ვინ იყო გურული ავიატორი, რომელიც ანტუან ეგზიუპერს იცნობდა

ისტორია

ვინ იყო გურული ავიატორი, რომელიც ანტუან ეგზიუპერს იცნობდა

3 დეკ. 2019, 19:56:45

“სანდრო კილაძე -  ქართული ავიაციის ერთ-ერთი დამაარსებელი, ალპინისტი და საკუთარი ქვეყნის პატრიოტი“ - ასე ახასიათებს ცნობილი ავიატორის შვილიშვილი გია ბაქრაძე თავის ბაბუას და თან ფეისბუქზე ისტორიულ ფოტოს აქვეყნებს,

სანდრო კილაძე წარმოშობით ლანჩხუთიდან იყო, ის სოფელ მამათში, მშობლიურ სოფელში ცხოვრობდა.

გალაკტიონი ჩიოდა _ რომანტიკოსები აღარ არიანო. ერთ რომანტიკოსზე მინდა მოგიყვეთ

ალექსანდრე (სანდრო) მრევლიშვილი, ქართველი რეჟისორი და დრამატურგი თავის ფეისბუქზე გარდაცვალებამდე ერთი წლის წინ წერდა.

“გალაკტიონი ჩიოდა- რომანტიკოსები აღარ არიანო. ერთ რომანტიკოსზე მინდა მოგიყვეთ _ ბიძაჩემზე, დედაჩემის უმცროს ძმაზე - სანდრო კილაძეზე.

ავიატორი გახლდათ. გასული საუკუნის 20-იან წლებში პარიზის ბერმოზას საავიაციო სკოლა დაამთავრა. იმ დროს რომანტიკოსები აიჭრნენ ცაში- საკმარისია ანტუან დე სენტ ეგზიუპერი გავიხსენოთ, და მათთან ერთად- სანდრო კილაძე. საქართველოში ჩამოვიდა. ულამაზესი ქალი - ლალია კონსიოტი შეირთო ცოლად. შვილი შეეძინათ, შემდეგში ცნობილი მუსიკათმცოდნე - ნანა კილაძე. სანდრომ უამრავი სიახლე შეიტანა ქართულ ავიაციაში - სვანეთში პირველი ჩაფრენა. პირველი გადაფრენა თბილისი- მოსკოვი და ა.შ. 37- დახვრიტეს. აქაო, და პარიზში რატომ სწავლობდიო, ჯაშუში ხარო და ა.შ.

მანამდე კი. . . 30-იანი წლების დასაწყისი. ზაფხული. ოჯახი კოჯორში ისვენებს. აგარაკზე არიან : ნატო ვაჩნაძე, პროფესორი თინა მრევლიშვილი, მეტყველების ოსტატი მალიკო მრევლიშვილი, კილაძეები.

პატარა ნანა კილაძის დაბადების დღეა. ბავშვები ნანა, მეორე ნანა (მალიკოსი) მზია მრევლიშვილი (თინასი) მდელოზე თამაშობენ. მალიკო ნატო ვაჩნაძეს ქართულ მეტყველებაში წვრთნის, შუადღეა.ისმის თვითმფრინავის ხმა. საყოველთაო ყურადღება ცისკენ. ლიალია კონსიოტის წამოსცდება -ეს ალბათ, ჩემი გიჟია! მთის კალთიდან თვითმფრინავი გამოყვინთავს და მდელოსკენ მოფრინავს.

დაბალ სიმაღლეზე პილოტი გამოყოფს ხელს კაბინიდან და მიესალმება ბავშვებს. კიდევ უფრო დაბლა დაეშვება და ზუსტად ბავშვებთან თოჯინას და ტკბილეულით სავსე პარკს ჩამოაგდებს ჰაერში წრეს შემოხაზავს და ისევ მთის კალთას ამოეფარება.
გალაკტიონი _ „ყველაფერს წაართვა ფერი ჩვენმა დამნაცრებელმა დრომ. მოკვდა რომანტიზმი..“..

