აუცილებელია წაბლის სადედე პლანტაციის შექმნა

კარმიდამო ჩემი

აუცილებელია წაბლის სადედე პლანტაციის შექმნა

1970 იან 1 04:00:00
და რომლის შემოტანა კულტურაში დიდ სარგებელს მოუტანს ქართულ სოფლის მეურნეობას, როგორც ეკონომიურად, ასევე ეკოლოგიური თვალსაზრისით.

ძველად საქართველოში წაბლის ხეს ეპითეტად "ხე-მართალსაც"უწოდებდნენ. ესაა მცენარე, რომელსაც სამედიცინო ტერმინოლოგიით "უკუჩვენება" არ გააჩნია. მისი უნიკალურობა შემდეგში გამოიხატება: საუკეთესო მერქნის მომცემი, მაღალკალორიული და სასარგებლო თვისებების ნაყოფი, მეფუტკრეობაში მაღალპროდუქტიული თაფლოვანი მცენარე. გააჩნია ეროზიის საწინააღმდეგო ქმედება, მძლავრი ფესვთა სისტემის გამო. დაავადებებისა და მავნებლების წინააღმდეგ მაღალი მედეგობა აქვს. ფოთლების გამოყენება მიღებულია ეკომეურნეობაში პროდუქტის შესანახად, მისი ფიტოცილური თვისებების გამო. ნიადაგის დამუშავების მინიმალური მოთხოვნილება გააჩნია. ყველა ამ დადებით თვისებებთან ერთად, მისი ნაყოფის საბითუმო ფასები დღითი-დღე იზრდება და პერიოდულად სამიდან თორმეტ ლარამდე მერყეობს. ამასთანავე აღსანიშნავია, რომ საჰექტარო მოსავლიანობა 5 ტონას შეადგენს.

წაბლის ჯიშების 500-მდე სახეობა არსებობს. საქართველოსა და აზერბაიჯანის ტყეებში გვხვდება ნამდვილი წაბლის ხეები, მსხვილი და წვრილი ნაყოფებით, მაგრამ ისინი ჯერ კიდევ არ არიან შესწავლილი, ჯიშები არ არის აღწერილი და გამოყოფილი.

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში გვხვდება იაპონური წაბლი, სხვადასხვა ფორმისა და სიდიდისა. ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებიან ფერის, გემოს და სიმწიფის პერიოდების მიხედვით. ნიშანდობლივია ის ფაქტიც, რომ თესლით გამრავლებული წაბლის მცენარეები მკვეთრად განსხვავდება დედა მცენარის ნიშან-თვისებისგან, რაც უარყოფითად მოქმედებს ერთფეროვანი პლანტაციის გასაშენებლად.

იმისთვის, რომ ფერმერულ მეურნეობებში მივიღოთ ერთფეროვანი, ჩვენთვის ეკონომიურად სასურველი (საადრეო, კარგი გემური თვისებების, სასურველი ფორმის) პლანტაცია, აუცილებელია, ისინი გავამრავლოთ წინასწარ შერჩეული, აპრობირებული სადედე მცენარებისგან ვეგეტატიურად (მყნობა, დაკალმება). აუცილებელია ვიცოდეთ, რომ ახლა საშური სამუშაოების ჩატარება გვჭირდება, რადგან წაბლის მყნობა აგვისტოს ბოლომდეა შედეგიანი.

სოფლის მეურნეობის განვითარების ცენტრი ახლა აქტიურად მუშაობს წაბლის სადედე მეურნეობის შესაქმნელად, რისთვისაც ვაგროვებთ ინფორმაციას საადრეო ჯიშების აღწერის მიზნით. სადედე პლანტაციის შესაქმნელად ყველა ფერმერის დახმარება გვჭირდება, რათა მოგვაწოდონ ინფორმაცია არსებული ნარგაობის ან ერთეული საადრეო თუ სხვა ჯიშების არსებობის შესახებ, მისი ადგილმდებარეობის მიხედვით. ჩვენი ორგანიზაცია ამ მიზნით ხუთი აგვისტოდან უფასო ტრენინგებს ატარებს წაბლის მყნობის წესების შესასწავლად. ვიმედოვნებთ, ჩვენს რჩევას და თხოვნას არაერთი დაინტერესებული ფერმერი თუ კერძო პირი იღებს ყურად და გურიაში წაბლის ახალი, განსხვავებული ხანა დადგება.

