ჰერბიციდები _საიმედო პარტნიორი

კარმიდამო ჩემი

ჰერბიციდები _საიმედო პარტნიორი

1 იან. 1970, 04:00:00
სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობის ამაღლების საქმეში, სარეველებთან ბრძოლას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. მავნე მცენარეულ ორგანიზმებიდან სწორედ ისინი არიან ყველაზე დიდი ზიანის მომტანი კულტურული მცენარეებისთვის. სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობის საშუალო ყოველწლიურ დანარკაგებში მათი წილი შემდეგია: მარცვლოვნებში _ 10,6%, ბოსტნეულში _ 10 %, ხეხილში _ 22%, ვაზში _ 7, 25%, კარტოფილში _ 6,5%. ვფიქრობთ, საყურადღებო სტატისტიკაა.

ეს არც უნდა იყოს მოულოდნელი, თუკი გავათვითცნობიერებთ სარეველების უარყოფითი ზემოქმედების მთელ სპექტრს: ისინი კონკურენციას უწევენ კულტურულ მცენარეებს სასიცოცხლო რესურსების გამოყენებაში _ ნიადაგიდან გამოაქვთ საკვები ნივთიერებები და ტენი, ჩრდილავენ მათ, აბინძურებენ პროდუქციას, წარმოადგენენ მრავალი დაავადების წყაროს და მავნებელთა თავშესაფარს, ამცირებენ ნიადაგის ნაყოფიერებას და ა.შ.

სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიებში მაქსიმალურადაა გამოყენებული ის რესურსი, რომელსაც სარეველების არსებობისას კარგავს მცენარე. ამიტომ, სულ უფრო მეტი ყურადღება ექცევა სარეველების საწინააღმდეგო საშუალებების _ ჰერბიციდების გაუმჯობესებასა და პრაქტიკაში დანერგვას.

ჰერბიციდების კლასიფიკაცია ხდება სხვადასხვა ნიშნის მიხედვით.

მცენარეზე ზემოქმედების თვალსაზრისით ჰერბიციდები იყოფიან ორ ჯგუფად: ტოტალური _ რომლებიც ანადგურებენ განურჩევლად ყველა სახეობის მცენარეს და სელექციური (ანუ ამორჩევითი) მოქმედების, რომლებიც ფიტოტოქსიკურად მოქმედებენ მცენარეთა სახეობების ნაწილზე, კულტურულ მცენარეზე კი გავლენას არ ახდენენ. მაგალითად, კლინი _ სპობს ყველა მცენარეს, მათ შორის კულტურულსაც; ტიტუსი _ გამოიყენება მხოლოდ სიმინდის ნათესებში (ე.ი. არ აზიანებს სიმინდს); გეზაგარდი _ გამოიყენება კარტოფილის, სოიოს, სტაფილოს, ნიახურის, ოხრახუშის, ბარდის, მზესუმზირისა და სიმინდის შერეულ ნათესებში და ა.შ.

თვით სელექციური ჰერბიციდები იყოფიან ვიწრო და ფართო სელექციურობის ჯგუფებად იმის მიხედვით, თუ სარეველათა რამდენ სახეობაზე მოქმედებენ დამღუპველად. მაგალითად, ფუზილადი _ სპობს მხოლოდ მარცვლოვანი სარეველების ფართო სპექტრს მათი ზრდის ყველა ფაზაში; ბაზაგრანი _ ანადგურებს ერთწლიან ორლებნიან სარეველებს და ა.შ.

სარეველების მგრძნობიარობა ამ თუ იმ ჰერბიციდის მიმართ განსხვავებულია _ მაღალი, საშუალო და სუსტად მგრძნობიარე. ე.ი. სხვადასხვაა ერთი და იგივე ჰერბიციდების ზემოქმედების ხარისხის სარეველების სახეობაზე.

როცა ბაღებში სარეველების ჯიშობრივი შემადგენლობა ფართოა, ცალკეულ ჰერბიციდების "სისუსტეების" კომპენსაციისა და ზემოქმედების სპექტრის გაზრდის მიზნით, საჭირო ხდება ერთ სამუშაო ნაზავში რამდენიმე ჰერბიციდის კომბინირება. აქვე დავძენთ, რომ ჰერბიციდებთან შესაძლებელია, აგრეთვე, სასუქების, ინსექტიციდებისა და ფუნგიციდების კომბინირება, რაც შრომით და მატერიალური დანახარჯების მნიშვნელოვან ეკონომიას იძლევა.

