაიონში) მშობლებთან ერთად ცხოვრობდა. მას, რა თქმა უნდა,  ოჯახში მოსმენილი ამბების გავლენით, თურმე,  უდიდესი შინაგანი პროტესტი ჰქონდა დამპყრობლის მიმართ. საოცარი ნიჭის და სილამაზის პატრონი ყოფილა, თანამდევი  ლიდერის თვისებებით. 

ერთხელაც, 1932 წლის თებერვალში, 16 წლის  ნიკოს, კოლექტივიზაციის გასაპროტესტებლად, როცა ხალხის  პროტესტი ცრემლში იძირებოდა,  დედისთვის შავი საცვალი მოუპარავს და მთისძირში, სოფლის თავში,  წითელი დროშის ნაცვლად დაუკიდია!

ამტყდარა დიდი ამბავი, დაუწყიათ  გამოძიება და  დაუჭერიათ სოფელში მცხოვრები  ოთხი  ახალგაზრდა.  მათ შორის,  ერთი არასრულწლოვანი,  16 წლის ნიკო (იპოლიტე) თავაძე. ბოლოს,  გამოძიებას დაუდგენია, რომ ბავშვები უფროსებმა შეიყვანეს შეცდომაში და ბრალეულობა არ წარედგინებოდათ.  თუმცა,  საბჭოთა სასამართლოზე 16 წლის ნიკო თავაძე  წამომდგარა და  უთქვამს: „მე შეცდომაში არავის შევუყვანივარ, არ მინდა ჩემი სოფლის გასაბჭოება,  არ მინდა კოლექტივიზაცია,  რას ვზეიმობთ  ამ წითელი დროშით - მე გლოვის ნიშნად ჩამოვკიდე შავი საცვალიო“

ამიტომ  1932 წელს ნიკო (იპოლიტე) თავაძეს სიკდილით დასჯა გამოუტანეს სასჯელად და მეტეხის ციხეში გადაიყვანეს...

რა მოხდა მეტეხის ციხეში?

ერთ-ერთ გასაუბრებაზე ვიღაც კომისარს უთქვამს ,,ჯერ ისეთი ბავშვი ხარ და თან ისეთი ლამაზი, იცოდე დახვრეტას შენმა სილამაზემ გადაგარჩინაო“. ამის შემდეგ ნიკო ჩვეულებრივ საკანში გადაუყვანიათ, სადაც ასევე პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული მხატვარი გაუცვნია. მხატვარს, რომლის სახელსა და გვარს ბებია ვერ იხსენებდა, 16 წლის ნიკოს პორტრეტი ტილოზე გადაუტანია. ეს ტილო მეტეხის ციხიდან ნიკომ თავის დას, თამარა თავაძეს გამოუგზავნა, რაც ოჯახში დღემდე ინახება.

დახვრეტას გადარჩენილმა ნიკომ, მეტეხის ციხეში 7 წელი გაატარა. ციხის შემდეგ მშობლიურ სოფელში დაბრუნდა, მაგრამ ჯანმრთელობაშერყეული ყოფილი პოლიტპატიმარი სიძედ არავის უნდოდა, ქალს არცერთი ოჯახი არ ატანდა. ბოლოს კულაკის ოჯახიდან, ოლიფანტე შენგელიამ შერთო, თავისი 14 წლის ქალიშვილი - ოლღა.

ოლღა შენგელიას ნაამბობი შვილიშვილებთან: ,,ჩემ კაცს უსაშველოდ სძულდა რუსი და კომუნისტები, სძულდა და არასოდეს უმუშავია კოლექტივში, სიცოცხლის ბოლომდე რუსი მტრად მიაჩნდა და ყველას, ვინც კოლექტივში მუშაობას არ აპროტესტებდა რუსის მონას ეძახდა. მარტო ქაქუცა ჩოლოყაშვილი იყო მისი ღმერთი, მაგი უყვარდა და მარტო მაგას უნთებდა სანთელს. ხშირად ყვებოდა, მეტეხის ციხის უსინათლო ვიწრო და ნესტიან მიწურში, წელში მოხრილმა და მშიერმა როგორ გაატარა თვეები...