აკაკი ღლონტი,ა(ა)იპ სოფლის მეურნეობის განვითარების ცენტრის სპეციალისტი




 ახალი ამბები
  • ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის შესასვლელი კარები ჩაკეტესოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის შესასვლელი კარები ჩაკეტეს. შენობაში განთავსებულია მაჟორიტარი-დეპუტატის არჩილ თალაკვაძის ბიურო, სადაც ალეკო ელისაშვილის აქცია უნდა დაიწყოს. ელისაშვილმა და მისმა გუნდმა უკვე ერთი აქცია ჩოხატაურის ბაზარში გამართეს. "ვამხილოთ ფეოდალი მაჟორიტარები" _ ასე ქვია ელისაშვილის მიერ ორგანიზებულ აქციას, რომელსაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ... ...
  • "მთელი მისი ნარატივი იყო, დეპუტატი მდიდარია და რაიონი ღარიბიო" _ ნინო წილოსანი ელისაშვილზესამოქალაქო მოძრაობის ლიდერის, ალეკო ელისაშვილის ჩოხატაურის მოსახლეობასთან შეხვედრას ჩოხატაური-ლანჩხუთის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო წილოსანი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ეხმიანება. "დღეს ბატონი ალეკო ელისაშვილი ესტუმრა ჩოხტაურს. მთელი მისი ნარატივი იყო დეპუტატი მდიდარია და რაიონი ღარიბიო. - ვერც ერთ შემთხვევას ვერ ასახელებს რაიონიდან რამე წამეღოს, პირიქით მიტანის უამრავი, მაგრამ ეს ხომ მას არ აინტერესებს.- არც მასავით ლაპარაკით გამდიდრებულა ჩემი ოჯახი. სხვები ქარხნებს ჯართად რომ ჭრიდნენ მამაჩემი თავისი ჯანმრთელობის ფასად ვაგონმშენებლობას ანვითარებდა და მთავრობების რეკეტს უმკლვადებოდა. - რაიონი რომ ღარიბია, ალეკო ელისაშვილმა ეხლა დაგუგლა, მე ყოველდღიურ რეჟიმში ვხედავ და ვებრძვი ამას. და ჩემი მუშაობა თუ უნდა შეაფასოს, შეადაროს რა იყო რაიონში და რა არის ეხლა - სკოლები, ბაღები, გაზიფიცირება, გზები, რეაბილიტირებული ერისთავის სახლი, ახალი პროფსასწავლებლის მშენებლობა, ბავშვთა საფეხბურთო აკადემია , ლანჩხუთში 10 სოფლის წყალმომარაგება, დაკმაყოფილებული ეკომიგრანტები და ა.შშემიძლია მივაწოდო მართლა თუ აინტერესებს.კომუნისტები მსგავსი ანტისიმდიდრის ნარატივს რომ ავითარებდნენ და გააკულაკეს ხალხი, იმიტომ არის რომ დღემდე ვერ დავდექით ფეხზე!! მასე გააგრძელე, ბატონო ალეკო, შორს წახვალ და ზედ მიიყოლებ ვინც დაგიჯერებს, _ წერს ... ...
  • "არ გავჩერდებით, სანამ სისხლს არ გავუშრობთ ამ წურბელა მთავრობას" _ ალეკო ელისაშვილიჩოხატაურის ბაზარში სამოქალაქო მოძრაობის წევრები ამ წუთებში მართავენ კამპანიას "ვამხილოთ გურული ფეოდალები". ისინი ბაზარში მყოფ ადამიანებს ესაუბრებიამნ პროპორციული საარჩევნო სისტემის მნიშვნელობის შესახებ და თანამდებობაზე მყოფ დეპუტატებს _ არჩილ თალაკვაძესა და ნინო წილოსანს ადანაშაულებენ, რომ ისინი ხალხზე არ ზრუნავენ.  როგორც სამოქალაქო მოძრაობის ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა "გურია ნიუსთან" განაცხადა, არ გაჩერდებიან, სანამ მიზანს არ მიაღწევენ. "ისინი მდიდრდებიან ხალხის ხარჯზე! არ გავჩერდებით, სანამ სისხლს არ გავუშრობთ ამ წურბელა მთავრობას", _ გვითხრა ელისაშვილმა. ამ წუთებში სამოქალაქო მოძრაობის ჩოხატაურელ მოსახლეობასთან შეხვედრა დაპირისპირების ფონზე ... ...
  • "ეს გააკეთა მერმა და არა წილოსანმა" - დაპირისპირება ჩოხატაურის ბაზარშიალეკო ელისაშვილის და მისი გუნდის შეხვედრა ჩოხატაურის ბაზარში დაპირისპირების ფონზე ... ...
  • ჩოხატაურში "გურული ფეოდალი მაჟორიტარების" სამხილებლად ემზადებიანამ წუთებში ჩოხატაურის ბაზარში სამოქალაქო მოძრაობის წევრები აქციის გასამართად ემზადებიან. როგორც ისინი აცხადებენ, დღეს ჩოხატაურის ბაზარში "გურული ფეოდალი მაჟორიტარების" არჩილ თალაკვაძის და ნინო წილოსანის მხილებას ... ...

არქივი

კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...
ზაფრანი

ყველაზე მსმელი ქალები მსოფლიოში

ცოტა ხნის წინ ამერიკელმა მეცნიერებმა...

რატომ ცოცხლობენ ქალები მამაკაცებზე დიდხანს

მამაკაცები ქალებზე უფრო ხანმოკლედ ცოცხლობენ....

რა უპირატესობებს ფლობენ ქალები მამაკაცებთან შედარებით

მოქნილობა _ კუნთებში ელასტინის მაღალი და...

რომელი ცხოველი ხართ ინდიელთა ჰოროსკოპით

რომელია თქვენი ტოტემის ცხოველი ინდიელთა...

სამკაულები, რომლებსაც უბედურება მოაქვს

ზოგიერთ სამკაულს თავისი მფლობელისთვის წარუმატებლობის...