სანდრო კილაძე ერთი წელი სწავლობდა იმ სკოლაში, სადაც სწავლობდა  ანტუან ეგზიუპერი

გია ბაქრაძე, სანდრო კილაძის შვილიშვილი: “ჩემი დიდი ბაბუა წარმოშობით  სოფელი მამათიდან იყო. საკმაოდ შეძლებულ ადამიანად ითვლებოდა. სწორედ მან გაუშვა სანდრო  პარიზში ბლერიოს საავიაციო აკადემიაში , მაგრამ ზუსტად, არ ვიცი, რამდენი ხნით. ვიცი ის, რომ სანდრო კილაძე ერთი წელი სწავლობდა იმ სკოლაში, სადაც სწავლობდა  ანტუან ეგზიუპერი. სწავლის დასრულების შემდეგ ბაბუაჩემი  ჩამოვიდა თბილისში, მოიყვანა ცოლი. ბებიას ერქვა ელენე კონსიოტი, ვასილის კონსიოტის და მარიამ თარხან მოურავის ქალიშვილი. დედაჩემი კი დაიბადა 1932 წელს.

ბაბუა იყო პირველი ავიატორი, რომელიც საბჭოთა საქათველოს დროს საავიაციო საქმიანობას ეწეოდა. მან შექმნა პირველი საავიაციო პარკი 1930-იან წლებში, მაშინდელ კომუნისტში წერდა ამის შესახებ სანდრო მრევლიშვილი. სანდრო კილაძე სტალინის მმართველობის დროს ჩავიდა მოსკოვში. მათ შორის მოხდა საუბარი, რომ საქართველოში სტალინს გამოეყო თვითმფრინავები, რაზეც მომხდარა შეთანხმება და რამდენიმე თვითმფრინავი გადმოეცა თბილისს.

მან ღია თვითმფრინავით შუა ზამთარში გადმოუფრინა კავკასიონს, მოსკოვიდან თბილისამდე შეფერხების გარეშე ჩამოვიდა დანიშნულების ადგილამდე. ეს მაშინ იყო გმირობის ტოლფასი და ამაზეც დიდი გამოხმაურება იყო პრესაში.

ასევე ბაბუაჩემმა ააშენა აეროპორტი მესტიაში. ოღონდ, არ ვიცი, ეს ის ადგილია, სადაც ახლა აეროპორტია. თუ სხვა. ცნობილი ფაქტი იყო, როდესაც ის ზუგდიდიდან მესტიაში ფეხით ავიდა. იქ მონიშნა ადგილი, სადაც მომავალი საფრენი ბილიკი იქნებოდა. ეს ამბავი გაიგო სვანეთის მცხოვრებლებმა და არ მოეწონათ ეს იდეა. სადაც აეროპორტი უნდა აშენებულიყო, ის ადგილი დატბორეს. ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობდა ბაბუაჩემი და ზუგდიდიდან ვერტმფრენით გაეშურა სვანეთისკენ, მაგრამ დასაშვები ადგილი დატბორილი იყო. დიდი ამბების შემდეგ, როგორც იქნა კლდის პირას დაეშვა მშვიდად. ისე ადგილას დასვა, რომ იქედან აფრენა შეუძლებელი იყო. მაგრამ, უცებ მოუწია დაბრუნება, რადგან სვანეთში მყოფნი რუსი ინჟინერი გამხდარა ცუდად. მოუკიდებია ეს ინჟინერი ზურგზე ბაბუაჩემს და მოუხერხებია ვერტმფრენით ზუგდიდში ჩაყვანა. ძალიან მამაცი ადამიანი იყო და არაფერს არ უშინდებოდა. სხვათაშორის, სანდრო მრევლიშვილს ბაბუაჩემის საპატივცემულოდ დაარქვეს სახელი. მისთვის ბაბუაჩემი იყო იდეალი და საამაყო ადამიანი.

ერთხელ თვითმფრინავი ჩამოვარდა და სასწაულად გადაურჩა სიკვდილს ბაბუაჩემი, მაგრამ ვერ გადაურჩა 1937 წელს. არაფრის გამო დაისაჯა, მაგრამ იმ წლებში ასე გამოესალმა სიცოცხლეს ბევრი ადამიანი. 1937 წლიდან ქრება სანდრო კილაძეზე ყველა ინფორმაცია და სამწუხაროდ, ბევრი ინფორმაცია არ არის შემორჩენილი.