ჰერბიციდები განსხვავდებიან გამოყენების ვადების მიხედვით _ თესვამდე და რგვამდე; თესვისა და რგვის პერიოდში; აღმოცენებამდე და აღმოცენების შემდგომი გამოყენების. მაგალითად, გეზაგარდი გამოიყენება კულტურის აღმოცენებამდე; ლენტემული კი მხოლოდ აღმოცენების შემდეგ უნდა შესხურდეს.

არის განსაკუთრებით მოქნილი ჰერბიციდები, რომლებიც გამოყენების ვადების ფართო დიაპაზონით გამოირჩევიან (თესვამდე, თესვის დროს და აღმოცენებამდე ნებისმიერ დროს) და ამით უზრუნველყოფენ ფართო ტექნოლოგიურ "ფანჯარას".

ამ შემთხვევაში ფერმერს ეძლევა მეტი თავისუფლება შეწამვლების ორგანიზებაში, რაც განსაკუთრებით ფასეულია ხელისშემშლელი ფაქტორების არსებობისას (უამინდობა, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის უწესივრობა, მუშახელის დეფიციტი და ა.შ.)

თანამედროვე ჰერბიციდები, რომლებიც გამოიყენებიან კულტურის აღმოცენებამდე, გამოირჩევიან აქტიურობის ვადის ხანგრძლივობით. იგი ხშირად 11-12 კვირას გრძელდება. რაც ხელს უშლის სარეველების მეორე ტალღის გაჩენას. მას ნათესები უკვე საკმაოდ მოძლიერებული ხვდებიან და სარეველებსაც უჭირთ მათთვის ზიანის მიყენება.

სარეველების ადრეული განადგურება უზრუნველყოფს იმას, რომ მხოლოდ კულტურული მცენარეები მიიღებენ საკვებ ნივთიერებებს, წყალსა და სინათლეს შეუფერხებელი განვითარებისთვის.

თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიებში ჰერბიციდების მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს შორის ერთ-ერთი მთავარია მათი სწრაფად დაშლის უნარი. პრეპარატი მთლიანად უნდა დაიშალოს ერთი სავეგეტაციო პერიოდის, სეზონის განმავლობაში, რათა არ შეიზღუდოს თესლბრუნვაში ძირითადი კულტურის შემდეგ რომელიმე სხვა კულტურის ჩართვა. ყველას ახსოვს ჩვენში პოპულარული სიმინდის ჰერბიციდი სიმაზინი, აქტიურობას ორ და მეტ წელს ინარჩუნებდა, რაც გამორიცხავდა თესლბრუნვის წარმოებასა და მიწის რაციონალურ გამოყენებას.

ჰერბიციდებიდან ბევრს არ აქვს რეზისტენტობის (გამძლეობის) წარმოქმნის საშიშროება.

თანამედროვე ჰერბიციდები გამოირჩევიან ეკოლოგიური უსაფრთხოების მიხედვითაც _ ხარჯვის ნორმების რეგლამენტაციის დაცვის პირობებში გარემოზე უარყოფითი დატვირთვა მინიმალურია.

იყო პერიოდი, როცა ჩვენში ჰერბიციდების გამოყენების ბუმი იდგა. ზემოთ სიმაზინი ვახსენეთ _ თვალშისაცემი იყო ფერმერების მიერ მისი არაკვალიფიციური და არანორმირებული გამოყენება. საბედნიეროდ, სიმაზინისა და მისი თაობის პრეპარატების წარმოება წარსულს ჩაბარდა, მაგრამ იმ პერიოდის მემკვიდრეობა თავს იჩენს ჩვენში _ მაგალითად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სიმინდის ნათესებში დღესაც მასიურად გამოიყენებენ ჰერბიციდ "პროტრაზინს", რომელიც სსრკ-ს დროინდელი შხამქიმიკატების სამარხებიდან არის ამოღებული. მისი სიძველის გამო, მესიმინდეებს დოზების მრავალჯერადი გაზრდაც კი უხდებათ, რაც სავალალო შედეგის მომტანი იქნება ადამიანისა და გარემოსათვის. ამას გარდა, საქართველოში შესაბამისი წესების დაცვით არარეგისტრირებული პრეპარატების რეალიზაცია კანონით აკრძალულია და კომპეტენტური სახელმწიფო სამსახურების მკაცრ და სასწრაფო ჩარევას მოითხოვს.

