სიახლის თანმხლებ პრობლემას საგარანტიო სესხი დაძლევს

კარმიდამო ჩემი

სიახლის თანმხლებ პრობლემას საგარანტიო სესხი დაძლევს

1970 იან 1 04:00:00
და აფრიკის ღარიბი ქვეყნების ჯგუფში აღმოჩნდა. ასეთი მდგომარეობა საგანგაშო უნდა იყოს ქვეყნისთვის, რომელსაც 10-12 მილიონი ადამიანის გამოკვების ბიორესურსი გააჩნია.

გურიის მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფის ანალიზიდან გამომდინარე, ბოლო წლებში ჩატარებულმა გამოკვლევებმა დაგვანახა, რომ გურიის მხარის მოსახლეობის ფულადი შემოსავლები და ტემპი რეგიონებს შორის ყველაზე დაბალია. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ადგილობრივი წარმოების დონე მნიშვნელოვნად ჩამორჩება სასურველს და ამის მიზეზები არა ბუნებაში, არამედ ეკონომიკასა და პოლიტიკაში უნდა ვეძებოთ. სასურსათო რესურსების გამოყენებისთვის დიდ რეზერვს წარმოადგენს რამდენიმე ათას ჰექტარზე მეტი დაუმუშავებელი და ეწერი მიწები, გამოუყენებელია მინერალური წყლების რესურსები, თერმული წყლების, ქარისა და მზის რესურსების უდიდესი მარაგი. გამოიკვეთა ალტერნატიული კულტურების გაშენების ტენდენცია ეკოლოგიური სიტუაციის გათვალისწინების გარეშე, რამაც შეიძლება, ხელი შეუწყოს ნიადაგების ნაყოფიერების მკვეთრ დაცემას ეროზიული და მეწყერული პროცესების ინტენსიური განვითარების გამო. ამ საკითხების მართვა და გახორციელება უნდა ეფუძნებოდეს სამეცნიერო ტექნიკური პროგრესის შედეგებს. ლიდერის ფუნქცია კი უნდა ეკისრებოდეს სოფლის მეურნეობის ახლად შექმნილ სამსახურს, რაც სიახლეა, მაგრამ წარმოშობს პრობლემასაც, რაც დაუყოვნებლივ უნდა გადაიჭრას. კერძოდ, აღნიშნულ სამსახურში უნდა შეიქმნას აგროსამრეწველო სექტორში ეკონომიკური პროცესების მართვისა და რეგულირების მუდმივმოქმედი კომისია, სადაც მიწვეული იქნებიან ექსპერტები, საზოგადოების აქტიური ნაწილი. კომისიის მხარდაჭერა უნდა განახორციელოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან შექმნილმა მუდმივმოქმედმა საბჭომ.

კომისია მოამზადებს მუნიციპალიტეტის სოფლის მეურნეობის განვითარების კონცეფციას. მუნიციპალიტეტის სასურსათო სექტორის განვითარების უახლოესი პერიოდის პრიორიტეტად უნდა მიიჩნეოდეს ადგილობრივი სურსათით მოსახლეობის მოთხოვნის უზრუნველყოფის დონის მნიშვნელოვანი ამაღლება, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში, ტრადიციული და ახალი საექსპორტო პროდუქციის წარმოების ხელშეწყობა. სოფლად საფინანსო პოლიტიკის ამოცანას წარმოადგენს ეფექტური საკრედიტო სისტემის ჩამოყალიბება. საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების ბაზაზე უნდა შეიქმნას სესხის საგარანტიო ფონდი, სადაც ფინანსები მოიზიდება, როგორც ბიუჯეტიდან, ისე დონორი და კომერციული ორგანიზაციებიდან. სესხის საგარანტიო ფონდი განსაზღვრავს კონკრეტულ შემთხვევაში თითოეული ოჯახისთვის საჭირო სესხის საჭირო რაოდენობას და პასუხისმგებლობას იღებს მისი სწორად განსაზღვრის და დროულად დაბრუნების თაობაზე. კომისია ასევე მოამზადებს წინადადებებს ეკოლოგიურად უსაფრთხო ზონების შექმნის შესახებ. ძირითადად კი, ამ კომისიამ ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა მუნიციპალიტეტში ხელი შეეწყოს საინვესტიციო გარემოს შექმნის აუცილებლობას. უნდა მოხდეს მიწის პატარა ნაკვეთების გამსხვილება, რადგან მიწის პრივატიზაციის შედეგად დაქუცმაცებულ ნაკვეთებზე გართულებულია თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ტექნიკის ეფექტიანად გამოყენება. მოწინავე ქვეყნების გამოცდილებათა საფუძველზე მიზანშეწონილია, ასეთი მიწების ბაზებზე ფორმირებული იქნეს კოოპერატიული და სააქციო საზოგადოებები. კომისიისავე გადაწყვეტილებით და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან შეთანხმებით, რეკომენდაცია უნდა მიეცეს აგროსამრეწველო სექტორში იმ პროდუქტების წარმოების ხელშეწყობას, რომელიც ყველაზე მომგებიანია, როგორც წმიდა ეკონომიკურ, ასევე სოციალურ-პოლიტიკური თვალსაზრისით. თითოეულ ფერმერს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია და მიეცეს კვალიფიცირების საშუალება ანუ კომისიის რეკომენდაციები ორიენტირებული უნდა იყოს წარმოების მოთხოვნაზე. განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელშეწყობით საგარეო ბაზრებზე პოზიციების აღდგენას, ახალი ბაზრების ათვისებას. კომისია ასევე შეეცდება, მხარი დაუჭიროს საზოგადოების იმ ჯგუფებს და ცალკეულ პირებს, რომლებიც თავიანთი აქტიური ჩართვით ხელს შეუწყობენ სოციალურ-ეკონომიკური რეფორმების გახორციელებას. სოფლის მეურნეობის ახალი სამსახურის თანამშრომლები აქტიურად უნდა მონაწილეობდნენ მუნიციპალიტეტის სოფლებში ინფრასტრუქტურის გაფართოებისა და გაუმჯობესებისთვის პრიორიტეტების განსაზღვრაში, რათა ინფრასტრუქტურის განვითარების სამომავლო ინიციატივები აუცილებლად ეხმიანებოდეს აგროსამრეწველო სექტორის განვითარების საჭიროებებს, ანუ გათვალისწინებული უნდა იქნეს აგრარული, სოციალური და ყოფითი პრობლემების კომპლექსურად გადაჭრა.