აქ რომ დავსახლდით,  მიწა-ეკალბარდით იყო სავსე, არაფერი გვებადა, მარა ნიჭიერი იყო ჩემი კაცი, ხელობა ისწავლა, ეზოში სახელოსნო გააკეთა, ხის ჩუქურთმასა და სახლების ფასადებზე იმდენი მუშტარი ჰყავდა, მარტო ვეღარ აუდიოდა და მერე ხელოსნები მოიყვანა დამხმარედ. საქონელი ვიყიდეთ, პატარა სახლი ავაშენეთ, მერე მივამატეთ ეს დიდი სართულები და აივნები. ამასთან ერთად, სოფელ მთისძირის მომღერალთა გუნდში ირიცხებოდა და მთავარ კრიმანჭულს მღეროდა. ხელმძღვანელები გურულები იყვნენ... 4 შვილი გავაჩინე, თავაძეები.  ახლა 8 შვილიშვილი და 9 შვილთაშვილი მყავს, ბებია და ახლა თქვენ ხართ ჩემი სიამაყე.“

პ.ს. მაია  თევზაძემ  ამასთანავე გვითხრა, რომ ეს ამბავი დიდი სიამაყითა და ტკივილით გაიხსენეს სწორედ ახლა, მეტეხის ეკლესიაში ნიკო თავაძის შვილთაშვილის შვილების, ანას და ნიკოს ნათლობისას. ( შვილთაშვილმა შორენამ, თავის პატარას დიდი წინაპრის სახელი, ნიკო დაარქვა).

_რეალობისა და  მისტიკის იდუმალი თანმხვედრი  კანონზომიერება მგონია ის,  რომ თითქმის, საუკუნის წინ, მეტეხის ციხეში თავისუფლებისმოყვარე ქართველი ჭაბუკები და მათ შორის,  ნიკო თავაძე,  იტანჯებოდნენ. დღეს კი მეტეხის ეკლესიაში სახელოვანი წინაპრის სეხნია, პატარა ნიკო მოინათლა. ეს კი აძლიერებს რწმენას, რომ ჩვენი ერი, ჩვენი ქვეყანა იმდენად სიცოცხლისუნარიანია, რეალობაშიც   გააჩნია ფენიქსისებური იმპულსი, აღდგეს ფერფლისგანაც კი და ყოველგვარ ოკუპანტსა და ჯალალედინს ასგზის გადაურჩეს! 




