ეთნოგრაფიული ყოფისა და შრომის ჰარმონიის ტყვეობაში

კარმიდამო ჩემი

ეთნოგრაფიული ყოფისა და შრომის ჰარმონიის ტყვეობაში

18 სექ. 2013, 10:40:22
რომ მერე შემოდგომამ კარის ზღურბლთან ბარაქა დაბერტყოს. ბევრ სოფელში ბევრ ზღვარგადასულ გამრჯე ადამიანს ნახავ, რომელსაც მიწის გარეშე სიცოცხლე ფუჭად მიაჩნია.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ლიხაურელი სპარტაკ გორდელაძის საკარმიდამო ეზოში კიდევ ერთი ეზოა, რომლის მიღმა ქვევრებისა და კოპეების კოლექციის სიმრავლე სათვალავს გირევს. წინაპრებისგან ნასახსოვრები მარნის მოწყობილობა მეღვინე კაცისთვის ნიშანდობლივი მახასიათებელია, თუმცა, ღია ცის ქვეშ სახელდახელოდ მოწყობილი ეს მუზეუმი, მაინც თავისებურია და მის მფლობელს გამორჩეული ნიშნით ახასიათებს _ აქ ღიად იკითხება ტიპიური გურული ეთნოგენეზი, რომლის ხიბლი და დანიშნულება მხოლოდ აქტუალურ ქმედებაშია და არა სამუზეუმო ხილვის პრინციპში.

სპარტაკ გორდელაძე ლაზათიანი მოსაუბრეა. მის ყოველ სიტყვასა და ქმედებაში სტუმარ-მასპინძლობის ოდინდელი შუქი ელავს. და მაინც, რაშია მისი შრომისა და დასვენების ხიბლი? ღია ცის ქვეშ მოწყობილ მის ეთნოგრაფიულ მუზეუმს მხოლოდ სანახაობითი მნიშვნელობა რომ არ აქვს, ეს არათუ გურიაში, უფრო იქეთაც იციან. კრამიტის ღობეს "მესერებად" უზარმაზარი წიფლები უდგას. მოშორებით "სარეცხელას ღელე" მიჩხრიალებს. ასწლოვან რცხილის ხეებს დევებივით ზანტად მიყრდნობია 300-ლიტრიანი ქვევრები, ასაკითა და წლობით ნაზიდი ღვინის მდინარებით დაღლილი. ნაირ-ნაირ ქვევრებს კოპეების კოლექცია დაჰყურებს, რომელთა შორის ყველაზე დიდი ათლიტრიანია, სულ პატარა კი სამ ჭიქას იტევს. ათლიტრიანი კოპე მელიტონ ვასაძეს უჩუქებია. ასევე, აჩუქეს დანარჩენი კოპეებიც _ ეს აქ მომსვლელ-წამსვლელი სტუმრების მოკრძალებული ჟესტია. ნივთიერი და სულიერი კულტურის ნატიფი ნაზავია აღნიშნული კოპეების კუთხე. აქვეა მცირე სპეციალური ბიბლიოთეკა, მიწაში ჩამარხული მოქმედი თუ უმოქმედო ქვევრები, კრამიტის ორიგინალური განლაგებით გამართული მცირე გალავანი, წყარო, ძელსკამები და მეუღლის პატივსაცემად მიჩნეული კუთხე... იქვეა მნახველთა შთაბეჭდილებებით ნასაზრდოები მოზრდილი წიგნაკი, რომელშიც ცნობილი თუ უცნობი სტუმრები საკუთარ შთაბეჭდილებას მოკრძალებით აღნიშნავენ, რადგან რაც არ უყვარს ბატონ სპარტაკს, ბევრი მადლობა და ქებაა.

ღია ცის ქვეშ გაშლილი მუზეუმი მნახველებს გაზაფხულიდან შემოდგომის ჩათვლით მასპინძლობს, ყოველგვარი საზღაურისა და წარბის შეხრის გარეშე.