ჰერბიციდები განსხვავდებიან მოქმედების მექანიზმის მიხედვითაც: კონტაქტური და და სისტემური. კონტაქტური ჰერბიციდები მოქმედებენ რა მცენარეზე უშუალო კონტაქტის გზით, აზიანებენ მცენარის მხოლოდ იმ ნაწილს, რომელსაც პრეპარატი ხვდება. მაშინ, როცა სისტემური ჰერბიციდები, ფოთოლსა და ღეროზე მოხვედრისას, სწრაფად გადაადგილდებიან მცენარის მთელ ორგანიზმში და მის დაღუპვას იწვევენ. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით ეფექტურია იმ სარეველების წინააღმდეგ, რომელთაც მძლავრი ფესვთა სისტემა გააჩნიათ. თანამედროვე ჰერბიციდების უმრავლესობა სისტემური გამოყენებისაა.

მცენარეში შეჭრის პროცესი დამოკიდებულია ზრდისა და განვითარების ფაზაზე და გარემო პირობებზე. კერძოდ, ნიადაგის სინესტესა და ტემპერატურაზე. როცა ესენი არსებობენ, მაშინ ჰერბიციდს ადვილად იწოვს ნიადაგი და არ საჭიროებს დამატებით ჩაკეთებას, რაც აუცილებელია მშრალი კლიმატის პირობებში.

აღმოცენებამდე გამოყენებული ჰერბიციდების მოქმედების ეფექტიანობა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ნიადაგის დამუშავების ხარისხზე. კარგი დამუშავებული, თანაბარი ნიადაგის შემთხვევაში იქმნება უწყვეტი საჰერბიციდო ფენა.

ჰერბიციდის გამოყენებას უნდა ვერიდოთ მაშინ, როცა მცენარე სტრესულ მდგომარეობაშია (გვალვა, დაბალი ტემპერატურა, პესტიციდებითა და სასუქებით მცენარის დაზიანება, მაღალი ტენიანობა და ა.შ.) _ სიცივისა და მაღალი ტენის პირობებში შეღწევა ჭირს ფოთლიდან, გვალვისას კი _ ფესვიდან.

პრეპარატების ხარჯვის ნორმა სხვადასხვაა და იგი დამოკიდებულია ნიადაგის მექანიკურ შემადგენლობაზე, მასში ჰუმუსის შემცველობაზე, სარეველების სახეობრივ შემადგენლობაზე, პოტენციურ დასარევლიანებაზე და სარეველების ასაკზე (ადრეულ ფაზაში მეტად მგრძნობიარენი არიან).

თუ შესაწამლი აგრეგატი დარეგულირებული და გარემო პირობები დამუშავებისათვის ხელსაყრელია (სითბო, მშრალი ფოთლები, ნიადაგი მსუბუქი და ნესტიანი, უქარობა, სარეველების ჯიშობრივი სპექტრი არ არის ფართო), შეიძლება ჰერბიციდების დაბალი დოზით გამოყენება. სხვა შემთხვევაში დოზა იზრდება.

როგორც ხედავთ, სასურველი შედეგების მისაღწევად, ჰერბიციდების გამოყენებისას მრავალი ფაქტორია გასათვალისწინებელი. რჩევაც მხოლოდ გამოცდილი სპეციალისტისაგან უნდა მივიღოთ.

ჩვენში, მიწების კონსოლიდაციის, სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის პარალელურად, ჰერბიციდები ჯეროვან ადგილს დაიკავებენ სამეურნეო-საშუალებების არსენალში და მაღალ ეკონომიკურ ეფექტსაც მოგვცემენ.