 ახალი ამბები
  • ავარია ნასაკირალზე _ ოზურგეთი-ჩოხატაურის გზაზე მოძრაობა შეზღუდულიაროგორც "გურია ნიუსს" ატყობინებენ, ამ წუთებში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ოზურგეთი-ჩოხატაურის ცენტრალური გზის ნასაკირალის მონაკვეთზე. ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და ფორდტრანზიტი შეეჯახა. მსუბუქად დაშავებდა ერთი ადამიანი. როგორც გვითხრეს გზაზე გადაადგილება შეზღუდულია. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება დაწყებულია 276-ე მუხლის მეორე ... ...
  • ქურდობა ოზურგეთის ერთ-ერთ მარკეტშიდღეს, ოზურგეთში, ერთ-ერთ მარკეტში ქურდობა მოხდა.  ფაქტის მხილველთა  თქმით, პირმა გაიტაცა ალკოჰოლური სასმელები.  მომხდარ ქურდობის  ფაქტზე, შსს ასეთ კომენტარს აკეთებს: „მარკეტიდან პირმა გაიტაცა კონიაკი.  საქმე აღძრულია სისხლის სამართლის 177-ე მუხლით, ქურდობის ფაქტზე“, _ გვითხრეს შსს ... ...
  • გიორგი სიორიძე: ამომრჩევლის დაბალი აქტივობა მხოლოდ „ოცნებას“ აძლევს ხელსამომრჩევლის დაბალი აქტივობა მხოლოდ „ოცნებას“ აძლევს ხელს მოვუწოდებ „ლელოს“ მხარდამჭერებს სიფრთხილისა და აქტიურობისკენ, _ ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ გურიის მაჟორიტარმა კანდიდატმა გიორგი სიორიძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, არჩევნებამდე 10 დღეზე ოდნავ მეტი ხნით ადრე იქმნება ვითარება, როცა კორონავირუსის პანდემიის შედეგად საარჩევნო პროცესს იძულებით ისედაც გამოაკლდება ათეულობით ათასი ამომრჩეველი. „ჩვენს თვალწინ ვითარდება შემაშფოთებელი პროცესი, როცა კორონავირუსის პანდემია ახალი ძალით უტევს საზოგადოების ჯანმრთელობასა და ქვეყნის ეკონომიკას. ფაქტია, მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარება, რაც ბოლო ერთი თვის განმავლობაში განსაკუთრებით გართულდა, ნეგატიურად აისახება 31 ოქტომბრის უმნიშვნელოვანესი არჩევნების მიმდინარეობაზეც. ფაქტია ისიც, რომ „ოცნების“ ნაქებმა პანდემიურმა კრიზისმენეჯმენტმა ჩაილურის წყალი დალია და დღეს ვდგავართ იმ რეალობის წინაშე, როცა ამომრჩეველთა სოლიდური ნაწილი ინფიცირებისა თუ კარანტინში და თვითიზოლაციაში ყოფნის გამო მონაწილეობას ფიზიკურად ვერ მიიღებს არჩევნებში. ბუნებრივია, არსებობს მოსახლეობის ასევე სოლიდური ნაწილიც, რომელიც დაინფიცირების რისკის გამო უბრალოდ თავს აარიდებს საარჩევნო უბანზე მისვლას. ასეთი ვითარება და შედეგად არჩევნების დღეს  მოქალაქეთა მხრიდან დაბალი აქტივობის დაფიქსირება ერთადერთ პოლიტიკურ ძალას აძლევს ხელს და ეს ძალა მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა“. ჩვენ ნათლად ვხედავთ, რომ ხელისუფლება ძალაუფლების შესანარაჩუნებლად მიდის ყველაფერზე. ცხადია, ის ბოლომდე და უკანონოდ გამოიყენებს ადმინისტრაციულ რესურსს და შესაძლოა, ვირუსით დაინფიცირების დიდი რისკის ქვეშაც კი ძალდატანებით აიძულოს მისი მომხრეები, რომ მივიდნენ უბნებზე, ხმა მისცენ და ამის შესახებ სხვადასხვა ფორმით შემდგომ „უპატაკონ“ კოორდინატორსა თუ უფრო მაღალი იერარქიის პარტიულ ბოსებს. ერთადერთი საშუალება, რომ არ მივცეთ „ოცნებას“ არჩევნების დღეს კოვიდის შიშით მანიპულირების საშუალება და ამით შედეგებზე არსებითი გავლენის მოხდენა და პრაქტიკულად არჩევნების გაყალბება, არის ის, რომ მაქსიმალური სიფრთხილითა და  რეგულაციების ზედმიწევნით დაცვით მივიდეთ საარჩევნო ურნასთან და ხმა მივცეთ ორპოლუსიანი პოლიტიკის ორივე მეტასტაზის დასრულებას. ანუ, ავირჩიოთ წარმატებული პროფესიონალების გუნდი. ავირჩიოთ ახალი ძალა, ახალი იმედი. ავირჩიოთ „ლელო საქართველოსთვის“, - განაცხადა გიორგი სიორიძემ. მისი