_ ჩემი სტუმრები საქმიანი ხალხია, კაი საქმის კეთების დამთავრების შემდგომ რომ მობრძანდებიან და ღვინოსთან პურისა და მარილის მადლით შეაზავებენ სიტყვას. აქ ღრეობისთვის ვერავინ მოვა... მახსოვს, ბავშვი ვიყავი, ასე 7-8 წლისა. ვლადიმერ ჭანიშვილი იყო ერთი კაი კაცი, ჩვენი მეზობელი. მოვიდა და ღვინო მოიკითხა. მე ამოსაღები მივურბენინე. აავსო ჭარიკა, მოიდო ზურგზე და წავიდა. ეს მომენტი რაღაცნაირად ჩამებეჭდა გონებაში. რაც თვალი გავახილე და მეხსიერება მაქვს, ვხედავდი და ვიცოდი, რომ ჩვენს ოჯახში, სახლთან ახლოს მარანი იყო გაშლილი და ნაირ-ნაირ ქვევრებში მეზობლები ღვინოს ინახავდნენ. ჩემს მშობლებს და ბებია-ბაბუას აქვე ჰქონდათ არყის სახდელი, სარეცხელას ღელის პირას. მეზობლებს მოჰქონდათ სხვადასხვა ხილი და ყრიდნენ ქვევრებში, შემდეგ კი აქვე ხდიდნენ არაყს. ასეთი თვისებით ყოფნა იყო ერთმანეთთან, დღეს კი ზოგისთვის ასეთი დამოკიდებულება წარმოუდგენელი ან მიუღებელია. მე ვაგრძელებ ჩემს საოჯახო ტრადიციას, იმ პატარა ცვლილებით, რომ მარნის შემოგარენი პატარა მუზეუმად ვაქციე. რატომ და როგორ მოხდა ეს, არ ვიცი. მხოლოდ ადათი მახსოვს ჩემი წინაპრებისა და ეს იმ ცხოვრების სტილმა, რომელშიც გავიზარდე, ჩემში წესად აქცია. ღია ცის ქვეშ ასეთი მარანი-მუზეუმის გახსნა ორმოციოდე წლის წინ გადავწყვიტე. შარშან აქ, ეკლესიაზე ჯვარი დადგეს, მამა მათემ და მრევლმა საღამოს ამ მუზეუმს მოაშურეს და წინაპრების სადიდებელი თქვეს. აქ ხშირად მოდიან სხვადასხვა ღონისძიების შემდგომ, ერობის, ბერობის თუ სპორტული შეჯიბრებისა. მაგალითად, სოფლის ფეხბურთელთა ორ გუნდს ან ლიხაურის გუნდის სხვა სოფლის გუნდთან თამაშის დასრულების შემდეგ, აქ ზომიერ ფარგლებში გამარჯვებას აღნიშნავენ ხოლმე. იმის თქმა მინდა, რომ ჩემი მუზეუმი სახალხო ზნეობასთან წილნაყარ საქმეს ემსახურება, რომლის შორეული გამოძახილი ისაა, რომ ჩვენი წინაპრები სუფრასთან ჯდომის კულტურით გამოირჩეოდნენ და იქ ხშირად წყვეტდნენ არა თუ თემის, საქვეყნო საქმეებსაც, _ ხმაში სითბო და სიყვარული უღვივის ჩვენს მასპინძელს, _ აქ მეზობლებიც ხშირად ვსხდებით ხოლმე საბაასოდ, ბარაქიანი შრომადღის შემდეგ. ისე კი სტუმრიანობა შუა გაზაფხულიდან იწყება. როცა საგრძნობლად დათბება, შინ შენახულ ქვევრებსა და მარნის სხვა ნივთებს გარეთ გამოვიტან და შემოდგომის ბოლომდე მუზეუმი ღია ცის ქვეშ ყველასთვის ღიაა.

სპარტაკ გორდელაძეს მეუღლე ადრე გარდაეცვალა. ორ ვაჟიშვილთან _ აჩიკოსთან და გიორგისთან დარჩენილმა მამამ დედობაც იკისრა და ერთგულების საზომ უღელთან ერთად, ბავშვობის მეხსიერებიდან ნაბოძებ ოჯახურ ტრადიციასაც არ უღალატა. საკუთარი ოჯახის ცხოვრების წესზე არაერთხელ გვიამბობს. აქვე, ტყის განაპირას სარეცხელას ღელე ჩამოდის, სადაც არყის სახდელი იყო მოწყობილი. ის ბატონი სპარტაკის ხელში, საჭიროების დროს, ახლაც ფუნქციონირებს. უფრო მოშორებით კი, მუზეუმს მიღმა ჩხავერის ახლგაშენებული ტალავერი ჩანს, საითკენაც საუბრით მივყვები ჩვენს მასპინძელს.