გურამ იობიშვილი, საქართველოს საინჟინრო აკადემიის მრჩეველი




 ახალი ამბები
  • ლაითურის, ნარუჯას და ანასეულის მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა (R)ცენტრალური, საკანონმდებლო, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ოზურგეთში, ლაითურის, ნარუჯასა და ანასეულის მოსახლეობას შეხვდნენ. მათ ადგილობრივების საჭიროებები მოისმინეს და რეგიონში მიმდინარე პროექტებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ასევე, მუნიციპალურ და სახელმწიფო სერვისებზე გამახვილდა. ანასეულის მოსახლეობამ ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხად კანალიზაციის რეაბილიტაცია დაასახელა. ასევე, სრულ რეაბილიტაციას საჭიროებს მე-5 საჯარო სკოლაც. იქ არსებულ პრობლემას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი პირადად გაეცნო. დაბა ლაითურისა და ნარუჯის მოსახლეობამ ძირითად მოთხოვნად დასაქმებისა და შიდა გზების მოწესრიგების საკითხები დააყენა. მოსახლეობასთან შეხვედრებს პარლამენტის წევრები გიორგი ვოლსკი, თემურ ჭკუასელი, გია გაჩეჩილაძე, გურიის მხარის რწმუნებული ზურაბ ნასარაია, მპგ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე მერაბ ჭანუყვაძე, საოლქო ორგანიზაციის წევრები, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, ოზურგეთის მერი კონსტანტინე შარაშენიძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ამჟამად, დაბა ლაითურში წყალმომარაგების ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. დაბა ნარუჯაში მიმდინარეობს 7 280 მ. სიგრძის საავტომობილო გზის მშენებლობა, რომელიც მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 3 777 936 ლარით დაფინანსდა. ანასეულში გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ წყლის სისტემის მშენებლობა დაიწყო. პროექტის ღირებულება - 6 799 998 ლარს შეადგენს. ... ...
  • ბახმაროში საცხოვრებელი სახლები დაიწვაგასულ შაბათს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დაბა ბახმაროში, მახარაძის ქუჩაზე, ეკლესიის მიმდებარედ, ორი საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. როგორც გვითხრეს, არსებობდა ცეცხლის გავრცელების საშიშროება, თუმცა, მეხანძრეებმა, ცეცხლის დროულად ლოკალიზება შეძლეს. _ ღამის საათებში ერთ-ერთ საცხოვრებელში გაჩნდა, შემდეგ გადავიდა მეორე სახლზეც. არავინ დაშავებულა, კარგად იმუშავა სამაშველო სამსახურმა. მათი დამსახურებაა, რომ ხანძარი გვერდით მდგომ სახლებზე არ გავრცელდა, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ა(ა)იპ "ბახმაროს დირეტქორმა დავით საჯაიამ. ამ დროისთვის უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი. მომხდარზე გამოძიებაა ... ...
  • "საქართველოს გული იწვის ამაზონის ტყესთან ერთად" - ზურაბიშვილისაქართველოს გული იწვის ამაზონის ტყესთან ერთად, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. „ჩვენ ვუერთდებით ჩვენი პლანეტის გადარჩენის ძალისხმევას და მოვუწოდებთ ქმედებისკენ ამაზონის გადასარჩენად“, – აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი. ამაზონის ტყეში მასშტაბური ხანძარი უკვე მესამე კვირაა მძვინვარებს. „დედამიწის ფილტვებად“ წოდებული ამაზონის ტყეში ხანძრის ათასობით კერაა ... ...
