საკალმახე მეურნეობის აღმასვლას საკონსერვო ქარხნის გახსნა განაპირობებს

კარმიდამო ჩემი

საკალმახე მეურნეობის აღმასვლას საკონსერვო ქარხნის გახსნა განაპირობებს

2013 აგვ 6 14:23:26
მეპატრონე რამაზ მსახურაძე ბათუმის მკვიდრია. ლიხაურში ახლობლების დახმარებით შეარჩია შესაბამისი ადგილი და უკვე ხუთი წელია, მისი საკალმახე მეურნეობა გამართულად ფუნქციონირებს.

ახლა აქ ფიზიკურ სამუშაოებზე სამი ადგილობრივი მკვიდრია დასაქმებული: კახა ლომჯარია, მალხაზ მსახურაძე და ნუგზარ ირემაძე. მათი მუდმივი საზრუნავი კალმახის სწორი და დროული კვება და წყლის ტემპერატურის კონტროლია.

_ აქ ამერიკული ჯიშის კალმახი გვყავს. ამ სახეობის კალმახს არ უყვარს ზედმეტი სიცხე ან სიცივე. აუცილებელია, წყლის ტემპერატურა მუდმივად +24 გრადუსი იყოს. თუ ტემპერატურა _3 გრადუსამდე დავარდა, თევზი საკვებს პირს არ დააკარებს. +5 გრადუსი სითბო მაინც უნდა იყოს, რომ ჭამოს, _ გვეუბნება კახა ლომჯარია და აუზში ჩასული კალმახების ჯგროს ჩვენს თვალწინ უყრის სპეციალურ საკვებს. ისინიც დაფეთებული ქარავანივით თავგანწირული ტრიალებენ აღმა-დაღმა, თითქოს, ერთმანეთის ჯიბრზე ჭამენ თუ ერთურთს სტაცებენ ლუკმას.

თვალსაწიერზე გადაჭიმულ რვა აუზს შორის, განსხვავებული ზომისას ვერ შეამჩნევ. ყველა თანაბარი სიდიდისა და მოცულობისაა. მათში სხვადასხვა ზომის კალმახები ნებივრობენ. როგორც მალხაზ მსახურაძე გვიხსნის, ეს აუზები, ყველა თევზის საზრდელადაა განკუთვნილი. სალიფსიტე აუზი კი აქედან შორს, ჩოხატაურში, ჩხაკაურას ხეობაში აქვთ.

_ აჭისწყლის ტემპერატურა ლიფსიტის გამოსაყვან სტანდარტს არ შეესაბამება. აქ ვახდენთ ქვირითის გამოწველას, შემდეგ კი მიგვაქვს ჩხაკაურაში, სადაც მცირე ზომის აუზები გვაქვს და ქვირითს შიგ ვათავსებთ. იქ წყალი ძალიან ცივია. ლიფსიტების გამოყვანას ასე ვახდენთ. დაახლოებით 40 დღის შემდეგ, სამ გრამამდე წონის ლიფსიტები აქ მოგვყავს და აუზებში, ნორმალური ტემპერატურის წყალში ვუშვებთ. მერე იწყება მათი ზრდა და შესაბამისი მოვლა, სრულ რეალიზაციამდე, _ ამბობს მალხაზ მსახურაძე.

კალმახის ზრდას, კარგ საკვებთან ერთად, ამინდიც უნდა უწყობდეს ხელს. ასეთ შემთხვევაში, ექვსი თვის შემდეგ, კალმახის წონა 200 გრამია. ძირითადი სტანდარტიც ეს არის, ისეთი, როგორსაც ყოველთვის ითხოვს მომხმარებელი.