_ ახლგაშენებულია, შარშან დავწურე პირველად. ძნელი გასახარებელი კია ეს გახარებული, _ იღიმება და თითოეულ ლერწს ეფერება. ადესას ტალავერის წრე მთელ კარმიდამოს ეკვრის გარს და სამოსავლო პირიც კარგი უჩანს. რაც შეეხება ბაღჩა-ბოსტნეულის საქმეს, ამ მხრივ ბევრი ნაცადი დიასახლისიც ვერ შეეჯიბრება ბატონ სპარტაკს _ ბოსტნეულის რომელი სახეობა გსურს, სულო და გულო, რომ ამ კარმიდამოში არ ბიბინებდეს. უკვირს ეს მთელ სოფელს, ყველა მომსვლელს, მარტოხელა კაცმა როგორ შეძლო ასეთი შვილების აღზრდა და კარმიდამოს საჩვენებელ სანახაობად ქცევაო. თვითონ არ უკვირს მხოლოდ. ერთი მოწყურებული სურვილი აქვს მხოლოდ _ პატარა და ჯერჯერობით ერთადერთმა შვილიშვილმა გიორგიმ ისევე გააგრძელოს ამ დიდი ოჯახის ტრადიცია, როგორც თავად მოიტანა დღემდე.




 ახალი ამბები
  • რა იწვოდა ჩოხატაურშიცოტა ხნის წინ ხანძარი იყო ჩოხატაურში. როგორც "გურია ნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრესსამსახურში განუცხადეს, ხანძარი ამჟამად ლოკალიზებულია. "ცეცხლი ეკიდა ბალახს, რომელიც ამჟამად ლოკალიზებულია", _ გვითხრეს  პრესსამსახურში. როგორ ჩვენთვის გახდა ცნობილი ხანძარი ადამიანთა დაუდევრობამ ... ...
  • რა რისკებს შეიცავს პანდემიის დროს ზღვაზე დასვენება _ თენგიზ ცერცვაძის განმარტებაზღვის სეზონი წელს ცოტა მოდიფიცირებულად უნდა ჩავატაროთ. ანუ არ უნდა იყოს თავისუფლება, _ ამის შესახებ თენგიზ ცერცვაძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კორონავირუსი წყლით არ გადადების კვლევებით დამტკიცებული არ არის, ამიტომ დამსვენებლებს მაქსიმალური სიფრთხილე მართებთ. „ვარაუდობენ, რომ წყლით ეს ვირუსი არ გადადის. მაგრამ ვინაიდან გამოცდილება მცირეა, ამის გარანტიას ვერავინ მოგვცემს. უბრალოდ არის ინფორმაცია, რომ წყლით გადასვლის რისკი ძალიან დაბალია. იქაც, იმ ტურისტული სეზონის და ზღვაზე დასასვენებლად გასვლის დროს წამყვან რისკ-ფაქტორად დარჩება მაინც საზოგადოებრივი თავშეყრები“, - აღნიშნა ცერცვაძემ. მისი თქმით, რისკებს ივლისიდან უცხოელი ტურისტების შემოსვლაც ზრდის, ამიტომ დამსვენებლებმა სოციალური დისტანცია უნდა დაიცვან და საჯარო სივრცეებში პირბადე ატარონ. საქართველო უცხოელი ტურისტების მიღებას 1-ლი ივლისიდან დაიწყებს, შიდა ტურიზმი კი ქვეყანაში 15 ივნისიდან ... ...
  • სფფ-ის მაღალჩინოსნები გვიმბალაურში იმყოფებოდნენსფფ-ის მაღალჩინოსნებმა ლანჩხუთში, სოფელ გვიმბალაურში გურიის საფეხბურთო აკადემიის კეთილმოწყობის სამუშაოები დაათვალიერეს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა, ვიცე-პრეზიდენტებმა კახა ჭუმბურიძემ და ნიკოლოზ ჯღარკავამ ლანჩხუთის მერთან, ალექსანდრე სარიშვილთან, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძესა და ლანჩხუთი-ჩოხატაურის მაჟორიტარ დეპუტატ ნინო წილოსანთან ერთად გურიის ფეხბურთის აკადემიის მშენებლობა დაათვალიერეს, რომელიც უკვე დასკვნით ეტაპზეა. გურიის საფეხბურთო აკადემიის შესახებ სფფ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ისაუბრა: "საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია აგრძელებს რეგიონებში საფეხბურთო ინფრასტრუქტურის განვითარებას, კერძოდ ბავშვთა ფეხბურთის მიმართულებით. მოგეხსენებათ, რომ რამდენიმე რეგიონში უკვე გვაქვს აკადემია.