 ახალი ამბები
  • ბრიფინგი „ევროპული საქართველოს“ ლანჩხუთის ოფისშილანჩხუთში „ევროპული საქართველოს“ ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელობამ ბრიფინგი გამართა და მედიას პარტიის ახალი სახე წარუდგინა. „ჩვენს ადგილობრივ ორგანიზაციას შემოემატა ახალგაზრდა, განათლებული, ორი შვილი დედა ქალბატონი ხატია კესარელი, რომელიც დღეს მუშაობს შრომისუბნის საბავშვო ბაღის მასწავლებლის თანაშემწის პოზიციაზე. გარდა იმისა, რომ ქალბატონი ხატიას შემოსვლა ეფექტური და სასარგებლოა ჩვენი ორგანიზაციისთვის, ასევე აღსანიშნავია, რომ მისი ეს ნაბიჯი, ფაქტობრივად, გმირობის ტოლფასია. მივმართავ ყველა ლანჩხუთელს, ნუ შეეშინდებათ თავიანთი პოზიციის დაფიქსირება და პირობას ვაძლევთ, რომ მათი უფლებები დაცული იქნება", _ აღნიშნა ლანჩხუთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ირაკლი მარშანიშვილმა. ბრიფინგს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ლადო ჩხაიძეც ესწრებოდა, რომელიც „ევროპულ საქართველოსთან“ ერთად აქტიურადაა ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში. როგორც ბრიფინგის მთავარმა გმირმა, ხატია კესარელმა თქვა, მისი ეს ნაბიჯი არ არის სპონტანური და დიდი ფიქრის შედეგად, სწორედ ამ ორგანიზაციის რიგებში წარმოუდგენია საკუთარი თავი: „მივიღე გადაწყვეტილება ჩავერთო აქტიურ პოლიტიკაში და ჩემი თავი დავუკავშირე ევროპული საქართველოს ლანჩხუთის ორგანიზაციას. ეს ნაბიჯი არ არის სპონტანური. დიდი ხნის ფიქრის შემდეგ სწორედ აღნიშნულ ორგანიზაციაში წარმომიდგენია ჩემი თავი, ვინაიდან ევროპული საქართველო არის არა ერთი რომელიმე კონკრეტული ლიდერის პარტია, არამედ ლიდერების პარტია სწორი ... ...
  • „ქართულ ოცნებას“ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ არანაირი კოალიციის შექმნის საჭიროება არ იყოსპარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ არის ერთადერთი ძალა საქართველოში, რომელსაც აქვს იმის შესაძლებლობა, რომ არჩევნები ძალიან მაღალი შედეგით დაასრულოს, ისე რომ არანაირი კოალიციის შექმნის საჭიროება არ იყოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტიის გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განუცხადა,. მან კომენტარი მიხეილ სააკაშვილის მორიგ განცხადებაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კოალიციური მთავრობის შექმნის არ სჯერა. „ზოგადად, მაგაში ვეთანხმები, არც მე მჯერა კოალიციური მთავრობის და ამის აუცილებლობა არ არის ნამდვილად. პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ არის ერთადერთი ძალა საქართველოში, რომელსაც აქვს იმის შესაძლებლობა, რომ არჩევნები ძალიან მაღალი შედეგით დაასრულოს, ისე რომ არანაირი კოალიციის შექმნის საჭიოროება არ იყოს“, - აღნიშნა კალაძემ. მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ მთავარ კონკურენტად „ნაციონალური მოძრაობას“ არ განიხილავს. „ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ „ნაციონალური მოძრაობაა“ მთავარი კონკურენტი დღეს. ქვეყანაში ბევრი პოლიტიკური პარტიაა, ბევრი ადამიანია, რომელსაც აქვს განსხვავებული შეხედულებები და ეს პოლიტიკური პლურალიზმი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის მხოლო და მხოლოდ წინგადადგმული მაბიჯია. დანარჩენი ხალხსა და საზოგადოებაზეა დამოკიდებული, თუ რამდენი პოლიტიკური პარტია, კონკრეტულად ვინ შევა 2020 წლის პარლამენტში“, - განაცხადა კალაძემ. ... ...