თქმით, არჩევნებამდე დარჩენილი პერიოდს „ლელო“ მაქსიმალურად გამოიყენებს მთელ საქართველოში სააგიტაციოდ. „მე გურიაში, მაჟორიტარობის სხვა კანდიდატები თავიანთ ოლქებში, პარტიის სხვა წევრები სრულიად საქართველოში არჩევებამდე დარჩენილ პერიოდს გამოვიყენებთ მაქსიმალურად, რათა ჩვენს ამომრჩეველს კიდევ ერთხელ ავუხსნათ, თუ რატომ უნდა ენდონ „ლელოსა“ და მის მაჟორიტარებს. მე დარწმუნებული ვარ, ამომრჩეველი „ლელოს“ „მარშალის გეგმაში“ კარგად ხედავს საქართველოს ჩიხიდან გამოსვლისა და განვითარების კონკრეტულ, რეალურ პროგრამას, რომელიც გააზრებულია პრაქტიკულად ყველა სასიცოცხლო მიმართულების მიხედვით. დ დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ საქართველოს ამომრჩეველი „ლელოს“ ფართოდ გაუღებს კარს ქართულ პოლიტიკაში. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ პოლიტიკურად ყოველთვის აქტიური გურიის ამომრჩეველი არც ამჯერად დარჩება მოვლენების მიღმა, არ შეუშინდება მძიმე პანდემიურ ფონს და მაქსიმალური სიფრთხილითა და რეგულაციების ზედმიწევნით დაცვით თავის გადამწყვეტ სიტყვას იტყვის „ოცნების“ ოპოზიციაში გაშვებისა და „ლელოს“ ხელისუფლებაში მოსვლის საქმეში. ყველას მოგიწოდებთ, 31 ოქტომბერს ვიყოთ ფრთხილები, ამასთანავე  ძალიან აქტიურები  და შევასრულოთ ჩვენი სამოქალაქო ვალდებულება, - მივიდეთ არჩევნებზე“, - აღნიშნა ბრიფინგზე გიორგი სიორიძემ.   ... ...
  • ჩოხატაურის მერიაში მუშაობა შეუფერხებლად გრძელდებაჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. “გურია ნიუსის“  წყაროს ინფორმაციით, სწორედ ამიტომ, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი და მერიის თანამშრომლები თვითიზოლაციაში გადავიდნენ. ამ ინფორმაციის გადამოწმების გარდა, “გურია ნიუსი“ დაინტერესდა, თუ რა რეჟიმით აგრძელებს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერია მუშაობას.  _ არ ვიმყოფები თვითიზოლაციაში, რადგან საფინანსო სამსახურის უფროსთან, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, იმ დღეებში კონტაქტი არ მქონია. მერია აგრძელებს ფუნქციონირებას, ნაწილი თანამშრომლებისა, პირველ რიგში, საფინანსო სამსახური, გადასულია დისტანციურ რეჟიმზე. საფინანსო სამსახურის უფროსიც დისტანციურად მუშაობს კლინიკიდან, რისთვისაც განსაკუთრებულ მადლობას იმსახურებს,“ _ გვითხრა მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ... ...
  • "ქართული ოცნების" ლანჩხუთის საარჩევნო შტაბი განცხადებას ავრცელებს"ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბი საჯარო განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ ვირუსთან დაკავშირებით, შტაბის წევრებზე, ჩატარებული ტესტირების ყველა პასუხი უარყოფითია. "გაცნობებთ, რომ ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ლანჩხუთის საარჩევნო შტაბის ყველა წევრმა გუშინ გაიკეთა ტესტირება კოვიდ 19-ზე. საბედნიეროდ, პასუხი უარყოფითია. შტაბის წევრებს ყველა 48 საათში ჩაუტარდება ტესტი, რომ რაიმე არ გამოგვეპაროს და ვიყოთ მაქსიმალურად დაცულები. შტაბის მუშაობას ხელი არ შეეშლება, რადგან ყველა სავალდებულო რეგულაცია ზედმიწევნით იყო და არის დაცული. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, გუშინ შტაბის ყველა წევრის ტესტის პასუხი უარყოფითია!!!" - წერია "ოცნების" ადგილობრივი ორგანიზაციის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში. ცნობისთვის, ლანჩხუთის მერს, ალექსანდრე სარიშვილს კოვიდინფექცია გასულ შაბათს დაუდასტურდა და იგი მკურნალობას საკუთარ სახლში ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...