ლიხაურის საკალმახე მეურნეობის კლიენტურა ძირითადად გურიის, ქუთაისის და თბილისის რესტორნებია. ასევე, აქაურ კალმახს კარგი გასავალი აქვს ადგილობრივ სავაჭრო დაწესებულებებში. თევზის რეალიზაცია ივლისიდან სექტემბრის ბოლომდე აქტიურად მიმდინარეობს. ისე კი, როგორც კახა ლომჯარია განმარტავს, მუშაობის სეზონი, მეტ-ნაკლებად მთელი წლის მანძილზეა და პრაქტიკულად, საკალმახე მეურნეობაში მუშაობა არ ჩერდება. აქ დასაქმებულთა უმთავრესი საზრუნავი გამუდმებით წყლის ტემპერატურის გაზომვაა, რათა გარკვეულ მომენტში რაიმე ცვლილება არ მოხდეს.

_ მთავარი, იცით, რა არის? თუ წყლის ტემპერატურა _3 გრადუსამდე დაეცა, წყალში ჩაყრილ საკვებს თევზი არ შეჭამს და ეს ძვირადღირებული "კორმა" ტყუილად გვეზარალება. თვითონ კალმახმა, შეიძლება, სამ თვეს არ ჭამოს ეს "კორმა" და ცოცხალი იყოს. ამიტომაა განსაკუთრებით საყურადღებო წყლის ტემპერატურა, _ წყლის ჩქაფანში ხმამაღლა გვიამბობს აუზში ჩამდგარი კახა ლომჯარია და სპეციალური ბადით, ყირაზე მოფართხალე კალმახთა გუნდს, წამიერად ჰაერში ისვრის, თევზები კი თვალმიუტანელი ასხლეტით ისევ წყალში, მზისგან ჩასარკულ ანარეკლში უჩინარდებიან.

საკალმახე მეურნეობის მენეჯმენტის სამსახური ცალკე მუშაობს. საკმაოდ მაღალია ელექტროენერგიის გადასახადი, თვეში საშუალოდ _ 150 ლარი. დღეს აქ დასაქმებული მუშების ყოველთვიური ხელფასი 500 ლარს შეადგენს და თითოეული მათგანი კმაყოფილია. კილოგრამი კალმახის ფასი ადგილზე 8-9 ლარია, ბაზარზე კი _ 12 ლარი. ახლა საკალმახე მეურნეობის მფლობელის უმთავრესი საზრუნავი საკონსერვო ქარხნის გახსნაა, რასაც აქ დასაქმებულები ინტერესით მოელიან. როგორც კახა ლომჯარია ამბობს, ამ ეტაპზე საუბარია გრძელვადიან სესხზე, 50 ათასი ლარის ოდენობით, რომელიც ჯერჯერობით არ დაუმტკიცეს. მათივე განცხადებით, უარიც არ უთქვამთ, თუმცა, პროცესი დროში გაიწელა.

მალხაზ მსახურაძის თქმით, საკონსერვო ქარხანა აუცილებლად გაიხსნება და შემდეგ შესაძლებელი იქნება მომსახურების არეალის გაფართოება _ თუ ახლა წელიწადში 10-15 ტონა თევზის რეალიზაციაა შესაძლებელი, საკონსერვო ქარხნის გახსნის შემდეგ ეს რიცხვი 40 ტონას მიაღწევს. დასაქმდება მრავალი ადამიანი და საკალმახე მეურნეობის აღმასვლა და წარმატება, სწორედ აღნიშნული ქარხნის გახსნის შემდეგ მოხდება.

აღსანიშნავია, რომ გურიაში საკალმახე მეურნეობა ჯერჯერობით ვაკიჯვარსა და აქ, ლიხაურშია გახსნილი. საკონსერვო ქარხნის გახსნაზე როცა საუბრობენ ჩვენი რესპონდენტები, სინანულით აღნიშნავენ, რომ "საქართველოში აქტიურად ყიდულობენ თევზს და გააქვთ მეზობელ სომხეთსა და აზერბაიჯანში. იქ კარგა ხანია, გახსნილია საკონსერვო ქარხნები. როცა ნედლეული ადგილზე გაქვს და ქარხანაც საკუთარი გექნება, მოგებაც გაიზრდება, რაც ბიზნესის არსებობის უცილობელი პირობაა."