  • არჩილ თალაკვაძე: მიხეილ სააკაშვილის მთავარი კონკურენტი არის მისი წარსული„მიხეილ სააკაშვილის მთავარი კონკურენტი არის მისი წარსული, დღეს თვითონ ოპოზიცია ფიქრობს, რომ ის არის ოპოზიციის ბორბალში ჯოხივით და სწორედ ამიტომ არის, რომ თავის კოლეგებს  შორის, თანაგუნდელებს შორის, დიდ აგრესიას და კრიტიკას იმსახურებს", - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას.  „ჩვენი საქმე ეს არ არის. ჩვენ არ გვაქვს ახლა დრო მიხეილ სააკაშვილზე ვიფიქროთ და მასზე ვისაუბროთ, ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი საქმე, მომავალი და ის ურთიერთობა და ნდობა, რომელიც ჩვენ გვაქვს საზოგადოებასთან",- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.  (R)   ... ...
  • ,,სტრატეგია აღმაშენებელი"-გიორგი ვაშაძემ დღეს იმერეთში ოფისები გახსნაგიორგი ვაშაძემ დღეს წყალტუბოში, ხონში, სამტრედიასა და ვანში სტრატეგია აღმაშენებელის" ოფისები გახსნა. შეხვდა ადგილობრივ მოსახლეობას და მათ ,, სტრატეგია აღმაშენებელის" საარჩევნო პროგრამა გააცნო. პოლიტიკურ გაერთიანებას ოპოზიციური ინტერესებიდან გამომდინარე 2020 წლის საპარლამენტო არ ჰყავს მაჟორიტარი კანდიდატები. ,, ჩვენთვის მთავარი არის დავძლიოთ სიღარიბე და უმუშევრობა. სწორედ ,,სტრატეგია აღმაშენებელს" აქვს დეტალურად გაწერილი გეგმა, როგორ უნდა შევქმნათ 300 000 სამუშაო ადგილი, გავანახევროთ სესხის პროცენტი და მინიმუმ, 50 პროცენტით შემცირდეს წამლის ფასი."-განაცხადა სამტრედიაში ოფისის გახსნის დროს,,გურია ნიუსთან" კომენტარში გიორგი ... ...
  • ერთი დეპუტატის ორი ნომერი საარჩევნო სიაშიცესკომ 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის, მუნიციპალიტეტის მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა. საბოლოოდ, საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით რეგისტრირებულია 58 პარტია და 2 საარჩევნო ბლოკი. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, სიის მეოთხე და 29-ე ნომრებს დავით ჭიჭინაძის პარტია „ტრიბუნა“ იკავებს. დავით ჭიჭინაძემ ჩვენთან საუბრისას განმარტა, რომ მომხდარი ტექნიკურმა ხარვეზმა გამოიწვია. „თავის დროზე, რომ ამბობდნენ ხელმოწერების მოგროვებაა საჭიროო, ვაგროვეთ ხელმოწერები და ჩავაბარეთ. მერე აღმოჩნდა რომ კვალიფიციურებს არ სჭიდებოდათ ხელმოწერა, მაგრამ დარჩა ის. მე არ ვარ 29-ე ნომრად წარმოდგენილი პარტიის თავმჯდომარე. ტექნიკური ხარვეზია, რომელიც ალბათ ჩაიხსნება. ადგილობრივი მერის არჩევნები რომ ტარდება ქუთაისში, იქ გვყავს ჩვენ კანდიდატი და იმას მიენიჭა 4 ნომერი და შესაბამისად, ჩვენ კანდიდატებს სხვადასხვა ნომერი ვერ ექნებოდათ“,_ ამბობს ჭიჭინაძე. ცესკოში ამბობენ, რომ ორივე პარტია წესების სრული დაცვით არის რეგისტრირებული და ცვლილების გახორციელების სურვილის შემთხვევაში,  პარტიამ თავად უნდა მიმართოს ცესკოს. „ორივე პარტია არის ყველა ნორმის დაცვით რეგისტრირებული. თუ რაიმე ცვლილება სურთ, უნდა მოგვმართოს ან ერთმა პარტიამ ან მეორემ“,_ ამბობენ ცესკოში. შესაძლებელია თუ არა ერთი პირი ორი პოლიტიკური პარტიით იყოს რეგისტრირებული საარჩევნო  სიაში, _ ამ საკითხის გასარკვევად საიას დავუკავშირდით. როგორც ორგანიზაციის ანალიტიკოსმა საარჩევნო საკითხებში, მარიამ ლაცაბიძემ გვითხრა, ამის უფლებას კანონი არ იძლევა და მოცემულ შემთხვევაში საქმე სავარაუდოდ გაურკვევლობას ან ტექნიკურ ხარვეზს ეხება. „ერთ პირს არ აქვს უფლება რომ ორი სხვადასხვა პარტიის წევრი იყოს. რადგან ორი სხვადასხვა ნომერია ორი სხვადასხვა პარტია იგულისხმება. დავით ჭიჭინაძე ორ პარტიაში ვერ იქნება. გარდა ამისა, ერთი პარტიის ოფიციალური სახელწოდება არ უნდა ემთხვეოდეს სხვა პარტიის სახელწოდებას. შესაბამისად ან ორ სხვადასხვა პარტიაზე ვსაუბრობთ ან შეუძლებელია, რომ ერთი პირს ორი პარტია ჰქონდეს დაფუძნებული, ეს კანონმდებლობით აკრძალულია, სავარაუდოდ ტექნიკური ხარვეზია. ცესკომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება“,_ ამბობს მარიამ ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...