  • სოფელ საყავრესთან ხანძარი ლოკალიზებულიასაგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა, სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენის დამხარებით ტყის ხანძრის ლოკალიზება შეძლეს. ამ დროისთვის შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ საყავრესთან ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამ მომენტისათვის ადგილზე ღია ცეცხლის კერა აღარ არის. მიმდინარეობს ცალკეული მონაკვეთების დამუშავება, როგორც ცოცხალი ძალის, ასევე ვერტმფრენების საშუალებით. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე უწყვეტ რეჟიმში მუშაობდა თბილისის, შიდა ქართლის, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის და მცხეთა-მთიანეთის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. სულ 250-მდე მეხანძრე-მაშველი. პროცესში ჩართული იყო სახანძრო სამაშველო და დამხმარე ტექნიკა. გათენებისთანავე განაახლა მუშაობა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სამმა ვერტმფრენმა. სოფელ საყავრესთან ხანძარი 22 ... ...
  • საზარელი მკვლელობა კახეთში - ცხედარი, სავარაუდოდ, დაანაწევრეს და მდინარეში გადააგდესგურჯაანის რაიონის სოფელ ვეჯინში 34 წლის ვ. მ-შვილი, სავარაუდოდ, მოკლეს, ცხედარი დაანაწევრეს და მდინარე ალაზნის სარწყავ არხში გადააგდეს. პოლიციას არავინ ჰყავს დაკავებული და ვერც გვამი იპოვეს, _ ინფორმაციას reginfo ავრცელებს. ვ. მ-შვილი სოფელ ძირკოკის მკვიდრია. ოჯახის წევრებს ის 2 აგვისტოს შემდეგ აღარ უნახავთ, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროში „რეგინფოს“ უთხრეს, რომ ახალგაზრდის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება 16 აგვისტოს მიიღეს. პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. „რეგინფომ“ გამოარკვია, რომ ბოლოს ვ. მ-შვილი მეზობელ სოფელში, ვეჯინში, ერთ-ერთ ოჯახში ნახეს, სადაც ის ხშირად მიდიოდა. ახალგაზრდები ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და ჩხუბი მოუვიდათ. ერთ-ერთი პირი პოლიციისთვის მიცემულ ჩვენებაშიც აღნიშნავს, რომ ვ. მ-შვილი მოკლეს, ცხედარი დაანაწევრეს, ტაქსი გამოიძახეს, საბარგულში მოათავსეს და მდინარე ალაზნის სარწყავ არხში გადააგდეს. პოლიციამ ტაქსის მძღოლი დააკავა, თუმცა მალევე გაათავისუფლეს. „რეგინფოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ დაკავებული არავინ ჰყავთ. გვამის პოვნის მიზნით, 21 და 22 აგვისტოს მდინარე ალაზნის სარწყავ არხში წყალიც დაწყვიტეს, მაგრამ ცხედარი ვერ ... ...

არქივი

კარმიდამო ჩემი

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...

უნდა გავაჩაღოთ ხელოვნურად შექმნილი დამღუპველი ტენიანობის წინააღმდეგ ბრძოლა

არაერთხელ გამოთქმულ თვალსაზრისს, ბუნებაში ადამიანის...

მოვამზადოთ მოხარშული ატმის წვენი

 ზაფხულში ხილის წვენის და კომპოტების...

ზაფხული და სალათები

სალათს, რომლის სეზონი განსაკუთრებით ზაფხულშია,...

აკეთე მარტივად _ 10 საყოფაცხოვრებო ხრიკი დიასახლისებისთვის

სახლის გენერალური დალაგება-დასუფთავება საკმაოდ დიდ...

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...
ზაფრანი

როგორ ვიშოვნოთ ფული ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ადამიანების უმრავლესობა ოდითგანვე დაეძებდა გზებს...

დაუჯერებლად თავხედი 3 ქალი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ალბათ, ოცდამეერთე საუკუნეში ქალის სითამამე...

ასტროლოგია და ასაკობრივი კრიზისი ბავშვებში

საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ ადამიანის...

ასტროლოგია ბავშვების სწორად აღზრდის შესახებ

ამბობენ - "მშობლებს არ ირჩევენ"...

როგორ ზრუნავენ სილამაზეზე ზოდიაქოს ნიშნის ქალები

ალბათ, დაკვირვებიხართ, რომ სუსტი სქესის...