 ახალი ამბები
  • "მეზობლები ვართ უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს": აფხაზეთიდან სამკურნალოდ ზუგდიდში მოდიანოკუპირებულ აფხაზეთში ახალი კორონავირუსის გავრცელების საშიშროებაზე ადგილობრივი მედია დიდი ხანია საუბრობს, თუმცა ე.წ. ოფიციალური სამთავრობო წარმომადგენლობა სიტუაციას სერიოზულად არ აღიქვამდა. მხოლოდ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მიიღო დე ფაქტო ხელისუფლებამ შესაბამისი ზომები. ამ დროისათვის რეგიონში ჩაკეტილია ე.წ. საზღვრები, გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა, ხოლო გალის რაიონში კომენდანტის საათია ამოქმედებული. ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი, სოციალურ გვერდზე წერდა, რომ იქაური ხელისუფლება ვითარებას შესაბამისად ვერ აფასებდა და ვირუსის შესაძლო გამავრცელებლად რუსეთიდან დაბრუნებულ მოქალაქეებს ასახელებდნენ. ოფიციალური ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, თუმცა სხვა სტატისტიკაზე საუბრობს ადგილობრივთა ნაწილი.“ომის შემდეგ დანგრეული საავადმყოფოების არც აღდგენა მომხდარა და არც ახალი აუშენებიათ. ძველი თაობის ექიმები უკვე თითქმის აღარ დარჩნენ. ახალი თაობიდან, ვისაც საშუალება ჰქონდა სამედიცინო განათლება მიეღოთ, რუსეთში წავიდნენ, მაგრამ უმრავლესობა აფხაზეთში არ დაბრუნებულა. თუ ვინმეს ჯანმრთელობის პრობლემა გვქონია ამ დროის განმავლობაში, ყველა საქართველოში გადავდიოდით. მკურნალობა უფრო იაფია და ზოგ შემთხვევაში უფასოც. ახლაც იგივე მოხდება. ყველა მიაწყდება ზუგდიდს. ოჩამჩირის და გალის რაიონის მოსახლეობა ზუგდიდში გადავა. ჩემი ნათესავებიც ცხოვრობენ სენაკში, დამირეკეს და შემომთავაზეს წასვლა. ალბათ წავალ, მაგრამ ჯერ დაველოდები სიტუაციას” – მარინა გ. აფხაზი პედაგოგი. რეგიონში არასათანადო სამედიცინო მომსახურეობაზე საუბრობს ოჩამჩირის ბროლის საწარმოს ყოფილი თანამშრომელი. ემზარ კ. წერს, რომ ჯერ კიდევ თებერვლის ბოლო რიცხვებში რეგიონში არაერთი შემთხვევა იცის, როდესაც ექიმები უცხო დაავადებას გრიპის ვირუსის ახალ ფორმად მიიჩნევდნენ და პაციენტი იზოლაციაში ჰყავდათ. მისი განმარტებით, ე.წ. ადგილობრივი ხელისუფლება ინფორმაციას კორონავირუსზე მალავს და, ამ დროის მდგომარეობით, არსებული სამედიცინო დაწესებულებები პაციენტებს ვერ იტევენ.“ჯერ გვითხრეს, რომ ვისაც გრიპის ნიშნები გვქონდა, სახლში უნდა დავრჩენილიყავით. მერე გამოაცხადეს, რომ სიმპტომების შემთხვევაში სამედიცინო დაწესებულებისთვის მიგვემართა. მივედით და გვითხრეს, ადგილები არ გვაქვსო. ვიცი, ნანახი მაქვს საავადმყოფო შიგნიდან, არც პალატებია, არც შესამაბისი ინვენტარი, მხოლოდ გარედან შეღებეს, შიგნით ისევ ისეთივე დანგრეულია. მქონდა შემთხვევა, როდესაც სახსარზე ოპერაცია დამჭირდა, აქ შესაბამისი ქირურგი არ გვყავდა და თბილისში წავედი. ოპერაცია და მკურნალობა უფასოდ ჩამიტარდა. ომის დროს არ ვიბრძოდი არც ერთ მხარეს, ფიზიკური მდგომარეობა ხელს არ მიწყობდა, ამიტომ არ მერჩიან აფხაზები. საქართველოშიც ჩვეულებრივად გადავდივარ. ახლაც ვაპირებ, რომ გადავიდე და დროებით რომელიმე ნათესავთან ვიცხოვრო. აქ საშიშია” – ემზარ კ. “მეზობლები ვართ და უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ აქ არ გვაქვს საავადმყოფო. არის კლინიკები და კარგი ექიმებიც არიან, მაგრამ შემთხვევები თუ გაიზარდა, ჩემი აზრით, არ იქნება საკმარისი, ამიტომ ჩვენც საქართველოში გადავალთ. ჩვენ ერთმანეთს არ ვეომებით. ჩვენგან მიაქვთ ბევრი პროდუქტი, ჩვენც მოგვაქვს ზუგდიდიდან რაღაცეები. შვილიშვილებს ზუგდიდში წავიყვან ნათესავებთან” – ირმა მ. გალის მკვიდრი. ... ...
  • მოქალაქეთა მონაცემების ჰაკერულ საიტზე განთავსების შესახებ ინფორმაციაზე ცესკო განცხადებას ავრცელებსჰაკერების მიერ 4,9 მილიონზე მეტი ამომრჩევლის პერსონალური მონაცემების გასაჯაროების თაობაზე, ცენტრალური საარჩევნო კომისია აცხადებს, რომ გამოქვეყნებული მონაცემები, რადიკალურად განსხვავდება საარჩევნო ადმინისტრაციის პორტალზე განთავსებული ამომრჩეველთა სიის მონაცემებისგან. როგორც ცესკო-ში განმარტავენ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის პორტალზე დაახლოებით 3,5 მილიონი ამომრჩევლის შესახებ არის ინფორმაცია მოცემული, რომელშიც არ შედის ინფორმაცია გარდაცვლილთა შესახებ. „ცესკო-ს, ამომრჩეველთა სიის ფორმირების მიზნებისთვის, არ გადმოეცემა და შესაბამისად, ამომრჩეველთა მონაცემების ბაზაში არც ფლობს ინფორმაციას ამომრჩევლის