ზოგადად, კახა ლომჯარია და მალხაზ მსახურაძე მიიჩნევენ, რომ ჩვენი მხარე მდიდარია ჰიდრორესურსებით. შესაძლებელია, დაინტერესებულმა პირმა, ვინც ღელეებისა თუ მდინარის სიახლოვეს ცხოვრობს და დინება უწყვეტია, გააკეთონ მცირე აუზი და გაუშვან თევზი, რომლის მოვლა დიდ ჭაპანწყვეტას არ მოითხოვს და საოჯახო საჭიროებასაც მთლიანად დააკმაყოფილებს. მთავარია, ჩქერის შემცველი წყლის უწყვეტი ნაკადი, რომ ჟანგბადი აიღოს და მინიმუმ 100 მმ დიამეტრის მქონე მილი, მუდმივად წყლით სავსე.




 ახალი ამბები
  • პოლიციამ მოქალაქე დროებით დააკავაპოლიციამ ერთერთი მოქალაქე დააკავა, თუმცა, იგი შემდგომ გაუშვეს. აღნიშნული მოქალაქე ასვლას ცდილობდა სცენაზე სადაც ოპოზიონერი ლიდერები სიტყვით ... ...
  • "ვართ მის გვერდში და ვიქნებით მის გვერდში უღალატო ხალხი" _ აქციის მონაწილეები ჩოხატაურიდანდღეს თბილისში პატრიოტთა ალიანსმა საპროტესტო აქცია გამართა, რომელსაც სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული მოქალაქეები, მათ შორის გურიის წარმომადგენლებიც დაესწრნენ. როგორც ჩოხატაურის ერთ- ერთმა მაცხოვრებელმა, ვანო მახარაძემ უთხრა, გურულები პატრიოტთა ალიანსის გვერდზე არიან. "ვართ მის გვერდში და ვიქნებით მის გვერდში უღალატო ხალხი", _  გვითხრა მახარაძემ. კითხვაზე კი მოხდება თუ არა გურიაში პატრიოტთა მობილიზება, მახარაძე გვპასუხობს,  რომ გურიაში მობილიზება უკვე ... ...
  • “ქართული ოცნების“ უმრავლესობა ვერ შეძლებს მუშაობას, სანამ არ გადადგება მთავრობა _ უგულავა“ქართული ოცნების“ უმრავლესობა ვერ შეძლებს მუშაობას და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მანამდე ვერ შეძლონ მუშაობა, სანამ არ გადადგება მთავრობა და პარლამენტი განიხილავს ერთადერთ საკითხს, და ეს საკითხი იქნება უმოკლეს ვადაში პროპორციულზე გადასვლა. ჩვენ ივანიშვილის აღარ გვჯერა, ისევე, როგორც საქართველოს აბსოლუტურ უმრავლესობას. არსებობს ძალიან მოკლე გზა, იმისთვის, რომ ეს განიხილონ, ორ კვირაში არის შესაძლებელი. სხვა შემთხვევაში, ასეთი პროტესტი გავრცელდება კანცელარიაზეც, მერიაზეც, სხვა ქალაქებში და რაიონებში. საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, ქართული ოცნების პოლიტიკოსები, ვერ შეძლებენ ასე მართვას“, - აცხადებს გიგი ... ...
  • გიორგი ვაშაძე : ჩვენ მოვახდინეთ შესავლელის პიკეტირება, ეს არ არის კანონდარღვევა!ჩვენმა აქციამ შედეგი გამოიღო, ჩვენ მოვახდინეთ შესავლელის პიკეტირება, ეს არ არის კანონდარღვევა, ამის უფლება ჩვენ კონსტიტუციით ... ...
  • დავით თარხან-მოურავმა ფეხის ტრავმა მიიღოდავით თარხან-მოურავმა ფეხის ტრავმა მიიღო, _ ამის შესახებ ინფორმაციას “პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი ავრცელებს.   “მან ფეხის ტრავმა მიიღო, რის გამოც გადახვევა დასჭირდა.“- თქვა ირმა ინაშვილმა. დავით თარხან-მოურავი ახლა თავს კარგად გრძნობს და მან აქციის მონაწილეებს სიტყვით ... ...

არქივი

კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...
ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...

დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ სასმელად ვარგის წყალს მოიხმართ?