მოკლე პერიოდში მათ რიცხვს ეს აკადემიაც შეემატება, რომელიც გურიისა და აჭარის რეგიონს მოიცავს. 13-დან 14 წლამდე მოზარდებს საშუალება ექნებათ ივარჯონ და ისწავლონ. ჩვენ მათ ყველა პირობას შევუქმნით იმისთვის, რომ განვითარდნენ" - განაცხადა კახა ჭუმბურიძემ. "ჩვენთვის მნიშვნელოვანია ბავშვთა საფეხბურთო აკადემიის მშენებლობა. აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს სამუშაოები. დაწყებულია ეზოს კეთილმოწყობა და გარეგანათების პროექტის განხორციელება. მიხარია, რომ ბევრი ბავშვისთვის ეს მოტივაციას გაზრდის. სამშენებლო სამუშაოები უახლოეს მომავალში დასრულდება" - აღნიშნა ალექსანდრე სარიშვილმა. პროექტის ფარგლებში, ადგილზე მოეწყობა ადმინისტრაციული საცხოვრებელი შენობა და სტანდარტული ზომის საფეხბურთო მოედანი განათებით. მშენებლობის დასრულება მიმდინარე წლის შემოდგომაზე იგეგმება. აკადემიის გუნდებთან ერთად საფეხბურთო ინფრასტრუქტურით საფეხბურთო სკოლები და სამოყვარულო ფეხბურთის გუნდები ისარგებლებენ. წყარო: "გურია ... ...
  • „სავარაუდოდ, მან შემოიხია მაისური" _ კალაძე სამოქალაქო აქტივისტის ბრალდებაზესავარაუდოდ, მან შემოიხია მაისური, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ვარკეთილში გუშინდელ ინციდენტში მონაწილე ერთ-ერთ პირთან დაკავშირებით განაცხადა, რომელმაც თქვა, რომ კალაძემ მას მაისური შემოახია. კალაძის თქმით, ორ ადამიანს სურდა არეულობის შეტანა და თუმცა ეს არ გამოუვიდათ. „არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია, როგორც გუშინ ვთქვი. ძალიან კარგად ვიცი, რა ჩანს კადრებში, თქვენც და მეც მაქვს ორი თვალი, შესაბამისად, ყველანი ძალიან კარგად ვხედავთ, არანაირ ფიზიკურ ძალადობას არ ჰქონია ადგილი. იყო ორი პროვოკატორი, რომელსაც ჰქონდა მცდელობა, არეულობა შემოეტანა და ჩაეშალა მნიშვნელოვანი ღონისძიება, რაც იყო ახალი სარეკრეაციო ზონის პროექტის დასრულება, თუმცა მათ ეს არ გამოუვიდათ. მათ არ მიეცათ პროვოკაციის მოწყობის შესაძლებლობა და ეს ადამიანები გაიყვანეს ტერიტორიიდან“. კალაძის განცხადებით, თუ შსს-ს ჩათვლის რომ იყო ძალადობრივი ქმედება, გამოძიება უნდა დაიწყოს. „შინაგან საქმეთა სამინისტრო თუ ჩათვლის, რომ იქ იყო რაიმე ძალადობრივი ქმედება ან ვინმეს ფიზიკურად გაუსწორდნენ, რა თქმა უნდა, გამოძიება უნდა დაიწყოს, თუმცა მსგავსი ფაქტი არ ყოფილა. სავარაუდოდ, მან შემოიხია მაისური, არ გამოუვიდა პროვოკაცია და მინდა, საჩუქრად გადავცე ამ პიროვნებას მაისური, რომელიც გამოადგება. აი, ეს არის მაისური, საკმაოდ საინტერესოა. ორი გვაქვს ასეთი - ერთს „მთავარ არხს” გადავცემთ და მეორეს - მაგ პიროვნებას”, - განაცხადა კალაძემ. შეგახსენებთ, რომ ვარკეთილში, თბილისის მერსა და სამოქალაქო აქტივისტებს შორის დაპირისპირება გუშინ მოხდა. დედაქალაქის მერი ვარკეთილში ახლად რეაბილიტირებული სკვერის გახსნაზე თბილისის საკრებულოს წევრებთან ერთად მივიდა. სკვერში მისულ კახა კალაძეს ადგილზე "ანას ბაღის" დამცველები და მოძრაობა "შეცვალეს" წევრები დახვდნენ. მათი განცხადებით, დედაქალაქის მერისთვის დიღმის ჭალებთან დაკავშირებით შეკითხვის დასმა სურდათ, თუმცა კალაძემ მათ ხელი დაარტყა. ერთ-ერთი აქტივისტის მტკიცებით, „კალაძემ მაისურიც ... ...
  • საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარე სუს-ში გამოკითხვაზე იმყოფებასრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს თავმჯდომარე, შეიხი მირტაგი ასადოვი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე იმყოფება. ინფორმაციას ამის შესახებ სუს-ში ადასტურებენ. უწყებაში განმარტავენ, რომ ასადოვის გამოკითხვა რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს. 30 მაისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.  „ეს პირები ნეგატიურ კონტექსტში აქტიურად იყენებენ წლების მანძილზე დაგროვებულ ისეთ საკითხებს, რომელთა არასწორი, თითქოსდა პატრიოტული მოტივებით გახმოვანების და რომელიმე ეთნიკური ჯგუფის მიმართ მიზანმიმართული საჯარო მოწოდებების გაკეთების შემთხვევაში, ქვეყნის იმ რეგიონებში, რომლებიც მჭიდროდ არის დასახლებული ეთნიკური აზერბაიჯანელებით, აშკარა საფრთხეს უქმნის ეთნიკურად ქართველ მოსახლეობასთან მათ მშვიდობიან თანაცხოვრებას. კერძოდ, ზემოაღნიშნული პირები, იჭრებიან რა სახელმწიფოს და ხელისუფლების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებში, ცდილობენ ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონში, წამოჭრილი საკითხების გამოყენებას ეროვნული მტრობის ჩამოგდების მიზნით. პირთა ჯგუფი ამ მიმართულებით არასწორი და აგრესიული მოწოდებების გავრცელების გზით, ცდილობს რეგიონის ეთნიკურად ქართველ და აზერბაიჯანელ საქართველოს მოქალაქეებს შორის შეიტანოს განხეთქილება, რასაც ორივე მხრიდან მოყვება ეროვნული პატივისა და ღირსების შემლახავი განცხადებები და ქმედებები, ხოლო ეროვნული შუღლის ჩამოგდების გზით, პირთა ჯგუფი იმედოვნებს, რომ განხორციელდება ეთნიკური კუთვნილების ნიშნით ადამიანის უფლებების უკანონოდ ხელყოფა. პირთა ჯგუფი ცდილობს თავის საჯარო განცხადებებსა თუ იდეოლოგიაში სიტუაციის იმგვარად წარმოჩენას, თითქოსდა ეთნიკურად ქართველ მოსახლეობას სხვა საქართველოს მოქალაქე ეთნიკურ უმცირესობებთან მიმართებაში ენიჭებათ უპირატესობა, რაც უფრო ზრდის ეროვნული კონფლიქტის წარმოშობის რისკებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტი გამოძიებას აწარმოებს რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე, რაც გულისხმობს ქმედებას, ჩადენილს ეროვნული მტრობის და განხეთქილების ჩამოგდების, ეროვნული პატივისა და ღირსების დამცირების მიზნით, აგრეთვე ეროვნული და ეთნიკური კუთვნილების ნიშნით ადამიანის უფლებების პირდაპირ ან არაპირდაპირ შეზღუდვას ანდა იმავე ნიშნით ადამიანისათვის უპირატესობის მინიჭებას, რამაც არსებითად ხელყო მისი უფლება, ჩადენილს პირთა ჯგუფის მიერ. დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1421-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით“, - აღნიშნულია სუს-ს ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

კარმიდამო ჩემი

გურული კერძი ხობოკვერა _ “გამორჩეული მარგალიტი“

სოციალურ ქსელში ჟურნალისტი და გიდი...

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...