მამის სახელის, ტელეფონის ნომრისა თუ პირადობის მოწმობის ნომრის შესახებ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ვაცხადებთ, რომ ჰაკერულ საიტზე გამოქვენებული ინფორმაცია, რომელსაც ცესკო არ ამუშავებს და ამასთან, მონაცემთა ბაზა, როგორც მონაცემებით, ისე ფორმატით და ბაზის სტრუქტურით განსხვავდება საარჩევნო ადმინისტრაციის ხელთ არსებული ინფორმაციისგან. დამატებით აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპისთვის ცესკოში კიბერინციდენტი არ გამოვლენილა და ამასთან, გადამოწმებამ აჩვენა, რომ ჰაკერულ საიტზე განთავსებული პირადი ნომრები და მისამართები არ ემთხვევა ცესკო-ს ამომრჩეველთა ბაზის მონაცემებს. აღსანიშნავია, რომ საინფორმაციო ტექნოლოგიური უსაფრთხოების საკითხთან მიმართებაში ცესკო-მ სწორედ დღეს მიიღო განკარგულებით გადაწყვეტილება 1 489 611.86 აშშ დოლარის ღირებულების მხარდაჭერის მიღებაზე, რომელიც აშშ-ს მთავრობის დახმარების ფარგლებში, დონორი ორგანიზაციის აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მიერ განხორციელდება და რომელიც მიზნად ისახავს საარჩევნო ადმინისტრაციის საინფორმაციო ტექნოლოგიური და კიბერუსაფრთხოების მხარდაჭერას“,- აღნიშნულია ცესკო-ს მიერ გავრცელებულ ... ...
  • მიიღებენ თუ არა გურიაში, სამეგრელოს მსგავსად, მკაცრ ზომებსსაქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი დღითიდღე იზრდება. სამეგრელოში გამკაცრდა მოქმედი საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები, ბოლნისი და მარნეული კი დაიკეტა. საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გურიის გუბერნატორს, ზურაბ ნასარაიას მივმართეთ კითხვით_ ხომ არ არის მოსალოდნელი გურიაში, სამეგრელოს მსგავსად, მკაცრი ზომების მიღება? „გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტში კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებები ინტენსიურად მიმდინარეობს. ქალაქსა და სოფლებში მკაცრი კონტროლისათვის ხდება მოსახლეობის ინფორმირება და მოწოდება სახლში დარჩენის, დისტანციის დაცვისა და რეკომენდაციების გათვალისწინებისკენ. ბანკებთან, ბანკომატებთან და სავაჭრო ობიექტებთან ხალხმრავლობის თავიდან აცილებას და ვაჭრობისას მოქალაქეების დისტანცირების ორგანიზებას მოხალისეთა ჯგუფები ახდენენ. რაც შეეხება, ისეთივე ზომების მიღებას, რაც სამეგრელოში ხდება, აუცილებლობის შემთხვევაში ჩვენ მზად ვართ გავატაროთ შესაბამისი ღონისძიებები“,_ გვიპასუხა გუბერნატორმა. შეგახსენებთ, რომ სამეგრელოს რეგიონში ქვეყანაში მოქმედი საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში  დაწესებული შეზღუდვების აღსრულება გამკაცრდა. კერძოდ, დამატებით ბლოკ-პოსტები დგას რეგიონის, მუნიციპალიტეტების შესასვლელებში და გაძლიერებული საპოლიციო ძალები, ანუ ეკიპაჟები მკაცრად აკონტროლებენ საავტომობილო ... ...
  • "დარჩი სახლში"_ ლანჩხუთში მოსახლეობას ავტომობილებიდან აფრთხილებენლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ ავტომობილებიდან ხმოვანი აპარატურით მოუწოდებენ. აღნიშნული ღონისძიება კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად მოსახლეობის გაფრთხილებას ისახავს მიზნად. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მოსახლეობის გაფრთხილება  მანქანებიდან,  როგორც ქალაქის ტერიტორიაზე ასევე,  სოფლებში  ხდება. ... ...
  • რას ისახავს მიზნად ჩოხატაურის "მედალფასთან" განთავსებული კარავიჩოხატაურში, მედალფასთან კარავი განთავსდა, სადაც სამედიცინო ცენტრის დირექტორის, ანტონ ხუნდაძის თქმით, პაციენტთა პრეტრიაჟი მოხდება. „პაციენტი რომ შემოვა, ხარისხდება, ქირურგთან მიდის თუ თერაპევტთან და ეს ხდება მიმღებში. ამას ჰქვია პრეტრიაჟი. სანამ საავადმყოფოში შევა პაციენტი, მანამდე შევა აქ. მიზანია, რომ შემთხვევითი პირი, სიცხიანი და ვირუსზე საეჭვო, არ მოხვდეს შენობაში. ამიტომ პაციენტი ჯერ შევა ამ კარავში. ექიმთან გაივლის პირველად შემოწმებას, გამოიკითხება. თუ რამე საეჭვო ნიშნები იქნება ვირუსის მსგავსი, ამ შემთხვევაში დავაყოვნებთ, იქნება დროებითი იზოლატორი გარეთ, რომ არ მოხდეს თანამშრომლების და სხვა პაციენტების ინფიცირება“,_ გვითხრა ხუნდაძემ. მისი თქმით, რეფერალით  გადაყვანამდე 4-5 პაციენტის დაყოვნება იქნება შესაძლებელი. რაც შეეხება, ვირუსზე არასაეჭვო პირებს, ისინი კლინიკაში შესვლას პრეტრიაჟის გავლის შემდეგ სპეციალური საშვით შეძლებენ. ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...